![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
loen |
![]()
პოსტი
#621
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 ![]() |
http://www.reg6.com/reg6/index.html
ინგლისურის მცოდნეთათვის. გთხოვთ წაიკითხოთ ბოლომდე,არ გამოტოვოთ და არ გადაახტეთ თავებს. მაინტერესებს ყველას აზრი. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
m16 |
![]()
პოსტი
#622
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
რა წერია?
-------------------- :)
|
loen |
![]()
პოსტი
#623
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 ![]() |
-------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
მოყვასი |
![]()
პოსტი
#624
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
საინტერესოა.. გამოცხადების წიგნი არც თუ ისე იოლი ასახსნელი უნდა იყოს..
-------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
bachleli |
![]()
პოსტი
#625
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 14-June 09 წევრი № 7,120 ![]() |
მნათე
ეს ფილმი გადაღებულია გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატე ცინცაძის ლოცვაკურთხევით... |
KAIROS |
![]()
პოსტი
#626
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მნათე ეს ფილმი გადაღებულია გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატე ცინცაძის ლოცვაკურთხევით და უკვე დაგმობილია თავად საპატრიარქოს მიერ, ანუ მეუფეს სახელი იქნა ნახსენები, თუმცა შეცდომით და უბრალოდ მოხსენებით. ახლა ამ ფორუმშიც მოძღვრებმა ურჩიეს პირდაპირ რომ ამ ფილმს არ უყურონ, თუ ვიპოვე დაგიდებ ლინკს. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
აკაკი |
![]()
პოსტი
#627
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
მე ვერგეტყვით როდის, იქნება, მხოლოდ მაღალმა ღმერთმა იცის,
როცა ინებებს მაშინ იქნება, მაგრამ ცნობილია, რომ მალე იქნება, ეს მხოლოდ უფალმა იცის მალე იქნება თU არა, მაგრამ ბევრ ადამიანს ჰქოონია ხილვა, რავიცი ჭეშმარიტება მხოლოდ უფალმა იცის |
KAIROS |
![]()
პოსტი
#628
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მაგრამ ცნობილია, რომ მალე იქნება, ეს მხოლოდ უფალმა იცის მალე იქნება თU არა, მაგრამ ბევრ ადამიანს ჰქოონია ხილვა, რავიცი ჭეშმარიტება მხოლოდ უფალმა იცის იშვიათად მინახავს ზედზედ ორი წინადადება, რომლიდან თითოეული ორადაა გაყოფილი და ერთმანეთს გამორიცხავს ![]() პირველი ნაწილები ორივე შემთხვევაში შეცდომაა და ორივე შემთხვევაში მეორე ნაწილები მართალი. მეორეს მიაწექით-ი; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
აკაკი |
![]()
პოსტი
#629
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
KAIROS
![]() |
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#630
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
ციტატა მაგრამ ცნობილია, რომ მალე იქნება არაფერია გამორიცხული -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
*ana* |
![]()
პოსტი
#631
|
![]() Gothic, it's inside ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,163 რეგისტრ.: 10-October 08 მდებარ.: in your nightmare წევრი № 5,793 ![]() |
რა მოხდება მე რომ არ მოვესწრო?
![]() მეშინია ![]() -------------------- Metal power
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#632
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა რა მოხდება მე რომ არ მოვესწრო? რომ არ მოესწრო იმის გეშინია თუ რომ მოესწრო იმის? ![]() არაფერია საშიში, ქრისტიანმა სჯობს საკუთარ განკითხვაზე იფიქროს, რადგან არ იცის, როდის წარდგება უფალთან, ვიდრე ზოგად საკაცობრიოზე... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#633
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
ციტატა რა მოხდება მე რომ არ მოვესწრო? მეშინია რა აზრი არ რომც გარდავიცვალოთ (ღმერთმა დაგვიფაროს) მეორედ მოსვლისას ხო მაინც მოგვიწევს მკვდრეთით აღდგომა ![]() ნუ თუ ანტიქრისტეს მეფობის პერიოდზე ამბობ მაშინ ხო მაშინ ხოოო წმინდანებიც ევედრებოდნენ ღმერთს რო არ მოსწრებოდნენ მაგ დროს იმდენად რთული დღეები იქნება ალბათ რავიცი ... რავიცი.. ვიცი? არ ვიცი ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
აკაკი |
![]()
პოსტი
#634
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
llaasshhaa
ხო ეგ ხოო, მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანს და მართLმადიდებელს, ვერაფერს დააკლებს, ალბად ხალხი სულ ეკლესიაშI იქნება მის ეზოებშI და სულ გიქ გაათენებს ღამეს, ამბობენ ეკლესიაშიც ივლისო ანტი ქრისტეო მაგრამ უფალი იესო ქრისტე კვლავ მოევლინება ამქვეყნიურ სამყაროს, და ჭეშმარიტება მაშინ გამობრწყინდება, |
IkaMac |
![]()
პოსტი
#635
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 11-September 08 მდებარ.: Georgia.Tbilisi წევრი № 5,641 ![]() |
მირჩევნია მოვესწრო ვიდრე არა ...
|
afxazi |
![]()
პოსტი
#636
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
კაცობრიობის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა ჟამი, როდესაც ამ ეპოქის მცხოვრებნი გაცხოველებულად, დიდი მოლოდინით მოელოდნენ სამყაროს აღსასრულს და შესაბამისად ქრისტეს მეროედ მოსვლას, რა დროსაც საყოველთაო განსჯა მოხდება მთელი ადამიანური მოდგმისა. თუმცა დღევანდეობისგან განსხვავებით ეპოქალურ მდგოამრეობასთან ერთად კონკრეტული დროის მცხოვრებნი შეცდომაში შედიოდნენ ეკლესიის მიერ სიმბოლურად გამოყენებული წელთა-აღრიცხვითი სისტემის პირდაპირი გამოყენების კუთხითაც (თუ როგორ ამას ქვემოთ ვნახავთ). ეკლესიამ, უფრო სწორად მისმა წევრებმა არაერთი და თანაც სასტიკი დევნა განიცადეს, რა დროსაც მრავალმა მოღვაწემ მოწამის გვირგვინი დაიდგა, და ცხადია, რომ მოლოდინი მეორედ მოსვლისა, დამყარებული მაცხოვრის სიტყვებზე რომ უკანასკნელ ჟამს ჯერ არ ნახულ უბედურებას ექნება ადგილი, გასაგებია რომ არაერთი იქნებოდა.
უპირველესად მცირედით, მაგრამ მაინც ავღნიშნავ რომ ესა თუ ის წელთა-აღრიცხვის სისტემა, რომელსაც სხვადასხვა ეკლესია იყენებდა, სიმბოლური იყო და არანაირად მეცნიერულ კვლევაზე დამყარებული. სწორედ ამ სიმბოლურობის ვერ გაგებას შეყავდა ესა თუ ის მოღვაწე შეცდომაში. მოვიყვანთ ამონარიდს ედიშერ ჭელიძის ერთ-ერთი ლექციიდან: “ძველად არათუ სხვა აღმსარებელთა შორის, თვით მართლმადიდებლურ წიაღშიც კი ერთი წელთა აღრიცხვა არასოდეს არ ყოფილა. მაგალითად ქართული ტრადიციით ადამიდან ქრისტეს შობამდე გასული იყო 5604 წელი, ბიზანტიაში კი მიღებული იყო 5509 წელი (დაახლოებით VIIს-მდე), მოგვიანებით 5508 წ (ცნობილია აგრეთვე 5516 წელიც). ჩნობილი იყო აგრეთვე ალექსანდრიული წელთა აღრიცხვა, რომელიც ადამიდან მაცხოვრის შობამდე ითვლიდა 5492 წელს. ამ ყოველივეს თუ რა საფუძველი ქონდა ამაზე ამჟამად ვერ ვისაუბრებთ, ეს ძალიან ვრცელი საკითხია, მხოლოდ იმას ავღნიშნავთ, რომ ამ თარიღებს შორის დიდი სხვაობები იმიტომ არ გახლავთ, რომ ესაა პრაქტიკასთან და ყოფასთან მისადაგებული წელთა აღრიცხვები, თორემ ზოგადი გაგებით, სიმბოლური გაგებით რაც საფუძველია ყველა დასაბამითგანი წელთააღრიცხვებისა, ქვეყნის გაჩენიდან (ადამის შობიდან) მაცხოვრის შობამდე იანგარიშება 5500 წელი. წელთა აღრიცხვების ანგარიში ერთია, მაგრამ ამ წელთა აღრიცხვების შიგნით წრიული, პერიოდული მიმოქცევების ანგარიშიც ხდება, რასაც ეწოდება ინდიქტიონი. ინდიქტიონი ესაა მოვლენა, როდესაც რაღაცა წრეს შემოივლის, საწყის წერტილს დაუბრუნდება და შემდეგ ახლიდან დაიწყებს იგივე წრის გავლას. მაგალითად მთვარე ყოველ 19 წელიწადში ერთხელ ხელახლა იმეორებს მთელ თავის, ასე ვთქვათ მარშრუტს, ისევე როგორც მზეც ანალოგიურად მოქმედებს ყოველი 28 წლის განმავლობაში. ეს მზისა და მთვარის ინდიქტიონებია, მაგრამ ორივესი ერთად არის 532 წელი, ანუ ყოველი 532 წლის შემდეგ ზუსტად ისეთივე პლანეტარული მოძღაობაა მზისა და მთვარისა, როგორ 532 წლის წინ იყო. ანუ 532 წელი ის ციკლია, რომელიც აბოლოვებს ერთ დიდ პლანეტარულ მოძრაობას და ზუსტად იგივე მოძრაობა ხელახლა იწყება შემდეგი 532 წლის განმავლობაში. ამიტომ ამ532 წელს ეწოდება დიდი ინდიქტიონი. ძირითადად ეს 532 წლიანი ციკლები გამოიყენებოდა წელთა აღრიცხვების ჩამოყალიბების საფუძვლად. ამასთან რადგან 532 არაა მრგვალი თარიღი, მრგვალი კი არის 500, ამიტომ 532 წელი სიმბოლურ მეტყველებასა და აზროვნებაში 500 წლად წარმოჩინდება. თითო 500 წელი მიიჩნევა თითო ციკლად, თითო ჟამად. აქედან გამომდინარე მაცხოვარი, რომელიც მეათერთმეტე ჟამის მუშაკია, ხოლო მეთორმეტე ჟამი სასუფევლის დადგომას, მეორედ მოსვლას ნიშნავს (სიმბოლურად ცხადია), რომელიც მეათრეთმეტე ჟამს მოივლინა დედამიწაზე, თუკი თორმეტ ჟამად გავყოფთ სამყაროს ისტორიას და თითო ჟამს სიმბოლურად 500 წლად ვიანგარიშებთ, გამოდის რომ მაცხოვარი მოივლინა 5500 წელს, ხოლო მეორედ მოსვლა უნდა მომხდარიყო 500 წლის შემდეგ, ანუ დასაბამითგან 6000 წელს, როგორც მიიჩნეოდა კიდეც IV საუკუნემდე. ასეთ გამოთვლებს კიდევ რამდენიმე ფაქტორით ამყარებდნენ, მაგრამ ყოველი ასეთი გამოთვლა, თუნდაც ეს რომელიმე დიდი მოძღვრის მხრიდან ყოფილიყო, მარცხით დამთავრდა და ასეც უნდა ყოფილიყო. რაც შეეხებათ მოციქულებს, ისინი მხოლოდ მინიშნებებზე საუბრობდნენ და მათგან კონკრეტულ თარიღობრივ გამოთვლას ადგილი არასოდეს არ ქონია. რადგან პეტრე მოციქულმა ეს სიტყვები თქვა, რომ წელი ათასი ვითარცა ერთიდ დღე უფლის წინაშე, აშკარაა, რომ მოციქულებს ქონდათ, და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, აბსოლუტურად უცდომელი გაგება ამ საკითხისა, რომ არავინ არ იცის როდის დადგება უფლის მეორედ მოსვლა. ამიტომ ეს გამოთვლები ანუ თარიღობრივი მაჩვენებლის დადგენა მეორედ მოსვლისა არის უკიდურესი ცდომილება. ერთადერთი რაც უეჭველად ვიცით ისაა, რომ რაც დრო გადის თანდათან უფრო ვუახლოვდებით სამყაროს აღსასრულის თარიღს ანუ მეორედ მოსვლას, როგორც ფიქსირებულ თარიღს. პირველი ვინც კონკრეტულად შეეხო ამ თარიღობრივ გამოთვლას ეს გახლდათ ირინეოს ლიონელი, რომელმაც მხეცის ციფრში (666) ამოიკითხა სიტყვა (უფრო სწორად მან ჩათვალა რომ ეს სიტყვა ამოიკითხა) “ტეიტან”, ანუ ტიტანი. ტიტანი გულისხმობდა მაშინდელ მომძლავრებას წარმართული ტომებისას ეკლესიის წინააღმდეგ, რაც ირინეოსს აფიქრებინებდა მის ეპოქაში მეორედ მოსვლის აღსრულებას. რაც შეეხება სიტყვას, მისი ბერძნული შესატყვისის ასოთა მნიშვნელობა რომ შევკრიბოთ მივიღებთ 666-ს, ანუ ბერძნულად ტ-ს შეესაბამება რიცხვი 300, რადგან ორი ტ-ა ამ სიტყვაში, შესაბამისად 600, ხოლო დანარჩენი ასოებისგან იკრიბება 66. მოვიყვანთ შესაბამის ციტატას: “ასე, რომ, ამ მხეცში, როდესაც ის მოვა, შემოიკრიბება ყოველგვარი უსამართლობა და ყოველგვარი ცთომილება, რათა შესაძლებელი გახდეს, რომ ყოველი ძალი განდგომილებისა, რაც კი შეღვრილია მასში და მასშივეა განგრძობილი, მიეცეს სახმილს ცეცხლისას. Aმიტომაც მართებულად შეიცავს მისი სახელი რიცხვს 666, რადგანაც იგი თავის თავში შემოკრებს უსამართლობის ყოველგვარ ნარევს, რასაც სათავე დაედო წარღვნამდე ანგელოზთა განდგომიოლების სახით... ამგვარად ექვსასი წელი... აღნიშნავს ამ კაცის (ანტიქრისტეს) სახეს, რომელშიც შემოიკრიბება ექვსიათასი წლის ყოველი განდგომილება, უსამართლობა და ურჯულოება, ცრუ წინასწარმეტყველება, ცთომილება და ყოველი ის საქმე, რომელთა მიზეზითაც მოიწევა ცეცხლისმიერი წარღვნა”. შემდგომი მოღვაწე არის იპოლიტე რომაელი (III ს), რომელმაც სპეციალური შრომა უძღვნა იმ განსაკუთრებულ მოლოდინს მეორედ მოსვლისას, რასაც მის ცხოვრებაში ქონდა ადგილი. წმ. იპოლიტე რომაელი ჩვენთვის ცნობილი უადრესი პერიოდის მოღვაწეთაგან, სრულიად პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე გამოკვეთილი ქრონოლოგისტია, პიროვნება, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ჟამთა აღრიცხვას და ჟამთა აღრიცხვის კვალობაზე სპეციალური შრომების შედგენა ივალდებულა. ამ მხრივ მართლაც განსაკუთრებული ღირებულებისაა ხსენებული მოღვაწის თხზულება, რომელსაც სათაურშივე ეწოდება “ქრონიკონი”, რაც მან 234 წელს დაასრულა და რაც გულისხმობს ქვეყნიერების ისტორიის ქრონიკონს ანუ ჟამთა აღრიცხვას შესაქმის დასაბამიდან ვიდრე ნაწარმოების დაწერის წლამდე. წმ. იპოლიტემ ეს ქრონიკონი შეადგინა იმ მიზნით, რომ დაეცხრო მორწმუნეთა მგზნებარე მოლოდინი მეორედ მოსვლისა. ავტორი მიიჩნევს, რომ სამყარომ უნდა იარსებოს ექვსიათასი წელი (ჩვენ ამ თეორიაზე ადრედ გვქონდა მსჯელობა). ეს თვალსაზრისი იპოლიტე რომაელისა ეფუძნება ყოვლიერების შექმნას ექვს დღეში ერთი მხრივ და მეორე მხრივ ფსალმუნთა და პეტრე მოციქულის სწავლებას იმის შესახებ, რომ წელი ათასი როგორც ერთი დღე უფლის წინაშე და შესაბამისად ბიბლიური ექვსი დღე მისთვის წარმოჩნდება 6000 წლის გამომსახველი, რაც ქვეყნიერების ხანგრძლივობის და ასაკის განმსაზღვრელ თარიღად მოიაზრა მან. წმ. იპოლიტემ ჩათვალა, რომ 6000 წელი უნდა იარსებოს მატერიალურმა სამყარომ ამ სახით, როგორც ის ჩვენს თვალთა წინაშეა, ხოლო შემდეგ იგი დაბოლოვდება, დადგება მეორედ მოსვლის ჟამი და რადგან ყველა მორწმუნე მეორედ მოსვლის ჟამს ელის, წინასწარვე ძიებანი და იმედგაცრუებათა და სასოწარკვეთათა შემთხვევები აქედან გამომდინარე თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რადგან პიროვნება, რომელიც საკუთარი გამოანგარიშებებით გადაწყვეტს, რომ მეორედ მოსვლა დაახლოებით ამა თუ იმ თარიღს უწევს და ეს თარიღი მის ცხოვრებასაც შეესაბამება ხოლო შემდეგ აღნიშნულ თარიღზე არ მოხდება ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა და რა თქმა უნდა არ მოხდება, ასეთი პიროვნება ჩვეულებრივ სასოწარკვეთას ეძლევა, რისი შემთხვევებიც ცნობილია. რადგან ერთგზის უფალმა განაჩინა, რომ მეორედ მოსვლის ჟამი არავინ იცის არც კაცთაგან ვინმემ და არც ანგელოზთაგან და როგორც წმ. იოანე ოქროპირი გვაუწყებს, ამან აუკრძალა თვით მოციქულებსაც კი ამ ჟამის გამოძიება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მცდელობა მეორედ მოსვლის თარიღის დადგენისა წინდაწინვე განწირულია მარცხისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგჯერ ეკლესიის მამათა შორისაც კი ეს მხარე ბოლომდე ვერ აღიკვეთება და მათგანაც მცდელობა მიახლოებითი განსაზღვრისა თუ როდის დადგება მეორედ მოსვლა, სახეზეა. ერთ-ერთი ნიმუში ესეც გახლავთ, რომ იპოლიტე რომაელმა თავისი გამოანგარიშებით სამყაროს შექმნიდან მე-6000 წელს, ასე ვთქვათ, განაჩინა მეორედ მოსვლის დადგომა. ხოლო რადგან ის თხზულება, რომელშიც ამგვარი გამოთვლანია მოცემული, დაიწერა, როგორც უკვე ვთქვით, 234 წელს ანუ დასაბამიდან 5738 წელს (მისი ქრონოლოგიის შესაბამისად. ანდა 5734 წელს, რადგან როგორც ცნობილია იპოლიტე რომაელი ქვეყნიერების შექმნიდან მაცხოვრის მოსვლამდე, ანუ ჩვენი წელთაღრიცხვის დადგომამდე, 5500 წელს ითვლიდა), და რადგანაც 6000 წლამდე კიდევ დიდი მონაკვეთი ქრონოლოგიური ჟამთა აღრიცხვისა რჩებოდა, რასაც ერთი ადამიანის სოცოცხლე, რა თქმა უნდა, ვერ გაწვდებაო, ამით წმ. იპოლიტე იმ მორწმუნეებს, რომლებიც ყოველ წამიერად ელოდნენ უკვე მათ სიცოცხლეში მეორედ მოსვლას და იმედგაცრუებაც ეუფლებოდათ, რომ ეს თარიღი არ დგებოდა, აი ამგვარი გამოთვლის შესაბამისად დაუცხრობს ამ არაჯანსაღ მოლოდინს, განაკრძალებს მათ აი ამგვარი მაცდური რამ განწყობილებისგან და შთაუგონებს ყოველწამიერად მოლოდინს მეორედ მოსვლისას და არა ერთ რომელიმე თარიღზე. მართლაც აზრი იმის შესახებ, რომ დავუშვათ ჩვენს ცხოვრებაში არ დადგება ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, არანაირად ჩვენს ცხოვრებას სასოწარკვეთისა და უიმედობის განწყობას არ უნდა უქმნიდეს, რადგანაც ყველა პიროვნებისთვის ფაქტობრივად უკვე მეორედ მოსვლაა დამდგარი როდესაც იგი აღესრულება, იმიტომ, რომ მისი ხვედრი მეტნაკლებად უკვე, მისი ამქვეყნიური მოღვაწეობის შესაბამისად, რა თქმა უნდა, განსაზღვრულია და მეორედ მოსვლაც სხვა არაფერია თუ არა ბოლოჟამიერი დადასტურება, განჩინება და განსაზღვრა ყველა ადამიანის საბოლოო ხვედრისა. IV საუკუნის ისეთი დიდი მოღვაწე, როგორიც იყო მაკარი დიდი, აშკარად მიუთითებდა თავის ეპისტოლეებში (რომელიც ქართულად არის გამოცემული), რომ უფლის ნათქვამისებრ, უკანასკნელ ჟამს გამრავლდება უკეთურება და “აჰა ესე ყოველი ჟამთა შინა ჩუენთა აღესრულებისო”. ზემოთ ჩამოთვლილი სამი დიდი მოღვაწე მაინც ცხოვრებაზე დაკვირვებით აკეთებდა ამგვარ შეფასებას, რომ მათი მოღვაწეობის პერიოდშია, როგორც აღინიშნა, არაერთი დევნა და შევიწროვება განიცადა ქრისტიანულმა ეკლესიამ. მაგრამ ამ ყოველივეს პარალელურად 6000 წლიანი პერიოდს გასვლის შემდეგ მეორედ მოსვლის დადგომის მოლოდინი მაინც აქტუალური იყო. თუმცა საინტერესოა ის, რომ სხვადასხვა ეკლესიაში არსებული წელთა აღრიცხვითი სისტემის მიხედვით ეს 6000 წლიანი პერიოდის დასასრული სხვადასხვა თარიღს ემთხვეოდა. მაგალითად ქართული ტრადიციით, როგორც აღინიშნა, დასაბამითგან ქრისტეს შობამდე გასული იყო 5604 წელი, შესაბამისად 6000 წელი სრულდებოდა ქრისტეს შობიდან 396 წელს. საერთო ჯამში ყველა ეკლესიის წელთა აღრიცხვის სისტემით, მაშინდელ მცხოვრებთა გაგებით, მეორედ მოსვლა IV-V ს-ში უნდა მომხდარიყო. მაგრამ ცხადია ეს არ მომხდარა. თუმცა ამ გამოთვლით სისტემებ ჩაუტარდათ ხელახალი რევიზია (თუ შეიძლება ასე ითქვას) და მოძიებულ იქნა ასეთი გამოსავალი, რომ ბიბლიაში არ არის მოხსენიებული მხოლოდ ექვსი დღე (პეტე მოციქულის მიხედვით უფლის წინაშე ერთი დღე 1000 წელს უდრის (თუმცა სიმბოლურად), იხსენიება აგრეთვე მეშვიდე დღეც, რა დროსაც მართალია უფალმა დაისვენა, მაგრამ ეს დღე ნახსენებია და ამ შემთხვევაში სწორედ ამ დღეზე გაკეთდ აქცენტი და შესაბამისად მოლოდინმა კიდევ 1000 წლით გადაინაცვლა. ამ მხრი IV საუკუნის საქართველოში რა ვითარება იყო ძნელი სათქმელია, მაგრამ 1396 წლის შესახებ ვიცით ძალიან კარგად. ამ პერიოდის შესახებ კორნელი კეკელიძეს აქვს გამოქვეყნებული მასალები, საიდანაც ცხადი ხდება თუ როგორი გაცხოველებული მოლოდინი იყო მეორედ მოსვლისა. წარმოიდგინეთ ამ მოლოდინს როგორ უწყობდა ხელს იმ დროინდელი მოვლენებიც, რომ ერთ დროს უძლიერესი სახელმწიფო წინა აზიაში ასე დაქუცმაცებული და განადგურებული იყო. მაგრამ ამჯერადაც ეს მოლოდინი იმედგაცრუებით დამთავრდა, იმედგაცრუებით გაუცნობიერებელი მოლოდინის გამო. მაკარის შემდგომ, როდესაც ძველი გამოთვლებით არ მომხდარა მეორედ მოსვლა და უკვე მეშვიდე დღის იდეა შემოვიდა დღის წესრიგში, შედარებით მინელდა მსგავსი გამოანგარიშებები იმედია არ მიწყენთ თუ მოგვიანებით გავაგრძელებ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#637
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
afxazi
ციტატა იმედია არ მიწყენთ თუ მოგვიანებით გავაგრძელებ. მართალია თვალები დამაწყდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვკითხულო9ბ მასწ. ეს თემა ხომ პირადად მე მომეძღვნა ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
afxazi |
![]()
პოსტი
#638
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
საგულისხმო ფრაზას ვხვდებით იოანე საბანისძის “აბო წამებაში”, კერძოდ ავტორი ამბობს: “ამასთან, არათუ მარტოოდენ ჩემთვის არის საშური წმინდა მოწამის ამ საწადელი მარტვილობის სმენა, არამედ ასევე მართებს ყველა თქვენგანს, რომ გაკვირვებაში იყოს ჩემთან ერთად, რომლებიც კი “მეშვიდე ათასწლეულში”, - ამ შემოკლებულ დროში”, - ვდგავართ, რა დროისთვისაც უფალი ამბობს: “ბევრი შეცდება და ბევრს შეაცდენენ” (მატე 24, 5,11) და მოციქული პავლე მისწერს ტიმოთეს: “მოვა დრო, როდესაც ამ მაცხოვნებელ მოძღვრებას აღარ განიკუთვნებენ, არამედ საკუთარი სურვილისამებრ თვითონვე შეიკრებენ მოძღვრებას ყურთა ქავილით, როდესაც ჭეშმარიტებისგაბნ მიაბრუნებენ ყურთასმენას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან” (II ტიმ. 4, 3-4), რაც ხდება კიდეც ახლა ამ დროს ჩვენს შორის”.
აქ ნახსენებ ფრაზას “მეშვიდე ათასწლეული” სწორედ მეორედ მოსვლის მოლოდინს გულისხმობს, რაც შესაბამისი გამოთვლების შედეგად იქნა გამოწვეული. თუმცა როგორც ვხედავთ მას შემდეგ XII საუკუნეა გასული. და ბოლოს ძალიან საყურადღებო მოვლენაა აღწერილი ტიმოთე ალექსანდრიელის ცხოვრებაში (IX), რომ ამ უკანასკნელის უდაბნოში მოღვაწეობის პერიოდში, უეცრად გახდება ცნობილი, რომ რომელიღაც პიროვნება დადის უდაბდნოდან უდაბნოში და ქადაგებს, რომ 80 დღის შემდეგ დადგება მეორედ მოსვლა (ამ ადამიანის შესახებ ყველამ იცოდა, რომ ის იყო დიდი მოღვაწე, დიდი ასკეტი, თუმცა მისი გაგებით მან განღმრთობის განსაკუთრებულ მწვერვალს მიაღწია და ყველაზე დიდ საიდუმლოს მიწვდა. ამიტომ გადაწყვიტა ყველასთვის ეცნობებინა თითქოსდა მისგან დადგენილი მეორედ მოსვლის კონკრეტული თარიღი. როდესაც ეს პიროვნება იმ უდაბნოს მიუახლოვდება, სადაც ტიმოთე მოღვაწეობდა, ტიმოთეს, როგორც გამორჩეულ მოძღვარს შეატყობინებენ აღნიშნული ფაქტის შესახებ და დაეკითხებიან აზრს ირწმუნონ თუ არა ამ მქადაგებლის. ტიმოთე ერთხანს ჩაფიქრდება და მცირე ხნის შემდეგ ეტყვის მასთან კითხვით მისულებს, რომ წადით და როდესაც ის ქადაგებას დაიწყებს დაიჭირეთ და ჩემთან მოიყვანეთო. მართლაც ტიმოთესგან გაგზავნილები შეიპყრობენ აღნიშნულ მქადაგებელ და მასთან მიიყვანან, ტიმოთე კი მის გაროზგვას დაავალებს (ისე კი მუხდება ზოგიერთს დღესაც), რის შედეგადაც ეს პიროვნება მართლაც შეიცვლის აზრს და იტყვის რომ ვცდებოდიო. რაც შეეხება საეკლესიო განმარტებას აღნიშნული კუთხით. ჩემი მსჯელობა არსებითად სახარების ოთხ მუხლზე მინდა ავაგო, კერძოდ ესენია 1. მაცხოვრის სიტყვები მატეს სახარებიდან: “მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის (აქ არათუ კონკრეტულ თარიღზე არაა მითითითება, არამედ ჟამზეც), არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ” (მატე 24,36) 2. საქმე მოციქულთადან, “უთხრა მათ: “თქვენი საქმე არ არის იცოდეთ, დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით (საქმე 1,7). მართალია ეს ფრაზა კონკრეტულად მეორედ მოსვლის შესახებ არაა თქმული, მაგრამ არსებითად მასაც უკავშირდება. 3. ციტატა ათი ქალწულის იგავიდან: “ჰოდა იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე” (მათე 25,13) 4. პეტრე მოციქულის სიტყვები მისსივე ეპისტოლიდან: “ეს ერთი არ უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისათვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე” (პეტრე, 3,8). პირველი მათგანის შესახებ იოანე ოქროპირი განმარტებისას შენიშნავს: “სიტყვებით არცა ანგელოზთა ქრისტე აკავებს თავის მოწაფეებს, რათა ისინი არ შეეცადნონ გაგებას იმისა, რაც თვით ანგელოზებმაც კი არ იციან; ხოლო სიტყვები: არცა ძემან – უკრძალავს მა თარა მხოლოდ ცოდნას, არამედ შეკითხვასაც კი ამის შესახებ. ხოლო ეს სიტყვები რომ სწორედ ამ განზრახვით არის ნათქვამი, იქიდანაც შეიტყობ, როცა მან აღდგომის შემდგომ აუკრძალა მათ ცნობისმოყვარეობა, როდესაც შეამჩნია, რომ ისინი ზედმეტად მიეცნენ ამას. ახლა უამრავ და ურიცხვ ნიშებზე მიუთითა, მაშინ კი უბრალოდ თქვა: “არა თქუენი არს ცნობა ჟამთა და წელთა (საქმე 1,7) შემდეგ, რათა მოწაფეებს არ ეთქვათ: - არაფერი გვესმის, ჩვენ შეგვიძულეს, თუმცა ეს არ დაგვიმსახურებიაო – ის ამბობს: რომელნი-იგი მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა. Iგი ძალიან ზრუნავდა, რომ მოწაფეებისთვის პატივი ეცათ და არ ყოფილიყო მათგან რაიმე დაფარული, მაგრამ ამ შემთხვევაში თვით მამას მიანდო ჟამის და ვადების ცოდნა, რათა შიში აღუძრას და შეკითხვაც კი აუკრძალოს მათ”. იგივე მუხლზე კომენტირებისას თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს: “აქ უფალი მოწაფეებს ასწავლის, რომ არე ძიონ ცოდნა იმისა, რაც კაცობრივ გონებას აღემატება. ამბობს რა არც ანგელოზთაო, მოწაფეთა სწრაფვას, ახლავე შეიტყონ ის, რაც ანგელოოზებმაც არ იციან, ზღვარს უდებს; ხოლო სიტყვები გარნა მამამან მხოლომან, ლტოლვას ამის გაგებისკენ მომავალშიც გზას უღობავს. რომ ეთქვა მე კი ვიცი, მაგრამ არ მსურს თქვენ გითხრათო, დამწუხრდებოდნენ, რადგან იფიქრებდნენ, რომ არაფრად აგდებდათ. ხოლო როცა უთხრა, რომ არც ძემან იცის, არამედ მხოლოდ მამამო, ამით გამოძიება დაუშალა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ არათუ კონკრეტული თარიღის განსაზღვრა, არამედ პერიოდის განსაზღვრაც კი ყოვლად შეუძლებელია მეორედ მოსვლისა. მაცხოვრის სიტყვები გვიკრძალავს ვადების გამოთვლას და ვფიქრობ რომ უნდა დავემორჩილოთ მის სიტყვებს. რაც ჩვენთვის საჭირო იყო მან გვითხრა, რომ ვიფხიზლოთ და ყოველდღიურად მზად ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მაშინ როცა თვით ისეთი დიდი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ იპოლიტე რომაელი, ირინეოს ლიონელი, მაკარი დიდი, ეპიფანე კვიპრელი, ცდებოდნენ აღნიშნული კუთხით, როგორი კადნიერება იქნება ვთქვათ, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით როდის იქნება მეროედ მოსვლა, ან ვთქვათ მოახლოებულიაო. იფხიზლეთ ნიშნავს რომ მზად უნდა იყოს თითოეული ადამიანი სიკვდილისათვის, რადგან ეს კი დანამდვილებით იცის ყველამ რომ აუცილებლად მოხდება მის ცხოვრებაში და განა სხვა რამეა მეორედ მოსვლა? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#639
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
afxazi
![]() ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
+ვახტანგი+ |
![]() ![]()
პოსტი
#640
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 ![]() |
საზოგადოებაში გამრავლებული ბოროტების კვალდაკვალ, ხშირად გვესმის, რომ უკვე მოახლოვდა ბოლო ჟამი. ამ საკითხის შესახებ ინტერვიუ ვთხოვეთ წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ანდრია კემულარიას.
– მამა ანდრია, ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ აშკარაა ბოლო ჟამის ნიშნები, თქვენ რას იტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით და, კერძოდ, რა ნიშნებზეა საუბარი? – ბოლო ჟამი ის თემაა, რომელზეც დღეს ყველაზე მეტს საუბრობენ. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს კარგია. წმიდა მამებიც მოგვიწოდებენ, მოვუყვეთ სხვებს ბოლო ჟამის ნიშნებზე, მაგრამ ამ თემაზე საუბარი საკმაოდ დიდ სულიერ საშიშროებას შეიცავს. წმ. იოანე ღმრთისმეტყველის გამოცხადება არის ბოლო წიგნი წმიდა წერილისა, რომელიც მოგვითხრობს კაცობრიობის მიწიერი ისტორიის დასასრულისა და მარადიული ცხოვრების დასაწყისის მოვლენებზე. ის აცოცხლებს ჩვენში სარწმუნოებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ვცდილობთ ვიცხოვროთ იმით, რაც წერია წინა წიგნებში – სახარებაში, მოციქულთა ეპისტოლეებში. დღეს კი შეიმჩნევა ძალიან საგანგაშო მდგომარეობა: აპოკალიფსზე საუბრობენ ადამიანები, რომელთაც ძალიან ცოტა რამ თუ გაუკეთებიათ საკუთარი სულის გადასარჩენად. ქვეყნის აღსასრული იქცა თემად, რომელიც ადამიანებს უცნაური, გლობალური და საშინელი მოვლენების აღწერილობით იზიდავს. თან ეს არის ის, რაც უნდა მოხდეს. მომავალზე საუბარი კი ერთგვარი წინასწარმეტყველებაა და უკანასკნელი ჟამის მოვლენებზე აქტიურ მოსაუბრეებს აქვთ ერთგვარი განცდა იმისა, რომ ფლობენ იდუმალ ცოდნას, რომელსაც უზიარებენ სხვას და რომელიც არის ამავდროულად წინასწარმეტყველება. ეს ამპარტავნების ნიშანია და არის სწორედ ის, რის გამოც ვერ გადარჩება ადამიანი. არადა, სასწაულთმაძიებლობის მანკიერი თვისების გამო მრავალი ადამიანი სწორედ ასეთი ცოდნის შეძენისაკენ ილტვის. ამიტომაც არის სავსე რელიგიური ლიტერატურის მაღაზიები აპოკალიფსური ლიტერატურით. დღეს (თუმცა, არა მხოლოდ დღეს) თავი იჩინა საშიშმა ტენდენციამ იმისა, რომ ცალკეულ ეთნოსებსა თუ პოლიტიკურ ერთეულებს მიენიჭოს უეჭველი გადარჩენის პრეროგატივა. ეს ადუნებს ერის სულიერ სიფხიზლეს და ამით ამ იდეის მოქმედება სულიერ ნარკოტიკს უფრო წააგავს, ვიდრე დამაიმედებელ და გამამხნევებელ ეროვნულ იდეას. მას, ვინც ნამდვილად ეძებს ხსნას, ყოველთვის ახსოვს, რომ მისი პირადი შეხვედრა უფალთან მოხდება მაშინ, როცა გავა ამასოფლიდან. ასეთი ადამიანი ცდილობს იცხოვროს ისე, რომ მოიხვეჭოს უმთავრესი სულიერი სათნოება–სიმდაბლე. ასეთი ადამიანები ნაკლებად საუბრობენ ქვეყნის აღსასრულზე, უფრო მეტად კი მათი ფიქრებისა და სიტყვების თემა არის სინანული, ვნებებთან ბრძოლა. განსაკუთრებით კი ასეთი კეთილგონიერი ადამიანისათვის დამახასიათებელია ლოცვისაკენ სწრაფვა, გულმოდგინება ლოცვასა და ეკლესიურობაში. ბოლო ჟამის ნიშნები უფრო და უფრო ძლიერდება. აღსასრულის მოახლოების ერთ–ერთი ნიშანი არის სწორედ ბოლო ჟამზე მომეტებული საუბრები მათ მიერ, ვინც თავად ვერ არიან განწმედილი სულის, ღმრთივგანათლებული გონების მქონენი. სწორედ ამპარტავნების აღზევება არის აღსასრულის მოახლოების ნიშანი. აღსასრულის წინა პერიოდისათვის დამახასიათებელია ტრადიციული ღირებულებების ნგრევა, ცოდვისა და უსჯულოების გავრცელება და მისი დაკანონება ადამიანთა საზოგადოების მიერ, ოჯახის ინსტიტუტის დაკნინება. ვფიქრობთ, ამის მაგალითების მოსაძიებლად შორს არ გვიწევს წასვლა. ბოლო ჟამის ადამიანს ასე ახასიათებს წმიდა მოციქული პავლე: "ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანასკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. და იყვნენ კაცნი თავის მოყვარე, ვეცხლის მოყვარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა–დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყვარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშვიდებელ, კეთილის მოძულე, შინა–განმცემელ, წარმდებ, აღზვავებულ, გულის თქმის მოყვარე უფროს, ვიდრე ღმრთის მოყვარე. აქვნდეს ხატი ღმრთის მსახურებისა და ძალსა მისსა უარ–ჰყოფდენ". უმთავრესი კი, რომელსაც წმიდა წერილი გვაუწყებს, არის სიყვარულის განელება. "განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა", – ბრძანებს მაცხოვარი. – საზოგადოებაში ჩნდება აზრი, ბოლო ჟამის შესახებ წმიდა მამებიც საუბრობდნენ, თითქოს ახლოს იყოს ეს დრო, მაგრამ ჯერ კიდევ მოლოდინში ვართ... – ბოლო ჟამი შეიძლება ეწოდება იმ პერიოდს, რომელიც დაიწყო მაცხოვრის განკაცებისა და ჯვარცმის შემდეგ. მოვიდა ხსნა და აწ უკვე ჩვენზეა დამოკიდებული ვისთან ყოფნას ავირჩევთ. ამავე დროს, უფრო და უფრო იხვეწება ბოროტის მზაკვრობა, ძლიერდება ბოროტება დედამიწაზე. ხედავდნენ რა ამას, წმიდა მამები გვაუწყებდნენ, რომ ახლოვდება აღსასრული სოფლისა. თუმცა არც ერთ მათგანს არასდროს უთქვამს თუნდაც მიახლოებითი თარიღი. ისინი მიგვითითებდნენ მოვლენებზე და მართლები იყვნენ იმაში, რომ ნიშნების მომრავლებით ასკვნიდნენ ბოლო ჟამის სიახლოვეს. ეს ნიშნები მეტად მომრავლდა დღეს, თუმცა ვერავინ გაკადნიერდება და იტყვის, რომელ წელს შეიძლება დამთავრდეს ყველაფერი – ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია გვახსოვდეს საკუთარი აღსასრული, რათა მოვემზადოთ საშინელი სამსჯავროსათვის. – ცნობილია, რომ მეორედ მოსვლამდე მოხდება ანტიქრისტეს გამეფება. ვინ იქნება ანტიქრისტე და რა სახით გაცხადდება იგი კაცობრიობის წინაშე? ადვილად მივხვდებით თუ არა მის სიცრუეს? – ანტიქრისტე იქნება პიროვნება, რომელიც წუთისოფელს გამოეცხადება როგორც მესია. წარმომავლობით ის იქნება ებრაელი, დანის მოდგმიდან. როგორც წმიდა მამები გვაუწყებენ, კაცობრიობა წინასწარ იქნება შემზადებული მის მისაღებად გაუთავებელი ეთნიკური და რელიგიური ქიშპობებით, ომებით, ცოდვის გავრცელებით, ჭეშმარიტებისგან კაცთა მოდგმის საყოველთაო განდგომით. ანტიქრისტე ადამიანებს ცრუ სასწაულებით მოხიბლავს, რომელთა მიზანი იქნება ეფექტის მოხდენა და ადამიანების დარწმუნება მის ზებუნებრივ წარმომავლობაში. რაკი მის ხელში იქნება ამსოფლის მართვის სადავეები, მას შეეძლება პოლიტიკური მშვიდობის დამყარება. ის გამეფდება 30 წლის ასაკში და იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ რელიგიური ლიდერიც. გამეფდება როგორც მთელი კაცობრიობის მიერ არჩეული მეფე. ეს არჩევანი არ იქნება გაყალბებული, არამედ ადამიანები მას მართლაც შესთხოვენ იყოს მათი მეფე, რათა ჰქონდეთ მშვიდობა. მაგრამ ის ვერ მართავს კაცობრიობას, ვერ მოუტანს მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას. გამეფებისთანავე გამოჩნდება მისი უკეთურება, რადგან, როგორც მაცხოვარი იყო განკაცებული ღმერთი, მსგავსადვე ანტიქრისტე იქნება განკაცებული სატანა. ის ვერ მისცემს ხალხს იმას, რასაც მოელოდნენ, არამედ მოითხოვს მისდამი მორჩილებასა და მონობის ნიშნად საგანგებო ბეჭდითაც აღბეჭდავს მათ. იქნება შიმშილი. ადამიანთა გაბოროტება არნახულ ფორმას მიიღებს. სამწელიწადნახევარს გასტანს ანტიქრისტეს მეფობა, მაგრამ ეს იქნება საოცრად მძიმე პერიოდი, რომლის მსგავსი არ უნახავს წუთისოფელს. იქნება დევნა ქრისტეანეთა. დასასრულს კი უფალი გარდამოავლენს ზეცად ცოცხლად აღტაცებულ წინასწარმეტყველ ელიას. ის ამხელს ანტიქრისტეს და ამით განამტკიცებს მერყეობაში მოსულ მორწმუნეებს. ანტიქრისტე მოკლავს მას, მაგრამ მესამე დღეს აღსდგება. აი, მაშინ იწყება მაცხოვრის მეორედ მოსვლა. ამ მოვლენებზე საკმაოდ უთქვამთ წმიდა მამებს და აწ არ ღირს გამეორება, რათა არ იქცეს ჩვენი სიტყვა მხოლოდ ემოციების აღმძვრელად. უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვიცოდეთ, როგორ შეძლებენ ადამიანები ბოროტის საცდურის ცნობას და საუკუნო სასუფეველისათვის მომზადებას. ვერავინ შეიცნობს ანტიქრისტეში ბოროტს მათ გარდა, ვისაც ექნება ღმრთისაკენ მიმართული გული. ჭეშმარიტი ნათელი გონიერება განწმედილი სულის თვისებაა და არა ლოგიკური აზროვნების უნარი. ჩვენ ვხედავთ, როგორ რჩებიან დაბნეულობაში ლათინები, პროტესტანტები. მათ შორის არიან განსწავლული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეისწავლონ წმიდა წერილი. მაგრამ ვერ წვდებიან ჭეშმარიტებას, რადგან არ ცდილობენ გულის განწმედას მამათა მიერ ნაანდერძევი ღმრთივკურთხეული გზით. მხოლოდ წმიდა გულის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ნათელი, ამპარტავნებით შეუბღალავი გონება და მხოლოდ ასეთი გონებით შესძლებს ადამიანი ანტიქრისტესა და მისი ნიშნების ცნობას. მაგრამ რაკი ასეთი ადამიანები ძალიან მცირედ იქნებიან, ძირითადი ნაწილი კაცობრიობისა ვერ შეიცნობს ბოროტს. ამ მდგომარეობამდე ადამიანს თავად მიჰყავს თავი ჭეშმარიტებისადმი ურჩობით. მართალია, ანტიქრისტე ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ დღეს მისი სული იწყებს მეფობას, ანუ მძლავრდება საზოგაოდებაში მის მისაღებად მომამზადებელი ცნობიერება. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო გადის მისი მიღების ექსპერიმენტს, ან რეპეტიციას. – მამა ანდრია, საინტერესოა, როგორ მოხდება ბიოჩიპებით ადამიანთა დაბეჭდვა? და ახლა რა სტადიაშია ეს პროცესი? – როცა ე.წ. ჩიპირების პრობლემას ვახსენებთ, უნდა დავფიქრდეთ და კარგად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე. ანტიქრისტეს ბეჭედი ნებაყოფლობითი იქნება. არჩევანის თავისუფლების გარეშე არ არსებობს არც ცოდვა და არც სათნოება. შეუძლებელია ადამიანმა შემთხვევით მიიღოს ანტიქრისტეს ნიშანი. ეს შემთხვევითობა უმეცრების შედეგია, რომელიც თავის მხრივ ცხოვნებისაკენ, ეკლესიურობისაკენ მიმართული ნებელობის არქონიდან გამომდინარეობს. ასე რომ, ამ საკითხში უმეცრება ადამიანის თავისუფალი არჩევანია. იქნება თუ არა სხეულში ჩაკერებული ჩიპი – ანტიქრისტეს ბეჭედი? ამას გვაჩვენებენ ის პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაში ჩაეკერება ადამიანს ჩიპი და ის შედეგი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მის არმიღებას. თუ პირობა იქნება ლოიალური დამოკიდებულება მსოფლიო მმართველისადმი და არმიღების შედეგი – ყიდვა–გაყიდვის შეუძლებელობა, შეგვეძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს უკვე ანტიქრისტეს ბეჭედია. ჯერჯერობით ასე გარკვევით ვერავინ იტყვის. მაშ რა შეიძლება იყოს ჩიპი სხეულში? რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური კონტროლის სისტემაში მონაწილეობა. ეს არცთუ ისე უწყინარი რამ არის. ვის სჭირდება ჩვენი გაკონტროლება, რისთვის, რას მოუტანს მსოფლიოს ეს სისტემა?! კარგს ნამდვილად ვერაფერს. მართალ ადამიანს ნაკლებად აქვს რამე დასამალი, მაგრამ ინფორმაცია მასზე – მისი მართვის აუცილებელი პირობაა. წმიდა მამები ეშმაკს ღმრთის მაიმუნს უწოდებენ. ბოროტი ისე ბაძავს ღმერთს, როგორც მაიმუნი ადამიანს. გლობალური კონტროლის სისტემა არის მცდელობა იმისა, რომ მომავალი მმართველისათვის შეიქმნას, ასე ვთქვათ, ყოვლისმხედველი თვალი, რომელიც შეაძლებინებს ანტიქრისტეს, ჰგავდეს ყოვლისმცოდნე და გულთმხილველ ღმერთს. მის მოსვლამდე კი ამ სისტემის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია საშუალებას აძლევს გარკვეულ წრეებს, დაგეგმონ მასებზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტური ფორმები. ამიტომ ყოვლად მიუღებელია ქრისტიანი ატარებდეს სხეულით გლობალური კონტროლის საშუალებას. დღეს დიდი აჟიოტაჟია ჩიპებთან და პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებით. მაგრამ მრავალი ივიწყებს, რომ ყოველი ჩვენგანი ისედაც გარკვეული ფორმით კონტროლის ქვეშაა. – საინტერესოა, ვინ გადარჩება და როგორ? – გადარჩება მორწმუნე, ეკლესიური ადამიანი. არა ეკლესიაში მოსიარულე, არამედ ეკლესიური ცნობიერების მქონე. არა მრავალი სანთლის დამნთებელი, არამედ მონანული. არა თავით თვისით ბრძენი, არამედ წმიდა მამათა კვალზე მავალი. სხვა შემთხვევაში ადამიანი ვერ ცნობს დროს. – როგორ დალოცავთ საქართველოს? – თანამედროვეობის ერთ–ერთი უდიდესი მოძღვარი არის მამა პაისი ათონელი. ერთხელ მასთან მისულებთა თხოვეს: "მამაო, გვითხარი რამე ანტიქრისტეზე". "მოდით, ჯერ ქრისტეზე ვისაუბროთ", – იყო პასუხი. ვუსურვებ ქართველ ერს, რომ მეტი იფიქროს და ისაუბროს ქრისტეზე, ჯვარზე, საშინელ სამსჯავროზე, წუთისოფელში პირად მისიაზე. ქრისტე არს ჩვენს შორის! არს და იყოს! (დეკ.ანდრია კემულარია) http://mygenews.com/religion/518-bbbbb-bbb...bbb-bbbbbb.html -------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 09:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი