![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
athos |
![]()
პოსტი
#321
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
მართლმადიდებელმა მამაკაცმა და დედაკაცმა არ უნდა იქორწინონ მწვალებლებთან. თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ ასეთი ქორწინება უკანონოდ და დაუმტკიცებლად უნდა ჩაითვალოს და დაირღვეს უწესო თანამკვიდრობა, რადგან შეუერთებლის შეერთება არ შეიძლება. არც ცხვრისა და მგლის ერთად ყოფნა და არც ქრისტეს ნაწილის ცოდვილთან შეერთება. ხოლო თუ ვინმემ დაარღვიოს ჩვენი დადგენილება, უზიარებელი იყოს. თუ ზოგიერთები მანამ, სანამ ურწმუნონი იყვნენ და მართლმადიდებელთა სამწყსოში არ იყვნენ დაწესებულნი, სჯულიერი ქორწინებით ერთ ხორც იქმნენ და ამის შემდეგ ერთი მათგანი კეთილი არჩევით ჭეშმარიტების ნათელთან მივიდეს, ხოლო მეორემ, როგორც საცდურის საკვრელით შეკრულმა არ ინებოს საღმრთო შარავანდედისკენ მოხედვა და ამასთანავე, სურდეთ ერთად ცხოვრება, მორწმუნე ქმარს - ურწმუნო ცოლთან, ან პირიქით, მორწმუნე ცოლს - ურწმუნო ქმართან, საღმრთო მოციქულის სიტყვისამებრ ნუ დაშორდებიან ისინი ერთმანეთს, რადგან "განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოი ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმიდნების ცოლი იგი ურწმუნოი, ქმრისა მისგან მორწმუნისა" VI მსოფლიო კრების 72-ე კანონი ანუ ამ კანონის მიხედვით თუ უკვე მართლმადიდებელია არ უნდა დაქორწინდეს მწვალებელზე, ხოლო თუ დაქორწინების მერე გახდა მართლმადიდებელი, არ უნდა გაშორდეს არამართლმადიდებელ ქმარს ან ცოლს "არ შეიძლება ერეტიკოსებთან მზახლობა, ვაჟის ან ქალის მიცემა მათთვის. უფრო დასაშვებია მოყვანა მათგან, თუ ისინი აღთქმას დადებენ რომ გაქრისტიანდებიან." ლაოდიკიის კრების 31-ე კანონი -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#322
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ციტატა ხოო აი რაშია საქმე...მერე ის რომ დაქორწინდნენ არამართმადიდებლური ჯვრისწერით და საერთოდ ურწმუნოებაში ეს მათ ცოლქმრობის უფლებას არ უკარგავს ხო?! ჯვრისწერა არის დიდი საიდუმლო, როდესაც ცოლ ქმარი აღარ არიან ორნი არამედ ხდებიან ერთ ხორცი, ანუ ერთი მთლიანობა. ამიტომაც ვკითხულობ, თუ ამ ცოლ ქმარში არაა სარწმუნოებრივი ერთობა, შეუერთებელი როგორ შეერთდება? როგორღა იქნებიან ერთი ხორცი, ანუ ერთი სხეული. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მარიამი |
![]()
პოსტი
#323
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
athos
დავამატებდი, რომ იქვე წერია, თუ ურწმუნოს ქმარს ან ცოლს სურდეს მორწმუნესთან ცხოვრება, მაშინ არ დაშორდეთო. მაგრამ თუ არ სურს, შეიძლება დაშორდნენ კიდეც. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ პავლე მოციქული საუბრობს უკვე შეუღლებულებზე და არა იმ შემთხვევაზე, როცა ჯერ შეუღლებელები არ არიან. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#324
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
მარიამი
ციტატა 8. ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: კეთილ არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე. 9. ხოლო უკუეთუ ვერ დაითმენენ, იქორწინნედ; რამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განჴურვებაჲ. 10. ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლსა ქმრისაგან არა განშორებად. 11. ხოლო უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქორწინებელად, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი ცოლსა ნუ დაუტევებნ. 12. ხოლო სხუათა მათ ვეტყჳ მე, არა უფალი: უკუეთუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტეობნ ცოლსა მას. 13. და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას. 14. რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა. უკუეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი არა-წმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან. 15. ხოლო უკუეთუ ურწმუნოჲ იგი განეყენებოდის, განეყენენ; არა დამონებულ არს ძმაჲ იგი გინა დაჲ იგი ესევითართა მათ, რამეთუ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ ღმერთმან. 16. რამეთუ რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი? 17. არამედ კაცად-კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან, და კაცად-კაცადი, ვითარცა იჩინა უფალმან, ეგრეთცა ვიდოდენ. და ესრეთვე ყოველთა ეკლესიათა უბრძანებ. აი ეხლა კი გაიხარე ამ პასუხისათვის. ასე არ სჯობდა??? ასე რომ ჩემო კარგო მე მაინც მგონია რომ მართლმადიდებლის დაქორწინება ყველაზე შეიძლება, რადგან როგორც ვხედავთ მასში არსებული მადლი ქრისტესი სწმენდს ყველას. ხომ მეთანხმებით??? -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
Genesis |
![]()
პოსტი
#325
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
შვილებზეც წერია იქვე. ბარემ მთელს ციტატას მოვიყვან: 8. ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: კეთილ არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე. 9. ხოლო უკუეთუ ვერ დაითმენენ, იქორწინნედ; რამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განჴურვებაჲ. 10. ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლსა ქმრისაგან არა განშორებად. 11. ხოლო უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქორწინებელად, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი ცოლსა ნუ დაუტევებნ. 12. ხოლო სხუათა მათ ვეტყჳ მე, არა უფალი: უკუეთუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტეობნ ცოლსა მას. 13. და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას. 14. რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა. უკუეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი არა-წმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან. 15. ხოლო უკუეთუ ურწმუნოჲ იგი განეყენებოდის, განეყენენ; არა დამონებულ არს ძმაჲ იგი გინა დაჲ იგი ესევითართა მათ, რამეთუ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ ღმერთმან. 16. რამეთუ რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი? 17. არამედ კაცად-კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან, და კაცად-კაცადი, ვითარცა იჩინა უფალმან, ეგრეთცა ვიდოდენ. და ესრეთვე ყოველთა ეკლესიათა უბრძანებ. ძველ ქართულს თუ ვერ გაიგებს ვინმე ახლით ავკრეფ. ნამდვილად არ მახსოვდა ეს ადგილი... ისე იმედია წაკიტხული რომ მაქ ეჭვი არ გეპარება... რადგან იგივეს ვამტკიცებდი ქვეცნობიერი დაყრდნობით. შეუღლებასთან ეკლესიას ხელი არააქ... ამაზე სახელმწიფო ან თემი აგებს პასუხს... და ჯვრისწერა თუ კურთხევაა, რატომ არ შეიძლება მარტო ერთი მორწმუნის სურვილით გადმოვიდეს ეს კურთხევა? პ.ს. თქვენგან ცინიზმი არ მიგრძვნია... გულახდილად -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#326
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
თემა შორს წავიდა აშკარად ,კითხვა იყო და პაუხიც მიიღეთ.იმოტომ რომ ეკლესია არის ერთმორწმუნე ადამიანთა გაერთიანება,(რომლებიც აღიარებენ და ეთანხმებიან მის ყველა სწავლებას!)ზოგმა ისიც ვერ გაიგო რომ ჯვრისწერა ეს არი საიდუმლო როდესაც ასეთი ერთმორწმუნე ადამიანები უკავშირებენ ერთმანეთს თავს ღვთის კურთხევის შესასრულებლად(გამრავლებას რაც შეეხება),ამ დროს მათზე გადმოდის სული წმიდის მადლი იმისთვის რომ ,(გამრავლდნენ)მათ ეს მძიმე ტვორთი ატარონ მთელი ცხოვრების მანძილზე ღირსეულად!აქედან გამომდინარე ვინც ეკლესიის წეწრი არ არის მასზე ეკლესია უბრალოდ ვერ ლოცულობს. ის ლოცულობს იმისათვის რომ ასეთი ადამიანიც გახდეს ქრისტეს თანაზიარი! ისე კი თანაცხოვრებას რაც შეეხება ასეთი თანაცხოვრება ყოფილა ადრეც და ალბათ ახლაც! მაგრამ ის არ ა არის ღვთისაგან კურთხეული,ანუ მადლისმიერი მდგომარეობა მას არ ახლავს! რა ცუდია რომ მათი ხორციელი სიყვარული ვერ გადაიზრდება სულიერში და ისინი იმქვეყნად ერთმანეთს ვერანაირად ვეღარ შეხვდებიან.
|
მარიამი |
![]()
პოსტი
#327
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა ასე რომ ჩემო კარგო მე მაინც მგონია რომ მართლმადიდებლის დაქორწინება ყველაზე შეიძლება, რადგან როგორც ვხედავთ მასში არსებული მადლი ქრისტესი სწმენდს ყველას. ხომ მეთანხმებით??? არა, იმიტომ რომ აქ საუბარია უკვე დაქორწინებულებზე და არა ჯერ დაუქორწინებლებზე. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#328
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
Genesis
ციტატა და ჯვრისწერა თუ კურთხევაა, რატომ არ შეიძლება მარტო ერთი მორწმუნის სურვილით გადმოვიდეს ეს კურთხევა? წეღან ამბობდით, რომ ადამიანი სურვილისდამიხედვით, რწმენისდამიხედვით უნდა აკეთებდესო, ხოდა მარტო ერტი მორწმუნის სურვილით ვერ გადმოვა კურთხევა, ამაში ორივეს სურვილი უნდა იყოს -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#329
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
მამა ირაკლი
გასაგებია მამაო მადლობთ -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
Genesis |
![]()
პოსტი
#330
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
კიბატონო გასაგებია ჯვრისწერის საკითხი, მართლა მოუმზადებელი ვიყავი ამ საკითხის მიმართ და დაიდიმადლობა რომ გამარკვიეთ.
ახლა რა მაინტერესებს. ცოლქმრობა შეუძლია სხვა ინსტიტუტებმაც დაადგინონ და მათ მიუხედავად იმისა მწვალებლები არიან თუ არა ეკლესია კანონიერ ცოლქმრად სცნობს, პავლე მოციქულის წერილის მიხედვით? აი ეს არის რაც ამ წუთში ძალიან მაინტერესებს -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
KAIROS |
![]()
პოსტი
#331
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მოდი შეჯამების სახით ავხსნათ, რატომ წერს მართლმადიდებელი ეკლესია ( კონსტანტინეპოლი, რუმინეთი. ბულგარეთი, რუსეთის საზღვარგარეთ არსებული ეპარქიები) ჯვარს კათოლიკეს და მართლმადიდებელს?
და თქვენი აზრით ის ეკლესიები რჯულისკანონს არღვევენ? ![]() პასუხს რათქმაუნდა დასაბუთებულს ველი, თორე ისე ზოგადი პასუხები აქ უკვე იყო ![]() იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Genesis |
![]()
პოსტი
#332
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
მოდი შეჯამების სახით ავხსნათ, რატომ წერს მართლმადიდებელი ეკლესია ( კონსტანტინეპოლი, რუმინეთი. ბულგარეთი, რუსეთის საზღვარგარეთ არსებული ეპარქიები) ჯვარს კათოლიკეს და მართლმადიდებელს? და თქვენი აზრით ის ეკლესიები რჯულისკანონს არღვევენ? ![]() პასუხს რათქმაუნდა დასაბუთებულს ველი, თორე ისე ზოგადი პასუხები აქ უკვე იყო ![]() იხარეთ, კაიროსი! აბა არ წერენო? ვერ გავიგე რა... თუ წერენ ამდენი რისთვის ავიქაფე ენა ![]() -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#333
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
KAIROS
ციტატა მოდი შეჯამების სახით ავხსნათ, რატომ წერს მართლმადიდებელი ეკლესია ( კონსტანტინეპოლი, რუმინეთი. ბულგარეთი, რუსეთის საზღვარგარეთ არსებული ეპარქიები) ჯვარს კათოლიკეს და მართლმადიდებელს? და რატომ არ წერს ჯვარს საბერძნეთის, იერუსალიმის და სხვა დანარჩენი ეკლესიები? ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#334
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
მარიამი
კი მაგრამ ისინი ხომ არ იყვნენ ქრისტიანული წესით დაქორწინებულები, თუ რამე ქორწინებაში იყვნენ იმ ქორწინებას ჩვენ არ ვცნობთ არა? როგორც სახარება ამბობს, აქ საკმარისია ცოლის ან ქმარის ქრისტიანობა. -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
მარიამი |
![]()
პოსტი
#335
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
KAIROS
კათოლიციზმის გამოყოფის შემდეგ მსოფლიო კრება რომ არ შემდგარა, ეგ ხომ არაა შუაში? ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
Genesis |
![]()
პოსტი
#336
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
მარიამი კი მაგრამ ისინი ხომ არ იყვნენ ქრისტიანული წესით დაქორწინებულები, თუ რამე ქორწინებაში იყვნენ იმ ქორწინებას ჩვენ არ ვცნობთ არა? როგორც სახარება ამბობს, აქ საკმარისია ცოლის ან ქმარის ქრისტიანობა. ბიჯო სახარება იმას ამბობს, რომ სრულიად ზედმეტია რელიგია იმისთვის რომ ადამიანი ცოლქმრად ჩაითვალოს, ამისთვის იმ ქვეყანაში თუ თემში არსებული პროცედურაც საკმარისიაო... პავლე ხომ ამბობსო რომ ისინი ცოლ ქმარნი იყვნენ მანამდეც სანამ ერთერთი მოეგებოდა გონსო.. -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#337
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
KAIROS
რატო გენაცვალე, მარტო კათოლიკეს, ლუთერელებს, ანგლიკანებს ბაპტისტებს, რეფორმირებულებს, პრესბიტერიანებს და ვინ მოსთვლის კიდევ ვის. აი მეც მაგას ვამბობდი წინა ნაპოსტში -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#338
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
მოდი შეჯამების სახით ავხსნათ, რატომ წერს მართლმადიდებელი ეკლესია ( კონსტანტინეპოლი, რუმინეთი. ბულგარეთი, რუსეთის საზღვარგარეთ არსებული ეპარქიები) ჯვარს კათოლიკეს და მართლმადიდებელს? და თქვენი აზრით ის ეკლესიები რჯულისკანონს არღვევენ? ![]() პასუხს რათქმაუნდა დასაბუთებულს ველი, თორე ისე ზოგადი პასუხები აქ უკვე იყო ![]() იხარეთ, კაიროსი! მაინტერესებს მართლა არ მახსოვს და რომელი საუკუნიდან ხდება ეს ამ ეკლესიებში? რუმინეთზე ვიცოდი! წინასწარ მადლობა! |
KAIROS |
![]()
პოსტი
#339
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა და რატომ არ წერს ჯვარს საბერძნეთის, იერუსალიმის და სხვა დანარჩენი ეკლესიები და ციტატა კონსტანტინეპოლი, რუმინეთი. ბულგარეთი, რუსეთის საზღვარგარეთ არსებული ეპარქიები ესაა რეალობა ჩემო კარგებო, ესაა ეკლესიის მიერ აკრიბიისა და იკონომიის გამოყენება ( იხ. შესაბამისი თემა), ასე რომ ზედმეტი ნერვების შლა ამ თემაში არ ვარგა, ორივე შემთხვევაში ეკლესია ადამიანის ხსნაზე ფიქრობს... დამშვიდდით ![]() კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Genesis |
![]()
პოსტი
#340
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
აჰა
-------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი