IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წერილები
marine
პოსტი Jul 11 2007, 03:49 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ფორუმელებო, ამ თემაში განვათავსოთ ისტორიული შინაარსის წერილები და ვისაუბროთ მათ შესახებ.


ნაწყვეტი რუსუდან დედოფლის წერილიდან (1223) რომის პაპ ჰონორიუს III-სადმი:

"უწმინდესო პაპო... ალბათ, იკითხავთ ჩვენს მდგომარეობას, ვაუწყებთ შენს უწმინდესობას, რომ ძმა ჩემი - ქართველთა მეფე გარდაიცვალა და მისი სამეფო მე დამრჩა. ასე რომ, ვითხოვთ თქვენს კურთხევას ჩვენთვის და ყველა ჩვენი ქვეშევრდომი ქრისტიანისათვის.

დამიეტში მყოფი შენი ლეგატისაგან მივიღეთ შენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რათა ძმა ჩემი ქრისტიანების დასახმარებლად წასულიყო.

ეს თავად მისი სურვილიც იყო და წასასვლელადაც ემზადებოდა, მაგრამ თუ თქვენც გაიგეთ, ჩვენს ქვეყანას ბიწიერ თათართა ტომი შემოესია და მან დიდი ზარალი მიაყენა ჩვენს ხალხს.ექვსი ათასი კაცი ამოგვიწყვიტა.ჩვენ მათგან საფრთხეს არ ველოდით, რადგან ისინი ქრისტიანები გვეგონა.

მაგრამ როგორც კი მივხვდით, რომ ისინი კეთილი ქრისტიანები არ იყვნენ, მაშინვე შეერთებული ძალებით შევუტიერთ მათ, ოცდახუთი ათასი კაცი დაუხოცეთ, ბევრი ხელთ ვიგდეთ, დანარჩენი გავდევნეთ ჩვენი მიწებიდან.
ამის გამო დავრჩით და ლეგატის მითითებისამებრ ვერ წამოვედით. დიდად გავიხარეთ, როდესაც შევიტყვეთ, რომ შენი ბრძანებით იმპერატორს (იგულისხმება გერმანიის იმპერატორი - ავტ.) მართებს, წმინდა ადგილების დასახსნელად ახლა სირიაში გადავიდეს.

მოგვწერეთ ჩვენ, თუ როდის უნდა წავიდეს იმპერატორი და ჩვენც გავაგზავნით ჩვენს მხედართმთავარს, ივანეს (იგულისხმება ივანე მხარგრძელი - ავტ.) მთელი ჩვენი ჯარით ქრისტიანების დასახმარებლად, წმინდა საფლავის გასათავისუფლებლად.ჩამოვლენ იმ ადგილას, სადაც მას უბრძანებთ ჩასვლას."


ნაწყვეტი რომის პაპის ჰონორიურს III-ის საპასუხო წერილიდან რუსუდან დედოფლისადმი (1224 წლის 12 მაისი):

"...შენი ძმის - საქართველოს მეფის, გარდაცვალების გამო, ნათელი ხსოვნა მას. მამობრივი გულისტკივილით ვიზიარებთ შენს მწუხარებას.მაგრამ მაინც გვიხარია ის, რომ მისი სამეფო შენ მშვიდობიანად მიგიღია, როგორც ამას იმავე წერილით გვატყობინებ...თუმცა ჩვენ ხორციელად თქვენგან შროს ვიმყოფებით, მაგრამ სულიერად თქვენთან ვართ.

შენ და შენი სამეფოს სხვა ქრისტიანებს გულითადი თვალით გიყურებთ და გვიყვარხართ რწმენისათვის, რომელიც თქვენ უფალ იესო ქრისტესადმი გაქვთ.

მის მიმართ თქვენი რწმენა მით უფრო მისაღებია, რამდენადაც თქვენ ამ რწმენას იცავთ ურჯულო ხალხთა გარემოცვაში.

ამ ურჯულოთა შორის თქვენ ანათებთ, როგორც ლამპარი სიბნელეში და იტანჯებით ისე, როგორც შროშანი ეკლებში, რისთვისაც დაჯილდოვებული იქნებით, მიაღწევთ რა სასურველ მიზანს.ეს იქნება თქვენი სულების ხსნა...

იმპერატორს განზრახული აქვს მიიღოს მონაწილეობა ურწმუნოთა ხელიდან წმინდა მიწების განთავისუფლებაში...

ერთი წლის შემდეგ... მივუთითებთ შენს უბრწყინვალესობას და მოვუწოდებთ მას ფულის მიერ, რათა თანახმად შენი საქებარი დაპირებისა, ეცადო და ისე მოამზადო შენი ლაშქარი, რომ შეძლო შენი დიდებულებისათვის ღირსებული სამსახური გაუწიო უფალ იესო ქრისტეს."







--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 06:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი