IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

44 გვერდი V « < 16 17 18 19 20 > »   
Reply to this topicStart new topic
> აპოკალიფსი
ekusia
პოსტი Mar 26 2007, 07:25 PM
პოსტი #341


ekaterine
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 160
რეგისტრ.: 1-March 07
წევრი № 1,227



არ ვიცი, ისევე, როგორც ჩემი აღსასრულის დღე, და როგორც სიცოცხლის ბოლო დღისთვის ხამს მომზადება, ისე აპოკალიფსისთვის. დღეს თუ გარდავიცვალე, თუნდაც მილიონი წლის მერე დადგეს ბოლო ჟამი, მე ხომ ვეღარ მოვემზადები ohmy.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 26 2007, 07:28 PM
პოსტი #342


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ლეონტი
ციტატა
პირადი აპოკალიფსისი არ არსებობს.
არსებობს გარდაცვალება, და შემდეგ პირადი სამსჯავრო, ხოლო აპოკალიფსისი იქნება საყოველთაო.
ამაზე ზევით ვიმსჯელეთ.




რა თქმა უნდა ლეონტი. პირად აპოკლიფსი ბრჭყალებში უნდა ჩამესვა, ეტყობა გამომრჩა, თუმცა აზრი ვიფიქრე ისეთი გავატარე, რომ უბრჭყალებოდაც მიხვდებოდით, მაგრამ ეტყობა მთლად ისე ვერ დავწერე მე, რომ მინდოდა
laugh.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Mar 26 2007, 10:08 PM
პოსტი #343


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 26 2007, 06:28 PM) *

ლეონტი
რა თქმა უნდა ლეონტი. პირად აპოკლიფსი ბრჭყალებში უნდა ჩამესვა, ეტყობა გამომრჩა, თუმცა აზრი ვიფიქრე ისეთი გავატარე, რომ უბრჭყალებოდაც მიხვდებოდით, მაგრამ ეტყობა მთლად ისე ვერ დავწერე მე, რომ მინდოდა
laugh.gif

მესმის.
უბრალოდ გავრცელებულია ასეთი ფრაზა-"როცა მოკვდები, შენთვის აპოკალიფსისი ეგ არ არის?"
რაც არასწორი გააზრებაა.
იმ ანდაზის არ იყოს, მე რო მოვკვდები მერე ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო.
smile.gif


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ennka
პოსტი May 12 2007, 02:44 PM
პოსტი #344


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 779



არცთუ იშვიათად ამბობენ, რომ ბოლო ჟამია..ანტიქრისტეს მოსვლის დროა... მე მგონია ამით ადამიანები თავს იიმედებენ,რომ რაღაცით გამორჩეულ და გნსაკუთრებულ ხანაში ცხოვრობენ...ანტიქტისტესაც იხილავენ და შემდეგ მაცხოვარსაც... დედამიწაზე კი ცხოვრება მიედინება...ჩვენ წავალთ(ყოველდღიურად რამდენი ადამიანი გარდაიცვლება...)...სხვები მოვლენ...მერე კიდევ იმათ შემდეგ თაობა...და ასე შემდეგ... გარდაცვალების შემდეგ ყოველი ადამიანის სული-რაც ღმერთისგან ებოძა სხეულს ისევ ღმერთს დაუბრუნდება, ღვთის წინაშე წარსდგება... არ მესმის,რატომ უნდა ვიფიქრო ანტიქრისტეს მოსვლაზე, ან იმაზე რომ ეს თვალხილული სამყარო დაიღუპება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 12 2007, 02:47 PM
პოსტი #345


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



ennka
ციტატა
არცთუ იშვიათად ამბობენ, რომ ბოლო ჟამია..ანტიქრისტეს მოსვლის დროა... მე მგონია ამით ადამიანები თავს იიმედებენ,რომ რაღაცით გამორჩეულ და გნსაკუთრებულ ხანაში ცხოვრობენ...ანტიქტისტესაც იხილავენ და შემდეგ მაცხოვარსაც... დედამიწაზე კი ცხოვრება მიედინება...ჩვენ წავალთ(ყოველდღიურად რამდენი ადამიანი გარდაიცვლება...)...სხვები მოვლენ...მერე კიდევ იმათ შემდეგ თაობა...და ასე შემდეგ... გარდაცვალების შემდეგ ყოველი ადამიანის სული-რაც ღმერთისგან ებოძა სხეულს ისევ ღმერთს დაუბრუნდება, ღვთის წინაშე წარსდგება... არ მესმის,რატომ უნდა ვიფიქრო ანტიქრისტეს მოსვლაზე, ან იმაზე რომ ეს თვალხილული სამყარო დაიღუპება?

ანუ შენ ფიქრობ რომ ისე ცხოვრობ რომ მზად ხარ ყოველთვის ქრისტესთან შესახვედრად? blink.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი May 14 2007, 07:43 PM
პოსტი #346


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა
არცთუ იშვიათად ამბობენ, რომ ბოლო ჟამია..ანტიქრისტეს მოსვლის დროა... მე მგონია ამით ადამიანები თავს იიმედებენ,რომ რაღაცით გამორჩეულ და გნსაკუთრებულ ხანაში ცხოვრობენ...ანტიქტისტესაც იხილავენ და შემდეგ მაცხოვარსაც... დედამიწაზე კი ცხოვრება მიედინება...ჩვენ წავალთ(ყოველდღიურად რამდენი ადამიანი გარდაიცვლება...)...სხვები მოვლენ...მერე კიდევ იმათ შემდეგ თაობა...და ასე შემდეგ... გარდაცვალების შემდეგ ყოველი ადამიანის სული-რაც ღმერთისგან ებოძა სხეულს ისევ ღმერთს დაუბრუნდება, ღვთის წინაშე წარსდგება... არ მესმის,რატომ უნდა ვიფიქრო ანტიქრისტეს მოსვლაზე, ან იმაზე რომ ეს თვალხილული სამყარო დაიღუპება?

ვაა შენ რა მაგარი ხარ biggrin.gif საღოლ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 14 2007, 09:50 PM
პოსტი #347


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



ბექა.შუხოშვილი†
ციტატა
ვაა შენ რა მაგარი ხარ საღოლ

biggrin.gif biggrin.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 14 2007, 09:52 PM
პოსტი #348


დაურეგისტრირებელი









ennka
ენერგია დახარჯე და ნუ ფიქრობ ბევრს . წმინდა მამანი რას შთაგვაგონებენ?
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 14 2007, 10:01 PM
პოსტი #349


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



ქავთარაძე
ციტატა
წმინდა მამანი რას შთაგვაგონებენ?

რას შთაგვაგონებენ? smile.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 14 2007, 10:09 PM
პოსტი #350


დაურეგისტრირებელი









Floyd
მოვაო მოვა ის უხსენებელიო biggrin.gif

ძმაკაცმა თქვა ისეთ მდგომარეობაში მყოფმა შენ რომ გახასიათებდა ადრე ზურ
იაღოვა შთაგვაგონებს პური ამოიტანეო biggrin.gif (არ მცემოთ, ვიცი იაღოვა რასაც ნიშნავს.)
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 15 2007, 10:48 AM
პოსტი #351


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ennka
ციტატა
არ მესმის,რატომ უნდა ვიფიქრო ანტიქრისტეს მოსვლაზე, ან იმაზე რომ ეს თვალხილული სამყარო დაიღუპება?


იმიტომ უნდა იფიქრო, რომ ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრებაზე მიღებულ სარწმუნოების სიმბოლოში მართლმადიდებლები ვაღიარებთ, რომ უფალი იესო ქრისტე "კუალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ", აგრეთვე ვამბობთ, რომ "მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა"

აი, ამიტომ უნდა იფიქრო......


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 15 2007, 03:03 PM
პოსტი #352


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(ennka @ May 12 2007, 01:44 PM) *

არ მესმის,რატომ უნდა ვიფიქრო ანტიქრისტეს მოსვლაზე, ან იმაზე რომ ეს თვალხილული სამყარო დაიღუპება?

იმიტომ რომ თავად უფალმა გვიბრძანა რომ ვიფხიზლოთ, რადგან ამ ქვეყნის აღსასრული ყოველ წამს, მაშინ როცა არავიან არ ელოდება , შეიძლება მოვიდეს.
smile.gif


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 15 2007, 05:31 PM
პოსტი #353


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



გამოცხადებაჲ იოვანესი
თავი 8
1. და მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტე ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ. 2. და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზე და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა.



NASA უკვე კარგახანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დედამიწას ემუქრება ძალიან სერიოზული კოსმოსური საფრთხე. ეს არის ასტეროიდი “Apophis – 99942”, მისი ძველი სახელწოდებაა “2004 MN4”. არსებული ინფორმაციის საფუძველზე ასტეროიდი “Apophis – 99942” დედამიწას ძალიან მოუახლოვდება 2029 წელს, ის დედამიწას უფრო ახლო მანძილზე ჩაუვლის ვიდრე გეოსტატიკური ხელოვნური თანამგზავრები მოძრაობენ (36 000 კმ), ასეთი ზომის კოსმოსური სხეულის მოახლოებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტელე-საკომუნიკაციო თანამგზავრების დაზიანება, ორბიტიდან გადაგდება ან დამსხვრევა; მაგრამ მთავარი საშიშროება ეს სულაც არაა; ამ მოახლოების დროს იგი შესაძლოა მოხვდეს დედამიწის ე.წ. "გრავიტაციული ზღვარის" რამდენიმე ასეულ მეტრიან დიაპაზონში (400-600 მ), რაც გამოიწვევს ასტეროიდისა და დედამიწის ორბიტის რეზონანსს და მაშინ უკვე ასტეროიდი შემდეგი გარემოქცევის დროს კურსს აიღებს დედამიწისკენ და კოსმოსური კატასტროფა გარდაუვალი იქნება 2036 წლის 13 აპრილისათვის. (ეს არის ასტეროიდ “Apophis – 99942” უდიდესი მოახლოების და სავარაუდო შეჯახების თარიღი)

რამდენად რეალურია შეჯახების ალბათობა? რა პარამეტრები გააჩნია ასტეროიდს და რა მაშტაბების კატასტროფას გამოიწვევს? აი ასეთი კითხვები გამიჩნდა ზემოთ დაწერილი ინფორმაციის გამოკვლევის შემდეგ . . . ამისთვის მიგითითებთ NASA-ს ოფიციალური საინფორმაციო გვერდის ბმულს, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებენ:
http://neo.jpl.nasa.gov/risk/a99942.html, სადაც დღევანდელ გვერდზე წერია:

Impact Probability
The probability that the tabulated impact will occur. The probability computation is complex and depends on a number of assumptions that are difficult to verify. For these reasons the stated probability can easily be inaccurate by a factor of a few, and occasionally by a factor of ten or more.


ვინაც ინგლისური არ იცის:
"შეჯახების ალბათობა
ცხრილში ნაჩვენები ალბათობის მიხედვით შეჯახება მოხდება. ალბათობის გამოთვლა კომპლექსურია და დამოკიდებულია მრავალ დაშვებებზე, რომლის განსაზღვრაც ძნელია. ამ მიზეზების და გამო მოხსენებული ალბათობა შესაძლოა იყოს არა ზუსტი რამდენიმე, ხშირად ათი ან მეტი ფაქტორის გამო"

აქედან ვასკვნი, რომ შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ კოსმოსურ კატასტროფას გადავრჩებით, უფრო მეტიც საფრთხე საკმაოდ რეალური ჩანს იმის გათვალისწინებითაც, რომ შესაძლოა ბევრ რამეს მალავდნენ, რომ ხალხში პანიკა არ დაიწყოს. არადა უკვე პრიზებიც არის დაწესებული ვინც ეფექტურ პროექტს წარადგენს კოსმოსური კატასტროფისგან თავდაცვის მიზნით. (ჯერ ლაპარაკია 50 000 $)

ამავე გვერდზე ამოვიკითხე სხვა შემზარავი მასშტაბები . . . შეჯახების სავარაუდო სიჩქარე იქნება 12.59 კმ/წმ, რაც აღემატება II კოსმოსურ სიჩქარეს და შეადგენს 45 000 კმ/სთ ანუ ჰიპერბგერითია. აფეთქების ძალა იქნება 400 მეგატონა ტროტილის ექვივალენტის ანუ დაახლოებით 8-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე საბჭოთა კავშირის მიერ გამოცდილი მსოფლიოში უდიდესი თერმობირთვული (წყალბადის) ბომბი. ასტეროიდის ზომა სხვადასხვა ინფორმაციით სხვადსხვაა 250-დან 400 მეტრამდე მერყეობს, მაგრამ ყველაზე საგანგაშო ფრაზა ისევ NASA-ს ზემოდხსენებულ გვერდზე წერია: "Uncertainty in this value is dominated by mass uncertainty", ქართულად: "მნიშვნელობის გაურკვევლობა ძირითადად განპირობებულია მასის გაურკვევლობით", ყოველი შემდგომი გამოკვლევა სულ უფრო დიდ ზომას და მასას ასახელებს, არადა დიამეტრი მესამე ხარისხით არის მასასთან და აფეთქების ძალასთან დამოკიდებული, ანუ თუ ზომით გამოდგა 1 კმ, ანუ 4-ჯერ დიდი საწყის მონაცემებზე (250მ), მაშინ აფეთქების ძალა იქნება 4X4X4=64-ჯერ მეტი, ანუ უდიდეს თერმობირთვულ ბომბზე (გაცილებით ძლიერია ვიდრე ატომური ბომბი)არა 8-ჯერ, არამედ 512-ჯერ უფრო ძლიერი . . . თუ ასეთი ასტეროიდი ოკეანეში ჩავარდა, მაშინ წარმოიქმნებბა ზებგერითი ცუნამი, რამდენიმე ასეულ მეტრიანი ტალღებით, რომლის სიჩქარე დაახლოებით 1500კმ/სთ იქნება ანუ ორჯერ სწრაფი რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავის სიჩქარეზე . . .

მაგრამ ხმელეთზე დაცემის შემთხვევაში წარმოიქმნება უზარმაზარი კრატერი (გიგანტური ორმო, კილომეტრების ზომის), იქიდან ამოყრილი მიწის მტვერი და გავარვარებული (+3000 K) ბურთისებრი ცეცხლოვანი მასა მიმოიფანტება თითქმის მთელს დედამიწაზე, ატმოსფეროში აჭრილი კვამლი დაფარავს მზეს და მოსპობს ჰაერს . . .

საოცარი მსგავსება დავინახე მოსალოდნელი კატასტროფასა და იოანეს გამოცადებებში აღწერილ წინასწარმეტყველებას შორის, რომელსაც, როგორც ვიცით ჰქონდა ხილვითი ანუ ვიზუალური სახე (იოანეს ჰქონდა უფლის ხილვები კუნძულ პატმოსზე და ღმერთმა დაანახა მას მრავალი რამ რაც უნდა მოხდეს დედამიწაზე ქვეყნის აღსასრულამდე) და ყოველივე ძალიან წააგავს წარსულიდან დანახული კატასტროფის თანამედროვე სურათს, რომელიც იოანემ დაინახა უფლისმიერი ხილვის დროს.

ბოლოს დავდებ ბმულს, სადაც ვიდეო სიმულაციაზე ნაჩვენებია დედამიწის, რამოდენიმე პლანეტის და ასტეროიდ “Apophis – 99942” მოძრაობა, აგრეთვე ვიზუალური ეფექტი თუ რა ახლოს ჩაუვლის ეს ასტეროიდი დედამიწას 2029 წელს . . .
http://www.youtube.com/watch?v=2_BBk2hlmMw

ყველას ვთხოვ დაწეროს თავისი აზრი და კომენტარი ყოველივე ამის შესახებ


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 15 2007, 06:05 PM
პოსტი #354


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



_გიორგი_

მართლაც დამაფიქრებელია

შეადარეთ მათეს სახარების თავი 24, მუხ. 29-30

და მაშინვე, იმ დღეების გაჭირვების შემდეგ, მზე დაბნელდება, და მთვარე არ გამოსცემს თავის ნათელს, და ვარსკვლავები ჩამოცვივდება ზეციდან, და ცათა ძალები შეიძვრება.

და მაშინ გამოჩნდება ნიშანი ძისა კაცისა ცაზე, და მაშინ მოჰყვებიან გოდებას ყოველი ტომი ქვეყნისა და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ცის ღრუბლებზე მრავალი ძალითა და დიდებით.




--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი May 15 2007, 07:23 PM
პოსტი #355


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(_გიორგი_ @ May 15 2007, 06:31 PM) *

[b]გამოცხადებაჲ იოვანესი
თავი 8

მაგრამ ხმელეთზე დაცემის შემთხვევაში წარმოიქმნება უზარმაზარი კრატერი (გიგანტური ორმო, კილომეტრების ზომის), იქიდან ამოყრილი მიწის მტვერი და გავარვარებული (+3000 K) ბურთისებრი ცეცხლოვანი მასა მიმოიფანტება თითქმის მთელს დედამიწაზე, ატმოსფეროში აჭრილი კვამლი დაფარავს მზეს და მოსპობს ჰაერს . . .

ყველას ვთხოვ დაწეროს თავისი აზრი და კომენტარი ყოველივე ამის შესახებ

blink.gif unsure.gif unsure.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 15 2007, 07:56 PM
პოსტი #356


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



მეორედ მოსვლა იქნება smile.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაგდალინა
პოსტი May 16 2007, 10:21 AM
პოსტი #357


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 924
რეგისტრ.: 15-September 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 194



ჰოო, მართლაც დამაფიქრებელია ესოდენ შემზარავი ფაქტი. მაგრამ, თუ უფლის ნება არაა დედამიწის ასტეროიდით განადგურება, სულ რაღაც 1მმ-თაც რომ მოუახლოვდეს და ჩაგვიქროლოს, ტრაექტორიას შეიცვლის და არაფერი მოხდება ანუ მაგ სახით არ განადგურდება ჩვენი პლანეტა (ნუ 1მმ პირობითად ავიღე). მაგრამ თუ ღვთის ნებაა, ბევრიც რომ ვეცადოთ (ან რა სახით და როგორ უნდა ვეცადოთ???!), აღარაფერი გვეშველება.
ასე რომ, რაც უნდა დიდი დისკუსიები გავმართოთ ამ თემაზე... პასუხს ვერ მივიღებთ, ვინაიდან არ ვიცით უფლის ნება როგორია...


--------------------
დიდ არს უფალი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 16 2007, 10:30 AM
პოსტი #358


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



magdalina

განადგურებით 1 კმ დიამეტრის ასტეროიდი დედამიწას ვერ გაანადგურებს, მაგრამ საშინელი შიმშილობა, გაუსაძლისი ყოფა, მსოფლიო ოკეანის დონის აწევა და ა.შ. ნამდვილად შეიძლება გამოიწვიოს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 16 2007, 10:37 AM
პოსტი #359


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
განადგურებით 1 კმ დიამეტრის ასტეროიდი დედამიწას ვერ გაანადგურებს, მაგრამ საშინელი შიმშილობა, გაუსაძლისი ყოფა, მსოფლიო ოკეანის დონის აწევა და ა.შ. ნამდვილად შეიძლება გამოიწვიოს




ნუ მაშინებთ თუ შეიძლებოდესsad.gif


ერთი ასტოროიდი მსოფილოში ასეთ ცვლილებებს მგონი ვერ გამოიწვევს, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს.


მე ვფიქრობ, რომ ბევრი არ უნდა იფიქრო მეორედ მოსვლაზე, რა თქმა უნდა წარმოდგენა უნდა გქონდეს, რაღაც-რაღაცეები უნდა იცოდე მაგრამ დაშინება არ ღირს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 16 2007, 10:41 AM
პოსტი #360


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
ციტატა
ერთი ასტოროიდი მსოფილოში ასეთ ცვლილებებს მგონი ვერ გამოიწვევს, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს


სამწუხაროც ის არის, რომ გამოიწვევს

დაუკვირდი გიორგის მოყვანილ ციფრებს, რა საშინელი ენერგიის დაჯახებაზეა საუბარი. დარტყმა, რომელიც ზებგერით ცუნამს (!) გამოიწვევს, დამანგრეველი არ იქნება??


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

44 გვერდი V « < 16 17 18 19 20 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 08:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი