![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
tekle77 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,909 ![]() |
მოგესალმებით ყველას.
ძალიან მჭირდება რჩევა ნებისმიერი თქვენგანისაგან. მქონდა პერიოდი, როცა მთელი მონდომებით დავდიოდი ეკლესიასში, მინდოდა გადამელახა ჩემი "შიში" და მივსულიყავი მამაოსთან, მეთქვა აღსარება და ზიარება მიმეგო. ამ ბოლო დროს ეს გამინელდა, რას შეიძლება ეს მივაწერო მადლობთ |
mariami t. |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 22-July 07 წევრი № 2,497 ![]() |
gtxovt damexmaret.didi survili maqvs monastershi wasvlis mariamobis marxvashi,samwuxarod chemo modzgvari an an ver mexmareba,dzalian mchirdeba sulierad damshvideba,iqneb romelime mamaom waikitxos chemi werili da damexmarot,gtxooovt,madloba
|
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#3
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
პირველი მონდომება ღმრთის მადლის მოქმედებაა, რომლითაც მოგვიწოდებს უფალი, გვაჩვევს ეკლესიურ ცხოვრებას. შემდეგ დგება დრო, როცა ჩვენ თვითონ უნდა მოვინდომოთ საკუთარ გულზე მუშაობა. თითქოს მიგვატოვა უფალმა და გაცივდა გული. მაგრამ არ მივუტოვებივართ. მხოლოდ გაგვიშვა, რომ ისევ ჩაგვჭიდოს და გამოგვაცოცხლოს. ჩვენ შეჩვეულნი ვართ გულისწადილით ცხოვრებას და გვავიწდება, რომ დაცემული ბუნების მქონენი არ უნდა ვედნობოდეთ გულისთქმებს. ასეთი შემთხვევებით გვაჩევს უფალი ვიცხოვროთ მისი სიტყვის მორჩილებით არა საკუთარი სურვილებით, რომლითაც ვერასდროს მივალთ ღმერთთან. არ შეგვაშინოს რწმენის განელებამ. გვეშინოდეს უმოქმედობისა. აი, რას გვასწალის აბბა დოროთე (შემინდეთ რუსული ტექსტის უთარგმნელად მოყვანა): "При нечувствии (жестокости) души полезно частое чтение Божественного Писания и умилительных слов богоносных Отцов, памятование о Страшном суде Божием, об исходе души из тела, о имеющих встретить ее страшных силах, с соучастием которых она делала зло в этой маловременной и бедственной жизни". ის, რაც თქვენ გემართებათ ადრე თუ გვიან უნდა გამოიაროს ყოველმა ქრისტეანმა. ამიტომ არ შეშინდეთ და ნურც დაუდევრობას მიეცემით. მოინდომეთ სურვილისდა მიუხედავად და გულსაც დაუბრუნდება სიმხურვალე.
-------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი