სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Sotiris |
Jul 31 2007, 02:22 AM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ჩვენში ახლა არსებული პრაქტიკით ნებისმიერ მღვდელს აქვს უფლება იყოს ხელმძღვანელი მრევლის სულიერი ცხოვრებისა, ჩაიბაროს აღსარება, ანუ იყოს მოძღვარი (ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით). ეს ასე არ არის ბერძნებთან, სადაც მოძღვრობისთვის მღვდელმთავრის მიერ აღსრულებული ქიროტესიაა საჭირო (ე.ი. ჴელთდასხმა, ან კანონისტის საყვარელ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ხელდება) და არც ყველა მღვდელზეა ეს ქიროტესია აღსრულებული. ბერძნების ლოგიკა ის არის, რომ ყურადღება უნდა ექცეოდეს მღვდლის ასაკს, სულიერ გამოცდილებიას, მოძღვრად ყოფნისთვის საჭირო ნიჭს და ა.შ.
აი რას წერს ე. კოჭლამაზაშვილი (დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი, თბ., 2002, გვ. 72): მოძღვარი ამჟამად ყველა მღვდელმსახურს ეწოდება, რადგან ჩვეულებრივი მღვდელმოქმედების გარდა (წირვა, ლოცვა, საეკლესიო წეს-განგებანი) ისინი მოძღვრობასაც ეწევიან (აღსარების მიღება, სულიერი რეკომენდაციების მიცემა ძმათათვის და ა.შ.), ძველად კი მღვდელმსახურისა და მოძღვრის ფუნქციები მკვეთრად იყო გამიჯნული, და ყველა მღვდელმსახური მოძღვარი ვერ გახდებოდა. მღვდლის მოვალეობა იყო მხოლოდ მღვდელმოქმედების აღსრულება, სწავლა-მოძღვრება კი, სულიერი მოძღვრის დონეზე, მის კომპეტენციაში არ შედიოდა. როგორც მონაზონთა, ისე ერისკაცთა კრებულის სულიერი წინამძღვრობისთვის ინიშნებოდა საგანგებო მოძღვარი. მოძღვრად შეირჩეოდა და საგანგებო ჴელთდასხმით დაიდგინებოდა ყოველმხრივ წმიდა და უმანკო მონაზონი, რომელშიც პირადი ცხოვრების უბიწოებასთან შეერთებული იყო უდიდესი განსწავლულობა საღმრთო წერილში, ქრისტიანულ მოძღვრებასა და სჯულის კანონებში. მონასტერში შეიძლებოდა მრავალი მღვდელმონაზონი ყოფილიყო, მოძღვარი კი - მხოლოდ ერთი. ყველა მას აბარებდა აღსარებას. ყველა მისგან იღებდა უტყუარ რჩევა-დარიგებას სულიერი წარმატებისთვის. ამით თავიდან იყო აცილებული ”მრავალმოძღვრება”, იაკობ მოციქულის ანდერძისამებრ - ”ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო” (იაკ. 3,1). აქვე შევნიშნოთ, რომ მონასტერში მრავალმოძღვრიანობა აკრძალულია აგრეთვე რუის-ურბნისის კრების მიერ. მე ვერ დავეთანხმები კოჭლამაზაშვილს, რომ მოძღვრად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მონაზონი, ეს თეთრი სამღვდელოებისთვის შესაძლებლადაც მიმაჩნია, მაგრამ იმაში კი ვეთანხმები, რომ სავარაუდოდ ადრე ბერძნული პრაქტიკა იმისა, რომ ყველა მღვდელს არ შეეძლო ყოფილიყო მოძღვარი, ჩვენშიც იყო გავრცელებული. მოძღვრად კურთხევის წესი ჩვენთან მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ორ ხელნაწერშია შემორჩენილი, Q 658-ში და H 1719-ში, რასაც ის ახსნა აქვს, რომ ამ წესის აღსრულება პატრიარქის პრეროგატივა ყოფილა საქართველოში და შესაბამისად კურთხევანის ყველა ხელნაწერში არავინ შეიტანდა პრაქტიკული გამოუყენებლობის გამო. მომყავს ჴელთდასხმის ამ წესისთვის წამძღვარებული ვრცელი შესავალი კოჭლამაზაშვილის გამოცემის მიხედვით (იხ. იქვე, გვ. 73-74): მოიყვანონ, რომელსა ეგულებოდის მოძრურად ჴელთდასხმად. ხოლო ესრეთ ჯერ-არს გამორჩევაჲ, რაჲთა იყოს ყოვლითურთ წმიდა და უმანკო, და ყოვლისა მსოფლიოჲსა საქმისაგან განშორებული, და მოწესე და დაყუდებული, და ერგასის წლისა მიწევნილი, და მეცნიერი ყოველთა წერილთა ძულეთა და ახალთა, და ყოველთა კანონთა სჯულისაჲთა მრავალჟამ წურთილი. დიდსა ხუთშაბათსა, ოდეს იკურთხეოდეს წმიდაჲ მიჰრონი და შეკრბენ წმიდანი კრებულნი ყოვლით კერძო, მოიყვანონ წინაშე მათსა და მოვიდეს მოძღუარი მისი და მონაზონნი მის უდაბნოჲსანი, რომელსა შინა აღზრდილ იყოს და აღკუეცილ. და რაჟამს მოძღუარმან მისმან წამოს, ვითარმედ ღირს არს და უნაკლულო და ყოვლითა წესითა მისითა დამოძღურად და განკითხვად და წინამძღურად სულთა პირმეტყუელთა, მაშინ მოძღუარმან მისმან დიდსა ხუთშაბათსა შემდგომად ცისკრისა ლოცვისა, აღიყვანოს წმიდასა საკურთხეველსა ზედა, და ორნივე ჴელნი დაუსხნეს წმიდასა ტრაპეზსა ზედა, და თავსა დასდვას წმიდა სახარებაჲ, და წარიკითხნეს თავსა მისსა ზედა ”ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი”, ”პირველითგანი” და ”ანდერძნი” სრულიად, და ასწავოს ყოველივე, ვითარმედ: ”ყოველთათჳს სულთა შენგან განკითხულთა დღესითგან შენ თანა-გაც სიტყჳსგება წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა”. და განაკრძალოს ყოველსავე ზედა, რაჲთა არავინ მოწაფეთა მისთაგანი წარწყმდეს, არამედ ყოველთავე ექმნას წინამძღუარ უცთომელ. ამას მოსდევს საკუთრივ ჴელთდასხმის წესი. მოკლედ დაწერეთ საკუთარი (არგუმენტირებული) აზრი იმის შესახებ, რა და როგორ უნდა ხდებოდეს. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Sotiris მოძღვარი Jul 31 2007, 02:22 AM
marine "შენს ხელმძღვანეá... Jun 10 2022, 08:05 PM
marine "როდესაც ხედავს ზ... Jun 11 2022, 06:54 PM
marine "როგორც შიმშილით ... Jun 21 2022, 07:54 PM
marine "თუ რას ნიშნავს მáƒ... Sep 8 2022, 08:28 PM
marine "მოძღვარი ყველაზá... Sep 10 2022, 05:56 PM
marine "როცა ვინმე შენს áƒ... Sep 13 2022, 09:59 PM
marine "ის, ვინც თავის მოá... Sep 14 2022, 10:12 PM
marine "მოძღვრის პასუხი ... Sep 14 2022, 10:24 PM
marine "თუ მოძღვრის ნათქ... Sep 15 2022, 09:56 AM
marine "იცით, რას ნიშნავáƒ... Sep 15 2022, 12:56 PM
marine "წყარო მშვიდობისá... Sep 15 2022, 01:09 PM
marine "ამ ბოლო ხანებში áƒ... Sep 15 2022, 02:11 PM
marine "მთელ ქვეყანას არ... Sep 15 2022, 02:36 PM
marine "იმისათვის, რომ უáƒ... Sep 15 2022, 08:10 PM
marine "თურქთა ბატონობიá... Sep 16 2022, 08:16 PM
marine "ბევრი მღვდელი გა... Sep 22 2022, 09:58 PM
marine "არ არსებობს უცოდ... Sep 26 2022, 07:07 PM
marine "უპირატესი ადგილá... Sep 27 2022, 07:31 PM
marine "გამოცდილი მესაჭá... Sep 30 2022, 08:07 PM
marine "თავმდაბლობის საá... Oct 2 2022, 04:48 PM
marine "ქრისტეს მცნებათá... Oct 20 2022, 10:27 PM
marine "ბრძენი წინამძღოá... Nov 15 2022, 06:09 PM
marine "წერს აბბა დოროთე... Nov 17 2022, 05:01 PM
marine "მოდით ჩვენი თავი... Nov 17 2022, 05:16 PM
marine "სულიერი მოძღვრიá... Dec 20 2022, 09:52 PM
marine "გამოცდილი მოძღვá... Dec 21 2022, 07:32 PM
marine "გამოცდილი ექიმიá... Dec 22 2022, 04:11 PM
marine "მიწიერი მკურნალá... Dec 22 2022, 04:36 PM
marine "თუ ხორციელი მამი... Dec 28 2022, 05:34 PM
marine "ლიტურგიის დროს მ... Jan 5 2023, 06:13 PM
marine "ღირსეული მღვდელá... Jan 6 2023, 06:37 PM
marine "მღვდელმა ჭამოს ი... Jan 8 2023, 03:34 PM
marine "ხშირად სატანა შუ... Jan 8 2023, 07:30 PM
marine "როგორც ცხვრებს შ... Jan 8 2023, 08:05 PM
marine "ანგელოზები ელვაá... Jan 9 2023, 05:27 PM
marine "როდესაც წმინდა მ... Jan 9 2023, 05:40 PM
marine "მოძღვარი შენი სუ... Jan 23 2023, 08:20 PM
marine "თუ მოძღვარი შინა... Jan 28 2023, 08:33 PM
marine "თუ ადამიანს მღვდ... Mar 19 2023, 08:12 PM
marine "მღვდლები ანგელოá... Mar 19 2023, 08:44 PM
marine "მღვდელს დიდი სიწ... Mar 22 2023, 07:36 PM
marine "მოძღვრები - მღვდáƒ... Mar 24 2023, 01:52 PM
marine "ამრიგად, შეეჯიბრ... Apr 18 2023, 07:31 PM
marine "თუკი შენს მოძღვა... Apr 19 2023, 09:38 PM
marine "ცნობისწადილით ნá... May 15 2023, 09:42 PM
marine "საერთოდ, შეუფასე... Jun 4 2023, 07:44 PM
marine "ქადაგება - ეს არ ა... Jun 17 2023, 02:15 PM
marine "როდესაც მიგიწვეá... Jun 17 2023, 05:55 PM
marine "5. საძაგელია ის მო... Jun 17 2023, 06:27 PM
marine "რაც უფრო მორჩილი... Jun 18 2023, 05:12 PM
marine "სულიერი მამა მეგ... Jun 18 2023, 05:39 PM
marine "სულიერ მოძღვარს ... Jun 18 2023, 05:56 PM
marine "მოძღვარმა ყოველ ... Jun 18 2023, 07:32 PM
marine "ეკლესიაში ახალმá... Jun 18 2023, 07:56 PM
marine "2. საძაგელია მელა ... Jun 18 2023, 08:25 PM
marine "როდესაც მოძღვარá... Jun 18 2023, 08:39 PM
marine "შეიყვარე ღვთისმá... Jun 19 2023, 01:31 PM
marine "ნუთუ ჩვენ ენა მოáƒ... Jun 19 2023, 02:16 PM
marine "როცა ჩვენ უკეთურ... Jun 20 2023, 07:53 PM
marine "როცა ჩვენ უკეთურ... Jun 20 2023, 07:53 PM
marine "უღირსი მოძღვრის ... Jun 20 2023, 08:22 PM
marine "მღვდელი უნდა იყო... Jun 20 2023, 08:52 PM
marine "ფეხდაფეხ მისდიე ... Jun 22 2023, 03:39 PM
marine "მოძღვარმა გადამá... Jun 27 2023, 06:46 PM
marine "თქვენ სულიერი მო... Jul 3 2023, 08:05 PM
marine "ადამიანს თუ ჰყავ... Jul 19 2023, 07:49 PM
marine "როგორც წმინდა მა... Jul 19 2023, 08:10 PM
marine "როგორც დავით მეფ... Sep 8 2023, 05:29 PM
marine "მართლმადიდებლოáƒ... Sep 10 2023, 06:26 PM
marine "მაშინ ოცი წლის ვáƒ... Sep 11 2023, 06:56 PM
marine "ვინც შეიყვარა და... Sep 13 2023, 07:12 PM
marine "როდესაც გყავს მო... Sep 16 2023, 05:37 PM
marine "ნდობა და მორჩილე... Oct 22 2023, 08:05 PM
marine "საერთოდ, ჭეშმარი... Nov 1 2023, 07:12 PM
marine "ერთხელ, ერთი ბიზáƒ... Nov 20 2023, 09:42 PM
marine "მოძღვარი არ უნდა... Nov 24 2023, 03:37 PM
marine "უმჯობესია, მოძღვ... Nov 29 2023, 08:20 PM
marine "მართალია, მღვდლე... Dec 15 2023, 05:54 PM
marine "წმ. თეოფანე დაყუáƒ... Dec 15 2023, 08:41 PM
marine "როგორც წმ. სილუაáƒ... Dec 16 2023, 07:16 PM
marine "მამა პაისს [ათონáƒ... Jan 11 2024, 03:36 PM
marine "მამა პაისთან [ათáƒ... Jan 15 2024, 07:38 PM
marine "ერთი კაცი მღვდელ... Jan 31 2024, 07:45 PM
marine "ერთმა 45 წლის, უფრáƒ... Feb 4 2024, 04:44 PM
marine "რითაა მღვდელი ას... Mar 5 2024, 10:13 AM
marine "ვინთ თავის მოძღვ... Mar 10 2024, 08:51 PM
marine "მოძღვრები სიკვდá... Apr 4 2024, 04:31 PM
marine "წინამძღვარი არც ... Apr 4 2024, 07:19 PM
marine "რას ნიშნავს კურთ... Apr 7 2024, 06:59 PM
marine "მოძღვარს მიბაძეá... May 7 2024, 07:53 PM
marine "მოძღვარს მიბაძეá... May 7 2024, 07:53 PM
marine "თუკი მწყემსში მრ... Jun 10 2024, 07:48 PM
marine "მართლმადიდებელ á... Jun 14 2024, 02:52 PM
marine "არ დაკარგო სულიე... Jun 14 2024, 03:05 PM
marine "ნუ შეგრცხვება აჩ... Jun 15 2024, 08:52 PM
marine "არ დაუჯერო შენს áƒ... Jun 16 2024, 09:17 PM
marine "სულიერი მოძღვარá... Jun 20 2024, 06:43 PM
marine "აღთქმასა და კანო... Jun 23 2024, 06:56 PM
marine "მართლმადიდებელáƒ... Jul 2 2024, 01:04 PM
marine "გყავდეს ხელმძღვá... Jul 14 2024, 06:31 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th October 2026 - 05:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი