IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> აღსარებასთან დაკავშირებული პრობლემები
ზებედე
პოსტი Aug 4 2007, 12:37 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



„უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გვაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა. უკეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგვეტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმინდეს ყოვლისაგან სიცრუისა“ (I ინ. 1,8-9).


აღსარებასთან დაკავშირებული პრობლემები არც თუ ისე ცოტაა მრევლში. ზოგს ჰგონია რომ უცოდველია, და მოძღვართან რომ მიდის ეუბნება რომ "ცხოვრებაში არავინ მოუკლავს" და "ბოროტება არ ჩაუდენია," ან კიდევ "ქათამი დაუკლავს" და იმას ინანიებს....

არის მეორე მომენტიც, როცა ადამიანებს უჭირთ აღსარებაზე საუბარი, ანუ ვერ აყალიბებენ აზრს, არ იციან როგორ უნდა თქვან ესა თუ ის ცოდვა, იბნევიან....
შეიძლება თუ არა მამაკაცებს აღსარების ჩამოყალიბებაში და იმ პრობლემებზე, რასაც ვერ აბამენ თავს მონანულები დაეხმაროს კომპეტენტური ერის ადამიანი, ვინც იცის აღსარების ჩაბარება და როგორ უნდა უთხრას მონანულმა ესა თუ ის ცოდვა მღვდელს? მე არ ვგულისხმობ რომ ერის ადამიანს გაანდონ ცოდვები რის ჩაბარებასაც აპირებენ მღვდელთან, მაგრამ ხომ არის ისეთი საკითხები რომლებზეც არ იციან როგორ უნდა ჩააბარონ მოძღვარს? ანუ მოამზადოს კომპეტენტურმა ადამიანმა აღსარებისთვის მონანულები, რომ მრუშობის მაგივრად არ თქვან ამ სიტყვის "ქუჩური ჟარგონი" ან "ქათმის დაკვლის" აღსარება....

პრობლემებია ქალებშიც, ბევრმა ქალებმაც არ იციან როგორ ჩააბარონ აღსარება და ესაუბრონ მღვდლებს ქალურ პრობლემებზე...დედათა მონასტრებში იღუმენიები და წინამძღვრები ამზადებენ დედებს აღსარებისთვის, ესაუბრებიან თუ როგორ ჩააბარონ მღვდლებს აღსარება, ერში ქალებს არ ჰყავთ ასეთი "დამხმარეები," შეიძლება თუ არა ერში მცხოვრებმა ქალებმა აღსარებისთვის "კონსულტაცია" გაიარონ იღუმენიებთან, ან მიეცეს ერში ისეთ ქალს (რომელმაც იცის აღსარების პრობლემები) იმის კურთხევა რომ მოამზადოს აღსარებისთვის და ასწავლო თუ როგორ უნდა ჩააბარონ ქალებმა აღსარება?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
3 გვერდი V < 1 2 3


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th December 2025 - 01:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი