IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მოძღვარი
Sotiris
პოსტი Jul 31 2007, 02:22 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ჩვენში ახლა არსებული პრაქტიკით ნებისმიერ მღვდელს აქვს უფლება იყოს ხელმძღვანელი მრევლის სულიერი ცხოვრებისა, ჩაიბაროს აღსარება, ანუ იყოს მოძღვარი (ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით). ეს ასე არ არის ბერძნებთან, სადაც მოძღვრობისთვის მღვდელმთავრის მიერ აღსრულებული ქიროტესიაა საჭირო (ე.ი. ჴელთდასხმა, ან კანონისტის საყვარელ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ხელდება) და არც ყველა მღვდელზეა ეს ქიროტესია აღსრულებული. ბერძნების ლოგიკა ის არის, რომ ყურადღება უნდა ექცეოდეს მღვდლის ასაკს, სულიერ გამოცდილებიას, მოძღვრად ყოფნისთვის საჭირო ნიჭს და ა.შ.

აი რას წერს ე. კოჭლამაზაშვილი (დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი, თბ., 2002, გვ. 72):

მოძღვარი ამჟამად ყველა მღვდელმსახურს ეწოდება, რადგან ჩვეულებრივი მღვდელმოქმედების გარდა (წირვა, ლოცვა, საეკლესიო წეს-განგებანი) ისინი მოძღვრობასაც ეწევიან (აღსარების მიღება, სულიერი რეკომენდაციების მიცემა ძმათათვის და ა.შ.), ძველად კი მღვდელმსახურისა და მოძღვრის ფუნქციები მკვეთრად იყო გამიჯნული, და ყველა მღვდელმსახური მოძღვარი ვერ გახდებოდა. მღვდლის მოვალეობა იყო მხოლოდ მღვდელმოქმედების აღსრულება, სწავლა-მოძღვრება კი, სულიერი მოძღვრის დონეზე, მის კომპეტენციაში არ შედიოდა. როგორც მონაზონთა, ისე ერისკაცთა კრებულის სულიერი წინამძღვრობისთვის ინიშნებოდა საგანგებო მოძღვარი. მოძღვრად შეირჩეოდა და საგანგებო ჴელთდასხმით დაიდგინებოდა ყოველმხრივ წმიდა და უმანკო მონაზონი, რომელშიც პირადი ცხოვრების უბიწოებასთან შეერთებული იყო უდიდესი განსწავლულობა საღმრთო წერილში, ქრისტიანულ მოძღვრებასა და სჯულის კანონებში. მონასტერში შეიძლებოდა მრავალი მღვდელმონაზონი ყოფილიყო, მოძღვარი კი - მხოლოდ ერთი. ყველა მას აბარებდა აღსარებას. ყველა მისგან იღებდა უტყუარ რჩევა-დარიგებას სულიერი წარმატებისთვის. ამით თავიდან იყო აცილებული ”მრავალმოძღვრება”, იაკობ მოციქულის ანდერძისამებრ - ”ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო” (იაკ. 3,1).

აქვე შევნიშნოთ, რომ მონასტერში მრავალმოძღვრიანობა აკრძალულია აგრეთვე რუის-ურბნისის კრების მიერ. მე ვერ დავეთანხმები კოჭლამაზაშვილს, რომ მოძღვრად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მონაზონი, ეს თეთრი სამღვდელოებისთვის შესაძლებლადაც მიმაჩნია, მაგრამ იმაში კი ვეთანხმები, რომ სავარაუდოდ ადრე ბერძნული პრაქტიკა იმისა, რომ ყველა მღვდელს არ შეეძლო ყოფილიყო მოძღვარი, ჩვენშიც იყო გავრცელებული.

მოძღვრად კურთხევის წესი ჩვენთან მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ორ ხელნაწერშია შემორჩენილი, Q 658-ში და H 1719-ში, რასაც ის ახსნა აქვს, რომ ამ წესის აღსრულება პატრიარქის პრეროგატივა ყოფილა საქართველოში და შესაბამისად კურთხევანის ყველა ხელნაწერში არავინ შეიტანდა პრაქტიკული გამოუყენებლობის გამო. მომყავს ჴელთდასხმის ამ წესისთვის წამძღვარებული ვრცელი შესავალი კოჭლამაზაშვილის გამოცემის მიხედვით (იხ. იქვე, გვ. 73-74):

მოიყვანონ, რომელსა ეგულებოდის მოძრურად ჴელთდასხმად.

ხოლო ესრეთ ჯერ-არს გამორჩევაჲ, რაჲთა იყოს ყოვლითურთ წმიდა და უმანკო, და ყოვლისა მსოფლიოჲსა საქმისაგან განშორებული, და მოწესე და დაყუდებული, და ერგასის წლისა მიწევნილი, და მეცნიერი ყოველთა წერილთა ძულეთა და ახალთა, და ყოველთა კანონთა სჯულისაჲთა მრავალჟამ წურთილი.

დიდსა ხუთშაბათსა, ოდეს იკურთხეოდეს წმიდაჲ მიჰრონი და შეკრბენ წმიდანი კრებულნი ყოვლით კერძო, მოიყვანონ წინაშე მათსა და მოვიდეს მოძღუარი მისი და მონაზონნი მის უდაბნოჲსანი, რომელსა შინა აღზრდილ იყოს და აღკუეცილ. და რაჟამს მოძღუარმან მისმან წამოს, ვითარმედ ღირს არს და უნაკლულო და ყოვლითა წესითა მისითა დამოძღურად და განკითხვად და წინამძღურად სულთა პირმეტყუელთა, მაშინ მოძღუარმან მისმან დიდსა ხუთშაბათსა შემდგომად ცისკრისა ლოცვისა, აღიყვანოს წმიდასა საკურთხეველსა ზედა, და ორნივე ჴელნი დაუსხნეს წმიდასა ტრაპეზსა ზედა, და თავსა დასდვას წმიდა სახარებაჲ, და წარიკითხნეს თავსა მისსა ზედა ”ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი”, ”პირველითგანი” და ”ანდერძნი” სრულიად, და ასწავოს ყოველივე, ვითარმედ: ”ყოველთათჳს სულთა შენგან განკითხულთა დღესითგან შენ თანა-გაც სიტყჳსგება წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა”. და განაკრძალოს ყოველსავე ზედა, რაჲთა არავინ მოწაფეთა მისთაგანი წარწყმდეს, არამედ ყოველთავე ექმნას წინამძღუარ უცთომელ.


ამას მოსდევს საკუთრივ ჴელთდასხმის წესი.

მოკლედ დაწერეთ საკუთარი (არგუმენტირებული) აზრი იმის შესახებ, რა და როგორ უნდა ხდებოდეს.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Sotiris   მოძღვარი   Jul 31 2007, 02:22 AM
marine   მამა საბა [ოსტაპენ...   Mar 28 2017, 11:08 PM
marine   "მღვდლებს გარდაც...   Mar 29 2017, 11:27 AM
marine   "სქემიღუმენმა სა...   Mar 29 2017, 11:51 AM
marine   „მლოცველი მღვდელი,...   Mar 30 2017, 11:59 AM
marine   "ერთხელ უწმინდეს ...   Mar 31 2017, 10:08 PM
marine   "- რა ევალება მრევ...   Mar 31 2017, 10:18 PM
marine   "მოძღვრის ცოლს ევ...   Mar 31 2017, 10:28 PM
marine   "ხევსურეთში, სოფე...   Apr 1 2017, 10:52 AM
marine   "მრევლის დიდი სიყ...   Apr 2 2017, 09:58 PM
marine   "არქიმანდრიტი იო...   Apr 4 2017, 11:10 AM
marine   "მღვდლობა იმთავი...   Apr 4 2017, 11:30 AM
marine   "მდიდარი არასოდე...   Apr 5 2017, 10:24 AM
marine   "თუ ადამიანის თვა...   Apr 9 2017, 11:33 AM
marine   "პატივი ყველა მღვ...   Apr 11 2017, 11:36 AM
marine   "მოგეხსენებათ, არ...   Apr 13 2017, 10:56 AM
marine   "ჩვენი სასულიერო ...   Apr 13 2017, 11:11 AM
marine   პატრიარქ ეფრემს ერ...   Apr 18 2017, 10:54 AM
marine   "უზარმაზარია მღვ...   Apr 19 2017, 09:45 AM
marine   "ღმერთთან შერიგე...   Apr 20 2017, 12:53 PM
marine   "შავნაღველი საყვ...   Apr 20 2017, 06:43 PM
marine   "იგი [მამა ვიტალი ...   Apr 21 2017, 10:20 AM
marine   მღვდლობის მადლის ხ...   Apr 21 2017, 05:35 PM
marine   "ამბობდნენ, ამბა ...   Apr 22 2017, 11:26 AM
marine   "მათ სიცოცხლე ვეღ...   Apr 23 2017, 02:20 PM
marine   "მამა საბას [ოსტა...   Apr 23 2017, 08:07 PM
marine   "მოძღვრები ყველა...   Apr 25 2017, 10:47 PM
marine   "როცა ძლიერ მოხუც...   Apr 26 2017, 07:07 PM
marine   "სულიერი მამა მეგ...   Apr 26 2017, 07:33 PM
marine   "მრავალი სასიხარ...   Apr 27 2017, 10:55 AM
marine   "უდიდეს მადლობას ...   May 1 2017, 11:32 AM
marine   "როცა მოძღვარი გა...   May 7 2017, 02:36 PM
marine   "ჩემი მრევლის ერთ...   May 9 2017, 12:35 PM
marine   "ოდეს წირვას დაას...   May 16 2017, 06:14 PM
marine   "იოანე ოქროპირი ა...   May 17 2017, 12:02 PM
marine   "მთლიანად დაემორ...   May 17 2017, 07:24 PM
marine   "ბასილი დიდი ამბო...   May 20 2017, 08:21 PM
marine   "მღვდლობა, ერთი მ...   May 21 2017, 08:46 PM
marine   "ჩემი მოძღვრის ლო...   May 22 2017, 07:43 PM
marine   "- მამაო, რას გვეტყ...   May 23 2017, 11:37 AM
marine   "მოძღვარი ღვთის ს...   May 25 2017, 11:29 PM
marine   "მღვდლის მეუღლეო...   May 26 2017, 03:51 PM
marine   "მოძღვარს უფალი ე...   May 27 2017, 10:32 PM
marine   "სულიერ გზაზე შეს...   May 28 2017, 01:30 PM
marine   "ხოლო თუ მოწაფე ა...   May 30 2017, 02:48 PM
marine   სამშობლოსა და მეფი...   Jun 1 2017, 09:32 PM
marine   "90-ე ფსალმუნის სიტ...   Jun 1 2017, 09:55 PM
marine   "გზა რომ გაგვეხსნ...   Jun 6 2017, 03:47 PM
marine   "სულიერი მოძღვრი...   Jun 12 2017, 08:52 AM
marine   "მღვდელი პირველ რ...   Jun 18 2017, 05:55 PM
marine   "სულიერი მოძღვარ...   Jun 19 2017, 04:18 PM
marine   "შეუძლებელია სულ...   Jun 19 2017, 10:53 PM
marine   "სულიერი მოძღვრი...   Jun 20 2017, 10:29 AM
marine   "იფიქრე, რომ მოძღ...   Jun 20 2017, 09:38 PM
marine   "ზოგჯერ მოძღვარს ...   Jun 20 2017, 09:50 PM
marine   "კარგო მღვდელო"   Jun 20 2017, 10:19 PM
marine   "თუ რამეს მორჩილე...   Jun 21 2017, 11:34 AM
marine   "ძალზე მადლიანი, ...   Jun 22 2017, 10:36 PM
marine   "ისევე როგორც ყვე...   Jun 23 2017, 12:01 PM
marine   "[წმ. გიორგი მთაწმ...   Jun 24 2017, 02:30 PM
marine   "...გაცილებით მეტი...   Jun 27 2017, 11:50 AM
marine   "ჭეშმარიტი მწყემ...   Jun 29 2017, 01:05 PM
marine   "მღვდელი-მწირველ...   Jul 5 2017, 10:03 PM
marine   უფლის ნიჭები შენში...   Jul 9 2017, 01:55 PM
marine   "მამა მატოის კი ღ...   Jul 22 2017, 10:55 AM
marine   "თუ მოძღვართან დი...   Jul 28 2017, 10:45 AM
marine   "გვიამბობდა, თუ რ...   Jul 29 2017, 10:23 AM
marine   "მღვდელი სიყვარუ...   Jul 31 2017, 04:57 PM
marine   "ცხოვრების ყოველ...   Aug 1 2017, 02:43 PM
marine   "ასფურცელასა და ფ...   Aug 1 2017, 03:23 PM
marine   "მღვდელმსახური რ...   Aug 2 2017, 12:55 PM
marine   "[დეკ. დავით გრიგა...   Aug 2 2017, 08:54 PM
marine   "მამა არსენი მღვი...   Aug 4 2017, 11:41 AM
marine   "- მღვდლად ხელდას...   Aug 4 2017, 12:10 PM
marine   "როგორც მარილი ინ...   Aug 5 2017, 10:39 AM
marine   "ტკბილ-მგრძნობია...   Aug 11 2017, 08:42 PM
marine   მამა ვასილი [ფირცხ...   Aug 14 2017, 10:14 PM
marine   "მხნედ იბრძვის ეკ...   Aug 15 2017, 11:27 AM
marine   "ერთხელ თურმე ცნო...   Aug 17 2017, 09:41 PM
marine   "სოფლის დაჟინებუ...   Aug 18 2017, 11:55 AM
marine   "ღმერთმა არ მომიშ...   Aug 19 2017, 08:16 AM
marine   "მისი რჩევები და ...   Aug 19 2017, 08:35 AM
marine   "წმინდა მატო, დიდ...   Aug 20 2017, 11:15 PM
marine   "ერთი მოძღვარი ამ...   Aug 21 2017, 10:54 AM
marine   "ღმერთს ვთხოვ, ღრ...   Aug 21 2017, 06:09 PM
marine   "მეუფე ანდრია ჩემ...   Aug 22 2017, 10:40 AM
marine   "თეთრად თმაწვერდ...   Aug 22 2017, 11:15 AM
marine   "როცა მოძღვარი ძლ...   Aug 23 2017, 11:17 AM
marine   "თუ კარგი მამულიშ...   Aug 24 2017, 01:42 PM
marine   მამა ბარსანუფი წერ...   Aug 25 2017, 10:40 PM
marine   "- მამა ზოსიმეს, ერ...   Aug 27 2017, 08:37 PM
marine   "მამამ მთელი სასა...   Aug 30 2017, 10:17 AM
marine   "მოძღვარმა უნდა ი...   Aug 31 2017, 11:55 AM
marine   "ეკლესიისა და მოც...   Aug 31 2017, 01:01 PM
marine   "ჭარაშერეული თმა-...   Aug 31 2017, 06:40 PM
marine   "როცა სოხუმის ეპა...   Sep 2 2017, 10:42 PM
marine   "ქადაგება ხელოვნ...   Sep 4 2017, 10:29 AM
marine   "ორიოდე სიტყვა კი...   Sep 4 2017, 03:38 PM
marine   "ცეცხლოვანი ქადა...   Sep 4 2017, 04:10 PM
marine   "ყველა მოძღვარს თ...   Sep 4 2017, 04:22 PM
marine   "მოძღვრებს განსა...   Sep 5 2017, 11:40 AM
9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 01:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი