![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
სანდრო38 |
![]()
პოსტი
#141
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,553 ![]() |
ესეიგი გაჭირვების დროს არ უნდა წარმოჩინდნენ როგორც "შეძლებულნი", ხოლო გაჭირვება რომ ჩაივლის და გაჭირვების დროს შენზე გაჭირვებულს უნდა დაეხმარო, თუ მამაოს მხოლოდ ელიტარული მრევლი ყავს რომელსაც არ უჭირს? გარდა ამისა, ნივთების მონა ხდება ადამიანი, სასულიერო პირი როცა კომფორტზე ფიქრობს არა ელემენტარულ პირობებზე არამედ კომფორტზე, მის სულიერებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მეორე მსოფლიო ომის დროს როცა ლონდონი იბობმებოდა დედოფლის სასახლე არ თბებოდა, საკვამურიდან კვამლი არ ამოდიოდა, ეს იყო სოლიდარობა საკუთარ ხალხთან და რაოდენ ბევრი მოეთხოვება სასულიერო პირს |
სანდრო38 |
![]()
პოსტი
#142
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,553 ![]() |
მართალია, მღვდლებმა ვირებით და ჯორებით უნდა იარონ!!!! არ იცოდით? ![]() ტელეფონი ხომ საერთოდ ![]() ![]() ![]() იმედია არ ეწყინება ავტორს ![]() არ მეწყინება, უბრალოდ არაადეკვატური ხარ და რაც ვთქვი სულ სხვანაირად ახსენი, ნივთებისადმი გონიერი დამოკიდებულება სხვაა და ფუფუნებისადმი მიდრეკილება კიდევ სხვა, მობილური მოძღვარს ჭირდება დღეს, ეს მისთვის აუცილებელია, აქ კიდევ ადგილი აქვს იუმორის არასწორ გამოყენებას, იქნებ გეცადა საერთოდ არ იხუმრო მითუმეტეს იმ საკითხებზე რაც ეკლესიას ეხება |
მარიამი |
![]()
პოსტი
#143
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
რა ადვილის სხვის თვალში ბეწვის ძიება... საკუთარში მორის დანახვაზე გაცილებით ადვილი... სამწუხაროდ
![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
თემო |
![]()
პოსტი
#144
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 ![]() |
ციტატა გაჭირვების დროს შენზე გაჭირვებულს უნდა დაეხმარო, თუ მამაოს მხოლოდ ელიტარული მრევლი ყავს რომელსაც არ უჭირს? გარდა ამისა, ნივთების მონა ხდება ადამიანი, სასულიერო პირი როცა კომფორტზე ფიქრობს არა ელემენტარულ პირობებზე არამედ კომფორტზე, მის სულიერებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მოდი ჩვენი სჯულით დადაგენილი ჩვენი შემოსავლის მეათედი გავიღოთ და მერე ვისაუბროთ საგნებისადმი არასწორ მიდგომაზე, რომელიც თავის მხრივ არასწორი შეხედულებაა |
მარიამი |
![]()
პოსტი
#145
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE სასულიერო პირი როცა კომფორტზე ფიქრობს არა ელემენტარულ პირობებზე არამედ კომფორტზე, მის სულიერებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ნებისმიერ ქრისტიანს არ ეხება ეს, თუ მარტო სასულიერო პირებს? და რომელი ვართ ასეთი? საკუთარი თავიდან ხომ არ დაგვეწყო? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
სანდრო38 |
![]()
პოსტი
#146
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,553 ![]() |
ნებისმიერ ქრისტიანს არ ეხება ეს, თუ მარტო სასულიერო პირებს? და რომელი ვართ ასეთი? საკუთარი თავიდან ხომ არ დაგვეწყო? ანუ სასულიერო პირსა და არასასულიერო პირს შორის განსხვავება არ არის? ანუ პრინციპით არ განიკითხო სხვა და სხვის თვალში ბეწვს რომ ხედავ, ეს აძლევს საფუძველს ადამიანს იყოს ბრმა და არაფერი დაინახოს, არაფერი ტქვას, ყურადღება არ მიაქციოს იმას თუ როგორ ცხოვრობს მოძღვარი. ერთ რამეს შეგახსენებ ეკლესიის გარეთ ხსნა არ არის შესაბამისად თუკი მოძღვარი არ დგას თავის სიმაღლეზე მორწმუნეს გაუჭირდება სულის გადარჩენა იმიტომ რომ უღირსი მოძღვარი ვერ იქნება კარგი მასწავლებელი, კარგი მკურნალი, როგორ უნდა მოსთხოვოს მოძღვარმა მოწყალება სხვას როცა თვითონ არ არის მოწყალე, როცა თვითონ სცოდავს სხვას მოუწოდოს რომ არ სცოდოს, სწორედ აი ასეთი კომპრომისული და კომფორმისტული აზროვნება ბადებს ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ეკელსიაში დადიან გართობისთვის, გარეგნული მოწრმუნეობა, მხოლოდ და მხოლოდ რიტუალების აღსრულება და არავითარი შინაგანი სულიერი ცხოვრება. და როდესაც ადამიანი უმსგავსობას ამართლებს და თვალს ხუჭავს ამას იმიტომ აკეთებს რომ თვითონ არის უმსგავსო და ყველაფრის მკადრებელი, ეკლესია კი მისთვის თავშესაქცევი ადგილია |
ზებედე |
![]()
პოსტი
#147
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ანუ სასულიერო პირსა და არასასულიერო პირს შორის განსხვავება არ არის? ანუ პრინციპით არ განიკითხო სხვა და სხვის თვალში ბეწვს რომ ხედავ, ეს აძლევს საფუძველს ადამიანს იყოს ბრმა და არაფერი დაინახოს, არაფერი ტქვას, ყურადღება არ მიაქციოს იმას თუ როგორ ცხოვრობს მოძღვარი. ერთ რამეს შეგახსენებ ეკლესიის გარეთ ხსნა არ არის შესაბამისად თუკი მოძღვარი არ დგას თავის სიმაღლეზე მორწმუნეს გაუჭირდება სულის გადარჩენა იმიტომ რომ უღირსი მოძღვარი ვერ იქნება კარგი მასწავლებელი, კარგი მკურნალი, როგორ უნდა მოსთხოვოს მოძღვარმა მოწყალება სხვას როცა თვითონ არ არის მოწყალე, როცა თვითონ სცოდავს სხვას მოუწოდოს რომ არ სცოდოს, სწორედ აი ასეთი კომპრომისული და კომფორმისტული აზროვნება ბადებს ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ეკელსიაში დადიან გართობისთვის, გარეგნული მოწრმუნეობა, მხოლოდ და მხოლოდ რიტუალების აღსრულება და არავითარი შინაგანი სულიერი ცხოვრება. და როდესაც ადამიანი უმსგავსობას ამართლებს და თვალს ხუჭავს ამას იმიტომ აკეთებს რომ თვითონ არის უმსგავსო და ყველაფრის მკადრებელი, ეკლესია კი მისთვის თავშესაქცევი ადგილია მე რამდენი "ღირსეული" მოძღვარი ვიცი, რომლებმაც მრევლი გადარიეს, ჩააგდეს ფანატიზმში, აიყოლიეს სხვადასხვა საკითხებში ფსევდო-მოძღვრობით და დააპირისპირეს პატრიარქს.... ასევე გამიგია "ცოდვილი" მოძღვრის შესახებ, მაგრამ აქვს ძალიან დიდი სინანული, და მაგრად ნანობს....ბევრმა ადამიანმა მისგან სინანული ისწავლა, თუმცა იმასაც ხედავდნენ რომ ცოდავდა.... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#148
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ზებედე
ციტატა მე რამდენი "ღირსეული" მოძღვარი ვიცი, ნუ შენ, რომ არ იცი ისეთი რა არის? ყველანაირი ვარიანტები მზად გაქვს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მარიამი |
![]()
პოსტი
#149
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
წმ. იოანე ოქროპირი როგორ უნდა მოვექცეთ მღვდლებს? რაც შეიძლება მეტი ყურადღებით უნდა მოვექცეთ მათ, ვისაც საღმრთო საიდუმლოებათა აღსრულება აქვთ მინდობილი. ჭეშმარიტად, მაღალი ღირსებით არიან შემკულნი! ითქვა: ”უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ” (იოან. 20,23). ამიტომაც ამბობს პავლე: ”დაემორჩილენით წინამძღვართა თქუენთა და ერჩდით მათ” (ებრ. 13,17), და კიდევ: ”და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით” (1 თეს. 5,13). მართლაც, შენ მხოლოდ საკუთარ საქმეებზე ზრუნვა გევალება, და თუკი მათ კეთილად წარმართავ, სხვების მაგვირად პასუხი არ მოგეკითხება. მღვდელს კი, თუნდაც თავისი ცხოვრება კარგად ჰქონდეს გამართული, მაგრამ სათანადო გულმოდგინებით არ ზრუნავდეს შენი და მის ხელმძღვანელობას მინდობილი სხვა ადამიანების ცხოვრებაზე, ცოდვილებთან ერთად ჯოჯოხეთში ჩასვლა მოუწევს. და ხშირად, თუმცა სრულიად უდანაშაულოა თავის საქმეთა მიხედვით, თქვენს უსჯულოებათა გამო წარწყმდება, თუკი ჯერისაებრ არ აღასრულებს ყველაფერს, რაც მას მოეთხოვება. ამგვარად, რაკიღა იცით, რა უდიდესი საფრთხე ემუქრებათ მღვდლებს, უდიდესივე სიყვარულით მოექეცით მათ. როგორ უნდა მოვექცეთ მღვდლებს, რომლებიც უღირსად ატარებენ ცხოვრებას? მითხარი, რა გამართლებას მოვუძებნით თავს, როცა საკუთარ თვალში დირესაც ვერ ვხედავთ, სხვისაში კი, გაბოროტებით წაქეზებულნი, ბეწვსაც კარგად ვარჩევთ? ნუთუ არ იცით, რომ, როდესაც სხვებს ასე განიკითხავ, საკუთარ თავსაც უმძიმეს სასჯელს უმზადებ? ამას იმიტომ როდი ვამბობ, თითქოს ვიწონდებდე მათ, ვინც მღვდლობის მსახურებას უღირსად აღასრულებს - არა, ძლიერ მეცოდებიან ისინი და დავტირი, მაგრამ მაინც ვამტკიცებ, რომ ამ შემთხვევაშიც კი მათი მეურვეობის ქვეშ მყოფებს, მით უმეტეს, უბრალო ადამიანებს, მათი განკითხვის უფლება არა აქვთ. დაე, მღვდელი თუნდაც მეტისმეტად ბიწიერ ცხოვრებას ეწეოდეს, თუკი შენ ფხიზლად ადევნებ თვალს საკუთარ თავს, არავითარი ზიანი არ მოგადგება იმ საქმეში, რაც მას ღმერთისგან აქვს მინდობილი. თუკი ღმერთმა სახედარიც კი აალაპარაკა და მოგვის მეშვეობით კურთხევა მიანიჭა; თუკი, ამნაირად, სახედრის უტყვი ბაგეებისა და ბალაამის უწმინდური ენის მეშვეობით, იგი უმადურ იუდეველთათვის ირჯებოდა; მით უმეტეს თქვენთვის, თუკი მადლიერებას გამოიჩენთ, ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა, და სული წმიდასაც მოგივლენთ, თუნდაც მღვდლები მეტისმეტად მანკიერნიც იყვნენ. სრულიად უბიწო მღვდელიც ხომ თავისი უბიწოებით კი არ იზიდავს სულიწმიდას, არამედ ყოველივეს საღმრთო მადლი აღასრულებს. თუმცა, მღვდლებზე რატომ ვლაპარაკობ? არც ანგელოზს და არც მთავარანგელოზს არ ძალუძს მოახდინოს რაიმე ზემოქმედება იმაზე, რაც ღმერთისგან არის მონიჭებული: აქ ყოველივეს განაგებს მამა, ძე და სულიწმიდა, მღვდელი კი მხოლოდ ენას აღაღებს და ხელებს აღაპყრობს. და უსამართლობაც იქნება, სხვისი მანკიერების გამო ისინი დაზარალდნენ, ვინც სარწმუნოებით მიეახლება ჩვენი ცხონების სიმბოლოებს. ამგვარად, ვიცით რა ყოველივე ეს, ღმერთისაც გვეშინოდეს და მის მღვდლებსაც პატივი ვცეთ, რათა ჩვენი კეთილი საქმეებისთვისაც და მღვდლების მიმართ პატივისცემის გამოჩენისთვისაც ღმერთისგან უდიდესი ჯილდო მივიღოთ. იგივე ცოტა უფრო ვრცლად აქ ნახეთ -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მარიამი |
![]()
პოსტი
#150
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მამა პაისი მთაწმინდელი სწორი დამოკიდებულება ეკლესიის პრობლემებისადმი უკიდურესობებს უნდა გავექცეთ. უკიდურესობის საშუალებით პრობლემები არ გადაიჭრება. ძველ დროში ბაყალი აქანდაზით იღებდა ცოტ-ცოტაობით შაქარს, ღერღილს და ამის მსგავს რაღაცეებს და სასწორზე ნაწილ-ნაწილ ყრიდა. ამგვარად აღწევდა იგი სიზუსტეს და სასწორი წონასწორობას ინარჩუნებდა. ანუ ის არ დაყრიდა სასწორზე უცებ და ბევრს. უკიდურესობებისაგან ყოველთვის იტანჯება დედა-ეკლესია. ისინიც, ვინც უკიდურესობის გზას ადგანან, ასევე იტანჯებიან, იმიტომ, რომ ნებისმიერი უკიდურესობა თავისი მახვილი კუთხეებით მტკივნეულად იჩხვლიტება. ეს იმას ჰგავს, რომ ერთი ბოლო ეშმაკეულ, სულიერად უტიფარ ადამიანს ეპყრას ხელში, ადამიანს, ვინც არავის არაფრად აგდებს, ხოლო მეორე მხარე ეჭიროს უკიდურესად ჭკუასუსტს, რომლის უგუნური მოშურნეობა ვირწოშუბლიანობასთან არის შერწყმული. ანუ სულიერად უტიფარი ადამიანი ვერასოდეს შეუთანხმდება უგუნური მოშურნეობით აღძრულ მოშურნეს. ეს ადამიანების გადაემტერებიან და გვემენ ერთმანეთს, იმიტომ, რომ საღვთო მადლს ორივე მოკლებული იქნება. და მაშინ - ღმერთო, მიშველე! - ორივე უკიდურესობა გამუდმებით ჩხვლეტს და გვემს ერთმანეთს დაუსრულებლად და ამას ბოლოს ვერ უპოვი. ხოლო ისინი, ვინც ამ ორი უკიდურესობის მოდრეკას, ერთმანეთთან შერიგებას და ერთ აზრზე დაყენებას შეძლებს, ქრისტეს მიერ ორი უჭკნობი გვირგვინით შეიმკობა. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეკლესიას პრობლემები არ შევუქმნათ, არ გავბეროთ უმნიშვნელო ადამიანური სისუსტეები, რომ მათგან დიდი ბოროტება არ შევქმნათ და ეშმაკს სიხარულის მიზეზი არ მივცეთ. თუ ის, ვინც უმნიშვნელო უწესრიგობას ხედავს, მეტისმეტად აღელდება და მრისხანებით იწყებს მის გამოსწორებას, იმ უგუნურ მნათეს ჰგავს, რომელიც, იმის დანახვაზე, რომ სანთელი წვეთავს, მთელი ძალით გარბის მის გასასწორებლად, გადაუვლის მლოცველებს, წამოედება შანდლებს და ღვთისმსახურებისას უწესრიგობას ქმნის. საუბედუროდ, ჩვენს დროში დედა ეკლესიას ბევრი რამ აწუხებს; ერთნი - განათლებულნი დოგმატებს გონებით ეკვეთნენ და არა - წმიდა მამათა სულიერებით. მეორენი, გაუნათლებლები დოგმატებს ჩააფრინდნენ კბილებით და აღრჭიალებენ მათ, როცა საეკლესიო საკითხები ირჩევა, ამიტომ ეკლესიას გაცილებით მეტად ვნებენ ისინი, ვიდრე - მართლმადიდებლობის მტრები. კარგია, როცა მდინარის დინება ძალიან ჩქარი არ არის, რადგან ჩქარი დინება იტაცებს ხეებს, ქვებს, ადამიანებს, მაგრამ არც განსაკუთრებით მდორეა კარგი, რადგან ის დამყაყებულ კოღოებიან ჭაობად იქცევა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც საყოველთაო სიკეთით კი არა, არამედ - ერთმანეთის კრიტიკით არიან დაკავებულნი. ადამიანი ვიღაც სხვას მეტად აკვირდება, ვიდრე - საკუთარ თავს. ის ელოდება, რას იტყვის და დაწერს მისი ოპონენტი, რომ ამის შემდეგ უმოწყალო დარტყმა მიაყენოს მას. მაშინ როცა, თვითონ რომ გამოეთქვა იგივე აზრი, მაშინ იგი თავის მსჯელობას წმ. წერილიდან და წმ. მამათა ნაშრომებიდან არაერთი დამოწმებით განამტკიცებდა. ასეთი ადამიანის მიერ აღსრულებული ბოროტება დიდია იმიტომ, რომ, ერთის მხრივ, იგი უსამართლოდ ექცევა მოყვასს, მეორეს მხრივ კი, ამცირებს მორწმუნეთა თვალში. უფრო მეტიც: ასეთი ადამიანი ხშირად აცდუნებს სუსტი ადამიანების სულებს და მათში ურწმუნოებას თესავს. ზოგიერთი, იმისათვის, რომ თავისი ბოროტება გაამართლოს, სხვებს ამხელს და არა - საკუთარ თავს, სპეკულანტობს სახარების სიტყვებით - „უთხარ კრებულსა“ და შიდა საეკლესიო პრობლემების მთელი ქვეყნის განსახილველად სამარცხვინოდ გამოფენს. ყველა კუთხეში გაჰყვირის იმას, რაზედაც ლაპარაკი არ შეიძლება. დაე, ამ ადამიანებმა საკუთარი მცირე ეკლესიიდან - ოჯახიდან ან მონაზვნური საძმოდან დაიწყონ და თუ კიდევ მოესურვებათ ეს - უკვე შემდეგ განაქიქონ დედა ეკლესია. მე მგონია, რომ კეთილი შვილები არასოდეს არ დაუწყებენ დედას რაიმეში დადანაშაულებას. ეკლესიას სხვადასხვანაირი ადამიანები სჭირდება - ყველა: ისიც, ვინც რბილი ხასიათით გამოირჩევა და ისიც, ვინც ბუნებით მკაცრია, თავისებურად ემსახურება მას. ადამიანის ხორცს სხვადასხვაგვარი საკვები სჭირდება - ტკბილიც და მჟავეც, თვით ბაბუაწვერას მწარე ფოთოლიც კი საჭიროა. თითოეულ საკვებში ხომ მისთვის დამახასიათებელი ნივთიერებები და ვიტამინებია. ამიტომაც ეკლესიას სხეულს სხვადასხვაგვარი ადამიანები ესაჭიროება. ერთი ადამიანი მეორეს ავსებს. თითოეული ჩვენგანი მოვალეა, არა მარტო მოითმინოს მოყვასის სულიერი თავისებურებანი, არამედ - ნაკლოვანებებიც, რომელიც მასში, როგორც ადამიანში, აუცილებლად იქნება. მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთი განუსჯელად პრეტენზიულია სხვათა მიმართ. ისინი მოითხოვენ, რომ ყველა მათი მსგავსი სულიერი წყობისა იყოს. და როდესაც სხვა ადამიანი მათგან განსხვავებული აღმოჩნდება, მაგალითად - მეტად შემწყნარებლური ან მეტად მკაცრი ბუნება აქვს, მაშინათვე დაასკვნიან, რომ ის არასულიერი ადამიანია. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#151
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ციტატა იმ უგუნურ მნათეს ჰგავს, ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
დავით ივერიელი |
![]()
პოსტი
#152
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
ჩემი აზრით ჩვენი ეკლესიის უპირველესი პრობლემა არის მრევლის გაუნათლებლობა...
მაშინ როდესაც ტაძარში პირჯვრის წერისას ვიღაც მარაოიან ქალს (რომელიც გვერდით მდგომს უყვება მთელი წირვის განმავლობაში რა გაუკეთა საკუთარმა მულმა) მოეჩვენება რომ მე არასწორად გადავიწერე პირჯვარი და ჩმარტყამს ან მიმაწყველის, მე ველი რომ გამოვა მღვდელმსახური ამბიონზე და იქადაებს ქრისტეს უმთავრეს მცნებაზე : ”იყუარებოდეთ ურთიერთას რათა ამით გიცნან თქვენ”..... თუმცა გამოდის მოძღვარი და ქადაგებს ან სამარხო მაკარონზე ან კიდევ რა გაუკეთა ამ მთავრობამ ხალხს ან კიდევ აშინებს მეორედ მოსვლის სიახლოვით და მოუწოდებს მთებში შეიზძიენონ სახლები ![]() ვფიქრობ მთავარი პრობლემა არის ფანატიზმი... მრევლი იმას უფრო დიდ ყურადღებას აქცევს თუ საცეცხლურში რომელი საკმეველი იწვის, ვიდრე გვერდით მდგომს რომ გულს სტკენს ![]() იმაზე უფრო მეტს ფიქრობს რომ წირვისას მღვდელმსახურმა შენიშნოს (უფრო ხშირად კი მღვდელმთავარმა) ვიდრე იმაზე რომ მის გვერდით მდგომი ცუდათაა და გული მისდის ![]() აქვე დავსძენ და გაგახსენებთ მაცხოვრის სიტყვებს, რომ რჯული ორ დიდ მცნებაზე ჰკიდია ![]() მიუხედავად მაცხოვრის ამ სიტყვებისას სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის დანახვის სურვილით აღტკინებულნი (ტუმცა მათ მრავალჯერ უნახავთ უწმიდესი) ერთმანეთს ზედ უვლის ხალხი და წყევლისა და კრულვის ხმაც კარგად ისმის ![]() მე ამ ყველაფერზე გული მტკვია... შეიძლება ვიღაცამ განკითხვად ჩამითვალოს ეს სიტყვები, მაგრამ შეგახსენებთ წმ. ილია მართლის სიტყვებს : ”მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ხომ ვერ მიხვდები რომ სახეზე ურიგობა რამ გატყვია” ეს ყველაფერი ვიღაცამ ხომ უნდა აღნიშნოს? -------------------- მერე რა რომ . . .
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#153
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ჩემი აზრით ჩვენი ეკლესიის უპირველესი პრობლემა არის მრევლის გაუნათლებლობა... ეგ არაა პირველი პრობლემა, პირველია ლიტურგიკული ცნობიერების არქონა, რაშიც მრევლი არაფერ შუაშია -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#154
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
დავით ივერიელი
ოჰო, ეს რამხელა ''რეჩი'' მოგიმზადებია ![]() კანუდოსელი ციტატა ეგ არაა პირველი პრიბლემა, პირველია ლიტურგიკული ცნობიერების არქონა, რაშიც მრევლი არაფერ შუაშია გაგვანათლეთ მერე ლიტურგიკაში, მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვისმენ ხოლმე და ძალიან მაინტერესებს ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#155
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
გაგვანათლეთ მერე ლიტურგიკაში, მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვისმენ ხოლმე და ძალიან მაინტერესებს ![]() ეგეც არაფერ შუაშია, პრობლემაა, რომ ზიარებისთვის მზად ვხდებით (კონკრეტულ სამრევლოს წესებს გააჩნია) თვეში, დეკადაში, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ... წინასწარ ვიცი მე მაგალითად, რომ ზიარებიდან ზუსტად 3 კვირის შემდეგ ვიქბები მზად ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
დავით ივერიელი |
![]()
პოსტი
#156
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
კანუდოსელი
მერე ლიტურგიკაში ვინ უნდა გაანათლოს.. მაგრამ მე ვფიქრობ ლიტურგიკამდე მაინც ქრისტეს მიერი სიყვარულია ![]() ![]() -------------------- მერე რა რომ . . .
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#157
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
კანუდოსელი მერე ლიტურგიკაში ვინ უნდა გაანათლოს.. მაგრამ მე ვფიქრობ ლიტურგიკამდე მაინც ქრისტეს მიერი სიყვარულია ![]() ![]() სიყვარული ევქარისტიიდან იკვებება, არ არის ევქარისტია, სიყვარულიც ნელდება და ქრება... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#158
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა ეგეც არაფერ შუაშია, პრობლემაა, რომ ზიარებისთვის მზად ვხდებით (კონკრეტულ სამრევლოს წესებს გააჩნია) თვეში, დეკადაში, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ... წინასწარ ვიცი მე მაგალითად, რომ ზიარებიდან ზუსტად 3 კვირის შემდეგ ვიქბები მზად მაგაში მართალი ხარ რამდენჯერაც დავგეგმე ასე ვიზამ ისე ვიზამ ამ მარხვაში ამდენჯერ ვეზიარები თქო მაშინვე კისერი მოვიტეხე, ხშირი ზიარება აუცილებელია. მახოვს ერთხელ შენც თქვი ჯობია ხშირად ეზიარო და თავი უღირსაც მიიჩნიო ვიდრე თვეში ერთხელ და თავი ღირსი გეგონოს. სრულიად ვეთანხმები ამ სიტყვებს ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
დავით ივერიელი |
![]()
პოსტი
#159
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
კანუდოსელი
ევქარისტია რომელსაც ანხევარზე მეტი ღვინოსავის ყლურწავს ![]() და ვის ახსოვს ქრისტე? აღარც არავის ისე მიისწრაფიან სეფისკვერისკენ -------------------- მერე რა რომ . . .
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#160
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
კანუდოსელი ევქარისტია რომელსაც ანხევარზე მეტი ღვინოსავის ყლურწავს ![]() და ვის ახსოვს ქრისტე? აღარც არავის ისე მიისწრაფიან სეფისკვერისკენ ამიტომაა საჭირო ყოველკვირეული ევქარისტიის პრაქტიკის აღდგენა....აუცილებელია, სწორად რწმენას ევქარისტია გასწავლის, უსიტყვოდ და საიდუმლოდ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 08:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი