IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

52 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Closed TopicStart new topic
> 25 აგვისტოს ფორუმელები მივემგზავრებით ცაგერში, შემოგვიერთდით
kisish
პოსტი Aug 7 2007, 12:14 AM
პოსტი #21


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,679
რეგისტრ.: 12-March 07
წევრი № 1,350



ჩემზე ნუ გაჩერდებით laugh.gif


მარშუტკით მივდივართ?


--------------------
"იმისთვის, რომ სხვებმა შეგიყვარონ,ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი" (ბერი პორფირე)

"შეიყვარე ერთადერთი ღმერთი, რათა შეგიყვაროს ყველამ. არა მხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველსაც, ვინაიდან ღვთის მადლი როცა გარეთ გამოდის თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტო ეყვარები, არამედ პატივსაც მოგაგებენ, ვინაიდან შენში გამოისახება უმანკო ხატი იმისა, რომელსაც შეიყვარებ და რომლის მსახურიც იქნები." (ბერი ამფილოქე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Aug 7 2007, 12:16 AM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(ნათია @ Aug 6 2007, 11:49 PM) *

მგონი წმ. მოციქულ მატათაში გეშლება... smile.gif


არა, არ მეშლება.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Aug 7 2007, 12:21 AM
პოსტი #23


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(kisish @ Aug 7 2007, 01:14 AM) *

მარშუტკით მივდივართ?




მოვაგვარებთ მაგას... smile.gif


ციტატა(Sotiris @ Aug 7 2007, 01:16 AM) *

არა, არ მეშლება.



ანუ მე ვტყუივარ...? laugh.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubralod ninka
პოსტი Aug 7 2007, 12:57 AM
პოსტი #24


ubralod ninka
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,041
რეგისტრ.: 28-January 07
მდებარ.: sanatreli zona:)
წევრი № 959



me ar vici camoval tu ara vnaxot


--------------------
ეკლესია საფეხურია, რათა მივუახლოვდეთ ზეციურ მამას, ცოდვების მოსანანიებლად კი გვეძლევა ცხოვრება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zeppelin
პოსტი Aug 7 2007, 12:59 AM
პოსტი #25


იეღოვას მოწმე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,380
რეგისტრ.: 9-December 06
მდებარ.: კაშმირი
წევრი № 659



რა არის ცაგერი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Aug 7 2007, 10:47 AM
პოსტი #26


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(zeppelin @ Aug 7 2007, 12:59 AM) *

რა არის ცაგერი?



ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთით, ისტორიული კუთხეების - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიას მოიცავს. მის შემადგენლობაში შედის მთიანი საქართველოს ორი პატარა ქალაქი: ლენტეხი და ცაგერი. დროის მიმდინარეობის შესაბამისად ისტორიულ კუთხეთა - ლეჩხუმის და სვანეთის ტერიტორია - იზრდებოდა ან მცირდებოდა. ლეჩხუმის დიდი ნაწილი სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა. მათ შორის ბუნებრივ გამყოფად ლეჩხუმის ქედი ითვლებოდა.

გარკვეულ დროს სვანეთს, ლეჩხუმთან ერთად, მიეკუთვნებოდა კოდორის ზემო წელის ხეობები - აფხაზეთის სვანეთი, სამეგრელოს ჩრდილოეთი ნაწილი, მთის რაჭა და ჩრდილო კავკასიაში მდინარეების - ყუბანისა და ბაქსანის სათავის ხეობები. ლეჩხუმი კი თანამედროვე იმერეთისა და ქვემო რაჭია გარკვეულ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ეს კუთხეები ტრადიციულად ერთმანეთისაგან და საქართველოს სხვა პროვინციებისაგან ბუნებრივი წყალგამყოფებით და მთაგრეხილებით ისაზღვრებოდა. საქართველოს თანამედროვე საეპარქიო დანაწილების საფუძველზე და ცაგერისა და ქვემო სვანეთის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ნიკორწმინდის ეპარქია ესაზღვრება, სამხრეთ-დასავლეთიდან - სენაკისა და ჩხოროწყუს, ჭყონდიდის, სამხრეთიდან - ქუთაის-გაენათის და ხონი-სამტრედიის, ჩრდილოეთიდან - მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კავკასიონის ცენტრალური ქედი.

წერილობით წყაროებში სვანეთისა და ლეჩხუმის მოხსენიება ადრეული დროიდან იწყება. სვანეთი - სუსანიის - სუანიის - სუსების, სუანეთის, მისიმინეთის სახელით იყო ცნობილი. ლეჩხუმის სკვიმნიის სახელით პირველიად VI ს-ში პროკოპი კესარიელი ასახელებს. ამ კუთხეებს ბერძნულის გარდა რომაული და სომხური წერილობითი წყაროებიც იხსენიებს.

ვახტანგ გორგასლის დროს, V საუკუნეში, ეს კუთხეები მეფის საერისთავოებს წარმოადგენდა. მეფეს დასავლეთ საქართველოში ჰყოლია „სამნაღირ ერისთავი, შიდა ეგრისისა და სუანთისა, ბაკურ ერისთავი მარგვისა და თაკუერისა“.

ადრეულ საუკუნეებში, სვანეთი კოლხეთის სამეფოს, შემდეგ კი, ეგრისის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. შუა საუკუნეების სვანეთის ერისთავები ქართველ მეფეთა ერთგულნი იყვნენ და ეს კუთხე დიდ როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. XI-XV სს-ში სვანეთი ერთ მძალვრ საერისთავოდ ითვლებოდა, ხოლო ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ, XV საუკუნეში ისიც რამდენიმე ნაწილად - სვანეთის სამთავროდ, ბალსზემო სვანეთად და ქვემო სვანეთად დაიყო. სვანეთს ორ ნაწილად ყოფს სვანეთის ქედი. საეკელსიო თვალსაზრისით, სვანეთის სამთავრო, რომელიც ზემო სვანეთის დასავლეთ ნაწილს მოიცავდა, ეკუთვნოდა ცაიშელი მღვდელმთავრის სამწყსოს, ხოლო ცაგერის კათედრას დანარჩენი სვანეთი. „...არს ცაგერს ეკლესიას დიდშენი, გუმბათიანი. ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ლეჩხუმისა და სვანეთისა“ (ვახუშტი).

ქართული და უცხოენოვანი წერილობითი წყაროების უწყებით, წმინდა მოციქულებს საქართველოს ამ რეგიონშიც უქადაგიათ და პირველი ქრისტიანული თემიც დაუფუძნებიათ. აქაური მთავრის - ქალის გაქრისტიანების შემდეგ, მატათა მოციქული თავის მოწაფეებთან ერთად სვანეთში დარჩა, ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა კი გზა განაგრძეს. ამ კუთხეებში ქრისტიანობის საყოველთაოდ დამკვიდრება, მცხეთაში, მეფე მირიანის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას უკავშირდება ამ მხარეში უძველესი ტაძრებისა და ლეჩხუმში „ცხეთის“ სახელობის ეკლესიის არსებობა ქართლიდან, მცხეთიდან, ქრისტიანობის ადრიდანვე გავრცელებას ადასტურებს.

ეს მხარე იმითაც არის გამორჩეული, რომ ეკლესიის დიდმა მნათობმა, წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა ცხოვრების ბოლო წლები აქ, ლეჩხუმში გაატარა. VII ს. დიდი ღვთისმეტყველი მაქსიმე აღმსარებელი, ორ მოწაფესთან ერთად, ბიზანტიიდან ლაზიკაში გადმოასახლეს, მისმა ერთმა მოწაფემ - ანასტასი აპოკრისიარმა აღწერა მაქსიმეს მოღვაწეობის აღნიშნული ეპიზოდი და იესრულიმში მოღვაწე თეოდოსი განგრელს გაუგზავნა.

თეოდოსიმ ანასტასის წერილიც და თავის მიერ დაწერილი „მოსახსენიებელიც“ განავრცო სხვადასხვა ენაზე. არსებობს მისი ქართული ვერსიებიც. „ცხოვრების“ მიხედვით, მაქსიმე ლეჩხუმში აღესრულა და აქვე არის დაკრძალული. წერილობითი წყაროების უწყებას უძველესი ხალხური გადმოცემაც ადასტურებს - წმინდა მაქსიმე აღმსარებლის უკანასკნელი განსასვენებლის მინიშნებით. ტრადიციის თანახმად, ქრისტიანობის ადრეული ხანებიდანვე ეკლესიები შენდებოდა მარტვილთა მოსახსენიებლად, თუ შესაძლებელი იყო მათ საფლავებზეც. მაქსიმე აღმსარებლის საფლავზეც აუშენებიათ ეკლესია და დაუფუძნებიათ მონასტერი. მაქსიმე აღმსარებლის საფლავზე აგებული ეკლესია, სვანეთ-ლეჩხუმის საზღვარზე, ცხენისწყლის ვიწრო გასასვლელში, კლდოვანი ქედის თხემზე მდებარეობს. მოგვიანებით, IX-X სს. ამ მხარეში დაფუძნებული ეპარქიის საკათედრო ტაძრად ითვლებოდა მაქსიმეს საფლავზე აგებული მისივე სახელობის ეკლესია. ეპარქიის შემადგენლობაში, ლეჩხუმთან ერთად , თავიდანვე შედიოდა ქვემო სვანეთი და, შესაძლოა, ზემო სვანეთის ნაწილიც. ამ მხარეში ეპარქიის დაფუძნება ქრისტიანობის გასაძლიერებლად იყო გამიზნული. ნიშანდობლივია, რომ სვანეთის ძველი ეკლესიების უმეტესობა სწორედ ამ პერიოდშია აგებული (ჩუკულის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, „თარგზელ“ (IX-X სს.), ფაყის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, „თარგზელ“ (IX-X სს.), ჟახუნდერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, „ჯგრაგ“ (X ს.), ტვიბის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, „თარგზელ“ (X-XI სს.), თეკალის ღვთაების სახელობის ეკლესია (X-XI სს.) და სხვ.).

ლეჩხუმის ტერიტორიაზე უძველეს ეკლესიათა ნაკლებობა და ძირითადად მათი მოზღუდულ ციხე-კოშკებში არსებობა ამ მხარის მძიმე ისტორიული წარსულის მიმანიშნებელია.

ბუნებრივი ზღუდეებით ადრიდანვე გამაგრებული მთის ეს რეგიონი მტრის შემოსევისას საქართველოს ბარიდან ატანილ საეკლეისო სიწმინდეთა საცავად ითვლებოდა. საეკლესიო განძსაცავს ლეჩხუმში ხვამლის მთა, ხოლო სვანეთში მთის მიუვალი სოფლები წარმოადგენდა. ქრონოლოგიურად ამ მხარეში მიკვლეულ უძველეს საეკლესიო წიგნად ლეჩხუმის სოფელ ლაილაშის ხანმეტური პალიმფსესტი სახელდება. ეპარქიის ეკლესია-მონასტრები არამარტო ბარიდან ატანილ საეკლესიო სიწმინდეთა საცავად ითვლებოდა, არამედ იქ არსებობდა უმნიშნველოვანესი საეკლესიო კულტურის კერები. ეს მხარე ძველი დროიდანვე ცნობილი იყო საეკლესიო ხელსაქმის სკოლებით.

ეპარქიის მღვდელმთავართაგან ცაგერელი ეპისკოპოსი პირველად ტაოში, იშხნის ჯვარზე არსებულ წარწერაში იხსენიება. XI ს-ში ცაგერელი ანტონი იშხნელი მღვდელმთავარი გამხდარა. ცაგერელთაგან ასევე ცნობილია XVII საუკუნის I ნახევრის მოღვაწენი სეარპიონ აბაშიძე და ნიკოლოზ კუჭაიძე. XVII ს-ის მეორე ნახევრიდან ცაგერის საეპისკოპოსო კათედრაზე უმეტესად ჩიქვანთა საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ დადგენილნი, ისინი ცაგერლობას ჭყონდიდელობასაც უთავსებდნენ.

ცაგერის საკათედრო ტაძარი საუკუნეთა მანძილზე ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საეპარქიო ცენტრი იყო. სვანეთის მეორე, ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ცაიშელს ექვემდებარებოდა. XIV ს-ში კი ცაგერელი ეპისკოპოსის იურისდიქციაში შედიოდა ქვემო სვანეთისა და ბალსზემო (შემდგომი ხანის თავისუფალი) სვანეთიც. XVII საუკუნისათვის კი საცაგარელოდ ითვლებოდა ლეჩხუმი და მხოლოდ ქვემო სვანეთი.

ტრადიციულად, ცაგერელი ეპისკოპოსი, დასავლეთ საქართველოს სხვა ეპისკოპოსთა მსგავსად, იმერეთის კათოლიკოსს ემორჩილებოდა. ცაგერელი მღვდელმთავარი იმერეთის საეკლესიო კრებების აქტიური მონაწილე იყო.

XIX ს. 20-იან წლებამდე ცაგერელი მღვდელმთავრის ტაძარი სამიტროპოლიტო კათედრა გამხდარა. რუსეთის მიერ დასავლეთ საქართველოს შეერთების და იქაურ ეპარქიათა გაუქმების შემდეგ სამიტროპოლიტო კათედრა საარქმიანდრიტო მონასტრად გადააქციეს.

ეპარქიის აღორძინება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დაიწყო. 1917 წლის სექტემბრის საეკლესიო კრებაზე განაახლებულ 13 ეპარქიას შორის, ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიაც სახელდება. სამღვდელმთავრო სამწყსო ზემო და ქვემო სვანეთს აერთიანებდა. XX ს. 20-იან წლებში დაწყებული რეპრესიების გამო, ეპარქიის აღდგენის მიუხედავად ცაგერისა და სვანეთის ეპარქიას 70 წლის განმავლობაში საკუთარი მღვდელმთავარი თითქმის არ ჰყოლია. სამწყსოს მართვა შეთავსებით ქუთათელ-გაენათელ მწყემსმთავარს ევალებოდა. 2002 წლის 17 ოქტომბრიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის განვრცობილი ტერიტორიის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო სამწყსო ჩამოყალიბდა: ცაგერისა და ქვემო სვანეთისა და მესტიისა და ზემო სვანეთის.

ცაგერისა და ქვემო სვანეთის ახლადდაარსებული ეპარქიის მღვდელმთავრად გამორჩეულ იქნა ახალციხის ეპარქიის ჭულევის მონასტრის წინამძღვარი არქმინადრიტი სტეფანე კალაიჯიშვილი.



--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Aug 7 2007, 10:58 AM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ცაგერი მაგარაია ძალიან

ქუთაის ვერ გადააფრინდებით და ისე ვერ წახვალთ ამიტომ მეც 99% წამომსველელი ვარ თან ცაგერი კარგად ვიცი, ძალიან ბევრი რამ არის დასათვალიერებელი, არის ულამაზესი მწვანე თიატრი და რავი, მაგარ დროს გაატარებს ადამიანი, რაც შეეხება მსოფლიოს ერთ ერთ უდიდეს მამას მაქსიმე აღმსარებელს ის სწორედ რომ ცაგერში არის დაკრძალული და მისის საფლავის გვერდით არის მონასტერი, სულ 2 მონასტერია ამ წუთში ცაგერში დედათა და მამათა, ბუნება ხომ ფანტასტიკურია თავისი არაჩვეულებრივი ბუნებრივი მჟავე წყლებით smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Aug 7 2007, 11:01 AM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



მიმამატეთ smile.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Aug 7 2007, 11:01 AM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ძალიან კარგი იდეაა და აბა ჰე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Aug 7 2007, 11:05 AM
პოსტი #30


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ლილიანა
თემო



ორივე მიგამატეთ სიას პირველ გვერდზე....



სიას არ ვაკოპირებ რომ მერე ვეღარ ვპოულობ, ამიტომ პირველ გვერდზე იქნება სია... smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Aug 7 2007, 11:06 AM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ოკ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Aug 7 2007, 11:07 AM
პოსტი #32


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



თემო



თემო ავტობუსი ადის.... გზები როგორია?


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Aug 7 2007, 11:09 AM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა
თემო ავტობუსი ადის.... გზები როგორია?


ავტობუსებიც და პატარა მანქანებიც უპრობლემოდ მიდიან, ხოლო გზები ცოტა "შელანძღულია". ქუთაისისდან მე პირადადა პატარა მანქანით 2 სათში ჩავდივარ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Aug 7 2007, 11:12 AM
პოსტი #34


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(თემო @ Aug 7 2007, 11:09 AM) *

ავტობუსებიც და პატარა მანქანებიც უპრობლემოდ მიდიან, ხოლო გზები ცოტა "შელანძღულია". ქუთაისისდან მე პირადადა პატარა მანქანით 2 სათში ჩავდივარ.



მადლობა ინფორმაციისთვის! smile.gif

ვნახოთ წამომსვლელი რამდენი იქნება და იმის მიხედვით გადაწყდება ავტობუსით წავალთ თუ მარშუტკით... smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Aug 7 2007, 11:15 AM
პოსტი #35


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ძალიან მინდა წამოსვლა,
მაგრამ არ ვიცი ზუსტად წამოვალ თუ არა.
ამიტომ ჯერ სიაში არ ჩავეწერები smile.gif
იმედია წამოვალ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Aug 7 2007, 11:20 AM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



მაქსიმობა საკმაო ხალხმრავალ Dრესასწაულს წარმოადგენს ცაგერლებისათვის და არამარტო მათთვის, მთელი ლეჩხულისათვის. დღესაწაულზე იკრიბებიან სხვადასხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან მორწმუნე მრევლი, უცხოელი სტუმრები ეპარქიის მღვდელმთავრები და საგანგებოდ რუსეთიდან ჩამოდის ძალიან საყვარელი რუსი მოძღვარი მამა მაქსიმე, რომელიც თითქმის ყოველ მაქსიმობას ცაგერში ატარებს და მოილოცავს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაგდალინა
პოსტი Aug 7 2007, 11:22 AM
პოსტი #37


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 924
რეგისტრ.: 15-September 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 194



თუ თბილისში ვიქნები, წამოვალ


--------------------
დიდ არს უფალი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Aug 7 2007, 11:28 AM
პოსტი #38


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(თემო @ Aug 7 2007, 11:20 AM) *

მაქსიმობა საკმაო ხალხმრავალ Dრესასწაულს წარმოადგენს ცაგერლებისათვის და არამარტო მათთვის, მთელი ლეჩხულისათვის. დღესაწაულზე იკრიბებიან სხვადასხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან მორწმუნე მრევლი, უცხოელი სტუმრები ეპარქიის მღვდელმთავრები და საგანგებოდ რუსეთიდან ჩამოდის ძალიან საყვარელი რუსი მოძღვარი მამა მაქსიმე, რომელიც თითქმის ყოველ მაქსიმობას ცაგერში ატარებს და მოილოცავს smile.gif



მით უმეტეს! არც ჩვენი ფორუმი უნდა გამოაკლდეს... smile.gif




ციტატა(მაგდალინა @ Aug 7 2007, 11:22 AM) *

თუ თბილისში ვიქნები, წამოვალ



მაგ დორისთვის მეც არ ვიქნები თბილისში, მაგრამ დრო ისე უნდა გადავანაწილო რომ 22 აგვისტოს აქ ვიყო... smile.gif

ციტატა(თათარაშვილი @ Aug 7 2007, 11:15 AM) *

იმედია წამოვალ



უნდა წამოხვიდე აბა რა... 2kiss.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2007, 11:28 AM
პოსტი #39


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მეც ძალიან მინდა წამოსვლა, მაგრამ მაგ დროს თბილისში არ ვიქნები.. sad.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Aug 7 2007, 11:33 AM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა
მეც ძალიან მინდა წამოსვლა, მაგრამ მაგ დროს თბილისში არ ვიქნები..

ჩვენც მაგას არ ვამბობთ? თბილისში კიარა და ცაგერში იქნები smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

52 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2025 - 09:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი