![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
+ვახტანგი+ |
![]()
პოსტი
#641
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 ![]() |
-------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
+ვახტანგი+ |
![]()
პოსტი
#642
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 ![]() |
დეკ.ანდრია კემულარიას ინტერვიუ ცალკე რომ დავდოთ უფრო კარგი არ იქნება? ისე უფრო მეტი ადამიანი ნახავს.
![]() ან "კითხვები და პასუხები"-ში რომ დავწეროთ (ინტერვიუშიც ხომ კითხვები და პასუხებია) -------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
Atman |
![]()
პოსტი
#643
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ესეც "კალკი ავატარი", რომელიც ვედების წინასწარმეტყველების მიხედვით ჩვენი ეპოქის ბოლოს (დაახლოებით 400 000 წლის მერე) მოვა და განწმენდს დედამიწას ბოროტებისგან:
![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#644
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
ცხენი მართლაც ლამაზია
![]() |
abo |
![]()
პოსტი
#645
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ესეც "კალკი ავატარი", რომელიც ვედების წინასწარმეტყველების მიხედვით ჩვენი ეპოქის ბოლოს (დაახლოებით 400 000 წლის მერე) მოვა და განწმენდს დედამიწას ბოროტებისგან: ![]() მაგი ყოფილა მესია. ახლა ეს ისე სახალისოდ 11:59 / 21-04-2010 აშშ-ში აპოკალიფსისთვის ემზადებიან http://www.ambebi.ge/mozaika/19350-ashsh-s...a-daitsyes.html შენობის განლაგება აშკარად მოსაწონია. ![]() აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
ნონა |
![]()
პოსტი
#646
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
აბო
ციტატა ახლა ეს ისე სახალისოდ ასე რომ ვბრიყვდებით ადამიანები, ამაზე უნდა მეცინებოდეს ნეტა?! პ.ს. ნუთუ მეტისმეტად ტრაგიკული თავლით ვიხედები ეს დღეები ... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#647
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
ციტატა 11:59 / 21-04-2010აშშ-ში აპოკალიფსისთვის ემზადებიან http://www.ambebi.ge/mozaika/19350-ashsh-s...a-daitsyes.html შენობის განლაგება აშკარად მოსაწონია. აბო. ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
elusia |
![]()
პოსტი
#648
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 517 რეგისტრ.: 13-March 10 წევრი № 8,384 ![]() |
abo
მერე მაგათ ვინ უთხრა რომ ღმერთს იქ დაემალებიან?ეშმაკი თუ თავის ეშმაკობისთვის მოდის ,, ღმერთი განკითხვისთვის,, ასე რომ დასამალთა რიგები მეშინია ერთმანეთს არ შეეჯახოს.. ![]() -------------------- [b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u] |
A.v.B |
![]()
პოსტი
#649
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 427 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,338 ![]() |
მაინც ვერავინ გაექცევა უფლის სამსჯავროს და რა აზრი აქვს როდის მოვა ? უეჭველი მოვა... (ჩემი აზრით ) ..... ჩემი აზრით ..თქო იმიტომ ვაწერ ბოლოში რომ არავინ დაიწყოს.. აბა რა იცი?? ...ვინ გითხრა ??.... საიდან დააფსკვენი და ასეთები
![]() |
abo |
![]()
პოსტი
#650
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
A.v.B
მოვა აუცილებლად. მაგი თვით უფალმა დაგვიბარა. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
abo |
![]()
პოსტი
#651
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ადამიანთა მოდგმამ ქრისტიანობის ჩამოყალიბების შემდეც ყოველთვის იცის რომ მეორედ მოსვლა უფლისა აუცილებლად იქნება. ასიც იცის რომ ეს მაშინ მოხდება, როცა არამზადობა მოიმატებს ძმები ერთმანეთს მოკლავს ქვეყნებს ომი მოიცავს, ოქროს სიყვარული ზენიტს მიაღწევს და ნამუსი ფულზე გაიყიდება, გახშირდება მიწისძვრები, წყალდიდობები, ბუნებრივი კატასტროფები, ქალი კაცს დაემგვანება და კაცი ქალს, უფლის და მამის სიყვარული გაუფერულდება. გაუთავებელი შუღლისაგან ადამიანები დაიღლებიან, ვეღარ გაიგებენ ვის ენდონ ყველაფერი გახდება სულერთი. ამ დროს გამოჩდება ის დასაწვავი, რომელიც თავისი ხელოვნურად ლამაზი სიტყვებითა და მოქმედებით მოაჯადოებს ხალხს, იგი გააერთიანებს ხალხებს და შემდეგ სახელმწიფოებს, დაიკარგება საზღვრები და გახდება ერთიანი მმართველი- ანტიქრისტე.
მიუხედავად კაცობრიობის ამ ცოდნისა, ამ ცოდვით დაცემულ ადამიანს, მიდრეკილება აქვს საწინააღმდეგო აკეთოს. (გაიხსენეთ ომები, ფულის სიყვარული, სინდისის გაყიდავა სქესის აღრევა და ა.შ.) ადამიანი თანდათან კარგავს ღირსებას და უფლის სიყვარულს, რატომ ხდება ასე? ამის შემდეგ, იმის მაგიერ, რომ ადამიანი ჩაწვდეს თავის სიგლახეს, ვიწყებთ ძიებას თუ როდის იქნება მეორედ მოსვლა. ადამიანო რატომ კითხულობ იმ საქმეს რაც არ გეკითხება, და რატომ არ ზრუნავ შენ თავზე? შენი სულის გადარჩენაზე?ადამიანი ყოველთვის ცდილობს საქმე სხვისი ხელით გაკეთდეს, და ხდება მომთხოვნი. იგი ფიქრობს რომ სხვა უნდა იყოს კარგი და კეთილი, ხოლო თვითონ ეპატიება სიგლახე. საუბედუროდ ყველა ასე ვფიქრობთ და ამ სიგლახემ და უარყოფითმა მუხტმა დაღალა ჩვენი დედამიწა. ტილებივით შესეულმა ხალხმა შეაწუხა და მხრები დაიბერტყა, შედეგად ათასვარი ვულკანები, მიწისძვრები და ტაიფუნები გამოვიწვიეთ. რა ხეებს რომ ვჭრით არ უნდა ვიცოდეთ რომ ეს წყაროთა დაშრობას და მეწყერებს გამოიწვევს? ვიცით, მაგრამ მაინც ვაკეთებთ. იმიტომ ვაკეთებთ რომ ანალიზის უნარი დავკარგეთ და არც გვცალია ანალიზისთვის. იმიტომ რომ ანალიზს ჭკუა და ფიქრი ჭიდება. ფიქრს კიდევ დრო. დრო კი სადა გვაქვს მაგდენი, სულ საღაც გვეჩქარება, თან საქმეც არაფერი გვაქვს. ან სერიალია აგერ საყურებელი. გვაზომბირებსო სერიალიო? გადაირია ერთი ქალი ეს რომ ვთქვი. რა მე ზომბი ვარო?რიგში რა დამაყენებს მეტი საქმე არა მაქვსო. პოლიტიკა არ მაინტერესებს არც არჩევნები და კისერიც მოუტეხიათო. სადაა ოჯახი მარტო რომ ხართქო და მაგენისას რას გაიგებო. ხოდა ზობი ხარ აბა რახარ, არაფერი არ გაინტერესებს და ვერაფერს რომ ვერ მიხვდები სერიალის მეტს? ხოდა ეს ყველაფერი აწუხებს ამ დედამიწას. კაი ახლა მეც, როგორც ერთერთი წარმომადგენელი ცოდვიანი მოდგმისა კიდევ ერთხელ ჩავყოფ ცხვირს სადაც არ მეკითხებიან და ვიკითხავ როდის იქნება მეორედ მოსვლა? თუ ასე გავაგრძელებთ ძალიან მალე მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენ ვიწვევთ უფალს ჩვენი პროგრესული სიგლახეებით, და რაც დავაჩქარებთ ამ პროცესს მით მალე "ვისიამოვნებთ".... რიცხვი და თვე არ გვინდა, მაგრამ როდის, იგი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული. თუმცა ამ ყველაფერში დარწმუნებული იყავით, სახელმწიფოების მეთაურები გვიწყობს ხელს. იკითხავთ- ასე ყველა სახეელმწიფოსი? თითქმის კი, ალბათ სადღაც 80-90% ხოლო ის 20-10 % -ც მალე გახდება მასეთი(სატანის მოციწული) და მერე შენ ვინ შეგეკითხება ჩიპს გაიკეთებ თუ სხვა რამეს?. წახვალ სადმე ჭამ რამეს თუ დალევ? ვერა... უარს იტყვი შენ თავზე ე.ი. დაკარგავ თავის- უფლებას და გახდები N 00... იცოდეთ სახელიც კი არ გერქმევა, არავის დაჭირდება და იმიტომ. მით უფრო კომპიუტერის სიას. რა გვეშველება? თუ კაცთა მოდგმა არ შეიცვლის ნირს, რისი იმედი მე არა მაქვს და არც ბიბლიაშია მასე ნათქვამი, არაფერი არ გვეშველება. იმიტომ რომ სატანის საქმე დაწყებულია და და მას დაუმარცხებელი მსოფლიო მმართველობა მართავს, რომელიც ფოჩიანი კამფეტებით და ათასგვარი გრანტებით თუ საარჩევნოდ გადამალული ტრაქტორებით იმ სერიალის მოყვარულ ჩერჩეტს კი მოატყუებს, ჭკვიიანს კი ვერა. ვაი რომ ბევრი დაზობირებული გამოთაყვანებული(ის ლოთივით ვერასოდეს ხვდება დაავადებას) გვყავს და იმიტომაც გვაქვს საქმე მასე. მსოფლიო მმართველებს კი სპეციალური პროგრამა აქვთ შემუშავებული როგორ გამოათაყვანონ მოსახლეობა რომ მან მის უბედურებაზე ვერ იფიქროს და ვერ გაანალოზოს საშიშროება. მე ბოდიშს მოუხდი ამ ფორუმის ზოგიერთ წევრს თუ როდესმე მასთან ცხარე კამათი მქონია.( ვიმედოვნებ რომ ზღვარს არ გადავსულვარ). უნდა ავღნიშნო, რომ ისინი უნებლიედ წყალს ასხამენ ზემოხსენებული მსოფლიო მთავრობის ცუდ წისქვილზე, როცა მე მაჩერებენ და ფობიებზე იწყებენ საუბარს. ამით არ მაძლევენ ხალხის გამოფხიზლების და მათი ყურადღების კონცენტრაციის საშუალებას. ხალხმა ელემენტარული არ იცის მათგან ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდელია და არც მოეთხოვება სიღრმე, მაგრამ უინტერესობა ცოდნის სურვილისა კი დანაშაულია. მე ვინ მეკითხება აქ ქადაგად რომ გამოვდივარ? დიხაც მეკითხება. თუ რამეს ვამბობ არასწორს შენიშვნას მივიღებ. მეც მეკითხება და სხვასაც, ვინც რა ვიცით ერთმანეთს უნდა გავაგებინოთ და ვასწავლოთ აგერ 14-17 წლის ნოდარიკოს შევეკითხე იარაღებზე როცა დამჭირდა. ასე რომ არცოდა სირცხვილი არაა. სირცხვილი რომ არ გინდა ისწავლი ისაა. რავი თუ ხასიათზე ვიქენი გავაგრძელებ და ზოგ რამეებს უფრო დავაკონკრეტებ. თუ ვინმეს რამე დაანტერესებს დამიპიემეთ. მტერმოყვარე აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
elusia |
![]()
პოსტი
#652
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 517 რეგისტრ.: 13-March 10 წევრი № 8,384 ![]() |
ანტიქრისტემ იცის რომ ის ანტიქრისტეა და თუ არ გაქვთ მიმოწერა.. კაი ვხუმრობ
![]() -------------------- [b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u] |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#653
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ესეც "კალკი ავატარი", რომელიც ვედების წინასწარმეტყველების მიხედვით ჩვენი ეპოქის ბოლოს (დაახლოებით 400 000 წლის მერე) მოვა და განწმენდს დედამიწას ბოროტებისგან: ![]() ვაიმე ატმან, ზღაპრებში ცხოვრობ ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
elusia |
![]()
პოსტი
#654
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 517 რეგისტრ.: 13-March 10 წევრი № 8,384 ![]() |
Atman
ატმან გამოდი დაგინახეს..როგორ მეცინება ![]() -------------------- [b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u] |
ჰ ა რ ი რ ა |
![]()
პოსტი
#655
|
![]() გ ი ო რ გ ი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 4-May 07 მდებარ.: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ქალაქი რუსთავი წევრი № 1,834 ![]() |
აპოკალიპსის შესახებ ლიტერატურას ვეძებ და წიგნი ან საინტერესო სტატიები თუ გაქვთ ვინმეს ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ და ლინკები დადოთ.
დიდი მადლობა წინასწარ ყველას. -------------------- . . .
|
tatoabdushelishvili |
![]()
პოსტი
#656
|
![]() თათო ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 11-June 10 წევრი № 8,996 ![]() |
ხალხო რატომ ფიქრობთ რომ ანტიქრისტეჯერ არ გამეფებულა? ჩემიაზრით უკვე აქარის <2
ადამიანთა მოდგმამ ქრისტიანობის ჩამოყალიბების შემდეც ყოველთვის იცის რომ მეორედ მოსვლა უფლისა აუცილებლად იქნება. ასიც იცის რომ ეს მაშინ მოხდება, როცა არამზადობა მოიმატებს ძმები ერთმანეთს მოკლავს ქვეყნებს ომი მოიცავს, ოქროს სიყვარული ზენიტს მიაღწევს და ნამუსი ფულზე გაიყიდება, გახშირდება მიწისძვრები, წყალდიდობები, ბუნებრივი კატასტროფები, ქალი კაცს დაემგვანება და კაცი ქალს, უფლის და მამის სიყვარული გაუფერულდება. [/b] მეგობარო ძალიან საინტერესოა ეს რაც დაწერე ძალიან მომეწონა და ჩემ აზრსაც მოგახვევ მე ვფიქრობ რომ სატანა ბოლოს მაინც დამარცხდება რაც შეეხება გამომწვევ შედეგებს მეორედ მოსვლისა მართალი ხარ და უკვე მგონი ვხედავთ რომ ეგრეა მაგალითად კატასტროფები,მიწისძვრები,კეს ო ბესო და ასე შემდეგ მარტო ეს არარის ![]() -------------------- მიყვარხართ ყველა,გენაცვალოთ თქვენ ბებია თათო :D
|
shavlegi |
![]()
პოსტი
#657
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 117 რეგისტრ.: 7-July 09 წევრი № 7,229 ![]() |
მე ძალიან საინტერესო ვვერსია მაქვს აპოკალიფსზე და აბა წაიკითხეთ
![]() რომელიღაც თავში(გამოცხადების) ანგელოზი იოანეს ეუბნევა, რომ ქალი რომელიც ანტიქრისტეს შობს- ქალაქია. ქალაქში იგულისხმება ადამიანთა გლობალური გაერთიანებას, მაგრამ რას ნიშნავს ეს, ქალაქმა როგორ უნდა შვას ის?! როგორ და მოხდება ირონია ადამიანების, მათი ვინც ზედაპირულად შეხედა სახარების სწავლებას(აპოკალიფსს). ყველა მოელოდება ერთ კონკრეტულ პიროვნებას და დედამიწის ზურგზე ყველაზე ძლიერი და საბოლოო სატანა ადამიანთა გაერთიანება იქნება. და ბოლოს მათ ვისაც ყოველივე ამის გეშინიათ, გირჩევთ დამშვიდდეთ იცხოვროთ სახარების მცნებებისდა მიხედვით, იყავით სულით წმინდები და მერწმუნეთ აპოკალიფსის განსაცდელი თქვენთვის სიხარულის მომტანი გახდება ![]() |
starscream |
![]()
პოსტი
#658
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 686 რეგისტრ.: 17-June 10 წევრი № 9,023 ![]() |
რაში ჭირდებათ ეგ ბუნკერები.. ისედაც ააქვთ აშენებული ქვეყნის.. ისე იონაეს გამოცხადებაში წერია როცა ომი და კატაკლიზმები დაიწყება ქვეყნის თავადები და აზნაურები მთას შეაფარებენ თავსო..თხოვენ დაგვიცავიო..
![]() -------------------- Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah
Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again |
Atman |
![]()
პოსტი
#659
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ხალხოოოო საბოლოო განადგურება მოხდება დაახლოებით 400 000 წლის შემდეგ. მანამდე იქნება გარდატეხის პერიოდი, რაც კატაკლიზმებით ან მესამე მსოფლიო ომით გამოიხატება. დაახლოებით ეს უწევს 2012 წელს.
ანტიქრისტე რომ არ მოვიდეს მგონი გეწყინებათ ისე ელოდებით ![]() ადამიანი საერთოდ ვერ ჩაერევა ბუნება ისე დაალაგებს ყველაფერს ცოტა ხანში და ეს ღმერთის და წმინდანთა წყალობაა. დავდებ ვედურ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც კალი იუგას შეეხება: შრიმად-ბჰაგავატამი მეთორმეტე სიმღერა დეგრადაციის საუკუნე მეორე თავი: კალი-იუგის ნიშნები 1. შუკადევა გოსვამიმ თქვა: შემდეგ, მეფეო, რელიგია, გულმართლობა, სისუფთავე, მოთმინება, მოწყალეობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ფიზიკური ძალა და მეხსიერება – ყველაფერი ეს დღითიდღე დაიკლებს კალის ეპოქის ძლევამოსილი გავლენის წყალობით. 2. კალი იუგაში მხოლოდ ერთი სიმდიდრეც კი ადამიანის კარგი დაბადების, ქცევის და ხასიათის თვისებების ნიშნად ჩაითვლება. კანონიც და სამართალიც მხოლოდ ძალაუფლების პოზიციიდან იქნება გამოყენებული. 3. მამაკაცები და ქალები ერთად იცხოვრებენ ზედაპირული გატაცების საფუძველზე. წარმატება საქმეში დაფუძნებული იქნება ტყუილზე. ქალურობა და მამაკაცურობა შეფასებული იქნება მხოლოდ სექსუალური ხელოვნების ფლობის საფუძველზე, და ადამიანის სიბრძნის ნიშანი მხოლოდ მისი წმინდა (ბრაჰმანული) თოკი იქნება. 4. პიროვნების სულიერი მდგომარეობა მხოლოდ გარეგნული ნიშნების საფუძველზე დადგინდება, და ამ საფუძველზევე გადავა ხალხი ერთი რელიგიური წესდებიდან მეორეში. ადამიანის ღირსება ეჭვის ქვეშ დადგება, თუკი იგი საარსებოდ კარგ საშუალებებს არ მოიპოვებს. და ის, ვინც ძალიან მარჯვეა სიტყვებით “ჟონგლიორობაში”, გამოჩენილ და კარგ მეცნიერად ჩაითვლება. 5. ადამიანი აღიქმება ბინძურად, თუ მას ფული არ ექნება. მლიქვნელობა აღიქმება როგორც ღირსება. ქორწინება შედგება მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე. და ადამიანი იფიქრებს, რომ ის საზოგადოების წინაშე წარდგომის ღირსია, თუკი იგი უბრალოდ განიბანა და კარგი ტანსაცმლით გამოეწყო. 6. წმინდა ადგილი აღქმული იქნება როგორც წყაროს წყალთან მდებარე მოშორებული ადგილი. სილამაზე ვარცხნილობაზე იქნება დამოკიდებული. მუცლის ავსება ცხოვრების მიზანი გახდება, და ის, ვინც თავხედია, მართლის მთქმელად და ალალად ჩაითვლება. ის, ვისაც ოჯახის რჩენა შეუძლია, გამოცდილ ადამიანად ჩაითვლება და რელიგიის პრინციპები მხოლოდ რეპუტაციის გამო იქნება დაცული. 7. როცა ამგვარად დედამიწა დეგრადირებული მოსახლეობით დასახლდება, მაშინ ვინც კი აჩვენებს თავს ძლიერად – ბრაჰმანი, კშატრია, ვაიშია თუ შუდრა – ის მიაღწევს ძალაუფლების ტახტს. 8. ძუნწი და სასტიკი მმართველების ხელში, რომლებიც ქურდებზე უარესად მოიქცევიან, ხალხი მთებში და ტყეებში დაიწყებს გაქცევას. 9. მაღალი გადასახადებით და შიმშილობით შეწუხებული მოსახლეობა ფოთლების ფესვების, ხორცის, ველური თაფლის, ნაყოფების, ყვავილების და თესლების ჭამას დაიწყებს. გვალვის გამო ისინი მთლიანად გაკოტრდებიან. 10. ხალხი ძალიან იქნება შეწუხებული სიცივის, ქარის, სიცხის, წვიმის და თოვლისგან. შემდეგ ისინი გასავათდებიან უთანხმოებებით, შიმშილობით, წყურვილით, ავადმყოფობებით და უკიდურესი შფოთვით. 11. სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა კალი იუგაში მხოლოდ ორმოცდაათ წელლს შეადგენს. 12-16. დროთა განმავლობაში, როცა კალი იუგა დასასრულს მიუახლოვდება, სხეულის ზომა ძალიან შემცირდება ზომებში, ვარნაშრამა-დჰარმას რელიგიური პრინციპებისაბოლოოდ მოისპობა. ვედური ცოდნიოს გზა სმთლიანად დავიწყებული იქნება და ე.წ. რელიგია ათეისტური იქნება. მეფეები უმეტესწილად ქურდები იქნებიან. ხალხის მთავარი პროფესია ქურდობა, ტყუილი და თავხედობა იქნება, და ყველა საზოგადოებრივი კლასი ყველაზე დაბალ – შუდრას დონემდე დაეშვება. ძროხები თხებს დაემგვანებიან, სულიერი სახლების (ტაძრები) ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლებისგან არ იქნებიან განსხვავებულნი. ოჯახური კავშირები იმაზე მეტ ხანს არ გაგრძელდება, ვიდრე მოკლევადიანი საქორწინო შეთანხმება. მცენარეების უმეტესობა მცირე ზომის იქნება, და ყველა ხე ისეთი იქნება, როგორც “შამის” ჯუჯა ხეები. ღრუბლები დუმილით იქნებიან სავსე, სახლები – სათნოებას მოკლებულნი, და ყველა ადამიანი ვირს დაემგვანება. ამ დროს დედამიწაზე მოვა ბჰაგავანი. იმოქმედებს რა წმინდა სულიერი სათნოების ძალით, იგი გადაარჩენს მარადიულ რელიგიას. 17. უფალი ვიშნუ – უზენაესი მეუფე, ყველა მოძრავი და უძრავი არსების სულიერი მასწავლებელი და ყველაფრის უზენაესი სული – დაიბადება, რათა დაიცვას რელიგიის პრინციპები და გადაარჩინოს თავისი ერთგულები მატერიალურ საქმიანობათა შედეგებისგან. 18. უფალი კალკი დაიბადება ყველაზე საუკეთესო ბრაჰმანის – უდიადესი სულის - ვიშნუიასას ოჯახში, სოფელ შამბჰალაში. 19-20. ღმერთის პიროვნება, სამყაროს უფალი, შეჯდება ცხენ – დევადატიზე, ხმლით ხელში ივლის დედამიწაზე და მოახდენს რვა მისტიკური სრულყოფის და რვა განსაკუთრებული თვისების გამოვლენას. აჩვენებს რა თავის თვალისმომჭრელ ელვარებას და იქროლებს რა უდიდესი სიჩქარით, ის მოკლავს მრავალ მილლიონ იმ ქურდს, რომლებიც გაკადნიერდნენ ისე ჩაეცვათ, თითქოს მეფეები ყოფილიყვნენ. 21. საბოლოოდ ყველა თვითმარქვია დამარცხებულ იქნება, ქალაქების და დასახლებების მაცხოვრებლები ნიავის ქროლვას შეიგრძნობენ, რომელიც სანდალის პასტის ღვთაებრივ სუნს და უფალი ვასუდევის სხვა მორთულობების სუნს მოიტანს, ამის გამო მათი ჭკუა ტრანსცენდენტალურად სუფთა გახდება. 22. როცა უფალი ვასუდევა, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, მათ გულში გაჩნდება თავისი სათნო ტრანსცენდენტული ფორმით, დარჩენილი მაცხოვრებლები კვლავ დაასახლებენ დედამიწას. 23. როცა უზენაესი უფალი რელიგიის დამცველის, უფალი კალკის სახით გაჩნდება დედამიწაზე,დაიწყება სატია იუგა და ადამიანთა საზოგადოება შობს შთამომავლობას სათნოების გუნაში... 29. უზენაესი უფალი, ვიშნუ, ბრწყინვალე და მანათობელი როგორც მზე და ცნობილი, როგორც კრშნა, როცა იგი დაბრუნდა სულიერ სამყაროში, ამ სამყაროში შემოვიდა კალი, და შემდეგ ხალხმა დაიწყო სიამოვნებების ძებნა ცოდვილ საქმიანობებში. 30. სანამ რამაპატი, ბედის ქალღმერთის ქმარი, დედამიწას ეხებოდა თავისი ლოტოსის ტერფებით, კალი უძლური იყო ამ პლანეტის დასაპყრობად. 31. როცა ბრძენთა თანავარსკვლავედი მაგჰის მთვარის მხარეს გაივლის, იწყება კალის ეპოქა. იგი მოიცავს ნახევარღმერთების თორმეტ ასწლეულს [432 000 მზიური წელიწადი]. 32. როცა მაჰარიშების თანავარსკვლავედის უდიადესი ბრძენები მაგჰიდან პურვაშადჰიმდე მიაღწევენ, კალი თავისი მთელი ძალით შემოვა, დაწყებული მეფე ნანდათი და მისი დინასტიით. 33. ისინი, ვისაც მეცნიერულად ესმით წარსული, ამტკიცებენ, რომ იმავე დღეს, როცა უფალი კრშნა სულიერ ზეცაში წავიდა, დაიწყო კალის ეპოქის მოქმედება. 34. კალი-იუგის ათასი ზეციური წელიწადის შემდეგ ისევ დაიწყება კრიტა-იუგა. ამ დროს ყველა ადამიანის ჭკუა თვითმანათობელი იქნება. 35. ამგვარად მე ავღწერე მანუს სამეფო დინასტია, როგორც იგი დედამიწაზეა ცნობილი. მსგავსად შეიძლება მივყვეთ ვაიშიების, შუდრების და ბრაჰმანების ისტორიას, რომლებიც სხვადასხვა საუკუნეებში ცხოვრობდნენ. 36. ეს პიროვნებები, რომლებიც დიადი სულები იყვნენ, ახლა ცნობილნი არიან მხოლოდ თავიანთი სახელებით. ისინი მხოლოდ ამბებში და გადმოცემებში არსებობენ, რომელთაც ძველი დროიდან ჩვენამდე მოაღწიეს, და დედამიწაზე მათი მხოლოდ სახელი და დიდება რჩება. 37. დევაპი, მაჰარაჯა შანტანუს ძმა და მარუ, იკშვარუს შთამომავალი, - ორივე უდიდეს მისტიკურ ძალას ფლობს და დღესდღეობით სოფელ კალაპაში ცხოვრობენ. 38. კალის ეპოქის ბოლოს ეს ორი მეფე, მიიღებენ რა მითითებებს უშუალოდ ვასუდევასგან, დაბრუნდებიან ადამიანთა საზოგადოებაში და აღადგენენ მარადიულ რელიგიას, რომელიც ხასიათდება ვარნების და აშრამების დაყოფით, ისევე, როგორც ეს ადრე იყო. 39.ოთხი იუგის ციკლი – კრიტა (სატია), ტრეატ, დვაპარა და კალი – მუდამ გრძელდება დედამიწაზე და იმეორებს მოვლენათა ერთი და იმავე ძირითად ჯაჭვს... მესამე თავი: ბჰუმი-გიტა (დედამიწის სიმღერა) 24. კალის ეპოქაში რელიგიური პრინციპების მხოლოდ მეოთხედი ნაწილი რჩება. ეს დარჩენილი ნაწილი თანდათან შემცირდება უღმერთობის პრინციპების ზრდის პარალელურად და თანდათა საბოლოოდ გაქრება. 25. კალის ეპოქაში ხალხი მიდრეკილია სიხარბისკენ. ერთმანეთს ებრძვიან ყოველგვარი მიზეზის გარეშე. უიღბლონი და მატერიალური სურვილებისგან დევნილნი თითქმის ყველანი შუდრები და ბარბაროსები არიან. 26. მატერიალური გუნები (მოდუსები) – სათნოება, ვნება და უმეცრება – რომელთა შერეული არსებობა ყოველი ადამიანის ჭკუაში შეიმჩნევა, დროის ძალით მოიყვანება მოქმედებაში.... 30. როდესაც ჭარმობს ქურდობა, ტყუილი, სიზარმაცე, ძილიანობა, ძალადობა, სასოწარკვეთილება, ჭმუნვა, უგუნურება, შიში და სიღარიბე, - ეს ეპოქა კალის ეპოქად იწოდება, რომელიც უმეცრების გუნის გავლენის ქვეშაა. უმეცრების გავლენის შედეგად ადამიანები იქნებიან უკმაყოფილონი, უიღბლონი, ხარბები, სიღარიბით დამარცხებულები. ქალები, რომლებიც დაკარგავენ უბიწოებას, თავისუფლად ივლიან ერთი კაციდან მეორესთან. 32. ქალაქებში ქურდები იბატონებენ. ვედები შეიბილწება ათეისტების სპეკულაციური ინტერპრეტაციებით, პოლიტიკური ლიდერები ფაქტიურად ამოწყვეტენ მოსახლეობას, და ე.წ. სულიერი პირები და ინტელექტუალები თავისი მუცლის და გენიტალიების მონები იქნებიან. 33. ბრაჰმაჩარიები ვერ შეასრულებენ თავის აღქმებს და დაკარგავენ სისუფთავეს. მეოჯახეები მათხოვრებად და მაწანწალებად იქცევიან, ვანაპრასთჰები იოცხოვრებენ სოფლებში და სანიასები იქნებიან სიმდიდრეზე დახარბებულები. 34. ქალები პატარები გახდებიან და ძალიან ბევრის ჭამას დაიწყებენ. გააჩენენ იმდენ ბავშვს, რომ ვერ მოუვლიან მათ და დაკარგავენ სირცხვილს. ისინი მუდამ უხეშად ილაპარაკებენ და დაეშვებიან ბარბაროსობამდე, ტყუილამდე და შეუკავებელ თავხედობამდე. 35. საქმიანი ადამიანები წვრილმანი საქმეებით დაკავდებიან და ტყუილით მოიპოვებენ ფულს. ნებისმიერი პროფესია მისაღებად და კარგად აღიქმება. 36. მსახურები მიატოვებენ ბატონებს, რომლებმაც დაკარგეს თავისი სიმდიდრე, მაშინაც კი, თუ ისინი წმინდა და მისაბაძ ხასიათს და თვისებებს ფლობენ. ასევე ბატონებიც მიატოვებენ უძლურ მსახურებს, მაშინაც კი, თუ მრავალი წელი ემსახურა მას. ძროხებს გააგდებენ, ან ხორცისთვის დაკლავენ, მას შემდეგ რაც რძე გაუთავდებათ. 37. კალი იუგაში ადამიანები ყოვლად გამოუსადეგარნი იქნებიან და მართულნი იქნებიან ქალების მიერ. ისინი მიატოვებენ თავის მამებს, ძმებს, სხვა ნათესავებსა და მეგობრებს და ამის ნაცვლად ურთიერთობა ექნებათ თავისი ცოლების ძმებთან და დებთან. ამგვარად მეგობრობის კონცეფცია ძირითადად სექსუალურ საფუძველზე იქნება დამყარებული. 38. უკულტურო ადამიანები მოწყალებას ითხოვენ ღმერთის წარმომადგენლის სახელით და საარსებო წყაროდ ასკეტიზმს და ბერულ ტანისამოსს გამოიყენებენ. ისინი, ვისაც რელიგიის არაფერი გაეგება, მაღალ პოსტებს დაიკავებენ და რელიგიური პრინციპების შესახებ ლაყბობის უფლებას მისცემენ თავს. 39-40. ადამიანის ჭკუა მუდამ აგზნებული იქნება, ისინი გამოიფიტებიან შიმშილისგან და გადასახადებისგან, მუდამ გვალვის შიშში იქნებიან. არ ექნებათ საკმარისი ტანსაცმელი, საჭმელი და სასმელი, ვერ შეძლებენ სრულფასოვან დასვენებას, სექსს და განბანვას, არ ექნებათ მორთულობები, რათა სხეული მოიკაზმონ. ფაქტიურად კალი-იუგის ადამიანები თანდათან სულების და მოჩვენებების მიერ დევნილ არსებებს დაემგვანებიან. 41. ადამიანები ერთმანეთს შეიძულებენ რამდენიმე მონეტის გულისთვისაც კი. მზად იქნებიან მოკლან საკუთარი ნათესავებიც. 42. ადამიანები აღარ დაიცავენ თავის მოხუცებულ მშობლებს, თავის შვილებს ან თავის ცოლებს. მთლიანად დაცარიელებულები, მხოლოდ საკუთარ მუცელზე და გენიტალიებზე იზრუნებენ. 43. ო მეფეო, კალის ეპოქაში ადამიანთა გონება ათეიზმით იქნება გარყვნილი. ისინი თითქმის არასოდეს არ მოაწყობენ მსხვერპლშეწირვას სამივე სამყაროს უზენაესი სულიერი მასწავლებლისადმი. მიუხედავად იმისა, რომ დიადი პიროვნებები, რომლებიც მართავენ სამყაროს, უკლებლივ ყველანი ეთაყვანებიან აჩიუტას – უზენაესი ღმერთის, ლოტოსის ტერფებს, არაფრისმაქნისი და საწყალობელი ადამიენური არსებები არ მიბაძავენ მათ. 44. სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი საწოლში იტანჯება. და მიუხედავად იმისა, რომ ხმა უკანკალებს, და უჭირს იმის გაცნობიერება, თუ რას ლაპარაკობს, თუ იგი წარმოდთქვამს უზენაესი უფლის წმინდა სახელს, შეუძლია განთავისუფლდეს თავისი კარმული შედეგებისაგან და სრულქმნას მიაღწიოს. მაგრამ მიუხედავად ამისა კალის ეპოქაში ადამიანები არ სცემენ თაყვანს უზენაეს უფალს. 45. კალი იუგაში ობიექტები, ადგილები და ცალკეული ადამიანები – ყველაფერი ეს შერყვნილი და დაბინძურებული იქნება. ყოვლისშემძლე უფალს კი შეუძლია ყველა მსგავსი სიბინძურე მოაშოროს იმის ცხოვრებიდან, ვინც უფალს თავის ჭკუა-გონებაში მოათავსებს. 46. თუ ადამიანი ისმენს უზენაესი უფლის შესახებ, ადიდებს მას, მედიტირებს მასზე, ეთაყვანება ან დიდ პატივისცემას გამოხატავს მისადმი, ვინც მის გულში იმყოფება (ღმერთისადმი), უფალი მოაშორებს მისი ჭკუიდან სიბინძურეს, რომელიც მრავალი ათასი ცხოვრების შედეგად დაუგროვდა. 47. ზუსტად ისე, როგორც ცეცხლი აცილებს ოქროს ზედმეტ მინარევებს, ასევე უფალი ვიშნუ, რომელიც ყველას გულში იმყოფება, წმენდს მინდობილი იოგების გულებს. 48. ნახევარღმერთებისადმი თაყვანისცემის, ასკეზების, სუნთქვის კონტროლის, თანაგრძნობის, წმინდა ადგილებში განბანვის, მკაცრი აღქმების, მოწყალების და სხვადასხვა მანტრის გამეორების პროცესებში ჭკუა ვერ მიაღწევს იმ აბსოლუტურ განწმენდას, რომელიც მიიღწევა მაშინ, როცა ღმერთის უსაზღვრო პიროვნება მის გულში ჩნდება. 49. ამიტომ, ო მეფეო, ეცადე რადაც არ უნდა დაგიჯდეს კონცენტრაცია მოახდინო უზენაეს უფალ კეშავაზე, რომელიც გულშია. მუდამ კონცენტრაციის მდგომარეობაში იყავი, და სიკვდილის შემდეგ შენ აუცილებლად მიაღწევ მიზანს. (აქვე ვიტყვი რომ ის მეფე (პარიკშიტი), რომელსაც შუკადევა გოსვამი ელაპარაკებოდა, წყევლის გამო რამდენიმე დღეში უნდა მომკვდარიყო). 50. ჩემო ძვირფასო მეფეო, ღმრთეების პიროვნება უმაღლესი განმგებელია. ის უზენაესი სულია და უმაღლესი თავშესაფარია ყველა ცოცხალი არსებისთვის. როცა მასზე მედიტირებს ის, ვინც სიკვდილის პირასაა, ღმერთი უხსნის მას თავის საწყის სულიერ მდგომარეობას. 51. ძვირფასო მეფეო, თუმცა კალი-იუგა სიბინძურის ოკეანეა, ამ ეპოქას მაინც აქვს ერთი კარგი თვისება: მხოლოდ უფალი კრიშნას დიდებით, ყველას შეუძლია განთავისუფლდეს მატერიალური მონობისგან და წავიდეს სულიერ სამყაროში. 52. როგორი შედეგებიც არ უნდა მივიღოთ კრიტა-იუგაში უფალ ვიშნუზე მედიტაციით, ტრეტა-იუგაში – მსხვერპლშეწირვებით, დვაპარა-იუგაში – უფლის ლოტოსის ტერფების მსახურებით, ისინი კალი-იუგაში უფალ ჰარისადმი დიდების გალობით მიიღწევა. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#660
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
2012 წელზე თემა აღადგინეთ რა. საინტერესო მასალა მაქვს ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 03:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი