![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
geoatak |
![]()
პოსტი
#441
|
geoatak ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 119 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,231 ![]() |
თარიღები არავინ იცის და არც ეცოდინება როგორც უფალი ამბობს:36. ხოლო იმ დღისა და დროის შესახებ არავინ იცის, არც ცათა ანაგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. ეგ ვიცით, თუ შეგიძლია, სანამ კაიროსი მიპასუხებდეს, შენ მითხარი წმ. კალენიკეს ეს ხილვა რამდენადაა ავტორიტეტული, ასევე ვიმეორებ თხოვნას: მხოლდ მან დადოს კომენტარები ვინც სტატიას ბოლომდე წაიკითხავს |
guest |
![]()
პოსტი
#442
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
უკაცრავად, არამკითხე მოამბედ არ მომნუსხოთ, მაგრამ ეს თემა რომ აპოკალიპსის თემაში გაერთიანდეს არ ჯობია? მეტად დამაბნეველი სათაური აქვს , ფაქტიურად სულ სხვა რამეს ელოდება მკითხველი სანამ გახსნის თემას.
მადლობთ და ბოდიშით. |
მართა |
![]()
პოსტი
#443
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
KAIROS
ციტატა და მსგავსი პროვოკაციები, რაც & quot;ფსევდომართლმადიდებლობაშიც " არის დაგმობილი ვინ დაგმო? თქვენ? -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
geoatak |
![]()
პოსტი
#444
|
geoatak ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 119 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,231 ![]() |
უკაცრავად, არამკითხე მოამბედ არ მომნუსხოთ, მაგრამ ეს თემა რომ აპოკალიპსის თემაში გაერთიანდეს არ ჯობია? რა შუაშია "არამკითხე მოამბე", ეს სტატია თუ ბოლომდე წაიკითხე მიხვდებოდი ,რომ უფრო ურწმუნოებისა და სარწმუნოებაში ნაკლებად გათვითცნობიერებულ ხალხს ეძღვნება, მიზანი ამ სტატიის აქ დადებისა ისაა რომ თქვენგან მოვისმინო არგუმენტირებული შენიშვნები, დავხვეწო და თუ უფალი ინებებს (ჩემი სულის საცხონებლად) გამოვცე. მეტად დამაბნეველი სათაური აქვს , ფაქტიურად სულ სხვა რამეს ელოდება მკითხველი სანამ გახსნის თემას. გარწმუნებ ეფექტისთვის არ შემირჩევია ეს სათაური, ხანგრძლივი დაკვირვებით იმ ურწმუნო ადამიანებზე სადაც მე ვტრიალებ დავასკვენი რომ ამ ხალხს ცალკე აპოკალიფსზე, ან ცალკე იესოს მცნებებზე კი არ უნდა ელაპარაკო (დასაწყისში), არამედ ჯერ სურვილი უნდა გაუჩინო საერთოდ დაინტერესდეს ამ თემებით და ცხონების გზით. ეს სტატია მცდელობაა შეკრას "ჯაჭვი"... |
დათიკო |
![]()
პოსტი
#445
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
staywhite
ციტატა უკაცრავად, არამკითხე მოამბედ არ მომნუსხოთ, მაგრამ ეს თემა რომ აპოკალიპსის თემაში გაერთიანდეს არ ჯობია? მეტად დამაბნეველი სათაური აქვს , ფაქტიურად სულ სხვა რამეს ელოდება მკითხველი სანამ გახსნის თემას. მადლობთ და ბოდიშით. აშკარად სიმართლეს ამბობ. ეხლავე |
geoatak |
![]()
პოსტი
#446
|
geoatak ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 119 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,231 ![]() |
|
დათიკო |
![]()
პოსტი
#447
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
geoatak
ციტატა ელემენტარული ეთიკა ითხოვს, რომ წინასწარ გეცნობებინათ ამ გადაადგილების შესახებ. მე ამ აზრს არ ვეთანხმები, თუმცა თქვენთვის ეტყობა ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ფორუმის წესების მიხედვით ორი ერთნაირი შინაარსი თემა უნდა გაერთიანდეს და ამისთვის თემის ავტორის ნებართვა არ არის საჭირო. აქვე, ვიტყვი, რომ სანამ გახსნი თემას, უნდა გადაავლო თვალი არსებობნ თუ არა უკვე ასეთი შინაარსის თემა და თუ არსებობს, მაშინ ანალოგიური აღარ უნდა გახსნა, თორემ ან დაიხარება და ან ასეთი ბედი ეწევა ![]() ისე, გასაბრაზებელი ნამდვილად არაფერია, რადგან შენს თემაში არსებული პოსტები არსად არ გამქრალა ისინი კვლავაც ადგილზეა და მის გარშემო დიალოგს არავინ გიშლით. ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#448
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
თემა გადადის ღვთისმეტყველებაში, სადაც არის გახსნილი ანალოგიური თემა. ეს თემა გაერთიანდება იმასთან. იქ გავნაგრძოთ ამ საკითხზე მსჯელობა.
![]() |
Iona |
![]()
პოსტი
#449
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
მეორე თAვი
12. და ანგელოზსა პერღამისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს, რომელსა-იგი აქუს მახჳლი ორპირი აღლესული: 13. ვიცნი საქმენი შენნი, და თუ სადა მკჳდრ ხარ, სადა-იგი არს საყდარი ეშმაკისაჲ, და გიპყრიეს სახელი ჩემი და არა უარ-ჰყავ სარწმუნოებაჲ ჩემი დღეთა მათ ანტიპაჲს, მოწამისა ჩემისა სარწმუნოჲსათა, რომელი-იგი მოიკლა თქუენ შორის, სადა-იგი ეშმაკი მკჳდრ არს... ამისა და სხვა თAვების განმარტებანი. http://www.link.ge/file/191599/041121-OTKROVENIE6.mp3.html 22გვერდზე არის ლინკები 1 თავიდან აქამდე განმარტებების. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
maZiebeli |
![]()
პოსტი
#450
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,094 რეგისტრ.: 16-August 06 მდებარ.: თქვენთან წევრი № 67 ![]() |
Iona
გმადლობ, გაიხარე; კარგი ლექციებია. კიდე გაქვს? თუ დადებ, ძალიან დამავალებ. -------------------- "...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33. "აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21. |
Iona |
![]()
პოსტი
#451
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა გმადლობ, გაიხარე; კარგი ლექციებია. კიდე გაქვს? თუ დადებ, ძალიან დამავალებ კიდევ მაქვს და ვეცდები ამავე საღამოსვე დავდო. ![]() -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
jariskaci |
![]()
პოსტი
#452
|
![]() jariskaci ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,034 რეგისტრ.: 2-October 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,878 ![]() |
იმ დღეს წავიკითხე წიგნი საქართველო მეორედ მოსვლის წინ,ძალიან სერიოზული რამეა,ძაან ბევრი წინასწარმეტყველება ახდა რაც იქ წავიკითხე,მე თუ მკითხავთ მეორედ მოსვლა უკვე დაწყებულია,ამიტომ განიწმინდეთ ცოდვებისაგან მანამ გვიანი არაა.
-------------------- ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#453
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა იმ დღეს წავიკითხე წიგნი საქართველო მეორედ მოსვლის წინ,ძალიან სერიოზული რამეა,ძაან ბევრი წინასწარმეტყველება ახდა რაც იქ წავიკითხე,მე თუ მკითხავთ მეორედ მოსვლა უკვე დაწყებულია,ამიტომ განიწმინდეთ ცოდვებისაგან მანამ გვიანი არაა. აგე ![]() რა გინდა ძმაო ჯარში, წაი მთაში ![]() და შეეშვით ამ ყვითელ პრესას! ჯეოტაკ, კამათისას ენას გიწუნებ, რაღაც აგრესიით წერ, და ამით მხოლოდ აგრესიას გამოიწვევ, ის რუსულიც შენი სტატიის გახსნისას ამოვიდა, ეტყობა იქ მინიშნებული ლინკი იყო, ასე რომ სულაც არაა თემიდან შორს, ან როგორ უნდა იყოს, როცა იქაც იმაზეა საუბარია, რასაც შენი ნაკრები ეძღვნება? შეეშვი ასე "დემაგოგია" და ა.შ. არაფერ შუაშია დემაგოგია, არამედ კიდევ ერთხელ გიმეორებ შეიძლება წმიდა ან ცნობილ მამებს, გააჩნდეთ რაიმე კერძო აზრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი მისაღებია ან გასასაღებელია, როგორც ჭეშმარიტება! ციტატა ალბათ გინდოდა გეთქვა კალენიკე წმინდანი არაა და არ დაეჯერება მის ხილვასო, ან ეს ხილვა მას მიაწერესო, მოკლედ რისი თქმა გინდოდა, ოღონდ არგუმენტირებულად რა... ა მაპატიე მეგობარო, მაგრამ ძალაინ გაუგებრად წერ, რა შუაშია, კალინიკე არის წმიდანი თუ არა? ნებისმიერი რიცხვების და თარიღების დასახელება არის შეცდომა და ვისაც არ უნდა მიაწერონ ეს, ყოველთვის დარჩება მართლმადიდებლური აზროვნებისათვის უცხოდ, ციტატა :36. ხოლო იმ დღისა და დროის შესახებ არავინ იცის, არც ცათა ანაგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ ამის შესახებ საკმარისია უბრალოდ თვალი გადაავლო "ესქატოლოგიიდან ესქტომანიამდე" თოფიქში უკვე ბევრჯერ განხილულ საკითხებს და იქ მოცემულ მასალებს, რომ აშკარა გახდება,რამდენად შორსაა ის მასალები მართლმადიდებლობისაგან, რაც იქ დაიდო...ასე რომ გინდ ლავრენტის იყოს გინდ კალენიკესი, კერძო აზრი, რჩება ყოველთვის კერძო აზრად ! რაც შეეხება შენს მიერ მოყვანილ სნნ-ს და ბბს-ს, საერთოდ არაა იქ საუბარი რაიმე რელიგიურ მოტივებზე არამედ პიროვნების "პრაივასის" დაცვაზე, ასე რომ ამ სტატიების მოყვანით "ჩიპომანიის" შექმნა ეკლესიის მრევლში სექტანტურ აზროვნებაზე მიუთითებს, ისევე როგორც ერთერტ მცირე სექტას საქართველოში საბჭოთა პასპორტების აღების ეშინოდათ, ნახე ბეჭედიო შუბლზეა და მარჯვენა მხარესო ![]() და კიდევ მოდი ბრალდებებს შეეშვი და კითხვა მიყავი ხელი, შენ მეგობარო ახლა გვეწვიე ჩვენ კი ეს სისულელეები: ციტატა 1. რატომ ვერ ვამჩნევთ, რომ `მხეცის ხატის~ შესახებ წინასწარმეტყველება უკვე სრულდება? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ თვითონ ყოველდღე ვცემთ თაყვანს მხეცის ხატს და მსხვერპლად ვწირავთ მიწიერი ცხოვრების ძვირფას წუთებს... ამიტომაც არა გვაქვს სულიერი ნათელი, რომ აშკარა მოვლენები შევამჩნიოთ. 2. მხეცის მოლაპარაკე ხატს ადარებენ ტელევიზორს; მაცდურ ყუთს (იგულისხმება ტელევიზორი _ ავტ.) 3. სიონისტები უკვე ამზადებენ ვიღაცას მესიის როლისთვის. 4. 1909 წელს, როცა რუსეთში ჯერ კიდევ მეფის ხელისუფლება იყო, ს. ნილუსი წერდა: `დიახ, უეჭველია, რომ ჩვენ ვართ ამ უკანასკნელ, მსოფლიოს აღსასრულისწინა ეკლესიაში 5. რაც შეეხეპა შტრიხ-კოდების არსებობას ამ ახალ პასპორტზე; ამით ჩვენ გვაჩვევენ ქრისტეს საწინააღმდეგო სიმბოლიკას. ყოველი შტრიხ-კოდი, როგორც უკვე ცნობილია შეიცავს აპოკალიფსურ რიცხვს _ 666. მფლობელის ელექტრონული სახელი მასში აპოკალიფსური რიცხვით იქნება გაჯერებული. ასეთი ბარათის მიღებისას ადამიანი ხელმოწერით ადასტურებს საკუთარ ნებას და ამით გამოხატავს ნებაყოფლობით განდგომას უფლისაგან. ელექტრონული ბარათი _ ქარტიის (მოლაპარაკების) ხელმოწერაა ანტიქრისტესთან. ადამიანი ღალატობს ღმერთს და სამაგიეროდ მოიპოვებს უფლებას ისარგებლოს მატერიალური სიკეთეებით. ან ეს roca antiqriste mTels msoflioSi gabatondeba, xolo patara saqarTvelos verafers daaklebs, es iqneba yvelaze didi mxileba misi uZlurebisa, radgan qveynis Zliereba mis ekonomikasa da SeiaraRebaSi ki araa, aramed RvTis mfarvelobaSi. maS, vicxovroT WeSmariti qristianebiviT da RmerTi Tavis wyalobas ar mogvaklebs! ამ ყველაფერზე ჩვენ უკვე დავწერეთ და ვთხოვ დაინტერესებულ პირებს კარგად გადაიკითხონ "მართლმადიდებლობა და ფსევდომართლმადიდებლობა" და "ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე" მოკლედ ვნახე რა ქათული ვერსიაც, აღმოჩნდა ესაა ტიპიური რუსული ესქატომანიური წიგნი, რომელიც ყვითელ პრესადაა ყველგან, სადაც ყველა კერძო აზრი ერთადაა თავმოყრილი და ლამის დღეც კი დაასახელონ მეორედ მოსვლისა.. უუუჰ მაპატიეთ მაგიც ვიპოვე ა ბატონო rogorc vxedavT, wm. kalenikes euwya, rom samyaros aRsasruli adamidan 7500 wlamde ar dadgeboda. es weli Seesabameba 1992 wels. am gamocxadebis WeSmaritebaSi eWvis Setana SeuZlebelia am moRvawis didi siwmindis gamo. isic cxadia, rom1992 weli ar aris absoluturad zusti TariRi. bibliidan cnobilia, rom RmerTma windawin ganucxada abraams, rom misi STamomavloba 400 weli iqneboda egviptis tyveobaSi (dabad. 15.13). gamosvlaSi ki vkiTxulobT, rom es tyveoba 430 weli gagrZelda (gamosvla 12.40), visac aqvs yurni smenad, isminos! ამათზე, როგორც ზემოთ ნახე, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დასახელებულ თემებში ციტატა "მართლმადიდებლობა და ფსევდომართლმადიდებლობა" და "ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე" და თავიდან გამეორებას ჯობს ისინი წაიკითხო და მერე გვეკამათო, დაანებე ამ თავი ამ "ესქატო-ჩიპო-ტელე-სემიტო-მანიას" და დავიწყოთ ესქატოლოგია!მოკლედ დიდი სამუშაო გაქვს მეგობარო, ჯერ უნდა წაიკითხო რაც აქ დაიწერა და ითქვა და მერე უნდა დაიწყო, უკვე ნამსჯელზე დაყრდნობით კამათი, ბორბალის თავიდან გამოგონებას ნამდვილად არ გირჩევ ![]() და ცოტა მშვიდად ![]() იხარე, კაიროსი ! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#454
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
დიდი იმედი არა მაქვს , რომ ოპონენტი მხარე შესაბამისი ყურადღებით და მიუკერძოებლად გადახედავდა ჩემს მიერ მითითებულ თემებს და ნაწილი მა თემებიდან აქ მოვიყვანე, ზოგი ნაწყვეტი, ზოგი უბრალოდ ლინკი....
....... ციტატა ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საეკლესიო ჯიხურები გადაივსო "ბოლო ჟამის" შესახებ თარგმანებით, თუმცა უმრავლესი მათგანი აქ დაწერილი "ჭორაობის" დონეზეა და ლამის დოგმატიკად ცხადდება, ასე დადის ხალხში აზრები"იმ მამამ თავის სულიერ შვილს უთხრა, შენ მოესწრები მეორედ მოსვლასო", და მიდის მერე გამოთვლები რამდენი წლისაა ის სულიერი შვილი, რამდენად "გაძლებს" კიდევ და როგორ გრძნობს თავს და ა.შ. და ა.შ. ეს ყველაფერი იმდენად პრიმიტიულია, ასეთ დელიკატურ საკითხს რომ არ ეხებოდეს, მართლაც შესანიშნავი სახუმარო მასალა იქნებოდა... არადა სახუმაროდ არა გვაქვს საქმე... თუ დაკვირვებიხართ, ჩვენი ეკლესიების ამბიონებიდან რა ტიპის ქადაგებები ისმის? დ ა შ ი ნ ე ბ ი ს !!! მხოლოდდამხოლოდ დაშინების, ან აქცენტია იმაზე, თუ რა ცუდები არიან ეს ქალები და მათი ჩაცმულობა, რა ცუდია ეს სამყარო და მიდის მერე სუპერესქატომანია და ბრუნდება ხალხი სახლში აკანკალებული და ინტერნეტს კი არა ხაზის რადიოსაც არ ეკარება ( თუა კიდე ) ... აქ დაწერეს, რომ წმიდა წერილის გამოკვლევა-შესწავლას იწყებენ, კარგი საქმეა, ვფიქრობ კარგად უნდა გაუკეთონ ორგანიზირება, განმარტება და ტექსტი ცალკე და ფორუმელების კომენტარები ცალკე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენმა ფორუმის მოძღვრებმა უნდა დაგვეხმარონ... მეც მივიღებ მონაწილეობას, რამდენადაც დრო ხელსშემიწყობს... ახლა ცოტა წინ წავიწიოთ და ერთ შედარებას დაგიწერთ და მითხარით რას ფიქრობთ ამ იდეაზე... არსებობს ღვთისმეტყველებში საკმაოდ მყარი აზრი , რომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული თარიღი მეორედ მოსვლისა, არამედ ის მოხდება მაშინ, როცა ამისი ზუსტი დრო ( ბერძნულად ამ დროს - კაიროს ქვია) მოვა, ანუ, რომ გავიხსენოთ იონასა და ნინევიას ამბავი, ნინევიას "ბოლო ჟამი" მოსული იყო, მაგრამ მათ მიერ გამოხატულმა სინანულმა ეს დრო "გადაწია" (ბოლოში მაინც ეწიათ სამწუხარო დასასრული), შეგვიძლია თუ არა მსგავსი მიდგომა მეორედ მოსვლისადმი? და რა არის ის უძირითადესი ნიშნები, რომლებიც მხოლოდ "იმ ჟამს" შეიძლება მოხდეს? რამეთუ მხოლოდ ომები, მიწისძვრები და ცვლილებები ფლორა-ფაუნაში არ გამოდგება ამ მიზეზებად... ციტატა Да, православное богословие нужно не только для борьбы с ересями и внецерковными доктринами. Еще оно бывает нужно для борьбы с внутрицерковной, народной “православной” мифологией სწორედ ამ "შიგაეკლესიურ მითოლოგიას" უნდა დავუპირისპიროთ განათლება და ჩვენი ყოველდღიური მეცადინეობა ამისაკენ უნდა იყოს... ეს მისიაცაა მეგობრებო, მაგრამ ამაზე მისიაში... ისე კი ამაზე გირჩვეთ წაიკითხოთ იგივე კურაევის Второе пришествие апокрифов. Проповедь о "порче" вместо проповеди о Христе რომელიც იწყება ძალიან საინტერესო ციტატით, რომელიც პატრიარქ ალექსი II ეკუთვნის К сожалению, несмотря на наши предупреждения, в ряде храмов по-прежнему продается литература, носящая неправославный характер, несущая суеверия... Патриарх Алексий II ... როგორ უფრო რეალურად ჟღერს ეს სიტყვები ქართულ რეალობაში, იქ არჩევანი მაინც აქვთ, ჩვენთან კი მეტი არაფერია... ნახეთ ასევე ქვევით მოყვანილი ბმულები http://church.ge/index.php?s=&showtopic=10...indpost&p=93306 http://church.ge/index.php?s=&showtopic=10...indpost&p=58723 .................... რაც შეეხება ფსევდოშიშებს ჩიპებზე და ტელევიზორებზე, მაგას "ფსევდომართლმადიდებლობაში" უხვად ნახავთ პასუხგაცემულს... იხარეთ, კაიროსი! პ.ს. ისე კი ძალიან ზოგადში, და იგივეს გამეორებაში, რომ არ გადაიზარდოს ეს საუბარი, დააყენე კონკრეტული საკითხი, რაც გაინტერესებს და განვიხილოთ, ოღონდ მანამ ვნახოთ რა ვისაუბრეთ მასზე და რა არგუმენტები იქნა მოყვანილი... ანუ მაგალითად ჩიპებზე გაინტერესებს? ნახავ შესაბამის პოსტებს, დააკოპიებ, დაწერ შენს აზრს დამყარებულს უკვე თქმულზე და დავიწყოთ კამათი, სხვაგვარად აზრს კარგავს კამათი ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#455
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ის ლექციები ვის ეკუთვნის? ( ჯერ ვერ გადმოვქაჩე)....
რადგან ძიება შეიძლება დაგვეზაროს აი ლინკი "ფსევდომართლმადიდებლობაზე" http://church.ge/index.php?showtopic=355 ეს ნაწყვეტია ერთერთი--- ციტატა ცნობილი აპოკალიფსური სიმბოლოს "მხეცის ნიშნის" შეცვლილ და უცნაურ განმარტებასთან გვაქვს, მარჯვენა ხელი და შუბლი; სიმბოლო თუ ბუკვალური გაგება? იქნებ ორივე ერთად? 1) თუკი სიმბოლოა, გასაგებია, ანტიქრისტეს საბოლოო მორჩილება გონებით და საქმით 2) თუკი ბუკვალურია-მაშინ გამოდის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ნიშანს მიიღებენ, მაშინვე წარწყმედულები არიან, რაჟამს ეს რაღაც ნიშანი ( თუ ჩიპი, როგორც გინდათ), მიიღეს, მაგრამ ეს არ მოდის თანხმობაში, მართლმადიდებლური სოტიოროლოგიასთან, რადგან ყოველ ხორცში მყოფს აქვს შენანების შანსი და საშუალება, აქედან ცხონებისაც, აქედან შეიძლება ადამიანები, ბოლო პერიოდშიც კი მოექცნენ, მაშინ ვინ არიან "დაღდასმულები"? ისინი ვინც გონებითაც დაემორჩილნენ ანტიქრისტეს და მისი მსახურები გახდნენ, ამიტომ არა მგონია რაიმე ფიზიკურ-მატერიალური განსხვავება ქონდეთ ( ძვალზე დასხივებული კოდები თუ ჩადობილი ჩიპები...), არამედ თავისუფალი პიროვნული არჩევანით დამონებულები იქნებიან სატანას... 3) ორივეს შეთანხმებას მე არ ვაპირებ, რადგან მიმაჩნია, რომ სულ სხვადასხვა სულის მატარებლები არიან ისინი... ე.ი. თუკი დავუშვებთ, რომ 666 არ არის რაიმე სახის მატერიალიზებადი საგანში ან კოდში, არამედ სიმბოლურად გადმოცემს სატანისადმი დამორჩილებას ( ეგ ცალკე საკითხია, თუ რატომ), მაშინ აშკარაა, თუ რატომ არაა ეს რიცხვი საშიში, მაგ: ბიბლიაში, სადაც არის კიდეც ასეთი გვერდი, ან ტელეფონის, მანქანის, სახლის და ა.შ. ნომრებში ( თუმცა ბევრს მაინც ეშინია) და რატომ იძენს მთელ დამღუპველ ძალას, როცა ანტიქრისტეს თემატიკას ეხება, რადგან მხოლოდ ამ პერიოდთან მიმართებაშია იგი სიმბოლური, დანარჩენ სხვა შემთხვევაში ისეთივე რიცხვია, როგორიც 230 ან 426 ... და დავამთავრებ, იმ კოდებში რომც იყოს რაიმე ექვსები, ( თუმცა ვიცით, რომ როგორც პატრიარქმა პარქიალურ კრებაზე: Заверяю вас, в штрих-кодах нет никаких шестерок!) და ვამბობდი რომც იყოს მაინც არანაერ საშიშროებას არ წარმოადგენს, ზემოთ მოყვანილი და სხვა ათასი არ მოყვანილი მიზეზის გამო! ერთ მაგალიტს მოგიყვანთ, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ადრე, სადღაც 12 წლის უკან შემოვიდა რაღაც ჩინური ფანქრები, ზედ კი რიცხვები ეწერა, მათ შორის ეს 666-იც, შესანიშნავად გამოვიყენე, ისეთივე ფანქარი იყო, როგორც ნებისმიერი სხვა ჩინური ნაწარმი... ასე რომ ფორმის კი არა შინაარსის ძიება უნდა მოხდეს! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Iona |
![]()
პოსტი
#456
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ვინმემ შეიძლება იცოდეთ. უფრო დაზუსტებით
იმიტომ რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია წინასწარმეტყვლები ახალ აღთქმაში აღარ არიან, უკანასკნელი წინასწარმეტყველება არის იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსი. ცნობისათვის, სხვათაშორის ჯერ აპოკალიფსი დაწერა იოანემ და შემდეგ სახარება. ![]() -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
Iona |
![]()
პოსტი
#457
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
შეპირებისამებრ ვდებ მომდევნო ლექციას.
![]() 18. და ანგელოზსა თჳატირისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ძე ღმრთისაჲ: რომლისა თუალნი არიან, ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, და ფერჴნი მისნი მსგავს არიან რვალსა გუნდრუკსა. 19. ვიცნი საქმენი შენნი და სიყუარული შენი, და სარწმუნოებაჲ და მსახურებაჲ და მოთმინებაჲ და საქმენი შენნი უკუანაჲსკნელნი უმრავლეს პირველისა. 20. არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ უტევე ცოლი შენი იეზაბელ, რომელი იტყჳს თავსა თჳსსა წინაწარმეტყუელად და ასწავლის და აცთუნებს ჩემთა მონათა სიძვად და ჭამად კერპთა ნაზორევისა. 21. და მივეც მას ჟამი, რაჲთა შეინანოს, და არა ჰნებავს სინანულად სიძვისაგან მისისა. 22. აჰა ესერა დავამჴუა იგი სარეცელსა ზედა, და რომელნი იმრუშებდეს მის თანა, შთავყარნე ჭირსა დიდსა, უკუეთუ არა შეინანონ საქმეთაგან მათთა. 23. და შვილნი მისნი მოვსწყჳდნე სიკუდილითა, და ცნან ყოველთა ეკლესიათა, ვითარმედ მე ვარ, რომელი განვიკითხავ გულსა და თირკუმელთა; და მიგცე თქუენ თითოეულსა საქმეთა თქუენთაებრ. 24. ხოლო თქუენ გეტყჳ, სხუათა მაგათ, რომელნი ხართ თჳატირას შინა, რომელთა არა გაქუს სწავლაჲ ესე, რომელთა არა გიცნობიან სიღრმენი ეშმაკისანი, ვითარ იტყჳან, არღარა მოვაწიო თქუენ ზედა სხუაჲ სიმძიმე. 25. არამედ რომელი-ეგე გაქუს, დაიმჭირეთ, ვიდრემდის მოვიდე. 26. და რომელმან სძლოს და დაიმარხნეს ვიდრე აღსასრულადმდე საქმენი ჩემნი, მივსცე ჴელმწიფებაჲ წარმართთა ზედა, 27. და ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაჲთა; ვითარცა ჭურნი იგი მეკეცეთანი შეიმუსრნიან, ვითარცა მე მოვიღე მამისაგან. 28. და მივსცე მას ვარსკულავი იგი განთიადისაჲ. 29. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა. მამა ოლეგ სტინიაევი, აპოკალიფსის განმარტებანი წმ. ანდრია კესარიელის მიხედვით. http://www.link.ge/file/191829/041121-OTKROVENIE6.mp3.html http://www.link.ge/file/191838/041128-OTKROVENIE7.mp3.html პ.ს ასევე ძაან საინტერედ არის განხილული თუ რა პრინციპიალური განსხვავებაა ქრისტიანობასა და ყველა სხვა რელიგიას შორის. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
Iona |
![]()
პოსტი
#458
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
შემდეგი ტექსტის განხილვა
თავი 3 1. და ანგელოზსა სარდისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა ჰქონან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი და შჳდნი იგი ვარსკულავნი: ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ სახელი გაქუს და ცხოველ ხარ და მკუდარ ხარ. 2. იქმენ მღჳძარე და დაამტკიცენ სხუანი იგი, რომელთაჲ გეგულებოდა განგდებაჲ, რამეთუ არა მიპოვნიან საქმენი შენნი აღსრულებულად წინაშე ღმრთისა ჩემისა. 3. იჴსენებდ, უკუეთუ ვითარ მიიღე და შეინანე. ხოლო უკუეთუ არა მღჳძარე იყო, მოვიდე შენ ზედა, ვითარცა მპარავი, და ვერ სცნა, რომელსა ჟამსა მოვიდე შენ ზედა. 4. არამედ მცირედი სახელები გყავს სარდეს შინა, რომელთა არა შეუგინებიეს სამოსლები მათი, და ვიდოდიან იგინი ჩემ თანა სამოსლითა სპეტაკითა, რამეთუ ღირს არიან. 5. რომელმან სძლოს, ესრეთ შეიმოსოს სამოსელი სპეტაკი და არა აღვჴოცო სახელი მისი წიგნისაგან ცხოველთაჲსა და აღვიარო სახელი მისი წინაშე მამისა ჩემისა და წინაშე ანგელოზთა მისთა. 6. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა. http://www.link.ge/file/191833/041205-OTKROVENIE8.mp3.html -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#459
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა შემდეგი ტექსტის განხილვა ვისია ეს ლექციები? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Iona |
![]()
პოსტი
#460
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა ვისია ეს ლექციები? მამა ოლეგ სტინიაევის, თავის დროზე გადმოვწერე ტევე სპას .რუ - დან. მაგრამ ახლა ამ საიტს რაგაც ცუდი დრო დაუდგა, ასე რომ 30 ლექცია, ანუ სრული გარჩევა აპოკალიფსისა, კომპიუტერში მაქვს და მზად ვარ დაინტერესებულთ გავუნაწილო. ![]() ![]() პ.ს ისე კი ნუ მოგერიდებათ ძაან ![]() -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 10:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი