IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Closed TopicStart new topic
> ჯვრისწერა არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან, რატომ იკრძალება?
ზებედე
პოსტი Aug 7 2007, 01:08 AM
პოსტი #101


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Eliko @ Aug 6 2007, 09:04 PM) *

ეს ჰუმანიზმი კარგია, მაგრამ სად წერია ეს საეკლესიო სამართალში? შეგიძლია დაასახელო ასეთი მოქმედების ნების დამრთველი წყარო? ვგულისხმობ სჯულისკანონს, არ მამათა კრებებს, ან რაიმე ამგვარს.


მართლმადიდებლობა არის სიყვარულზე დაფუძნებული რელიგია, და არა მხოლოდ საეკლესიო სამართალზე და კანონებზე....თუ ადამიანის ცხონებისთვის საჭიროა კანონის დარღვევა, დავარღვევ კიდეც....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Eliko
პოსტი Aug 7 2007, 01:11 AM
პოსტი #102


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 228
რეგისტრ.: 31-July 07
წევრი № 2,552



ციტატა(ზებედე @ Aug 7 2007, 01:08 AM) *

მართლმადიდებლობა არის სიყვარულზე დაფუძნებული რელიგია, და არა მხოლოდ საეკლესიო სამართალზე და კანონებზე....თუ ადამიანის ცხონებისთვის საჭიროა კანონის დარღვევა, დავარღვევ კიდეც....



უთხარით ამ ადამიანს, რომ თავი დამანებოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Aug 7 2007, 01:12 AM
პოსტი #103


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Eliko @ Aug 6 2007, 09:11 PM) *

უთხარით ამ ადამიანს, რომ თავი დამანებოს.


მე ჩემი აზრი დავაფიქსირე....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 7 2007, 01:13 AM
პოსტი #104


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
უთხარით ამ ადამიანს, რომ თავი დამანებოს.


ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
ჰაჰაჰაჰჰაჰაჰჰა ჩაგეთვალა laugh.gif

გუჯა კარგი ახლა შენც, ვახ biggrin.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Aug 7 2007, 01:14 AM
პოსტი #105


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მნათე @ Aug 6 2007, 09:13 PM) *

ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
ჰაჰაჰაჰჰაჰაჰჰა ჩაგეთვალა laugh.gif

გუჯა კარგი ახლა შენც, ვახ biggrin.gif


უბრალოდ გამოვთქვი ჩემი აზრი, კარგით რა, ყველაფერზე რატომ მეკიდებით? sad.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 7 2007, 01:16 AM
პოსტი #106


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
უბრალოდ გამოვთქვი ჩემი აზრი, კარგით რა, ყველაფერზე რატომ მეკიდებით?


ლოლ, ცოტა ხანს დაზავდით რა biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Aug 7 2007, 01:48 AM
პოსტი #107


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ეს თემა ამოწურულია ჩემი აზრით,გადავიდეთ სხვაგან მეგობრებო biggrin.gif tongue.gif


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Aug 7 2007, 01:53 AM
პოსტი #108


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მართა @ Aug 6 2007, 09:48 PM) *

ეს თემა ამოწურულია ჩემი აზრით,გადავიდეთ სხვაგან მეგობრებო biggrin.gif tongue.gif


ხო, გიორგიმ საინტერესოდ იმსჯელა, მარა კანონისტი უფრო ვრცლად გაგვაცნობს ამ თემას, კაიროსი მთლად გაიგიჟებს თავს და მერე ნახეთ ზოგიერთების წივილი biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Aug 7 2007, 01:54 AM
პოსტი #109


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



რატო ჩემს ნათქვამს ეწინააღმდეგება?


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Aug 7 2007, 01:56 AM
პოსტი #110


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მართა @ Aug 6 2007, 09:54 PM) *

რატო ჩემს ნათქვამს ეწინააღმდეგება?


კარგად წაიკითხე და მიხვდები wink.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 7 2007, 02:09 AM
პოსტი #111


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(Eliko @ Aug 7 2007, 12:04 AM) *

ეს ჰუმანიზმი კარგია, მაგრამ სად წერია ეს საეკლესიო სამართალში? შეგიძლია დაასახელო ასეთი მოქმედების ნების დამრთველი წყარო? ვგულისხმობ სჯულისკანონს, არ მამათა კრებებს, ან რაიმე ამგვარს.

ჩემს ძმას ვკითხავ და დაასახელებს. მოკლედ ვიტყვი, რომ არსებობს სჯულისკანონის გარკვეული კანონები, რომელთა ცვლილების უფლება ადგილობრივ ეკლესიას აქვს და კანონები, რომელთა ცვლილება არ შეიძლება. წმინდა მამები ცხადია ეთანხმებიან ამგვარ მიდგომას და არა მარტო არა მართლმადიდებელთან ჯვრის წერის ამბავში. სხვა კანონების იკონომიური რეგულაციებიც არსებობს. მეტი მე არ ვიცი . . . ბოლოსდაბოლოს საეკლესიო სამართლის სპეციალისტი კი არ ვარ 3D მოდელიორი და კომპიუტერული კონსტრუქტორი ვარ და დამინდეთ smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Aug 7 2007, 11:43 AM
პოსტი #112


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



ქორწინება

ა) დაუშვებელია მორწმუნესი ურწმუნოსთან. „არ დაუმოყვრდე წარმართს: არ გაათხოვო შენი ქალიშვილი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად, რადგან ჩემი გზიდან ააცდენ შენს ვაჟს, დაიწყებენ უცხო ღმერთების თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ განადგურდებით“ (მეორე რჯული 7,3-4). „ეცადეთ, კვლავ თქვენივე სიცოცხლისათვის, რომ გიყვარდეთ უფალი ღმერთი. თუ განდგებით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, იცოდეთ, აღარ აჰყრის უფალი თქვენგან ამ ხალხებს, არამედ მახედ და ხაფანგად, შოლტად ექცევიან თქვენს ფერდებს, ეკლად ჩაგესობიან თვალში, ვიდრე არ გადაშენდებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ“ (ისე ნავინი 23, 12-13). „ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: დანაშაული გაქვთ ჩადენილი: უცხო ქალები გყავთ ცოლებად, რომ ისრაელის ცოდვა გაამრავლოთ. ახლა აღიარეთ შეცოდება უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის წინაშე და აღასრულეთ მისი ნება: განუდექით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს“ (ეზრა 10,10-11).

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 7 2007, 11:52 AM
პოსტი #113


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



აი რას ვკითხულობთ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში:

თუ ვინმე ძმას ყავს ურწმუნო ცოლი და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს ნუ დაუტევებს იმ ცოლს.

დედაკაცი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და მას სურს მასთან ცხოვრება, ნუ დაუტევებს ქმარს.

ვინაიდან ურწმუნო ქმარი განიწმინდება ცოლით და ურწმუნო ცოლი განიწმინდება ქმრით. სხვანაირად თქვენი შვილები არაწმინდები იქნებიან ახლა კი წმიდები არიან.

მაგრამ თუ ურწმუნოსს სურს გაყრა, გაეყაროს. ასეთ ვითარებაში ძმა ან და დამონებულნი არ არიან. რადგან მშვიდობისკენ მოგვიწოდა ღმერთმა.

ვინაიდან, რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?


I კორ, 7 12-16


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Aug 7 2007, 11:57 AM
პოსტი #114


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Aug 7 2007, 11:52 AM) *

აი რას ვკითხულობთ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში:


განმარტებაც წაგეკითხა ბარემ. ისე მანდ საუბარია უკვე არსებული ქორწინების არდარღვევაზე, რადგან ბუნებრივია კორინთოში ოჯახის წევრები ხშირად ერთად კი არ ექცეოდნენ ქრისტიანობაზე, არამედ ხან მარტო ქმარი და ხან მარტო ცოლი.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 7 2007, 12:02 PM
პოსტი #115


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
განმარტებაც წაგეკითხა ბარემ. ისე მანდ საუბარია უკვე არსებული ქორწინების არდარღვევაზე.


იი, შემოვარდა უცბად, თუ ატყობ ჩემს პოსტინგს კითხვისნიშანი დასდევს... ასე რომ არაფერს ვამტკიცებ და ტყუილად ებრძვი შენსავე ავატარს tongue.gif biggrin.gif

ახლა ის მითხარი, უკვე არსებული ქორწინება ოდესმე არ შედგა? და პავლეს მსგავსი დამოკიდებულება, რატომ არ აკურთხებს შეყრას ურწმუნოსთან? მითუმეტეს ამის ფონზე:

ციტატა
რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?


თავში შალაბანდებს კი ნუ მირტყამ, განმარტება დაწერე biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 7 2007, 12:44 PM
პოსტი #116


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Eliko @ Aug 6 2007, 10:07 PM) *

სადაა მოძღვარი??? ფორუმს მოძღვარი არ ჰყავს??


ფორუმი ჰომო საპიენსი კი არაა აღსარება აბაროს მოძღვარს biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Aug 7 2007, 12:52 PM
პოსტი #117


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Aug 7 2007, 12:02 PM) *

თუ ატყობ ჩემს პოსტინგს კითხვისნიშანი დასდევს


ვერ ვატყობ.

ციტატა
ახლა ის მითხარი, უკვე არსებული ქორწინება ოდესმე არ შედგა?


ეს ერთი წინადადება რომ ამოგლიჯე, ბარემ პოსტინგის დანარჩენი ნაწილიც გადაგეკითხა. ის არსებული ქოტწინება ორივეს წარმართობის ყოფნისას შედგა. აგერ ოქროპირის განმარტება:

მოციქულისაჲ: უკუეთუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოჲ.

თარგმანი: არა თუ უქორწინებელთათჳს იტყჳს, არამედ რომელნი ქორწინებულ იყვნენ, რამეთუ არა თქუა თუ - ”რომელსა ენებოს შერთვაჲ ურწმუნოჲსაჲ”, არამედ - ”უკუეთუ ესუასო”, რამეთუ იქმნებოდა, რომელ მეუღლენი იყვნიან და ერთსა კერძსა ჰრწმენის ქრისტე, და მეორე ურწმუნოებასა შინა არნ. და ესევითართა მათ უბრძანებს, რაჲთა, უკუეთუ ურწმუნოსა მას არა ენებოს დატევებაჲ, მორწმუნემან მან არავე დაუტევოს, არამედ ისწრაფდეს, ნუუკუე შეძლოს მოქცევაჲ მისი.

ე.ი. მათზე, ვინც ურწმუნოს ცოლად აპირებს მოყვანასო, არ არის საუბარიო. ამასთან მორწმუნე ურწმუნოს მოქცევას უნდა ცდილობდესო (რაც ახლანდელი შერეული ქორწინებების პირობებში უმეტეს შემთხვევაში არ ხდება). მაგრამ რაზეც არ უნდა იყოს საუბარი, ახლანდელი კანონიკური ნორმები ერთმნიშვნელოვანია და ქრისტიანობის პირველ საუკუნეებთან შედარება მაინცდამინც მართებული არ არის (მაგალითად ავგუსტინეს დედა ქრისტიანი იყო, მამა - წარმართი. საბოლოო ჯამში მონიკამ მოახერხა ავგუსტინეს მამის, პატრიციუსის მოქცევა). სხვა რამეებთან ერთად, მამები იმ საფრთხეზეც ფიქრობდნენ, რომ ურწმუნოს შეუძლია მორწმუნე აიძულოს (ან ტვინი გადაუბრუნოს) ქრისტე უარყოს. შერეული ქორწინებები მე-18-მე-19 ს.-ის რუსეთში ხდებოდა (და ახლაც ხდება), მაგრამ მაგას თავისი მიზეზები ჰქონდა. ასევე ხდებოდა იმავე პერიოდის საბერძნეთშიც, მაგრამ ეგ ქვეყანა ხომ ევროპის შექმნილია საერთოდ. ბევრ ახლანდელ ბერძენ იერარქს პრობლემა არა აქვს შერეულ ქორწინებებთან, თუმცა, გაგეცინება, მაგრამ ეს ისევ ეკუმენიზმთან არის დაკავშირებული. ჩვენშიც იყო შერეული ქორწინებები (შაჰ აბასის ნაირ მუსლიმანებთან), მაგრამ ჩვენი ეკლესია ყოველთვის ერიდებოდა ამას. და ისედაც, არ მესმის რა აზრი აქვს, ვთქვათ, ქორწინების კურთხევას ათეისტთან. მაგიურ რიტუალზე დაგვყავს, თუ რა არის? აი გიორგიმ რომ მოიყვანა მაგალითი, თუ ქორწინების საეკლესიო კურთხევაზე იყო თანახმა მამამისი, ნათლისღებაზე არ იყო თანახმა? ლოგიკურად არ მესმის. კომუნისტების დროს სულერთი არ იყო, ეკლესიაში რა მსახურებას შეასრულებინებდი, მაინც საყვედურს მიიღებდი?

ციტატა
და პავლეს მსგავსი დამოკიდებულება, რატომ არ აკურთხებს შეყრას ურწმუნოსთან? მითუმეტეს ამის ფონზე: რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?


თუ მოქცევას არ ეცადე, რა მეთოდით უნდა იხსნა? ახლანდელი შერეული ქორწინებები ”ბედნიერი და ნეტარი (პან)ეკუმენიზმის” ნიმუშია.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 7 2007, 01:18 PM
პოსტი #118


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(Sotiris @ Aug 7 2007, 12:52 PM) *

შერეული ქორწინებები მე-18-მე-19 ს.-ის რუსეთში ხდებოდა (და ახლაც ხდება), მაგრამ მაგას თავისი მიზეზები ჰქონდა. ასევე ხდებოდა იმავე პერიოდის საბერძნეთშიც, მაგრამ ეგ ქვეყანა ხომ ევროპის შექმნილია საერთოდ. ბევრ ახლანდელ ბერძენ იერარქს პრობლემა არა აქვს შერეულ ქორწინებებთან, თუმცა, გაგეცინება, მაგრამ ეს ისევ ეკუმენიზმთან არის დაკავშირებული. ჩვენშიც იყო შერეული ქორწინებები (შაჰ აბასის ნაირ მუსლიმანებთან), მაგრამ ჩვენი ეკლესია ყოველთვის ერიდებოდა ამას. და ისედაც, არ მესმის რა აზრი აქვს, ვთქვათ, ქორწინების კურთხევას ათეისტთან.

პრობლემა ოდნავ უფრო რთულია. ავტოკეფალურ ეკლესიას უფლება აქვს მოიწვიოს კრება და გარკვეული კანონები შეცვალოს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. საერთოდ გეთანხმები, რომ არა მართლმადიდებელთან ქორწინების დაშვებას ადამიანური ბუნების სისუსტე გასდევს, მაგრამ მაინც მისაღებია ალბათ, რადგან ეს შეიძლება რიტუალი იყოს სხვა რელიგიის ან ათეისტისთვის, მაგრამ ამას მნიშვნელობა აქვს თვითონ მართლმადიდებელი მეუღლისათვის, რომელიც ჯვრისწერის საიდუმლოს მადლით არის დაკავშირებული მეუღლესთან და მრუშობაში აღარაა, არა მართლმადიდებელი მეუღლისათვის კი შეიძლება რიტუალიცაა ან შეიძლება, რაღაც წესია, რომელშიც ხედავს ჭეშმარიტების ნიშნებს და მოგვიანებით აღიარებს მას და შვილებს არ დააბრკოლებს ამ გზიდან.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Aug 7 2007, 01:34 PM
პოსტი #119


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



მართლმადიდებელმა მამაკაცმა და დედაკაცმა არ უნდა იქორწინონ მწვალებლებთან. თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ ასეთი ქორწინება უკანონოდ და დაუმტკიცებლად უნდა ჩაითვალოს და დაირღვეს უწესო თანამკვიდრობა, რადგან შეუერთებლის შეერთება არ შეიძლება. არც ცხვრისა და მგლის ერთად ყოფნა და არც ქრისტეს ნაწილის ცოდვილთან შეერთება. ხოლო თუ ვინმემ დაარღვიოს ჩვენი დადგენილება, უზიარებელი იყოს.
თუ ზოგიერთები მანამ, სანამ ურწმუნონი იყვნენ და მართლმადიდებელთა სამწყსოში არ იყვნენ დაწესებულნი, სჯულიერი ქორწინებით ერთ ხორც იქმნენ და ამის შემდეგ ერთი მათგანი კეთილი არჩევით ჭეშმარიტების ნათელთან მივიდეს, ხოლო მეორემ, როგორც საცდურის საკვრელით შეკრულმა არ ინებოს საღმრთო შარავანდედისკენ მოხედვა და ამასთანავე, სურდეთ ერთად ცხოვრება, მორწმუნე ქმარს - ურწმუნო ცოლთან, ან პირიქით, მორწმუნე ცოლს - ურწმუნო ქმართან, საღმრთო მოციქულის სიტყვისამებრ ნუ დაშორდებიან ისინი ერთმანეთს, რადგან "განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოი ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმიდნების ცოლი იგი ურწმუნოი, ქმრისა მისგან მორწმუნისა"
VI მსოფლიო კრების 72-ე კანონი

ანუ ამ კანონის მიხედვით თუ უკვე მართლმადიდებელია არ უნდა დაქორწინდეს მწვალებელზე, ხოლო თუ დაქორწინების მერე გახდა მართლმადიდებელი, არ უნდა გაშორდეს არამართლმადიდებელ ქმარს ან ცოლს



"არ შეიძლება ერეტიკოსებთან მზახლობა, ვაჟის ან ქალის მიცემა მათთვის. უფრო დასაშვებია მოყვანა მათგან, თუ ისინი აღთქმას დადებენ რომ გაქრისტიანდებიან."
ლაოდიკიის კრების 31-ე კანონი


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 7 2007, 01:38 PM
პოსტი #120


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(athos @ Aug 7 2007, 01:34 PM) *

ანუ ამ კანონის მიხედვით თუ უკვე მართლმადიდებელია არ უნდა დაქორწინდეს მწვალებელზე, ხოლო თუ დაქორწინების მერე გახდა მართლმადიდებელი, არ უნდა გაშორდეს არამართლმადიდებელ ქმარს ან ცოლს

გასაგებია, მაგრამ ავტოკეფალური ეკლესიის სინოდს უფლება აქვს შეცვალოს ეგ კანონი იკონომიის წესით თუ რაიმე განსაკუთრებული საფუძველი იარსებებს ამისთვის.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th July 2025 - 02:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი