IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება
Sotiris
პოსტი Sep 3 2007, 02:15 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



რამდენადაც გუჯასგან გავიგე, ეს დებულება შემუშავებულია ექს-დეკანოზ ბასილ კობახიძის მიერ. ზოგადად თუ დავახასიათებთ, დებულებაში შეიმჩნევა კათოლიკოსისათვის მნიშვნელოვნად დიდი უფლებების მინიჭება სხვა მღვდელმთავრებთან შედარებით და მათ ხარჯზე (ზოგ შემთხვევაში სხვა ეპისკოპოსები კათოლიკოსის ქორეპისკოპოსები გეგონება), ერისკაცთა და ქვედა სამღვდელოების (მღვდელთა და დიაკონთა) უფლებების შეზღუდვა (მაგალითად გაუქმებულია ეპარქიალური კრება, რომელიც ეპარქიალური საბჭოს წევრთა ნაწილს მაინც უნდა ირჩევდეს. ადგილობრივი კრება გათანაბრებულია სინოდთან, ხოლო გაფართოებული ადგილობრივი კრების მოწვევა კი მხოლოდ პატრიარქის არჩევისას არის შესაძლებელი ან დებულების შეცვლისთვის), არსებობს აშკარა ლაკუნები (მაგალითად ცხადი არ არის, როგორ უნდა შეირჩენ ეპარქიების წარმომადგენლები გაფართოებულ ადგილობრივ კრებაზე გასაგზავნად, რადგან ეპარქიალური კრება გაუქმებულია) და ა.შ. მაგრამ ყველაზე უფრო საინტერესო ის არის, რომ დებულება მეტწილად არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების უნიჭო გადამღერება. უნიჭო იმიტომ, რომ რუსული წესდება მნიშვნელოვნად დამოკლებულია და ჩამატებულია "ქართული დეტალები", ზოგიერთებისგან რომ წარბები შუბლზე უნდა აგივიდეს წესით. უარგუმენტო საუბარი რომ არ გამომივიდეს, მოდი პირველ თავს შევხედოთ (ერთმანეთის მიმდევრობით ვათავსებ ტექსტებს):

I. Общие положения

თავი I. ზოგადი დებულებანი

1. Русская Православная Церковь является многонациональной Поместной Автокефальной Церковью, находящейся в вероучительном единстве и молитвенно-каноническом общении с другими Поместными Православными Церквами.

§1. საქართველოს საპატრიარქო - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის მრავალეროვანი ადგილობრივი ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის დიდ უმრავლესობას ქართველი მოსახლეობა შეადგენს. იგი იმყოფება დოგმატურ-სარწმუნოებრივ-ლიტურგიკულ ერთიანობასა და ლოცვით-კანონიკურ ურთიერთობაში ყველა სხვა ადგილობრივ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან.

2. Входящие в Русскую Православную Церковь Самоуправляемые Церкви, Экзархаты, епархии, Синодальные учреждения, благочиния, приходы, монастыри, братства, сестричества, Духовные учебные заведения, миссии, представительства и подворья (далее по тексту Устава именуемые "канонические подразделения") канонически составляют Московский Патриархат.

"Московский Патриархат" - другое официальное наименование Русской Православной Церкви.

ეს მუხლი არ არის, ირიბი სახით არის ნაწილობრივ ინკორპორირებული 1-ში.

3. Юрисдикция Русской Православной Церкви простирается на лиц православного исповедания, проживающих на канонической территории Русской Православной Церкви: в России, Украине, Белоруссии, Молдавии, Азербайджане, Казахстане, Киргизии, Латвии, Литве, Таджикистане, Туркмении, Узбекистане, Эстонии, а также на добровольно входящих в нее православных, проживающих в других странах.

§2. საქართველოს ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (შემდგომ - საქართველოს ეკლესიის) იურისდიქციაში შედიან:

1. საქართველოში მცხოვრები ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი.

2. საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ის მართლმადიდებელი ქართველები, რომლებზედაც არ ვრცელდება სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია.

3. სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები.

4. საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ის მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომლებიც არ შედიან სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების იურისდიქციაში და აქვთ სურვილი იყვნენ საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში.

ამის შემდეგ მე-3 და მე-4 პარაგრაფები რუსულ ტექსტში არ არის, ქართული ტექსტი ნაწილობრივ ფარავს რუსულის მე-2 პარაგრაფს:

§3. საქართველოს ეკლესია იყოფა ეპარქიებად, სამთავარხუცესოებად და სამრევლოებად.

§4. საქართველოს ეკლესიაში შედის 27 (ოცდაშვიდი) ეპარქია მათში შემავალი ქალაქებითა და რაიონებით:

1 . მცხეთა-თბილისის ეპარქია - ქ. თბილისი თავისი რაიონებით, ქ. მცხეთა, მცხეთისა და გარდაბნის რაიონიბი. სოფ. წილკნის, მუხრანისა და საგურამოს გამოკლებით. კათედრა და რეზიდენცია მცხეთასა და თბილისში.

2. ალავერდის ეპარქია - ქ. თელავი, ქ. ახმეტა, თელავისა და ახმეტის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი აბბა ალავერდელი“. კათედრა ალავერდში, რეზიდენცია თელავში.

3. ახალციხის ეპარქია - ქ. ახალციხე, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება- „ეპისკოპოსი ახალციხელი“. კათედრა და რეზიდენცია ახალციხესა და საფარაში.

4. ბათუმისა და სხალთის ეპარქია - ქ. ბათუმი, ქ. ქობულეთი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის და ხულოს რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ბათუმისა და სხალთისა“. კათედრა ბათუმსა და სხალთაში, რეზიდენცია ბათუმსა და ქობულეთში,

5. ბოდბის ეპარქია - ქ. სიღნაღი, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ბოდბელი“. კათედრა ბოდბეში, რეზიდენცია ბოდბესა და სიღნაღში.

6. ბოლნისისა და დმანისის ეპარქია - ქ. ბოლნისი, ქ. დმანისი, ბოლნისისა და დმანისის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ბოლნისისა და დმანისისა“. კათედრა და რეზიდენცია ბოლნისსა და დმანისში,

7. ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქია - ქ. ბორჯომი, ქ. ახალქალაქი, ბორჯომის, ახალქალაქისა და ნინოწმინდას რაიონები. მღვდელმთავრის წოდება „ეპისკოპოსი ბორჯომისა და ახალქალაქისა“. კათედრა ბორჯომში, რეზიდენცია ბორჯომში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

8. ვანისა და ბაღდათის ეპარქია - ქ. ვანი, ვანისა და ბაღდათის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ვანისა და ბაღდათისა“. კათედრა ბაღდათში, რეზიდენცია ვანსა და ბაღდათში.

9. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია - ქ. ზუგდიდი, ქ. წალენჯიხა, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ზუგდიდისა და ცაიშისა“. კათედრა ზუგდიდსა და ცაიშში, რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში.

10. მანგლისისა და წალკის ეპარქია - ქ. თეთრიწყარო, ქ. წალკა, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი მანგლისისა და წალკისა“, კათედრა და რეზიდენცია მანგლისსა და წალკაში.

11 . მარგვეთის ეპარქია - ქ. ზესტაფონი, ქ. თერჯოლა, ზესტაფონის, თერჯოლისა და ხარაგაულის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი მარგველი“. კათედრა ზესტაფონში, რეზიდენცია ზესტაფონში, თერჯოლასა და ხარაგაულში.

12. ნეკრესის ეპარქია - ქ. ყვარელი, ქ. ლაგოდეხი, ყვარელისა და ლაგოდეხის რაიონები, მასში ასევე შედიან საინგილოს ეკლესიები. მღვდელთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ნეკრესელი“. კათედრა ნეკრესსა და ყვარელში, რეზიდენცია ყვარელსა და ლაგოდეხში.

13. ნიკორწმიდის ეპარქია - ქ. ამბროლაური, ქ. ონი, ამბროლაურისა და ონის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ნიკორწმიდელი“. კათედრა ნიკორწმიდაში, რეზიდენცია ამბროლაურსა და ონში.

14. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია - ქ. ცხინვალი, ცხინვალის, ახალგორის, ჯავისა და ზნაურის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ნიქოზისა და ცხინვალისა“. კათედრა და რეზიდენცია ნიქოზსა და ცხინვალში.

15. რუსთავის ეპარქია - ქ. რუსთავი, ქ. მარნეული, მარნეულის რაიონი. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი რუსთავისა“. კათედრა რუსთავში, რეზიდენცია რუსთავსა და მარნეულში.

16. სამთავისისა და გორის ეპარქია - ქ. გორი, ქ. კასპი, გორისა და კასპის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი სამთავისისა და გორისა“. კათედრა და რეზიდენცია სამთავისსა და გორში.

17. საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქია - ქ. საგარეჯო, ქ. გურჯაანი, საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი საგარეჯოსა და გურჯაანისა“. კათედრა საგარეჯოსა და გურჯაანში, რეზიდენცია გურჯაანსა და ნინოწმინდაში.

18. ურბნისისა და რუისის ეპარქია - ქ. ხაშური, ქ. ქარელი, ხაშურისა და ქარელის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპასკოპოსი ურბნისისა და რუისისა“. კათედრა ურბნისში, რუისსა და ხაშურში, რეზიდენცია ხაშურში.

19. ფოთის ეპარქია - ქ. ფოთი, ქ. ხობი, ქ. სენაკი, ფოთის, ხობისა და სენაკის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ფოთისა“. კათედრა ფოთში, რეზიდენცია ფოთში, ხობსა და სენაკში.

20. ქუთაის-გაენათის ეპარქია - ქ. ქუთაისი, წყალტუბოსა და ტყიბულის რაიონები. მღვდელთმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ქუთათელ-გაენათელი“. კათედრა და რეზიდენცია ქუთაისსა და გელათში.

21. შემოქმედის ეპარქია - ქ. ოზურგეთი, ქ. ლანჩხუთი, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი შემოქმედელი“, კათედრა შემოქმედსა და ოზურგეთში, რეზიდენცია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.

22. ცაგერისა და სვანეთის ეპარქია - ქ. ცაგერი, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ცაგერისა და სვანეთისა“. კათედრა ცაგერსა და მესტიაში, რეზიდენცია ცაგერში, მესტიასა და ლენტეხში.

23. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია - ქ. სოხუმი, ქ. ოჩამჩირე, ქ. გალი, ქ. გუდაუთა, ქ. გაგრა, სოხუმის, გულრიფშის, გალის, ოჩამჩირის, გაგრისა და გუდაუთის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ცხუმ-აფხაზეთის“. კათედრა სოხუმში და ახალ ათონზე, რეზიდენცია სოხუმში, გუდაუთასა და გაგრაში.

24. წილკნის ეპარქია - ქ. დუშეთი, სოფ. წილკანი, მუხრანი და საგურამო, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი წილკნელი“. კათედრა წილკანში, რეზიდენცია წილკანში, დუშეთსა და თიანეთში.

25. ჭიათურის ეპარქია - ჭიათურის და საჩხერის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ჭიათურისა“. კათედრა ჭიათურაში, რეზიდენცია ჭიათურასა და საჩხერეში.

26. ჭყონდიდის ეპარქია - ქ. აბაშა, ქ. მარტვილი, აბაშის, მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ჭყონდიდელი“. კათედრა მარტვილში, რეზიდენცია მარტვილში, აბაშასა და ჩხოროწყუში.

27. ხონის ეპარქია - ქ. სამტრედია, ქ. ხონი, სამტრედიისა და ხონის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: „ეპისკოპოსი ხონელი“. კათედრა ხონში, რეზიდენცია ხონსა და სამტრედიაში.

4. Русская Православная Церковь при уважении и соблюдении существующих в каждом государстве законов осуществляет свою деятельность на основе:

а) Священного Писания и Священного Предания;

б) канонов и правил святых апостолов, святых Вселенских и Поместных Соборов и святых отцов;

в) постановлений своих Поместных и Архиерейских Соборов, Священного Синода и Указов Патриарха Московского и всея Руси;

г) настоящего Устава.

§5. საქართველოს ეკლესია თავის მოღვაწეობას ახორციელებს შემდეგ საფუძვლებზე:

1 . წმიდა წერილი და საღმრთო გადმოცემა;

2. წმიდათა მოციქულთა, წმიდათა მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა და წმიდათა მამათა კანონები და წესდებები;

3. საქართველოს ეკლესიის ადგილობრივ კრებათა დადგენილებანი;

4. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონები.

5. Русская Православная Церковь зарегистрирована в качестве юридического лица в Российской Федерации как централизованная религиозная организация.

Московская Патриархия и иные канонические подразделения Русской Православной Церкви, находящиеся на территории Российской Федерации, регистрируются в качестве юридических лиц как централизованные или местные религиозные организации.

Канонические подразделения Русской Православной Церкви, находящиеся на территории иных государств, могут быть зарегистрированы в качестве юридических лиц в соответствии с существующими в каждой стране законами.

ეს პუნქტი პრინციპში შეესაბამება ქართული დებულების მე-9 პარაგრაფს:

§9. საქართველოს საპატრიარქო, მისი განყოფილებები, დაწესებულებები, ეპარქიები, სამრევლოები, მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები და საზღვარგარეთ არსებული სამრევლოები და დაწესებულებები სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებით.

6. Русская Православная Церковь имеет иерархическую структуру управления.

ეს მუხლი ქართულში ამოღებულია.

7. Высшими органами церковной власти и управления являются Поместный Собор, Архиерейский Собор, Священный Синод во главе с Патриархом Московским и всея Руси.

§7. საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი საეკლესიო კრება - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი, ხოლო კრებებს შორის პერიოდში უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

8. В Русской Православной Церкви действует церковный суд в трех инстанциях:

а) епархиальный суд;

б) общецерковный суд;

в) суд Архиерейского Собора.

ამ მუხლის ქართული ექვივალენტია:

§8. საეკლესიო სასამართლოს უფლება აქვთ: საქართველოს ეკლესიის ადგილობრივ საეკლესიო კრებას - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს.

9. Должностные лица и сотрудники канонических подразделений, а также клирики и миряне не могут обращаться в органы государственной власти и в гражданский суд по вопросам, относящимся к внутрицерковной жизни, включая каноническое управление, церковное устройство, богослужебную и пастырскую деятельность.

10. Канонические подразделения Русской Православной Церкви не ведут политической деятельности и не предоставляют свои помещения для проведения политических мероприятий.

ეს ორი მუხლი ქართულში ამოღებულია. ქართულში დამატებით ეს პარაგრაფი გვაქვს:

§6. საქართველოს ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან, დამოუკიდებელია და ახორციელებს მასთან ურთიერთობას საეკლესიო კანონების, სახელმწიფო კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე.

ასეთი ახლო პარალელიზმი (ხშირად ტექსტუალურ დონეზეც კი) შეიმჩნევა სხვა თავებშიც (ქართული დებულების მე-2 თავის განხილვისას ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსებს აქვთ ადგილობრივი კრება, მღვდელმთავართა კრება და სინოდი, ხოლო ჩვენთან საქმე სხვანაირადაა). სრულიად აშკარაა ქართული დებულების დამოკიდებულება რუსულ წესდებაზე. ჰოდა ასეთი კითხვა მაქვს: კობახიძე თუ ასეთი რუსოფობია, რუსების წესდება რატომ გადმოშუშა?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 6 2007, 11:10 AM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Sotiris
შენ პრინციპში ისეთი ადგილები მოიყვანე, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა ეკლესიიის დებულებაში ერთნაირი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, მე რაც მინახავს (კონსტანტინოპოლის ამერიკის სამთავარეპისკოპოსოს, ანტიოქიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ამერიკის) ეგ საკითხები მსგავსადვეა

მე ჩემის მხრივ, ერთ იურიდიულ ნონსენსზე გავამახვილებ ყურადღებას - დებულებაში არის ზუსტი ჩამონათვალი ეკლესიის ეპარქიებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ცვლილების შეტანა (ანუ, ახალი ეპარქიის შექმნა, გაერთიანება, გაყოფა, სახელის გადარქმევა და ა.შ.) უნდა მოხდეს დებულებაშივე ცვლილების შეტანით. სხვა მხრივ, მას იურიდიული ძალა არ ექნება. დებულებაში კი ცვლილება შეიტანება გაფართოებული კრების მიერ მაშინ, როცა რეალურად ეპარქიების თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღება წმ. სინოდის სხდომაზე, რაც ქმნის სერიოზულ სამართლებრივ წინააღმდეგობას sad.gif

სხვათა შორის, არცერთი ავტოკეფალური ეკლესიის დებულება არ ახდენს ეპარქიათა სრულ ჩამონათვალს...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Sep 6 2007, 05:25 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანონისტი @ Sep 6 2007, 11:10 AM) *

Sotiris
შენ პრინციპში ისეთი ადგილები მოიყვანე, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა ეკლესიიის დებულებაში ერთნაირი უნდა იყოს.


სხვა ადგილები რომ ნახო, ტექსტუალური პარალელები გაგაკვირვებს.

ციტატა
მე ჩემის მხრივ, ერთ იურიდიულ ნონსენსზე გავამახვილებ ყურადღებას - დებულებაში არის ზუსტი ჩამონათვალი ეკლესიის ეპარქიებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ცვლილების შეტანა (ანუ, ახალი ეპარქიის შექმნა, გაერთიანება, გაყოფა, სახელის გადარქმევა და ა.შ.) უნდა მოხდეს დებულებაშივე ცვლილების შეტანით. სხვა მხრივ, მას იურიდიული ძალა არ ექნება. დებულებაში კი ცვლილება შეიტანება გაფართოებული კრების მიერ მაშინ, როცა რეალურად ეპარქიების თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღება წმ. სინოდის სხდომაზე, რაც ქმნის სერიოზულ სამართლებრივ წინააღმდეგობას sad.gif


დებულებაში არის ასეთი არაკანონიკური მუხლიც მღვდელმთავრის შესახებ:

კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებით აკურთხებს ეპარქიაში შემავალ ტაძრებს და ხელს ასხამს სადიაკვნო და სამღვდელო კანდიდატებს (იხ. თავი VII, §13, პუნქტი 13).

ამ მუხლიდან ისე გამოდის, მღვდელმთავარი პატრიარქის ნებართვის გარეშე ვერც ეკლესიას აკურთხებს და ვერც ხელს დაასხამს ვინმეს. ანტიოქიის კრების მე-9 კანონი კი გვეუბნება:

თითოეულისა სამთავროჲსა ეპისკოპოსთა თავად ქონებაჲ უჴმს ეპისკოპოსისაჲ, რომელი ზედამდგომელი იყოს დედაქალაქისა მათისაი, ხოლო მას - მითუალვაჲ ზრუნვასა ყოვლისავე მის სამთავროჲსასა. ვინაჲთგან დედაქალაქად მიისწრაფიან ყოველნი მქონებელნი რომელთავე საქმეთანი, რომლისათჳს გუთნდა, რაჲთა პატივითაცა უაღრეს იყოს იგი და რაჲთა არარას ნამეტავსა იქმოდინ სხუანი ეპისკოპოსნი თჳნიერ ცნობისა მისისა პირველითგანვე დამტკიცებულებისაებრ კანონისა მამათა ჩუენთაჲსა თჳნიერ მათ ხოლო, რაოდენთა საჭირო ჰყოფდეს ეკლესიაჲ თითოეულისაჲ და მისქუეშენი სოფელნი, რამეთუ თითოეულსა ეპისკოკოსსა ჴელმწიფებაი აქუს თჳსისა ეკლესიისა განგებად შესატყჳსისაებრ მისდა ღმრთისმოშიშებისა და ქმნაჲ მოღუაწებასა ყოველთავე ქალაქსა მისსა ქუეშე მყოფთა სოფელთა და ადგილთასა, ვითარ-იგი არს ჴელთდასხმაჲ ხუცესთა და დიაკონთაჲ და მსჯავრით ქმნაჲ თითოეულისაჲ. ხოლო მიერ კერძო ამათსა არარას ჴელ-ყოფაჲ ქმნად თჳნიერ ეპისკოპოსისა დედაქალაქელისა, არამედ ნუცაღა დედაქალაქისაჲ ჰყოფს რასმე თჳნიერ ზოგადისა სხუათა ეპისკოპოსთა გაიზრახვისა.

სახეზეა შეუსაბამობა, რომელიც სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წესდებებში არ გვაქვს. გარდა ამისა, დებულებიდან საერთოდ არ ჩანს, რომ პატრიარქიც შეიძლება ექვემდებარებოდეს საეკლესიო სასამართლოს, სრული დუმილია ამ საკითხზე. არადა რუსულ დებულებაში ვკითხულობთ:

Патриарх Московский и всея Руси имеет первенство чести среди епископата Русской Православной Церкви и подотчетен Поместному и Архиерейскому Соборам (Глава IV, 2).

Право суда над Патриархом Московским и всея Руси, равно как и решение вопроса о его уходе на покой, принадлежит Архиерейскому Собору (Глава IV, 12).

ქართულ დებულებაში კი რადგან ნათქვამია, რომ "წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების თანახმად, ის საეკლესიო კრება, რომელიც არ არის მოწვეული კათოლიკოს-პატრიარქის ან მოსაყდრის მიერ, უკანონოა" (თავი II, §6), თუ ღმერთმა დაგვიფაროს და ისეთი კათოლიკოსი მოგვევლინება, რომელიც ანტონ კათოლიკოსივით ზურგს აქცევს მართლმადიდებლობას, კრებას ვერც კი მოვიწვევთ მის გასასამართლებლად ამ დებულების თანახმად. ასევე მიუღებელია და გაუგებარია ფრაზა "კრებებს შორის პერიოდში უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი." არ არის გასაზღვრული ურთიერთმიმართება პატრიარქსა და კრებას შორის, რაც მოციქულთა 34-ე და ანტიოქიის კრების მე-9 კანონის საფუძველზე უნდა ხდებოდეს. ცუდადაა საქმე საეკლესიო სასამართლოს მხრივ. და ამაზე საერთოდ აღარაფერს ვიტყვი, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით უნდა იყოს ქართველი..." (მნათე, მიშველე IPB-ს სურათი). საქართველოს ეკლესიაში მართლაც არ ყოფილა არც ელინი და არც იუდეველი, მარტო ქართველი ყოფილა. ესეც კარგია, "საქართველოს საპატრიარქო - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის მრავალეროვანი ადგილობრივი ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის დიდ უმრავლესობას ქართველი მოსახლეობა შეადგენს". ალექსანდრიის საპატრიარქომ აქ ალბათ უნდა ჩაწეროს, რომ მისი მრევლის დიდ უმრავლესობას კონგოელი თუ ზაირელი ზანგები წარმოადგენენ IPB-ს სურათი ესეც კარგია, "იგი იმყოფება დოგმატურ-სარწმუნოებრივ-ლიტურგიკულ ერთიანობასა და ლოცვით-კანონიკურ ურთიერთობაში ყველა სხვა ადგილობრივ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან". ეს ლიტურგიკული ერთობა რაღაა? N რაოდენობითაა განსხვავებები ჩვენსა და ბერძნებს შორის IPB-ს სურათი


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 6 2007, 05:34 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Sotiris
ციტატა
ამ მუხლიდან ისე გამოდის, მღვდელმთავარი პატრიარქის ნებართვის გარეშე ვერც ეკლესიას აკურთხებს და ვერც ხელს დაასხამს ვინმეს. ანტიოქიის კრების მე-9 კანონი კი გვეუბნება:

რაა იცი, შეთანხმება ნებართვას არ ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, იურიდიულად შეთანხმება შეიძლება სათათბიროც იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტყვა ნებართვა არ ფიგურირებს. თან დაუკვირდი, მაგავე კანონის გაგრძელებას:

ციტატა
ხოლო მიერ კერძო ამათსა არარას ჴელ-ყოფაჲ ქმნად თჳნიერ ეპისკოპოსისა დედაქალაქელისა, არამედ ნუცაღა დედაქალაქისაჲ ჰყოფს რასმე თჳნიერ ზოგადისა სხუათა ეპისკოპოსთა გაიზრახვისა.

ანუ ამით ხაზგასმულია, რომ დედაქალაქელ ეპისკოპოსს, ანუ მიტროპოლიტს (და ჩვენში: პატრიარქს) ცოტა მეტი ჩარევის უფლება აქვს, თუმცაღა ეს არ უნდა იყოს ცალსახად მიმართული კანონიკური შეზღუდვა

ციტატა
ცუდადაა საქმე საეკლესიო სასამართლოს მხრივ

არ თქვა.... sad.gif

ციტატა
თუ ღმერთმა დაგვიფაროს და ისეთი კათოლიკოსი მოგვევლინება, რომელიც ანტონ კათოლიკოსივით ზურგს აქცევს მართლმადიდებლობას, კრებას ვერც კი მოვიწვევთ მის გასასამართლებლად ამ დებულების თანახმად.

ამაში მართალი ხარ, რომ განსაზღვრული უნდა იყოს, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს საეკლესიო სასამართლოზე (ან სინოდზევე), მაგრამ საგანგებო წესით, ხოლო ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამგვარი ჩანაწერი:
ციტატა
"წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების თანახმად, ის საეკლესიო კრება, რომელიც არ არის მოწვეული კათოლიკოს-პატრიარქის ან მოსაყდრის მიერ, უკანონოა"

არასწორია

ციტატა
ეროვნებით უნდა იყოს ქართველი

ეწეროს რა?

ციტატა
იგი იმყოფება დოგმატურ-სარწმუნოებრივ-ლიტურგიკულ ერთიანობასა და ლოცვით-კანონიკურ ურთიერთობაში ყველა სხვა ადგილობრივ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან

ალბათ ევქარისტიულ?? unsure.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Sep 6 2007, 06:09 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანონისტი @ Sep 6 2007, 05:34 PM) *

Sotiris

რაა იცი, შეთანხმება ნებართვას არ ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, იურიდიულად შეთანხმება შეიძლება სათათბიროც იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტყვა ნებართვა არ ფიგურირებს.


მანდ არაა განმარტებული შეთანხმება რას ნიშნავს. ახლა ვთქვათ მღვდელმთავარმა გადაწყვიტა ვიღაცას ხელი დაასხას, მაგრამ კათოლიკოსს არ მოეწონა კანდიდატურა გაურკვეველი მიზეზის გამო. ვეღარ უნდა დაასხას ხელი ეპისკოპოსმა? მაშინ ეპისკოპოსი კი არა, ქორეპისკოპოსი ყოფილა ფაქტიურად.

ციტატა
თან დაუკვირდი, მაგავე კანონის გაგრძელებას: ხოლო მიერ კერძო ამათსა არარას ჴელ-ყოფაჲ ქმნად თჳნიერ ეპისკოპოსისა დედაქალაქელისა, არამედ ნუცაღა დედაქალაქისაჲ ჰყოფს რასმე თჳნიერ ზოგადისა სხუათა ეპისკოპოსთა გაიზრახვისა. ანუ ამით ხაზგასმულია, რომ დედაქალაქელ ეპისკოპოსს, ანუ მიტროპოლიტს (და ჩვენში: პატრიარქს) ცოტა მეტი ჩარევის უფლება აქვს,


შენს მიერ ციტირებული ფრაზის დასაწყისს დაუკვირდი: "ხოლო მიერ კერძო ამათსა არარას ჴელ-ყოფაჲ ქმნად...". რას ნიშნავს "მიერ კერძო ამათსა"? ამათ გარდას, ამათ მიღმას, არა? და რა იგულისხმება ამ საქმეებში? ეგ კანონში ცხადად წერია: ეპარქიის ადგილობრივი საჭიროებები, როგორიცაა მაგალითად ხელდასხმები, საეკლესიო სასამართლოს წარმოება ეპარქიის და ა.შ.

ციტატა
ამაში მართალი ხარ, რომ განსაზღვრული უნდა იყოს, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს საეკლესიო სასამართლოზე (ან სინოდზევე), მაგრამ საგანგებო წესით, ხოლო ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამგვარი ჩანაწერი "წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების თანახმად, ის საეკლესიო კრება, რომელიც არ არის მოწვეული კათოლიკოს-პატრიარქის ან მოსაყდრის მიერ, უკანონოა" არასწორია


რუის-ურბნისის კრება უკანონო გამოგდის, რადგან მეფის მიერ იყო მოწვეული IPB-ს სურათი

ციტატა
ეწეროს რა?


პირველი კათოლიკოსები ქართველები იყვნენ?

ციტატა
ალბათ ევქარისტიულ?? unsure.gif


არა, ეგ ლოცვით-კანონიკურში უნდა იგულისხმებოდეს წესით.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 6 2007, 06:18 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Sotiris
ციტატა
ახლა ვთქვათ მღვდელმთავარმა გადაწყვიტა ვიღაცას ხელი დაასხას, მაგრამ კათოლიკოსს არ მოეწონა კანდიდატურა გაურკვეველი მიზეზის გამო.

წესით, უნდა დაასხას smile.gif თუმცა, მანამდე უნდა ჰკითხოს მაინც. სათათბირო და გადამწყვეტი ხმის უფლებებს შორის ეს სხვაობაა

ციტატა
რას ნიშნავს "მიერ კერძო ამათსა"? ამათ გარდას, ამათ მიღმას, არა? და რა იგულისხმება ამ საქმეებში?

გასაგებია, მაგრამ მე უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ მეთაურ ეპისკოპოსს გარკვეულწილად აქვს ეპარქიის საქმეებში ჩარევის უფლება, სხვა ეპისკოპოსებისაგან განსხვავებით

ციტატა
რუის-ურბნისის კრება უკანონო გამოგდის, რადგან მეფის მიერ იყო მოწვეული

ის მეფე იყო..... wink.gif

ანუ, წინადადებით შემოდიხარ, საეკლესიო კრების მოწვევის უფლება პრეზიდენტსაც ჰქონდეს?? tongue.gif ალოო, არის მანდ ვინმე? სოტირისი დასვით კომპთან laugh.gif laugh.gif

ციტატა
პირველი კათოლიკოსები ქართველები იყვნენ?

კაცო, აქ ხომ არ წერია, ეკლესია კათოლიკოსებად ცნობს იმათ, ვინც ქართველები იყვნენო? არ იყვნენ, მაგრამ აწი გვინდა, რომ იყვნენ, მერე რა-თქო?

ციტატა
არა, ეგ ლოცვით-კანონიკურში უნდა იგულისხმებოდეს წესით

yes.gif ეგრეა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Sep 6 2007, 06:51 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანონისტი @ Sep 6 2007, 06:18 PM) *

Sotiris

წესით, უნდა დაასხას smile.gif თუმცა, მანამდე უნდა ჰკითხოს მაინც. სათათბირო და გადამწყვეტი ხმის უფლებებს შორის ეს სხვაობაა


რატომ უნდა კითხოს? ახლა წარმოიდგინე, სადღაც გადაკარგულში რომ იქნებოდა მე-18 ს.-ში ეპარქია (და უმრავლესობა გადაკარგულში იყო), მღვდელმთავარს მეთაურ ეპისკოპოსთან უნდა ერბინა ყოველ საქმეზე? მასე ვერაფერ საქმეს ვეღარ გააკეთებდა, სხვას რომ თავი დაანებო. თუ ეპისკოპოსს დამოუკიდებლად ხელდასხმის უფლებას წაართმევ ან შეუზღუდავ, მაშინ ფაქტიურად ეპისკოპოსად აღარც თვლი. პაპივით სუპერეპისკოპოსი გამოგდის მთავარი ეპისკოპოსი.

ციტატა
გასაგებია, მაგრამ მე უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ მეთაურ ეპისკოპოსს გარკვეულწილად აქვს ეპარქიის საქმეებში ჩარევის უფლება, სხვა ეპისკოპოსებისაგან განსხვავებით


სხვა ეპარქიის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არცერთ მღვდელმთავარს არა აქვს.

ციტატა
ის მეფე იყო..... wink.gif


ამ დებულების თანახმად ის კრება არაკანონიკური გამოდის.

ციტატა
ანუ, წინადადებით შემოდიხარ, საეკლესიო კრების მოწვევის უფლება პრეზიდენტსაც ჰქონდეს?? tongue.gif


სრულებითაც არა. უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ქართული კრებები ყოველთვის კათოლიკოსის მიერ არ იყვნენ მოწვეული. მაგალითად არც ანტონ კათოლიკოსის გასასამართლებლად მოწვეული კრება იყო ანტონისავე მოწვეული, არამედ თეიმურაზ მეფის IPB-ს სურათი არაკანონიკური კრება იყო?

ციტატა
კაცო, აქ ხომ არ წერია, ეკლესია კათოლიკოსებად ცნობს იმათ, ვინც ქართველები იყვნენო? არ იყვნენ, მაგრამ აწი გვინდა, რომ იყვნენ, მერე რა-თქო?


ეგ არის ეთნოფილეტიზმი IPB-ს სურათი


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 7 2007, 10:44 AM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Sotiris
ციტატა
ამ დებულების თანახმად ის კრება არაკანონიკური გამოდის.

ციტატა
არამედ თეიმურაზ მეფის

ვაჰ....

საეკლესიო კრებას მე ხომ არ მოვიწვევ და მით უმეტეს, ვუხელმძღვანელებ? საეკლესიო პრაქტიკა ასეთია, რომ იწვევს ან მეფე ან პატრიარქი.

უბრალოდ, წარმოიდგინე, ასეთი ჩანაწერი რომ არ იყოს, შეიკრიბებოდნენ აგერ ერთის მხრივ ბასილ კობახიძე და ძმანი მისნი, ან მეორეს მხრივ, ბასილ მკალავიშვილი და ძმანი მისნი და მოაწყობდნენ "კრებას". ნუ, რაკიღა მღვდელი ვერ მოიწვევს, იქნება ვინმე ეპისკოპოსიც გააბრიყვონ, სიტყვაზე, რაც სრულ ანარქიას გამოიწვევს და არკვიე მერე, ვისი კრებაა კანონიკური. ამიტომ, მაგ ჩანაწერის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ერთს გეთანხმები, რომ პატრიარქის მიერ, ღმერთმა არ ქნას, და მძიმე შეცოდების ჩადენისას განკანონების მექანიზმი უნდა იდოს

ციტატა
ეგ არის ეთნოფილეტიზმი

როგორც ლათინები იტყოდნენ, nulla regula sine exceptionis, მით უმეტეს, რომ სჯულისკანონი ასეთ შეზღუდვას არ გვიწესებს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Sep 8 2007, 10:05 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანონისტი @ Sep 7 2007, 10:44 AM) *

საეკლესიო კრებას მე ხომ არ მოვიწვევ და მით უმეტეს, ვუხელმძღვანელებ? საეკლესიო პრაქტიკა ასეთია, რომ იწვევს ან მეფე ან პატრიარქი.


დებულებაში მარტო პატრიარქი წერია. ახლა მეფე არა გვყავს მართალია, მაგრამ აგერ ივერას იმედი აქვს და... IPB-ს სურათი

ციტატა
უბრალოდ, წარმოიდგინე, ასეთი ჩანაწერი რომ არ იყოს, შეიკრიბებოდნენ აგერ ერთის მხრივ ბასილ კობახიძე და ძმანი მისნი, ან მეორეს მხრივ, ბასილ მკალავიშვილი და ძმანი მისნი და მოაწყობდნენ "კრებას". ნუ, რაკიღა მღვდელი ვერ მოიწვევს, იქნება ვინმე ეპისკოპოსიც გააბრიყვონ,


მკალავიშვილი არ ეკუთვნის საერთოდ მართლმადიდებელ ეკლესიას, რაღაც ცუდი მაგალითი მოიყვანე IPB-ს სურათი ერთი ეპისკოპოსი კრება არ არის, ბევრის "გაბრიყვება" დაჭირდება კობახიძეს IPB-ს სურათი

მე იმას ვამბობ, რომ ამოიშალოს სიტყვები "წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების თანახმად, ის საეკლესიო კრება, რომელიც არ არის მოწვეული კათოლიკოს-პატრიარქის ან მოსაყდრის მიერ, უკანონოა". ეს არის ისტორიულად არასწორი დებულება და თან არც ვიცნობ კანონს (აქ კანონზე კი არა, საერთოდ კანონებზეა საუბარი), რომელიც ასეთ რამეს ასწავლის. სავსებით საკმარისია ეს პუნქტი: "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მისი მოსაყდრე) საჭიროების მიხედვით, წელიწადში არანაკლებ ორჯერ და თავმჯდომარეობს მას."

ციტატა
როგორც ლათინები იტყოდნენ, nulla regula sine exceptionis, მით უმეტეს, რომ სჯულისკანონი ასეთ შეზღუდვას არ გვიწესებს


ეჰ.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 03:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი