IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მოძღვარი
Sotiris
პოსტი Jul 31 2007, 02:22 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ჩვენში ახლა არსებული პრაქტიკით ნებისმიერ მღვდელს აქვს უფლება იყოს ხელმძღვანელი მრევლის სულიერი ცხოვრებისა, ჩაიბაროს აღსარება, ანუ იყოს მოძღვარი (ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით). ეს ასე არ არის ბერძნებთან, სადაც მოძღვრობისთვის მღვდელმთავრის მიერ აღსრულებული ქიროტესიაა საჭირო (ე.ი. ჴელთდასხმა, ან კანონისტის საყვარელ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ხელდება) და არც ყველა მღვდელზეა ეს ქიროტესია აღსრულებული. ბერძნების ლოგიკა ის არის, რომ ყურადღება უნდა ექცეოდეს მღვდლის ასაკს, სულიერ გამოცდილებიას, მოძღვრად ყოფნისთვის საჭირო ნიჭს და ა.შ.

აი რას წერს ე. კოჭლამაზაშვილი (დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი, თბ., 2002, გვ. 72):

მოძღვარი ამჟამად ყველა მღვდელმსახურს ეწოდება, რადგან ჩვეულებრივი მღვდელმოქმედების გარდა (წირვა, ლოცვა, საეკლესიო წეს-განგებანი) ისინი მოძღვრობასაც ეწევიან (აღსარების მიღება, სულიერი რეკომენდაციების მიცემა ძმათათვის და ა.შ.), ძველად კი მღვდელმსახურისა და მოძღვრის ფუნქციები მკვეთრად იყო გამიჯნული, და ყველა მღვდელმსახური მოძღვარი ვერ გახდებოდა. მღვდლის მოვალეობა იყო მხოლოდ მღვდელმოქმედების აღსრულება, სწავლა-მოძღვრება კი, სულიერი მოძღვრის დონეზე, მის კომპეტენციაში არ შედიოდა. როგორც მონაზონთა, ისე ერისკაცთა კრებულის სულიერი წინამძღვრობისთვის ინიშნებოდა საგანგებო მოძღვარი. მოძღვრად შეირჩეოდა და საგანგებო ჴელთდასხმით დაიდგინებოდა ყოველმხრივ წმიდა და უმანკო მონაზონი, რომელშიც პირადი ცხოვრების უბიწოებასთან შეერთებული იყო უდიდესი განსწავლულობა საღმრთო წერილში, ქრისტიანულ მოძღვრებასა და სჯულის კანონებში. მონასტერში შეიძლებოდა მრავალი მღვდელმონაზონი ყოფილიყო, მოძღვარი კი - მხოლოდ ერთი. ყველა მას აბარებდა აღსარებას. ყველა მისგან იღებდა უტყუარ რჩევა-დარიგებას სულიერი წარმატებისთვის. ამით თავიდან იყო აცილებული ”მრავალმოძღვრება”, იაკობ მოციქულის ანდერძისამებრ - ”ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო” (იაკ. 3,1).

აქვე შევნიშნოთ, რომ მონასტერში მრავალმოძღვრიანობა აკრძალულია აგრეთვე რუის-ურბნისის კრების მიერ. მე ვერ დავეთანხმები კოჭლამაზაშვილს, რომ მოძღვრად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მონაზონი, ეს თეთრი სამღვდელოებისთვის შესაძლებლადაც მიმაჩნია, მაგრამ იმაში კი ვეთანხმები, რომ სავარაუდოდ ადრე ბერძნული პრაქტიკა იმისა, რომ ყველა მღვდელს არ შეეძლო ყოფილიყო მოძღვარი, ჩვენშიც იყო გავრცელებული.

მოძღვრად კურთხევის წესი ჩვენთან მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ორ ხელნაწერშია შემორჩენილი, Q 658-ში და H 1719-ში, რასაც ის ახსნა აქვს, რომ ამ წესის აღსრულება პატრიარქის პრეროგატივა ყოფილა საქართველოში და შესაბამისად კურთხევანის ყველა ხელნაწერში არავინ შეიტანდა პრაქტიკული გამოუყენებლობის გამო. მომყავს ჴელთდასხმის ამ წესისთვის წამძღვარებული ვრცელი შესავალი კოჭლამაზაშვილის გამოცემის მიხედვით (იხ. იქვე, გვ. 73-74):

მოიყვანონ, რომელსა ეგულებოდის მოძრურად ჴელთდასხმად.

ხოლო ესრეთ ჯერ-არს გამორჩევაჲ, რაჲთა იყოს ყოვლითურთ წმიდა და უმანკო, და ყოვლისა მსოფლიოჲსა საქმისაგან განშორებული, და მოწესე და დაყუდებული, და ერგასის წლისა მიწევნილი, და მეცნიერი ყოველთა წერილთა ძულეთა და ახალთა, და ყოველთა კანონთა სჯულისაჲთა მრავალჟამ წურთილი.

დიდსა ხუთშაბათსა, ოდეს იკურთხეოდეს წმიდაჲ მიჰრონი და შეკრბენ წმიდანი კრებულნი ყოვლით კერძო, მოიყვანონ წინაშე მათსა და მოვიდეს მოძღუარი მისი და მონაზონნი მის უდაბნოჲსანი, რომელსა შინა აღზრდილ იყოს და აღკუეცილ. და რაჟამს მოძღუარმან მისმან წამოს, ვითარმედ ღირს არს და უნაკლულო და ყოვლითა წესითა მისითა დამოძღურად და განკითხვად და წინამძღურად სულთა პირმეტყუელთა, მაშინ მოძღუარმან მისმან დიდსა ხუთშაბათსა შემდგომად ცისკრისა ლოცვისა, აღიყვანოს წმიდასა საკურთხეველსა ზედა, და ორნივე ჴელნი დაუსხნეს წმიდასა ტრაპეზსა ზედა, და თავსა დასდვას წმიდა სახარებაჲ, და წარიკითხნეს თავსა მისსა ზედა ”ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი”, ”პირველითგანი” და ”ანდერძნი” სრულიად, და ასწავოს ყოველივე, ვითარმედ: ”ყოველთათჳს სულთა შენგან განკითხულთა დღესითგან შენ თანა-გაც სიტყჳსგება წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა”. და განაკრძალოს ყოველსავე ზედა, რაჲთა არავინ მოწაფეთა მისთაგანი წარწყმდეს, არამედ ყოველთავე ექმნას წინამძღუარ უცთომელ.


ამას მოსდევს საკუთრივ ჴელთდასხმის წესი.

მოკლედ დაწერეთ საკუთარი (არგუმენტირებული) აზრი იმის შესახებ, რა და როგორ უნდა ხდებოდეს.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Sotiris   მოძღვარი   Jul 31 2007, 02:22 AM
marine   "მღვდელში მხოლოდ ...   Jul 17 2024, 04:29 PM
marine   "მღვდლები მხოლოდ ...   Jul 18 2024, 03:49 PM
marine   "თუკი დღეს ვინმე ...   Aug 5 2024, 10:38 AM
marine   "მღვდელს კი, თუნდ...   Aug 7 2024, 11:50 AM
marine   "უფრთხილდით მოძღ...   Aug 11 2024, 12:18 PM
marine   "ყოველი სულიერი მ...   Aug 11 2024, 03:43 PM
marine   "ვისაც არ სჯერა თ...   Aug 31 2024, 05:00 PM
marine   "ღმერთი თავისი სი...   Sep 4 2024, 07:02 PM
marine   "ჰოი, მღვდელო! რო...   Sep 6 2024, 03:18 PM
marine   "თუ სულიერი მამა ...   Oct 6 2024, 10:57 AM
marine   "მამა არსენი საკუ...   Oct 7 2024, 08:38 PM
marine   "სულიერ შვილებს მ...   Oct 22 2024, 07:13 PM
marine   "ქრისტეა ის, ვინც ...   Dec 22 2024, 09:30 PM
marine   "რაც ყველაზე მთავ...   Dec 24 2024, 09:48 PM
marine   "ერთხელ ღამის ორი...   Jan 3 2025, 12:00 PM
marine   "წმინდა ათანასე დ...   Jan 3 2025, 12:23 PM
marine   "მოძღვართან ურთი...   Jan 4 2025, 03:26 PM
marine   "ყველა მღვდელს ძა...   Jan 26 2025, 07:12 PM
marine   "ჩემი აზრით, სასუ...   Jan 28 2025, 08:08 PM
marine   "ადამიანებთან ურ...   Feb 12 2025, 11:07 AM
marine   "ერში მცხოვრები მ...   Feb 12 2025, 08:45 PM
marine   "მოძღვართან სიახ...   Apr 10 2025, 05:16 PM
marine   "შენი მოძღვრის და...   Apr 19 2025, 04:49 PM
marine   "გახსოვდეს, შენი ...   May 3 2025, 06:00 PM
marine   "როგორი უნდა იყოს...   May 11 2025, 07:28 PM
marine   "რას ეტყოდით ისეთ...   May 13 2025, 06:04 PM
marine   "როგორი უნდა იყოს...   May 13 2025, 06:31 PM
marine   "მღვდლობა საიდუმ...   Jun 7 2025, 06:22 PM
marine   "ყველაზე უვარგის...   Jun 13 2025, 09:00 PM
marine   "ბერი ეპიფანე ამბ...   Jun 17 2025, 08:44 PM
marine   "კარგი მოძღვარი თ...   Jun 18 2025, 06:40 PM
marine   "მღვდელი ეს არის ...   Jun 21 2025, 08:49 PM
marine   "ბერი იერონიმე ამ...   Jun 22 2025, 03:22 PM
marine   "თუ არ გვეყოლება ...   Jun 22 2025, 09:47 PM
marine   "მაშინ, როცა ცხოვ...   Jul 4 2025, 02:01 PM
marine   "ხშირად მეუბნებო...   Jul 7 2025, 05:17 PM
marine   თხრობა მღვდლის შეს...   Aug 10 2025, 07:26 PM
marine   "მკურნალთა კურთხ...   Sep 2 2025, 09:16 PM
marine   "იმისათვის, რომ ო...   Oct 14 2025, 03:51 PM
marine   "მოძღვარი უნდა იყ...   Feb 3 2026, 06:44 PM
marine   "მღვდელი ლოცვის გ...   Feb 4 2026, 03:45 PM
marine   "მოძღვარი მაშინ ა...   Feb 10 2026, 03:36 PM
marine   "ქართულ წერილობი...   Mar 19 2026, 05:25 PM
9 გვერდი V « < 7 8 9


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 11:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი