IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩვენი ისტორიის ყველა გამოჩენილი ქართველი ქალი, მედეა, თამარ მეფე, ქეთევან წამებული, მაია წყნეთელი...
marine
პოსტი Aug 1 2007, 10:45 AM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამ თემაში ვისაუბროთ იმ ქართველ ქალებზე, რომლებმაც დიდი ადგილი დაიკავეს საქართველოს ისტორიაში.

მედეა
(ძვ. წ. XIV - XIII სს.)

მედეა - კოლხეთის მეფის აიეტის გრძნეული უმცროსი ასული, რომელსაც საბერძნეთიდან მოვლენილი ჭაბუკი იასონი ხილვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა, მედეას შემწეობით, მოიტაცა ოქროს საწმისი და მედეაც თან წაიყოლა საბერძნეთში. (ამ ამბავს ეძღვნება თქმულება არგონავტების შესახებ). ოქროს საწმისთან ერთად, აიეტმა მეფობაც დაკარგა. მისმა ნახევარ ძმამ პერსეს III მისი ადგილი დაიკავა.

ათი წელიწადი ცხოვრობდნენ მედეა და იასონი ერთად. ჰქონდათ ოჯახი, ჰყავდათ შვილები.. და უეცრად.. მედეამ შეიტყო საშინელი ამბავი: იასონი მის მეუღლეობაზე ხელს იღებდა და ცოლად ირთავდა კორინთოს მეფის ასულს. მაშინ მედეამ მოღალატე ქმარს საცოლე მოუკლა. მოკლული სადედოფლოს ნათესავებმა შური იძიეს - მედეას შვილები დაუხოცეს. (ამ საშინელი ამბიდან გაივლის დაახლოებით ათასი წელიწადი და დიდი ბერძენი მწერალი ევრიპიდე დაწერს საქვეყნოდ ცნობილ ტრაგედიას "მედეა". სადაც მან კოლხი ქალი საკუთარი შვილების მკვლელად წარმოსახა.)

IPB-ს სურათი
ამიშ შემდეგ, მედეა წავიდა ათენში და ცოლად გაჰყვა მეფე ეგევსს. მისგან ეყოლა ვაჟი მედოსი. როდესაც ტახტის კანონიერი მემკვიდრე თესევსი ეწვია ათენს, მედეამ თავის შვილთან ერთად დატოვა საბერძნეთი და აიასში ინკოგნიტოდ დაბრუნდა. იმხანად აიეტი აღარ ფლობდა სამეფო სკიპტრას. მედოსი დაეხმარა პაპას ძალაუფლების დაბრუნებაში.

მედეა და მედიცინა

IPB-ს სურათი

მედეას სახელთან არის დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების მკურნალობა, სხვადასხვა სახის ძილმომგვრელი, ძალმომცემი, განმკურნებელი, მომაკვდინებელი საშუალებების, ნელსახცხებლების, შესაორთქლებელი, შესასხურებელი, დასაზელი და ა.შ. წამლების მომზადება; სამკურნალო მცენარეების მოშენება და მათი თვისებების შესწავლა, შხამებისა და ანტიშხამების გამოყენება, გაახალგაზრდავებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების რაციონალური მეთოდების ძიება და სხვა.

მედეას შესახებ დაწვრილებით შეგიძილიათ წაიკითხოთ ლევან სანიკიძის წიგნი "ამბავი კოლხი ქალისა."




თამარ მეფე
(1166 - 1213)

IPB-ს სურათი

თამარ მეფე იყო დავით აღმაშენებლის შვილიშვილის გიორგი მესამისა (1156-1184 წწ.) და დედოფალ ბურდუხანის ქალიშვილი. თამარ ბაგრატიონი დაიბადა 1166 წელს. გიორგის ვაჟი არ ჰყავდა. ქალის გამეფება იმ დროს არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათი მოვლენა იყო. გიორგი გადაწყვიტა თავის სიცოცხლეშივე გაემეფებინა თამარი, რათა შემდგომში მას სირთულეები არ შექმნოდა. 1179 წელს გიორგიმ თანამოსაყდრედ აკურთხა იგი. მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს.

1184 წელს გიორგი III გარდაიცვალა და 18 წლის თამარი გახდა ერთპიროვნული მმართველი, საქართველოს პირველი ქალი მეფე.

1185 წელს დარბაზის გადაწყვეტილებით თამარი ცოლად გაჰყვა იური ბოგოლუბსკის. მალე იურიმ თავისი უარყოფითი პიროვნული თვისებები გამოამჟღავნა და 1187 წელს საქართველოდან გააძევეს. მათ მემკვიდრე არ ეყოლათ.

1188 წელს თამარი ცოლად გაჰყვა დავით სოსლას. დავითი იყო გიორგი I-ის ძის, დემეტრეს შთამომავალი, ბაგრატიონი. მათ ეყოლათ ქალ-ვაჟი რუსუდანი და ლაშა-გიორგი.


თამარი გონიერი მეფე გამოდგა. მან ღირსეულად განაგრძო დავით აღმაშენებლისა და გიორგი მესამის დაწყებული საქმე. სახელმწიფო მმართველობის სისტემა, რომლის რეფორმაც დაიწყო დავით IV აღმაშენებელმა, საბოლოო სახით ჩამოყალიბდა თამარის მეფოს დროს. ეს იყო საკმაოდ კარგად გააზრებული სისტემა, რომელიც წარმატებით ასრულებდა თავის ფუნქციას - ქვეყნის მართვას.

თამარ მეფემ ქვეყნის შიგნით მდგომარეობის განმტკიცების შემდეგ დაიწყო აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება. თამარის მეფობის დროს საქართველო გახდა უძლიერესი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ვრცელდებოდა მის ფარგლებს გარეთ.


* * *
IPB-ს სურათი

თამარის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში. ხელს უწყობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობას. მისი მეფობის დროს აშენდა ვარძია, ქვაბთახევი, ბეთანია. განვითარდა მხატვრობა, ჭედურობა, ლიტერატურა. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლებია ჩახრუხაძის "თამარიანი" და იოანე შავთელის "აბდულმესია", სადაც შექებულია თამარ მეფის სულიერი სისპეტაკე, გარეგნული სილამაზე, გონიერება, სახელმწიფოებრივი მმართველობა.

არა მხოლოს ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუშია შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსანი", სადაც თინათინის გამეფებას საფუძვლად უდევს თამარის გამეფების ისტორია.


XII- XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო იყო პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დაწინაურებული და უზარმაზარი სახელმწიფო. ერთიანი საქართველოს სახელმწიფო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე. ქართველები ამ პერიოდ უწოდებენ "ოქროს ხანას".


გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ, მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ და სამეფო ღვაწლმა მეფეს ჯანმრთელობა შეურყია. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს.

ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 1 (14) მაისი დააწესა.

http://iberiana.iatp.ge/geowomen-ge.htm


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
georgianeli
პოსტი Apr 25 2009, 07:06 AM
პოსტი #2


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



აკაკის გულის სატრფოობა, სულიერი დაიკოობა და მეგობრობა უკვე ნიშნავს, რომ ნიკო ნიკოლაძის დის, ანასნაირ ადამიანსაც იცნობდეს ქართველობა.


ანა ნიკოლაძე და აკაკი
თამარ ახვლედიანი

ჟურნალი „განთიადი“, 1997 წ. №7-8. გვ. 122-130.

ანა ნიკოლაძე იყო აკაკის პირველი სიყვარული.

(მარიამ ციციშვილი-წერეთლისა)

ანა ნიკოლაძე ნიკო ნიკოლაძის და იყო, იაკობ ნიკოლაძის – ქალიშვილი.

იაკობ ნიკოლაძე, წარმოშობით გლეხი სოფელ სკანდედან, ვაჭართა პირველი თაობის წარმომადგენელი, რომელიც ვაჭრობდა ჯერ ლაიპციგში, შემდეგ ნიჟნი ნოვგოროდში, ძალიან ჭკვიანი კაცი გახლდათ. აკაკის თქმით, „ნასწავლი რომ ყოფილიყო, კარგი რამ იქნებოდა“. მასა საკმაო სიმდიდრე დაუგროვებია, ქუთაისში სახლიც ჰქონდა და მაღაზიებიც. სწავლა-განათლებას ძალიან აფასებდა და რაც თვითონ დააკლდა და რაზეც ოცნებობდა, ყველაფერი მისცა შვილებს. განსაკუთრებით ნიკოს, რომელსაც ჯერ შინა მასწავლებლები აუყვანა, მერე გიმნაზიაში ასწავლა, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტში გაუშვა. სტუდენტთა არეულობის გამო ნიკო პირველივე კურსიდან გამორიცხეს. მამამ საზღვარგარეთ წასასვლელი გზა გაუხსნა. ნიკომ კარგად ისწავლა ფრანგული და ძალიან სოციალურს და გონება გახსნილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჯერ რუსეთში ჩერნიშევსკისთან, რომლის პატიმრობიდან გათავისუფლებაში დიდი როლი შეასრულა, მერე საზღვარგარეთ – გერცენთან, საფრანგეთში – ზოლასთან, მარქსთან. ნაშრომებიც გამოაქვეყნა ფრანგულად და საყოველთაოდ ცნობილია, რომ თვალსაჩინო მოღვაწე დადგა. მისი ასეთი საინტერესო ემიგრანტული ცხოვრება მამის დამსახურებაცაა. ერთხელ, როცა ნიკოს მოუწერია საზღვარგარეთიდან „ძვირფასო მამაო“, მას საპასუხოდ შეუთვლია - „ძვირფასი შენ ხარ, შვილო, გყიდულობ, გყიდულობ და ვერ გიყიდეო“.

აკაკი და ნიკო ნიკოლაძე ჯერ გიმნაზიიდან იცნობდნენ ერთმანეთს, მერე პეტერბურგის უნივერსიტეტში დამეგობრდნენ. აქ აკაკის კონფლიქტი მოუვიდა სტუდენტებთან – წერა შეწყვიტე, შენი პოეტობით ნუ გვარცხვენო, უთხრეს. ეს კი იმიტომ, რომ იმ დროს ლიტერატურული ბრძოლები მიმდინარეობდა ფორმალისტებს და ნიჰილისტებს შორის, აკაკი კი არც ერთს არ მიემხრო, შუალედური გზა აირჩია. ამ მიზეზიც მარტოც დარჩა და განდევნილიც. ორად ორი ადამიანი არ ჩამოშორდა – ნიკო ნიკოლაძე და კირილე ლორთქიფანიძე. აკაკი ძალიან მადლიერი იყო მათი, მაგრამ ფიქრობდა, რომ ნიკო ნიკოლაძე, რომელსაც ყველაფერში პირველობა უნდოდა, ცდილობდა ისიც თავის ჭკუაზე ეტარებია, მის შემოქმედებაზეც გავლენა მოეხდინა, (მაგალითად, აკაკის ლექსზე „სიმღერა მკის დროს“ მოითხოვდა „სასარგებლო“ სტროფის მომატებას, რასაც დროებით აკაკიც უჯერებდა, მაგრამ ბოლოს მაინც ძველებურ ფორმას აძლევდა ლექსს). აკაკის აღიზიანებდა ნიკო ნიკოლაძის „თვითმპყრობელური“ ხასიათი, ამიტომ მათ მეგობრობას ხშირად კონფლიქტი ახლდა, მაგრამ მაინც სანიმუშო ურთიერთობა ჰქონდათ. აკაკი დაახლოებული იყო ნიკოს ოჯახის წევრებთანაც – დედასთან, მამასთან, დებთან.

აკაკის და ნიკო ნიკოლაძეს 1862 წელს პავლოსკში გარკვეული დრო გაუტარებიათ (ნ. ნიკოლაძეს რამდენიმე კვირა, აკაკის კი რამდენიმე დღე). აქ ისვენებდა ჩერნიშევსკი თავისი ცოლით და ცოლიდით, დობროლიუბოვი საცოლით. ნ. ნიკოლაძეს და მის ამხანაგებს მისი სახლის ახლოს 6 მანეთად სათივე დაუქირავებიათ და ასე მოუხერხებიათ მათ გვერდით ყოფნა). იქაურ ატმოსფეროს განსაკუთრებული გავლენა მოუხდენია ორივეზე. ეს გავლენა მრავალმხრივი იყო. მათ შორის საგულისხმო აღმოჩნდა ჩერნიშევსკის დამოკიდებულება ქალებისადმი (ისიც, როგორ წერდა ჩერნიშევსკი ამ საკითხებზე ნაწარმოებებში და მისი პირადი მაგალითიც). აკი რუსუდან ნიკოლაძე წერს: „ქალებისადმი ტრფიალებაში როგორც აკაკის, ისე მამაჩემს გულუმტკიცობას წამებდნენ. მათ კი ორივეს ერთი ძალიან იშვიათი თვისება ახასიათებდათ ქალებთან ურთიერთობაში, რომელიც თითქმის ყველას გამორჩა ყურადღებიდან მაშინ, როდესაც ამ მხარეს დიდი ადგილი ეჭირა მათ გულში და ცხოვრებაში, ეს იყო „ჩერნიშევსკისებური“ მეგობრობა რჩეული ბუნების, გულისა და გონების ქალთან, სიყვარულით სავსე პატივისვემით აღბეჭდილი“.

სწორედ ჩერნიშევსკისთან შეხვედრებით განახლებული ნიკო ნიკოლაძე „ნევის ნაპირებიდან გამოძევებული ბუნტარი და აკაკი - „დინჯად“ სწავლადამთავრებული „კანდიდატი“ რამდენიმე კვირის მერე ჩამოსულან ქუთაისში. მაშინ შეხვედრია აკაკი 16-17 წლის ანას, რომელიც მან 13 წლის ბავშვად დატოვა. იგი ამ დღეს ასე იგონებდა: „სასტუმრო ოთახის კარი გაიღო, შიგ ახლად გაშლილმა ვარდმა შემოანათა. პატარა ხაბარდა-კაბიანმა, შავ წარბებშეკრულმა ქალბატონმა, რომელმაც მკაცრი, მუნჯი შეკითხვით მიაბჯინა ახლადმოსულს თავისი ვარსკვლავებივით აბრწყინებული თვალები: აბა, გვიჩვენე, რად გაქცია შენმა გასეირნებამ შორეულ პეტერბურგშიო“.

როგორც რუსუდან ნიკოლაძე წერს, „აქედან იწყება მათი არაჩვეულებრივად მხურვალე და ნაზი მეგობრობა, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი გრძელდებოდა“.

ასე რომ, ეს სიყვარული 1862-63 წლებში დაიწყო, როცა აკაკი ჯერ კიდევ არ იყო ცოლიანი, მაგრამ რატომღაც ანას ხელი არ სთხოვა და რუსეთში წასულმა 1864 წელს ნატალია ბაზილევსკაია შეირთო ცოლად, რითაც სამუდამოდ დაკარგა ანა, როგორც შესაძლებელი მეუღლე.

რუსეთიდან ჩამოსულმა 60-იანი წლების ბოლოს, ცოლ-შვილი სოფელში დატოვა, თვითონ კი საზოგადოებრივ ბრძოლებში ჩაერთო ქუთაისში, ამ დროს აკაკიზე ბესარიონ ღოღობერიძემ თქვა, „მასთან ბრძოლა შეუძლებელია, რა უნდა წაართვა ან დააკლო, ისეც არაფერი გააჩნია, მარტო ყეფს და იღრინებაო“. აკაკი ლამის მშიერ-მწყურვალი იყო. სახელმწიფო სამსახურზე, როგორც თავისუფლების შემზღუდავზე და დამმონებელზე, უარი თქვა, ამიტომ მატერიალურად ძალიან უჭირდა. სასტუმრო „კოლხიდის“ პატრონმა გიორგი ჭელიძემ საძინებლად ოთახი და დღიური საჭმელი შესთავაზა უანგაროდ, პატივისცემის გამო. თუ ოდესმე შეძლებ გადახდას კარგი, თუ არადა ალალი იყოსო. „მაგრამ მარტო პურით ხომ არ ცხონდება კაციო,“ თვითონ ამბობს „ჩემს თავგადასავალში“, სულიერი საზრდოც მოვიპოვე იაკობ ნიკოლაძის და ბესარიონ ხელთუფლიშვილის ოჯახებშიო (ხელთუფლიშვილები ნიკოლაძეების დეიდაშვილები იყვნენ. ოლინკა ხელთუფლიშვილი გამორჩევით უყვარდა ნიკო ნიკოლაძეს და მას მიუძღვნა თავისი ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები, რომელშიც ქალის საზოგადოებრივი და სოციალური მდგომარეობის პრობლემას აყენებდა. როგორც რ. ნიკოლაძე წერს, ეს იყო ერთ-ერთი ქალი, რომელთანაც „ჩერნიშევსკისებური“ მეგობრობით იყო დაკავშირებული მამამისი.

ნიკოლაძეებთან მოდიოდა აკაკი თავადაზნაურთა მარშლის არჩევნების მერე, რაც ძალიან ხმაურიანად ტარდებოდა ქუთაისში და თავისი განუმეორებელი იუმორით ხატავდა მის მიერ ნანახ ამბებს. აქვე სთხოვეს დაეწერა ის, რასაც ყვებოდა. ასე დაედო სათავე აკაკის „ცხელ-ცხელი“ ამბების ციკლს. პირველი წერილები ხელმოუწერლად გაგზავნა „დროებაში“. იქ ვერ მიმხვდარან, ავტორის ვინაობას და რადგან ქუთაისიდან იყო გამოგზავნილი, ეჭვი ნიკო ნიკოლაძეზე აუღიათ. არავის მოსვლია აზრად რომ აკაკის ლექსების წერის გარდა სხვა რამეც შეეძლო. ნიკო ნიკოლაძე მიმხვდარა, აკაკისათვის თბილისში გადასვლა შეუთავაზებია, იქ უფრო გაიშლება შენი ნიჭიო. აკაკის უარი უთქვამს, იქ ბევრი ხართ, მე აქა ვარ საჭიროო, მერე რომ არ მოასვენა, „ფული არ მაქვსო“, უპასუხნია. ნიკო ნიკოლაძეს 7 თუმან ნახევარი შეუთავაზებია თვეში საკუთარი ჯიბიდან, აკაკი დათანხმებულა, თბილისში გადასულა, ნიკო ნიკოლაძე კი საზღვარგარეთ წასულა, თან პირველი ქართველი სტუდენტი ქალები წაუყვანია სასწავლებლად.

ამ პერიოდშიც აკაკის საკმაოდ ნაზი გრძნობები ჰქონია ანასადმი.

1864-65 წლიდან ანა შეუყვარდა ქართველ პოეტს გიორგი ჭალადიდელს. გიორგი ჭალადიდელი მაშინ 16 წლის იყო, ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფე, ქუთაისის სხვა ლიტერატურული სალონებისა და ნიკოლაძეების სალონის სტუმარიც. მისი პირველი ლექსები სწორედ ამ დროს იბეჭდება და მას აკაკის და ილიას სკოლის პოეტად თვლიან.

როგორც იონა მეუნარგია წერს, ანა ნიკოლაძისთვის ჭალადიდელს ხელი უთხოვია, მაგრამ მას უარი უთქვამს - ჯერ ისწავლეო. ჭალადიდელი წასულა რუსეთში, დაუმთავრებია სამხედრო სასწავლებელი, გაუკეთებია სამხედრო კარიერა. დიდი წარმატებებისთვისაც მიუღწევია როგორც სამხედრო პირს, თვით მეფის ნაცვლის ყურადღების და მფარველობის ქვეშაც ყოფილა, მონაწილეობა მიუღია რუსეთ-ოსმალეთის ომში, სამხედრო გამოგონებების ავტორიც გამხდარა, მაგრამ მანძილს არ გაუგრილებია მისი გრძნობა. მას მაინც უყვარდა ანა ნიკოლაძე. აქვს ჩანაწერები, სადაც რუსულ ღამეში ჩაკარგულს ანაზე ფიქრი არ ასვენებს, არც გოეთეს ბიოგრაფიის ავტორის მტკიცება სჯერა, გოეთეს ბევრჯერ უყვარდაო, მისი აზრით, სიყვარულს ვერაფერი შეცვლის.

ამ პერიოდში ჩანს, შედარებით კარგად ცხოვრობს ჭალადიდელი და ანა ნიკოლაძეც საქველმოქმედო საქმეებისათვის დახმარებას სთხოვს. შემორჩენილია მის ერთ წერილზე ჭალადიდელის დაუთარიღებელი პასუხი.

ჭალადიდელი ძალიან გაღიზიანებულია. ეტყობა, ანა ნიკოლაძე ბრალს დებს უყურადღებობაში. გიორგი ჭალადიდელი პასუხობს - მე ორი წერილი გამოგიგზავნეთ და ახლაც გებოდიშებით, რადგან მიყვარხართ, თქვენ კი უკიდურესად დაცემული პიროვნებაც რომ ვყოფილიყავი, მაინც არ უნდა გაგემეტებინეთ თქვენი სიტყვებისათვის: „ვინ გინდოდათ მოგეტყუილებინათ თქვენ“, „ურცხვად (нахально) ცრუობთ“, „თქვენისთანა უხასიათო და უზრდელი კაცის ყოფაქცევა.“ სამშობლო არავიზე ნაკლებად არ მიყვარს. თუ სახელმწიფო სამსახურში ვარ, თქვენ კი სახელმწიფოსაგან დევნილებს უთანაგრძნობთ, ეს სამშობლოს უსიყვარულობას არ ნიშნავს. დადგება შემთხვევა და გამოჩნდება. ახლა კი არ მინდა ჩემს „არალეგარულ“ სიყვარულზე ვიყვირო. კაცის კი არა, ღმერთის წინაშე ვარ ამაში მართალიო. ჩანს, თავის ფუჭ გამოჩენად მიაჩნდა ქუთათურ ლიბერალთა ანტისამთავრობო გამოხტომები და ყვირილი. მდიდრად და დალხენილად რომ მთვლით და ფიქრობთ, არავის ვეხმარები,თქვენ გგონიათ, ჩემი ორი ძმა და დისშვილი, გიმნაზიაში რომ იზრდებიან, თქვენ და თქვენს ძმასავით მაღაზიის შემოსავლიდან ფინანსდებიან? მე ვფიქრობ რომ ახლობლების დახმარება ადამიანის მოვალეობაა და მომწონს, მაგრამ ჯერ კიდევ არ მივსულვარ ქუთათური ლიბერალების იმ შეგნებამდე ნათესავს კი არა, ნიჭიერ ახალგაზრდებს უნდა ვეხმარებოდეთო.

და თუ იმაში მდებთ ბრალს, რომ ბალებზე და ვეჩერებზე ლაიკის „პერჩატკებით“ კავალრობას ვუწევ ხალხს, ყველა ნორმალურ ახალგაზრდას ჭირდება საზოგადოებაში გამოსვლა, არც იმაში ხართ მართალი რომ მიგაჩნიათ, თუ ვინმე დიდკაცის ცოლია, ის არ შეიძლება კარგი ადამიანი იყოს და მასთან ურთიერთობა საძრახისა და ბალზე არ უნდა გამოვიჩინო თავაზიანობაო.

მლანძღავთ, ბრალს მდებთ იმერელი ქალივით და გიხარიათ, რომ მთელს ბრაზს ჩემზე იყრით. არც მიკვირს, როდის ყოფილა თქვენს რომელიმე წერილში ჩემდამი სითბო და სიყვარული. ჩანს, ვერ შევძელი თქვენში იმ ნაპერწკლის გაღვივება, ყველაფერს ფერს რომ უცვლის. ბოლოს კი ფრანგულად მიაწერს „ყველა ერთობა თავისი გემოვნების და შესაძლებლობის მიხედვით“. ჩანს, ორივემ იცოდა ცოტათი ფრანგული. მაინც უმაღლეს წრეებთან დაკავშირებული ადამიანები იყვნენ.

ამ წერილის მიხედვით ანა ნიკოლაძე სულ არ გავს რუსუდან ნიკოლაძის მოგონებების „მყუდრო ხასიათის“, ჩუმ თავშეკავებულ ანას, იას, ასე რომ მოწონდა ნიკო ნიკოლაძეს და აკაკის, აქ რუსუდან ნიკოლაძის მოგონებების ის ანაა, რომელიც მის და, კატოსთან ერთად უკვე შინაბერად დარჩენილი, არა მარტო თავის დისშვილებს, მთელს მოსწავლე ახალგაზრდობას თვლიდა თავის შვილად, განსაკუთრებით თუ ვინმე ნიჭს ან ხელისუფლების ურჩობას გამოიჩენდა. იქამდე, რომ თითქმის მოულოდნელად გაღიზიანებული და თავშეუკავებელი წერილის კონტურები ილანდება. იქნებ ვიღაც ქალისადმი გამოჩენილი თავაზიანობაც არ მოსწონდა.

თვითონ გ. ჭალადიდელს კი აღიზიანებდა იმ წერილში იდეალად დასახული მთავრობისგან დევნილი ვიღაც, ალბათ აკაკი, როგორც მეტოქე.

რა მოხდა ჭალადიდელს და ანას შორის არ ვიცით, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდა ანას და ჭალადიდელის 1870-79 წლების მიმოწერაზე, რომელშიც, რუსუდან ნიკოლაძის თქმით, ჩანს გიორგი ჭალადიდელის ეჭვები აკაკისადმი.

ერთი რამ ფაქტია, 16 წლიდან 31 წლამდე გიორგი ჭალადიდელი ანას ერთგულია (ანა და გიორგი ჭალადიდელი ასაკით ტოლები არიან. აკაკი მათზე 7 წლით უფროსია).

აკაკი და გიორგი ჭალადიდელი, ჩანს, ზოგჯერ ანაზეც საუბრობდნენ. ერთ წერილში, რომელიც აკაკის მე-15 ტომშია მოყვანილი, გ. ჭალადიდელი წერს ანა ნიკოლაძეს: „აკაკი ამბობს, რომ ის ჯერ არ შეხვედრია შენისთანა განსხვავებულ ადამიანს (ეს მეც ვიცი)... ასე ამბობს, შენ ისა გჯობია ხასიათის სიმტკიცითო (არა მგონია) და სხვა ათასი და მილიონი“ (გვ.187). აკი ანა ნიკოლაძეც გ. ჭალადიდელს თავის წერილში საყვედურობს უხასიათობას.

კონკრეტულად რა მოხდა, არ ვიცით. 70-იანი წლების ბოლოს გიორგი ჭალადიდელმა დაკარგა ანას იმედი, თუ უბრალოდ ახალმა სიყვარულმა გაიტაცა. პეტერბურგის წრეებში უკვე საკმაოდ მიღებული, წარმატებული სამხედრო პირი, მუსიკის და ხატვის ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, ქორწინდება ნაფიცი ვექილის სტეფანე ეზერსკეს ქალიშვილ ანაზე. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ რუსეთში და ფინეთში მყოფს, საიდანაც მოკლე მიმოხილვებს გზავნიდა, აკაკის „ცხელ-ცხელი ამბების“ ზეგავლენით „ცივ-ცივი ამბები“ რომ დაურქმევია, ენატრებოდა თავისი შავთვალა, ფრანგი ქალებივით მიმზიდველი ანა, მაგრამ ყველა ფაქტი ამტკიცებს, რომ ქორწინება ნამდვილად სიყვარულით მოხდა. ეტყობა, მას ეწვია თავისი მეორე სიყვარული, მაგრამ უიღბლო კი აღმოჩნდა. სიმამრთან წვრილმანებით დაწყებული კონფლიქტი გაღრმავდა და იძულებული გახდა ცოლს გაყროდა. თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ცდილობდა, რამენაირად შეეჩერებინა განქორწინების საქმე. უკვე შვილი ჰყავდათ, ბორისი. ცოლი მშობლებმა მეორეჯერ გაათხოვეს პეტერბურგის სასამართლოს წევრ ველიჩკოზე. თუმც, მან ბოლომდე შეინარჩუნა კარგი ურთიერთობა გიორგი ჭალადიდელთან, სისტემატურად დაჰყავდა მასთან შვილი და ქმარყოფილის სიკვდილის მერეც დაინტერესებული იყო მისი ნაწარმოებების კრებულის გამოსვლით.

გიორგი ჭალადიდელი ძალიან წუხდა ცოლთან გაყრას, ისე განიცდიდა და ცხვენოდა, საკუთარ მამასთან შეხვედრას ერიდებოდა. ის ასთმით იყო დაავადებული. ურჩიეს საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ არც ამან არგო და 1898 წელს გარდაიცვალა მინსკში, ზუსტად იმ წელს, როცა დაიკარგა ვანო მაჩაბელი.

ანა ნიკოლაძის გრძნობის შესახებ გ. ჭალადიდელისადმი ჩვენ არაფერი ვიცით. მაგრამ ჩანს, ამ სიყვარულს აფასებდა, რადგან სიკვდილის მერე მის სასთუმალში აკაკის წერილებთან ერთად გიორგი ჭალადიდელის წერილებიც ნახეს. ჭალადიდელი თავისი ეჭვიანობით აკაკისადმი ანას დამოკიდებულებას გარკვეულ ელფერს აძლევდა.

აკაკი კი ხშირად იყო ქუთაისში.

1871 წელს აკაკის ქუთაისში დაუწერია მეგობრისადმი მიძღვნილი ლექსი ცნობილი სტრიქონებით:

„მე მგონია მისთვის ვართ ქვეყნად მოვლინებული, მაცხოვარი რისთვისაც იქმნა ჯვარზე ვნებული. ...დაე დამგმოს ქვეყანამ, გამიმეტოს, გამკიცხოს, თავი ბრძენი ეგონოს, მე გიჟებში ჩამრიცხოს. ვერ ვუმუხთლებ მე მაინც ამ ჩემს გრძნობა-გონებას, ვერ ავიტან ცხოვრების ბატონობა-მონებას, ...მაინც ვერ ვუღალატებ შინაგან აკაკობას.“

სადაც თავის მეგობარს, აშკარად ქალს, საკუთარი უიღბლო ცხოვრების მიზეზს და მიზანს უხსნის. ეს ლექსი ჩვენ ანასადმი მიძღვნილი გვგონია. მისი განწყობილება ნამდვილად ასეთ წაკითხვას გვკარნახობს.

1873 წელს კი ნამდვილად ანას უძღვნის ლექსს, რომელსაც მისთვის ნაჩუქარ საკუთარ სურათზე წააწერს.

თუმცა არსებობს ამ ლექსის სხვა ფოტოპირიც, რომელიც იგივე ლექსი მაშიკო ხელთუფლიშვილისადმია მიძღვნილი.

მაშიკო ხელთუფლიშვილთან აკაკი უფრო შეხუმრებული იყო. ის კი არა, ახალგაზრდათა გარკვეული ჯგუფი აკაკის კომპრომენტაციას იმითაც ცდილობდა, რომ აბრალებდნენ, მაშიკოზე უთქვამს სასტუმრო „კოლხიდაში“, „უზნეურიაო“, თუმც აკაკი ამას თავის პირად მიმოწერაში უარყოფს და ამბობს, ამას ლამის პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებენ და ეს სასაცილოაო. არადა, ნიკო ნიკოლაძე მაშიკო ხელთუფლიშვილის გულის სიანკარეზე ლაპარაკობდა. და მას ძალიან ამსგავსებდა ანას.

ისედაც, აკაკის სჩვეოდა, ერთად მყოფი ორი ქალიდან ერთზე რომ იყო შეყვარებული და წერდა ლექსს, მეორესთვის მიეძღვნა. მაგალითად, ტასო მაჩაბლისაზე დაწერილ ლექსს ვარინკა წერეთელს უძღვნიდა. მაგრამ აქ რა შემთხვევაა არ ვიცით. გ. ჭალადიდელსაც აქვს დაწერილი ერთი ლექსი, რომელსაც ორივეს უძღვნის, ანასაც და მაშიკოსაც.

აკაკის ლექსი ასეთია:

„აჰა, სახე მოღრუბლული, უპირბადო, სწორმხატველი, მისი გრძნობის, ვისიც გული არს კეთილის განმზრახველი. მაგრამ ზრახვა ხელუქმნელად რად მინდა მე გულის-მკვლელი, რომ სიცოცხლე ჩემი ბნელად მირბის, კვალთა ვერ მსახველი. ან კი რა ვქნა, არ მაქვს ბრალი დრო მეფობს და დრო მფარველობს, არ გაქრება სუნთქვით ალი, იქ, სადაც კი ცეცხლი მძლავრობს მაგრამ მაინც ამ ჩემს სურვილს არ მოვიკლავ გულში ჩემით და როს ვნახავ მამულიშვილს, თანავუგრძნობ თაყვანცემით თუ ამ აზრებს შენცა უგრძნობ, მაშინ გქონდეს ჩემი სახე! - და თუ არა, ვერც მე გიცნობ, და გთხოვ, ცეცხლში შეუძახე.“

არის კიდევ ერთი ლექსი, სადაც აკაკი ვიღაც ქალზე წერს, მრავალი წელია გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ თქმა ვერ გაგვიბედავსო. შეიძლება ესეც ანაზეა დაწერილი.

ამდენად, ეს ლექსები, მიძღვნილია თუ არა ანასადმი, ზუსტად ვერ ვიტყვით, მაგრამ ეს კი ვიცით, აკაკისათვის შვება იყო ქუთაისში ჩამოსვლა, ნიკოლაძეების რიონისპირა სახლი, სადაც ხვდებოდა, როგორც თვითონ ეძახდა, „პატარა ქალბატონი“ ანა და მასზე 10 წლით უმცროსი კატო, ნიკო ნიკოლაძის სხვა დებისაგან განსხვავებით, ორივე გაუთხოვარი. როგორც რუსუდან ნიკოლაძე წერს, „არქიპოლუსები“. აკაკი კატოს „ჭინჭარს“ ეძახდა, ანას „იას“. როცა აკაკი ძალიან გადააჭარბებდა, კატო ეუბნებოდა: „ ვა ბეჩა, ვა აკაკი, რამ გაგაგიჟაო“ და როცა რაიმეს „მხატვრულად“ ყვებოდა, ჩაურთავდა: „ტყუილი, ტყუილი, ტყუილი“. აკი აკაკიზე ამბობდნენ, რომ ტყუილების თქმა იცისო, ისე „მხატვრულად“ და „ფანტასტიკურად“ ყვებოდა თვით ყველაზე ჩვეულებრივ ამბავს.

აკაკის 70-იან წლებში ანა ნიკოლაძისათვის ნაჩუქარი აქვს გიშრის საათი, თვითონ რომ „თილისმა საათს“ უწოდებდა. ამ საათს უკან ასეთი წარწერა ჰქონდა:

ყრუ სიმართლისთვის

სიწმიდისათვის ბრმა

წყეულიმც იყოს

მისი გულისთქმა.

აკაკი



ამ წარწერიდან ჩანს, აკაკი ანა ნიკოლაძეს სიყვარულის აუყოლობაში დებს ბრალს.

არავინ არაფერი იცოდა ანა ნიკოლაძის გრძნობების შესახებ. არც აკაკი ლაპარაკობდა ბევრს. შეიძლება ახალგაზრდობისას რაღაც იყო, მაგრამ ეს ყველაფერი მერე მართლა მეგობრობად იქცა.

„რაღაც გამოუთქმელ, უსიტყვოდ გამოწვეულ პატივისცემას უსახავდა ამ ქალის პიროვნება და ამავე დროს განსაკუთრებული მზრუნველობის და თბილი მოპყრობის წადილი... (859).

თვით ანიჩკამ კი, შეიძლება თამამად ითქვას, მთელი გული და პირადი ცხოვრება შესწირა ამ მეგობრობას -აკაკის ჩანგსა და პიროვნებას და შესწირა მისებურად, სრულად და უნაშთოდ და ისე ჩუმად, ისე გულჩათხრობილად, რომ ეს არავის არ სცოდნია დანამდვილებით, გარდა მის და თვით აკაკისა, რომელმაც თან ჩაიტანა საფლავში ეს საიდუმლო, სრულიად არაჩვეულებრივი მისი განთქმული „მეფისტოფელური“ ხასიათისთვის და მხიარული უნდობლობისთვის ქალის გრძნობების მუდმივობის მიმართ.

საერთოდ, ამ ნაზი ქალის გულში ყოველი განცდა ღრმად და საიდუმლოდ იმარხებოდა, გარედან სრულიად უხილავი და მიუკარებელი, ამიტომ მის მიერ გამოწვეული გრძნობები მტკიცე და ხანგრძლივი იყო“. წერს ნ. ნიკოლაძე, (გვ. 357).

ანას და კატოს 80-იანი წლებიდან პანსიონი ჰქონდათ გახსნილი, სადაც გიმნაზიაში შესასვლელად მოსამზადებელ ბავშვებს, ან გიმნაზიის პირველი კლასების მოწაფეებს ამეცადინებდნენ. აკაკი ამ პანსიონის სასურველი სტუმარი იყო, ჩართული ბავშვთა ცხოვრებაში და მოტრიალე იმ ქალთა საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობაში, რომლის მთავარი წევრები იყვნენ, ანა, კატო, მაშიკო ხელთუფლიშვილი, მელანია გველესიანი, ნუცა წერეთელი.

აკაკი მათ ყოველ ღონისძიებაში ღებულობდა მონაწილეობას და აკაკის ჩამოსვლისას ცოცხლდებოდა ქუთაისი.

კატო ნიკოლაძე ხშირად დადიოდა საქმეების გამო ქალაქში. ანას კი „სკის დედა ფუტკარს“ ეძახდნენ. ძირითადად სახლში იყო და ბავშვებს ამეცადინებდა. ბავშვებისთვისაც მისი თავშეკავებული საყვედური და წარბის შეკვრა უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე კატოს „აფეთქება“.

ანა იყო ტანად პატარა, ძალიან კოხტა. ჯერ კიდევ ემჩნეოდა, რომ ახალგაზრდობისას ლამაზი იყო. ნიკო ნიკოლაძის დებიდან ერთადერთი ის დარჩა საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების გარეშე. იქნებ ესეც მოსწონდა აკაკის, რომელიც პირველად ქალთა უცხოეთში გამგზავრების წინააღმდეგიც წასულა – რა ქალის საქმეა დიდ ცოდნაზე თავის დადებაო, ეს ცუდ ემანსიპაციას გამოიწვევსო. აკი, თვითონ ამბობდა, რომ ქალური საწყისი გრძნობაა და არა გონება. ქალის ფუნქცია საყვარელი არსების შეფარება და მასზე ზრუნვააო. თუმც, მიუხედავად იმისა, რომ ანას საზღვარგარეთ არ უსწავლია, საკმაოდ ჭკვიანი ქალი იყო. რუსული ძალიან კარგად იცოდა, ბევრს თარგმნიდა. მისი თარგმანები გაბნეულია იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. თავის დასთან კატოსთან ერთად 1893 წელს უთარგმნია მოთხრობა „კატაკომბები“. ხოლო მისი ერთერთი თარგმანი „ჯიანეტა“ წიგნადაც გამოსულა.

აკაკი ანას დანახვისას ხშირად ამბობდა ხოლმე: „დავყნოს ვარდსა გადაშლილსა, ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას“, რაზეც ანა ღელვისაგან ჩაყრუებული ხმით პასუხობდა: „კაი აკაკი, ნუ იცი ასე.“

აკაკი ანას გვერდით ხშირად ძალიან მხიარული და ექსცენტრული იყო. მით უფრო, თუ კატო ამის მიზეზს აძლევდა. ერთხელ, ვახშმობისას, აკაკიმ ხელით აიღო შაქარი, კატომ

ხელი მოკიდა საშაქრეს და ფანჯრიდან მთელი შაქარი გადაყარა, რატომ მაშით არ აიღეო. მაშინ აკაკიმ, ვახშამი რომ დამთავრდა, თავისი სკამი ფანჯრიდან გადააგდო (იქვე რიონი მოედინებოდა), თუ ჩემი ერთი ხელის მიკარებით შაქარი წაიბილწა, მაშინ ჩემს ნაჯდომ სკამზე არავინ დაჯდებაო.

სიცოცხლის ბოლოსაც შეხვდნენ აკაკი და ანა ერთმანეთს. I მსოფლიო ომის დაწყებისას აკაკიმ ქვიშხეთიდან სურამში გამოუარა ნიკოლაძეებს და მაშინაც პოეზიით იყო სავსე მათი შეხვედრა.

ანას აკაკის წერილები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე არ მოუცილებია. იქამდე, რომ აკაკის წერილებს კი არა, მხოლოდ მის ასლებს აძლევდა სპეციალისტებს, ავტოგრაფებს კი არ ელეოდა. მისი ნაჩუქარი გიშრის საათი კი გულიდან არ მოუშორებია უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

აკაკის და ანას ურთიერთობის დასახასიათებლად ყველაზე უკეთესი დოკუმენტი აკაკის წერილებია. თუმც, 15 ტომეულის ავტორებსაც კი, აკაკის ავტოგრაფები არ ჰქონიათ ხელთ, ანას ხელით გადაწერილი ასლებით სარგებლობდნენ. ვინ იცის, ეს ასლები რამდენად სრული იყო.

აკაკის წერილები იწყება 70-იანი წლებიდან და 90-იან წლებამდე გრძელდება. მათი რიცხვი არც ისე დიდია, მაგრამ ჩვენთვის აკაკის დამოკიდებულება ანა ნიკოლაძისადმი ამითაც ცხადი ხდება.

ისეთი სიყვარულით და სითბოთია ბარათები დაწერილი, მაშინვე იგრძნობ, როგორი ფაქიზი, ნაზი გრძნობებით იყო სავსე აკაკი მის მიმართ. თუმც აქვე ჩანს მხიარული, ცხოვრებაში ჩართული, ახლობელთა ამბებით დაინტერესებული აკაკი, რომელსაც სიცილის მიღმა უსიამო გრძნობები სდევს და მანუგეშებელს და მეგობარს ეძებს.

პირველივე წერილებში მჟღავნდება რა დიდი მნიშვნელობა აქვს აკაკისათვის ანას აზრს და როგორ ღელავს, როცა ანა ესწრება იმ ღონისძიებებს, რომელზეც თვითონ გამოდის „გიგზავნი ბილეთს და აფიშას – ნეტავ შენ არ მიყურებდე ხვალ წარმოდგენაზე და მეტი არაფერი მინდა...“

ჩანს, ანა ნიკოლაძე აკაკის წერილებს იშვიათად წერდა. ამიტომ აკაკი ხშირად საყვედურობს. და ხუმრობაშერეული ალერსით წერს 1870 წელს:

„კუდიანობით არა მაქვს ჩვეულება, რომ მივწერო და სხვა ტიტული ჩემგან კი აღარ გეკადრება. სანამ ჩემის ოთხის წერილის პასუხად არ მივიღებ შენგან შენანებულ ბარათს, დაწვრილებით წილადობილურს ბევრს... ბევრს... ბევრს, ისე რომ ერთი კვირა მეყოს საკითხავად, ნუ ელი ჩემგან ბარათს (გვ. 188. ტ. 15). ან 1875 წელს: „შენ ხომ ჩემ წიგნებს უცდი ყოველთვის, ვიზიტების ანგარიშისა არ იყოს“. ( ტ. 15, გვ. 191).

1875-77 წლებში კი ასე ეხმაურება: „ვინაც რამოდენიმე დღის განმავლობაში მთელი წიგნი სთარგმნა, იმას არ შეუძლიან შეიწამოს სიზარმაცე, რომელიც მხოლოდ უსურვილობისგან წარმოდგება და არის უგულობის ნაყოფი!.. მაგრამ ეჰ!.. დავანებოთ ამას თავი“. (ტ. 15, გვ. 190). 1877 წელს ასეთ წერილს უგზავნის:

„გეთაყვანე, წიგნი ხშირად მომწერე ხოლმე. Ти не спасобна бить сестрою миласердия при душевно больним? ზარმაცო! ზარმაცო! პატარავ, მაგრამ დიდო ზარმაცო“. (ტ. 15. გვ. 192). ან 1897 წელს: „შენი სიზარმაცის პატრონი, თუ წერილს მაღირსებ, საკვირველიც იქნება და კიდეც დაგიმადლი“ (ტ. 15. გვ. 200).

1879 წელს - „ზარმაცისთვის ეს ბარათიც ბევრია, ჩემო ბატონო და ნურას უკაცრავად“. (ტ. 15; გვ. 195). 1896 წელს - „თუ მოიცლი და წერილს მომწერ, დიდად მანუგეშებ“. (ტ. 15. გვ. 199). მიმართავს ასე: „ჩემო სანუგეშო დაო და მეგობარო (გვ. 201) ხანდახან ხუმრობით „მის მაღალხარისხოვნებას ანასტასია იაკობის ასულ ნიკოლაძეს“, „პატარა ქალბატონო“, „დაო ანიჩკა“, „ჩემო მეგობარო დაო და ჩემო დავ-მეგობარო ანიჩკა“, „საყვარელო დაო“, „საყვარელო დაო და ძვირფასო მეგობარო“, „სანუგეშო დაო და მეგობარო“.

ხელს კი ასე აწერს:

„მარად შენი ერთგული ძმა და მეგობარი აკაკი“, „თავადი აკაკი წერეთელი“, „მარად და მარად ერთგული აკაკი“, „შენი მარად ერთგული ძმა აკაკი“, „შენი მარად აკაკი“, „მარად ერთგული აკაკი“, „მარად და მარად შენი აკაკი“, „მარად კეთილის მსურველი აკაკი“, „შენი აკაკი“, „შენი მარად ერთგული ძმა აკაკი“.

ხშირად ესაუბრება საკუთარ ტკივილებზე და სულიერ მდგომარეობაზე.

„მე რომ წიგნის წერას დავაგვიანებ, ის ნიშნავს, რომ ცუდ გუნებაზედა ვარ და საქმე დახლართული მაქვს! მაგრამ ესეც კი შეგიძლიან მკითხო: როდის იყავი კარგ გუნებაზედ და როდის არა გქონია საქმე დახლართული-თქო!“

„არასოდეს ასე გულგატეხილი არ ვყოფილვარ, როგორც ეხლა ვარ. აღარაფერი აღარ მახარებს, იმდენზედ მიმიყვანა ამ გულგატეხილობამ, (разочерование), რომ გულს მიღრენს ანუ როგორც ჩვენი ფილოლოგები ეძახიან, ნერვები მძლევენ... მე ის მატირებს, რომ ის ენერგია, რომელიც მუდამ თან მახლდა, დღეს თანდათან მღალატობს, ვატყობ უამისოთ მე რაღა ვიქნები“ (გვ. 191, ტ. 15).

ან:

„ჩემო მეგობარო დაო და ჩემო დავ-მეგობარო ანიჩკა!

ასე მეგონა თუ, რაც მიფიქრია და მიგრძვნია, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ და ან რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, ყველა იცითქო და ამის გამო ჩემ კერძოდ შესახებ აღარასა გწერ...“ (1879 წ. გვ. 196).

ან „ჩემო სანუგეშო დაო და მეგობარო ანიჩკა!

ჩამოვედი თუ არა, მაშინვე მინდოდა წიგნის მოწერა, მაგრამ ჩემის მდგომარეობის მოსაწერათ მე უძლური ვარ და ჩემი კალამი კი სუსტი და ამის გამო ვუცდი იმ დროს, როდესაც მეღირსება პირისპირ შეხვედრა და მცირედ მაინც არის სულის ტანჯვის შეყენება“ (1897 წ. გვ. 201).

როგორც ახლობელ ადამიანს, ესაუბრება ცოლსა და ცოლისიანებზე, იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, მათ დაინახეს აკაკის სიკეთე და გული მოიბრუნეს, მისი გრძნობა არასოდეს არ გამთელდება მათ მიმართ.

ერთგან ხუმრობით წერს, ბზუკვა (მუწუკი) მქონდა, რომელიც მტანჯავდა, მაგრამ ჩემი ცოლი რომ გაემგზავრა, გასკდა და ასე მოვრჩი ერთად ორ ჭირსო.

აკაკის ხშირად ენატრება ანიჩკა და წერს – ცუდად ვარ, რუსეთში მყოფი ვაითუ ვერ ჩამოვედი საქართველოში და მოვკდეო და ეუბნება „მწყინს, მხოლოდ, რომ ზოგიერთების ნახვა აღარ მეღირსა და მათ რიცხვში ყველაზე უმალ შენი, ჩემო კარგო“ (1896 წ. გვ. 199).

ან:

„მინდა ერთი დღით შენს სანახავად ჩამოვიდე ისე, რომ ქუთაისი თვალდახუჭული გავიარო და შენთან ჩამოხტომა შეიძლება თუ არა“ (1897 წ. გვ. 200),

ან:

„რომ ჩამოვედი და აღარ დამიხვდი, საოცრად დამწყდა გული. გზა რომ მცოდნოდა, სწორედ მეც ჩამოვიდოდი ჭოლევში“ (1897 წ. გვ. 200). იქ ცხოვრობდა ანასტასია ნიკოლაძის და ეფროსინე.

მისთვის ასე მნიშვნელოვანი მარგანეცის საქმეების ამბავსაც წერს. მისი მამულის აღწერილობა ანასთვის ქონია მიბარებული.

„ის მარგა


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ჩვენი ისტორიის ყველა გამოჩენილი ქართველი ქალი   Aug 1 2007, 10:45 AM
ნათია   marine მადლობა მარი ას...   Aug 1 2007, 10:46 AM
marine   marine მადლობა მარი ას...   Aug 1 2007, 10:55 AM
Lenus   ეეჰ, მთელ წიგნს ვერ ...   Aug 1 2007, 11:42 AM
marine   ეეჰ, მთელ წიგნს ვერ...   Aug 1 2007, 11:52 AM
Lenus   ცოტა დრო, და დიდი სი...   Aug 1 2007, 11:56 AM
marine   ცოტა დრო, და დიდი ს...   Aug 1 2007, 12:06 PM
marine   http://img169.imageshack.us/img169/9594/4746tb5.jp...   Aug 2 2007, 01:11 PM
marine   დარეჯან დედოფალი ht...   Aug 2 2007, 02:00 PM
catherina_10   "იგი დაბადა 20 ივლი...   Aug 2 2007, 02:04 PM
marine   "იგი დაბადა 20 ივლ...   Aug 2 2007, 02:11 PM
მამფალი   სახელი არ მახსოვს, ...   Aug 2 2007, 07:56 PM
ketino   სახელი არ მახსოვს, ...   Aug 2 2007, 11:25 PM
მამფალი   კაი და იყო და ერისმ...   Aug 2 2007, 11:28 PM
marine   ქეთევან, თეკლა და მ...   Aug 3 2007, 11:11 AM
marine   ქეთევან მაღალაშვი...   Aug 3 2007, 02:30 PM
მამფალი   მარო მაყაშვილი მა...   Aug 3 2007, 05:57 PM
marine   ბარბარე ჯაიანი, 1885 წ...   Aug 7 2007, 11:25 AM
თათარაშვილი   ძალიან საინტერესო ...   Aug 7 2007, 11:42 AM
marine   ძალიან საინტერესო...   Aug 7 2007, 11:45 AM
ketino   ელენე ახვლედიანი მ...   Aug 13 2007, 07:33 PM
მამფალი   მე არ მომწონს მედე...   Aug 13 2007, 10:21 PM
_Matasi_   რუსუდანის შვილი - თ...   Aug 13 2007, 10:34 PM
.nino   ბარბარე ჯაიანი, ოლ...   Aug 14 2007, 03:59 PM
catherina_10   არც კი გამიგია რაი...   Aug 14 2007, 05:03 PM
.nino   არც მე ვიცოდი აქა...   Aug 14 2007, 05:14 PM
.nino   სქემიღუმენია თამა...   Aug 15 2007, 06:13 PM
q-e-T-i   წმ. კვირიკე- http://image.fast.g...   Sep 3 2007, 12:28 AM
მართა   ჩემთვის საოცარია, ...   Sep 8 2007, 03:46 AM
marine   ნინო ჭავჭავაძე-გრი...   Sep 17 2007, 03:58 PM
daviTi 22   შუშანი - ჯუანშერ ქა...   Sep 21 2007, 01:44 AM
makuna7474   შუშანი - ჯუანშერ ქა...   Sep 30 2007, 03:58 PM
marine   ნინო ჯორჯაძე 1884–1968 ...   Sep 25 2007, 04:54 PM
Misha_kartveli   ძალიან საინტერესო ...   Sep 25 2007, 07:19 PM
catherina_10   ნატო ვაჩნაძე(1904-1953) ი...   Sep 26 2007, 06:07 PM
marine   ოლღა გურამიშვილი ht...   Sep 27 2007, 01:44 PM
georgianeli   ოლღა გურამიშვილი [...   Oct 21 2008, 10:08 AM
ketino   ეხ.. არავინ წერს ქეთ...   Sep 29 2007, 10:38 PM
ezo   ჰერები და ალბანელე...   Sep 30 2007, 03:26 PM
marine   გურული ქალი ცხენზე...   Oct 1 2007, 11:56 AM
_Matasi_   http://img255.imageshack.us/img255/539/180pxninac...   Oct 1 2007, 02:58 PM
marine   daviTi 22 makuna7474 ბავშვებო, ...   Oct 2 2007, 10:36 AM
Ismail   რაც შეეხება ყველაზ...   Oct 4 2007, 12:03 AM
marine   გურული კნეინა ოზურ...   Oct 9 2007, 11:46 AM
daviTi 22   ძალიან ხშირად ამბო...   Oct 27 2007, 08:17 PM
t.d   მე ვიცი ერთ ქართვე...   Oct 27 2007, 10:56 PM
marine   ბარბარე ჯორჯაძე: http...   Nov 22 2007, 04:48 PM
marine   მაია წყნეთელი (ხალ...   Feb 1 2008, 04:41 PM
tamuna m   გამიკვირდა, ნანა დ...   Feb 13 2008, 06:59 PM
staywhite   წმინდა მოწამე შუშა...   Feb 19 2008, 09:25 AM
betaneli luka   წმინდა მოწამე შუშ...   Mar 18 2009, 05:25 PM
marine   მოხარული ვიქნები, ...   Feb 19 2008, 02:59 PM
tamuna m   თამარ აბაკელია თა...   Feb 22 2008, 02:37 PM
tamuna m   [img]http://www.123.ge/uploads/1/243621_180px-nina...   Feb 25 2008, 08:10 PM
marine   თამრო ვაშლოვნელი ...   Feb 26 2008, 04:53 PM
tamuna m   [img]http://i050.radikal.ru/0806/de/726fa6457719.j...   Jun 4 2008, 12:25 PM
sable   მართა-მარია ბაგრატ...   Jun 5 2008, 11:05 AM
poso-poso   ძალიან საინტერესო ...   Nov 5 2008, 06:45 PM
georgianeli   ქალებოო... ქვეყნის თ...   Dec 11 2008, 09:07 PM
Teimuraz III   ამ ქალბატონზე, მარ...   Dec 13 2008, 01:39 PM
მატასი   რამდენიმე დღის წი...   Dec 13 2008, 05:00 PM
Belief   ყველაზე კარგი პოლი...   Feb 19 2009, 06:50 PM
jijikoi   რუსუდანიც გამოჩენ...   Mar 18 2009, 12:56 AM
Funkenstein   ერთი რამ მაინტერეს...   Mar 18 2009, 06:11 PM
staywhite   Funkenstein გასაგებია შენ...   Mar 19 2009, 02:14 AM
Belief   გასაგებია შენი ხე...   Mar 19 2009, 04:40 PM
bekas   9 ძმა ხერხეულიძის დ...   Mar 19 2009, 07:46 PM
georgianeli   აკაკის გულის სატრფ...   Apr 25 2009, 07:06 AM
marine   "მახსენდება ჩემი ...   Apr 23 2013, 04:22 PM
G_saxva   ქართველი დედოფლებ...   Apr 23 2013, 04:34 PM
marine   [img]http://img855.imageshack.us/img855/8852/7aiq....   Nov 21 2013, 02:17 PM
qetevano   http://i022.radikal.ru/1311/27/b4529287cbf4.jpg ...   Nov 21 2013, 03:01 PM
marine   [url=http://radikal.ru/fp/e26a6c294d2148818fc33e3...   Nov 21 2013, 03:02 PM
qetevano   marine კიი ნამდვილად, თ...   Nov 21 2013, 03:24 PM
marine   marine კიი ნამდვილად, ...   Nov 21 2013, 03:39 PM
G_saxva   qetevano მარჯვნივ მაღლა ...   Nov 21 2013, 03:28 PM
qetevano   G_saxva აუუუ ვერ ვარჩევ...   Nov 21 2013, 03:54 PM
marine   [b]G_saxva აუუუ ვერ ვარჩ...   Nov 21 2013, 04:19 PM
G_saxva   qetevano marine რომ ვერ წავი...   Nov 21 2013, 04:16 PM
სელენია   :)   Nov 21 2013, 09:20 PM
qetevano   სელენია ???????   Nov 21 2013, 09:25 PM
სელენია   qetevano კარგი თემაა მომ...   Nov 21 2013, 09:31 PM
marine   qetevano კარგი თემაა მო...   Nov 22 2013, 12:04 PM
marine   თეკლა-ბიჭი ერეკლე...   Mar 5 2014, 01:18 PM
marine   ჟან შარდენი, მე-17 სა...   Mar 6 2014, 10:32 AM
marine   "- ადამიანებს ყვე...   Nov 29 2014, 09:21 PM
marine   "...ფრიად საშიში იყ...   Jan 12 2015, 09:26 PM
marine   "ევრიპიდეს გასამ...   Mar 29 2015, 10:26 PM
marine   "საქართველოს მთე...   Apr 22 2015, 06:33 PM
marine   http://s019.radikal.ru/i636/1509/9b/4113e256a982.j...   Sep 1 2015, 10:07 PM
marine   "...ქალი გათხოვილი...   Sep 18 2015, 12:31 PM
marine   "შეიძლება გადაუჭ...   Apr 24 2016, 06:04 PM
marine   "იესოს დროინდელი ...   May 7 2016, 01:50 PM
marine   "ძველმა ტექსტებმ...   May 20 2016, 10:38 PM
marine   "წმინდა ნინომ ღვთ...   Jun 22 2016, 06:26 PM
marine   "იერუსალიმისა და ...   Aug 9 2016, 10:37 PM
marine   "სარა [ბეთლემელი] ...   Aug 11 2016, 11:00 AM
marine   "ქართველი ქალის - ...   Sep 5 2016, 04:08 PM
marine   "თუ რომელიმე ხალხ...   Sep 11 2016, 11:02 PM
marine   ახლა ცოტათი გავხალ...   Sep 26 2016, 10:19 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 04:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი