![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ბექა |
![]()
პოსტი
#346
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 ![]() |
ციტატა არცთუ იშვიათად ამბობენ, რომ ბოლო ჟამია..ანტიქრისტეს მოსვლის დროა... მე მგონია ამით ადამიანები თავს იიმედებენ,რომ რაღაცით გამორჩეულ და გნსაკუთრებულ ხანაში ცხოვრობენ...ანტიქტისტესაც იხილავენ და შემდეგ მაცხოვარსაც... დედამიწაზე კი ცხოვრება მიედინება...ჩვენ წავალთ(ყოველდღიურად რამდენი ადამიანი გარდაიცვლება...)...სხვები მოვლენ...მერე კიდევ იმათ შემდეგ თაობა...და ასე შემდეგ... გარდაცვალების შემდეგ ყოველი ადამიანის სული-რაც ღმერთისგან ებოძა სხეულს ისევ ღმერთს დაუბრუნდება, ღვთის წინაშე წარსდგება... არ მესმის,რატომ უნდა ვიფიქრო ანტიქრისტეს მოსვლაზე, ან იმაზე რომ ეს თვალხილული სამყარო დაიღუპება? ვაა შენ რა მაგარი ხარ ![]() ![]() |
Floyd |
![]()
პოსტი
#347
|
![]() ზურაბი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 ![]() |
ბექა.შუხოშვილი†
ციტატა ვაა შენ რა მაგარი ხარ საღოლ ![]() ![]() -------------------- And the times , they are all changin' ...
|
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#348
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ennka
ენერგია დახარჯე და ნუ ფიქრობ ბევრს . წმინდა მამანი რას შთაგვაგონებენ? |
Floyd |
![]()
პოსტი
#349
|
![]() ზურაბი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 ![]() |
ქავთარაძე
ციტატა წმინდა მამანი რას შთაგვაგონებენ? რას შთაგვაგონებენ? ![]() -------------------- And the times , they are all changin' ...
|
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#350
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
Floyd
მოვაო მოვა ის უხსენებელიო ![]() ძმაკაცმა თქვა ისეთ მდგომარეობაში მყოფმა შენ რომ გახასიათებდა ადრე ზურ იაღოვა შთაგვაგონებს პური ამოიტანეო ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#351
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ennka
ციტატა არ მესმის,რატომ უნდა ვიფიქრო ანტიქრისტეს მოსვლაზე, ან იმაზე რომ ეს თვალხილული სამყარო დაიღუპება? იმიტომ უნდა იფიქრო, რომ ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრებაზე მიღებულ სარწმუნოების სიმბოლოში მართლმადიდებლები ვაღიარებთ, რომ უფალი იესო ქრისტე "კუალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ", აგრეთვე ვამბობთ, რომ "მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა" აი, ამიტომ უნდა იფიქრო...... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#352
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
არ მესმის,რატომ უნდა ვიფიქრო ანტიქრისტეს მოსვლაზე, ან იმაზე რომ ეს თვალხილული სამყარო დაიღუპება? იმიტომ რომ თავად უფალმა გვიბრძანა რომ ვიფხიზლოთ, რადგან ამ ქვეყნის აღსასრული ყოველ წამს, მაშინ როცა არავიან არ ელოდება , შეიძლება მოვიდეს. ![]() -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#353
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
გამოცხადებაჲ იოვანესი
თავი 8 1. და მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტე ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ. 2. და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზე და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა. NASA უკვე კარგახანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დედამიწას ემუქრება ძალიან სერიოზული კოსმოსური საფრთხე. ეს არის ასტეროიდი “Apophis – 99942”, მისი ძველი სახელწოდებაა “2004 MN4”. არსებული ინფორმაციის საფუძველზე ასტეროიდი “Apophis – 99942” დედამიწას ძალიან მოუახლოვდება 2029 წელს, ის დედამიწას უფრო ახლო მანძილზე ჩაუვლის ვიდრე გეოსტატიკური ხელოვნური თანამგზავრები მოძრაობენ (36 000 კმ), ასეთი ზომის კოსმოსური სხეულის მოახლოებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტელე-საკომუნიკაციო თანამგზავრების დაზიანება, ორბიტიდან გადაგდება ან დამსხვრევა; მაგრამ მთავარი საშიშროება ეს სულაც არაა; ამ მოახლოების დროს იგი შესაძლოა მოხვდეს დედამიწის ე.წ. "გრავიტაციული ზღვარის" რამდენიმე ასეულ მეტრიან დიაპაზონში (400-600 მ), რაც გამოიწვევს ასტეროიდისა და დედამიწის ორბიტის რეზონანსს და მაშინ უკვე ასტეროიდი შემდეგი გარემოქცევის დროს კურსს აიღებს დედამიწისკენ და კოსმოსური კატასტროფა გარდაუვალი იქნება 2036 წლის 13 აპრილისათვის. (ეს არის ასტეროიდ “Apophis – 99942” უდიდესი მოახლოების და სავარაუდო შეჯახების თარიღი) რამდენად რეალურია შეჯახების ალბათობა? რა პარამეტრები გააჩნია ასტეროიდს და რა მაშტაბების კატასტროფას გამოიწვევს? აი ასეთი კითხვები გამიჩნდა ზემოთ დაწერილი ინფორმაციის გამოკვლევის შემდეგ . . . ამისთვის მიგითითებთ NASA-ს ოფიციალური საინფორმაციო გვერდის ბმულს, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებენ: http://neo.jpl.nasa.gov/risk/a99942.html, სადაც დღევანდელ გვერდზე წერია: Impact Probability The probability that the tabulated impact will occur. The probability computation is complex and depends on a number of assumptions that are difficult to verify. For these reasons the stated probability can easily be inaccurate by a factor of a few, and occasionally by a factor of ten or more. ვინაც ინგლისური არ იცის: "შეჯახების ალბათობა ცხრილში ნაჩვენები ალბათობის მიხედვით შეჯახება მოხდება. ალბათობის გამოთვლა კომპლექსურია და დამოკიდებულია მრავალ დაშვებებზე, რომლის განსაზღვრაც ძნელია. ამ მიზეზების და გამო მოხსენებული ალბათობა შესაძლოა იყოს არა ზუსტი რამდენიმე, ხშირად ათი ან მეტი ფაქტორის გამო" აქედან ვასკვნი, რომ შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ კოსმოსურ კატასტროფას გადავრჩებით, უფრო მეტიც საფრთხე საკმაოდ რეალური ჩანს იმის გათვალისწინებითაც, რომ შესაძლოა ბევრ რამეს მალავდნენ, რომ ხალხში პანიკა არ დაიწყოს. არადა უკვე პრიზებიც არის დაწესებული ვინც ეფექტურ პროექტს წარადგენს კოსმოსური კატასტროფისგან თავდაცვის მიზნით. (ჯერ ლაპარაკია 50 000 $) ამავე გვერდზე ამოვიკითხე სხვა შემზარავი მასშტაბები . . . შეჯახების სავარაუდო სიჩქარე იქნება 12.59 კმ/წმ, რაც აღემატება II კოსმოსურ სიჩქარეს და შეადგენს 45 000 კმ/სთ ანუ ჰიპერბგერითია. აფეთქების ძალა იქნება 400 მეგატონა ტროტილის ექვივალენტის ანუ დაახლოებით 8-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე საბჭოთა კავშირის მიერ გამოცდილი მსოფლიოში უდიდესი თერმობირთვული (წყალბადის) ბომბი. ასტეროიდის ზომა სხვადასხვა ინფორმაციით სხვადსხვაა 250-დან 400 მეტრამდე მერყეობს, მაგრამ ყველაზე საგანგაშო ფრაზა ისევ NASA-ს ზემოდხსენებულ გვერდზე წერია: "Uncertainty in this value is dominated by mass uncertainty", ქართულად: "მნიშვნელობის გაურკვევლობა ძირითადად განპირობებულია მასის გაურკვევლობით", ყოველი შემდგომი გამოკვლევა სულ უფრო დიდ ზომას და მასას ასახელებს, არადა დიამეტრი მესამე ხარისხით არის მასასთან და აფეთქების ძალასთან დამოკიდებული, ანუ თუ ზომით გამოდგა 1 კმ, ანუ 4-ჯერ დიდი საწყის მონაცემებზე (250მ), მაშინ აფეთქების ძალა იქნება 4X4X4=64-ჯერ მეტი, ანუ უდიდეს თერმობირთვულ ბომბზე (გაცილებით ძლიერია ვიდრე ატომური ბომბი)არა 8-ჯერ, არამედ 512-ჯერ უფრო ძლიერი . . . თუ ასეთი ასტეროიდი ოკეანეში ჩავარდა, მაშინ წარმოიქმნებბა ზებგერითი ცუნამი, რამდენიმე ასეულ მეტრიანი ტალღებით, რომლის სიჩქარე დაახლოებით 1500კმ/სთ იქნება ანუ ორჯერ სწრაფი რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავის სიჩქარეზე . . . მაგრამ ხმელეთზე დაცემის შემთხვევაში წარმოიქმნება უზარმაზარი კრატერი (გიგანტური ორმო, კილომეტრების ზომის), იქიდან ამოყრილი მიწის მტვერი და გავარვარებული (+3000 K) ბურთისებრი ცეცხლოვანი მასა მიმოიფანტება თითქმის მთელს დედამიწაზე, ატმოსფეროში აჭრილი კვამლი დაფარავს მზეს და მოსპობს ჰაერს . . . საოცარი მსგავსება დავინახე მოსალოდნელი კატასტროფასა და იოანეს გამოცადებებში აღწერილ წინასწარმეტყველებას შორის, რომელსაც, როგორც ვიცით ჰქონდა ხილვითი ანუ ვიზუალური სახე (იოანეს ჰქონდა უფლის ხილვები კუნძულ პატმოსზე და ღმერთმა დაანახა მას მრავალი რამ რაც უნდა მოხდეს დედამიწაზე ქვეყნის აღსასრულამდე) და ყოველივე ძალიან წააგავს წარსულიდან დანახული კატასტროფის თანამედროვე სურათს, რომელიც იოანემ დაინახა უფლისმიერი ხილვის დროს. ბოლოს დავდებ ბმულს, სადაც ვიდეო სიმულაციაზე ნაჩვენებია დედამიწის, რამოდენიმე პლანეტის და ასტეროიდ “Apophis – 99942” მოძრაობა, აგრეთვე ვიზუალური ეფექტი თუ რა ახლოს ჩაუვლის ეს ასტეროიდი დედამიწას 2029 წელს . . . http://www.youtube.com/watch?v=2_BBk2hlmMw ყველას ვთხოვ დაწეროს თავისი აზრი და კომენტარი ყოველივე ამის შესახებ -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#354
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
_გიორგი_
მართლაც დამაფიქრებელია შეადარეთ მათეს სახარების თავი 24, მუხ. 29-30 და მაშინვე, იმ დღეების გაჭირვების შემდეგ, მზე დაბნელდება, და მთვარე არ გამოსცემს თავის ნათელს, და ვარსკვლავები ჩამოცვივდება ზეციდან, და ცათა ძალები შეიძვრება. და მაშინ გამოჩნდება ნიშანი ძისა კაცისა ცაზე, და მაშინ მოჰყვებიან გოდებას ყოველი ტომი ქვეყნისა და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ცის ღრუბლებზე მრავალი ძალითა და დიდებით. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მაკუნა |
![]()
პოსტი
#355
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 ![]() |
[b]გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 8 მაგრამ ხმელეთზე დაცემის შემთხვევაში წარმოიქმნება უზარმაზარი კრატერი (გიგანტური ორმო, კილომეტრების ზომის), იქიდან ამოყრილი მიწის მტვერი და გავარვარებული (+3000 K) ბურთისებრი ცეცხლოვანი მასა მიმოიფანტება თითქმის მთელს დედამიწაზე, ატმოსფეროში აჭრილი კვამლი დაფარავს მზეს და მოსპობს ჰაერს . . . ყველას ვთხოვ დაწეროს თავისი აზრი და კომენტარი ყოველივე ამის შესახებ ![]() ![]() ![]() -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
Floyd |
![]()
პოსტი
#356
|
![]() ზურაბი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 ![]() |
მეორედ მოსვლა იქნება
![]() -------------------- And the times , they are all changin' ...
|
მაგდალინა |
![]()
პოსტი
#357
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 ![]() |
ჰოო, მართლაც დამაფიქრებელია ესოდენ შემზარავი ფაქტი. მაგრამ, თუ უფლის ნება არაა დედამიწის ასტეროიდით განადგურება, სულ რაღაც 1მმ-თაც რომ მოუახლოვდეს და ჩაგვიქროლოს, ტრაექტორიას შეიცვლის და არაფერი მოხდება ანუ მაგ სახით არ განადგურდება ჩვენი პლანეტა (ნუ 1მმ პირობითად ავიღე). მაგრამ თუ ღვთის ნებაა, ბევრიც რომ ვეცადოთ (ან რა სახით და როგორ უნდა ვეცადოთ???!), აღარაფერი გვეშველება.
ასე რომ, რაც უნდა დიდი დისკუსიები გავმართოთ ამ თემაზე... პასუხს ვერ მივიღებთ, ვინაიდან არ ვიცით უფლის ნება როგორია... -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#358
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
magdalina
განადგურებით 1 კმ დიამეტრის ასტეროიდი დედამიწას ვერ გაანადგურებს, მაგრამ საშინელი შიმშილობა, გაუსაძლისი ყოფა, მსოფლიო ოკეანის დონის აწევა და ა.შ. ნამდვილად შეიძლება გამოიწვიოს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#359
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
კანონისტი
ციტატა განადგურებით 1 კმ დიამეტრის ასტეროიდი დედამიწას ვერ გაანადგურებს, მაგრამ საშინელი შიმშილობა, გაუსაძლისი ყოფა, მსოფლიო ოკეანის დონის აწევა და ა.შ. ნამდვილად შეიძლება გამოიწვიოს ნუ მაშინებთ თუ შეიძლებოდეს ![]() ერთი ასტოროიდი მსოფილოში ასეთ ცვლილებებს მგონი ვერ გამოიწვევს, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ბევრი არ უნდა იფიქრო მეორედ მოსვლაზე, რა თქმა უნდა წარმოდგენა უნდა გქონდეს, რაღაც-რაღაცეები უნდა იცოდე მაგრამ დაშინება არ ღირს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#360
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მხევალი ნინო
ციტატა ერთი ასტოროიდი მსოფილოში ასეთ ცვლილებებს მგონი ვერ გამოიწვევს, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს სამწუხაროც ის არის, რომ გამოიწვევს დაუკვირდი გიორგის მოყვანილ ციფრებს, რა საშინელი ენერგიის დაჯახებაზეა საუბარი. დარტყმა, რომელიც ზებგერით ცუნამს (!) გამოიწვევს, დამანგრეველი არ იქნება?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#361
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
ე.ი დავიწყოთ საკვების გადანახვა?
![]() რა პროდუქტები ინახება ყველაზე დიდ ხანს? ![]() ისე ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება გამახსენდა ამ ატეროიდთან დაკავშირებით,მსოფლიოსი ეკოლოგიური კრიზისი და ომები იქნება და ეგ მოვლენა კი ყველაფერს ერთბაშად დაამძიმებსო. ![]() -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მაგდალინა |
![]()
პოსტი
#362
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 ![]() |
ნუ განადგურება ცოტა ზედმეტი მომივიდა, მარგამ იგივე ეგ ფაქტები (შიმშილი, წყალდიდობა და ა. შ.) ეგეც ღვთის დაშვებით მოხდება, თუ მოსახდენია.
-------------------- დიდ არს უფალი!!!
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#363
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
. . . ვისაც არ წაუკითხავს ჩემი პოსტი მოსალოდნელი კოსმოსური კატასტროფის შესახებ (#353) ვთხოვ, რომ წაიკითხოს და დაწეროს საკუთარი აზრი და კომენტარი ყოველივე ამის შესახებ.
-------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#364
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ციტატა . . ვისაც არ წაუკითხავს ჩემი პოსტი მოსალოდნელი კოსმოსური კატასტროფის შესახებ (#353) ვთხოვ, რომ წაიკითხოს და დაწეროს საკუთარი აზრი და კომენტარი ყოველივე ამის შესახებ. ასეთი სტიქიური უბედურებებისადმი შიში, მიწისვრებიანად და ქარიშხლებიანად სანამ თავისი სიცხადით თვალწინ არ დაუდგება ადამიანს , იქამდე სადღაც გონების მიღმა აქვს და "აიგნორებს" თითქოს, ჰგონია რომ "მერე" მაინც ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ, რომ მომავალს ყოველთვის იმედის თვალით უყურებს. სხვანაირად არ შეუძლია. ახლა ერთს შეფუცხუნდება ყველა და მერე მიავიწყდებათ ![]() ძალიან მეშინია მარა "ხვალემ იზრუნოს ხვალისა" ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ნათია |
![]()
პოსტი
#365
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
საოცარი მსგავსება დავინახე მოსალოდნელი კატასტროფასა და იოანეს გამოცადებებში აღწერილ წინასწარმეტყველებას შორის, რომელსაც, როგორც ვიცით ჰქონდა ხილვითი ანუ ვიზუალური სახე (იოანეს ჰქონდა უფლის ხილვები კუნძულ პატმოსზე და ღმერთმა დაანახა მას მრავალი რამ რაც უნდა მოხდეს დედამიწაზე ქვეყნის აღსასრულამდე) და ყოველივე ძალიან წააგავს წარსულიდან დანახული კატასტროფის თანამედროვე სურათს, რომელიც იოანემ დაინახა უფლისმიერი ხილვის დროს. [b]და მაშინვე, იმ დღეების გაჭირვების შემდეგ, მზე დაბნელდება, და მთვარე არ გამოსცემს თავის ნათელს, და ვარსკვლავები ჩამოცვივდება ზეციდან, და ცათა ძალები შეიძვრება. და მაშინ გამოჩნდება ნიშანი ძისა კაცისა ცაზე, და მაშინ მოჰყვებიან გოდებას ყოველი ტომი ქვეყნისა და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ცის ღრუბლებზე მრავალი ძალითა და დიდებით. აქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ ეს ის პერიოდია როცა ანტიქრისტე იმეფებს და შემდე კი იქნება უფლის მოსვლა magdalina განადგურებით 1 კმ დიამეტრის ასტეროიდი დედამიწას ვერ გაანადგურებს, მაგრამ საშინელი შიმშილობა, გაუსაძლისი ყოფა, მსოფლიო ოკეანის დონის აწევა და ა.შ. ნამდვილად შეიძლება გამოიწვიოს წმინდა მამებსაც აქვთ აღწერილი, გაუსაძლისი იქნება სიცოცხლეც კი, ადამიანები სიკვდილს ინატრებენო ხო და ეს ანტიქრისტეს მეფობის პერიოდი იქნება -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 05:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი