![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ikanosi |
![]()
პოსტი
#761
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
netvorc
ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება, რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას, ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნება და სრულქმნილება დარქმევია არარაობას. და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება და მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმა და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე... ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში, მაგრამ ჩემს სატრფოს ვერსად ვტოვებ ამ ცოდვა-ბრალში. წავედი, წავედი ![]() ![]() -------------------- ფარით ან ფარზე
|
netvorc |
![]()
პოსტი
#762
|
![]() ზეზვა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 14-June 10 მდებარ.: თბილისი წევრი № 9,007 ![]() |
netvorc ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება, რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას, ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნება და სრულქმნილება დარქმევია არარაობას. და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება და მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმა და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე... ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში, მაგრამ ჩემს სატრფოს ვერსად ვტოვებ ამ ცოდვა-ბრალში. წავედი, წავედი ![]() ![]() ეს ლექსია რა დღევანდელობა ![]() |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#763
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
აბა დაწერეთ ვის რა აზრი გაქვთ ამის შესახებ. თქვენი აზრი მაინტერესებს, ახლოს არის თუ არა აღსასრულის ჟამი. ჩემი აზრით ეხლა ისე ახლოს არის რო მეტი აღარ შეიძლება. ამდენი წინასწარმეტყველება ბოლო ჟამზე, არცერთ საუკუნეს არ შეხებია ისე როგორც xx-xxl საუკუნეს. აღსასრულზე ჯერ კიდევ მოციქულები საუბრობდნენ: ,, ახლო არს ჟამი", ისინი ყოველ დღე ელოდებოდნენ აღსასრულს, მაგრამ თვითონაც არ იცოდნენ, რომ 21-საუკუნე კიდევ იარსებებდა სამყარო. ერთი მხრივ მოლოდინი უნდა გვქონდეს, ხოლო მეორეს მხრივ ცნობის მოყვარეობამ სასოწარკვეთილებამდე არ უნდა მიგვიყვანოს. მართალია გამრავლდა ურჯულოება, ღვთის გმობა, ადამიანებს შორის ომი, სატანის საქმიანობა, მაგრამ საუბარი აპოკალიფსზე, რომ ხვალ ან ზეგ იქნება ტყვილია. ცნობისთვის: მეორედ მოსცლა ჩვენზეა დამოკიდებული ერთის მხრივ, თუ გავამრავლებთ ცოდვებს დაჩქარდება პროცესები, ხოლო თუ წესიერად ვიცხოვრებთ, ქრისტიანულად, ღმერთი არ მოსპობს ქვეყნიერებას. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
Funkenstein |
![]()
პოსტი
#764
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 ![]() |
|
afxazi |
![]()
პოსტი
#765
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
saria-giorgi
ციტატა აღსასრულზე ჯერ კიდევ მოციქულები საუბრობდნენ: შენ თუ ამ აზრით გესმის მოციქულთა ეს გამონათქვამები კარგად გვქონია საქმე. ციტატა ცნობისთვის: მეორედ მოსცლა ჩვენზეა დამოკიდებული ერთის მხრივ, თუ გავამრავლებთ ცოდვებს დაჩქარდება პროცესები, ხოლო თუ წესიერად ვიცხოვრებთ, ქრისტიანულად, ღმერთი არ მოსპობს ქვეყნიერებას. ვერაფერს იტყვი, შესანიშნავია ![]() ![]() ე.ი. ღმერთს ჯერ არ გადაუწყვეტია როდის იქნება მეორედ მოსვლა? ![]() ![]() ციტატა ღმერთი არ მოსპობს ქვეყნიერებას. აქ არ არის საუბარი რამის მოსპობაზე, ეს არ არის ჭეშმარიტი აზრი. აქ საუბარია გარდასხვაფერებაზე, განახლებაზე... და საერთოდ მეორედ მოსვლა ნგრევასთან და უბედურებასთან რომ ასოცირდება, ესეც არაა ნორმალური აზრი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#766
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
afxazi
ციტატა აქ არ არის საუბარი რამის მოსპობაზე, ეს არ არის ჭეშმარიტი აზრი. აქ საუბარია გარდასხვაფერებაზე, განახლებაზე... ე. ი. "პერესტროიკაზეა" ლაპარაკი? ![]() ციტატა და საერთოდ მეორედ მოსვლა ნგრევასთან და უბედურებასთან რომ ასოცირდება, ესეც არაა ნორმალური აზრი. არ მინდა შენსა და ბ-ნ სარიას შორის პოლემიკაში ჩავერიო, მაგრამ, ჩემთვის მაინტერესებს, რასთან უნდა ასოცირდეს მეორედ მოსვლა და "ნორმალური აზრი" როგორია? ![]() -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
afxazi |
![]()
პოსტი
#767
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
dzvelmartlmadidebeli
ციტატა რ მინდა შენსა და ბ-ნ სარიას შორის პოლემიკაში ჩავერიო, მაგრამ, ჩემთვის მაინტერესებს, რასთან უნდა ასოცირდეს მეორედ მოსვლა და "ნორმალური აზრი" როგორია? მაგალითად გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ოთხი სტიქიონიდან საბოლოო ჯამში არც ერთი მძლავრობს მეორეზე, შესაბამისად რომ ვივარაუდოთ რომელიმე სტქიონისგან სამყაროს განადგურება (ცეცხლით ან იგივე წყლით) არასწორი იქნება. შესაბამისად სამყარო არ დაიწვება ან მას წყალი არ დაფარავს. აქ უბრალოდ განახლებაზეა საუბარი, რომ იქნება ახალი ცა და ახალი მიწა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Atman |
![]()
პოსტი
#768
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
კატაკლიზმების გაგრძელება: ხანძრები და წყალდიდობები
9:25 AM Posted by anonimi ალბათ, იცით რომ 2010 წლის პირველი 4 თვე უმძიმესი და დამანგრეველი მიწისძვრებით დაიწყო. არაერთმა ექსტრასენსმა აღიარა, რომ ეს წელი დამანგრეველი იქნება მსოფლიოსთვის და ბევრ რამესაც შეცვლის, რაც შესაძლებელია უკავშირდებოდეს 2012 წლის ფაქტსაც. ნელ-ნელა ვითარება უფრო მეტად დაიძაბება... მაისიდან თითქოს შემცირდა კატაკლიზმების რაოდენობა, მაგრამ ივლისის ბოლოდან კვლავ წაიყვანა ღმერთმა ადამიანების სულები თავისთან, თანაც ბევრი... ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთის ხანძარია, რომელიც უკვე კვირაზე მეტია მძვინვარებს მთელს ტერიტორიაზე. ქართველი ხალხი ამას სასჯელად მიიჩნევს და უმეტესობას უხარია (გადახედეთ ფორუმებს), თუმცა იმას ვეღარ იაზრებენ, რომ სიცხე საქართველოს ტერიტორიაზეცაა და უკვე თითქმის ყველა მასიურ ტყეში ჩვენთანაც ხანძარია გაჩენილი და ეს არა "სასჯელი", არამედ ის საფრთხეა, რომელიც 2012 წელს გვიახლოვდება და რომელიც გლობალურ დათბობას უკავშირდება. რუსეთს უკვე "ახალი ჩერნობილი" უწოდეს დასავლეთის ანალიტიკოსებმა, ხოლო ზარალმა 15 მილიონს მიაღწია. დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი (არაოფიციალურად ფიქრობენ რომ მსხვერპლი გაცილებით დიდია), ხოლო უსახლკაროდ დარჩენილია ათასობით ადამიანი. მეორე კატაკლიზმი: წყალდიდობა, რომელის მსგავსი ევროპას კარგა ხანია არ ახსოვს რამდენიმე დღეა მძვინვარებს და უკვე 15 ადამიანი შეიწირა. სტიქია განსაკუთრებით მძვინვარებს გერმანიაში, პოლონეთში, ავსტიასა და ჩეხეთში. ყველაზე მძიმე ვითარებაა პაკისტანში, სადაც 1600-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და მსხვერპლი კიდევ გაიზრდება. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ასე რომ წინ კიდე მთელი აგვისტოა და სამწუხაროდ უარეს შედეგებსაც უნდა ველოდეთ, იცოდეთ რომ 2012 რეალობაა და ახლოვდება ყველაფრის შეცნობის დრო, მალე გაირკვევა ყველაფერი და დასრულდება გაუგებრობა! ინფორმაციის წყარო: http://sikvdili.blogspot.com/2010/08/blog-post.html მაგარი პრიკოლი საიტია ![]() პ.ს. სურათებითაა და ბარემ მანდ ნახეთ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
afxazi |
![]()
პოსტი
#769
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Atman
ციტატა იცოდეთ რომ 2012 რეალობაა და ახლოვდება ყველაფრის შეცნობის დრო, მალე გაირკვევა ყველაფერი და დასრულდება გაუგებრობა! კარგი ახლა ![]() ![]() ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Atman |
![]()
პოსტი
#770
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
afxazi
მაგ პოსტთან დაკავშირებით ჩემი აზრი არ დამიფიქსირებია ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
afxazi |
![]()
პოსტი
#771
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Atman
ციტატა მაგ პოსტთან დაკავშირებით ჩემი აზრი არ დამიფიქსირებია rolleyes.gif ბოდიში, შენ მეგონე ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#772
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
afxazi
ციტატა მაგალითად გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ოთხი სტიქიონიდან საბოლოო ჯამში არც ერთი მძლავრობს მეორეზე, შესაბამისად რომ ვივარაუდოთ რომელიმე სტქიონისგან სამყაროს განადგურება (ცეცხლით ან იგივე წყლით) არასწორი იქნება. შესაბამისად სამყარო არ დაიწვება ან მას წყალი არ დაფარავს. აქ უბრალოდ განახლებაზეა საუბარი, რომ იქნება ახალი ცა და ახალი მიწა. ეს გრიგოლ ნოსელის კერძო აზრია თუ სხვა მამების იზიარებენ ამ შეხედულებას? ცნობილია, რომ წმ. გრიგოლის ზოგიერთი ესქატოლოგიური შეხედულება არ არის გაზიარებული. მაგ. აპოკატასტასისის თეორია (თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ზოგიერთის აზრით ეს შეხედულება მწვალებელთა ჩართულია მის თხზულებებში). და კიდევ: ციტატა და საერთოდ მეორედ მოსვლა ნგრევასთან და უბედურებასთან რომ ასოცირდება, ესეც არაა ნორმალური აზრი. აბა ეს რაღაა: "და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე. 13. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს. 14. და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ- თავიანთი ადგილებიდან იძრნენ. 15. ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ. 16. და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ; 17. ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?" (გამოცხ. 6:12-17). ასეთი მაგალითების მოტანა წმ. წერილიდან კიდევ შეიძლება (თუნდაც ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებებიდან, სადაც აღწერილია სამყაროს აღსასრული). -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
afxazi |
![]()
პოსტი
#773
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
dzvelmartlmadidebeli
ციტატა ეს გრიგოლ ნოსელის კერძო აზრია თუ სხვა მამების იზიარებენ ამ შეხედულებას? ცნობილია, რომ წმ. გრიგოლის ზოგიერთი ესქატოლოგიური შეხედულება არ არის გაზიარებული. მაგ. აპოკატასტასისის თეორია (თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ზოგიერთის აზრით ეს შეხედულება მწვალებელთა ჩართულია მის თხზულებებში). ეს არ არის ნოსელი კერძო აზრი და არც მწვალებლობანია მის თხზულებაში. ეს პრობლემა დიდი ხანია გარკვეულია, იგივა მაქსიმა აღმსარებლის და იგივე ნიკიფორე კონსტანტინოპოლელის ცხადი მითითებით. ციტატა აბა ეს რაღაა: "და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე. 13. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს. 14. და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ- თავიანთი ადგილებიდან იძრნენ. 15. ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ. 16. და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ; 17. ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?" (გამოცხ. 6:12-17). მეორედ მოსვლა თავისი მასშტაბით სხვაგვარად ვერ გადმოიცემა. ისევე როგორც ჯოჯოხეთის შესახებაა თქმული, რომ იქ ცეცხლია და ასე, მაგრამ ის სულიერი დმგოამრეობაა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#774
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
afxazi
ციტატა ეს არ არის ნოსელი კერძო აზრი და არც მწვალებლობანია მის თხზულებაში. არა, შენ ვერ გამიგე. მე არ მითქვამს რომ წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებაში მწვალებლობებია. ასე, რომ იყოს ის წმინდანად ვერ შეირაცხებოდა. მე მას უდიდეს პატივს მივაგებ. ძალიან მიყვარს მისი თხზულებები. ციტატა ეს პრობლემა დიდი ხანია გარკვეულია, იგივეა მაქსიმა აღმსარებლის და იგივე ნიკიფორე კონსტანტინოპოლელის ცხადი მითითებით. შენ აქ აპოკატასტასისის თეორიას გულისხმობ? ციტატა მეორედ მოსვლა თავისი მასშტაბით სხვაგვარად ვერ გადმოიცემა. ისევე როგორც ჯოჯოხეთის შესახებაა თქმული, რომ იქ ცეცხლია და ასე, მაგრამ ის სულიერი დმგოამრეობაა. გავიგო თუ არა ეს ისე, რომ შენ აპოკალიფსისს მხოლოდ ალეგორიულ პლანში განიხილავ? -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
afxazi |
![]()
პოსტი
#775
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
dzvelmartlmadidebeli
ციტატა გავიგო თუ არა ეს ისე, რომ შენ აპოკალიფსისს მხოლოდ ალეგორიულ პლანში განიხილავ? შენ ცუდად გამიგე. ის რომ ვთქვათ ჯოჯოხეთი აღწერილია როგორც ცეცხლი და ა.შ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯოჯოხეთისეული მდგოამრეობა მატერიალური გაგებით ასე გამოითქმის. დამეთანხმები, რომ ჯოჯოხეთი სულიერი მდგოამრეობაა და მას მატერიალურ ცეცხლთან საერთო არა აქვს. მაგრამ ჯოჯოხეთი არსებობს ხომ? კიდევ ერთი მაგალითი: როდესაც უფალმა ფერი იცვალა, მოციქული ეს ასე გადმოსცა "გაბრწყინდა ვითარცა მზე", მაგრამ თაბროსიეული ნათელი ხომ განუზომლად აღმატებული იყო მზეზე, მოციქულმა უბრალოდ მატერიალურ სიტყვაში ეს სხვანაირად ვერ ასახა, ეს სიტყვის მაქსიმუმი იყო. მეორედ მოსვლაც თავისი მასშტაბით საშინელია და მატერიალური სიტყვა ამგვარად გამსოახავს. უფლის სამსჯავროზე წარდგომა რომ განუზომლად აღემატებ ნებისმიერ მატერიალურ გასაჭირს, ესეც ცხადია. რაც შეეხება დედამიწის შემუსვრას. გავიხსენოთ თუნდაც წარღვნის შემდგომი ცისარტყელა, უფრო ზუტას უფლის სიტყვები: გიდებთ აღთქმას, რომ აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად. (დაბ. 9, 11) მეორედ მოსვლა დასასრულია და არა აღსასრული. დასასრული მატერიალური ყოფიერებისა და დასაწყისი მომავალი ცხოვრებისა. ციტატა შენ აქ აპოკატასტასისის თეორიას გულისხმობ? კი -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#776
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
afxazi
ციტატა დამეთანხმები, რომ ჯოჯოხეთი სულიერი მდგოამრეობაა და მას მატერიალურ ცეცხლთან საერთო არა აქვს. მაგრამ ჯოჯოხეთი არსებობს ხომ? გეთანხმები, რომ ჯოჯოხეთი მატერიალურად არ უნდა გავიგოთ, თუმცა რა არის ჯოჯოხეთი დანამდვილებით ამის თქმა ძალზედ ძნელია. უეჭველია, რომ ჯოჯოხეთი ადამიანის სულიერი მდგომარეობაა, თუმცა ის სამოთხისგან განცალკევებული ადგილმდებარეობაა, როგორც ამას მდიდრისა და ლაზარეს მაგალითიც გვიჩვენებს. ეს ზოგადად. კონკრეტულად, ჯოჯოხეთის უხეში, მატერიალური წარმოდგენები ნამდვილად მიუღებელია. ციტატა მეორედ მოსვლაც თავისი მასშტაბით საშინელია და მატერიალური სიტყვა ამგვარად გამსოახავს. ეს ნეიტრალური ფორმულირებაა, გადახრილი ალეგორიული გაგებისკენ, მაგრამ ამის პირდაპირ დასტურს წმიდა მამებთან ვერ ვპოულობთ. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ წმიდა მამები მეორედ მოსვლის წინა კატასტროფებსა და მთელს კოსმიურ პერტურბაციებს პირდაპირი მნიშვნელობით განმარტავდნენ. ალბათ ლოგიკურიცაა, როგორც პირველად წყლით დაიფარა და განიწმიდა მიწა ცოდვის მძლავრებისგან, ასევე ცეცხლით უნდა "დაიფაროს" და განიწმინდოს ქვეყნიერება განახლების წინ. ციტატა გიდებთ აღთქმას, რომ აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად. რაც შეეხება ცისარტყელას, ის, როგორც წესი ჭექა ქუხილისა და წვიმის შემდეგ ჩნდება და არის ნიშანი იმისა, რომ წყლით წარღვნა არ მოხდება. მაგრამ არა ცეცხლისა. ციტატა მეორედ მოსვლა დასასრულია და არა აღსასრული. დასასრული მატერიალური ყოფიერებისა და დასაწყისი მომავალი ცხოვრებისა. გეთანხმები. არც მითქვამს რომ მეორედ მოსვლა აღსასრულია. ცხადია, მეორედ მოსვლის შემდეგ, განახლდება ქვეყნიერება და ახალი ცხოვრება დაიწყება. რაც შეეხება აპოკატასტასისს, შენ ამბობ, რომ წმ. მაქსიმეს და სხვა მამებს ის ესმოდათ ისე, როგორც ამას ორიგენე ასწავლიდა? -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
afxazi |
![]()
პოსტი
#777
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
dzvelmartlmadidebeli
ციტატა რაც შეეხება აპოკატასტასისს, შენ ამბობ, რომ წმ. მაქსიმეს და სხვა მამებს ის ესმოდათ ისე, როგორც ამას ორიგენე ასწავლიდა? მოკლედ ეს ვირტუალური საუბრები მაგიჟებს რა ![]() ![]() ![]() მოკლედ რას ვამბობდი. ადრეც და სამწუხაროდ დღესაც გრიგოლ ნოსელს ბევრი აბრალებს, რომ იგი ორიგენესეულ აპოკატასტასს (ანუ უკან მიბრუნებას/ ამ მოძღვრების მიხედვით ჯოჯოხეთი არ არის მარადიული და თვით დაცემული ანგელოზებიც კი განწმენდის შემდეგ კვლავ თავიან პირვანდელ ანუ ანგელოზებრივ მდგომარეობას დაუბრუნდებიან) მოძღვრობდა. მაგალითისთვის მოუხმობენ მის ერთ-ერთ შრომას "დიდი კათეკეტური სიტყვა". თუმცა ჩემთვის გაუგებრად კიდევ სხვა ადგილებს მისი ნაშრომებიდან. სხვა ნაშრომებში ამის დანახვა უვიცობაა, მაგრამ რაც შეეხება დასახელებულ შრომას, იქ მართლაც გვხვდება მსგავსი ფრაზები. საქმე იმაშია რომ ამ ფრაზებით მოგვიანებით შეირყვნა ეს ძეგლი, რასაც ცხადად ადასტურებს ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ნოსელის შრომა გადამწერებმა დააზიანეს. მაქსიმე აღმსარებელიც იცავს გრიგოლ ნოსელს და მას განარიდებს რაიმე ბიწისაგან (მაქსიმე და ნიკიფორე ამ კონტექსტში გამოვიყენე). ასე რომ გრიგოლ ნოსელი და აპოკატასტასისი (როგენესეული გაგება) შორს არიან ერთმანეთისაგან. დანარჩენებზეც არ ღირს კამათი, ვფიქრობ ერთს ვამბობთ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#778
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
saria-giorgi შენ თუ ამ აზრით გესმის მოციქულთა ეს გამონათქვამები კარგად გვქონია საქმე. ვერაფერს იტყვი, შესანიშნავია ![]() ![]() ე.ი. ღმერთს ჯერ არ გადაუწყვეტია როდის იქნება მეორედ მოსვლა? ![]() ![]() აქ არ არის საუბარი რამის მოსპობაზე, ეს არ არის ჭეშმარიტი აზრი. აქ საუბარია გარდასხვაფერებაზე, განახლებაზე... და საერთოდ მეორედ მოსვლა ნგრევასთან და უბედურებასთან რომ ასოცირდება, ესეც არაა ნორმალური აზრი. წმიდა ბასილი დიდი ამბობს: ღმერთმა წინასწარ იცის ყველაფერი, მაგრამ არ განსაზღვრავს. იცის შენ ცხონდები, თუ წარწყმდები, მაგრამ ვინ იტყვის რომ ხვალვე გარდაიცვლები? განა კარგად არ უნდა გაიგო რას ვგულისხმობ, როდესაც ვსაუბრობ ჩვენზეა დამოკიდებული მეორედ მოსცლათქო, ეს იგივეა ვთქვათ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი ცხონება. განა ჩვენ არ ვირევთ გზას, თუ საითკენ გვირჩევნია. წმიდა იუსტინე ფილოსფოსი ბრძანებს: განა ღმერთი იყო იუდას გაცემის მიზეზი? განა მან განსაზღვრა რომ იუდა გასცემდა? ვისი ბაგე გაბედავს ამის თქმას? მაგრამ არც იმას ვამბობთ, რომ ღმერთმა ეს არ იცოდა. სოდომ-გომორი დაეცა იმიტომ, რომ ცოდვები გამრავლდა. მამებმა იწინასწარმეტყველეს, რომ მეორედ მოსვლის ნიშნები სწორედ ურჯულოებათა გამრავლება იქნება. როგორ ამიხსნი მოციქულთა სიტყვებს: ,,ახლო არს ჟამი" და სად წერია? -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#779
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
,,ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. "(დან.7.13) ქრისტე მეორედ მოსვლა იქნება განსხვავებული პირველისგან, მან დაითმინა გინება და გამოიხსნა კაცობრიობა, ხოლო მეორედ დიდებით მოვა. მასში ორმაგადაა ყველაფერი, თუ შეიძლება ასე ითქვას: ის ჯვარს ეცვა და აღდგა, ის ამაღლდა და კვალად მომავალ არს, ის უწინარეს საუკუნეთა იშვა და ამავე დროს ქალწულისგან იშვა. ერთხელ მოვიდა თავმდაბლობით ,,ხატი მონისა მიიღო", ხოლო მეორედ მოვა მეუფე დიდებისა. მეორეჯერ შემოსავს ცას ნათელს: ,,გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით. " (ფს.103.2) ერთის მხრივ დაითმინა ჯვარი, ხოლო მეორეს მხრივ ამაღლდა: ,,თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ. "(ებრ.12.2) პირველ მოსვლაზე გალობდნენ: ,, ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკანაც მისდევდა მას, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალთა შინა! " (მთ. 21,9), ხოლო მეორედ მოსვლაზეც იტყვიან: ,,წინ მიმავალნიცა და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით." (მკ. 11.9) უფალი მოვა არა იმიტომ, რომ კვლავ განსაჯოს, არამედ განმსჯელებს განსჯის. ,,აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე; უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი.ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნიან უფალს შესაწირავი. მაშინ საამო იქნება უფლისათვის იუდას და იერუსალიმის შესაწირავი, როგორც ძველ დროში და გარსულ წელიწადებში. მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ ცრუმოფიცართაა მოჯამაგირეთა და ქვრივ-ობლების მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. " (მალაქ. 3. 1-5) პავლე მოციქული ბრძანებს მეორედ მოსვლაზე: ,,თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს. "( 1კორ.3.13)
ჯერ კიდევ პავლე მოციქული საუბრობს იმაზე, რომ: ,,ახლო არს ჟამი", უფლის მოსვლისა: ,,რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი, ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად, [size=4]და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას," (ტიტეს მიმართ 2. 11-13) [size=4] წმიდა კირილე იეუსალიმელიც ამატებს:,,Видишь, он говорит и о первом пришествии, за которое благодарит; и о втором, которого ожидает". უფლის მეორედ მოსვლის ნიშანზე ოსია წინასწარმეტყველიც საუბრობს:,,წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს. "(ოს.4.2) გვინდა მოვისმინოთ რას ამბობს ესაია:,,დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს. " (ეს.34.4) სახარებაში წერია: ,,და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი. " (მთ. 24.29). დავით მეფეს მოუსმინოთ: ,,უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა. ისინი დაიღუპებიან[u], შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან. " (ფს. 101. 26-27) ისინი დაიღუპებიანო, ანუ აქაც მ ეორედ მოსვლაზე საუბრობს, მაგრამ ამავე დროს გვაძლევს იმედს, რომ ღმერთი ამ ყველაფერს უხრწნელს გახდის",, დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით". საქმე მოციქულთა გვამცნობს: ,,მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული" (საქ.2.20). ცოდვის გამრავლება დააჩქარებს პროცესს: ,,ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს.ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს. რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით, მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით, ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი. " (2,თეს. 2. 3-10) აი რას ბრძანებს პავლე მოციქული. წმიდა მამები ბრძანებენ:Прежде были явные еретики, а ныне Церковь наполнена скрытными еретиками. ცრუ სწავლებაზეც საუბრობს მოციქული: ,,რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას." (2ტიმ. 4.3) ტკბილი არ იქნება მეორედ მოსვლა: ,,მან ასე მიპასუხა: მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას. " (დან. 7.23). წმ. კირილე იერუსალიმი როგორ განმარტავს:. Церковные толковники полагают, что cиe царство есть Римское. Первое знаменитое царство Ассирийское, второе Мидийское вместе с Персидским, пocле них третье Македонское; а четвертое царство-ныне стоящее Римское. Далее, по порядку изъясняя, Гавриил говорит: десять рогов его, десять царей востанут, и по них востанет друий, иже превзыдет злобами всех прежних, превзыдет (24), говорит он, не только десять, но и всех, прежде его бывших. И три цари смирит которые, очевидно, из числа десяти оных. Трех из сих десяти свергнувши, без сомнения сам осьмый воцарится. И словеса, говорить далее, на Вышняго возглаголет (Дан. 7, 23) человек богохульник, и законопреступник, который получить царство не от предков, но похитит власть посредством волхвования. დაწვრილებით საუბარი შეგვიძლია, თუ გაჩნდება კითხვები და ნამდვილად მოუნდება სმენა იმისა, რაც ეხება მეორედ მოსვლას. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#780
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
afxazi
ციტატა მოკლედ ეს ვირტუალური საუბრები მაგიჟებს რა შეიძლება ერთს ფიქრობდნენ მაგრამ მაინც ვერ გაიგონ ერთმანეთისა მოკლედ რას ვამბობდი. ადრეც და სამწუხაროდ დღესაც გრიგოლ ნოსელს ბევრი აბრალებს, რომ იგი ორიგენესეულ აპოკატასტასს (ანუ უკან მიბრუნებას/ ამ მოძღვრების მიხედვით ჯოჯოხეთი არ არის მარადიული და თვით დაცემული ანგელოზებიც კი განწმენდის შემდეგ კვლავ თავიან პირვანდელ ანუ ანგელოზებრივ მდგომარეობას დაუბრუნდებიან) მოძღვრობდა. მაგალითისთვის მოუხმობენ მის ერთ-ერთ შრომას "დიდი კათეკეტური სიტყვა". თუმცა ჩემთვის გაუგებრად კიდევ სხვა ადგილებს მისი ნაშრომებიდან. სხვა ნაშრომებში ამის დანახვა უვიცობაა, მაგრამ რაც შეეხება დასახელებულ შრომას, იქ მართლაც გვხვდება მსგავსი ფრაზები. საქმე იმაშია რომ ამ ფრაზებით მოგვიანებით შეირყვნა ეს ძეგლი, რასაც ცხადად ადასტურებს ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ნოსელის შრომა გადამწერებმა დააზიანეს. მაქსიმე აღმსარებელიც იცავს გრიგოლ ნოსელს და მას განარიდებს რაიმე ბიწისაგან (მაქსიმე და ნიკიფორე ამ კონტექსტში გამოვიყენე). ასე რომ გრიგოლ ნოსელი და აპოკატასტასისი (როგენესეული გაგება) შორს არიან ერთმანეთისაგან. გაგახაროს ღმერთმა. მეც არ გამიკვირდა კაცო? თანაც ორიგენიზმი დაგმო მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებამ. სხვამხრივ აპოკატასტასისის მიმართ რა შეიძლება ითქვას. ეს სიტყვა, თუ არ ვცდები, ნიშნავს აღდგენას, დაბრუნებას, დასრულებას. რადგან აპოკატასტასისის შენეულ გაგებას შეხება არა აქვს ორიგენესეულ გაგებასთან, ცხადია, ჩვენ ერთი აზრი გვქონია ამ საკითხზე და მგონი უკვე საკამათო აქ ნამდვილად არაფერია. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 05:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი