![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
გუშინ სკაიპში მნათესთან ვიმსჯელე ამ თემაზე და იდეა მომაწოდა ფორუმზეც განგვეხილა. თემას ამ განყოფილებაში იმიტომ ვხსნი, რომ ღმრთისმეტყველების განყოფილებაში ფორუმელთა უმრავლესობა მაინც არ წაიკითხავს და იქნებ აქ წაიკითხონ.
ახალ აღთქმაში მრავალი ადგილია ეშმაკის შესახებ (ერთი ასეთია 1 პეტრე 5,8, რაც სათაურშიც გავიტანე). იგი არ არის რაღაც დეპერსონიფიცირებული პასიური ბოროტება, არამედ იგია პირი 1) საკუთარი ნებით (2 ტიმოთე 2,26: და განიფრთხონ საფრჴისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისასა), გონებით (2 კორინთ. 2,11: რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ) 2) ცდუნების მეთოდებით (2 კორინთ. 11,3: ხოლო მეშინის, ნუუკე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისსტეს მიმართ. ასევე სხვა მრავალი ადგილიც), რომლის წინააღმდეგაც ქრისტიანს ფიცხელი ბრძოლის წარმოება უწევს (ეფეს. 6,11-17: შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა. რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე. ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ. და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად; და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ) 3) დინამიური და არა პასიური (1 თესალონ. 2,18: ვინაჲცა ვინებეთ მისლვაჲ თქუენდა მე, პავლე, ერთ-გზის და ორ-გზის, და დამაბრკოლნა ჩუენ სატანა. 2 თესალონ. 2,8-9: და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისაჲთა). 4) დიდი ძალით, რომელსაც საკუთარი თავის წარმოჩენაც კი შეუძლია ნათლის ანგელოზად, ცრუ სასწაულების კეთება (2 თესალონ. 2,9: რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისაჲთა), თანაშემწედ ჰყავს დაცემულ ანგელოზთა მრავალრიცხოვანი დასები (კოლას. 2,15: განძარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა. ეფეს. 6,12: რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე), ბნელი საწუთროს სოფლისმპყრობელია. 5) რომელსაც შეუძლია აცდუნოს მორწმუნეები (1 კორინთ. 7,5: ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაჲმე, ჟამ რაოდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა. 1 ტიმოთე 3,6-7: ნუ ახალნერგ, რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა. არამედ ჯერ-არს მისა, რაჲთა წამებაჲცა კეთილი აქუნდეს გარეშეთგან, რაჲთა არა ყუედრებასა შევარდეს და საფრჴესა ეშმაკისასა. 1 ტიმოთე 4,1: ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა. 1 ტიმოთე 5,14-15: მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინებაჲ, შვილთა სხმაჲ, სახლისა პყრობაჲ და არცა ერთისა მიზეზისა ცემად მჴდომსა ადგილად გინებისა. რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა). ამ ციტატების მეტი რაოდენობით მოყვანაც შეიძლებოდა. ახლა კი ჩვენ იმას ვხედავთ, როგორ ხდება თანამედროვე წარმოდგენებში ეშმაკის დეპერსონიფიცირება, მის რაღაც პასიურ ძალად წარმოდგენის მცდელობა, უკანა პლანზე გადაწევა. თითქოს ეშმაკს სურს, არც ისე საზარლად წარმოაჩინოს თავი, მაგრამ ეს ხომ ცხადია ისევ მოტყუების მეთოდია. თვით საუფლო ლოცვაშიც კი, მამაო ჩვენოში, სიტყვებში "არამედ გვიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან" საუბარია არა რამე დეპერსონიფიცირებულ ბოროტებაზე, არა რამე გასაჭირზე, შიმშილზე თუ ამის მსგავსზე, არამედ ეშმაკზე. ექცევა ამას ყურადღება თანამედროვე მორწმუნეების მიერ? რატომ ვხედავთ ასეთ ტენდენციას? რატომ ხდება, მაგალითად, რომ აპოკალიპტურ თემებზე თუ იწყება საუბარი ყოველგვარი ფანატიზმის და ეგზალტაციის გარეშეც კი, ზოგიერთი მორწმუნე მომენტალურად იძაბება და გამწარებული აკერებს სხვებს ფანატიკოსის და ბნელის იარლიყებს? რა ფსევდომართლმადიდებლური შიშის ფორმაა ეს? ამ პოსტს ასეთი ფრესკით დავხურავ: ![]() ეს არის (იყო, უფრო სწორად) საშინელი სამსჯავროს გამოსახულება ჯორდანვილადან. როგორც ხედავთ, ცეცხლოვან მდინარეში მიდიან ეშმაკი და ცოდვილები: ![]() მაგრამ ვიღაცას ეს ფრესკა არ მოეწონა და (მთავარეპისკოპოს ლავრის კურთხევის გარეშე) ასეთად გადააკეთა: ![]() ცეცხლოვანი მდინარე გაქრა, ხოლო ჯოჯოხეთი კი რაღაც აბსტრაქტულ სიცარიელედ იქცა. სად მივყავართ ჰუმანიზმს? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
შესანიშნავი დეკლარირებაა შოთა...
მოკლედ როგორც ვიცით ქრისტეანობა გამოცდილებაა და სულიერი ცხოვრება ჩვენ წინ ყოველ დღე ახალ სარკმელს ხსნის... ![]() რამდენიმე კვირა თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობდი, თითქოს რელიგიურ ცხოვრებას არაფერი აკლდა, იყო აღსარებაც, ზიარებაც.. მაგრამ ეს ყოველივე გახდა რაღაც აბსტრაქტული, არაცნობიერი, თითქოს არარეალური ![]() გუშინ დავფიქრდი და აღმოვაჩინე რომ ჩემი ცნობიერებიდან გაქრა არც მეტი, არც ნაკლები - ჩვენი საერთო ნაცნობი ჯოჯოხეთიდან ![]() ... დიახ, სამწუხაროდ ისევ არ ცდებით, - ჩემსავე ფანტაზიაში, ამით კი ათჯერ მეტი ძალაუფლება და რაც მთავარია მისი განხორციელების გზები შეიძინა... ეშმაკის პიროვნების ვერ იდენტიფიცირება (ანუ ერთმნიშვნელოვანი ილუზია) მისი, როგორც მტრის ვერ დანახვა და რაღაც "ცუდ" ან სულაც "არაეთიკურ" და "უხეშ" ფორმად გადაქცევა - პირდაპირ ურტყავს მორწმუნისა და ცოდვებთან განრიდების, ცხოვრებისეულ მიზეზთა თუ მოვლენათა - საჭიროდ გაგებას და მას რაღაც ბუნდოვნად წარმოადგენს ![]() ეს ერთგვარი სიცრუის ბურუსია, ნელ-თბილობის ბურუსი, რომელიც ასე სძულდა ქრისტეს... მოკლედ ხალხო, ბოროტებას (თუმცა იგი ონტოლოგიურად არ არსებობს) ჩვენ ვებრძვით დაცემული პიროვნების სახეში, ის არა მხოლოდ განსახიერებაა ყველაზე ცოდვილი და შებილწული პიროვნების - არამედ თავადაა ყველაზე დაცემული და შებილწული პიროვნება... ამის საპირისპიროდ კი სახეზე გვაქვს ადამიანური სრულქმნილების იდეალი, ქრისტე, განკაცებული ლოგოსი და აბსოლუტური პიროვნება - სიყვარულის ღმერთი ![]() ჩამოხსენით ბურუსის ნიღაბი მტერს, რომლის "ოკუპირებულ" ტერიტორიაზეც ვიმყოფებით... (ამაზე მერე) "წყალწყალა ქრისტეანები" გვეკითხებიან - "იქნებ გსურთ ჩვენს განათლებულ დროში, კვლავ წარმოგვიდგინოთ ძველი ნაცნობი - ეშმაკი - რქებით, ჩლიქებით და სხვა აღჭურვილობით?!" (აქ რასაკვირველია თვითკმაყოფილობისა და გათვითცნობიერებულობის, ჭეშმარიტებისა და ობიექტურობის შეგრძნება წყალწყალა თავის ქალას პირდაპირ ურახუნებს ![]() არ ვიცი რა შუაშია აქ განათლებული დრო და არც იმგვარი წვრილმანები მაინტერესებს როგორიც რქები და ჩლიქებია, პასუხს კი ასეთს მოგაგებთ "დიახ, სწორედ ეგ მსურს" მე არ ვამტკიცებ რომ ჩემთვის ნაცნობია ეშმაკის გარეგნობა. იმას კი ვისაც მისი უკეთ გაცნობა ენატრება, დავამშვიდებ: "ნუ ღელავთ, თუ მისი ახლო გაცნობა გსურთ, აუცილებლად გაიცნობთ, მაგრამ მოგეწონებათ თუ არა პაემანი - ეს სხვა საკითხია" -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
საინტერესო თემაა ...
|
athos |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
ციტატა "ნუ ღელავთ, თუ მისი ახლო გაცნობა გსურთ, აუცილებლად გაიცნობთ, მაგრამ მოგეწონებათ თუ არა პაემანი - ეს სხვა საკითხია" ![]() რაში აინტერესებს დღევანდელ ადამიანს ეშმაკი, როცა მისი ფიქრები მხოლოდ კომფორტული გარემოს შექმნისკენაა მიმართული. ამ კომფორტულ გარემოში კი ეშმაკის პიროვნება ვერ ჯდება, ამიტომ საერთო "ჰარმონია" რომ არ დაირღვეს, მოხდა მისი აბსტრაგირება და დეპერსონალიზაცია (მოკლე რეზიუმე ![]() ციტატა სად მივყავართ ჰუმანიზმს? ![]() ეჰ, მშვენიერი ფრესკა გააფუჭეს ![]() -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მნათე |
![]()
პოსტი
#5
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა სად მივყავართ ჰუმანიზმს? ადამიანთან, ოღონდ ფაქტია რომ ის ადამიანი ცხონებული არ არის ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#6
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
ციტატა ეს არის (იყო, უფრო სწორად) საშინელი სამსჯავროს გამოსახულება ჯორდანვილადან. როგორც ხედავთ, ცეცხლოვან მდინარეში მიდიან ეშმაკი და ცოდვილები: ბოდიშით თუ რამე არასწორად შევნიშნე მაგრამ ყველა ადამიანი ცოდვილია |
მნათე |
![]()
პოსტი
#7
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ბოდიშით თუ რამე არასწორად შევნიშნე მაგრამ ყველა ადამიანი ცოდვილია სწორედ შენიშნე, მდინარეში კი უდავოდ ცოდვებით წარწყმედილნი მიცურავენ ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#8
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ჩვენი ნაცნობი ადამიანი ხშირად გვიმეორებს ხოლმე, როცა რამე შედარებას აკეთებს და გვიხსნის ჭეშმარიტს და ტყუილს: "ხედავთ როგორ დაიმალა ეშმაკი"?
ყველაფერში შეღავათები გვინდა, ვებრძვით ყველას საცთურს საკუთარის გარდა... და რა ადვილია სხვის მაგალითზე საკუთარი თავი უცთომელი გეგონოს... როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი, იმ "პატარ -პატარა" ცოდვებისა და ბოროტებებისაგან, რაც ყველაშია და ყურადღების ღირსადაც არ ვთვლით? ადამიანები ვართო გავიძახით და გვავიწყდება რომ ყველა დათმობა ეშმაკთან დაგვანგრევს? ხომ ვიცით, რომ "პატარა" ცოდვაზე ბოროტი არ გაჩერდება და რაც მეტ ციცქნა ცოდვებს დავიგროვებთ იგი მით მეტად დიდს შობს და საშინელს ?... არადა მართლა დღეს რომ დამთავრდეს ყველაფერი? თითქოს აღარ არსებობს ბოროტი, რაც დღეს ცუდი იყო ან დღეს ვინც ცუდად იქცეოდა, ხვალ კაცთმოყვარეობის სახელით ისეთ საქმეებს აკეთებს, სამ წუთს თუ უსმინე თავის ჭკუაზე გადაგიყვანს... როგორ უნდა იცხოვორს ადამიანმა ისე, რომ თავი დაიცვას ამ ყველაფრისგან? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მნათე |
![]()
პოსტი
#9
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა როგორ უნდა იცხოვორს ადამიანმა ისე, რომ თავი დაიცვას ამ ყველაფრისგან? ეფეს. 6,11-17 შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შესძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას. რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტ სულთა წინააღმდეგ. ( მთავრობაში იგულისხმება სიბნელის მთავრობა ) ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულს საჭურველს, რათა შესძლოთ წინააღდგომა ბოროტ დღეს. და ყოვლისმძლეველებმა გასძლოთ. მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები, და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად. და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი რომლითაც შესძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას, აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი რომელიც არის ღვთის სიტყვა. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
athos |
![]()
პოსტი
#10
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
ციტატა ციტატა როგორ უნდა იცხოვორს ადამიანმა ისე, რომ თავი დაიცვას ამ ყველაფრისგან? ეფეს. 6,11-17 შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შესძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას. რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტ სულთა წინააღმდეგ. ( მთავრობაში იგულისხმება სიბნელის მთავრობა ) ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულს საჭურველს, რათა შესძლოთ წინააღდგომა ბოროტ დღეს. და ყოვლისმძლეველებმა გასძლოთ. მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები, და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად. და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი რომლითაც შესძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას, აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი რომელიც არის ღვთის სიტყვა. ეშმაკს რომ ვებრძოლოთ უპირველესად საჭიროა აღვიქვათ ის გონიერ არსებად, რომელსაც პიროვნულად უნდა დაუპირისპირდე. თუ მას აბსტრაქტულ ძალად აღვიქვამთ, რაღაც უარყოფით საწყისად, ან თვითონ ადამიანში არსებულ ნაკლოვანებად, მის წინააღმდეგ ბრძოლას სწორად ვერ წარვმართავთ. ამიტომაცაა ეს ტენდენცია ეშმაკის დეპერსონიფიცირებისა სახიფათო პირველ ყოვლისა თვითონ ადამიანისთვის, რადგან უკარგავს მას სწორ წარმოდგენას მტერზე. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
soso5 |
![]()
პოსტი
#11
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 264 რეგისტრ.: 31-March 08 წევრი № 4,381 ![]() |
ეფეს. ეშმაკს რომ ვებრძოლოთ უპირველესად საჭიროა აღვიქვათ ის გონიერ არსებად, რომელსაც პიროვნულად უნდა დაუპირისპირდე. თუ მას აბსტრაქტულ ძალად აღვიქვამთ, რაღაც უარყოფით საწყისად, ან თვითონ ადამიანში არსებულ ნაკლოვანებად, მის წინააღმდეგ ბრძოლას სწორად ვერ წარვმართავთ. ამიტომაცაა ეს ტენდენცია ეშმაკის დეპერსონიფიცირებისა სახიფათო პირველ ყოვლისა თვითონ ადამიანისთვის, რადგან უკარგავს მას სწორ წარმოდგენას მტერზე. ნამდვილად ძნელია მაგრამ უფალი ხომ ჩვენს გვერდითაა,ყოველთვის უფალს უდა ვთხოვოთ შემწეობა და ბოროტი დემონი ვეღარ მოგვერევა.მაცდურს თოფით ვერ მოერევი,მას მხოლოდ ლოცვით თუ დაამარცხებ. |
Iona |
![]()
პოსტი
#12
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ერთი კითხვა მაქვს ------- ამ ეშმაკს საერთოდ ვინ ეკითხება ჩვენ ცოდვებს რატომ არის ის ჩვენი წინამოსაჯული - "პროკურორი"?
-------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#13
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
ერთი კითხვა მაქვს ------- ამ ეშმაკს საერთოდ ვინ ეკითხება ჩვენ ცოდვებს რატომ არის ის ჩვენი წინამოსაჯული - "პროკურორი"? ქრისტე აღდგა! ესმაკს არავინ ეკიტხება,უბრალოდ ჩვენი ცოდვები აძლევს ამის საშუალებას.არ ცოდვაშიც ვარდები მისი მონა ხარ,ხოლო ესმაკი ამ ცოდვების მეფეა და არა თუ პროკურორი,არამედ მისი ზემოქმედების ქვეშ ექცევი შენი ნებით.ღმერთს ეუბნება,რომ ამ ადამიანმა შესცოდა და მე მგავს,ამიტომ უფლება მაქვს ჩემი "ძმა" ჩემთან წავიყვანო. განმსჯელი არის ღმერთი,ხოლო ეშმაკი დამბეზღებელი.წმ.მამა როდესაც ამბობს" მომეც მე ზიარება წმიდათა შენთა საიდუმლოთა,რათა არა სანადირო ვიქნე გონიერისა მგელისა".აქ ვთხოვტ,რომ ზიარების საშუალებით და წმიდა ცხოვრებით არ მივცეთ ეშმაკს საშვალება გახდეს ჩვენი"წინამმოსაჯული".ამიტომ საჭიროა ხშირი აღმსარებლობა.ღმერთი ცოდვილს ეხმარება და იხსნის ეშმაკის კლანჭებისაგან,მაგრამ ხშირად ჩვენი ცოდვები,გაუკუღმართებული ნება არ აძლევს ღმერთს იმოქმედოს ჩვენში. გეწეოდეს ღმერთი. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი