IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> კითხვა ბოშების შესახებ, რამდენად გამართლებულია მათი დახმარება ფულით
ჯინო
პოსტი Aug 29 2007, 02:19 PM
პოსტი #1


უბრალოდ ჯინო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 30-April 07
წევრი № 1,789



მაინტერესებს რამდენად გამართლებულია ბოშების ფულით დახმარება. ცნობილია ფაქტია, რომ მათ მოწყალების თხოვნა ხელობად აქვთ გადაქცეული და თან როგორც წესი დავრდომილთა და ავადმყოფთა კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნებიან. ამგვარი დახმარებით ხომ არ ვაღვივებთ მათში უსაქმურობასა და ამგვარი ცხოვრების გაგრძლების სურვილს?


--------------------
[url=http://www.wt.com.ge/]ვაქირავებთ მიკროავტობუსებს, ავტობუსებს, მანქანებს[/url]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Oct 24 2007, 01:06 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



მათხოვარ ბოშებს შორის მართლაც ვხვდებით ისეთებს, ვისაც არაფერი უჭირს და არც ავადაა. მაგრამ გაცემით ჩვენ პირველ ყოვლისა საკუთარ სულს ვაძლევთ მოწყალებას და მერე სხვას. არ უდნა გამოვიძიოთ მათხოვრის ცხოვრება. განა ბევრი ჩვენგანი შეძლებდა ისე დამდაბლებას, რომ შარაგზაზე დამდგარიყო მათხოვრად? ამ გაცივებულ და გასასტიკებულ სამყაროში თითმის შეუძლებელია ბოშების ფენის ადამიანმა დაიმკვიდროს რაიმე ღირსეული ადგილი. ისინი ჩვენი გულმოწყალების საზომად გვევლინებიან. თუ არფერი გვაქვს მისაცემი, ქრისტეანებს ყოველთვის მოგვეძებნება მათთვის ლოცვის სიტყვები.

მათხოვარ ბოშათა სიმრავლე ვერ იძლევა იმის საშუალებას, რომ თითოეულს მისცე. მაგრამ ამის გამო არ უნდა გავღიზიანდეთ. უფრო იმაზე დავფიქრდეთ, რისთვის დაუშვა ღმერთმა მათი ასეთი სახით არსებობა ჩვენ შორის, ხომ არ გვანახებს ამით ჩვენს სულიერ მდგომარეობას.

უნდა ითქვას ისიც, რომ ბოშები ყველგან როდი არიან ისეთები, როგორებსაც თბილისში ვხედავთ. რაიონებში საკმაოდ მშრომელი ადამიანების სახით გვევლინებიან. იქნებ იმისთვისაც უშვებს უფალი მათ მათხოვრობას, რომ ქალაქის სიცივემ ვეს სძლიოს ჩვენს გულს.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი