IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მოძღვარი
Sotiris
პოსტი Jul 31 2007, 02:22 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ჩვენში ახლა არსებული პრაქტიკით ნებისმიერ მღვდელს აქვს უფლება იყოს ხელმძღვანელი მრევლის სულიერი ცხოვრებისა, ჩაიბაროს აღსარება, ანუ იყოს მოძღვარი (ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით). ეს ასე არ არის ბერძნებთან, სადაც მოძღვრობისთვის მღვდელმთავრის მიერ აღსრულებული ქიროტესიაა საჭირო (ე.ი. ჴელთდასხმა, ან კანონისტის საყვარელ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ხელდება) და არც ყველა მღვდელზეა ეს ქიროტესია აღსრულებული. ბერძნების ლოგიკა ის არის, რომ ყურადღება უნდა ექცეოდეს მღვდლის ასაკს, სულიერ გამოცდილებიას, მოძღვრად ყოფნისთვის საჭირო ნიჭს და ა.შ.

აი რას წერს ე. კოჭლამაზაშვილი (დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი, თბ., 2002, გვ. 72):

მოძღვარი ამჟამად ყველა მღვდელმსახურს ეწოდება, რადგან ჩვეულებრივი მღვდელმოქმედების გარდა (წირვა, ლოცვა, საეკლესიო წეს-განგებანი) ისინი მოძღვრობასაც ეწევიან (აღსარების მიღება, სულიერი რეკომენდაციების მიცემა ძმათათვის და ა.შ.), ძველად კი მღვდელმსახურისა და მოძღვრის ფუნქციები მკვეთრად იყო გამიჯნული, და ყველა მღვდელმსახური მოძღვარი ვერ გახდებოდა. მღვდლის მოვალეობა იყო მხოლოდ მღვდელმოქმედების აღსრულება, სწავლა-მოძღვრება კი, სულიერი მოძღვრის დონეზე, მის კომპეტენციაში არ შედიოდა. როგორც მონაზონთა, ისე ერისკაცთა კრებულის სულიერი წინამძღვრობისთვის ინიშნებოდა საგანგებო მოძღვარი. მოძღვრად შეირჩეოდა და საგანგებო ჴელთდასხმით დაიდგინებოდა ყოველმხრივ წმიდა და უმანკო მონაზონი, რომელშიც პირადი ცხოვრების უბიწოებასთან შეერთებული იყო უდიდესი განსწავლულობა საღმრთო წერილში, ქრისტიანულ მოძღვრებასა და სჯულის კანონებში. მონასტერში შეიძლებოდა მრავალი მღვდელმონაზონი ყოფილიყო, მოძღვარი კი - მხოლოდ ერთი. ყველა მას აბარებდა აღსარებას. ყველა მისგან იღებდა უტყუარ რჩევა-დარიგებას სულიერი წარმატებისთვის. ამით თავიდან იყო აცილებული ”მრავალმოძღვრება”, იაკობ მოციქულის ანდერძისამებრ - ”ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო” (იაკ. 3,1).

აქვე შევნიშნოთ, რომ მონასტერში მრავალმოძღვრიანობა აკრძალულია აგრეთვე რუის-ურბნისის კრების მიერ. მე ვერ დავეთანხმები კოჭლამაზაშვილს, რომ მოძღვრად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მონაზონი, ეს თეთრი სამღვდელოებისთვის შესაძლებლადაც მიმაჩნია, მაგრამ იმაში კი ვეთანხმები, რომ სავარაუდოდ ადრე ბერძნული პრაქტიკა იმისა, რომ ყველა მღვდელს არ შეეძლო ყოფილიყო მოძღვარი, ჩვენშიც იყო გავრცელებული.

მოძღვრად კურთხევის წესი ჩვენთან მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ორ ხელნაწერშია შემორჩენილი, Q 658-ში და H 1719-ში, რასაც ის ახსნა აქვს, რომ ამ წესის აღსრულება პატრიარქის პრეროგატივა ყოფილა საქართველოში და შესაბამისად კურთხევანის ყველა ხელნაწერში არავინ შეიტანდა პრაქტიკული გამოუყენებლობის გამო. მომყავს ჴელთდასხმის ამ წესისთვის წამძღვარებული ვრცელი შესავალი კოჭლამაზაშვილის გამოცემის მიხედვით (იხ. იქვე, გვ. 73-74):

მოიყვანონ, რომელსა ეგულებოდის მოძრურად ჴელთდასხმად.

ხოლო ესრეთ ჯერ-არს გამორჩევაჲ, რაჲთა იყოს ყოვლითურთ წმიდა და უმანკო, და ყოვლისა მსოფლიოჲსა საქმისაგან განშორებული, და მოწესე და დაყუდებული, და ერგასის წლისა მიწევნილი, და მეცნიერი ყოველთა წერილთა ძულეთა და ახალთა, და ყოველთა კანონთა სჯულისაჲთა მრავალჟამ წურთილი.

დიდსა ხუთშაბათსა, ოდეს იკურთხეოდეს წმიდაჲ მიჰრონი და შეკრბენ წმიდანი კრებულნი ყოვლით კერძო, მოიყვანონ წინაშე მათსა და მოვიდეს მოძღუარი მისი და მონაზონნი მის უდაბნოჲსანი, რომელსა შინა აღზრდილ იყოს და აღკუეცილ. და რაჟამს მოძღუარმან მისმან წამოს, ვითარმედ ღირს არს და უნაკლულო და ყოვლითა წესითა მისითა დამოძღურად და განკითხვად და წინამძღურად სულთა პირმეტყუელთა, მაშინ მოძღუარმან მისმან დიდსა ხუთშაბათსა შემდგომად ცისკრისა ლოცვისა, აღიყვანოს წმიდასა საკურთხეველსა ზედა, და ორნივე ჴელნი დაუსხნეს წმიდასა ტრაპეზსა ზედა, და თავსა დასდვას წმიდა სახარებაჲ, და წარიკითხნეს თავსა მისსა ზედა ”ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი”, ”პირველითგანი” და ”ანდერძნი” სრულიად, და ასწავოს ყოველივე, ვითარმედ: ”ყოველთათჳს სულთა შენგან განკითხულთა დღესითგან შენ თანა-გაც სიტყჳსგება წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა”. და განაკრძალოს ყოველსავე ზედა, რაჲთა არავინ მოწაფეთა მისთაგანი წარწყმდეს, არამედ ყოველთავე ექმნას წინამძღუარ უცთომელ.


ამას მოსდევს საკუთრივ ჴელთდასხმის წესი.

მოკლედ დაწერეთ საკუთარი (არგუმენტირებული) აზრი იმის შესახებ, რა და როგორ უნდა ხდებოდეს.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Sotiris   მოძღვარი   Jul 31 2007, 02:22 AM
marine   "- რას ნიშნავს კურ...   Feb 25 2018, 01:11 PM
marine   "მოძღვრის გარეშე ...   Feb 26 2018, 07:41 PM
marine   "სულიერი მოძღვრო...   Mar 13 2018, 08:25 PM
marine   "სულიერი მოძღვარ...   Apr 19 2018, 09:54 PM
marine   "დღეს ჩვენ, უბრალ...   May 6 2018, 11:29 AM
marine   "ზოგადად კურთხევ...   May 20 2018, 06:24 PM
marine   "დღეს ჩვენ, უბრალ...   May 29 2018, 05:20 PM
marine   "ამბობენ, მოძღვარ...   Jun 22 2018, 08:58 PM
marine   "აღარა მყავს სული...   Jul 9 2018, 09:46 PM
marine   "- ხშირად გვსმენი...   Jul 13 2018, 06:18 PM
marine   "მოძღვარი არის კო...   Jul 18 2018, 09:33 PM
marine   "უფალს არ უყვარს ...   Jul 21 2018, 09:27 PM
marine   "ერთ-ერთი წმინდა ...   Jul 22 2018, 09:57 AM
marine   "ერთ-ერთი წმინდა ...   Aug 5 2018, 08:14 PM
marine   "ვაი, რომ ჩვენ, ადა...   Aug 17 2018, 06:17 PM
marine   "ერთხელ, რაღაც გა...   Aug 20 2018, 12:26 PM
marine   "1972 წელს საბრძნეთ...   Sep 12 2018, 11:27 AM
marine   "თემურ წიკლაური, ...   Sep 14 2018, 11:10 AM
marine   "კურთხევის გარეშ...   Oct 26 2018, 09:08 PM
marine   "რწმენით მიდი მოძ...   Nov 1 2018, 11:13 PM
marine   "სამღვდელოება ერ...   Nov 8 2018, 05:10 PM
marine   "მოძღვრის "არას...   Nov 18 2018, 08:13 PM
marine   "არასოდეს დაკარგ...   Dec 5 2018, 05:22 PM
marine   "როგორიც არის მოძ...   Feb 12 2019, 07:03 PM
marine   "მღვდლები ანგელო...   Feb 14 2019, 03:14 PM
marine   "მღვდლისთვის აუც...   Feb 22 2019, 07:13 PM
marine   "- რატომ ატარებენ ...   Mar 7 2019, 06:31 PM
marine   "მღვდელი არის იმ ...   Jun 7 2019, 06:38 PM
marine   "უფალმა მოძღვარი ...   Jul 19 2019, 08:53 PM
marine   "სასულიერო პირებ...   Jul 21 2019, 08:10 PM
marine   "ადამიანი არ უნდა...   Aug 1 2019, 04:58 PM
marine   "მოძღვარმა გულით,...   Aug 5 2019, 09:14 PM
marine   "სულიერ მამასთან ...   Aug 6 2019, 09:37 PM
marine   "კითხვა: დღეს, ამ ს...   Aug 9 2019, 12:10 PM
marine   "კითხვა: რა გრძნო...   Aug 9 2019, 12:22 PM
marine   "კითხვა: სამწუხარ...   Aug 9 2019, 01:04 PM
marine   "კითხვა: როგორ უნ...   Aug 9 2019, 03:52 PM
marine   "კითხვა: უნდა ვერ...   Aug 9 2019, 07:50 PM
marine   "კითხვა: რა ვუყო ც...   Aug 10 2019, 02:13 PM
marine   "კითხვა: აქვს თუ ა...   Aug 11 2019, 12:29 PM
marine   "კითხვა: არ მყავს ...   Aug 11 2019, 02:06 PM
marine   "კითხვა: ჩემი პირ...   Aug 11 2019, 08:03 PM
marine   "კითხვა: როდესაც ...   Aug 12 2019, 11:30 AM
marine   "კითხვა: სამწუხარ...   Aug 14 2019, 11:07 AM
marine   "მღვდლობა არ ისწა...   Aug 17 2019, 09:42 PM
marine   "თითოეული მღვდელ...   Aug 26 2019, 10:01 PM
marine   "მოძღვრები ანგელ...   Sep 6 2019, 12:12 PM
marine   "მოძღვართან ურთი...   Sep 6 2019, 12:53 PM
marine   "ღმერთი და მოყვას...   Sep 8 2019, 12:16 PM
marine   "მოძღვარმა უნდა გ...   Sep 8 2019, 12:27 PM
marine   "ძალზე მნიშვნელო...   Sep 9 2019, 07:26 PM
marine   "მოძღვრის ერთგულ...   Sep 19 2019, 10:32 PM
marine   "მოძღვრის გარეშე ...   Sep 22 2019, 04:29 PM
marine   "მღვდელი მარტო მღ...   Oct 1 2019, 04:11 PM
marine   "ქართველი მღვდელ...   Oct 8 2019, 05:25 PM
marine   "სულიერი შვილი გა...   Oct 12 2019, 06:44 PM
marine   "როდესაც გყავს მო...   Oct 20 2019, 09:53 PM
marine   "თუ ხედავ, შენი მო...   Oct 25 2019, 04:10 PM
marine   "ვინც შეიყვარა და...   Oct 26 2019, 10:44 PM
marine   "მართლმადიდებლო...   Oct 29 2019, 10:16 PM
marine   "მოძღვარს შეგიძლ...   Nov 2 2019, 06:57 PM
marine   "მოძღვარმა უნდა მ...   Nov 5 2019, 05:19 PM
marine   "გრძელი წვერით და...   Nov 7 2019, 02:26 PM
marine   "სულიერ მოძღვარს...   Nov 19 2019, 06:19 PM
marine   "როდესაც ადამიან...   Nov 24 2019, 04:37 PM
marine   "მივმართოთ მოძღვ...   Dec 12 2019, 07:30 PM
marine   "მღვდლობის ჯვარი ...   Dec 20 2019, 04:13 PM
marine   "მოძღვარი ხომ ცოც...   Dec 21 2019, 09:39 PM
marine   "მე პირადად ასე მ...   Dec 22 2019, 07:56 PM
marine   "საკუთარ მოძღვარ...   Jan 2 2020, 09:19 PM
marine   "მოძღვრის შერჩევ...   Jan 11 2020, 09:26 PM
marine   "ნუ შეგრცხვება აჩ...   Feb 1 2020, 09:46 PM
marine   "მართლმადიდებელ ...   Feb 3 2020, 04:03 PM
marine   "არ დაუჯერო შენს ...   Feb 4 2020, 08:20 PM
marine   "სწორედ ისეთი მოძ...   Feb 12 2020, 09:25 PM
marine   "მოძღვარი უბრალო,...   Mar 5 2020, 02:07 PM
marine   "მხოლოდ ეშმაკმა ი...   Mar 5 2020, 02:29 PM
marine   "თუ გითხრა მოძღვა...   Mar 5 2020, 02:47 PM
marine   "მოძღვრის თანადგ...   Apr 11 2020, 08:13 PM
marine   "როდესაც კაცი მარ...   Apr 13 2020, 08:29 PM
marine   "იცით ვინ არიან მ...   Apr 16 2020, 07:39 PM
marine   "მოძღვარს მამას ვ...   Apr 18 2020, 09:40 PM
marine   "მღვდელმსახურის...   Apr 21 2020, 07:42 PM
marine   "უზენაესი მღვდელ...   Apr 25 2020, 05:17 PM
marine   "მღვდელი უნდა იყო...   Apr 25 2020, 05:32 PM
marine   "ვინაიდან იესო ქრ...   May 1 2020, 07:38 PM
marine   "ზოგჯერ იგი [ბერი ...   May 10 2020, 10:42 PM
marine   "მღვდელი თავის თა...   May 14 2020, 09:48 PM
marine   "ნუ დაუმალავ სული...   May 19 2020, 10:45 PM
marine   "ერთადერთი, რაც ს...   May 21 2020, 09:27 PM
marine   "ლოცვითა და ცრემლ...   May 22 2020, 09:29 PM
marine   "თუ ადამიანი მოძღ...   Jun 12 2020, 07:54 PM
marine   "სულიერი მოძღვრი...   Jun 17 2020, 08:13 PM
marine   "ვინც თავისთვის, ...   Jun 18 2020, 06:52 PM
marine   "მამა იოსებ ოპტინ...   Jun 18 2020, 07:45 PM
marine   "მღვდლებს მშობლე...   Jun 19 2020, 07:12 PM
marine   "თუ მოძღვრისადმი ...   Jun 21 2020, 07:21 PM
marine   " - შეიძლება თუ არა...   Jun 21 2020, 08:16 PM
marine   " - შეიძლება თუ არა...   Jun 22 2020, 07:46 PM
marine   "უღირსი მღვდლები ...   Jun 22 2020, 08:30 PM
9 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 02:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი