IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სულიწმიდის შესახებ
მნათე
პოსტი Aug 1 2007, 11:15 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სულიწმიდის თემას მინდა შევეხო, თქვენი დახმარებით იმედია მცირედ გარკვეულობას მაინც შევიძენ ამ ურთულეს მოვლენას ეკლესიაში, რომეიც ნუგეშსცემს მორწმუნეს...

დავიწყოთ ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსით:

...და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ...

სამების მესამე ჰიპოსტასი, რომელიც "ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა"

განკაცებული სიტყვა ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მოციქულებს დაპირდა:

"ვინც შესვამს იმ წყალს, მე რომ მას მივცემ, გახდება იგი წყარო წყლისა, - საუკუნო სიცოცხლისაკენ მსრბოლისა" (იოანე 7.39).

"ვისაც სწამს ჩემი, როგორც თქვა წერილმა, ცხოველი წყლის მდინარეები იდენენ მისი მუცლიდან" (იოანე 7.38).

განმარტავს რა ამ სიტყვებს მახარებელი, ამბობს:

"ეს თქვა სულის შესახებ, რომლის მიღებაც ელოდათ მისდამი მორწმნეებს" (იოანე 7.39).

"თუ გიყვარვართ მე, ჩემი მცნებები დაიცავით და მე ვთხოვ მამას, და სხვა ნუგეშისმცემელს მოგცემთ თქვენ, რომ დარჩეს იგი თქვენთან საუკუნოდ, - სული ჭეშმარიტებისა" (იოანე 14.15-17).

"ესენი გითხარით თქვენ, ვიმყოფები რა თქვენს შორის, ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმინდა, რომელსაც გამოგზავნის მამა ჩემი სახელით, - ის გასწავლით თქვენ ყველაფერს" (იოანე 14.25-26).

"როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე გამოვგზავნი თქვენთან მამის მიერ. ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისაგან გამომავალია, იგი სწამებს ჩემს შესახებ და გიმეგზურებთ თქვენ ყველა ჭეშმარიტებისაკენ" (იოანე 15.26).


მაშ ასე, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამაღლდა - ხოლო მოციქულებს ებრძანათ იერუსალიმში დარჩენა...

50-ე დღეს როდესაც ისინი ტაძრის ზედაქორედში იმყოფებოდნენ მოციქული ლუკას სიტყვებით:

"ხმოვანება იყო ციდან, როგორც მძლავრად მქროლი ქარისა, და აავსო სახლი, სადაც იყვნენ მსხდომარენი" (საქმენი 2.2)

მძლავრია ეს ქარი - დასძენს გრიგოლ პალამა -, როგორც ყველაფრის მძლეველი, უკეთურების ზღუდეთა გადამლახველი, მტრის ქალაქთა და სიმაგრეთა შემმუსვრელი, ამპარტავანთა დამამდაბლებელი, გულით მდაბალთა ამამაღლებელი, ბოროტად დარღვეულთა შემკვრელი, ცოდვისმიერ კრულებათა გამხსნელი და პყრობილებათა დამარღვეველი.
ამავე ქარმა აღავსო ის სახლი, სადაც ისხდნენ მოწაფეები და აქცია ეს სახლი მათთვის სულიერ განსაბანელად, აღასრულა რა ამით მაცხოვრის აღთქმა, ამაღლებისას რომ წარმოთქვა უფალმა:

„იოანემ მონათლა წყლით, თქვენ კი მოინათლებით სულიწმინდაში არამრავალი დღის შემდეგ“ (საქმე 1.5).

ამავე სულმა აჩვენა ჭეშმარიტება იმ წოდებისა, მათ რომ განუკითვნა უფალმა, რადგან ციდან მოსული ხმოვანების გზით მოციქულები ნამდვილად გახდნენ „ძეები ქუხილისა“.


ამჯერად სულიწმიდა როგორც ჰიპოსტასი განეცხადა კაცობრიობას ცეცხლის ენებით...

მოგვევლინა დიდი ხნის ნანატრი - ქროლვა სულისა წმიდისა, დაიბადა ქრისტეს ეკლესია! რომელიც ცოდვის მონობისგან განმათავისუფლებელია...

რამდენიმე კითხვა მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით:

1. რა სახით ვლინდება სულიწმიდა ეკლესიაში?

2. თუ იგი ჩვენში მკვიდრობს, რატომ არ არის მანკიერება აღმოფხვრილი?

3. რას ნიშნავს აღვსება?

პ.ს ძალიან გთხოვთ, ჩემ მიერ მოკრძალებულად და სახელდახელოდ დეკლარირებული ტექსტის შევსებას, განსაკუთრებით საინტერესოა სამყაროს მდოგმარეობა (არსობრივი) სულითმოფენობამდე და სულთმოფენობის შემდეგ...

რა შეცვალა სულიწმიდის მოვლენამ?



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   სულიწმიდის შესახებ   Aug 1 2007, 11:15 PM
marine   "სული წმიდა ასწავ...   Mar 22 2021, 09:35 PM
marine   "სული წმიდა ღვთის...   Mar 23 2021, 08:38 PM
marine   " - ხოლო რაჟამს მოვ...   Mar 27 2021, 09:19 PM
marine   "დიდება უფალს და ...   Mar 28 2021, 08:43 PM
marine   "ჰოი, სულო წმიდაო, ...   Apr 1 2021, 04:37 PM
marine   "უფალმა მოგვცა მი...   Apr 1 2021, 08:01 PM
marine   "სული წმიდა სიყვა...   Apr 2 2021, 05:01 PM
marine   "თუ სულიწმიდას არ...   May 22 2021, 08:15 PM
marine   "გამუდმები მლოცვ...   Jun 14 2021, 07:27 PM
marine   "ვფიქრობ, რომ სულ...   Jun 18 2021, 05:37 PM
marine   "უზენაესი ღმერთი...   Jun 19 2021, 07:41 PM
marine   "მადლი ანუ მადლის...   Jun 27 2021, 06:26 PM
marine   "ჩვენ ტაძარნი უფლ...   Jul 6 2021, 07:26 PM
marine   "ღვთის საიდუმლოე...   Jul 11 2021, 07:27 PM
marine   "რა სარგებლობა აქ...   Jul 24 2021, 06:51 PM
marine   "რჯულის დაცვით გვ...   Aug 22 2021, 05:51 PM
marine   "ღმერთმა ინებოს, ...   Aug 26 2021, 09:12 PM
marine   "სულიწმიდა იყოს თ...   Aug 27 2021, 07:10 PM
marine   "ვერავინ ვერსად დ...   Aug 28 2021, 01:04 PM
marine   "მრავალმეტყველი ...   Sep 8 2021, 05:36 PM
marine   "რაც ხომალდისთვი...   Sep 21 2021, 08:23 PM
marine   "ვისაც ხორცი ეცოდ...   Sep 22 2021, 07:40 PM
marine   "დგას როიალი, მზა...   Dec 19 2021, 04:44 PM
marine   "უტიფარი ადამიან...   Jan 12 2022, 05:43 PM
marine   "სულიწმიდა ერთგა...   Jan 14 2022, 05:55 PM
marine   "სულიწმიდა არის ს...   Jan 14 2022, 06:07 PM
marine   "თუმცა სულიწმიდა ...   Mar 26 2022, 07:52 PM
marine   "რა ზომის სარწმუნ...   Mar 26 2022, 08:35 PM
marine   "როცა ადამიანი სუ...   May 23 2022, 06:09 PM
marine   "სულიწმიდა არის ს...   May 26 2022, 09:29 PM
marine   "სულიწმიდა ადამი...   May 29 2022, 05:43 PM
marine   "სულიწმიდა მცნობ...   Jun 2 2022, 03:36 PM
marine   "ეკლესია გვასწავ...   Jun 9 2022, 02:51 PM
marine   "სულიწმიდა (ქრისტ...   Jul 22 2022, 08:58 PM
marine   "სულიწმიდა იწოდე...   Aug 11 2022, 06:55 PM
marine   "სულიწმიდა იძლევ...   Aug 27 2022, 09:43 PM
marine   "რამდენი რამ სახა...   Aug 27 2022, 10:27 PM
marine   "სულიწმიდა არის ძ...   Sep 9 2022, 06:31 PM
marine   "ერთხელ, წირვის დ...   Sep 9 2022, 08:19 PM
marine   "სულიწმიდა მშვიდ...   Sep 22 2022, 09:26 PM
marine   "გონიერი ლოცვით მ...   Oct 13 2022, 09:10 PM
marine   "სულიწმიდა ვლინდ...   Oct 13 2022, 10:11 PM
marine   "სულიწმიდა ყოველ...   Oct 15 2022, 09:20 PM
marine   "სულიწმიდა დიდებ...   Dec 4 2022, 09:51 PM
marine   "ეკლესიაში, მის ყ...   Jan 3 2023, 05:00 PM
marine   "სხვა დროს, როდეს...   Jan 5 2023, 06:24 PM
marine   "თუკი შენი გულის ...   Jan 5 2023, 06:52 PM
marine   "თავისი არსით ყოვ...   Feb 4 2023, 02:29 PM
marine   "მოტოვილოვთან სა...   Mar 2 2023, 09:27 PM
marine   "სულიწმიდა ჭეშმა...   Mar 9 2023, 04:21 PM
marine   "იცოდეთ, რომ სული...   Mar 10 2023, 02:43 PM
marine   "როგორც სახარები...   Apr 5 2023, 09:25 PM
marine   "როგორც ფუტკრებს ...   Apr 13 2023, 08:10 PM
marine   "სულიწიდის უხვი წ...   Apr 20 2023, 08:08 PM
marine   "სინდისის მიერ ნა...   May 2 2023, 08:47 PM
marine   "სულიწმიდაა ეკლე...   May 9 2023, 02:58 PM
marine   "სულიწმიდის საყდ...   May 11 2023, 03:45 PM
marine   "სულიწმიდა არის ძ...   May 30 2023, 06:15 PM
marine   "ღმერთს სულიწმიდ...   Jun 8 2023, 04:43 PM
marine   "სულიწმიდა - სული...   Jun 9 2023, 08:40 PM
marine   "მას, ვინც სული წმ...   Sep 10 2023, 06:12 PM
marine   "ღვთის ან მოყვასი...   Sep 11 2023, 08:28 PM
marine   "სულიწმინდა ყველ...   Sep 14 2023, 03:23 PM
marine   "ის, ვინც სულიწმი...   Oct 12 2023, 07:13 PM
marine   "გარდამოვიდა სულ...   Nov 23 2023, 07:21 PM
marine   "სწორედ სული წმინ...   Dec 16 2023, 07:27 PM
marine   "როდესაც, ჩემო სა...   Feb 26 2024, 01:19 PM
marine   "რატომ ეწოდება სუ...   Mar 9 2024, 09:11 PM
marine   "სულიწმიდა ღმერთ...   May 8 2024, 11:04 AM
marine   "სულიწმიდა ღმერთ...   May 8 2024, 11:04 AM
marine   "საღმრთო მშვიდობ...   May 20 2024, 01:07 PM
marine   "ვინც აქ განსვენე...   Jun 14 2024, 02:57 PM
marine   "ცოდვაც სულიწმიდ...   Aug 11 2024, 04:29 PM
marine   "სულიწმიდა მოვა დ...   Oct 7 2024, 08:56 PM
marine   "ღვთის ან მოყვასი...   Oct 8 2024, 06:26 PM
marine   "სიყვარულის მიღწ...   Oct 13 2024, 08:14 PM
marine   "სულიწმიდა მოქმე...   Dec 23 2024, 07:11 PM
marine   "სულიწმიდას უფალ...   May 12 2025, 09:11 PM
marine   "მაცხოვრის სიტყვ...   Jun 3 2025, 09:15 PM
marine   "სულიწმიდა ძველ ა...   Jun 4 2025, 09:40 PM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 11:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი