IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 3 4 5  
Closed TopicStart new topic
> ღვთისმშობლის ქანდაკება სამეგრელოში
izi-bartki
პოსტი Aug 20 2007, 01:53 AM
პოსტი #81


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ყოველ დღიურად ისედაც უამრვი მასონისა და იეჰოვას მოწმეების შემოტევის მოგერიება გვიწევს და ეხლ კიდევ,კერპთაყვნისმცემლობა გვინდა?? რამდენი მტერი გვყვს ჩასაფრებული და ყოველმხრივ გვავიწროვებს!.... როგორ გაფთრებულები ცდილობენ წაგვართვან ყველაზე წმინდა რაც ჯერ კიდევ გვაძლიერებს და გვაერთიანებს...დავიჯერო მაგ ხალხს აღარაფრის ეშინია????


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Aug 20 2007, 03:16 AM
პოსტი #82


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



ჰაა ბოლო-ბოლო რა გადაწყვიტეთ, ვკეტავთ გზას?


--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 20 2007, 10:59 AM
პოსტი #83


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



წმინდანის ქანდაკება კერპი ვერანაირად ვერ იქნება, რამეთუ კერპის არსი არა მისი ჰორელიეფური ფორმაა, არამედ თაყვანისცემის ცრუ ობიექტი. კერპი იქნება 2-განზომილებიანი გამოსახულება წარმართული ღმერთისა, თუმცაღა ის ხატის მოთხოვნებს ფორმის თვალსაზრისით სავსებით "აკმაყოფილებს"

ამიტომ არ შეიძლება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქანდაკებას ვუწოდოთ კერპი. ის კერპი არ არის

რაც შეეხება კანონიკურობას. მართლმადიდებლური სამყაროსათვის არ არის ტრადიციული წმინდანთა გამოსახვა 3 განზომილებაში (გარდა ბარელიეფისა), ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჰორელიეფური გამოსახულება, თუმცა ამაში მკრეხელობა, ღვთის გმობა და მწვალებლობა არ უნდა დავინახოთ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქანდაკება არ არის თაყვანისცემის ობიექტი....

ჩვენ უამრავი ძეგლი გვაქვს წმინდანის. მაშინ ან ისინიც უნდა ავიღოთ, ან კიდევ ასეთი აჟიოტაჟი არ უნდა შევქმნათ. მაგრამ მოგვეცა რა საერო მთავრობის ლანძღვის კიდევ ერთი "დიდებული" მიზეზი, გავაღეთ პირი და ვამბობთ რაც სათქმელია და არ არის სათქმელი....

ხოლო მას, ვისაც ძალიან ადარდებს ამ ე.წ. "კერპების" მომრავლება, ვურჩევდი, საკუთარ გულში ჩაიხედოს და იქ "აღმოაჩენს" კერპთაყვანისმცემლობის უამრავ შემთხვევას...... sad.gif ჩემი ჩათვლით და ჩემგან დაწყებული

P.S. ისე, ჩემი აზრით, ქანდაკებების მომრავლება არ არის სასურველი, რადგან ქართული რეალობისათვის არატრადიციულია

IPB-ს სურათი
მთავარანგელოზ მიქაელის ქანდაკება კიევში

IPB-ს სურათი
წმ. ისააკის სახელობის პეტერბურგის საკათედრო ტაძარი, გუმბათის გარშემო და სახურავზე აღმართულია ძველი და ახალი აღთქმის წმინდანთა ქანდაკებები


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 20 2007, 11:19 AM
პოსტი #84


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



უბრალოდ მაინტერესებს რა საჭიროა ღვთისმAშობლის ქანდაკება? თუ უნდათ ქალაქის გალამაზება რაიმე ძეგლით, დაელია სამეგრელოს ღირსეული შვილები? აღვმართოთ რომელიმე მათგანის ქანდაკება...

ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდებისთვისაც, საქართველოს ისტორიის კიდევ ერთ მომენტს გაითავისებენ და უცხოელი სტუმრისთვისაც უფრო საინტერესო იქნება...

მაპატიეთ მაგრამ ვერ წარმომიდგენია ბულვარზე ღვთისმშობლის ქანდაკება და მის გარშემო ახალგაზრდეი უწმაწური გართობით და სიგარეტით ხელში sad.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 20 2007, 11:21 AM
პოსტი #85


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ქანდაკება და კერპი ერთი და იგივე არ არის. რატომ გვაფრთხობს ქანდაკებები, რადგან ის 3-განზომილებიანი სივრცითი გამოსახულებებია? ღვთისმშობლის ან რომელიმე წმინდანის ქანდაკების კერპთან გაიგივება დიდი შეცდომაა. მართალია ის არა კანონიკურია, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ ქანდაკების არსებობით ან სადმე დადგმით მწვალებლობას ან კერპთაყვანისმცემლობავ ვაღირებთ. არა კანონიკური მამა ღმერთის ადამიანის სახით გამოსახვაც არის, მაგრამ ასეთი ხატებიც არსებობს.

აღსანიშავია ის ფაქტიც რომ რომის ეკლესიაში განხეთქილებამდე საუკუნეებით ადრე არსებობდა ქანდაკებები და ეს არავის არ შეურაცხავს მწვალებლობად და ის ჭეშმარიტი ეკლესიის ნაწილად ითვლებოდა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 20 2007, 11:24 AM
პოსტი #86


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



.nino
ციტატა
უბრალოდ მაინტერესებს რა საჭიროა ღვთისმAშობლის ქანდაკება? თუ უნდათ ქალაქის გალამაზება რაიმე ძეგლით, დაელია სამეგრელოს ღირსეული შვილები? აღვმართოთ რომელიმე მათგანის ქანდაკება...

ნიშნად იმისა, რომ ამ ქალაქზე არის ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობა

და სხვისი ქანდაკება არ მესმის..... sad.gif თუკი მიგაჩნია, რომ ქანდაკება დაუშვებელია მართლმადიდებლურად, გინდა რიგითი ქართველის იყოს და გინდა ღვთისმშობლის - დაუშვებელი დაუშვებელია.... ხოლო თუკი დასაშვებად მიგაჩნია, მაშინ დაე იყოს ღვთისმშობლისა, რატომაც არა??

ციტატა
მაპატიეთ მაგრამ ვერ წარმომიდგენია ბულვარზე ღვთისმშობლის ქანდაკება და მის გარშემო ახალგაზრდეი უწმაწური გართობით და სიგარეტით ხელში

ეგ არგუმენტი არ არის. ვაკის სამების ტაძრის უკან (საკურთხეველთან!) ღამ-ღამობით ზოგიერთი ნამუსგარეცხილი გოგო-ბიჭი სქესობრივი აქტებით იყვნენ ხოლმე დაკავებული და ამიტომ ტაძარი უნდა ავიღოთ??? პირიქით, ღვთისმშობლის ქანდაკებამ იქნებ სინდისი გაუღვიძოს ზოგს....

ეგერ ზემოთ განახე, მართლმადიდებლურ ქვეყნებში დღესაც დგას წმინდანის ქანდაკებები (ტაძრებზეც!) და ამაში პრობლემა არაფერია. თუმცა ისევ ვამბობ, ქართული რეალობისათვის რაღაც უცხო ხილია და ჯერ-ჯერობით ვერ ვეგუები


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 20 2007, 11:27 AM
პოსტი #87


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(.nino @ Aug 20 2007, 11:19 AM) *

მაპატიეთ მაგრამ ვერ წარმომიდგენია ბულვარზე ღვთისმშობლის ქანდაკება და მის გარშემო ახალგაზრდები უწმაწური გართობით და სიგარეტით ხელში sad.gif

გასაგებია, მაგრამ ეს მაინც იმ აზროვნების ინერციის შედეგია, რომელიც ქანდაკებას მწვალებლობად მიიჩნევს. დათომ სწორად აღნიშნა ქანდაკებების მომრავლება არც თუ მიზანშეწონილია, რადგან არაა საქართველოს დამახასიათებელი ტრადიცია, მაგრამ განსაკუთრებულად ცუდიც ამაში არაფერია.

მაგ ლოგიკით ძალიან ბევრი ახალგაზრდა უწმაწური სიტყვებით და სიგარეტით ხელში ეკლესიის გარშემოც მინახავს და ეკლესიის ეზოშიც. ეკლესიის ეზოში არამც თუ უხამსი სიტყვები არამედ უხამსი აქტებიც კი მომხდარა ჩვენთან. ამას ვერ გავექცევით. მთავარია ახალგაზრდობა ამგვარად არ იქცეოდეს თორემ ის ნებისმიერ ადგილზე შებილწავს სიწმინდეს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 20 2007, 11:42 AM
პოსტი #88


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
ნიშნად იმისა, რომ ამ ქალაქზე არის ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობა

და სხვისი ქანდაკება არ მესმის..... თუკი მიგაჩნია, რომ ქანდაკება დაუშვებელია მართლმადიდებლურად, გინდა რიგითი ქართველის იყოს და გინდა ღვთისმშობლის - დაუშვებელი დაუშვებელია.... ხოლო თუკი დასაშვებად მიგაჩნია, მაშინ დაე იყოს ღვთისმშობლისა, რატომაც არა??


არ ვიცი, რაღაც ვერ წარმომიდგენია ღვთისმშობლის ქანდაკება გასართობ ადგილას.... სიწმინდის შEურაცყოფა ნამსდვილად ყველგან შეიძლება, მაგრამ ოფიციალურად გასართობ ადგილას რა ვიცი, რა ვიცი....

მე არ მიმაჩნია რომ არ შეიძლება ქანდაკების დადგმა, პირიქით ვთვლი, რომ ის პატარებისათვის ისტორიის მიწოდების ძალიან კარგი საშუალებაა... აგრეთვე შენი ერის ღირსეული შვილების ქანდაკებებით შენსასაც და სხვასაც ახსენებ "ვისი გორისა ხარ"; მაგრამ ღვთისმშობელი იმდენად აღმატებულია ყოველივე მიწიერზე, ცოტა მეხამუშა....


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 20 2007, 11:46 AM
პოსტი #89


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(.nino @ Aug 20 2007, 11:42 AM) *

არ ვიცი, რაღაც ვერ წარმომიდგენია ღვთისმშობლის ქანდაკება გასართობ ადგილას....

OK. წმინდა გიორგის ქანდაკებაზე რას იტყვი? ის ხომ არ არის გასართობ ადგილას?!

პირიქით, თუ ქანდაკებას წმინდანის გამოსახულეად მივიჩნევთ და სწორედ ამიტომ არ გვსიამოვნებს მისი ისეთ ადგილზე დადგმა, სადაც შესაძლოა მის გარშემო შეუფერებელი საქციელი ჩაიდინონ ეს სულ სხვა საკითხია და ამაში ცხადია გეთანხმები, მაგრამ თუ თვითონ ქანდაკებას მივიჩნევთ მწვალებლობად ან კერპთაყვანისმცემლობად და ამიტომ არ გვსიამოვნებს მისი დადგმა ეს არა სწორია.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Aug 20 2007, 12:06 PM
პოსტი #90


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



რა გჭირთ ხალხო, ჯერე იყო და რომელ კინოშიც ამიყირავებულ ვარსკვლავს დაინახავდით აკრძალვა გინდოდათ. წმინდა გიორგის ქანდაკებაზე ერთი ამბავი ატეხეთ. ეს ხელოვნებაა, ქანდაკებაა და მორჩა. ლამაზია, კულტურაა. აბა დავანგრიოთ მაშინ.
ციტატა
მაპატიეთ მაგრამ ვერ წარმომიდგენია ბულვარზე ღვთისმშობლის ქანდაკება და მის გარშემო ახალგაზრდეი უწმაწური გართობით და სიგარეტით ხელში

ქანდაკების გარეშე კაია უწმაწური გართობა და სიგარეტი? თუ გინდება და მოწევა უნდა კაცს ვერც ქანდაკება დაუშლის და ვერც ეკლესია.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 20 2007, 02:39 PM
პოსტი #91


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
ქანდაკების გარეშე კაია უწმაწური გართობა და სიგარეტი? თუ გინდება და მოწევა უნდა კაცს ვერც ქანდაკება დაუშლის და ვერც ეკლესია.


ხალხო, მე ქანდაკებების წინააღმდეგი არ ვარ! მაგრამ რა უნდა ღვთისმსობელს გასართობ ადგილას? ღვთისმშობლის ქანდაკება მე მაინც ზედმეტობა მგონია... და ამპარტავნება. ღვთისმშობელი მარტო ზუგდიდის კი არა მთელი საქართველოს მფარველია, და ტუ მისადმი პატივისცემის გამოვლენა გვინდა ტაძარი უნდა ავუგოტ..
ხოლო ძეგლი მე პირადად მოკვდავთა ღვაწლის დასაფასებელი და სხვებისთვის მაგალიტისმიმცემი მოვლენის გაფეტიშების საშუალება მგონია...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Aug 20 2007, 02:58 PM
პოსტი #92


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



.nino
და რატომ არ შეიძლება ქანდაკება გასართობ ადგილას. რა იყო რა მოღუშულად წარმოაჩენთ რელიგიას, თითქოს გართობას და მხიარულებას კრძალავდეს, აბა რა ვქნათ ვიტიროთ?მე მგონი არც შეურაყოფელია ქანდაკების დადგმა, მე მგონი პირიქითაა.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 20 2007, 06:34 PM
პოსტი #93


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(.nino @ Aug 20 2007, 02:39 PM) *

ხალხო, მე ქანდაკებების წინააღმდეგი არ ვარ!

OK.

ვიმემ ხომ არ იცით საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Aug 20 2007, 09:00 PM
პოსტი #94


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ქანდაკებას როგორ უნდა შევხედოთ როგორც სიწმინდე?
და ვილოცო რომ გავივლი ქანდაკების გვერძე? და პირჯვარი გადავიწერო?
მაშინ რამოხდა ეკლესიაშიც დადგან ქანდაკებები რატომ არის აკრძალული?
მე წინააღმდეგი ვარ პირადად ქანდაკებწების დადგმის მაგ ფულით ერთი ეკლესია აშენდებოდა და ჯობია ეკლესიები ააშენონ ქანდაკებების დადგმას..


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Sep 12 2007, 05:35 PM
პოსტი #95


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



1. წმ.გიორგის ქანდაკება წმინდა ეკლესიას არ უკურთხებია
2. მე-7 საეკლესიო კრებაზე ერთმნიშვნელოვანი პოზიცია დაფიქსირდა აღნიშნულთან დაკავშირებით და აქ კითხვები არ უნდა გაჩნდეს
3. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ასეთი მკრეხელობის ჩადენა და ქანდაკების აღმართვა ეს არის ყველაზე უარესი რაც შეიძლება ადამინმა გააკეთოს ერისა და ეკლესიის წინაშე


მოვა დრო როდესაც ეს ქანდაკებები აღარ იდგება...


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Sep 28 2007, 11:00 AM
პოსტი #96


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386




მიტრ.გერასიმემ იქადაგა წალენჯიხის ფერისცვალების ტაძარში, რომ ეს არასწორია და ჩვენ ტრადიციებს ეწინააღმდეგება.თან ეს ქანდაგება სადაც უნდა იქნას დადგმული იქ ხდება მიტინგები და ყოველივე "საშინელება".ქანდაგებას თუ შევხვდებით შიგ ტაძარში,მხოლოდ კათოლიკებთან.
ეკლესიაში აიკრძალა ქანდაგებების გაკეთება ჯერ კიდევ კატაკომბებში მცხოვრები ქრისტიანების პერიოდში.
ჩემი აზრით"ღმრთისმშობლის შეურაცხოფაა."
დადგმასთან დაკავშირებით შეცდომით დავწერე,უნდა დაიდგას.
ჩვენი ეპარქია ამის წინააღმდეგიამმაგრამ ვინ უჯერებს?არავისგან არ აუღიათ ნებართვა და არც უკითხიათ შეიძლება თუ არა ასეთი "სილუეტის" დადგმა.წინასწარ იციან რა პასუხია ქანდაგებების დადგმაზე და იმიტომაც არ ეკითხებიან,რომც კითხონ რა აზრი აქ,რადგანაც თავისას განახორციელებენ.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natiako
პოსტი Sep 29 2007, 01:18 PM
პოსტი #97


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 823
რეგისტრ.: 6-August 07
წევრი № 2,575



მეც როგორც ვიცი ეს არასწორია წმინდანების ქანდაკებების დადგმა...


--------------------
ო ღმერთო, როცა შემეძლო არ ვიცოდი და როცა შევიცან აღარ შემიძლია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Sep 29 2007, 01:36 PM
პოსტი #98


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ქანდაკება არ დადგმულა.
ორი განსხვავებული ვერსია მითხრეს ქანდაკების არ დადგმასთან დაკავშირებით, სიმართლეს რომელი შეესაბამება არ ვიცი, ამდეანად თავს შევიკავებ რომელიმეს დაწერისაგან.


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tinka
პოსტი Sep 29 2007, 10:40 PM
პოსტი #99


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,549
რეგისტრ.: 20-December 06
მდებარ.: უკვე თბილისი :))
წევრი № 718



ისე ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარზეცაა გარედან წმინდა ნინოს ქანდაკება blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Oct 3 2007, 12:06 PM
პოსტი #100


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



მგონი კათოლიკებს აქვთ ქანდაკებები ტაძრებში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 12:18 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი