IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმ. ილია მართლის აღსასრულიდან, 100 წელი გავიდა!!!
კანონისტი
პოსტი Aug 30 2007, 04:13 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



დღეს 100 წელი გავიდა წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძის) ტრაგიკული აღსრულებიდან

"თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც უკვდავი იქნები მასთან ერთად, ხოლო თუ უწერია, მაშ ბედნიერი ყოფილხარ, რომ შენი თვალებით ვერ იხილავ ამას" - ამ სიტყვებით გააცილა ქართველმა ხალხმა ერის უგვირგვინო მეფედ სიცოცხლეშივე აღიარებული, მაგრამ ქართველისავე ხელით მოკლული დიდი ილია....


IPB-ს სურათი
ილია 1848 წელს. I გიმნაზიის მოწაფე

დღევანდელი დღე არის ბედნიერების და უბედურების დღეც: დღე, როდესაც ქართველმა კაცმა საქართველოს დიდ მფარველსა და მოამაგეს მოუსწრაფა სიცოცხლე და დღე, როცა ზეციური საქართველო დაიმკვიდრა ერისათვის დამაშვრალმა მამულიშვილმა

IPB-ს სურათი
ილია მართლის გამოსვენება სიონის ტაძრიდან

გილოცავთ! მისი ლოცვა ეწეოდეს ჩვენს დედასაქართველოს უკუნისამდე!

წმიდაო ილია მართალო, ერისათვის წამებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ძმათა შენთათვის, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 30 2007, 04:22 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4




უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

წმიდა ილია მართალი

დიდი დღეა დღეს. დღევანდელ დღეს წმიდა ეკლესია ზეიმობს ილიაობას, ილია წინასწარმეტყველის დღეს, რომელიც თავისი დიდი რწმენით, თავდადებით ისრაელში იცავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ქართველმა ერმა მრავალი ტაძარი ააშენა ილია წინასწარმეტყველის სახელზე, მის სახელს ატარებდა ჩვენი დიდი წინაპარი - ილია ჭავჭავაძე. ყოველ წელიწადს იგი დღესასწაულობდა წმიდა ილია წინასწარმეტყველის დღეს, ილიაობას.

ამიერიდან კი ჩვენ, ქართველები, წმიდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვა-კურთხევით, მუდამ ვიზეიმებთ ჩვენი ახალი წმიდანის, დიდი ქართველი მწერლის, საქართველოს უგვირგვინო მეფის, მისთვის წამებულისა და მისი გადამრჩენლის, ილია ჭავჭავაძის - ილია მართლის დღეს.

ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმიდე შელახული, - ბეთლემი უკაცური.

ამ დროს ღვთის განგებით მოგვევლინა ილია, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო მოწამებრივი ტვირთი ერის წინამძღვრისა.

მისი გენია, მისი საოცარი ნებისყოფა მირონცხებული და შინაგანად მომზადებული აღმოჩნდა ამ ისტორიული მისიისათვის.

თითქოს ილიაზე განმეორდა იერემია წინასწარმეტყველისადმი თქმული უფლის სიტყვები: „ვიდრე გამოხვიდოდი შენ საშოდან, მე განგწმიდე შენ, წინასწარმეტყველად ხალხთა დაგადგინე შენ“ (იერემია 1,4-5).

მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი და შეუდგა გოლგოთის აღმართს.

მან გაბედულად აღიმაღლა ხმა ადამიანთა უფლებების დასაცავად, დაჰგმო სიკვდილით დასჯა, როგორც უმკაცრესი ზომა სამაგიეროს მიზღვისა, როგორც უკიდურესად მიწიერი და არაქრისტიანული ქმედება.

ილიამ იცოდა, დამოუკიდებლობისათვის ჩვენს ბრძოლასა და ეროვნულობის შენარჩუნებაში რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანულ რწმენას, ამიტომაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეკლესიისათვის უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს.

სწამდა იმ ქვეყნისა, რომელიც ჯვარს ეცვა ჯვარცმული მაცხოვრისათვის, იმ ხალხის, რომელმაც თავის მკერდზე დაუდგა ქრისტიანობას საყდარი, ქვად საკუთარი ძვლები იხმარა, კირად - სისხლი, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ.

სწამდა, რომ მისი თანამედროვე საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას შეეძლო, რომელიც ასწავლის ხალხს გარჩევას კეთილისა და ბოროტისა, ცოდვისა და მადლისა, წვდომას ცხოვრების არსისა და მიზანისა, პიროვნების დანიშნულებისა, სიტკბოს ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ბედნიერებისა. იგი სულშეძრული წერდა:

„სად არის იგი მღაღადებელი
ქვეყნის ხსნისათვის, - ჭეშმარიტება?
სად არის იგი, ბიწის მდევნელი,
ჯვარცმულის ღმერთის მაღალი მცნება?“

ილიას ცხოვრების ეტლმა, ილია წინასწარმეტყველის ეტლის მსგავსად, ცეცხლის კვესებით გადაუარა საქართველოს ცას და წარუშლელი კვალი დატოვა.

გარდაცვალება არ ეთქმის მის სიკვდილს. ეს იყო ჯვარცმა და მწრაფლამაღლება, ეს იყო გარდასახვა, თითოეულ ქართველში განბნევა და მათში ერის სიყვარულად აღდგომა.

დიდებულად ბრძანა დიდმა აკაკიმ, თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც მასთან ერთად უკვდავი იქნებიო.

ზეციური საქართველოს მკვიდრი, მიწიერი საქართველოს თანამდევი ილიას ნათელი, უკვდავი სული ჭეშმარიტად დღესაც თავს დაგვტრიალებს.

გვსურს ვაუწყოთ მრევლს, ჩვენს მორწმუნე ხალხს, რომ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა აღასრულა თავისი ვალი და ილია ჭავჭავაძე - ილია მართალი, წმიდანად შერაცხა.

ამიერიდან მისი სული იკიაფებს იმ სათაყვანებელ თანავარსკვლავედში, გზას რომ უნათებს მრავალტანჯულ, მაგრამ სულიერად გაუტეხელ, ყოველგვარი ბოროტების წინაშე ქედუხრელ ქართველ ერს.

ეს არ არის უბრალო განჩინება, ეს არის დიდი განგება ღვითსა... წმიდა სამებამ - მამამ, ძემ და სულიწმიდამ გამოხატა თავისი ნება და გამოაჩინა ახალი ბრწყინვალე წმიდანი, რომელიც იქნება მფარველი ჩვენი ერისა. ეს წირვა არის მისი პირვვლი დღესასწაული. ქართველი ერი ზეიმობს ილია მართლის, როგორც წმიდანის დღეს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ამაზე, რომ ჩვენთან არს ღმერთი.

უნდა ვიცოდეთ:

დიდი ილია ჭავჭავაძის წმიდანად შერაცხვა არ არის მხოლოდ აღიარება მისი დამსახურებისა (დამსახურება კი მისი ერისა და ეკლესიის წინაშე მეტად დიდია), ეს უფრო მეტია. როცა ხდება ამა თუ იმ პიროვნების წმიდანად კანონიზირება, ღვთის ლოცვა-კურთხევით, მას ეძლევა განსაკუთრებული მადლი, განსაკუთრებული ძალა ერის შეწევნისა. ამიერიდან წმიდა ილია ჭავჭავაძე - წმიდა ილია მართალი არის შუამდგომელი წინაშე ღვთისა ჩვენი ერისა და ეკლესიისათვის.

რით დაიმსახურა წმიდა ილია მართალმა ეს პატივი? რა თქმა უნდა, თავისი ღვაწლითა და მოწამებრივი აღსასრულით.

წმიდანად აღიარების შემდეგ ილია არის არა მარტო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, არამედ გამორჩეული მოძღვარი, მქადაგებელი სიკეთისა და სიმართლისა, რწმენისა. წმიდანად აღიარების შემდეგ იგი არის დიდი სულიერი მფარველი ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა.

მე მინდა მოგილოცოთ ეს ბედნიერი დღე, მოგილოცოთ თქვენ და თქვენთან ერთად მივულოცო სრულიად საქართველოს.

ადამიანი და ერი სულიერად და ფიზიკურად ძლიერი რომ იყოს, ღვთის შიში და ლოცვის ძალა უნდა ჰქონდეს. ჩვენ დღეს წმიდა სამების განგებითა და ასევე, დედა ღვთისმშობლის ლოცვითა და მფარველობით, რომლის წილხვედრიც ჩვენი ერია. დიდი ძალა შეგვემატება.

წმიდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით, წმიდა ილია მართლის ლოცვით, ღვთისმშობელმა დედამ დაიფაროს თავისი დედობრივი კალთით სრულიად საქართველო.

შემთხვევითი არ არის, რომ ილიას ეწოდა მართალი. უზენაესი სიმართლე საღვთო წერილის მიხედვით, არის ღმერთი და სიმართლის მქადაგებელი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა იყოს მატარებელი სიმართლისა. თვითონ უნდა ცხოვრობდეს ამ სიმართლით.

წმიდა ილია მართალი სწორედ ამ სიმართლით ცხოვრობდა და სიმართლეს ქადაგებდა.

სიმართლე არ შეიძლება დაეტიოს ერთ ადამიანში. ისევე, როგორც სიწმიდე და მადლი. ისიც იღვრება, ეფინება ხალხს, ილია მართალი დაადგა მაცხოვრის გზას ანუ გზას გოლგოთისა, რომელიც თუმც მძიმეა, მაგრამ აღდგომითა და ამაღლებით მთავრდება.

წიწამური ჩვენი წმიდა გოლგოთაა. სამსხვერპლოა ყველა იმათი, ვინც იცავს ჭეშმარიტებას, სიმართლეს.

შევსთხოვ ღმერთს, წმიდა ილია მართლის ლოცვით, უფრო მეტად განამტკიცოს ჩვენი ერი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულითა და სიკეთით.

შევსთხოვ წმიდა ილია მართალს, იყოს აწ და მარადის გამორჩეულად მფარველი ჩვენი ახალგაზრდობისა, ჩვენი სტუდენტობასა. ამიერიდან ჩვენი ახალგაზრდობა მიმართავს მას განსაკუთრებული ლოცვით, და წმიდა ილია მართალიც ღვთის წინაშე მისი მეოხი იქნება.

ორივე ილიას მადლი გეწეოდეთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი დიდი წინაპარი, წმიდა ილია მართალი. ამიერიდან ის, როგორც ბრწყინვალე ვარსკვლავი ჩვენს წმიდანთა შორის ბრძანდება.

მისი შეწევნა არ მოგაკლოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველოს.

სვეტიცხოველი, 20 ივლისი (2 აგვისტო), 1987 წ.




--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Aug 30 2007, 04:35 PM
პოსტი #3


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა
გილოცავთ! მისი ლოცვა ეწეოდეს ჩვენს დედასაქართველოს უკუნისამდე!


ამინ!


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Aug 30 2007, 05:21 PM
პოსტი #4


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



გვფარავდეს მისი მადლი!
smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Aug 30 2007, 09:53 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ღმერთმა უმრავლოს საქართველოს მსგავსი შვილები!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Aug 30 2007, 10:13 PM
პოსტი #6


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ილია მართლის სახლი ანდრიას ქუჩაზე... IPB-ს სურათი


ესეც მისი სახლის ინტერიერი IPB-ს სურათი


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 30 2007, 10:25 PM
პოსტი #7


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ეს ფოტო ჯამბაკურმა გამომიგზავნა ადრე. ძალიან მომწონს

IPB-ს სურათი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Aug 30 2007, 10:38 PM
პოსტი #8


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



მარიამი
ციტატა
ეს ფოტო ჯამბაკურმა გამომიგზავნა ადრე. ძალიან მომწონს

რა მაგარიააა sad.gif(((((((((((((


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Aug 30 2007, 10:52 PM
პოსტი #9


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



კანონისტი
ციტატა
დღეს 100 წელი გავიდა წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძის) ტრაგიკული აღსრულებიდან

მე 12 სექტემბერი მახსოვდა. მგონი ასეც უწევს კალენდრის რეფორმის გამო.
თუმცა თარიღი არაა მთავარი.
წმ. ილია მართლის ლოცვა შეგვეწიოს.


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Aug 30 2007, 11:03 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



სიონში დასვენებულ ილიას ნატყვიარზე თურმე მუხის ფოთოლი დაადეს,ვინადან ის საქართველოსთან და მუხასთან გააიგივეს! გალაკტიონის სიტყვებს დავესესხები: "წიწამურში რომ მოკლეს ილია,მაშინ ეპოქა გათავდა დიდი"


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ilia003
პოსტი Sep 3 2007, 11:30 AM
პოსტი #11


LELO
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 21-April 07
მდებარ.: TBILISI.didi digomi
წევრი № 1,708



SHEGVETIOS MISI MADLI,


--------------------
" ეკლესია არის ცა,ქვეყანასა ზედა"

"ჩემო დედიკო, ჩემო ღვთისმშობელო,მაცხოვნე,რადგან
დავიღუპები თუკი შენ მიმატოვებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 3 2007, 01:03 PM
პოსტი #12


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(_Matasi_ @ Aug 30 2007, 10:13 PM) *

ილია მართლის სახლი ანდრიას ქუჩაზე...



მანდ ნამყოფი ვარ...

შეგვეწიოს მისი ლოცვის მადლი!






IPB-ს სურათი



უცნობი დეტალები წმიდა ილია მართლის ცხოვრებიდან


ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო ათწლეულების განმავლობაში წმიდა ილია მართლის მკვლელობის დეტალები და გარემოებანი საზოგადოებისთვის დამალული და ტაბუირებული იყო. ქართველი ერის ამ დიდ ტკივილზე საუბარი მხოლოდ უახლოეს წრეში და ისიც ჩურჩულითა და მინიშნებებით თუ შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ ქალბატონი მანანა ჭირაქაძის ეს მოგონება სააშკარაოზე პირველად გამოდის და ჩვენი გაზეთის მეშვეობით მკითხველი, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ შეიგრძნობს იმ ავბედითი ჟამის მრუმე დღეების დინამიკას.

წმიდა ილია მართლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უამრავი რამ დაწერილა და უფრო მეტი ზეპირი გადმოცემებით მოსულა ჩვენს დრომდე. რა აღარ თქმულა მის სადიდებლად და სალანძღავად - სხვადასხვა თაობისა და მსოფლმხედველობის ქართველებს მისთვის „საქართველოს უგვირგვინო მეფეც“ უწოდებიათ და „გლეხთა სისხლისმსმელი წურბელაც“, დაფნის გვირგვინითაც შეუმკიათ მისი შუბლი და ტყვიითაც შეულეწავთ, ეროვნული ლიტერატურის კლასიკოსადაც უღიარებიათ და მავნებლადაც მოუნათლავთ, მისი ლექსები მთელი ცხოვრების მანძილზე სულიერ საზრდოდაც გაუყოლებიათ და „მდარე პოეტურ ნაცოდვილარადაც“ გამოუცხადებიათ, მაგრამ ამ ბერმუხისათვის გვერდი ვერავის აუვლია და მის გიგანტურ ღვაწლზე თვალი ვერ აურიდებია. არ არსებობს მეტ- ნაკლებად წიგნიერი თაობა ქართველებისა, ვისაც ილიას შემოქმედება არ აღელვებდა, მისი ღვაწლი არ აღაფრთოვანებდა, პიროვნება არ ხიბლავდა და მისი ვერაგულად მოკვლა არ სტკიოდა.


ყაჩაღის აღსარება


ერთ- ერთი ზეპირი გადმოცემა ილია ჭავჭავაძის სიცოცხლის უკანასკნელი წლების შესახებ ჩემს ოჯახშიც არის შემონახული:

1921 წელს მაისში ზესტაფონის გიმნაზიის მოსწავლეებმა მოაწყეს გასაბჭოების საწინააღმდეგო მანიფესტაცია, რასაც მოჰყვა რეპრესიები. ამ მანიფესტაციის ყველა მეთაურს, მათ შორის ბიძაჩემს - მეშვიდეკლასელ ვასილ ჩანტლაძესაც, დაპატიმრება ელოდა. შეშინებულმა მშობლებმა შვილი დეიდასთან, ხარაგაულში, სოფელ ლაშეში „გადამალეს“. ბებიაჩემის უმცროსი და - ელენე თურმანიძე - ცოლად ჰყავდა ლაშელ გიორგი მაჭავარიანს. გიორგი მაჭავარიანის ბიძა - ედიშერ მაჭავარიანი ცნობილი ყაჩაღი იყო, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე აწრიალებული ჰყავდა ქვეყანა და, თანამედროვე ლექსიკით რომ ვთქვათ, „საიმპერიო მასშტაბის ძებნილი“ ბრძანდებოდა. საკუთარი იღბლისა თუ სხვა გარემოებათა წყალობით, იგი გადაურჩა ჟანდარმერიას, რევოლუციას. დამოუკიდებელი საქართველოს დამხობისა და გასაბჭოების შემდეგ კი საკუთარ სოფელში მშვიდი ცხოვრება დაიწყო.

ეროვნული იდეალებით გულანთებული და წითელი ხელისუფლებისაგან შერისხული გიმნაზიელისათვის „მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი“ ყაჩაღი რაინდული შარავანდედით იყო შემოსილი და მასთან საუბარი, რა თქმა უნდა, მას ძალიან აინტერესებდა. ერთ- ერთი ასეთი საუბრის დროს სიტყვა ილია ჭავჭავაძესა და მის მკვლელობაზე ჩამოვარდა:

- ვიცი, ვინც მოკლა ილია, - თქვა ედიშერმა - მარა, ბიძიკო, ნუ გინდა ამ საქმის ძიება. ზოგი აღარ არის ამქვეყნად, ზოგიც საქართველოდანაა გასული... ილიას ძალიან ერჩოდნენ სოციალისტები, განსაკუთრებით 905- ის რევოლუციის მზადების წლებში. ტერორისტებმა რამდენიმეჯერ მუქარის წერილი გაუგზავნეს და ერთი- ორჯერ კიდევაც დაუხვდნენ. იმ წლებში მთელ საქართველოში ატერორებდნენ თავად- აზნაურობას - ძარცვავდნენ და ხშირად ხოცავდნენ. ერთხელ ჩვენთან ერთი სოციალისტი მოვიდა და პარტიის სახელით საგურამოში წაყოლა გვთხოვა: ილია ბანკირია, მემამულე- თავადია და ფული ბევრი აქვს, წავართვათ, თქვენც იხეირებთ და ჩვენცო. შუაღამისას სამნი მივადექით საგურამოს - ის სოციალისტი, ისიდორა უკლება და მე. დავაბრახუნეთ. გამოვიდა მოურავი. - შენს ბატონთან გვაქვს საქმე! - ვუთხარით მოურავს. მოურავმა გვიცნო, ვინც ვიყავით, მაგრამ არ შეგვიშინდა და ხმამაღლა მოგვაძახა - ბატონს ძინავს, ვერ გავაღვიძებ, დილით მოდითო. - რა ამბავია მანდა? - გაისმა უეცრად მაღლა სართულიდან. - ბატონო, შენი ნახვა უნდათ. დილით მოდით- მეთქი და არა შვრებიან! ასძახა მოურავმა. - შემოიყვანე, ვინც არიან! უბრძანა იმან ზევიდან და მოურავიც შეგვიძღვა ეზოში. ავიარეთ კიბეები და ავედით მეორე სართულზე. - დაიცადეთ! გვითხრა მოურავმა და ერთ ოთახში შევიდა. მალე გამოვიდა და კაბინეტში შეგვიყვანა. ილია მანამდე შორიდან მყავდა დანახული ქალაქში და ახლა, ახლოდან უფრო სხვანაირი ჩანდა. შუა ოთახში იდგა სერთუკში გამოწყობილი ტანმორჩილი მოხუცი კაცი. მან სამივეს ხელი ჩამოგვართვა და გვითხრა: - საღამო მშვიდობისა, ბატონებო! ვიცი, რაზეც გარჯილხართ, გგონიათ, ილია თავადია და ფული ბევრი ექნებაო. უნდა გითხრათ, რომ ყვარლის მიწები უსასყიდლოდ გადავეცი გლეხებს და აქაური მამულებიც გლეხებს გადავეცი, ჩემთვის მხოლოდ იმდენი დავიტოვე, რაც ორი სულის წლიდან წლამდე შენახვას სჭირდებოდა. მართალია, მე და ჩემს მეუღლეს პური არა გვშივა, მაგრამ სიმდიდრით სწორედ ვერავის გავეჯიბრებით და წასართმევიც ბევრი არაფერი გვაქვს. იმას თუ ფიქრობთ, ილია ბანკირია და რაც ბანკში ფული შემოდის, შინ მიაქვსო, აქაც იმედი უნდა გაგიცრუოთ: ჯერ ერთი, რომ აღარა ვარ ბანკის თავმჯდომარე, მერე კიდევ, მართალია, ბანკი ფულს ატრიალებს და მოგებაც რჩება, მაგრამ ამ მონაგებით ჩვენ ვინახავთ ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, „ივერიას“, ვეხმარებით ქართულ თეატრს, სოფლის სკოლებს, ვბეჭდავთ წიგნებს და ფული შინ წასაღები კი არა, ზოგჯერ შინიდან მოსატანიც კი გვიხდება. მადლობა ღმერთს, თუ ცოტა რამეს მაინც ვახერხებთ. გაგიცრუვდათ მოლოდინი! მაგრამ, რადგანაც გარჯილხართ და ამ სიშორეზე ამოსულხართ, სულ გაწბილებულებს არ გაგიშვებთ, ცოტაოდენს ჩემს საკუთარ ფულს მოგართმევთ და მცირეზე ნუ დამძრახავთ! ილიამ კუთხეში მდგარი ბიურო გააღო და ასორმოცდაათი მანეთი მოგვაწოდა. მე არ მინდოდა ამ ფულისათვის ხელის მოკიდება, მაგრამ სოციალისტმა გამოართვა და წამოვედით.

საგურამოდან მცხეთისკენ მოკლეებზე გადმოვედით. გზაში იმ სოციალისტს ვუთხარი, აიღე შენი წილი და აწი აღარ გაგვეკარო- მეთქი. გამთენიას მოვედით მე და ისიდორა მცხეთაში. დუქანში ასი მანეთის მელანი, კალმები, ფანქრები, საწერი ქაღალდი ვიყიდეთ, დავტვირთეთ ურემი და გავატანეთ საგურამოში, ილიასთან. მეურმეს დავემუქრეთ - სამ დღეში ამოვივლით და ვაი შენი ტყავის ბრალი, თუ დავალება რიგიანად არ შეგისრულებია- თქო...

* * *


დიდმა ილიამ მის გასაძარცვავად (უფრო კი დასაშინებლად!) მოსული ყაჩაღები ღირსეულად მიიღო, თანაგრძნობით ესაუბრა და ღირსეულადვე გამოისტუმრა, რითაც მათი გულები სამუდამოდ მოინადირა. (შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ვიქტორ ჰიუგოს „განკიცხულნი“- ს პერსონაჟი აბატი, რომელმაც „ერთი დაკვრით“ შეისყიდა კატორღელი ჟან ვალჟანის სული და იგი სხვა პიროვნებად აქცია). ამ ეპიზოდში ნათლად ჩანს ილია მართლის სულიერი და ზნეობრივი პორტრეტი: ჭეშმარიტი ქრისტიანი, სამშობლოს მხურვალე მოტრფიალე, ვისიც დღე ღამდებოდა და ღამე თენდებოდა მშობელი ქვეყნის მაჯისცემის ყურისგდებით, სხვაგვარად არ მოიქცეოდა, რადგან იგი კაცში, უპირველეს ყოვლისა, ადამიანს, უფლის ხატს ეძებდა, მის სულს ეხმიანებოდა, მისი პიროვნული ღირსების აღორძინებას ცდილობდა.

* * *


ეს ამბავი ბავშვობიდან ვიცი და, ვფიქრობ, ამ ცოდნამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში - წმიდა ილია მართალმა იმ ყაჩაღებთან ერთად ჩემი სულიც სამუდამოდ მოისათხევლა!

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მანანა ჭირაქაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasharela369
პოსტი Sep 30 2007, 02:34 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,832



ilia marta;i chemtvis da darcmunebuli var kvelastvis kargi admianis magailitia
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ilia003
პოსტი Nov 23 2007, 04:22 PM
პოსტი #14


LELO
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 21-April 07
მდებარ.: TBILISI.didi digomi
წევრი № 1,708



ეს ილია მართლის ხატია
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


--------------------
" ეკლესია არის ცა,ქვეყანასა ზედა"

"ჩემო დედიკო, ჩემო ღვთისმშობელო,მაცხოვნე,რადგან
დავიღუპები თუკი შენ მიმატოვებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Nov 23 2007, 04:38 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



საქართველო მუდამ ამაყობდა ღირსეული შვილებით . ღმერთო უმრავლე ერს ასეთი მამულიშვილები.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Nov 23 2007, 05:20 PM
პოსტი #16


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



წმინდა ილია მართლის ნაირი ხალხი უმრავლე უფალო ქართველ ხალხს...

მისი ლოცვა კურთხევა და მადლი ფარავდეს ჩვენს ოჯახებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th January 2021 - 10:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი