IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

44 გვერდი V « < 18 19 20 21 > »   
Reply to this topicStart new topic
> აპოკალიფსი
ნიანია
პოსტი May 16 2007, 04:33 PM
პოსტი #366


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



თავიდან როცა ეკლესიური ცხოვრება დავიწყე ძლიან ბევრ წიგნს ვკითხულობდი მეორედ მოსვლაზე. ეს წმინდა მამათა მოსაზრებები იყო ძირითადად. რაღაც პერიოდი სერიოზულად გადავერთე ამ სამყაროდან და ვგრძნობდი რომ მეორედ მოსვლის შიშით შესაძლოა ბევრ რამეს ისე დაჰკარგვოდა ფასი ჩემთვის რომ სრულიად შემეცვალა ცხოვრების სტილი. მერე საკუთარ თავს შემოვუძახე და მივხვდი რომ სასოწარკვეთილებაც დიდი ცოდვაა.

გიორგი შენს მიერ მოტანილი მასალა სერიოზულია და არანაირ ეჭვს არ იწვევს ჩემში. თავის დროზე ეს ინფორმაცია რომ მოვისმინე ტელევიზიით, ჩემთვის გავიფიქრე, ე.ი. მეორედ მოსვლა 2029 წელს იქნება მეთქი და დავფიქრდი რას მოვასწრებდი მანამდე.smile.gif
არა სახუმარო ამაში მართლა არაფერია და ვისაც არ სჯერა მამათა წინასწარმწტყველების, მაშინ მას არც ბიბლიის არ სჯერა.
არ ვიცი რამდენად იქნება ეს ასტეროიდი მეორედ მოსვლის ნიშანი მაგრამ ის რომ ეს მოხდება და თან არც ისე გვიან, ამაში დარწმუნებული ვარ.
რაც შეეხება პროდუქტების მოგროვებას, ნუ დამცინებთ მაგრამ ბევრჯერ მიფიქრია-ჯობია ჩემს ოჯახს სოფელი ყოველთვის ჰქონდეს მეთქი, რადგან იმ ავბედით პერიოდში, იმისათვის რომ გაექცე მხეცის ნიშანს, საკუთარი ხელით შევძლო პროდუქტის მოყვანა თქო, (ნუ ამასაც თუ შესძლებ უნაყოფო ნიადაგზე) ასე უნდა გამოკვებო შვილები. ან სულაც, მიწა აიღო, ჯვარი გადაწერო და ის ჭამო, რადგან როგორც ბერი გაბრიელი და ბერი პაისი ამბობდნენ, მხოლოდ ესღა დარჩება მორწმუნეს საზრდოდო.

რაც ყველაზე მთავარია, სულის სიმტკიცე არ უნდა დავკარგოთ რათა არ წავწყმდეთ. აი ეს არის უმთავრესი და ამოსავალი წერტილი. ბერი პაისი სიკვდილის წინ თავის მოძმეებს ცრემლით გამოემშვიდობა და უთხრა, თქვენ ბოლო ერი ხართო. ეს კი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა თუ არ ვცდები. ამასვე ამბობდა ბერი გაბრიელი.


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 16 2007, 04:40 PM
პოსტი #367


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



_გიორგი_
ციტატა
. . . ვისაც არ წაუკითხავს ჩემი პოსტი მოსალოდნელი კოსმოსური კატასტროფის შესახებ (#353) ვთხოვ, რომ წაიკითხოს და დაწეროს საკუთარი აზრი და კომენტარი ყოველივე ამის შესახებ

ასეთი კატასტროფებისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ 2000 წლის დადგომის შესახებ რომ წერდენენ, იმდენი არასოდეს არ დაუწერიათ. პრინციპში მეცნიერია და უნდა წეროს, მეცნიერი სექტანტი წინასწარმეტყველივითაა, რომლის მომავლისადმი ჭვრეტა ხან მართლდება, ხან არა. მე მაგალითად არ მეშინია ასეთი წინასწარმეტყველების, იმიტომ რომ ეს სამყარო უფლის შექმნილია და მასვე ძალუძს იგი ან გაანადგუროს ან არა, მაგრამ განადგურებაც და არ განადგურებაც ადამიანისთვის სასიკეთოთ მოხდება, იმიტომ რომ ადამიანი ქმნილებათა გვირგვინია.

თუკი ამ მოსალოდნელ კატასტროფას მეორედ მოსვლას უკავშირებთ, ეს ძალიან არასწორია და საერთოდ ეს ვადების დაგენა ამ ბოლო დროს მოდაში შემოვიდა, გარკვევითაა ნათქვამი ამის შესახებ არავინ იცის, მორჩა და გათავდა. ვიღაც მაინც ამბობს რომ ჩვენ მოვესწრებით, ან საერთოდ რისა გეშინიათ დედამიწაზე უფალი მოდის, პირიქით უნდა გიხაროდეთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი May 16 2007, 04:45 PM
პოსტი #368


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ნიანია


ჩემს სათქმელს ამბობ.. smile.gif



--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari24
პოსტი May 16 2007, 05:09 PM
პოსტი #369


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 17-February 07
წევრი № 1,102



არავინ იცის მეორედ მოსვლა რა სახით იქნება, ასტეროიდის დაჯახებამდე შეიძლება ვერც მივაღწიოთ, ყველაფერი ღვთის ნებაა, თანაც ეს ჯერჯერობით მეცნიერული ვარაუდია, მათ ადამიანი მაიმუნისგან წარმოშობამდეც დაიყვანეს, თუმცა ამ ჰიპოთეზამ არ გაამართლა, ღმერთმა შეიძლება მოსალოდნელი კატასტროფაც აგვარიდოს და მეცნიერული გათვლები არ დაემთხვას ღვთის ნება-სურვილს. ასე რომ, გამუდმებული ფიქრი და კვლევა-ძიება, ღვთის გეგმებში ,,ხელის ფათური" არ არის საჭირო, მოსახდენი მოხდება, უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც ვცხოვრობდით, ღმერთის კანონებით და თუ ეს ასე არ იყო, დღეს კიდევ გვეძლევა საშუალება გამოსწორებისა, დაე, უფალი იყოს ყველას გვერდით განსაცდელის ჟამს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 16 2007, 05:18 PM
პოსტი #370


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ასტერიოდის დაჯახება არ გამოიწვევს დედამიწის განადგურებას, რადგან ასეთი რამ წმინდა წერილში აღწერილი არ არის

ეს გამოიწვევს დიდ ცვლილებებს ადამიანთა ცხოვრებაში, არსებული სიტუაციის უკიდურესად გაუარესებას და მოვლენების დაჩქარებას

ჩემი აზრით.....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 16 2007, 05:39 PM
პოსტი #371


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(mari24 @ May 16 2007, 05:09 PM) *

არავინ იცის მეორედ მოსვლა რა სახით იქნება

მეორედ მოსვლა იქნება უფლის გამოჩენა დედამიწაზე ხილული სახით. მას დაინახავს მთელი მსოფლიო. აქ არაა საუბარი, რომ ზემოთ ხსენებული კოსმოსური კატასტროფა (ასტეროიდთან შეჯახება) დაასრულებს სიცოცხლეს დედამიწაზე ანდა რომ ეს არის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი სახე. ეს ასე არაა რა თქმა უნდა. უბრალოდ არის ძალიან რეალური საშიშროება კოსმოსური კატასტროფის (და არა რაღაც მითიური შიში ქვეყნიერების აღსასრულის, რომელიც რატომღაც მრგვალ თარიღებთან ასოცირდება, 1000წ, 2000წ და ა.შ.) და უბრალოდ რატომღაც დავინახე მასში და იოანეს გამოცხადებების ზემოთ მოყვანილ ნაწილში, რაღაც საერთო ანუ ერთ-ერთი ბოლო კატასტროფული ნიშანი მეორედ მოსვლის მოახლოების. უბრალოდ ძალიან მაინტერესებს თქვენი ყველას აზრი. დიდი მადლობა ვინც უკვე გამოეხმუარეთ.

ვისაც არ წაუკითხავს ჩემი პოსტი მოსალოდნელი კოსმოსური კატასტროფის შესახებ (#353) ვთხოვ, რომ წაიკითხოს და დაწეროს საკუთარი აზრი და კომენტარი ყოველივე ამის შესახებ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 16 2007, 05:45 PM
პოსტი #372


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ერთი აზრი მაქვს ამ კოსმოსურ კატასტროფებთან დაკავშირებით, ფილმ არმაგედონში მშვენივრადაა ნაჩვენები ამერიკელთა ძალიან დიდი ამბიციები სამყაროს ხსნასთან დაკავშირებით, ესეც ერთ-ერთი ამ ამბიციის გამოხტომა მგონია, საზოგადოებას აგიჟებენ იმით რომ თითქოს ხსნა არსაიდანაა და აი ამერიკელებს შეუძლიათ ეს გააკეთონ. მე სასტიკათ არ მჯერა ამ ყოველივესი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი May 16 2007, 05:51 PM
პოსტი #373


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

საზოგადოებას აგიჟებენ იმით რომ თითქოს ხსნა არსაიდანაა და აი ამერიკელებს შეუძლიათ ეს გააკეთონ.

კარგად ვიცინე biggrin.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 16 2007, 06:37 PM
პოსტი #374


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(afxazi @ May 16 2007, 05:45 PM) *

საზოგადოებას აგიჟებენ იმით რომ თითქოს ხსნა არსაიდანაა და აი ამერიკელებს შეუძლიათ ეს გააკეთონ.

ეს ასე არაა. საშიშროება მართლაც რეალურია, ხალხს არ აგიჟებენ, პირიქით ბევრ ინფორმაციას უმალავენ რომ პანიკა არ დაიწყოს. ასტეროიდმა თუ კურსი დედამიწისკენ აიღო აბსურდია რომ ამერიკელები რაიმეს შეძლებენ . . . იქ არის ბევრი მოსაზრება, ვითომ როგორ შეიძლება დედამიწის გადარჩენა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იდეების დონეზეა და პრაქტიკულად განუხორციელებელია. ამას თვითონ აღიარებენ ამერიკელი მეცნიერებიც და NASA-ს თანამშრომლებიც. (სულ სხვაა ფილმი და მათი პროპაგანდისტული მიზნები) რეალურად თითქმის შეუძლებელია ასტეროიდის ზუსტი ტრაექტორიის განსაზღვრა, რადგან მის ტრაექტორიაზე უამრავი ციური სხეული მოქმედებს, რომელიც თავისი ცენტრის მიმართულებით ააჩქარებს ასტეროიდს და უცვლის კურსს.
ვითომ თავდაცვის ორი თეორიული ვარიანტი არსებობს:
1) ასტეროიდის აფეთქება
2) მისი ტრაექტორიის შეცვლა
მაგრამ თვითონ ამერიკელი ექსპერტები ამბობენ რომ ეს თეორიები იდეების დონეზე რჩება . . .
1) ასტეროიდი არ აფეთქდება თუ მას გარედან ვესვრით თერმობირთვულ ბომბს (რაც არ უნდა ძლიერი იყოს, თუნდაც 100 მეგატონა, იმიტომ რომ ღია კოსმოსში ვაკუუმია და იქ არ იქნება არც დარტყმის ტალღა (არ არსებობს ჰაერი) და არც ტემპერატურის დიდი ზრდა (რადგან უმატერიო სივრცეში ტემპერატურა -273 C). იმისათვის რომ ასტეროიდი აფეთქდეს საჭიროა იქ ვინმე გაფრინდეს და ასტეროიდის ცენტრში მოახდინოს ბომბის მონტაჟი, მაგრამ ეს მხოლოდ ფილმშია, რეალურად ამის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია და რომც გახდეს შესაძლებელი მაშინაც ასტეროიდი დაიშლება უამრავ ნამსხვრევად, რომელიც ცალ-ცალკე დაეცემა დედამიწაზე და შესაძლოა უარესი ნგრევა გამოიწვიოს. ასე რომ ეს შეუძლებელია.
2) მოძრაობის ტრაექტორიის შეცვლა თეორიულად შესაძლებელია თუ ასტეროიდს მივუახლოვებთ უბრალოდ მძიმე კოსმოსურ ხომალდს, რომელიც საკუთარი გრავიტაციული მიზიდულობის შედეგად მიიზიდავს ასტეროიდს თავისკენ და ააცილებს შეჯახებას დედამიწასთან, მაგრამ ამისთვის საჭიროა ძალიან მძიმე კოსმოსური ხომალდი, რომ რამდენიმე მილიარდ ტონიანი ასტეროიდის კურსი შეცვალოს. (5 და 10 ტონიანი კოსმოსური ხომალდის მიზიდულობა მხოლოდ მიზერულად თუ შეცვლის ასტეროიდის ტრაექტორიას). დღესდღეობით კი სრულიად წარმოუდგენელია ისეთი კოსმოსურის ხომალდის შექმნა, რომელსაც უზარმაზარი მასა ექნება და უამრავი საწვავიც თან, რომ მილიონობით კილომეტრის მანძილზე იფრინოს ინერციის გარეშე ანუ საჭირო ტრაექტორიით და კორექტირებით. ამერიკელები რეალურად ვერავის ვერ გადაარჩენენ და ამას არც ამტკიცებენ. საქმე სულ სხვა რამეშია . . . ძალიან ცუდად მენიშნა კატასტროფის მეცნიერული აღწერის თანხვედრა წინასწარმეტყველების სიტყვებთან, რაც მაფიქრებინებს რომ კატასტროფა გარდაუვალია და დღემდე არნახული მასშტაბების ნგრევას გამოიწვევს. არადა სახარების სხვა თავებშიც გვხვდება წინასწარმეტყველება ბოლო დღეების წინარე მოვლენების, როცა მზე დაბნელდება, ცათა ძალები შეირყევიან და ასე შემდეგ . . . მე არც ქვეყნის აღსასრულის კონკრეტული თარიღის ამოცნობას ვცდილობ და არც რაიმეს ვამტკიცებ, მაგრამ ერთი ნიუანსი გასათვალისწინებელია . . . არსებობს წმინდა მამათა წინასწარმეტყველებები ბოლო ჟამზე, აგრეთვე იოანეს გამოცხადებები (მთლიანად წინასწარმეტყველური თავი), წინასწარმეტყველებები უშუალოდ სახარებაშიც გვხდება, ეს იმისთვისაა რომ გავიგოთ რომ დრო ახლოა და ვიფხიზლოთ. გარდა ამისა არის მეორე ნიუანსიც, რომელიც დამაფიქრებელია . . . რომ წერია რომ არავინ არ იცის როდის იქნება მეორედ მოსვლაო აქ ლაპარაკია იმ თაობებზე, რომლებიც იცხოვრებენ გაცილებით ადრე მეორედ მოსვლამდე (შეიძლება ჩვენც გაცილებით ადრე ვცხოვრობთ და ქვეყნის აღსასრული ჯერ კიდევ შორსაა), მაგრამ მოვა თაობა რომელმაც ყველაფერი უნდა გაიგოს, უფრო მეტიც მათი ქრისტიანული ვალია ამოიცნოს ბოლო ჟამის ნიშნები, აუწყოს ყველას და საერთოდ მოემზადოს მთელი ქრისტიანული ეკლესია ქვეყნის აღსასრულისთვის. ქრისტიანების ვალია ამოიცნონ ანტი-ქრისტე, ანუ სულ ცოტა 7 წლით ადრე ეცოდინებათ ან გვეცოდინება ქვეყნის აღსასრული (ანტი-ქრისტე 3,5 წლით ადრე გამოჩნდება გამეფებამდე და 3,5 წელი იმეფებს ანუ სულ 7 წელი იქნება ცნობილი ხალხისთვის). გარდა ამისა წლებით ადრე გამოჩნდება ანტი-ქრისტეს მომამზადებელი ანუ ასე ვთქვათ "ანტი-იოანე ნათლისმცემელი" (როგორც იოანე ნათლავდა ხალხს და ამზადებდა მაცხოვართან შესახვედრად, ისე ისიც მოამზადებს იდეოლოგიას და მსოფლიო საზოგადოებას ანტი-ქრისტეს მისაღებად). ასე რომ ლაპარაკი, რომ არავინ არ იცის როდის იქნება ქვეყნის აღსასრული ერთ მშვენიერ დღეს შეწყდება (შეიძლება ამას ჩვენ ვერ მოვესწროთ ან მოვესწროთ კიდეც) და ეს იქნება არა ერთი-ორი წლით ადრე . . . მართლმადიდებელი ეკლესია და ჭეშმარიტი მრევლი ამოიცნობს ანტი-ქრისტესაც, მის წინამორბედსაც და მრავალ სხვა უფლისმიერ წინასწარმეტყველების აღსრულებას და იმასაც თუ რამდენი წელია დარჩენილი ქვეყნის აღსასრულამდე, იმიტომ რომ ყველამ იცის რომ ანტი-ქრისტეს მეუფება 3,5 წელიწადში დაემხობა და ამის შემდეგ კიდევ 45 დღე მიეცემა ხალხს უფლის გზაზე შესადგომად. მართალია არაა ცნობილი როდის იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ არც ის შეიძლება რომ ასეთი საეჭვო ფაქტები უყურადღებოდ დატოვოს ადამიანმა . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 16 2007, 06:42 PM
პოსტი #375


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



_გიორგი_

yes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 16 2007, 06:45 PM
პოსტი #376


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



. . . ვისაც არ წაუკითხავს ჩემი პოსტი მოსალოდნელი კოსმოსური კატასტროფის შესახებ (#353) ვთხოვ, რომ წაიკითხოს და დაწეროს საკუთარი აზრი და კომენტარი ყოველივე ამის შესახებ. აგერ ლინკიც და წაიკითხეთ:
http://church.ge/index.php?s=&showtopic=21...indpost&p=89483


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 16 2007, 07:07 PM
პოსტი #377


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



_გიორგი_



თუ ასტეროიდი გამოწვევს ნგრევას სიმშილს სიკვდილს და ათასგვარ უბედურებას, მაშინ ის, როგორ ავხსნათ, როგორც წმინდა მამები ამბობენ მეორედ მოსვლის ჟამს, ადამიანები ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებენ იქორწინებენ და აშ. ანუ ცხოვრების რიტმი უჩვეული არ იქნება. მე ასე მივხვდი, ასტეროიდის დაცემის შემთხვევაში ისეთი მძიმე სურათია დახატული არ მგონია ცხოვრების რიტმი ჩვეულებრივი დარცეს. არათუ ცვეულებრივი ნეტავ რამე უ გადარჩება.

ციტატა
ისე ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება გამახსენდა ამ ატეროიდთან დაკავშირებით,მსოფლიოსი ეკოლოგიური კრიზისი და ომები იქნება და ეგ მოვლენა კი ყველაფერს ერთბაშად დაამძიმებსო.




მოკლედ ყველგან ეს ნოსტრადამუსი, ისე მასზე ცალკე თემა ხომ არ გაგვეხსნა? ცოტა არ იყოს მაშფოთებს მისი ყველა წინასწარმეტყველების ასრულება.

ლეონტი, ნეტავ იცოდე როგორ დამამშვიდეsmile.gif)) საოცარი პოსტია


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 16 2007, 07:11 PM
პოსტი #378


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(მხევალი ნინო @ May 16 2007, 07:04 PM) *

_გიორგი_
თუ ასტეროიდი გამოწვევს ნგრევას სიმშილს სიკვდილს და ათასგვარ უბედურებას, მაშინ ის, როგორ ავხსნათ, როგორც წმინდა მამები ამბობენ მეორედ მოსვლის ჟამს, ადამიანები ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებენ იქორწინებენ და აშ.

იქ ორივეა ნაწინასწარმეტყველები . . . დიდი უბედურებებიც და რაც შენ დაწერე ეგ ფაქტიც, ანუ დიდი ნგრევა კი იქნება, მაგრამ ხალხის გარკვეული ნაწილი სხვა ქვეყნებში, სადაც ნაკლები ნგრევა იქნება და აგრეთვე ისინი ვინც გადაურჩებიან ამ მოვლენას გარეგნულად იცხოვრებენ მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივი ცხოვრებით.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 16 2007, 07:16 PM
პოსტი #379


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



_გიორგი_



რადგან საფრთხე არსებობს შესაძლებელია ასეც მოხდეს, მაგრამ საინტერესოა, ასეთი საფრთხე ქვეყანას პირველად ემუქრება თუ სხვა დროსაც დაფიქსირდა მსგავსი მოვლენა და ყველაფერი კარგად დამთავრდა? გასაგებია შეჯახების შემთხვევაში რა სურათიც იქნება დედამიწაზე და გასაგებია რასაც ჰგავს ეს სურათი, მაგრამ იქნებ ეს ასტეროიდი აცდეს დედამიწას, არ არსებობს მსგავსი შემთხვევა უკვე? ეგებ ის ასტეროიდი, რომელმაც იოანეს გამოცხადების მსგავსი მოვლენები უნდა გამოიწვიოს დედამიწაზე 100 წლის შემდეგ დაგვეჯახება, ვინ იცის. შეიძლება ესც იყოს არც ამას უარვყოფ, იმიტომ, რომ არ ვიცი.

უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ მეორედ მოსვალს ადამიანები პირველივე საუკუნიდან ელოდნენ. გასაგებია, რომ ოდესმე იქნება მეორდ მოსვლა, რადგან ასეა დაწერილი, მაგრამ როდის? იქნებ რამდენი იყო ასეთი ასტეროიდი ისტორიის მანძილზე ვინ იცის. იქნებ გაფრთხილებაც არის უფლისგან, არც ეს ვიცით.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი May 16 2007, 07:23 PM
პოსტი #380


დაურეგისტრირებელი









ნუ იგრუზებით ხალხო აარფერიც არ მოხდება
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 16 2007, 08:07 PM
პოსტი #381


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მართლა კარგით რაა, რისი გჯერათ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 17 2007, 12:29 AM
პოსტი #382


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(_გიორგი_ @ May 16 2007, 02:27 PM) *

. . . ვისაც არ წაუკითხავს ჩემი პოსტი მოსალოდნელი კოსმოსური კატასტროფის შესახებ (#353) ვთხოვ, რომ წაიკითხოს და დაწეროს საკუთარი აზრი და კომენტარი ყოველივე ამის შესახებ.


გიო, სიმართლე გითხრა ძალიან არასერიოზულად მსჯელობ ჩემის აზრით biggrin.gif ბევრს ქათმის გრიპის მოვლენა ეგონა მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი, ანუ მსოფლიოს უმეტესობა ადამიანებისა ამით გაწყდებოდა, მაგრამ...სკაიპში მინდოდა ჩაგძიებოდი და გვესაუბრა ამ საკითხზე, ვფიქრობ ძალიან გინდა ამოხსნა ბოლო ჟამის ნიშნები და მოვლენები, კარგია სიფრთხილე, მაგრამ ამან ამპარტავნებაში არ ჩაგაგდოს, რომ თითქოს ერთ-ერთ ბოლო ჟამის ნიშანს-ვარსკვლავთჩამოცვენას და მზის დაბნელებას შენ მიაგენი და ა.შ. ისე, მაინტერესებს აპოკალიპსის მაგ ადგილში პირდაპირი მნიშვნელობით იგულისხმება მზის და მთვარის დაბნელება, ვარსკვლავების ჩამოვარდნა თუ ამას სხვა ახსნა აქვს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი May 17 2007, 10:40 AM
პოსტი #383


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



_გიორგი_

დილა მშვიდობისა. გილოცავ ამაღლებას! უფალმა გადაგვარჩინოს მოსალდონელი უბედურებებისაგან.

კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი შეხედულება შენს ინფორმაციაზე. საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს და ეჭვიც არ მეპარება რომ ეს ამბავი ბიბლიით ნაწინასწარმეტყველებ კაცობრიობის მიმართ მოველნილ სასჯელს ნამდვილად ჰგავს.

ამ ფორუმზე ხალხის ასეთი დამოკიდებულება შენს მასალაზე ნამდვილად მიკვირს. ასე მგონია ამით სირაქლემას მდგომარეობაში ვიმყოფებით. ცოტა უცნაურია იმ ხალხისაგან რომელიც წმინდა მამების საუბრებსა და წინასწარმეტყველებებს კითხულობს და ასე თუ ისე მეტი ინფორმაცია გაგვაჩნია არაეკლესიური ხალხითან შედარებით. ამ საკითხზე მსჯელობა და სიფრთხილე იმას არ ნიშნავს რომ სასოწარკვეთილებაში უნდა ჩავარდეთ. ალბათ უარყოფითად განწყობილი ფორუმელები სწორედ ამას ერიდებიან და მაგიტო არ უღრმავდებიან საკითხს ბოლომდე.

მე არც დემაგოგი ვარ და არც ვინმეს შეშინება მინდა. ისიც ძალიან კარგად ვიცი ჯერ კიდევ საუკუნეების მიღმა, როცა მიწისძვრა მოხდებოდა (მაგალითად 1080წ. ვიდრე დავით IV გამეფდებოდა) მაშინაც მასე ეგონათ მეორედ მოსვლააო. ასე ხდებოდა მერეც და ისიც კარგად მახსოვს რაებს ამბობდნენ 2000 წელზე.

მაგრამ, წინა პოსტშიც დავწერე და ეხლაც ვიმეორებ: უდიდესმა ბერებმა, მამა პაისმა და გაბრიელმა, რომელთა გამსაკუთრებულ მადლში იმედია ეჭვი არავის გეპარებათ, ბევრჯერ განაცხადეს რომ ის თაობა ვისაც ესაუბრებოდნენ იყო ბოლო თაობა. ანუ მსმენელნი დაახლოებით ჩვენი მშობლების ასაკისები იქნებოდნენ.

ერთადერთი რაზეც ჩვენ უნდა ვიდარდოთ და ვიზრუნოთ ისაა რომ რწმენა არ შეგვერყას და როგორც მხევალი ნინო ამბობდა-ჯვარსა და პურს შორის არჩევანს რომ მოგვთხოვენ, იმდენად ძლიერნი ვიყოთ რომ ჯვარი ავირჩიოთ. ამას ბევრი ალბათ ვერ შეძლებს. მეც არ ვიცი რას ვიზამ და სწორედ ამის მეშინია და არა კატასტროფის.


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari24
პოსტი May 17 2007, 11:47 AM
პოსტი #384


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 17-February 07
წევრი № 1,102



ყველას გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს და ვისურვებდი თვალი კოსმოსზე უფრო შორს საღვთო სივრცისკენ მიგვეპყროს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 17 2007, 12:09 PM
პოსტი #385


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ეკუმენისტი
ციტატა
ერთ-ერთ ბოლო ჟამის ნიშანს-ვარსკვლავთჩამოცვენას და მზის დაბნელებას შენ მიაგენი


გიომ როგორ მიაგნო, მთელმა ასტროფიზიკოსთა სამყარომ იცის ეგ! smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

44 გვერდი V « < 18 19 20 21 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 10:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი