![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Giorgi_Roganeli |
![]()
პოსტი
#41
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 1-July 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,239 ![]() |
მე ვარ ეკლესიური მარჯვენა მხარეს ცალი ფრთა უკვე ამომდის ![]() ![]() ჟამი რომ გამოთვალეს, გორის ციხიდან თუ კლდიდან გადმოხტნენ და ამის შედეგად მძიმე ტრამვები და მოტეხილობები მიიღეს. მათ საშველად მოსული სასწარფოს მედდას კი ერთ-ერთი იაღოველი ეხვეწებოდა: -დაო, ღვთის ნებას ნუ ეწინააღმდეგები, მხარს ნუ მიხვევ, ფრთა ამომდის და დააცადეო... ეკლესიური ადამიანი სულიერ სიმშვიდესა და შვებას უნდა გრძნობდეს ღვთის სახლში შესვლისას, თავს მორწმუნე მრევლის ნაწილად და ეკლესიის შვილად მიიჩნევდეს. ![]() -------------------- "...დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი..." 89-ე ფსალმუნი
"მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი" (იოანე 9:30) |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#42
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
ციტატა ეკლესიურად ცხოვრობსო. უფრო ქრისტიანულად. ![]() ეკლესიის მიზეზი ქრისტე უფალია, ამიტომ ეკლესიურად არა, უფრო ქრისტიანულად. ![]() |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#43
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
მე ეს სიტყა მესმის ასე რომ ადამიანი ეკლესიურია იმ შემთხვევაში თუ ის არ აცდენს წირვა-ლოცვას და არის მაზიარებელი თუ ვაცდენ და იშვიათად ვეზიარები მაშინ? ვინ ვარ მე? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ნანინა |
![]()
პოსტი
#44
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
მაშიკო
ციტატა თუ ვაცდენ და იშვიათად ვეზიარები მაშინ? ვინ ვარ მე? ზარმაცი ![]() ![]() ეხ ჩემო კარგებო, ეკლესიურობა ფორმალობა არაა. ყოველ კვირასაც რომ ვიაროთ და ეს ყველაფერი ფორმალობა იყოს, არ ვიქნებით ნამდვილი ეკლესიური ქრისტიანები ![]() ეს ყველაფერი გაცილებით რთულია... ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
მაშიკო |
![]()
პოსტი
#45
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
ნანინა
სიზარმაცე ვითომ... ამ ბოლო დროს კვირას დრო არ მქონდა და .... მხოლოდ სიზარმაცე არააა თორემ მაგას კი მოვუვლიდი როგორმე... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ნანინა |
![]()
პოსტი
#46
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
მაშიკო
ხო, რთულია როცა კვირასაც ხარ დაკავებული ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
მაშიკო |
![]()
პოსტი
#47
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
ნანინა
კვირას სასულიეროშიც მაქვს ლექციები, მხოლდ ერთხელ დავესწარი ![]() ![]() -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
besik |
![]()
პოსტი
#48
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,769 ![]() |
ეჰ,კარგია ლამაზი სიტყვებით თავის მოწონება,რონ მორწმუნედ მიაჩნიათ თავი,სხვებს ხომ ისე უქადაგებენ მბრწყინავი სიტყვებით,რომ ალბათ უკვირთ კიდეც გულში ეს რა ღვთისნიერი ვყოფილვარ თურმეო.თუმცა საკმარისია თავიანთმა რწმენამ რაგაც მსხვერპლის გაღება მოთხოვოთ ,რაგაც მცირედის გაღება მოყვასისადმი,როცა ეს მცირედიც კი შესაძლოა შეუფასებელი იყოს იმ მოყვასისათვის,მაშინვე თავს მოიკატუნებენ და წუწუნებენ თავიანთ თავზე,თავიანთ უსუსურობაზე,თითქოს ეს მცირედი რაიმე თავგანწირობად ითვლებოდეს მათთვის და ეს არ შეეძლოთ.ამ დროს კი შესაძლოა შორს იდგეს რწმენისგან ადამიანი,ან ასეთად თვლიდნენ,თუმცა თავის მოყვასისადმი თავის გამომეტებით,გაჭირვებაში არმიტოვებით და გვერდით დგომით,თუნდაც მის პირად ცხოვრებას დანგრევა ემუქრებოდეს ამით, ცხადად ჩნდება ვინ რა სულის ადამიანია,ვინ როგორი ''მორწმუნეა''.
-------------------- გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ. skype=besobesiki1 |
აბე |
![]()
პოსტი
#49
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
რადგანაც ტერმინები "მართლმადიდებელი ქრისტიანი" და "ეკლესიური" არის განხილვის თემა, ჯერ პირველით დავიწყებ.
რას ნიშნავს "მართლმადიდებელი ქრისტიანი" წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) ამბობდა, რომ მამაო ჩვენო-ს წარმოთქმის დროს "წმიდა იყავნ სახელი შენი" გულისხმობს შემდეგს: "რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ეს სიტყვა? რისთვის ვეტყვით ჩვენ ღმერთსა: წმიდა იყავნ სახელი შენი? ნუ თუ სახელი ღვთისა არ არის წმიდა? დიახ, ძმანო ჩემნო, სახელი ღვთისა არის წმიდა და უწმიდესი ყოველთა სახელთა; გარნა სიტყვათა ამათ შინა ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათა სახელი მისი იყოს წმიდა ჩვენ შორის ჩვენითა კეთილითა და წმიდითა ცხოვრებითა. ჩვენ ვუწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანედ, ესე იგი, ჩვენ მივითვისეთ ქრისტე ღმერთის სახელი. მაშასადამე, როდესაც ჩვენი ცხოვრება და ყოფა-ქცევა არის კეთილი და წმიდა, მაშინ ქრისტეს სახელი იდიდება ჩვენ შორის; გარნა უკეთუ ჩვენი ცხოვრება უწმინდურია, უკეთუ არ გვახსოვს, ვისი სახელი გვაქვს და ცუდად ვიქცვით, მაშინ სახელი ღვთისა დამდაბლდება და შეიგინება." ე.ი. რადგანაც ჩვენ მითვისებული გვაქვს ქრისტე ღმერთის სახელი, ამიტომ ვუწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანს. მაგრამ ვართ თუ არა ქრისტიანი (რათქმაუნდა მართლმადიდებელი ქრისტიანი) ეს იმით არ განისაზღვრება, ჩვენ რას ვუწოდებთ ჩვენს თავს. როდესაც ბავშვს (ან ზრდასრულს) ნათლავენ ხშირად თვით ნათლობაზე უპირატესად აყენებენ სუფრას. არადა მაცხოვარმა გვასწავლა, რომ ნათლობის მერე პირიქით, მარხვა გვმართებს და არა ქეიფი, რამეთუ სწორედ ნათლობის მერე იწყებს ეშმაკი ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებას (რადგანაც მანამდე მას ეს არ სჭირდებოდა, რადგანაც ისედაც არ ვიყავით ღმერთთან). სწორედ ასე მოიქცა მაცხოვარი, როდესაც იგი იორდანეში მოინათლა. 40 დღე უდაბნოში იმარხულა. რა თქმა უნდა მას არც ნათლობა და არც მარხვა არ სჭირდებოდა, მაგრამ ჩვენთვის სასწავლებლად გააკეთა ეს. (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის ლუკას სახარების განმარტებიდან). ასე, რომ მაცხოვარმა გვასწავლა, რომ მხოლოდ ნომინალური ქრისტიანობა (მხოლოდ ნათლისღება) არ არის საკმარისი იყო ქრისტეს მიმდევარი, ქრისტეს მოწაფე, ქრისტეს მხედარი ანუ ქრისტიანი. და როდესაც ჩვენი ცხოვრების წესი არ არის შესაბამისი და მხოლოდ ნომინალური ქრისტიანები ვართ, გამოდის რომ ჩვენ არა ვართ რეალური ქრისტიანები და ქრისტე ღმერთის სახელი სწორედაც რომ მითვისებული გვაქვს. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) ბრრძანებს (მოგიყვანთ 2 ციტატას): "უმჯობეს არს, რომ კაცი არ მოინათლოს, ვიდრე მონათლულმან უწმინდურად იცხოვროს და შეაგინო სჯული თვისი." "უმჯობესია, რომ კაცი სრულიად არ მოინათლოს, ვიდრე მონათლული ცუდად იქცეოდეს; მონათლული უმეტესსა მიიღებს ღვთისაგან სასჯელსა. ჭეშმარიტი ქრისტიანე მხოლოდ ის არის, რომელსაც სწამს, ღმერთი და კარგად იქცევა, ეცადეთ თქვენცა, რომ გქონდესთ ეს ორი: მართლ-მადიდებელი სარწმუნოება და კეთილი ყოფაქცევა." რას ნიშნავს "ეკლესიური" დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ამბობს, რომ ეკლესიურობა არის " ჯერ ნათლისღება, მერე აღმსარებლობა, მაზიარებლობა და ყველაფერი ის რასაც ეკლესიური ცხოვრება მოიცავს, ანუ მორჩილება ეკლესიისა. და ის რომ იყო ამ მადლმოსილი სხეულის, ანუ ქრისტეს ცოცხალი ორგანიზმის ცოცხალი ნაწილი." "ეკლესიური ცხოვრება მრავალ რამეს მოიცავს, როგორც გითხარით, არა მარტო ლოცვებს დილა-საღაამოს, არა მარტო სახარების კითხვას, არა მარტო წირვაზე დგომას, არამედ მუდმივად ერთგულებას ეკლესიისა. ამაში იგულისხმება ჩვენი ყოფითი ცხოვრება გარეთ. ანუ შენ რომ აქედან გადიხარ კვლავ ეკლესიის შვილი ხარ. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ გარემოში, სადაც არ უნდა აღმოჩნდე, ნებისმიერი ურთიერთობის დროს - ეს შენი ღირსებაა. შენ უნდა იყო ნათელი ამა სოფლისა, როგორც ხშირად გვითქვამს და ეს ნათელი შენ აქედან გაქვს მიღებული, სხვაგან ეს ნათელი არსად არ არის. და შენ უნდა ასხივებდე ამ ნათელს. და შენ უნდა გქონდეს ინტერესეი არა ანგარებიანი, არამედ ინტერესი სიყვარულიდან გამომდინარე, რომ სხვა ადამიანებმა დაინახონ და წამოგყვნენ აქ. და რატომ უნდა წამოგყვნენ? შენ კი არ გჭირდება იმათი მოსვლა აქ, არამედ ისინიც გახდნენ ღვთის მადიდებელნი და გადარჩნენ, ანუ ქრისტეს მოწაფენი გახდნენ... ...ეკლესიურობა რას ნიშნავს? -იმას, რომ მუდმივად შენ ეკლესიას ატარებ!... ...თითოეული თქვენთაგანი თავის თავში ატარებს ეკლესიის სისავსეს, იმიტომ რომ არის თქვენში მადლი სულისა წმიდისა, არის თქვენში სისხლი ქრისტესი, რადგან თქვენ მაზიარებელნი ხართ. ამიტომ თქვენ ოჯახშიც, როცა მარტო ხართ, თუნდაც როცა ტელევიზორთან ზიხარ და იქ ხშირად გაიელვებს ხოლმე რაღაც ისეთი, რომელიც შენ არ უნდა მიიღო, მაშინაც ეკლესია ხარ შენ, ეკლესიის ცოცხალი ნაწილი ხარ შენ. როცა გძინავს, მაშინაც ეკლესიის ცოცხალი ნაწილი ხარ შენ და როცა წამოდგები ლოცვაზე, მაშინაც ეკლესიის ერთგული შვილი ხარ შენ." (ნაწყვეტი მამა თეოდორეს ქადაგებიდან, რომელიც ჩაატარა 2007 წელს, თომას კვირას.) როგორც ვხედავთ, ერთმანეთს მოიცავს მართლმადიდებელი ქრისტიანობა და ეკლესიურობა, მაგრამ არის განსხვავება: მართლმადიდებლობა მიიღწევა ეკლესიურობით. ანუ "მართლმადიდებელი ქრისტიანობა" არის მიზანი, რომლის მირწევის გზა არის "ეკლესიურობა". თუმცა მხოლოდ ეკლესიურობა არ არის საკმარისი. მამა თეოდორე ამბობს (ნაწყვეტი იმავე ქადაგებიდან): "იმისათვის, რომ იყო მარლმადიდებელი, 3 რამ არის საჭირო: პირველი -მსოფლმხედველობა სწორი, ჭეშმარიტად ქრისტიანული, მართლმადიდებლური. სწორი მსოფლმხედველობა, ეს არის პირველი, ამის გარეშე, როცა ჩვენი გონება ვერ მიმხვდარა, სად არის სიმართლე, აბსოლიტურად შეუძლებელია იყო ქრისტეს მიმდევარი. ბუნებრივიც არის. გინდა დღეს დაბადებულიყავი, გინდა მაშინ, როცა ქრისტე მიწაზე მოღვაწეობდა, ვერ იქნებოდი მისი გულმხურვალე მიმდევარი, ისეთი რომ თავი გაგეწირა და სხვაგან არ გაგეხედა, თუ არ იქნებოდი აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ეს არის ერთად-ერთი და არა ერთ-ერთი ჭეშმარიტება. ესე იგი იმისათვის, რომ იყო ნამდვილი ქრისტიანი, უნდა იყო სწორი მსოფლმხედველობის მატარებელი. მეორე - ეს არის ეკლესიური ცხოვრება... (აქ გამოვტოვებ იმ ნაწილს, რომელიც უკვე ზემოთ დავწერე)... და მესმე- განსაცდელები, რომლის გარეშეც ვერავინ ვერ გახდება ნამდვილი ქრისტიანი. თუ არ იქნება განსაცდელები და მათი ღირსეული გადატანა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თეორეტიკოსებად დავრჩებით მსოფლმხედველობრივად და ეკლესიის წევრებად კი ნომინალურად. კი იქნები მაგრამ, შენს გულში ცეცხლი არ იქნება. ჩვენ განსაცდელების ნაკლებობას არავინ ვუჩივით. ასე რომ მესამე პირობა სახეზეა, შესრულებულია. მსოფლმხედველობრივად მე იმედი მაქვს უდიდესი უმრავლესობა თქვენს შორის სწორად ფიქრობს, მაგრამ არიან გამონაკლისებიც, მაგრამ აი მეოეს რაც შეეხება, ნამდვილ ეკლესიურ ცხოვრებას - აქ კი ყველანი მოვიკოჭლებთ." -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
აზნაური კიკნაველიძე |
![]()
პოსტი
#50
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 16-September 09 წევრი № 7,500 ![]() |
ეკლესიურია ადამიანი რომელიც ზედმიწევნით ასრულებს ეკლესიის ყველა ვალდებულებას . ესწრება წირვებს , მარხულობს .
-------------------- [size=5]კეთილშობილი აზნაური კიკნაველიძე
მისი სრული სააზნაური ღირსებით [color=#CC0000][/size] |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი