IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> საჭიროა თუ არა ყველაფერს უფროსს ეკითხებოდე?
ekaterines
პოსტი Sep 5 2007, 05:54 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 5-September 07
წევრი № 2,689



გამარჯობათ!


დედაჩემი ჩემი საუკეთესო მეგობარია და თითქმის ყველაფერს ვუყვები და და უმეტესად ჩვენი აზრები ეთმანეთს ემთხვევა ,მაგრამ არის რაგაც საკითხები რაც მისთვის მიუღებელია , მაგრამ ჩემი აზრით ამაში არაფერია ცოდვა. 17 წლის ვარ და ვფიქრობ რომ შემიძლია რაგაცეები ჩემთვის გადავწყვიო და ყველაფერი არ ვუთხრა რასაც ვაკეთებ.ჩემს გარშემო უმეტესად ჩემხელა ბავშვები დედის უნებართვოდაც აკეთებენ ბევრ რამეს.
ჩემი შეკიტხვაა: 1)რა უფლებები აქვს ჩემი ასაკის ადამიანს ?
2) არის თუ არა ცოდვა შევხვდე ადამიანს უკეთ გასაცნობად რომელიც გვიცანი ტელეფონით ან ინტერნეტით?(მაგრამ დედჩემი ფიქრობს რომ ესეთი რამეები არასერიოზულია)?
მეც ვფირობ მქგას, მაგრამ ვიცნობ რამდენიმე ადამიანს ვისთან შეხვედრაც ძალიან მინდა. ძალიან გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე?
rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Sep 18 2007, 11:36 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, ეკატერინე!

უპირველესად მინდა გამოვხატო სიხარული იმის გამო, რომ დედას საუკეთესო მეგობარს უწოდებ. ყოველთვის არ არის ასე და ასეთი ურთიერთდამოკიდებულება დიდი წყალობაა ღმრთისა.

რაკი შეკითხვას სვამ მართლმადიდებლურ ფორუმზე, ალბათ გაინტერესებს ეკლესიის აზრი და აპირებ მის გათვალისწინებას. მართლმადიდებლური შეხედულება კი საკმაოდ განსხვავდება იმისაგან, რისკენაც ისწრაფვის დღევანდელი საზოგადოება. ეკლესია მარადიულ ცხოვრებაში ღმერთთან დასამკვიდერებლად ამზადებს ადამიანს. ღმერთს განშორებულ კაცთა კრებული კი ცდილობს მიწიერი ცხოვრება იქციოს ტკბობის საშუალებად და, ამიტომაც მისთვის მომხმარებლური, ეგოისტური დამოკიდებულება უფრო ბუნებრივია, ვიდრე ჭეშმარიტი სიყვარული. ამ მიზეზით იბერება დღეს უფლებების თემა და ძალიან ცოტა ითქმის მოვალეობაზე.

ჩვემ ვერ ვხედავთ ხორციელი თვალით ღმერთს, მაგრამ იგი მარადის ზრუნავს ჩვენზე, გვხელმძღვანელობს, გვამხელს გარემოებებით. მანვე ინება სწორედ იმ მშობლების მიერ ჩვენი აღზრდა, ვისაც ვუწოდებთ დედასა და მამას. ასე რომ, მშობლის მორჩილება –– ღმრთის მორჩილებაა და არა მხოლოდ ადამიანისა. ერთად–ერთი შემთხვევა, როცა მშობლის მორჩილება უჯეროა, –– როცა გვაშორებს ღმერთს, გვიბიძგებს ცოდვისაკენ.

თაობებს შორის აზრთა სხვაობა ყოველთვის იყო და იქნება. მაგრამ ჩვენი ურთიერთობა უნდა ავაგოთ არა საკუთარი უფლებების მტკიცებაზე (რომელიც არსებითად მეორე მხარის მოვალეობებზე საუბარი უფროა), არამედ უფრო მაღალ პრინციპებზე. ეს მაღალი კი არის უფლის მცნება: "პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა…" პატივისცემას გულისხმობს არა მხოლოდ მშობელზე ზრუნვას, როცა ის უძლურდება, არამედ მის მორჩილებასაც. არ წერია "პატივ ეც, თუ ეთანხმები", არამედ უპირობოდ "პატივ ეც". სულაც არ მინდა ვთქვა, რომ მშობლის აზრი ყოველთვის ჭეშმარიტებაა. მშობელიც ადამიანი არიან და შეიძლება ცდებოდეს. აქ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი: მშობლისადმი მორჩილება მორჩილების სკოლაა, რომლის ნაყოფი არის სიმდაბლე. სიმდაბლე კი უდიდესია სათნოებათა შორის. მხოლოდ მდაბალ გულს ეწვევა უფალი. აი, ამბობ, რომ საკმაოდ დიდი ხარ იმისათვის, რომ რაღაცეები გააკეთო დედის დაუკითხავად, თან ისეთი რაღაცეები, რასაც დედა არ მოგიწონებდა. სწორედ ასე იწყება თვითნებობა, რომელიც აუცილებლად დაკლაკნილს ხდის ცხოვრების გზას. თან ამით იმ ურთიერთობასაც დაარღვევ, რომელიც დღეს გაქვს დედასთან. ქრისტეანისათვის კი აუცილებელი ცხოვრებისეული პრინციპია არაფრის კეთება თვითნებურად. ვეკითხებით სულიერ მოძღვრებს, ხორციელ მშობლებს, უბრალოდ გამოცდილ ადამიანებს. სადაც არის თვითნებობა, იქ აუცილებლად ვითარდება ამპარტავნება –– თვისება, რომლითაც ყველაზე მეტად ემსგავსება ადამიანი დაცემულ ანგელოზს. ორმოცი წლის იყო მამათმთავარი ისააკი, როცა აბრაამმა საცოლე შეურჩია, და მას არ უთქვამს, რომ უკვე დიდი იყო და თვითონ უნდა შეერჩია. ასეთი ცხოვრებით ის გახდა ღირსი ყოფილიყო მაცხოვრის ხორციელი წინაპარი. ხომ გაუგებარია ეს თანამედროვე აზროვნებისათვის? მაგრამ ვართ კი ჩვენ ჩვენი "თავისუფლებით" უფრო ბედნიერები, ვიდრე დიდი მამათმთავრები იყვნენ?! მოვა დრო, როცა შენ მიერ დათესილი მორჩილება საკუთარი შვილების შენდამი მორჩილების ნაყოფს გამოიღებს. მიიღე ეს როგორც რჩევა და როგორც თხოვნა: ხელაღებით ნუ უკუაგდებ დედის აზრს.

ინტერნეტი მეტად აადვილევს ურთიერთობას. თითქოს ფართოვდება ნაცნობ–მეგობართა წრე, რომელიც ცდება ვირტუალურის ჩარჩოებს და რეალურში გადადის. მაგრამ არც ისეა ყველაფერი, როგორც ჩანს. ამ თემაზე საფუძვლიანი საუბარი აქ არ გამოგვივა, მხოლოდ ერთს აღვნიშნავ: ინტერნეტი რჩება ისეთ სფეროდ ურთიერთობისა, რომელშიც შეგიძლია შექმნქა ერთგვარი მეორე "მე", ოცნებისეული ადამიანი, რომელსაც მიანიჭებ სასურველ თვისებებს. რეალობაში ადამიანი სხვანაირია, აქ კი ქმნის ისეთ სახეს, როგორიც უნდა. ერთი რამ არის დამაფიქრებელი: ისეთ ხანაში, როცა სულ უფრო მეტი ადამიანი ურთიერთობს ინტერნეტით , ხშირად იფარგლება ასეთი ურთიერთობით და ამას უწოდებს მეგობრობას, უფრო და უფრო ხუნდება მეგობრული სიყვარული და ყვავის ანგარებითი ურთიერთობა. არანაირ დასკვნებს არ ვაკეთებ, მხოლოდ შემჩნეულს უსვამ ხაზს. ყველა იმ საფრთხესთან ერთად, რომლითაც ხასიათდება ინტერნეტ–მეგობრობა, არ შეიძლება მას ეწოდოს ბოროტება. პრობლემა უფრო იმაშია, რომ ჩვენ ვგარგავთ გაცემის, დათმენის, თავდადების უნარს.

იქნებ იფიქრო იმაზე, თუ რა აღიზიანებს დედას ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ამაზე ღირს მასთან საუბარი, მაგრამ აუღელვებლად, საკუთარი სიმართლის მტკიცების გარეშე. მოისმინე მისი აზრიც და ეცადე გადახედო საკუთარ თავს მისი გადასახედიდან. თუ ძალიან აღიზიანებს ის, რომ ცდილობ ახლოს გაიცნო ქსელის მეგობრები, ალბათ ღირს დედისადმი სიყვარულისა და მორჩილების გამო დროებით შეიზღუდო თავი. ვფიქრობ, ეს უფრო დიდია, ვიდრე საკუთარი ნებით ცხოვრება. იქნებ დედის სახით თვით უფალი გიცავს ისეთ ადამიანებთან დაახლოვებისაგან, რომლებიც ძალიან გავნებენ და დაგაზიანებენ. თუ შენი მისწრაფება სწორია და სარგებელია სულისათვის, უფალი აუცილებლად მოულბობს გულს დედას. თუმცა, ასეთი შეხედულების მიღება წრფელ და მტკიცე სარწმუნოებრივ მიდგომას საჭიროებს და ვერავის მოვახვევთ თავს.

უფალი გწინამძღვრობდეს ცხოვრების გზაზე.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Sep 19 2007, 12:19 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



დეკ. ანდრია
დიდი მადლობა მამაო გულისხმიერი რჩევისათვის


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი