IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მოძღვარი
Sotiris
პოსტი Jul 31 2007, 02:22 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ჩვენში ახლა არსებული პრაქტიკით ნებისმიერ მღვდელს აქვს უფლება იყოს ხელმძღვანელი მრევლის სულიერი ცხოვრებისა, ჩაიბაროს აღსარება, ანუ იყოს მოძღვარი (ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით). ეს ასე არ არის ბერძნებთან, სადაც მოძღვრობისთვის მღვდელმთავრის მიერ აღსრულებული ქიროტესიაა საჭირო (ე.ი. ჴელთდასხმა, ან კანონისტის საყვარელ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ხელდება) და არც ყველა მღვდელზეა ეს ქიროტესია აღსრულებული. ბერძნების ლოგიკა ის არის, რომ ყურადღება უნდა ექცეოდეს მღვდლის ასაკს, სულიერ გამოცდილებიას, მოძღვრად ყოფნისთვის საჭირო ნიჭს და ა.შ.

აი რას წერს ე. კოჭლამაზაშვილი (დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი, თბ., 2002, გვ. 72):

მოძღვარი ამჟამად ყველა მღვდელმსახურს ეწოდება, რადგან ჩვეულებრივი მღვდელმოქმედების გარდა (წირვა, ლოცვა, საეკლესიო წეს-განგებანი) ისინი მოძღვრობასაც ეწევიან (აღსარების მიღება, სულიერი რეკომენდაციების მიცემა ძმათათვის და ა.შ.), ძველად კი მღვდელმსახურისა და მოძღვრის ფუნქციები მკვეთრად იყო გამიჯნული, და ყველა მღვდელმსახური მოძღვარი ვერ გახდებოდა. მღვდლის მოვალეობა იყო მხოლოდ მღვდელმოქმედების აღსრულება, სწავლა-მოძღვრება კი, სულიერი მოძღვრის დონეზე, მის კომპეტენციაში არ შედიოდა. როგორც მონაზონთა, ისე ერისკაცთა კრებულის სულიერი წინამძღვრობისთვის ინიშნებოდა საგანგებო მოძღვარი. მოძღვრად შეირჩეოდა და საგანგებო ჴელთდასხმით დაიდგინებოდა ყოველმხრივ წმიდა და უმანკო მონაზონი, რომელშიც პირადი ცხოვრების უბიწოებასთან შეერთებული იყო უდიდესი განსწავლულობა საღმრთო წერილში, ქრისტიანულ მოძღვრებასა და სჯულის კანონებში. მონასტერში შეიძლებოდა მრავალი მღვდელმონაზონი ყოფილიყო, მოძღვარი კი - მხოლოდ ერთი. ყველა მას აბარებდა აღსარებას. ყველა მისგან იღებდა უტყუარ რჩევა-დარიგებას სულიერი წარმატებისთვის. ამით თავიდან იყო აცილებული ”მრავალმოძღვრება”, იაკობ მოციქულის ანდერძისამებრ - ”ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო” (იაკ. 3,1).

აქვე შევნიშნოთ, რომ მონასტერში მრავალმოძღვრიანობა აკრძალულია აგრეთვე რუის-ურბნისის კრების მიერ. მე ვერ დავეთანხმები კოჭლამაზაშვილს, რომ მოძღვრად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მონაზონი, ეს თეთრი სამღვდელოებისთვის შესაძლებლადაც მიმაჩნია, მაგრამ იმაში კი ვეთანხმები, რომ სავარაუდოდ ადრე ბერძნული პრაქტიკა იმისა, რომ ყველა მღვდელს არ შეეძლო ყოფილიყო მოძღვარი, ჩვენშიც იყო გავრცელებული.

მოძღვრად კურთხევის წესი ჩვენთან მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ორ ხელნაწერშია შემორჩენილი, Q 658-ში და H 1719-ში, რასაც ის ახსნა აქვს, რომ ამ წესის აღსრულება პატრიარქის პრეროგატივა ყოფილა საქართველოში და შესაბამისად კურთხევანის ყველა ხელნაწერში არავინ შეიტანდა პრაქტიკული გამოუყენებლობის გამო. მომყავს ჴელთდასხმის ამ წესისთვის წამძღვარებული ვრცელი შესავალი კოჭლამაზაშვილის გამოცემის მიხედვით (იხ. იქვე, გვ. 73-74):

მოიყვანონ, რომელსა ეგულებოდის მოძრურად ჴელთდასხმად.

ხოლო ესრეთ ჯერ-არს გამორჩევაჲ, რაჲთა იყოს ყოვლითურთ წმიდა და უმანკო, და ყოვლისა მსოფლიოჲსა საქმისაგან განშორებული, და მოწესე და დაყუდებული, და ერგასის წლისა მიწევნილი, და მეცნიერი ყოველთა წერილთა ძულეთა და ახალთა, და ყოველთა კანონთა სჯულისაჲთა მრავალჟამ წურთილი.

დიდსა ხუთშაბათსა, ოდეს იკურთხეოდეს წმიდაჲ მიჰრონი და შეკრბენ წმიდანი კრებულნი ყოვლით კერძო, მოიყვანონ წინაშე მათსა და მოვიდეს მოძღუარი მისი და მონაზონნი მის უდაბნოჲსანი, რომელსა შინა აღზრდილ იყოს და აღკუეცილ. და რაჟამს მოძღუარმან მისმან წამოს, ვითარმედ ღირს არს და უნაკლულო და ყოვლითა წესითა მისითა დამოძღურად და განკითხვად და წინამძღურად სულთა პირმეტყუელთა, მაშინ მოძღუარმან მისმან დიდსა ხუთშაბათსა შემდგომად ცისკრისა ლოცვისა, აღიყვანოს წმიდასა საკურთხეველსა ზედა, და ორნივე ჴელნი დაუსხნეს წმიდასა ტრაპეზსა ზედა, და თავსა დასდვას წმიდა სახარებაჲ, და წარიკითხნეს თავსა მისსა ზედა ”ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი”, ”პირველითგანი” და ”ანდერძნი” სრულიად, და ასწავოს ყოველივე, ვითარმედ: ”ყოველთათჳს სულთა შენგან განკითხულთა დღესითგან შენ თანა-გაც სიტყჳსგება წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა”. და განაკრძალოს ყოველსავე ზედა, რაჲთა არავინ მოწაფეთა მისთაგანი წარწყმდეს, არამედ ყოველთავე ექმნას წინამძღუარ უცთომელ.


ამას მოსდევს საკუთრივ ჴელთდასხმის წესი.

მოკლედ დაწერეთ საკუთარი (არგუმენტირებული) აზრი იმის შესახებ, რა და როგორ უნდა ხდებოდეს.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Sotiris   მოძღვარი   Jul 31 2007, 02:22 AM
marine   "მოძღვრის სიტყვე...   Sep 5 2017, 05:47 PM
marine   "ქუჩაში თუ სადმე ...   Sep 13 2017, 12:42 PM
marine   "სასიძოს გულზე ჩე...   Sep 13 2017, 09:09 PM
marine   "მამა სერაფიმემ ხ...   Sep 15 2017, 08:25 PM
marine   "ერთ-ერთი წმინდა ...   Sep 18 2017, 11:19 AM
marine   "დიაკვნობისას მო...   Sep 19 2017, 01:17 PM
marine   "დღეს მოძღვრობის ...   Sep 25 2017, 10:25 AM
marine   "- მამაო, რას ნიშნა...   Sep 25 2017, 09:49 PM
marine   „ერთხელ მკითხეს, რ...   Sep 27 2017, 04:18 PM
marine   "ვაი იმას, ვინც არ ...   Sep 30 2017, 07:22 PM
marine   "ღმერთმა დალოცოს ...   Oct 2 2017, 10:28 AM
marine   „ერთხელ მამას საბა...   Oct 6 2017, 09:32 PM
marine   "მტერი ვერაფერს დ...   Oct 16 2017, 10:12 PM
marine   "ეცადე, სულიერი მ...   Oct 19 2017, 09:53 AM
marine   "პირველ ადგილზე ღ...   Oct 23 2017, 07:55 PM
marine   "მღვდელი ყოველდღ...   Oct 23 2017, 10:09 PM
marine   "გამოირჩიეთ მოძღ...   Oct 24 2017, 11:12 AM
marine   "ვისაც ქრისტე უყვ...   Oct 25 2017, 09:38 AM
marine   "- რატომ არ შეიძლე...   Oct 25 2017, 09:56 AM
marine   "ნაყოფის გამოსაღ...   Oct 25 2017, 10:21 AM
marine   "ადამიანი უმოძღვ...   Oct 25 2017, 10:49 AM
marine   "ნუ იჩქარებთ პირვ...   Oct 25 2017, 01:45 PM
marine   "გავიხსენოთ ღირს...   Oct 25 2017, 04:11 PM
marine   "მოძღვარი ღვთაებ...   Oct 26 2017, 10:17 AM
marine   "ეკლესიის, მოძღვრ...   Oct 26 2017, 10:35 AM
marine   " - მამაო, როგორ უნ...   Oct 26 2017, 07:20 PM
marine   "საზოგადოდ, სულიე...   Oct 26 2017, 07:39 PM
marine   "- რა მოვალეობა აკ...   Oct 27 2017, 11:02 AM
marine   "მღვდლების ქალიშ...   Oct 27 2017, 11:24 AM
marine   "მართლმადიდებელ...   Oct 27 2017, 11:56 AM
marine   "მღვდელი ხალხისთ...   Oct 29 2017, 01:53 PM
marine   "მრევლი - ეს არის ს...   Oct 29 2017, 06:45 PM
marine   "...როცა წვიმის მერ...   Oct 30 2017, 11:58 AM
marine   "ღირსეული მღვდელ...   Oct 31 2017, 10:03 PM
marine   "ღვთის სამსახურშ...   Nov 2 2017, 11:00 AM
marine   "ერთ დროს ათონზე ...   Nov 3 2017, 10:30 AM
marine   ჩემი მოძღვარი (ჩან...   Nov 4 2017, 02:10 PM
marine   "მოძღვრის სიყვარ...   Nov 6 2017, 09:40 PM
marine   "თუ მოძღვარი თანა...   Nov 7 2017, 10:55 PM
marine   "მოძღვრის არჩევი...   Nov 8 2017, 10:32 AM
marine   "ეკლესიასთან პირ...   Nov 9 2017, 08:49 PM
marine   "ილოცეთ მღვდლები...   Nov 10 2017, 10:08 AM
marine   "მოძღვრების მიმა...   Nov 11 2017, 10:08 AM
marine   "ვინც მღვდელს პატ...   Nov 13 2017, 10:34 AM
marine   "ადამიანი ცოცხალ ...   Nov 13 2017, 09:01 PM
marine   „იგი ხან დაატკბობდ...   Nov 17 2017, 08:53 PM
marine   "...და როგორც მამას...   Nov 18 2017, 09:48 AM
marine   "ყველა მოძღვარს უ...   Nov 18 2017, 09:35 PM
marine   "ჩვენ ტომები რომ ...   Nov 21 2017, 07:16 PM
marine   "ვინც მოკრძალებუ...   Nov 22 2017, 09:39 AM
marine   "მღვდლები ქრისტე...   Nov 23 2017, 06:22 PM
marine   "მღვდელი ადამიან...   Nov 27 2017, 09:39 PM
marine   "ადამიანი, რომელი...   Nov 29 2017, 09:03 PM
marine   “მამა ამოსზე ამბობ...   Dec 1 2017, 09:53 PM
marine   "ყველა ქრისტიანმ...   Dec 6 2017, 10:10 AM
marine   "მისი ღირსეული გა...   Dec 6 2017, 08:31 PM
marine   "ვიცნობ მოძღვარს,...   Dec 7 2017, 11:39 AM
marine   "განა არ იცი რას ნ...   Dec 8 2017, 02:16 PM
marine   "მამაოს ჩუმი, იდუ...   Dec 13 2017, 01:58 PM
marine   "ჰოი, კურთხეულო მ...   Dec 13 2017, 08:00 PM
marine   "1954 წლის შემოდგომ...   Dec 14 2017, 11:32 AM
marine   "ბედნიერი ვარ, რო...   Dec 18 2017, 08:55 PM
marine   "მოძღვრის გარეშე ...   Dec 18 2017, 09:32 PM
marine   "როგორც ექიმის გა...   Dec 20 2017, 08:17 PM
marine   "ერთი ადამიანი, რ...   Dec 20 2017, 08:50 PM
marine   "სულიერი მოძღვრი...   Dec 21 2017, 08:25 PM
marine   „მე მღვდელი ვარ... ე...   Dec 22 2017, 09:20 PM
marine   "ჩვენ, მღვდლებიც, ...   Dec 24 2017, 04:20 PM
marine   "- რა ძალა აქვს მოძ...   Dec 24 2017, 04:47 PM
marine   "კარგი და ცუდი მო...   Dec 24 2017, 05:27 PM
marine   მორწმუნემ თავისი ა...   Dec 24 2017, 09:52 PM
marine   "მოძღვრის კურთხე...   Dec 26 2017, 09:33 AM
marine   "ორიოდე სიტყვა მი...   Dec 26 2017, 10:05 PM
marine   "- ბევრს აინტერეს...   Dec 27 2017, 11:35 AM
marine   "წმინდა ანტონი დი...   Dec 27 2017, 01:42 PM
marine   "არასდროს განსაჯ...   Dec 30 2017, 10:16 AM
marine   "სიკეთის მქადაგე...   Dec 30 2017, 09:01 PM
marine   "შენს მოძღვარზე ს...   Jan 5 2018, 11:14 AM
marine   "გავიდა რამდენიმ...   Jan 5 2018, 01:37 PM
marine   "სულიერი მოძღვარ...   Jan 5 2018, 02:01 PM
marine   "სიხარული და სიმს...   Jan 6 2018, 10:31 AM
marine   "უფალო, დედას პურ...   Jan 9 2018, 05:21 PM
marine   "დეკანოზი სერგი უ...   Jan 16 2018, 07:36 PM
marine   "[ღირსი იოანე აკა...   Jan 20 2018, 09:17 PM
marine   "მოძღვარი, რომელი...   Jan 21 2018, 01:46 PM
marine   "თუკი გვმართებს ხ...   Jan 28 2018, 09:19 PM
marine   "შეეცადე მთელი სი...   Jan 29 2018, 07:56 PM
marine   შეხვედრა შენთან ჩ...   Jan 30 2018, 09:44 AM
marine   "დღეს ძალიან დიდი...   Jan 31 2018, 11:30 AM
marine   "კურთხევა - ეს ზეც...   Jan 31 2018, 09:46 PM
marine   "ათონის ივერთა მო...   Jan 31 2018, 09:59 PM
marine   "თავზე ლოცვა-კურთ...   Feb 11 2018, 06:46 PM
marine   " ერთმა მოძღვარმა...   Feb 11 2018, 06:58 PM
marine   "ყოველი წირვა-ლოც...   Feb 13 2018, 12:50 PM
marine   "მოძღვართან ურთი...   Feb 13 2018, 07:34 PM
marine   „არც გაფეტიშება შე...   Feb 13 2018, 08:00 PM
marine   "მოძღვრის ლოცვა-კ...   Feb 16 2018, 08:53 PM
marine   "თუ ადამიანს ღვთი...   Feb 19 2018, 10:10 PM
marine   "ფეხდაფეხ მისდიე ...   Feb 23 2018, 10:55 AM
marine   "ვინც ემორჩილება ...   Feb 24 2018, 09:39 AM
9 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 01:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი