![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ket_ketevani |
![]()
პოსტი
#161
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 1-July 07 მდებარ.: somewhere over the rainbow... წევრი № 2,360 ![]() |
ბავშვებო ისე სვეტიცხოველში გალობს ქალთა გუნდი მართლაც არაჩვეულებრივდ, თუმცა არც ბიჭები ჩამოუვარდებიან რაიმეთი....
-------------------- "გულწრფელი ღიმილი მთქნარებასავით გადამდებია".
----------------------------------------------------- "დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო!" !!! /გ.დოჩანაშვილი/ |
ზებედე |
![]()
პოსტი
#162
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ერთ კითხვას დაგისვამ და იქნებ მიპასუხო: შენ მოგწონს ქალების გალობა? და თუ მოგწონს ღმერთმა შეგარგოს, მე არ მომწონს. პაატა, მაინტერესებს რა პონტში არ მოგწონს? რაა მოუწონებელი? უბრალოდ შენი აზრი მაინტერესებს ![]() ციტატა ეს თქვა ნინიამ და იმენნა შეჭამეთ. ცოტა კარგად უნდა გაანალიზოთ დაპოსტილები და მერე უნდა ისაუბროთ. როგორ უნდა გავაანალიზო ნინიას ნათქვამი, იქნებ ამიხსნათ, როცა სათაურად უწერია ციტატა ქართული გალობა და მანდილოსანი, ქალის ნაგალობები არ გეიშვას არსად ![]() ციტატა სადაც დედათა მონასტერია იქ ლოგიკურად იქნება მონაზვნების გალობა ჰო და დედათა მონასტერში კაცებმა რომ იგალობონ დედებთან ერთად, თუნდაც ანტიფონი: ციტატა მაგრამ სადაც კაცის გალობა ჟღერს იქ ქალის გალობა ნულის ტოლფასია. დედების გალობა ნულის ტოლფასი იქნება მაინც? ![]() ვერ გავიგე, როგორც მუსიკალური თვალსაზრისით აფასებთ, თუ სულიერი? მე ვფიქრობ რომ ორივე შემთხვევაში ეს ციტატა ქალის ნაგალობები არ გეიშვას არსად არის სრულიად უარგუმენტო ცინიზმი ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
TuTashxia |
![]()
პოსტი
#163
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 ![]() |
რატომ აქვს ზოგს ასეთი დამოკიდებულება ქალების გალობისადმი ვერ ვხვდები.ძალიან კარგად გალობენ ისინიც უბრალოდ ინდივიდუალურია.ზოგს უფრო კაცების ნაგალობები მოსწონს,ზოგს კი ქალების.მათი დაკნინება და ნულთან გატოლება ნამდვილად არ არის ლამაზი.
-------------------- დიდგორი the best
|
mariami-k |
![]()
პოსტი
#164
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
ზებედე
უნდა ვაღიარო რომ მართალი ხარ ბევრ რამეში -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
Ninia I |
![]()
პოსტი
#165
|
![]() ბეგე მიყვარხარ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 334 რეგისტრ.: 26-May 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,028 ![]() |
არის სრულიად უარგუმენტო ცინიზმი ![]() დაუკრეფავში ნუ გადადიხარ, შენ არ გაქვს ამის თქმის უფლება. და ნუ გამაკვირვებ კიდე შენი სულიერებით. შენ შენი აზრი დაააფიქსირე და მეტი კომენტარი არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ გეუბნები შეურაცხყოფაზე არ გადახვიდე, თორემ ძალიან ვბრაზდები ხოლმე. ისე ძალიან მაინტერესებს კაცი რომელიც იუმორინაში მონაწილეობს, იუმორის არანაირი გრძნობა არ გააჩნია. ალბათ მანდაც ჩაწყობილია ყველფერი. რას ვიზამთ ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ. ისე ზოგიერთ ადამიანზე ძალიან მეცინება. ასე თავგამოდებით რომ იცავენ ქალების ნაგალობებს. არ არის საჭირო. ჩემგან დაცვა დედებს არ სჭირდებათ. რა თქმა უნდა,გოგონათა გუნდს ვაჟთა მირჩევნია,თუ საშუალებაა უკეთესი იქნება ყველგან ვაჟები გალობდნენ. ქალების ნამღერიც კარგია,მაგრამ უპირატესობას მაინც მამაკაცების გალობას ვანიჭებ. რატომ გაიგეს ამ ადამიანებმა ჩემი ქვეტექსტი და რატომ ვერ გაიგე შენ? |
TuTashxia |
![]()
პოსტი
#166
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 ![]() |
Ninia I
ამ ჩემი ნათქვამის შემდეგ შენი ეს პოსტი ცოტა არაადეკვატურია. მე გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება 2 შემთხევისადმი და რის თქმას ცდილობ ვერ ვხვდები -------------------- დიდგორი the best
|
ჯამბაკური |
![]()
პოსტი
#167
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 ![]() |
საინტერესო თემაა და უსიამოვნო დაპირისპირების მიზეზს ვერ ვხედავ. ზოგს შეიძლება არ მოწონდეს რაიმე მაგრამ ნუ განაზოგადებთ. გალობა და ღვთის დიდება ყველასგან არის მოსაწონი. ზოგადად კარგი გუნდების პრობლემაა დღეს საქართველოში,თორემ თუ კარგად გალობს რა მნიშვნელობა აქვს ქალები გალობენ თუ კაცები. მე პირადად ქალთა გალობა ძალიან მომწონს (კარგი) და მაქვს ჩანაწერები რომელსაც სიამოვნებით ვუსმენ.
საერთოდ თემის ასეთი სახით დაყენება არასწორია. რას ქვია არ გეიშვა? სწორედაც რომ გეიშვა! ის კი არა და აუცილებელია. მე ჩემი ნინო რომ გავიცანი და მომეწონა, რომ გავიგე მგალობელი იყო, გული გამინათდა, თავი წარმოვიდგინე ჩემს მომავალ ოჯახში მეუღლესთან და შვილებთან როგორ ვიგალობებდი და ეს უდიდესი სტიმული იყო ჩემთვის. რაც სხვათაშორის უკვე სრულდება აი მაგალითად გუშინ მე ნინომ და ელენემ ვიგალობეთ ორი საგალობელი: ჯვარსა შენსა და მამაო ჩვენო. ისტორიიდან გეტყვით რომ სხვათაშორის გოგონები ხელსაქმესთან ერთად გალობას სწავლობდნენ, განსაკუთრებით დიდგვაროვნების ოჯახებში. სხვათაშორის სრული მგალობელი ქალებიც კი იყვნენ, დიიახ ქალებიც.დეკ რაჟდენ ხუნდაძეც კი ასახელებს მღვდელ ანტონ ქუთათელაძის მეუღლეს ჭალაგანიძის ქალს სრული მგალობლების ჩამონათვალში. მე ვიცი დადიანი ამილახვრის ცოლი რომელთანაც ალექსანდრე ეპისკოპოსი გალობის კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს რჩევების მისაღებად დადიოდა. მეფე ერეკლეს ასულებიც მგალობლები იყვნენ. მონაზვნებზე აღარაფერს ვამბობ. არსებობს მთელი მსახურებები რომელიც მონაზვნების მიერ არის შექმნილი შესაბამისი გალობის ცოდნით რა თქმა უნდა. ამ თემასთან დაკავშირებით ერთი ამბავი უნდა გავიხსენო. როდესაც ფილიმონ ქორიძე მაქსიმე შარაძისა და ექვთიმე კერესელიძის შემწეობით გურიაში ოყო საგალობლების ნოტებზე გადასაღებად მივლენილი. შეუტყვია რომ ერთ-ერთ დედათა მონასტერში საუკეთესო მგალობელი დედები არიან და განსაკუთრებულ კილოზე გალობენ. დაადებინა ფილიმონმა ურემზე თავისი ფისგარმონია (ერთგვარი პიანინოს მაგვარი საკრავი, რომლის დახმარებით ფილიმონი ნოტებზე აფიქსირებდა გალობას) და წავიდა ამ მონასტერში. მოხუცმა და მკაცრმა იღუმენიამ ვერ შეხედა კარგი თვალით ,, უცნაური და საეჭვო საკრავით მისულ კაცს" და სანამ ფილიმონმა გაბრიელ ეპისკოპოსის მიწერილობა არ აჩვენა მანამდე ნება არ დართო მონაზვნებს ეგალობათ. ფილიმონი ამბობს მეტად ძველი და საინტერესი საგალობლები ჩავიწერე მათგანო. ქალთა (დედათა) გალობის თაობაზე საკმაო მასალებია. ისე მშვენიერი სადიპლომო ან სადისერტაციო თემაა, იმედია მოკიდებს ხელს ვინმე მუყაითი. -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
Ninia I |
![]()
პოსტი
#168
|
![]() ბეგე მიყვარხარ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 334 რეგისტრ.: 26-May 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,028 ![]() |
Ninia I ამ ჩემი ნათქვამის შემდეგ შენი ეს პოსტი ცოტა არაადეკვატურია. მე გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება 2 შემთხევისადმი და რის თქმას ცდილობ ვერ ვხვდები მე ამ პოსტით ზებედეს მივმართე, რომ თუ თქვენ ცინიზმი ვერ დაინახეთ და ქვეტექსრი სწორედ გაიგეთ, რატოჯმ ვერ გაიგო მან |
TuTashxia |
![]()
პოსტი
#169
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 ![]() |
Ninia I
გასაგებია... ჩემი სიტყვების ციტირება იყო და შენს მიერ ასეთი კომენტარი და ვერ მიგიხვდი ჩემთვის რისი თქმა გინდოდა. ![]() -------------------- დიდგორი the best
|
Ninia I |
![]()
პოსტი
#170
|
![]() ბეგე მიყვარხარ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 334 რეგისტრ.: 26-May 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,028 ![]() |
ჯამბაკური
კარგით რა ხალხო რა ტომ გეწყინათ ასე. მე არ მომწონს თორე იმას კი არ ვამბობ არ უნდა იგალობონ თქო. არ მჭირდება ამხელა დისერტაციების წერა და ჭკუის სწავლება იმის შესახებ, რომ დედბს პატივი უნდა ვცე, საერთოდ ვერ ვხვდები რა შუაშია, ეს ამონაწერები ისტორიიდან. მე დავსვი რამდენად საჭიროა ქალების გალობათქო და მივიღე პასუხი, რომ საჭიროაო. გავიგე, რომ საჭიროა, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს და ამის გამოთქმის უფლებაც მაქვს. საჭიროა, მაგრამ მე არ მომწონს. ეხლა თუ ამის გამო ეკლესიიდან განკვეთის ღირსი ვარ მაშინ არ ყოფილა საშველი. და სხვათაშორის ჯამბაკურის გასაგონდა მინდა ვთქოო, რომ იქ სადაც შენი ნინო გალობდა ერთ დროს მეც ვგალობდი და ვსწავლობდი გალობას. საერთოდ თემის ასეთი სახით დაყენება არასწორია. რას ქვია არ გეიშვა? სწორედაც რომ გეიშვა! ის კი არა და აუცილებელია. მე ჩემი ნინო რომ გავიცანი და მომეწონა, რომ გავიგე მგალობელი იყო, გული გამინათდა, თავი წარმოვიდგინე ჩემს მომავალ ოჯახში მეუღლესთან და შვილებთან როგორ ვიგალობებდი და ეს უდიდესი სტიმული იყო ჩემთვის. რაც სხვათაშორის უკვე სრულდება აი მაგალითად გუშინ მე ნინომ და ელენემ ვიგალობეთ ორი საგალობელი: ჯვარსა შენსა და მამაო ჩვენო. კარგი რაააააააააააააააააააააა ![]() მე რომ შვილები მეყოლება, მეც ვიგალობებ ქმართან და შვილებთან ერთად, რა პრობლემაა. მაგრამ ეს თემასთან არაფერ შუაშია |
ჯამბაკური |
![]()
პოსტი
#171
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 ![]() |
კარგი რაააააააააააააააააააააა ![]() მე რომ შვილები მეყოლება, მეც ვიგალობებ ქმართან და შვილებთან ერთად, რა პრობლემაა. მაგრამ ეს თემასთან არაფერ შუაშია ეგრე ჩემო კეთილო. სწორედაც რომ შუაშია უნდა იგალობო შენც, სხვა გოგოებმაც და საერთოდ ,,ყოველი თესლები გადიდებენ შენ და უგალობენ სახელსა შენსა მაღალო". -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#172
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
დაუკრეფავში ნუ გადადიხარ, შენ არ გაქვს ამის თქმის უფლება. და ნუ გამაკვირვებ კიდე შენი სულიერებით. შენ შენი აზრი დაააფიქსირე და მეტი კომენტარი არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ გეუბნები შეურაცხყოფაზე არ გადახვიდე, თორემ ძალიან ვბრაზდები ხოლმე. ისე ძალიან მაინტერესებს კაცი რომელიც იუმორინაში მონაწილეობს, იუმორის არანაირი გრძნობა არ გააჩნია. ალბათ მანდაც ჩაწყობილია ყველფერი. რას ვიზამთ ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ. დაუკრეფავში არ გადავსულვარ! მე მაქვს იმის უფლება რაც დავწერე. და კომენტარების უფლებაც მაქვს, ეს ფორუმია ![]() ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#173
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
კაცო რას არ გეიშვას . ეგ იმის პონტშია ქალი საჭესთანო. 100% იგივეა რა. დედების გალობაზე მაგარი რავი რა...
გუჯას ამ შემთხვევაში ვეთანხმები. გალობა არის ლოცვა საყვარელო ფორუმელებო, ამით წირვა ლამაზდება. ისე არ გინახავთ ლოცვა გალობის გარეშე? ანუ მღვდელი რომ საგალობელსაც კითხულობს? რასქვია ქალმა არ უნდა იგალობოს იქ სადაც კაცი გალობს. ეს არის ჩემი აზრით არაქრისტიანული მიდგომა და მეტი არაფერი ![]() აუუუუ შავნაბადას მონასტერში მაგალითად მორჩილები გალობენ ხოდა წავიდეთ ერთხელ და ნახეთ. იქაა ერთი გიორგი წულაია. იქიდან რო ჩამოვედი ჩემ ტაძარში რომ გალობდნენ საშინლად მხვდებოდა ყურში ... აი წავიდეთ ბიჭები თუ გინდათ და ცისკრის ლოცვას იქ დავესწროთ ![]() |
Ninia I |
![]()
პოსტი
#174
|
![]() ბეგე მიყვარხარ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 334 რეგისტრ.: 26-May 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,028 ![]() |
უნდა იგალობო შენც, სხვა გოგოებმაც იგალობონ მერე მე კიარ ვამბობ არ უნდა იგალობონო, უბრალოდ მე მათი (არც ჩემი) ინტონაცია არ მომწონს. ![]() ![]() დაუკრეფავში არ გადავსულვარ! გადახვედი ![]() მე მაქვს იმის უფლება რაც დავწერე. მეც მაქვს იმის უფლება რაც ვთქვი ![]() ...შენ თუ იუმორის პონტში გახსენი ეს თემა მაშინ რა გწყინს? ![]() იმ ქვეტექსტში შენ რომ გაგაოცა მე იუმორი ჩავდე და არა ცინიზმი. შენც, რომ მიცნობდე ამას არ მეტყოდი. ასე რომ აღარ ვიკამათოთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი და მორჩა. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს იმ ფაქტთან დაკავშირებით ქალები რომ გალობენ და არც იმას მოვითხოვ რომ ეს აიკრძალოს (რა სისულელა ღმერთო ჩემო), უბრალოდ მე მათი ინტონაცია არ მომწონს. ანუ იუმორით რომ ვთქვათ არ გეიშვას არსად. სხვათა შორის რაიონში ამ გამოთქმას ხუმრობისდროს იყენებენ ![]() ბოლო-ბოლო თუ ადამიანს იმის უფლება აქვს, რომ ბეთჰოვენი და კარაიანი არ მოსწონდეს, არ შეიძლება მე მანდილოსნის გალობის ინტონაცია არ მომეწონოს? ვააააააააააა ვერ გავიგე რა დებოში მომიწყვეთ ![]() ეს არის ჩემი აზრით არაქრისტიანული მიდგომა და მეტი არაფერი ![]() ესეთი განცხადებები საშინლად მაღიზიანებს ![]() |
TuTashxia |
![]()
პოსტი
#175
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 ![]() |
მე მესმის ნინიას რისი თქმაც უნდა და ვეთანხმები იმაში რომ მამაკაცების გალობა უფრო ლამაზია ვიდრე ქალების.
ეს ისევე როგორც ჩემი,ასევე მისი სუბიექტური აზრია. ვფიქრობ არასწორად მიუდექით მის ნათქვამს და ის რომ მისი ნათქვამი ზოგის შეფასებით არაქრისტიანულია,აფსურდულად მიმაჩნია. -------------------- დიდგორი the best
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#176
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
კიდევ ერთხელ ვიტყვი და მორჩა. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს იმ ფაქტთან დაკავშირებით ქალები რომ გალობენ და არც იმას მოვითხოვ რომ ეს აიკრძალოს (რა სისულელა ღმერთო ჩემო), უბრალოდ მე მათი ინტონაცია არ მომწონს. ანუ იუმორით რომ ვთქვათ არ გეიშვას არსად. სხვათა შორის რაიონში ამ გამოთქმას ხუმრობისდროს იყენებენ ![]() ჰო, ეხლა მივხვდი თურმე რისი თქმაც გდომებიაა ![]() ![]() ეხლა რაც შეეხება თემას...მე მაქვს სერბი ქალის მიერ შესრულებული საგალობელი ბიზანტიური კირიე-ელეისონ, და ისე ლამაზად გალობს, ვერ წარმომიდგენია იმას რომელიმე კაცი თუ აჯობებს კირიე-ელეისონის გალობაში... პატრიარქის წმინდაო ღმერთო რომ იგალობოს ანჩისხატმა თავისი სტილით, წარმოგიდგენიათ რა იქნება? მე კი ![]() ![]() ![]() ციტატა ესეთი განცხადებები საშინლად მაღიზიანებს ![]() გეთანხმები, ესე რადიკალური გამონათქვამები არ ვარგა -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ზებედე |
![]()
პოსტი
#177
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
კიდევ ერთხელ ვიტყვი და მორჩა. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს იმ ფაქტთან დაკავშირებით ქალები რომ გალობენ და არც იმას მოვითხოვ რომ ეს აიკრძალოს (რა სისულელა ღმერთო ჩემო), უბრალოდ მე მათი ინტონაცია არ მომწონს. ანუ იუმორით რომ ვთქვათ არ გეიშვას არსად. სხვათა შორის რაიონში ამ გამოთქმას ხუმრობისდროს იყენებენ ![]() ჰო, ეხლა მივხვდი თურმე რისი თქმაც გდომებიაა ![]() ![]() ეხლა რაც შეეხება თემას...მე მაქვს სერბი ქალის მიერ შესრულებული საგალობელი ბიზანტიური კირიე-ელეისონ, და ისე ლამაზად გალობს, ვერ წარმომიდგენია იმას რომელიმე კაცი თუ აჯობებს კირიე-ელეისონის გალობაში... პატრიარქის წმინდაო ღმერთო რომ იგალობოს ანჩისხატმა თავისი სტილით, წარმოგიდგენიათ რა იქნება? მე კი ![]() ![]() ![]() ციტატა ესეთი განცხადებები საშინლად მაღიზიანებს ![]() გეთანხმები, ესე რადიკალური გამონათქვამები არ ვარგა -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#178
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ქალების ალობაც მომწონს და კაცებისაც, მთავარია კარგად იგალობონ და ნუ აურევენ
![]() თუმცა მამაკაცის ტემბრი მაინც სხვაა და მგონი უმჯობესია ქალისაზე. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
![]()
პოსტი
#179
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჯამბაკურ,
კარგი პოსტია ![]() ვფიქრობ აქაც ოფთოფიქების ბუდეა, მაგრამ ზოგ აზრს მაინც სჭირდება პასუხი, ან ალბათ შეხსენება... ციტატა მამაკაცების გალობა უფრო ლამაზია ვიდრე ქალების. რა ვთქვა, განა შეიძლება ღვთის დიდების შედარება და დაყოფა სქესის მიხედვით? მაოცებს ის ფაქტი, რომ ქალთა დისკრიმინაცია ისევ ქალთაგან ხდება და კაცებს გვიწევს ისევ ქალების დაცვა ![]() ირანს ნუ გახდით საქართველოს,სჯობია არ იგალობოს ქალმა ,რადგან კაცის უფრო ლამაზია, ის არ ჩაიცვას, ეს არ დაიხუროს, ხმა არ ამოიღოს, არ დაიხატოს... დაახურეთ ჩადრი ბარემ... თუმცა მაგასაც ასწავლის ზოგი ქუჩაში ( სახლში, თვით საწოლშიც კი... ![]() ძალიან შორს ვართ, ძალიან ბოლოში... საწყენია, ეეჰ-ით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#180
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ციტატა რა ვთქვა, განა შეიძლება ღვთის დიდების შედარება და დაყოფა სქესის მიხედვით? მაოცებს ის ფაქტი, რომ ქალთა დისკრიმინაცია ისევ ქალთაგან ხდება და კაცებს გვიწევს ისევ ქალების დაცვა ირანს ნუ გახდით საქართველოს,სჯობია არ იგალობოს ქალმა ,რადგან კაცის უფრო ლამაზია, ის არ ჩაიცვას, ეს არ დაიხუროს, ხმა არ ამოიღოს, არ დაიხატოს... დაახურეთ ჩადრი ბარემ... თუმცა მაგასაც ასწავლის ზოგი ქუჩაში ( სახლში, თვით საწოლშიც კი... ) თავსაფარით იარეთო... ძალიან შორს ვართ, ძალიან ბოლოში... ![]() ![]() ![]() ![]() ჩემს ეკლესიაში თავდაპირველად გოგონების გუნდი გალობდა და ძალიან ლამაზად, მერე ქალები და კაცების გუნდი იდგა წლების განნმავლობაში, მორიგეობით გალობდნენ მთელი წირვა, ორივე კარგი იყო, მაგრამ რა ვქნა კაცების ხმა საერთოდ ეტად მომწონს და არა მარტო გალობის, არამედ სიმღერის დროსაც ![]() ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი