IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

44 გვერდი V « < 38 39 40 41 42 > »   
Reply to this topicStart new topic
> აპოკალიფსი
afxazi
პოსტი Aug 12 2010, 09:54 AM
პოსტი #781


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



saria-giorgi

ციტატა
წმიდა ბასილი დიდი ამბობს: ღმერთმა წინასწარ იცის ყველაფერი, მაგრამ არ განსაზღვრავს. იცის შენ ცხონდები, თუ წარწყმდები, მაგრამ ვინ იტყვის რომ ხვალვე გარდაიცვლები? განა კარგად არ უნდა გაიგო რას ვგულისხმობ, როდესაც ვსაუბრობ ჩვენზეა დამოკიდებული მეორედ მოსცლათქო, ეს იგივეა ვთქვათ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი ცხონება. განა ჩვენ არ ვირევთ გზას, თუ საითკენ გვირჩევნია. წმიდა იუსტინე ფილოსფოსი ბრძანებს: განა ღმერთი იყო იუდას გაცემის მიზეზი? განა მან განსაზღვრა რომ იუდა გასცემდა? ვისი ბაგე გაბედავს ამის თქმას? მაგრამ არც იმას ვამბობთ, რომ ღმერთმა ეს არ იცოდა. სოდომ-გომორი დაეცა იმიტომ, რომ ცოდვები გამრავლდა. მამებმა იწინასწარმეტყველეს, რომ მეორედ მოსვლის ნიშნები სწორედ ურჯულოებათა გამრავლება იქნება.


გასაგებია რასაც მაბობ, მაგრამ მაკვირვებ. იოანე დამასკელის ცხადი მოწმობითაც უფალი არ განსაზღვრავს ამა თუ იმ ადმაინის მომავალს. თუმცა ამან არ მიგვიყვანოს იქამდე, რომ ვთქვათ მეორედ მოსვლის ფიქსირებული თარიღი ჯერ ცნობილი არ არის უფლისათვის, სხვაგვარად რომ ვთქვათ ჯერ მას არ გადაუწყვეტია როდის იქნება მეორედ მოსვლა. ეს პირდაპირი დარტყმა იქნებოდა საღვთო ყოვლისმცოდნეობის დოგმატისადმი. მართალია უფალი არ განსაზღვრავს მომავალს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან რაღაც არ იცის. სამწუხაროდ ზოგჯერ ამას ვერ ვმიჯნავთ.

როდესაც მომავალი განსაზღვრულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს წართმეული აქვს არჩევანის უფლება. ვთქვათ თუ იგი წარწყმედისთვისაა განწირული, ცხადია, ის ვერ მიიდრიკება სიკეთისკენ, ისევე როგორც მეორე მხრივაც. ადამიანის მომავალი არ არის განსაზღვრული და ეს იმას ნიშნავს,. რომ მას აქვს არჩევანის თავისუფლება, თვითონ გასაზღვროს მომავალი. მაგრამ საღვთო ყოვლისმცოდნეობას განა ხელს უშლის ეს ყოველივე იმაში, რომ მან არ იცოდეს (არა განსაზღვრებითად, არამედ საღვთო ყოვლისმცოდნეობით) რაიმე, მისთვის ხომ წარსული და მომავალი არ არსებობს, მისთვის ხომ ყოველივე აწმყოა...

აი იოანე ოქროპირის განმარტებაც პავლე მოცქიულის სიტყვებზე:

და არა მარტო ეს; არამედ რებეკაც ერთი კაცის - მამაჩვენ ისააკისაგან დაფეხმძიმდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ შობილიყვნენ მისი ძენი და არც არაფერი ჩაედინათ - არც კარგი და არც ცუდი (რათა აღსრულებულიყო განზრანვა ღვთისა მისი არჩევანის თანახმად, (რომ. 9, 10-11)

გარნა რაი სთქუა რებეკაისათვის, რომლისა მისვე და ერთისა საშოისა და საწოლისა ძმანი მარჩბივნი არა ორნივე სათნო-იჩინნა ღმერთმან, პირველ შობისა და პირველ ქმნადმდე კეთილისა გინა ბოროტისა. რაისათვის მე? - არამედ წინაისწარმცნობელობისათვის ღმრთისა, რომელმან იგი პირველ შობადმდე უწყის თითოეულისაი. და ესე არს რჩევითი წინა-განმზადებაი ღმრთისაი, რამეთუ ვითარიცა ყოფად იყოს შობადი იგი, ეგევითარსავე ნიჭსა განუმზადებს, ძალითა წინაისწარმცნობელობისა თვისისაითა.


მე მგონი აქ ცხდადაა ყოველივე განმარტებული.



ციტატა
,,ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. "(დან.7.13) ქრისტე მეორედ მოსვლა იქნება განსხვავებული პირველისგან, მან დაითმინა გინება და გამოიხსნა კაცობრიობა, ხოლო მეორედ დიდებით მოვა. მასში ორმაგადაა ყველაფერი, თუ შეიძლება ასე ითქვას: ის ჯვარს ეცვა და აღდგა, ის ამაღლდა და კვალად მომავალ არს, ის უწინარეს საუკუნეთა იშვა და ამავე დროს ქალწულისგან იშვა. ერთხელ მოვიდა თავმდაბლობით ,,ხატი მონისა მიიღო", ხოლო მეორედ მოვა მეუფე დიდებისა. მეორეჯერ შემოსავს ცას ნათელს: ,,გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით. " (ფს.103.2) ერთის მხრივ დაითმინა ჯვარი, ხოლო მეორეს მხრივ ამაღლდა: ,,თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ. "(ებრ.12.2) პირველ მოსვლაზე გალობდნენ: ,, ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკანაც მისდევდა მას, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალთა შინა! " (მთ. 21,9), ხოლო მეორედ მოსვლაზეც იტყვიან: ,,წინ მიმავალნიცა და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით." (მკ. 11.9) უფალი მოვა არა იმიტომ, რომ კვლავ განსაჯოს, არამედ განმსჯელებს განსჯის. ,,აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე; უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი.ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნიან უფალს შესაწირავი. მაშინ საამო იქნება უფლისათვის იუდას და იერუსალიმის შესაწირავი, როგორც ძველ დროში და გარსულ წელიწადებში. მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ ცრუმოფიცართაა მოჯამაგირეთა და ქვრივ-ობლების მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. " (მალაქ. 3. 1-5) პავლე მოციქული ბრძანებს მეორედ მოსვლაზე: ,,თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს. "( 1კორ.3.13)
ჯერ კიდევ პავლე მოციქული საუბრობს იმაზე, რომ: ,,ახლო არს ჟამი", უფლის მოსვლისა: ,,რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი, ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად, [size=4]და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას," (ტიტეს მიმართ 2. 11-13) [size=4] წმიდა კირილე იეუსალიმელიც ამატებს:,,Видишь, он говорит и о первом пришествии, за которое благодарит; и о втором, которого ожидает". უფლის მეორედ მოსვლის ნიშანზე ოსია წინასწარმეტყველიც საუბრობს:,,წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს. "(ოს.4.2) გვინდა მოვისმინოთ რას ამბობს ესაია:,,დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს. " (ეს.34.4) სახარებაში წერია: ,,და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი. " (მთ. 24.29). დავით მეფეს მოუსმინოთ: ,,უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა. ისინი დაიღუპებიან[u], შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან. " (ფს. 101. 26-27) ისინი დაიღუპებიანო, ანუ აქაც მ
ეორედ მოსვლაზე საუბრობს, მაგრამ ამავე დროს გვაძლევს იმედს, რომ ღმერთი ამ ყველაფერს უხრწნელს გახდის",, დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით". საქმე მოციქულთა გვამცნობს: ,,მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული" (საქ.2.20). ცოდვის გამრავლება დააჩქარებს პროცესს: ,,ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს.ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს. რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით, მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით, ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი. " (2,თეს. 2. 3-10) აი რას ბრძანებს პავლე მოციქული. წმიდა მამები ბრძანებენ:Прежде были явные еретики, а ныне Церковь наполнена скрытными еретиками. ცრუ სწავლებაზეც საუბრობს მოციქული: ,,რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას." (2ტიმ. 4.3) ტკბილი არ იქნება მეორედ მოსვლა: ,,მან ასე მიპასუხა: მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას. " (დან. 7.23). წმ. კირილე იერუსალიმი როგორ განმარტავს:. Церковные толковники полагают, что cиe царство есть Римское. Первое знаменитое царство Ассирийское, второе Мидийское вместе с Персидским, пocле них третье Македонское; а четвертое царство-ныне стоящее Римское. Далее, по порядку изъясняя, Гавриил говорит: десять рогов его, десять царей востанут, и по них востанет друий, иже превзыдет злобами всех прежних, превзыдет (24), говорит он, не только десять, но и всех, прежде его бывших. И три цари смирит которые, очевидно, из числа десяти оных. Трех из сих десяти свергнувши, без сомнения сам осьмый воцарится. И словеса, говорить далее, на Вышняго возглаголет (Дан. 7, 23) человек богохульник, и законопреступник, который получить царство не от предков, но похитит власть посредством волхвования. დაწვრილებით საუბარი შეგვიძლია, თუ გაჩნდება კითხვები და ნამდვილად მოუნდება სმენა იმისა, რაც ეხება მეორედ მოსვლას.


რაც შეეხება ამას ვერ მივხვდი რატომ დაგჭირდა ამხელა პოსტის დაწერა, ამშინ როცა ამსში არაფერია ანთქვამი. ჩვენ ვიცით, რომ დიდი მამები მოელოდნენ თავიანთ ცხოვრებაში მეორედ მოსვლას (მათ შორის ირინეოს ლიონელი, იპოლიტე რომაელი, მაკარი დიდი...) მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას რომ მოციქულებსაც დავაბრალოთ ეს ყოველივე.


იმ დროიდან როცა უფალმა უთხრა მათ:

და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ. (საქმე 1,7).

არ არის მართებული ვთქვათ, რომ სულთმოფენობის შემდეგ იგივე შეცდომას უშვებდნენ მოციქულები. ისინი ბოლო ჟამსე საუბრობენ იმ გაგებით, რომ როგორც ზემოთ ითქვა ახალი აღთქმის ეპოქა ეს არის უკანასკნელი ჟამი, როცა მისიდ ასრულების შემდგომ დასრულდება მატერიალური ყოფა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Aug 12 2010, 03:53 PM
პოსტი #782


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ციტატა(afxazi @ Aug 12 2010, 09:54 AM) *

saria-giorgi


არ არის მართებული ვთქვათ, რომ სულთმოფენობის შემდეგ იგივე შეცდომას უშვებდნენ მოციქულები. ისინი ბოლო ჟამსე საუბრობენ იმ გაგებით, რომ როგორც ზემოთ ითქვა ახალი აღთქმის ეპოქა ეს არის უკანასკნელი ჟამი, როცა მისიდ ასრულების შემდგომ დასრულდება მატერიალური ყოფა.



ღმერთმა იცის თარიღი და აღსასრულის წამი, მაგრამ ვსაუბრობ რა აღსასრულზერ აღნიშვნის ღირსია, რომ ვთქვათ, ჩვენთვის და მოციქულებისთვის ყოველთვის : ,,ახლო არს ჟამი", სულთმოფენობის შემდეგ იყო პავლე მოციქული და არა მანამდე, როდესაც ის წერს ტიტეს ამის შესახებ, ეს არ ნიშნავს, რომ ცდებოდა, პირიქით, მას სასოება ჰქონდა, რომ ღმერთი დიდებით მოვიდოდა, მაგრამ როდის არ დაუკონკრეტებია, ეს მუდმივი პროცესია, რაც დღესაც გრძელდება. ყველა დროის მამები ამბობდნენ, რომ აღსასრული მოახლოებულ არს და გვევულების აღშფოთება, როგორც წერია დიდი მარხვის საკითხავებში: ,,მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი, სულსა ჩემსა, ცხოვრების მომცემელო, ცისკარსა ამას მდგომარენი ტაძარსა შინა, რამეთუ ტაძარი ხორცთა ჩემთა ....აღსასრული მოახლებულ არს..." ამას ეკლესია ყოველ დღე გვახსენებს, რომ ახლო არს ჟამი ჩვენი გასვლისა ხორცისგან და შეხვედრა უფალთან.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Aug 12 2010, 04:41 PM
პოსტი #783


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ციტატა(afxazi @ Aug 11 2010, 11:30 PM) *

dzvelmartlmadidebeli
მოკლედ ეს ვირტუალური საუბრები მაგიჟებს რა biggrin.gif biggrin.gif შეიძლება ერთს ფიქრობდნენ მაგრამ მაინც ვერ გაიგონ ერთმანეთისა biggrin.gif

მოკლედ რას ვამბობდი. ადრეც და სამწუხაროდ დღესაც გრიგოლ ნოსელს ბევრი აბრალებს, რომ იგი ორიგენესეულ აპოკატასტასს (ანუ უკან მიბრუნებას/ ამ მოძღვრების მიხედვით ჯოჯოხეთი არ არის მარადიული და თვით დაცემული ანგელოზებიც კი განწმენდის შემდეგ კვლავ თავიან პირვანდელ ანუ ანგელოზებრივ მდგომარეობას დაუბრუნდებიან) მოძღვრობდა. მაგალითისთვის მოუხმობენ მის ერთ-ერთ შრომას "დიდი კათეკეტური სიტყვა". თუმცა ჩემთვის გაუგებრად კიდევ სხვა ადგილებს მისი ნაშრომებიდან. სხვა ნაშრომებში ამის დანახვა უვიცობაა, მაგრამ რაც შეეხება დასახელებულ შრომას, იქ მართლაც გვხვდება მსგავსი ფრაზები. საქმე იმაშია რომ ამ ფრაზებით მოგვიანებით შეირყვნა ეს ძეგლი, რასაც ცხადად ადასტურებს ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ნოსელის შრომა გადამწერებმა დააზიანეს. მაქსიმე აღმსარებელიც იცავს გრიგოლ ნოსელს და მას განარიდებს რაიმე ბიწისაგან (მაქსიმე და ნიკიფორე ამ კონტექსტში გამოვიყენე). ასე რომ გრიგოლ ნოსელი და აპოკატასტასისი (როგენესეული გაგება) შორს არიან ერთმანეთისაგან.
დანარჩენებზეც არ ღირს კამათი, ვფიქრობ ერთს ვამბობთ.


გრიგოლ ნოსელის სწავლება ესქატოლოგიაზე, მისი სიკვდილის შემდეგ(394 წელს გარდაიცვალა) 150 წლის შემდეგ განსაჯა მე-5 მსოფლიო საეკლესიო კრებამ 553 წელს, რომელიც არა ერთ ნაშრომში აისახა, არამედ ძე ღვთისაზე როდესაც საუბრობს იქაც არის ესქატოლოგიაზე საუბარი, კერძოდ აი რას ბრძანებს: «Как те, которые негодуют на врачей, мучимые от их резания и прижигания, но если от этого выздоравливают и болезненное ощущение от прижигания пройдет, то принесут благодарение совершившим над ними это врачевание. Таким же точно образом по истечении времени будет изъято из естества зло, поскольку совершится восстановление пребывающего во зле, единогласное воздастся благодарение всей твари, претерпевшей мучения при очищении, в том числе, не имевшей нужды в начале в очищении. Это преподает великое таинство Божьего вочеловечения, ибо дошедший даже до испытания смерти, Христос совершил все сказанное прежде, человека освободя от порока и врачуя самого изобретателя порока (дьявола)».' ორიგენიზმის ელემენტები იყო მის ნაშრომებში და სწორედ ამიტომ დაწვეს 440 წელს, ეს დიდი დანაკლისი იყო, მაგრამ შფოთი გამოიწვია მამებში და ეჭვის თვალით უყურებდნენ საერთოდ წმიდა გრიგოლის მართლმადიდებლობას. სადაც შეეძლოთ აკრიტიკებდნენ მის ნაშრომებს. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, მისი თანამედროვე წერდა თავის საღვთისმეტყველო ნაშრომში, პირველ სიტყვაში ,,სიტყვა ღვთისმეტყველებაზე" შემდეგს: ,,судьба души после смерти, суд воскресение и другое – это такие предметы, о которых задумываться небесполезно и можно согрешить безопасно. Опасно согрешить – в учении о Боге, о Святой Троице, а в областях, связанных с домостроительством что-то нам приходится самим додумывать. ".(http://duhobraz.ru/patrologiya/esxatologiya-grigoriya-nisskogo.html) იმ დროს უსაფრთხო იყო ამაზე საუბარი, როგორ ამბობს გრიგოლ ღვთისმეტყველი, მაგრამ 150 წლის შემდეგ დადგა დრო მათი სიკვდილის შემდეგ, ორიგენიზმის დაგმობისა და მთლიანად მისი მიმართულებისა: ,,а именно в лице оригенистского направления, монашеского оригенизма, который был отчасти в Палестине, Египте, и Церковь ответила на это постановлениями 5-го Вселенского собора." წმ. გრიგოლის დროს ეკლესია დაკავებული იყო არიანელების განსჯით, ხოლო ორიგენე არ იყო მოწინააღმდეგე ფიგურა, პირიქით ძალიან ღვაწლმოსილი იყო, მაგრამ ბევრი შეცდომები დაუშვა. ეკლესიაში არ იყო ჯერ კიდევ აღქმული მისი სწავლების საშიშროება, თუ რა განხეთქილების მოტანა შეეძლო მოეტანა ადამიანთა სულისთვის. მრავალი, ეკლესიის მამათაგან ეჭვს გამოთქვამდა, რომ შეუძლებელია მას ჰქონოდა მაგვარი სწავლება, არადა ისი კონკრეტულად განსაჯა მს. კრებამ ივა ედესელთან ერთად. წმიდა გერმოგენო, კონსტანტინეპოლის პატრიარქი მე-8 საუკუნეში წერდა, რომ ორიგენისტები ამატებდნენ წმიდა გრიგოლის სწავლებაში მწვალებლურ აზრებს, რადგანაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და მის მრევლში მოშხამული სული შეეყვანათ. გაგრძელება იქნება


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
IKA POP
პოსტი Aug 12 2010, 05:02 PM
პოსტი #784


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 12-August 10
წევრი № 9,274



ციტატა(mr_morrison @ Oct 2 2006, 05:43 PM) *

აბა დაწერეთ ვის რა აზრი გაქვთ ამის შესახებ.
თქვენი აზრი მაინტერესებს, ახლოს არის თუ არა აღსასრულის ჟამი.

ჩემი აზრით ეხლა ისე ახლოს არის რო მეტი აღარ შეიძლება. ამდენი წინასწარმეტყველება ბოლო ჟამზე, არცერთ საუკუნეს არ შეხებია ისე როგორც xx-xxl საუკუნეს.

ბოლო ჟამზე ფიქრისას ჩვენ ხშირად გვავიწყდება რო ყველას ჩვენი ჩვენი ესქატოლოგია გვაქ, ყოვენ წამს შეილება უფალმა გაგვიყვანოს მიწიური სიცოცხლიდან და დაგეს ჩვენი პირადი ესქატოლოგია (ბოლო ჟამი). და უფალის დიდებით მოსვლის პერიოდზე არავინ არაპერი არ იცის გარდა უფლისა , ცვენ გვაქ მინისნებები სახარებიდან მეტი არაფერი..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Aug 12 2010, 05:16 PM
პოსტი #785


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



IKA POP
ციტატა
ყოველ წამს შეიძლება უფალმა გაგვიყვანოს მიწიური სიცოცხლიდან


აპოკალიფსომანიით შეპყრობილი ხალხი კი რატომღაც არ ფიქრობს ამ საკითხზე.
არადა, ჯერ ამაზე უნდა ვიფიქროთ და მერე დანარჩენზე.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 12 2010, 05:21 PM
პოსტი #786


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra
ციტატა
აპოკალიფსომანიით შეპყრობილი ხალხი კი რატომღაც არ ფიქრობს ამ საკითხზე.არადა, ჯერ ამაზე უნდა ვიფიქროთ და მერე დანარჩენზე.



ერთზეც უნდა ვიფიქროთ და მეორეზეც. და ამავდროულად არც ერთზე და მხოლოდ ღმერთზე smile.gif

დიალექტიკა მეგობრებო!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 12 2010, 06:39 PM
პოსტი #787


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



Atman
ციტატა
დიალექტიკა მეგობრებო!

ეგ როგორი ნათქვამია იცი? biggrin.gif საკუთარი ნათქვამით კმაყოფილი ხომ ხარ და ბოლოს შეძახილს რომ გაუკეთებ biggrin.gif

პ.ს ცხელა მეგობრებო biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 12 2010, 06:59 PM
პოსტი #788


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ikanosi

აბა საკუთარი ნათქვამით უკმაყოფილო თუ ხარ წინასწარ, არც უნდა თქვა მაშინ biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 12 2010, 07:15 PM
პოსტი #789


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



Atman
ეგ წერის დროს biggrin.gif ლაპარაკის დროს უფრო მეტი დაკვირვებაა საჭირო თორემ იტყვი ისეთს რასაც მერე ნანობ


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Aug 14 2010, 09:16 PM
პოსტი #790


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



დღეს 10 საათზე არ არის სანაიას დედამიწის რექვიემი ?


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 14 2010, 10:37 PM
პოსტი #791


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
დღეს 10 საათზე არ არის სანაიას დედამიწის რექვიემი ?

კი 10 ზე იყო, ვუყურე...ვერ დაუდგენიათ მგონი ნიბირუ მითია თუ რეალობა biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოე
პოსტი Aug 14 2010, 11:36 PM
პოსტი #792


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 137
რეგისტრ.: 19-January 10
წევრი № 7,999



ციტატა(neo @ Aug 14 2010, 09:16 PM) *

დღეს 10 საათზე არ არის სანაიას დედამიწის რექვიემი ?

მე ვუყურე და მაგარი გაუგებარი იყო.
თვითონაც არ იციან წესიერად რა ხდება blink.gif


--------------------
1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
netvorc
პოსტი Aug 15 2010, 12:54 AM
პოსტი #793


ზეზვა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 154
რეგისტრ.: 14-June 10
მდებარ.: თბილისი
წევრი № 9,007



ციტატა(ნოე @ Aug 14 2010, 11:36 PM) *

მე ვუყურე და მაგარი გაუგებარი იყო.
თვითონაც არ იციან წესიერად რა ხდება blink.gif



მასეთ გადაცემებს ბატიბუტის თანხლებით უნდა უყურო smile.gif , რეალობას მაქედან ვერ გაიგებს კაცი, ჯერ ერთი გლობალური დათბობა არ არსებობს ჯერ ჯერობით ბუნებაში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 15 2010, 01:03 AM
პოსტი #794


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



netvorc
ნიბირუს კი არა ქრისტეს ველოდები

მე, მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 15 2010, 05:01 AM
პოსტი #795


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ჯერ ერთი გლობალური დათბობა არ არსებობს ჯერ ჯერობით ბუნებაში



blink.gif blink.gif blink.gif blink.gif blink.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Aug 15 2010, 03:05 PM
პოსტი #796


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



მოკლედ თუ რამეს გაიგებთ მეც მაგაგებინეთ !

ჯერ ადრეა მე მგონი smile.gif


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Feb 20 2011, 02:58 PM
პოსტი #797


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



როგორც ვიცი წმ. მამათა წინასწარმეტყველებებიდან, ჟამის მოახლოების წინ ერთიანი სავალუტო სისტემის შექმნა აუცილებელი წინაპირობაა. ხოდა დაქიჩმაჩდენ ბიჭები...
http://ghn.ge/news-35063.html
ამ სავალუტო სისტემას ელექტრონული კონტროლიც ხომ ჭირდება? ხოდა აცალეთ და ისიც თანმიმდევრულად ხორციელდება.
http://www.myvideo.ge/?video_id=1207227
აბო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 1 2011, 05:36 PM
პოსტი #798


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ერთი სიტყვით მეორედ მოსვლა კარზეა მომდგარი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+++თამარი+++
პოსტი Mar 1 2011, 06:26 PM
პოსტი #799


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 28-February 11
წევრი № 10,565



მეორე ჟამი არ ვიცი როდისააა და არ მაინტერესებს იქნებ ამ პოსტის დაწერის მერე ვკვდები და მე ველოდო მეორედ მოსვლას?


--------------------
ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Mar 8 2011, 03:50 PM
პოსტი #800


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ვერ გავიგე რა ხდება, იქნებ ინგლისურის მცოდნეებმა აგვიხსნათ...
http://www.euronews.net/2011/02/09/cairos-...reates-net-buzz

აბო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

44 გვერდი V « < 38 39 40 41 42 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 10:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი