IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> იყიდება საქართველო, რა ხდება ჩვენს თავს?!
აჩიკო
პოსტი Jul 31 2007, 05:58 PM
პოსტი #1


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



"იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით."

ალბათ ყველას გეცნოთ ნიკო ლორთქიფანიძე.

ამ ბოლო დროს რამდენჯერაც ტელევიზორი ჩავრთე ყოველთვის ეს მინიატურა გამახსენდა.
საერთოდ პოლიტიკასთან ისე ვარ როგორც ჩინურთან (უკეთეს შემთხვევაში არაბულთან), მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მგონი პოლიტიკას სცილდება და ყოველ ჩვენთაგანს ეხება; ამიტომაც გადავწყვიტე ამ თემის მეშვეობით გამეგო თქვენი აზრი.

ჩემი აზრი კი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ასეთია:


ვისი არის ეს მინდორი?
ასე გადამწვანებული
ვისი არის?
შენი იყო? გაგიყიდეს!!!
ვიცი, ჩაგწყდა მწარედ გული,
ვიზიარებ!

ვისი არის ეს ვენახი?
აკიდოებდახლართული
ვისი არის?
შენი იყო? დაგიჩეხეს!
ყოფა გახდა ახლა რთული,
ვიზიარებ!

ვისი არის ეს შავმიწა?
გადახნული ხარ-გუთანით
ვისი არის?
შენი იყო? ყიდულობენ
ხან პრინცი და ხან სულთანი,
ვიზიარებ!

- - - - - - - - - - - - - - -


ჩვენია ეს წყაროები,
ეს ტყე, ეს მთებიც ჩვენია;
ეს არის, რაც პაპათაგან
ანდერძით შემოგვრჩენია!

დღეს კი ყიდიან ყველაფერს,
ჩვენს საქართველოს ყიდიან!!!
მაშ არ მესმის, რად ხართ ლხენით,
მწუხარება თუ დიდია?!

თუ მიზეზი მაგ ქმედების
(ღმერთმა ნუ ქნას) გახდა შიში,
იმ გაყიდულ მდინარეში
თქვენი ხელით გადამიშვით!

იქნებ აღარ დარდობთ, შვილი
ხვალ ვის ხელში სად იშვება?!
როგორ ვიწამო ქართველთა
ასეთი გადაჯიშება?!

და თუ ჯერ ვერ ამჩნევთ საფრთხეს, -
მომავალს რომ ემუქრება,
გამოფხიზლდით! სანამ ჩვენი
ტბა ბოლომდე ამოშრება...


- - - - - - - - - - - - - - -


ქართველებო, ნუ ბრიყვდებით!!!
ნუ ბრიყვდებით! ყურს ნუ უგდებთ
ვირთა ნაბრძნევს!!!
ჩემი იყო საქართველო, -
გამიყიდეს! ხალხნო, მოდით,
მითანაგრძნეთ.



პატივისცემით, მელექსე.


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jul 31 2007, 06:15 PM
პოსტი #2


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა
ვისი არის ეს მინდორი?
ასე გადამწვანებული
ვისი არის?
შენი იყო? გაგიყიდეს!!!

აი ტიპიური მაგალითი ანდაზისა: ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს არც სხვას აჭმევს თუ რაღაც მაგგვარი. ( აკ ძაღლში კაცს არ ვგულისხმობ და არც ადამიანს ვადარებ ძაღლს. )
თურმე ტკბილი ყოფილა მინდორი რომელიც უპატრონ\ბოდ ეგდო და აეს სიტკბო ეხლა ვიგრძენით ეს მინდორი ყაზახმა რომ იყიდა.
ვიყიდოთ ჩვენ.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jul 31 2007, 06:54 PM
პოსტი #3


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ხშირ შემთხვევაში პრივატიზაცია საჭიროა... ეს მართლა ასეა... sad.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Jul 31 2007, 07:15 PM
პოსტი #4


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



ციტატა(Ismail @ Jul 31 2007, 07:54 PM) *

ხშირ შემთხვევაში პრივატიზაცია საჭიროა... ეს მართლა ასეა... sad.gif


და არ გეჩვენება, რომ ჩვენ მეტისმეტს ვშვრებით?


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jul 31 2007, 07:50 PM
პოსტი #5


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(meleqse @ Jul 31 2007, 08:15 PM) *

და არ გეჩვენება, რომ ჩვენ მეტისმეტს ვშვრებით?


შესაძლებელია... sad.gif თუმცა შეიძლება არც ვშვებით ზედმეტს, არ ვიცი... sad.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qarcivadze
პოსტი Jul 31 2007, 08:09 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,460
რეგისტრ.: 30-January 07
წევრი № 971



meleqse
ციტატა
ჩვენ მეტისმეტს ვშვრებით?

მეტის მეტზე მეტს შვებიან
კიდევ კარგი, ჰაერი ჯერჯერობით უფასოა


--------------------
იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jul 31 2007, 08:57 PM
პოსტი #7


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



ამ მთავრობის საქციელებს არანაირი გამართლებაა არაა აქვს !!! ჩემი მეგობარი სოლოლაკში ცხოვრობს და იმის გამო რომ ბესო ჯუღელს მოუნდა პრესტიჟულ უბანში ცხოვრებააა , ჩვენმაა პატივსაცემმა მთავრობაამ მიიღო დადგენილება რომ ოჯახმაა ვინც პრესტიჟულ უBანში ცხოვრობს ან უნდა დატოვოს საცხოვრებელი ან უნდა იხადოს კვადრატულზე 3 ლარი !!! საქმეაა ეეს?


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 1 2007, 12:53 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კვლავაც პოლიტიკური თემები...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Aug 1 2007, 01:07 AM
პოსტი #9


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ვფიქრობ, ეს თემა არ შეესაბამება ჩვენ ფორუმს...


მაპატიეთ, მაგრამ პოლიტიკური საკითხები სხვა ფორუმზე განიხილეთ...smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Aug 1 2007, 01:09 AM
პოსტი #10


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მნათე @ Jul 31 2007, 08:53 PM) *

კვლავაც პოლიტიკური თემები...


კაი ახლა, ესეც სექსი ხო არაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Aug 1 2007, 01:14 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



ზებედე
ციტატა
სექსი ხო არაა

მარტო ქალები და ეგ სიტყვა როგორ აგაქვს თავში? huh.gif


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Aug 1 2007, 01:21 AM
პოსტი #12


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



მოიცა მოიცა ამ ფორუმზე პოლიტუკური საკითხები ტაბუ დადებულია?


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Aug 1 2007, 01:22 AM
პოსტი #13


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(Didgoreli @ Aug 1 2007, 02:21 AM) *

მოიცა მოიცა ამ ფორუმზე პოლიტუკური საკითხები ტაბუ დადებულია?



პოლიტიკურ თემებს რაც მოყვება ყველამ კარგად ვიცით...


ეს მართლმადიდებლური ფორუმია ... smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 1 2007, 01:24 AM
პოსტი #14


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ციტატა
კვლავაც პოლიტიკური თემები...

კი პოლიტიკური თემაა. თითქოს ხანდახან ვფიქრობთ რომ ეს ყველაფერი პოლიტიკოსების საქმეა, მაგრამ სინამდვილეში ვინ ზარალდება? ისევ ხალხი, ისევ ერი და ისევ საქართველო.

ისიც მესმის რომ პრივატიზებაც საჭიროა, მართლაც მამფალის თქმისა არ იყოს ავი ძაღლივით რომ არ გამოგვივიდეს, მაგრამ რაც დღეს ხდება ეს უკვე ჩემი აზრით თითქმის დაღუპვის ტოლფასია.

50 და 100 წლით რომ გავასხვისეთ მთელი ქვეყანა, ხალხს რომ საკუთარი სახლებიდან გამოვყრით, წინაპრების მიწას რომ წავართმევთ, მასთან ერთად რომ ოჯახის გამოკვების საშუალებას გადავუკეტავთ იმ ხალხმა რა ჰქნას?

რაც აქამდე გაიყიდა, გასხვისდა თუ დღევანდელი სუპერ-თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ პრივატიზება ჩაუტარდა, სად წავიდა ეგეთი მაქინაციებით აღებული ფული?

იტყვით რამდენი რამე გაკეთდაო, გალამაზდაო. კი დაგეთანხმებით, ეგ ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ შეღებილი ფასადები, ახალ ახალი ფანტანები, ატრაქციონები და აქა იქ დარგული ხეები ხალხს კუჭს ვერ ამოუვსებს.

ყველაფერი საჭიროა, მაგრამ ამ ჩვენს გაღარიბებულ და ამდენ უბედურება გამოვლილ ხალხს რომ ლუკმის შოვნის შანსსაც ართმევ ამაზეც ხომ უნდა იფიქროს ხელისუფლებამ.

პრივატიზებაც კარგია, ინვესტორების მოზიდვაც, წარმატებული ბიზნესმენების დაინტერესებაც, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ზედმეტად სწრაფი ტემპით ხდება ეს ყველაფერი. სანამ დროა მოასწარი რაც მოსასწრებია, დაასწარი სხვას დღესვე, თორემ ხვალ უკვე გვიანი იქნება, აი ამ აზრს ვხედავ დღევანდელი მთავრობის მოქმედებაში.

ეს ჩემი სუბიექტური აზრია, არც არავის ვახვევ თავზე. რასაც ვფიქრობ ღიად ვწერ, თუ ვინმე საწინააღმდეგოში დამარწმუნებს მივესალმები.

გაიხარეთ.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Aug 1 2007, 01:32 AM
პოსტი #15


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



nini_1
გაიხარეე ჩემო კარგო 100%-ით გეთანხმები wink.gif
ნათია
ციტატა
პოლიტიკურ თემებს რაც მოყვება ყველამ კარგად ვიცით...ეს მართლმადიდებლური ფორუმია ...

კარგი რაააა , კარგიიი რააააა !!! აღარ არის დრო როომ ქართველები ნამუსმა დაა სინდისმაა დაა ჩვენმააა პატრიოტულმა გრძნობებმაა შეგვაწუხოოს??? ნებისმიერ ადგილას დაა ნებისმიერი სახით უნდააა გამოვხატოთ ის ჭირ-ვარამი რაც ჩვენ ქვეყანას დასდგომიაა!!! ხალხოო უფროო დაა უფროო შორს შეტოპავს ჩვენი მთავრობაა დაიჯერეეთ ! ჯერ ყველაფერი წინ არიის ! მერე მოეგებით გოონს


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Aug 1 2007, 01:32 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



nini_1
ნაწილობრივ მართალი ხარ, პრივატიზაცის მოზიდვას ყველა განვითარებული ქვეყანა ცდილობს და ეს აუცილებელიც არის მაგრამ აქვს საზღვარი რისი გაყიდვაც შეიძლება და რისი გაყიდვაც საფრთხეში ჩაგდებს ნაციონალუ ინტერესებს;
თუნდაც ტყის და სარწყავი არხების გაყიდვას რომლითაც საცოდავ გლეხს ართმევენ ელემნტარულ სარსებო წყაროს რის გამოც დომინოს ნაირი პრინწიპით ძვირდება შემდეგში სურსათი ქვეყანაში და ეს რახაც სავალალო რამოდენიმე მილიონის გამო რომ იღებენ პრივატიზაციით.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 1 2007, 01:45 AM
პოსტი #17


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ციტატა
nini_1
გაიხარეე ჩემო კარგო 100%-ით გეთანხმები


შენც გაიხარე ჩემო კარგოsmile.gif

ციტატა
nini_1
ნაწილობრივ მართალი ხარ, პრივატიზაცის მოზიდვას ყველა განვითარებული ქვეყანა ცდილობს და ეს აუცილებელიც არის მაგრამ აქვს საზღვარი რისი გაყიდვაც შეიძლება და რისი გაყიდვაც საფრთხეში ჩაგდებს ნაციონალუ ინტერესებს;
თუნდაც ტყის და სარწყავი არხების გაყიდვას რომლითაც საცოდავ გლეხს ართმევენ ელემნტარულ სარსებო წყაროს რის გამოც დომინოს ნაირი პრინწიპით ძვირდება შემდეგში სურსათი ქვეყანაში და ეს რახაც სავალალო რამოდენიმე მილიონის გამო რომ იღებენ პრივატიზაციით.


სწორედ მაგას ვგულისხმობ მეც ჩემო კარგო, სხვას კი არაფერს. ისედაც გაღარიბებულ ქვეყანას და ხალხს კიდევ უარეს დღეში აგდებს ეს დაჩქარებული ყიდვა-გაყიდვები,თორემ ინვესტორები და პრივატიზებები რომ საჭიროა ეს მეც მესმის და ყველა ჩვენგანსაც, მაგრამ ზღვარი არ უნდა დაიკარგოს არაფერში. და კიდევ ამ ყველაფერს სპეციალურად შერჩეული დრო სჭირდება, ასე ხელაღებით და ერთმანეთის მიყოლებით ყველაფრის გაყიდვა-გასხვისება უარეს შედეგს მოიტანს.
ღმერთმა გაგახაროთ smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Aug 1 2007, 11:11 AM
პოსტი #18


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



ციტატა
კვლავაც პოლიტიკური თემები...


ციტატა
ვფიქრობ, ეს თემა არ შეესაბამება ჩვენ ფორუმს...


ციტატა
ეს მართლმადიდებლური ფორუმია ...


ცუდია, რომ ასე გაიგეთ ჩემი პირველი პოსტი:

ციტატა
საერთოდ პოლიტიკასთან ისე ვარ როგორც ჩინურთან (უკეთეს შემთხვევაში არაბულთან), მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მგონი პოლიტიკას სცილდება და ყოველ ჩვენთაგანს ეხება; ამიტომაც გადავწყვიტე ამ თემის მეშვეობით გამეგო თქვენი აზრი.


შეიძლება მე ვერ გავიგე ზუსტად (საიტის სტრუქტურაში კარგად გაურკვევლობის და გამო) და გთოვთ უფრო კარგად ამიხსნათ smile.gif

ახლა კი ჩემს აზრს მოგახსენებთ:
ამ თემაში არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამის განხილვა გთხოვეთ, არც ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზებზე საუბარი, უბრალოდ მინდოდა გვესაუბრა ქვეყნის ხვალინდელ დღეზე (თუ ექნება ასეთი საერთოდ), იმაზე, რაც უშუალოდ შეეხება ჩვენს შვილებს. მე კი ამაში ვერაფერ ანტიმართლმადიდებლურს ვერ ვხედავ. smile.gif



--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Aug 1 2007, 11:23 AM
პოსტი #19


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(Didgoreli @ Aug 1 2007, 01:32 AM) *


ნათია

კარგი რაააა , კარგიიი რააააა !!! აღარ არის დრო როომ ქართველები ნამუსმა დაა სინდისმაა დაა ჩვენმააა პატრიოტულმა გრძნობებმაა შეგვაწუხოოს??? ნებისმიერ ადგილას დაა ნებისმიერი სახით უნდააა გამოვხატოთ ის ჭირ-ვარამი რაც ჩვენ ქვეყანას დასდგომიაა!!! ხალხოო უფროო დაა უფროო შორს შეტოპავს ჩვენი მთავრობაა დაიჯერეეთ ! ჯერ ყველაფერი წინ არიის ! მერე მოეგებით გოონს


და რატომ გგონია რომ არ მაწუხებს ჩემი ქვეყნის ბედი...?! იქნებ იმაზე მეტად ვიდრე თქვენ გგონიათ... როცა ასეთი თემა იხსნება, ამას მოყვება მთავრობის ლანძღვა... რასაც არანაირი შედეგი არ მოაქვს... ზოგადად შეიძლება ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის ბედზე, მაგრამ მთავრობის ლანძღვით მიზანს ვერ მივაღწევთ....

მეც მძაგს ის, რაც ჩემი სამშობლოსთვის ზიანის მომტანია (მთავრობა იქნება დამკვეთი თუ ნებისმიერი სხვა) მაგრამ აქ ყვირილით და ლანძღვით გამოსწორდება სიტუაცია...?
ხედავ გამოსავალს? სადაც საჭიროა საქართველოს კეთილდღეობისთვის ბრძოლა იქ ვიდგეთ ერთად და შეურყევლად და არა აქ მთავრობის ლანძღვით, ვიმეორებ, რასაც დადებითი შედეგი არ მოჰყვება.


იმედია ვინმე მთავრობამანიას არ დამწამებს... smile.gif



გაიხარეთ!

ციტატა(meleqse @ Aug 1 2007, 11:11 AM) *

ცუდია, რომ ასე გაიგეთ ჩემი პირველი პოსტი:
შეიძლება მე ვერ გავიგე ზუსტად (საიტის სტრუქტურაში კარგად გაურკვევლობის და გამო) და გთოვთ უფრო კარგად ამიხსნათ smile.gif

ახლა კი ჩემს აზრს მოგახსენებთ:
ამ თემაში არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამის განხილვა გთხოვეთ, არც ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზებზე საუბარი, უბრალოდ მინდოდა გვესაუბრა ქვეყნის ხვალინდელ დღეზე (თუ ექნება ასეთი საერთოდ), იმაზე, რაც უშუალოდ შეეხება ჩვენს შვილებს. მე კი ამაში ვერაფერ ანტიმართლმადიდებლურს ვერ ვხედავ. smile.gif



ჩემო კარგო შენ გული შეგტკივა შენს სამშობლოზე და მესმის შენი პოზიციაც, მაგრამ თემამ სხვა სახე მიიღო .... smile.gif

ვგონებ, გამიგებთ smile.gif

პატივისცემით!

გაიხარე!


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Aug 1 2007, 11:27 AM
პოსტი #20


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



Didgoreli
შოთა
nini_1
აბოსულურად მართლები ხართ. მაგრამ მე ყველაზე მეტად მიწების გაყიდვა მაშფოთებს. ტაბახმელაში 500 ჰა ფართობი მიყიდეს ხალიფას და ახლა მის გარშემო ადგილობრივებს სახლებს ანგრევინებენ, რათა არაბის ტერიტორიიდან ამ "ხუხულებით" თბილისის ხედი არ დამახინჯდეს. ეს რაც მე ვიცი და კიდევ რამდენი ასეთი მაგლითის მოყვანა შეიძლება...


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 04:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი