![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#361
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
ე.ი დავიწყოთ საკვების გადანახვა?
![]() რა პროდუქტები ინახება ყველაზე დიდ ხანს? ![]() ისე ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება გამახსენდა ამ ატეროიდთან დაკავშირებით,მსოფლიოსი ეკოლოგიური კრიზისი და ომები იქნება და ეგ მოვლენა კი ყველაფერს ერთბაშად დაამძიმებსო. ![]() -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მაგდალინა |
![]()
პოსტი
#362
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 ![]() |
ნუ განადგურება ცოტა ზედმეტი მომივიდა, მარგამ იგივე ეგ ფაქტები (შიმშილი, წყალდიდობა და ა. შ.) ეგეც ღვთის დაშვებით მოხდება, თუ მოსახდენია.
-------------------- დიდ არს უფალი!!!
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#363
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
. . . ვისაც არ წაუკითხავს ჩემი პოსტი მოსალოდნელი კოსმოსური კატასტროფის შესახებ (#353) ვთხოვ, რომ წაიკითხოს და დაწეროს საკუთარი აზრი და კომენტარი ყოველივე ამის შესახებ.
-------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#364
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ციტატა . . ვისაც არ წაუკითხავს ჩემი პოსტი მოსალოდნელი კოსმოსური კატასტროფის შესახებ (#353) ვთხოვ, რომ წაიკითხოს და დაწეროს საკუთარი აზრი და კომენტარი ყოველივე ამის შესახებ. ასეთი სტიქიური უბედურებებისადმი შიში, მიწისვრებიანად და ქარიშხლებიანად სანამ თავისი სიცხადით თვალწინ არ დაუდგება ადამიანს , იქამდე სადღაც გონების მიღმა აქვს და "აიგნორებს" თითქოს, ჰგონია რომ "მერე" მაინც ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ, რომ მომავალს ყოველთვის იმედის თვალით უყურებს. სხვანაირად არ შეუძლია. ახლა ერთს შეფუცხუნდება ყველა და მერე მიავიწყდებათ ![]() ძალიან მეშინია მარა "ხვალემ იზრუნოს ხვალისა" ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ნათია |
![]()
პოსტი
#365
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
საოცარი მსგავსება დავინახე მოსალოდნელი კატასტროფასა და იოანეს გამოცადებებში აღწერილ წინასწარმეტყველებას შორის, რომელსაც, როგორც ვიცით ჰქონდა ხილვითი ანუ ვიზუალური სახე (იოანეს ჰქონდა უფლის ხილვები კუნძულ პატმოსზე და ღმერთმა დაანახა მას მრავალი რამ რაც უნდა მოხდეს დედამიწაზე ქვეყნის აღსასრულამდე) და ყოველივე ძალიან წააგავს წარსულიდან დანახული კატასტროფის თანამედროვე სურათს, რომელიც იოანემ დაინახა უფლისმიერი ხილვის დროს. [b]და მაშინვე, იმ დღეების გაჭირვების შემდეგ, მზე დაბნელდება, და მთვარე არ გამოსცემს თავის ნათელს, და ვარსკვლავები ჩამოცვივდება ზეციდან, და ცათა ძალები შეიძვრება. და მაშინ გამოჩნდება ნიშანი ძისა კაცისა ცაზე, და მაშინ მოჰყვებიან გოდებას ყოველი ტომი ქვეყნისა და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ცის ღრუბლებზე მრავალი ძალითა და დიდებით. აქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ ეს ის პერიოდია როცა ანტიქრისტე იმეფებს და შემდე კი იქნება უფლის მოსვლა magdalina განადგურებით 1 კმ დიამეტრის ასტეროიდი დედამიწას ვერ გაანადგურებს, მაგრამ საშინელი შიმშილობა, გაუსაძლისი ყოფა, მსოფლიო ოკეანის დონის აწევა და ა.შ. ნამდვილად შეიძლება გამოიწვიოს წმინდა მამებსაც აქვთ აღწერილი, გაუსაძლისი იქნება სიცოცხლეც კი, ადამიანები სიკვდილს ინატრებენო ხო და ეს ანტიქრისტეს მეფობის პერიოდი იქნება -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნიანია |
![]()
პოსტი
#366
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 ![]() |
თავიდან როცა ეკლესიური ცხოვრება დავიწყე ძლიან ბევრ წიგნს ვკითხულობდი მეორედ მოსვლაზე. ეს წმინდა მამათა მოსაზრებები იყო ძირითადად. რაღაც პერიოდი სერიოზულად გადავერთე ამ სამყაროდან და ვგრძნობდი რომ მეორედ მოსვლის შიშით შესაძლოა ბევრ რამეს ისე დაჰკარგვოდა ფასი ჩემთვის რომ სრულიად შემეცვალა ცხოვრების სტილი. მერე საკუთარ თავს შემოვუძახე და მივხვდი რომ სასოწარკვეთილებაც დიდი ცოდვაა.
გიორგი შენს მიერ მოტანილი მასალა სერიოზულია და არანაირ ეჭვს არ იწვევს ჩემში. თავის დროზე ეს ინფორმაცია რომ მოვისმინე ტელევიზიით, ჩემთვის გავიფიქრე, ე.ი. მეორედ მოსვლა 2029 წელს იქნება მეთქი და დავფიქრდი რას მოვასწრებდი მანამდე. ![]() არა სახუმარო ამაში მართლა არაფერია და ვისაც არ სჯერა მამათა წინასწარმწტყველების, მაშინ მას არც ბიბლიის არ სჯერა. არ ვიცი რამდენად იქნება ეს ასტეროიდი მეორედ მოსვლის ნიშანი მაგრამ ის რომ ეს მოხდება და თან არც ისე გვიან, ამაში დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება პროდუქტების მოგროვებას, ნუ დამცინებთ მაგრამ ბევრჯერ მიფიქრია-ჯობია ჩემს ოჯახს სოფელი ყოველთვის ჰქონდეს მეთქი, რადგან იმ ავბედით პერიოდში, იმისათვის რომ გაექცე მხეცის ნიშანს, საკუთარი ხელით შევძლო პროდუქტის მოყვანა თქო, (ნუ ამასაც თუ შესძლებ უნაყოფო ნიადაგზე) ასე უნდა გამოკვებო შვილები. ან სულაც, მიწა აიღო, ჯვარი გადაწერო და ის ჭამო, რადგან როგორც ბერი გაბრიელი და ბერი პაისი ამბობდნენ, მხოლოდ ესღა დარჩება მორწმუნეს საზრდოდო. რაც ყველაზე მთავარია, სულის სიმტკიცე არ უნდა დავკარგოთ რათა არ წავწყმდეთ. აი ეს არის უმთავრესი და ამოსავალი წერტილი. ბერი პაისი სიკვდილის წინ თავის მოძმეებს ცრემლით გამოემშვიდობა და უთხრა, თქვენ ბოლო ერი ხართო. ეს კი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა თუ არ ვცდები. ამასვე ამბობდა ბერი გაბრიელი. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
afxazi |
![]()
პოსტი
#367
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
_გიორგი_
ციტატა . . . ვისაც არ წაუკითხავს ჩემი პოსტი მოსალოდნელი კოსმოსური კატასტროფის შესახებ (#353) ვთხოვ, რომ წაიკითხოს და დაწეროს საკუთარი აზრი და კომენტარი ყოველივე ამის შესახებ ასეთი კატასტროფებისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ 2000 წლის დადგომის შესახებ რომ წერდენენ, იმდენი არასოდეს არ დაუწერიათ. პრინციპში მეცნიერია და უნდა წეროს, მეცნიერი სექტანტი წინასწარმეტყველივითაა, რომლის მომავლისადმი ჭვრეტა ხან მართლდება, ხან არა. მე მაგალითად არ მეშინია ასეთი წინასწარმეტყველების, იმიტომ რომ ეს სამყარო უფლის შექმნილია და მასვე ძალუძს იგი ან გაანადგუროს ან არა, მაგრამ განადგურებაც და არ განადგურებაც ადამიანისთვის სასიკეთოთ მოხდება, იმიტომ რომ ადამიანი ქმნილებათა გვირგვინია. თუკი ამ მოსალოდნელ კატასტროფას მეორედ მოსვლას უკავშირებთ, ეს ძალიან არასწორია და საერთოდ ეს ვადების დაგენა ამ ბოლო დროს მოდაში შემოვიდა, გარკვევითაა ნათქვამი ამის შესახებ არავინ იცის, მორჩა და გათავდა. ვიღაც მაინც ამბობს რომ ჩვენ მოვესწრებით, ან საერთოდ რისა გეშინიათ დედამიწაზე უფალი მოდის, პირიქით უნდა გიხაროდეთ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
.ნინო |
![]()
პოსტი
#368
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ნიანია
ჩემს სათქმელს ამბობ.. ![]() -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
mari24 |
![]()
პოსტი
#369
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 17-February 07 წევრი № 1,102 ![]() |
არავინ იცის მეორედ მოსვლა რა სახით იქნება, ასტეროიდის დაჯახებამდე შეიძლება ვერც მივაღწიოთ, ყველაფერი ღვთის ნებაა, თანაც ეს ჯერჯერობით მეცნიერული ვარაუდია, მათ ადამიანი მაიმუნისგან წარმოშობამდეც დაიყვანეს, თუმცა ამ ჰიპოთეზამ არ გაამართლა, ღმერთმა შეიძლება მოსალოდნელი კატასტროფაც აგვარიდოს და მეცნიერული გათვლები არ დაემთხვას ღვთის ნება-სურვილს. ასე რომ, გამუდმებული ფიქრი და კვლევა-ძიება, ღვთის გეგმებში ,,ხელის ფათური" არ არის საჭირო, მოსახდენი მოხდება, უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც ვცხოვრობდით, ღმერთის კანონებით და თუ ეს ასე არ იყო, დღეს კიდევ გვეძლევა საშუალება გამოსწორებისა, დაე, უფალი იყოს ყველას გვერდით განსაცდელის ჟამს!
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#370
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ასტერიოდის დაჯახება არ გამოიწვევს დედამიწის განადგურებას, რადგან ასეთი რამ წმინდა წერილში აღწერილი არ არის
ეს გამოიწვევს დიდ ცვლილებებს ადამიანთა ცხოვრებაში, არსებული სიტუაციის უკიდურესად გაუარესებას და მოვლენების დაჩქარებას ჩემი აზრით..... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგი |
![]()
პოსტი
#371
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
არავინ იცის მეორედ მოსვლა რა სახით იქნება მეორედ მოსვლა იქნება უფლის გამოჩენა დედამიწაზე ხილული სახით. მას დაინახავს მთელი მსოფლიო. აქ არაა საუბარი, რომ ზემოთ ხსენებული კოსმოსური კატასტროფა (ასტეროიდთან შეჯახება) დაასრულებს სიცოცხლეს დედამიწაზე ანდა რომ ეს არის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი სახე. ეს ასე არაა რა თქმა უნდა. უბრალოდ არის ძალიან რეალური საშიშროება კოსმოსური კატასტროფის (და არა რაღაც მითიური შიში ქვეყნიერების აღსასრულის, რომელიც რატომღაც მრგვალ თარიღებთან ასოცირდება, 1000წ, 2000წ და ა.შ.) და უბრალოდ რატომღაც დავინახე მასში და იოანეს გამოცხადებების ზემოთ მოყვანილ ნაწილში, რაღაც საერთო ანუ ერთ-ერთი ბოლო კატასტროფული ნიშანი მეორედ მოსვლის მოახლოების. უბრალოდ ძალიან მაინტერესებს თქვენი ყველას აზრი. დიდი მადლობა ვინც უკვე გამოეხმუარეთ. ვისაც არ წაუკითხავს ჩემი პოსტი მოსალოდნელი კოსმოსური კატასტროფის შესახებ (#353) ვთხოვ, რომ წაიკითხოს და დაწეროს საკუთარი აზრი და კომენტარი ყოველივე ამის შესახებ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
afxazi |
![]()
პოსტი
#372
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ერთი აზრი მაქვს ამ კოსმოსურ კატასტროფებთან დაკავშირებით, ფილმ არმაგედონში მშვენივრადაა ნაჩვენები ამერიკელთა ძალიან დიდი ამბიციები სამყაროს ხსნასთან დაკავშირებით, ესეც ერთ-ერთი ამ ამბიციის გამოხტომა მგონია, საზოგადოებას აგიჟებენ იმით რომ თითქოს ხსნა არსაიდანაა და აი ამერიკელებს შეუძლიათ ეს გააკეთონ. მე სასტიკათ არ მჯერა ამ ყოველივესი.
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
T.L. |
![]()
პოსტი
#373
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
ციტატა საზოგადოებას აგიჟებენ იმით რომ თითქოს ხსნა არსაიდანაა და აი ამერიკელებს შეუძლიათ ეს გააკეთონ. კარგად ვიცინე ![]() -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
გიორგი |
![]()
პოსტი
#374
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
საზოგადოებას აგიჟებენ იმით რომ თითქოს ხსნა არსაიდანაა და აი ამერიკელებს შეუძლიათ ეს გააკეთონ. ეს ასე არაა. საშიშროება მართლაც რეალურია, ხალხს არ აგიჟებენ, პირიქით ბევრ ინფორმაციას უმალავენ რომ პანიკა არ დაიწყოს. ასტეროიდმა თუ კურსი დედამიწისკენ აიღო აბსურდია რომ ამერიკელები რაიმეს შეძლებენ . . . იქ არის ბევრი მოსაზრება, ვითომ როგორ შეიძლება დედამიწის გადარჩენა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იდეების დონეზეა და პრაქტიკულად განუხორციელებელია. ამას თვითონ აღიარებენ ამერიკელი მეცნიერებიც და NASA-ს თანამშრომლებიც. (სულ სხვაა ფილმი და მათი პროპაგანდისტული მიზნები) რეალურად თითქმის შეუძლებელია ასტეროიდის ზუსტი ტრაექტორიის განსაზღვრა, რადგან მის ტრაექტორიაზე უამრავი ციური სხეული მოქმედებს, რომელიც თავისი ცენტრის მიმართულებით ააჩქარებს ასტეროიდს და უცვლის კურსს. ვითომ თავდაცვის ორი თეორიული ვარიანტი არსებობს: 1) ასტეროიდის აფეთქება 2) მისი ტრაექტორიის შეცვლა მაგრამ თვითონ ამერიკელი ექსპერტები ამბობენ რომ ეს თეორიები იდეების დონეზე რჩება . . . 1) ასტეროიდი არ აფეთქდება თუ მას გარედან ვესვრით თერმობირთვულ ბომბს (რაც არ უნდა ძლიერი იყოს, თუნდაც 100 მეგატონა, იმიტომ რომ ღია კოსმოსში ვაკუუმია და იქ არ იქნება არც დარტყმის ტალღა (არ არსებობს ჰაერი) და არც ტემპერატურის დიდი ზრდა (რადგან უმატერიო სივრცეში ტემპერატურა -273 C). იმისათვის რომ ასტეროიდი აფეთქდეს საჭიროა იქ ვინმე გაფრინდეს და ასტეროიდის ცენტრში მოახდინოს ბომბის მონტაჟი, მაგრამ ეს მხოლოდ ფილმშია, რეალურად ამის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია და რომც გახდეს შესაძლებელი მაშინაც ასტეროიდი დაიშლება უამრავ ნამსხვრევად, რომელიც ცალ-ცალკე დაეცემა დედამიწაზე და შესაძლოა უარესი ნგრევა გამოიწვიოს. ასე რომ ეს შეუძლებელია. 2) მოძრაობის ტრაექტორიის შეცვლა თეორიულად შესაძლებელია თუ ასტეროიდს მივუახლოვებთ უბრალოდ მძიმე კოსმოსურ ხომალდს, რომელიც საკუთარი გრავიტაციული მიზიდულობის შედეგად მიიზიდავს ასტეროიდს თავისკენ და ააცილებს შეჯახებას დედამიწასთან, მაგრამ ამისთვის საჭიროა ძალიან მძიმე კოსმოსური ხომალდი, რომ რამდენიმე მილიარდ ტონიანი ასტეროიდის კურსი შეცვალოს. (5 და 10 ტონიანი კოსმოსური ხომალდის მიზიდულობა მხოლოდ მიზერულად თუ შეცვლის ასტეროიდის ტრაექტორიას). დღესდღეობით კი სრულიად წარმოუდგენელია ისეთი კოსმოსურის ხომალდის შექმნა, რომელსაც უზარმაზარი მასა ექნება და უამრავი საწვავიც თან, რომ მილიონობით კილომეტრის მანძილზე იფრინოს ინერციის გარეშე ანუ საჭირო ტრაექტორიით და კორექტირებით. ამერიკელები რეალურად ვერავის ვერ გადაარჩენენ და ამას არც ამტკიცებენ. საქმე სულ სხვა რამეშია . . . ძალიან ცუდად მენიშნა კატასტროფის მეცნიერული აღწერის თანხვედრა წინასწარმეტყველების სიტყვებთან, რაც მაფიქრებინებს რომ კატასტროფა გარდაუვალია და დღემდე არნახული მასშტაბების ნგრევას გამოიწვევს. არადა სახარების სხვა თავებშიც გვხვდება წინასწარმეტყველება ბოლო დღეების წინარე მოვლენების, როცა მზე დაბნელდება, ცათა ძალები შეირყევიან და ასე შემდეგ . . . მე არც ქვეყნის აღსასრულის კონკრეტული თარიღის ამოცნობას ვცდილობ და არც რაიმეს ვამტკიცებ, მაგრამ ერთი ნიუანსი გასათვალისწინებელია . . . არსებობს წმინდა მამათა წინასწარმეტყველებები ბოლო ჟამზე, აგრეთვე იოანეს გამოცხადებები (მთლიანად წინასწარმეტყველური თავი), წინასწარმეტყველებები უშუალოდ სახარებაშიც გვხდება, ეს იმისთვისაა რომ გავიგოთ რომ დრო ახლოა და ვიფხიზლოთ. გარდა ამისა არის მეორე ნიუანსიც, რომელიც დამაფიქრებელია . . . რომ წერია რომ არავინ არ იცის როდის იქნება მეორედ მოსვლაო აქ ლაპარაკია იმ თაობებზე, რომლებიც იცხოვრებენ გაცილებით ადრე მეორედ მოსვლამდე (შეიძლება ჩვენც გაცილებით ადრე ვცხოვრობთ და ქვეყნის აღსასრული ჯერ კიდევ შორსაა), მაგრამ მოვა თაობა რომელმაც ყველაფერი უნდა გაიგოს, უფრო მეტიც მათი ქრისტიანული ვალია ამოიცნოს ბოლო ჟამის ნიშნები, აუწყოს ყველას და საერთოდ მოემზადოს მთელი ქრისტიანული ეკლესია ქვეყნის აღსასრულისთვის. ქრისტიანების ვალია ამოიცნონ ანტი-ქრისტე, ანუ სულ ცოტა 7 წლით ადრე ეცოდინებათ ან გვეცოდინება ქვეყნის აღსასრული (ანტი-ქრისტე 3,5 წლით ადრე გამოჩნდება გამეფებამდე და 3,5 წელი იმეფებს ანუ სულ 7 წელი იქნება ცნობილი ხალხისთვის). გარდა ამისა წლებით ადრე გამოჩნდება ანტი-ქრისტეს მომამზადებელი ანუ ასე ვთქვათ "ანტი-იოანე ნათლისმცემელი" (როგორც იოანე ნათლავდა ხალხს და ამზადებდა მაცხოვართან შესახვედრად, ისე ისიც მოამზადებს იდეოლოგიას და მსოფლიო საზოგადოებას ანტი-ქრისტეს მისაღებად). ასე რომ ლაპარაკი, რომ არავინ არ იცის როდის იქნება ქვეყნის აღსასრული ერთ მშვენიერ დღეს შეწყდება (შეიძლება ამას ჩვენ ვერ მოვესწროთ ან მოვესწროთ კიდეც) და ეს იქნება არა ერთი-ორი წლით ადრე . . . მართლმადიდებელი ეკლესია და ჭეშმარიტი მრევლი ამოიცნობს ანტი-ქრისტესაც, მის წინამორბედსაც და მრავალ სხვა უფლისმიერ წინასწარმეტყველების აღსრულებას და იმასაც თუ რამდენი წელია დარჩენილი ქვეყნის აღსასრულამდე, იმიტომ რომ ყველამ იცის რომ ანტი-ქრისტეს მეუფება 3,5 წელიწადში დაემხობა და ამის შემდეგ კიდევ 45 დღე მიეცემა ხალხს უფლის გზაზე შესადგომად. მართალია არაა ცნობილი როდის იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ არც ის შეიძლება რომ ასეთი საეჭვო ფაქტები უყურადღებოდ დატოვოს ადამიანმა . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#375
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
_გიორგი_
![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგი |
![]()
პოსტი
#376
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
. . . ვისაც არ წაუკითხავს ჩემი პოსტი მოსალოდნელი კოსმოსური კატასტროფის შესახებ (#353) ვთხოვ, რომ წაიკითხოს და დაწეროს საკუთარი აზრი და კომენტარი ყოველივე ამის შესახებ. აგერ ლინკიც და წაიკითხეთ:
http://church.ge/index.php?s=&showtopic=21...indpost&p=89483 -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#377
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
_გიორგი_
თუ ასტეროიდი გამოწვევს ნგრევას სიმშილს სიკვდილს და ათასგვარ უბედურებას, მაშინ ის, როგორ ავხსნათ, როგორც წმინდა მამები ამბობენ მეორედ მოსვლის ჟამს, ადამიანები ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებენ იქორწინებენ და აშ. ანუ ცხოვრების რიტმი უჩვეული არ იქნება. მე ასე მივხვდი, ასტეროიდის დაცემის შემთხვევაში ისეთი მძიმე სურათია დახატული არ მგონია ცხოვრების რიტმი ჩვეულებრივი დარცეს. არათუ ცვეულებრივი ნეტავ რამე უ გადარჩება. ციტატა ისე ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება გამახსენდა ამ ატეროიდთან დაკავშირებით,მსოფლიოსი ეკოლოგიური კრიზისი და ომები იქნება და ეგ მოვლენა კი ყველაფერს ერთბაშად დაამძიმებსო. მოკლედ ყველგან ეს ნოსტრადამუსი, ისე მასზე ცალკე თემა ხომ არ გაგვეხსნა? ცოტა არ იყოს მაშფოთებს მისი ყველა წინასწარმეტყველების ასრულება. ლეონტი, ნეტავ იცოდე როგორ დამამშვიდე ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გიორგი |
![]()
პოსტი
#378
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
_გიორგი_ თუ ასტეროიდი გამოწვევს ნგრევას სიმშილს სიკვდილს და ათასგვარ უბედურებას, მაშინ ის, როგორ ავხსნათ, როგორც წმინდა მამები ამბობენ მეორედ მოსვლის ჟამს, ადამიანები ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებენ იქორწინებენ და აშ. იქ ორივეა ნაწინასწარმეტყველები . . . დიდი უბედურებებიც და რაც შენ დაწერე ეგ ფაქტიც, ანუ დიდი ნგრევა კი იქნება, მაგრამ ხალხის გარკვეული ნაწილი სხვა ქვეყნებში, სადაც ნაკლები ნგრევა იქნება და აგრეთვე ისინი ვინც გადაურჩებიან ამ მოვლენას გარეგნულად იცხოვრებენ მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივი ცხოვრებით. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#379
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
_გიორგი_
რადგან საფრთხე არსებობს შესაძლებელია ასეც მოხდეს, მაგრამ საინტერესოა, ასეთი საფრთხე ქვეყანას პირველად ემუქრება თუ სხვა დროსაც დაფიქსირდა მსგავსი მოვლენა და ყველაფერი კარგად დამთავრდა? გასაგებია შეჯახების შემთხვევაში რა სურათიც იქნება დედამიწაზე და გასაგებია რასაც ჰგავს ეს სურათი, მაგრამ იქნებ ეს ასტეროიდი აცდეს დედამიწას, არ არსებობს მსგავსი შემთხვევა უკვე? ეგებ ის ასტეროიდი, რომელმაც იოანეს გამოცხადების მსგავსი მოვლენები უნდა გამოიწვიოს დედამიწაზე 100 წლის შემდეგ დაგვეჯახება, ვინ იცის. შეიძლება ესც იყოს არც ამას უარვყოფ, იმიტომ, რომ არ ვიცი. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ მეორედ მოსვალს ადამიანები პირველივე საუკუნიდან ელოდნენ. გასაგებია, რომ ოდესმე იქნება მეორდ მოსვლა, რადგან ასეა დაწერილი, მაგრამ როდის? იქნებ რამდენი იყო ასეთი ასტეროიდი ისტორიის მანძილზე ვინ იცის. იქნებ გაფრთხილებაც არის უფლისგან, არც ეს ვიცით. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
S W A T |
![]()
პოსტი
#380
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ნუ იგრუზებით ხალხო აარფერიც არ მოხდება
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 02:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი