IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 7 8 9  
Reply to this topicStart new topic
> ჩვენი ისტორიის ყველა გამოჩენილი ქართველი ქალი, მედეა, თამარ მეფე, ქეთევან წამებული, მაია წყნეთელი...
marine
პოსტი Aug 29 2020, 12:25 PM
პოსტი #161


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,017
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც ცნობილია, ამიერკავკასიში მოგზაურობისას, 1858 წელს, თბილისში იმყოფებოდა გამოჩენილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელმაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კავკასიაში თავის მოგზაურობას წიგნი მიუძღვნა. წიგნში იგი შთაბეჭდილებას გვიზიარებს მარიამ ორბელიანზე: "კნეინა ორბელიანი ახლა ორმოცი წლისაა. როგორც ჩანს, ერთი ულამაზეს ქალთაგანი ყოფილა თბილისში. ხრილი, რომელსაც ის იცხებს პირზე, აძლევს მას მე-18 საუკუნის ქალის იერს.

მე არასდროს მქონია შემთხვევა, მენახა ასეთი საპატიო და წარმოსადეგი შესახედაობის ქალი. თუ თქვენ შეხვდით ქუჩაში ფეხით მომავალ კნეინა ორბელიანს, უნებურად მიესალმებით მას, თუ გინდ არ იცნობდეთ პირადად", - წერს მარიამ ორბელიანის მშვენიერებით მოხიბლული ფრანგი მწერალი".

/"კარიბჭე" N9, 2020, გვ.28/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 7 2021, 07:26 PM
პოსტი #162


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,017
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ენაგაშარშხალებული (ენამწარე) გურული ქალები"

/"კარიბჭე" N6, 2021, გვ.37/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2022, 03:14 PM
პოსტი #163


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,017
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქალთა ჯგუფი ციხის კედელზედ. აკერილი მოკლედ კაბები. ფერხთ მაშიები. თავისჩითი თავზედ წაკრული. ქამარ-ხანჯალი. დამკლავებულნი ამოუდგნენ მებრძოლ ვაჟკაცებს. უძღოდა შუქურ.
ისრებს აწვდიდნენ, შუბთ მიართმევდნენ. გაჰქონდათ მკვდრები თუ დაჭრილები. წყალს უზიდავდნენ. გააფთრებულთ მთლად დაჰკარგეს შეგნება შიშის. მებრძოლ ვაჟკაცთ ამხნევდებდა მათი იქ ყოფნა. ლომებად იქცნენ.
- ქალნი მებრძოლად?! პირველად ვხედავ! - იძახდა ჯეჰან განცვიფრებული".

/ვასილ ბარნოვი, თხზულებანი, ტ.8, "ნათელმოსილნი", გვ.149/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2022, 06:25 PM
პოსტი #164


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,017
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველ ქალთა განსწავლულობა არც უცხოელთა ყურადღების გარეშე დარჩენილა. ცნობილი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი (XVI ს.) საგანგებოდ აღნიშნავდა: "ქართული წერა-კითხვა დღეს სულ მოსპობილი იქნებოდა, ქალებს რომ არ შეენახათ იგი. თუ ვისმე უნდა კითხვა შეისწავლოს, უნდა რომელსამე ქალს მიებაროს სასწავლებლად".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 19/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2022, 12:08 PM
პოსტი #165


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,017
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1716 წ. ფრანგმა მოგზაურმა ჟან დე ლა როკიმ გამოაქვეყნა ვრცელი წიგნი, სადაც ასახულია ფრანგთა მოგზაურობა იემენში 1708-1713 წწ. მათ იემენში მეფის სასახლის კარზე უნახავთ ქართველი დედოფლები. დე ლა როკი წერს: "იემენის მეფის ძალმოსილებისა და ბრწყინვალების ერთ-ერთი ნიშანია მრავალი მანდილოსნი ყოფნა მისი სასახლის კარზე...იემენის მეფის საკუთრებაში არის 600-700-მდე ქალი... ჩვენ გვარწმუნებენ, რომ მათი უმრავლესობა ქართველია. საქართველოს ქალები დიდი სილამაზით გამოირჩევიან..."

ევროპელი მისიონერები გვაუწყებენ: სამხრეთ არაბეთის ცნობილმა გამგებელმა მირ მოჰუნამ, რომელსაც სახელი გაუთქვა ჰოლანდიელი კოლონიზატორების წინააღმდეგ გადახდილმა მამაცურმა ბრძოლებმა, ქართველი ქალის სიყვარულის გულისათვის მამას მოუსწრაფა სიცოცხლე; პალესტინის ფაშას ჯერზარსაც (XVIII ს.) მრავალი ქართველი ლამაზმანი ჰყოლია თავის ჰარამხანაში".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 274/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2022, 12:26 PM
პოსტი #166


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,017
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარიამ ბაგრატიონი ჩინებული მელექსე ყოფილა თავისი დროისა. იგი იყო "ნიჭიერი, დიდათ დახელოვნებული საღმრთო წერილში, ისეთი მოლექსე, რომ ამბობდნენ - დიდი მეფის თეიმურაზის ნიჭი გამოჰყვა ამ ქალსაო", - ასე იგონებს მისი თანამედროვე ბარბარე ქობულაშვილი მარიამს - ერეკლე მეორის ასულსა და "სარდალ-ქალაქის მოურავის" დავით ციციშვილის მეუღლეს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 135/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2022, 11:38 AM
პოსტი #167


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,017
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დაახლოებით ანალოგიური სულისკვეთებისაა არჩილ მეფის ქალიშვილის შუშანის საქციელიც, რომლის სილამაზითაც მეტად მოხიბლულა ხაზართა ხაკანი. მან შუშანის ძმას, ჯუანშერს, დის ხელი სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ გამოაგზავნა სპასალარი, რომელმაც დაატყვევა ჯუანშერიც და შუშანიც და ხაკანთან წაიყვანა. გზაში ქალმა სიტყვბით: "უმჯობეს არს ჩემთვის სიკვდილი, რათა ღირს მყოს მე უფალმან წმიდათა დედათა თანა, ვიდრეღარა შევიგინო წარმართთა მიერ" თავი მოიწამლა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.270/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2022, 12:02 PM
პოსტი #168


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,017
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბუნებრივია, რომ ქართული მოსახლეობის ნაწილმა თავისი პირადი ცხოვრება იძულებით თუ ნებაყოფლობით არაქრისტიანული რჯულის წარმომადგენლებს დაუკავშირა. ამ შემთხვევაში მათ არჩევანს ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნები განაპირობებდა. ზოგჯერ კი ეს იყო ერთადერთი გამოსავალი მრისხანე ტირანის გულისწყრომის ასაცილებლად, ან თუნდაც შესარბილებლად. ასეთ სიტუაციაში მეტად იჩაგრებოდნენ არისტოკრატი ქალები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ გათხოვლიყვნენ ირანსა თუ ოსმალეთში და ჰარამხანებში ეცხოვრათ. უამრავი ასეთი ქალის სახელი შემოგვინახა ისტორიამ. ზოგიერთი მათგანი კარგად მოერგო ახალ მდგომარეობას და მეუღლის კარზე საკმაოდ დიდი გავლენაც კი მოიპოვა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.272/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2022, 12:32 PM
პოსტი #169


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,017
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ევსევი კესარიელის (260-340 წწ.) ცნობით, რომელიც მას კლემენტი ალექსანდრიელის შრომიდან აუღია, მედეას მიეწერება თმის შეღებვა და შესაღები წამლის აღმოჩენა. "მედეამ, აიეტის ასულმა, კოლხელმა, პირველმა გამოიგონა თმების შეღებვა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 63/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2022, 04:03 PM
პოსტი #170


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,017
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საინტერესოა დავით ვაჩნაძის მეორე წერილიც, რომელშიც იგი დაბადების 70-ე წლისთავს ულოცავს თამარ პაპავას [ცნობილი წიგნების ცნობილი ავტორი, საქართველოს პირველი პარლამენტის წევრის, გამოჩენილი მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის აკაკი პაპავას მეუღლე, ტურფა და მზია პაპავა-ჭეიშვილების დედა, არგენტინის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე]:

"ჩვენო განთქმულო მწერალო
ღრმად პატივცემულო ქალბატონო თამარ!
გავიგე თქვენი 70 წლის შესრულების თარიღი სწორედ იმ დღეს, როცა ჩემს არქივში წავაწყდი ჩემი ნათესავის ანეტა მაჩაბლის-ერისთავისას (ბიძაჩემ მიხეილ მაჩაბლის ცოლის, მარინე ფრანზონის დედის და ცნობილი მწერალ ქალის მ. ერისთავ-ხოშტარიას დის) წერილს, 1941 წ. სტოგკოლმიდან გამოგზავნილს, რომელშიაც იწერებოდა:
"შენ რომ წიგნი გამომიგზავნე თამარ პაპავას შედგენილი, წავიკითხე და გამაოცა: ეს წიგნი სწორედ განძია ჩვენი ისტორიისა. დიდება ჩვენ წინაპართა ქალებს და უმეტესი დიდება ქ. თამარ პაპავას, რომ აგრე შესანიშნავი შრომა გაუწევია და ნიჭიერადაც აუწერია წარსული გმირული ხანა და ცხოვრება ჩვენი ქართველ ქალებისა. ეხლა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ვიგრძენ სიამაყე, რომელიც აქამდინ შეუგნებელი იყო ჩემთვის... დიდი მადლობელი ვარ რომ ამისთანა მშვენიერი წიგნი გამომიგზავნე...
13-III - 1941 წ. შენი მოხუცი ძალოა ანეტა მაჩაბლისა. სტოკგოლმი".
ანეტა მაჩაბელი გარდაიცვალა რომში ომის დაბოლოვების წელს ღრმად მოხუცებული და ეს თქვენი წიგნი "დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში" სახარებასავით ჰქონდა შენახული.
ეს გამოძახილი ძველი თაობის განათლებულ ქართველ მანდილოსნისა ახლა მიუმატეთ თქვენ ნაშრომთა საქებ მდიდარ სარეცენზიო კოლექციას... და ჩემგანაც მიიღეთ გულითადი მოლოცვა თქვენი 70 წლის შესრულებისა გამო და გისურვებთ თქვენი შესანიშნავ ახალ ნაშრომებით კიდევ მრავალ წელს გაამდიდროთ ქართველ ხალხის კულტურული ცხოვრება.
მარად თქვენი პატივისმცემელი დავით ვაჩნაძე"

/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.66/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2024, 03:05 PM
პოსტი #171


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,017
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამონარიდი ანტიოქიის პატრიაქრ მაკარის ჩანაწერებიდან, რომელიც საქართველოში ჩამოსულა 1664 წელს და ორი წელი დაუყვია იმერეთსა და საეგრელოში:

"ქართველი ქალები, ძალიან იშვიათი შემთხვევის გარდა, უბიწონი, ღვთის მოშიშნი არიან და ძალიან მკაცრად ასრულებენ საღმრთო მცნებებს. თითოეული დიდებულის ცოლთან უთუოდ მყოფობს ერთი, ან ორი მოლოზანი, რომელთაც, როგორც ყველა დიდებულ ქალთა, კარგად იციან წერა-კითხვა. თითოეულ დღეს, ჩვეულებრივ ლოცვების შესრულების შემდეგ, ისინი უთუოდ გალობენ ღვთისმშობლის იმ საგალობელს, რომელიც ჩვეულებრივად იკითხება დიდმარხვის მეხუთე შაბათს"

/"კარიბჭე", ზაფხულის ნომერი, 2024, გვ.46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 14 2025, 09:32 PM
პოსტი #172


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,017
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარიამ-მართა ბაგრატიონი, იგივე მარიამ ალანელი - ბაგრატ მეოთხის და მისი მეორე ცოლის - ბორენას ქალიშვილი. ბიზანტიის ორგზის დედოფალი 1071-1081 წლებში ჯერ როგორც იმპერატორ მიხეილ VII-ის, ხოლო შემდგომში როგორც ნიკიფორე III-ის მეუღლე. მეფე დავით IV აღმაშენებლის მამიდა, დაიბადა 1050 წელს. მართას ბავშვობიდან ბიზანტიაში გასათხოვებლად ზრდიდნენ. 1065 წელს ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე დუკის ვაჟზე მიხიალზე იქორწინა. მართა ბაგრატიონის სურვილით, პირველად შედგა საქორწინო კონტრაქტი, სადაც მარიამმა გარკვევით ჩააწეინა, რომ ყოველი ცოლ-ქმრული ცხოვრების წინ, მიახილის დუკასს აუცილებლად უნდა ებანავა. შეთანხმება შედგა და 1074 წელს წყვილს მემკვიდრედ შეეძინა - კონსტანტინე პორფიროგენეტი. 1071 წელს მისი მეუღლე გადატრიალებას აწყობს და იმპერატორი ხდება, მარიამი კი - დედოფალი...

მარიამი იმდენად წარმატებული მოღვაწე გახდა, რომ მიუხედავად იმისა, ბიზანტიელები სხვა ერებს არ წყალობდნენ, გარდა ბერძნებისა, მაშინდელი ბიზანტიელი ისტორიკოსები ვერ მალავენ აღფთოვანებას მისი გონების და სილამაზის წინაშე...

მის გარეგნობასა და ხასიათს ბიზანტიელები საუკეთესო სიტყვებით ახასიათებენ. ერთ-ერთი ყველაზე სრული აღწერილობა შემონახულია ანა კომნენოსის მოგონებებში. ანა კომნენოსი დანიშნული იყო კონსტანტინე დუკაზე, ანუ მართა-მარიამის შვილზე და ამის გამო მას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მარიამთან.

"მარიამი იყო ლამაზი და ტანადი, როგორც კვიპაროსი, თეთრი, როგორც თოვლი, პირისახე ჰქონდა არცთუ ძალიან მრგვალი, მაგრამ გაზაფხულის ვარდივით გაფურჩქნული ალისფრად. ახლა თვალის ბრწყინვალებას აღარ იკითხავთ?! ვინ შეძლებს ამის აღწერას! წამწამები გრძელი და განსაცვიფრებელი, თვალები - ცისფერი. მისი მომაჯადოებელი მიმზიდველობა, მისი ზნის სანდომიანობა, ყველაფერი ეს აღემატება ფერწერასა და ხელოვნებას".

ანა კომნენოსი იმასაც ამატებს, რომ, თუ ვინმე თვალს მოჰკრავდა მარიამ-მართას სეირონის დროს, აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

მარიამი ევროპის ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკოს ქალადაა აღიარებული. მართა-მარიამი გარდაიცვალა 1118 წელს, 68 წლის ასაკში. დაკრძალულია თრაკიაში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში. როდოპის მთაზე უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს სამონასტრო კომპლექსი. ბერძენმა არქეოლგებმა მიაკვლიეს საფლავსაც, რომელშიც იყო ბეჭედი წარწერით: "მარია ბოტანიატი".

სავარაუდოდ, ეს ადგილი აღმოჩნდა მართა-მარიამის უკანასკნელი ნავსაყუდელი.

აი, ასეთი გახლდათ ბიზანტიის ქართველი დედოფალი, მზეთუნახავი მართა-მარიამ ბაგრატიონი, რომელმაც ევროპას ჩანგლის გამოყენება ასწავლა..."

/"კანდელი" N8, 2024, გვ.3-4/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 7 8 9
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd November 2025 - 05:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი