ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი |
ნანინა |
Mar 3 2010, 12:08 AM
პოსტი
#1
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ვფიქრობ, რომ ამ განყოფილებაში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თემა უნდა არსებობდეს
მართალია მსგავსი სათაურით თემა რამდენიმე წლის წინ გაიხსნა, თუმცა ის გამოკითხვის რეჟიმში იყო და მიზნად ისახავდა ცენტრის დირექტორის კანდიდატურების დასახელებას ეს თემა დახურულია, რადგან კამათი დიდი ხნის დასრულებულია თუ ვინმეს სურს შეუძლია იხილოს http://church.ge/index.php?showtopic=3434&st=0 ამ თემაში მე მინდა ვისაუბროთ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებსა და პროექტებზე დროდადრო მოგაწვდით ინფორმაციას, ველი თქვენს აქტიურობას დღეს კი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის განახლებული საიტის პრეზენტაცია გაიმართა 2 მარტს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიმართა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის www.folk.ge ვებ-გვერდის პრეზენტაცია. www.folk.ge განახლებული ვებ-გვერდი მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას ცენტრისა და მისი საქმიანობის შესახებ. მომხმარებელი მოისმენს საექსპედიციო ჩანაწერებს, დაათვალიერებს ფოტო და ვიდეოგალერეას, გაეცნობა ცენტრის პრიორიტეტებს, განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტებს... მსურველებს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მოუსვლელად, პირდაპირ ონლაინ რეჟიმში, შეეძლებათ სპეციალური ანკეტის შევსება, რომლის საშუალებითაც მიიღებენ მონაწილეობას მასტერკლასებსა და ცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა პროგრამაში (ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მხარდამჭერი პროგრამა, ფოლკლორული ანსამბლების მხარდამჭერი პროგრამა, ფოლკლორის ეროვნული პრემია და სხვა). ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ განხორციელებული ყოველი ღონისძიება და პროექტი განთავსდება ვებ-გვერდზე - ანონსის, სიახლისა და აფიშის სახით. www.folk.ge გვერდის საშუალებით შესაძლებელია საგამოფენო დარბაზის დაჯავშნაც. უახლოეს მომავალში მომზადდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ვებ-გვერდის ინგლისურენოვანი ვერსია. იმედია ხშირად ესტუმრებით საიტს სიახლეების გასაგებად და ამ თემაშიც იაქტიურებთ http://www.folk.ge/index.php -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ნანინა |
Mar 22 2010, 02:42 PM
პოსტი
#2
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
2010 წლის 23 მარტს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია.
http://www.folk.ge/index.php?pg=nws&id=24 -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2024 - 06:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი