IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ხატების დაყენება დესკტოპზე, თუ შეიძლება
MANAXH
პოსტი Sep 6 2007, 12:46 PM
პოსტი #1


ირაკლი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 6-September 07
წევრი № 2,692



მოკლედ ეს კითხვა მაქვს, თუ შეიძლება ხატების დაყენება სამუშაო მაგიდაზე ე.წ. ”დესკტოპზე” ადრე გამიგია არ შეიძლება-ო და ამის დაზუსტება მინდა kitxva.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Sep 24 2007, 11:16 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



მსგავსი კითხვა რომელიღაც ჩვენგანმაც დამისვა პირად შეტყობინებაში. ვნახე პასუხი გაგზავნილ წერილებში.

ციტატა
წყალობა უფლისა თქვენზედა!

თანამედროვე ტექნიკურმა საშუალებებმა გაადვილეს წმიდა გამოსახულებებისა თუ გალობების შენახვა–რეპროდუცირება და ბუნებრივად იშვა კითხვა: როგორ მოვიხმაროთ ახალი საშუალებები? ვფიქრობ, მთავარია მიზანი, რომლისთვისაც ამ საშუალებებს ვიყებებთ. განმსაზღვრელი აქ არის ის, თუ რამდენად სწორად, დაუმახინჯებლად ხდება რეპროდუცირება ან ჩვენება მონიტორზე და რისთვის ხდება ეს. ხატებს რაც შეეხება, არაა მისაღები მათი ფონად გამოყენება, როცა ზედ ედება სხვა პროგრამების ფანჯრები, სურვილისამებრ მოკვეთა–გადაკეთება (არ ვგულისხმობ გადაღების დეფექტების დასაფარავად კორექციას). უნდა გვახსოვდეს, რომ ის წმიდა გამოსახულებაა და თუნდაც მონიტორზე მოვეპყრათ მოწიწებით. სხვათაშორის იგივე ითქმის ნივთიერ ხატებსაც: თუ ვერ ვლოცულობთ და ვერ ვცემთ თაყვანს, თუ უყურადღებოდ გვრჩება, უმჯობესია გადავცეთ მას, ვინც ჯეროვნად მოეპყრობა. ბეჭდვის გაადვილებით გამოწვეულ ხატების გამრავლებასთან ერთად გამრავლდა ჩვენი მხრიდან მათ მიმართ უპატივცემლობაც.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი