IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მოძღვარი
Sotiris
პოსტი Jul 31 2007, 02:22 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ჩვენში ახლა არსებული პრაქტიკით ნებისმიერ მღვდელს აქვს უფლება იყოს ხელმძღვანელი მრევლის სულიერი ცხოვრებისა, ჩაიბაროს აღსარება, ანუ იყოს მოძღვარი (ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით). ეს ასე არ არის ბერძნებთან, სადაც მოძღვრობისთვის მღვდელმთავრის მიერ აღსრულებული ქიროტესიაა საჭირო (ე.ი. ჴელთდასხმა, ან კანონისტის საყვარელ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ხელდება) და არც ყველა მღვდელზეა ეს ქიროტესია აღსრულებული. ბერძნების ლოგიკა ის არის, რომ ყურადღება უნდა ექცეოდეს მღვდლის ასაკს, სულიერ გამოცდილებიას, მოძღვრად ყოფნისთვის საჭირო ნიჭს და ა.შ.

აი რას წერს ე. კოჭლამაზაშვილი (დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი, თბ., 2002, გვ. 72):

მოძღვარი ამჟამად ყველა მღვდელმსახურს ეწოდება, რადგან ჩვეულებრივი მღვდელმოქმედების გარდა (წირვა, ლოცვა, საეკლესიო წეს-განგებანი) ისინი მოძღვრობასაც ეწევიან (აღსარების მიღება, სულიერი რეკომენდაციების მიცემა ძმათათვის და ა.შ.), ძველად კი მღვდელმსახურისა და მოძღვრის ფუნქციები მკვეთრად იყო გამიჯნული, და ყველა მღვდელმსახური მოძღვარი ვერ გახდებოდა. მღვდლის მოვალეობა იყო მხოლოდ მღვდელმოქმედების აღსრულება, სწავლა-მოძღვრება კი, სულიერი მოძღვრის დონეზე, მის კომპეტენციაში არ შედიოდა. როგორც მონაზონთა, ისე ერისკაცთა კრებულის სულიერი წინამძღვრობისთვის ინიშნებოდა საგანგებო მოძღვარი. მოძღვრად შეირჩეოდა და საგანგებო ჴელთდასხმით დაიდგინებოდა ყოველმხრივ წმიდა და უმანკო მონაზონი, რომელშიც პირადი ცხოვრების უბიწოებასთან შეერთებული იყო უდიდესი განსწავლულობა საღმრთო წერილში, ქრისტიანულ მოძღვრებასა და სჯულის კანონებში. მონასტერში შეიძლებოდა მრავალი მღვდელმონაზონი ყოფილიყო, მოძღვარი კი - მხოლოდ ერთი. ყველა მას აბარებდა აღსარებას. ყველა მისგან იღებდა უტყუარ რჩევა-დარიგებას სულიერი წარმატებისთვის. ამით თავიდან იყო აცილებული ”მრავალმოძღვრება”, იაკობ მოციქულის ანდერძისამებრ - ”ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო” (იაკ. 3,1).

აქვე შევნიშნოთ, რომ მონასტერში მრავალმოძღვრიანობა აკრძალულია აგრეთვე რუის-ურბნისის კრების მიერ. მე ვერ დავეთანხმები კოჭლამაზაშვილს, რომ მოძღვრად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მონაზონი, ეს თეთრი სამღვდელოებისთვის შესაძლებლადაც მიმაჩნია, მაგრამ იმაში კი ვეთანხმები, რომ სავარაუდოდ ადრე ბერძნული პრაქტიკა იმისა, რომ ყველა მღვდელს არ შეეძლო ყოფილიყო მოძღვარი, ჩვენშიც იყო გავრცელებული.

მოძღვრად კურთხევის წესი ჩვენთან მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ორ ხელნაწერშია შემორჩენილი, Q 658-ში და H 1719-ში, რასაც ის ახსნა აქვს, რომ ამ წესის აღსრულება პატრიარქის პრეროგატივა ყოფილა საქართველოში და შესაბამისად კურთხევანის ყველა ხელნაწერში არავინ შეიტანდა პრაქტიკული გამოუყენებლობის გამო. მომყავს ჴელთდასხმის ამ წესისთვის წამძღვარებული ვრცელი შესავალი კოჭლამაზაშვილის გამოცემის მიხედვით (იხ. იქვე, გვ. 73-74):

მოიყვანონ, რომელსა ეგულებოდის მოძრურად ჴელთდასხმად.

ხოლო ესრეთ ჯერ-არს გამორჩევაჲ, რაჲთა იყოს ყოვლითურთ წმიდა და უმანკო, და ყოვლისა მსოფლიოჲსა საქმისაგან განშორებული, და მოწესე და დაყუდებული, და ერგასის წლისა მიწევნილი, და მეცნიერი ყოველთა წერილთა ძულეთა და ახალთა, და ყოველთა კანონთა სჯულისაჲთა მრავალჟამ წურთილი.

დიდსა ხუთშაბათსა, ოდეს იკურთხეოდეს წმიდაჲ მიჰრონი და შეკრბენ წმიდანი კრებულნი ყოვლით კერძო, მოიყვანონ წინაშე მათსა და მოვიდეს მოძღუარი მისი და მონაზონნი მის უდაბნოჲსანი, რომელსა შინა აღზრდილ იყოს და აღკუეცილ. და რაჟამს მოძღუარმან მისმან წამოს, ვითარმედ ღირს არს და უნაკლულო და ყოვლითა წესითა მისითა დამოძღურად და განკითხვად და წინამძღურად სულთა პირმეტყუელთა, მაშინ მოძღუარმან მისმან დიდსა ხუთშაბათსა შემდგომად ცისკრისა ლოცვისა, აღიყვანოს წმიდასა საკურთხეველსა ზედა, და ორნივე ჴელნი დაუსხნეს წმიდასა ტრაპეზსა ზედა, და თავსა დასდვას წმიდა სახარებაჲ, და წარიკითხნეს თავსა მისსა ზედა ”ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი”, ”პირველითგანი” და ”ანდერძნი” სრულიად, და ასწავოს ყოველივე, ვითარმედ: ”ყოველთათჳს სულთა შენგან განკითხულთა დღესითგან შენ თანა-გაც სიტყჳსგება წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა”. და განაკრძალოს ყოველსავე ზედა, რაჲთა არავინ მოწაფეთა მისთაგანი წარწყმდეს, არამედ ყოველთავე ექმნას წინამძღუარ უცთომელ.


ამას მოსდევს საკუთრივ ჴელთდასხმის წესი.

მოკლედ დაწერეთ საკუთარი (არგუმენტირებული) აზრი იმის შესახებ, რა და როგორ უნდა ხდებოდეს.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Sotiris   მოძღვარი   Jul 31 2007, 02:22 AM
marine   " - ვიცი, რომ ერთი ჩ...   Jun 23 2020, 09:15 PM
marine   "ახალგაზრდებს იმ...   Jun 27 2020, 08:34 PM
marine   "ჩვენ, სასულიერო ...   Jun 30 2020, 05:03 PM
marine   "არანაირ სარგებე...   Jul 5 2020, 06:09 PM
marine   "იცით, კიდევ ვისი ...   Jul 10 2020, 10:35 PM
marine   "- რამდენადაა აუც...   Jul 15 2020, 12:26 PM
marine   "- როგორ უნდა ავირ...   Jul 15 2020, 10:20 PM
marine   "- შეიძლება თუ არა,...   Jul 17 2020, 07:02 PM
marine   "- ხშირად გაიგონე...   Jul 17 2020, 11:05 PM
marine   "როდესაც პეტრე მო...   Jul 18 2020, 08:04 PM
marine   "ჩვენ, მოძღვრები, ...   Jul 18 2020, 08:17 PM
marine   "სიხარული მადლის...   Jul 19 2020, 10:26 PM
marine   "ვინ დაიღუპა, ვინ...   Jul 28 2020, 09:04 PM
marine   "ერთხელ მამა პაის...   Aug 8 2020, 08:35 PM
marine   "სასულიერო პირთ, ...   Aug 16 2020, 08:56 PM
marine   "ვიცით, რომ მღვდლ...   Aug 20 2020, 08:01 PM
marine   "ამბობს წმინდა გრ...   Aug 25 2020, 07:19 PM
marine   "ჩვენი ცხოვნების ...   Oct 23 2020, 05:33 PM
marine   "უსმინე, რას გეუბ...   Nov 7 2020, 08:39 PM
marine   "სულიერ ცხოვრება...   Nov 16 2020, 08:43 PM
marine   "თუკი სასულიერო პ...   Dec 3 2020, 08:33 PM
marine   "თუ სულიერი მამის...   Dec 6 2020, 09:20 PM
marine   "ნეტავ როდის ხდებ...   Dec 8 2020, 10:12 PM
marine   "მოძღვარი თუ შენი...   Dec 9 2020, 06:09 PM
marine   "ადამიანი, რომელს...   Dec 11 2020, 06:19 PM
marine   "თუ გსურთ სულიერ ...   Dec 11 2020, 07:26 PM
marine   "არავის არ მოუყვე...   Dec 11 2020, 08:59 PM
marine   "მოძღვრის დამოკი...   Dec 12 2020, 02:10 PM
marine   "მუდამ გახსოვდეთ ...   Dec 12 2020, 05:53 PM
marine   "ლოცვა-კურთხევა უ...   Dec 13 2020, 12:38 PM
marine   "უმჯობესია ღმერთ...   Dec 13 2020, 01:22 PM
marine   "ვინც თავისი მოძღ...   Dec 13 2020, 04:19 PM
marine   "ჩემთვის იმაზე დი...   Dec 13 2020, 07:16 PM
marine   "როდესაც განზრახ...   Dec 13 2020, 07:53 PM
marine   "ყოველთვის უნდა გ...   Dec 13 2020, 09:49 PM
marine   "მოძღვრის საშუალ...   Dec 13 2020, 10:08 PM
marine   "ჩვენ ვლანძღავთ დ...   Dec 14 2020, 02:27 PM
marine   "ძველ დროში მღვდლ...   Dec 14 2020, 03:37 PM
marine   "ძმებო, დავემორჩი...   Dec 14 2020, 03:51 PM
marine   "თუ ადამიანი ყველ...   Dec 14 2020, 04:05 PM
marine   "სიტყვა "მღვდელ...   Jan 27 2021, 08:12 PM
marine   "ვისაც ზედმეტად გ...   Feb 1 2021, 05:36 PM
marine   "ვისაც ხელმძღვან...   Feb 10 2021, 08:15 PM
marine   "მოძღვარი უნდა ემ...   Feb 11 2021, 08:40 PM
marine   "თუ იფიქრებ, რომ ს...   Mar 14 2021, 06:02 PM
marine   "ცოდვების მიტევე...   Mar 27 2021, 09:36 PM
marine   "ადამიანებს რომ შ...   Apr 1 2021, 05:27 PM
marine   "მოძღვარს უნდა უხ...   Apr 1 2021, 07:44 PM
marine   "ადამიანებთან ურ...   Apr 12 2021, 08:44 PM
marine   "ვისაც სძულს მღვდ...   Apr 15 2021, 08:22 PM
marine   "მოძღვარი არის სუ...   May 9 2021, 06:55 PM
marine   "მოძღვრის მიზანი...   May 9 2021, 07:26 PM
marine   "ცხვარი მწყემსს ა...   May 20 2021, 05:19 PM
marine   "სიხარული და შიში...   May 31 2021, 05:41 PM
marine   "არანაირი აღთქმა ...   May 31 2021, 08:40 PM
marine   "მოძღვარი და წინა...   Jun 9 2021, 08:26 PM
marine   "განსაკუთრებით ს...   Jun 10 2021, 05:43 PM
marine   "ვიდრე გამოცდილი ...   Jun 13 2021, 12:17 PM
marine   "ეძებე წყნარი, კე...   Jun 14 2021, 08:16 PM
marine   "მღვდელი, რომელსა...   Jun 15 2021, 08:41 PM
marine   "სულიერ მოძღვარს ...   Jun 18 2021, 08:06 PM
marine   "თუ სულიერ მოძღვა...   Jun 18 2021, 08:23 PM
marine   "როდესაც მოძღვარ...   Jun 18 2021, 08:42 PM
marine   "რჩევებისთვის ხა...   Jun 18 2021, 08:56 PM
marine   "არ მიიღო არავითა...   Jun 19 2021, 01:21 PM
marine   "მოძღვართა ცხოვრ...   Jun 19 2021, 02:04 PM
marine   "თავი დაიცავით მო...   Jun 19 2021, 02:18 PM
marine   "თუ ცოდვილია მღვდ...   Jul 6 2021, 12:14 PM
marine   "მოძღვარი უფრო მე...   Aug 22 2021, 06:32 PM
marine   "ბრძენმა მოძღვარ...   Aug 22 2021, 06:58 PM
marine   "როგორც ჯირითში მ...   Aug 22 2021, 07:33 PM
marine   "მოძღვარი უნაკო უ...   Aug 22 2021, 08:04 PM
marine   "მწყემსი არ უნდა ...   Aug 22 2021, 08:55 PM
marine   "დამოძღვრა არასდ...   Oct 19 2021, 08:00 PM
marine   "ზნეობრივი თვალს...   Oct 27 2021, 10:11 AM
marine   "თუ წმიდა ეკლესია...   Oct 27 2021, 09:38 PM
marine   "თუ შენ გყავს მოძ...   Nov 3 2021, 04:21 PM
marine   "შენი მოძღვრის და...   Nov 3 2021, 08:07 PM
marine   "აზრი, რომელიც გკ...   Dec 5 2021, 06:13 PM
marine   "უწინამძღოლოდ წა...   Dec 6 2021, 05:36 PM
marine   "წერს აბბა დოროთე...   Dec 9 2021, 05:49 PM
marine   "ჩვენი მოძღვარი [...   Jan 18 2022, 12:08 PM
marine   "მღვდელი მხოლოდ ი...   Jan 29 2022, 12:10 PM
marine   "როდესაც სასარგე...   Feb 5 2022, 08:32 PM
marine   "შეამოწმეთ თავი - ...   Feb 16 2022, 02:43 PM
marine   "ყველა მღვდელს პა...   Feb 18 2022, 10:26 PM
marine   "ჩვენი სულიერი მო...   Feb 19 2022, 01:15 PM
marine   "ვინც თავისი თანა...   Feb 19 2022, 08:25 PM
marine   "ყოველ მოძღვარს ო...   Feb 22 2022, 09:02 PM
marine   "მღვდელი არა მხოლ...   Mar 8 2022, 10:22 PM
marine   "ის იყო ნამდვილი, ...   Mar 31 2022, 07:55 PM
marine   "ოლარი მღვდელს იმ...   Apr 4 2022, 08:05 PM
marine   "როდესაც გმეზე მო...   May 2 2022, 08:41 PM
marine   "ძლიერი უნდა იყოს...   May 27 2022, 01:06 PM
marine   "ადამიანს, რომელს...   May 28 2022, 02:25 PM
marine   "თუ იესო ქრისტემ ...   May 28 2022, 05:48 PM
marine   "მქადაგებელი, კეთ...   May 28 2022, 06:17 PM
marine   "ვისაც სხვისი ჭრი...   Jun 1 2022, 08:49 PM
marine   "ღვთის ძღვენი ისე...   Jun 3 2022, 09:57 PM
marine   "რომც არ იცოდეთ, ე...   Jun 8 2022, 10:27 PM
9 გვერდი V « < 5 6 7 8 9 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 01:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი