![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
gio_22 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,656 ![]() |
ძალიან მჭირდება რჩევა . მყავს შეყვარებული რომელიც ძალიან მიყავრს ,გაცნობის თანავე მითხრა რომ უცნაური იყო და რაგაც წინათგრძნობები ქონდა მაგრამ ამას ყურადგება არ მივაქციე გავიდა რამოდენიმე ხანი და ეხლა მეუბნება რომ მე ზიანს ვერ მომაყენებს და მიამბო თუ როგორ იყო დაწყევლილი როგორ გაუკეთეს ჯადო .ჯვარს რომ ვიკიდებ იბზარება ან ტყდებაო არ მატყიებს ვიცი ვგრძნობ ამას .სახლში ამ გოგოს თმები უპოვია დედამის არაბული ასოებით იყო ნაწერი და რაგაცაში იყო გახვეული ეს ანახეს მღვდელს და გაუსიპრიათ რაც ეწერა .ეწერა რომ იქნება ლამაზი და უნედური და თუ ეყოლება ქმარი ან შვილი არცერთი არ იცოცხლებსო.ყოველ დაბადების დგეზე გული უჩერდება და ერთხელ ძლივს გადაარჩინეს .მეუბნება ვერ გაგაუბედურებო მირჩიეთ რა რამე ვიცი რომ ღვთის სიყვარული რწმენა და ჩვენი სიყვარული გადაარჩენს როგორ მოვიქცე ან რა ხდება დაბნეული ვარ გამარკვიეთ გთხოვთ
|
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
ადამიანი არის იმის მონა, ვისიც ეშინია. როცა გვაქვს შიში ჯადოების, უნებლიედ ვემორჩილებით ბოროტს. არადა, არ აქვს ე.წ. ჯადოს თავისთავად არანაირი ძალა. მისი ძლიერება ჩვენს მისდამი შიშში და მადლმოკლებულებაშია. ამას კი მხოლოდ მოწესრიგებული ეკლესიური ცხოვრება შველის.
წმიდა მოციქული პავლე გვასწავლის, რომ ნაკერპავი ხორცი ჩვეულებრივი საჭმელია და მისი ჭამით არაფერი დაუშავდება ქრისტეანს. თუ ის, რაც განცხადებულად ეწირება კერპს, არ არის არანაირი ძალის მატარებელი, რა ძალა უნდა ჰქონდეს ჯადოს?! შიში მისდამი, დაჯერება იმისა, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდება უკვე მოწმობს ღმრთისადმი უნდობლობას. შეიძლება იყოს ამ დროს ღმრთის აღიარება, მაგრამ თუ არ არის ნდობა უფლისა და სწრაფვა მისკენ, ამით აუცილებლად სარგებლობს ეშმაკი. ალბათ ხვდებით, რას ვურჩევდით თქვენს რჩეულს: ღმრთისაკენ მოქცევას, აღსარებას, ზიარებას, ეკლესიურ ცხოვრებას. უნდა იკურთხოს სახლი, რომელშიც ცხოვრობს. "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის", ვკითხულობთ 26–ე ფსალმუნში. რისი უნდა ეშინოდეს იმას, ვინც სამყაროს შემოქმედთან და გამგებელთან, ყოველი არსის უფალთან – ღმერთთანაა! ის მოვლენები, რომლებსაც ახსენებთ, ბოროტის განცხადებული ქმედებებია მცირედმორწმუნეთა დასაშინებლად და დასატვევებელად. არ შეიძლება მათი იგნორირება, რადგან ადამიანის ფსიქიკა ვერ უძლებს ასე დათრუგუნულად ცხოვრებას და შეუქცევადად ზიანდება. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არ აქვს ბოროტს ის ძალა, რომლითაც ცდილობს წარმოგვიდგეს. მოვკვდეთ ჩვენ თუ ვიცოცხლოთ – ეს ღმრთის გადასწყვეტია და არა ბოროტის. არც წინასწარ იწერება ვინ როგორ იცხოვროს და როგორ მოკვდეს. ასე რომ, ნუ შიშობს და მივიდეს ეკლესიაში. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი