სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Jun 9 2022, 02:19 PM
პოსტი
#61
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კაფაში ქართველებზე ბევრად მეტი სომეხი ცხოვრობდა. მათი ერთი ნაწილი საქართველოდან იყო წასული. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქში ქართველებსა და სომხებს შორის გაუთავებელი დავა იყო"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 237/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jun 30 2022, 11:42 AM
პოსტი
#62
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძეგლისწერის შემდეგ XV საუკუნეში ცხრაზმის საკრებულომ ისევ განიხილა ეს საკითხი: "უკუეთუ ქართველმან სომეხს ქალი მისცეს ცოლად და ანუ მოიყვანოს, მონათლოს ანუ გააშვებინოს, საკანონო გ. ძროხა მიართვას". აქ აკრძალვის მიზეზი, ალბათ, სომხების მონოფიზიტობა იყო და თუნდაც რომ მართლმადიდებელ ქართველს მწვალებელი სომეხი მოენათლა, მაინც ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი - 3 ძროხა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.272/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Sep 6 2022, 08:05 PM
პოსტი
#63
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მონოფიზიტობა სომხეთში შემოიტანა ალექსანდრიის პატრიარქმა პეტროს მკაწვრელმა V საუკუნეში. პეტროს მკაწვრელი თავის დროზე იყო თურმე ძალიან წმიდა ეპისკოპოსი, იმდენად წმიდა, რომ თანამწირველებად ანგელოზები ჰყოლია. მაგრამ შემდეგ ჩავარდა ღმრთისმშობლის გმობაში: წმიდა გადმოცემის მიხედვით "უნებურად შესცოდა დედოფალმა და დაიწყო პეტროსმა ლანძღვა და წყევლა ქალთა მოდგმისა. დედოფალმა პატიება სთხოვა თავმდაბლად და მიუთითა, რომ მისი გულისათვის მთელ ქალთა მოდგმას ნუ წყევლიდა, რამეთუ იგი ღმრთისმშობელსაც მისწვდებოდა, რადგანაც ღმრთისმშობელიც ქალია და და ამავე დროს დედა არის ყოველთა, ხოლო რადგან პეტროსს არ მოუშლია თავისი ლანძღვა-გინება, განრისხებულ დედოფალს განუკვეთია იგი ეკლესიიდან". ამის შემდეგ მასში გაიმარჯვა ეშმაკმა და იგი გახდა მონოფიზიტი. ასე გაუკუღმართებული აღმსარებლობით ჩამოვიდა სომხეთში და შერყვნა წმიდა გრიგოლ პართელის მიერ დაკვიდრებული მართლმადიდებლობა. პეტროს მკაწვრელს ყოველგვარ დახმარებას უწევდა სპარსეთი, რომლის სანუკვარ ოცნებას წარმოადგენდა მართლმადიდებლობის განადგურება საერთოდ".
/ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია" გვ. 191/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 1 2023, 08:29 PM
პოსტი
#64
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"... მაგრამ ამდენი მორეული საშინელება მაინც კიდევ ვერას უზამდნენ ვერ ერეკლეს, ვერც იმის ოჯახს და ვერც საქართველოს, თუ ის ქალაქ ტფილისის ზოგიერთი სომხები არ ყოფილიყვნენ... სადაც ყოველი წინააღმდეგობა, ანუ გაძლიერებული მტრობა იყო, ამათგან იყო; აღა-მაჰმად-ხანიც ამ სომხებმა მოიყვანეს და საქართველოც იმათ დაღუპებს..."
/"კარიბჭე" N3, 2023, გვ.37/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 3 2023, 08:30 PM
პოსტი
#65
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გიორგი მერჩულე გვაწვდის ცნობას წმიდა ნერსე III კათოლიკოსზე. ნერსე ეროვნებით სომეხი იყო. იგი აღიარებდა მართლმადიდებლურ (დიოფიზიტურ) მრწამსს და მოღვაწეობდა ქართველი მამების გვერდით (VI-VII საუკუნეებში ტაო-კლარჯეთისთვის თავი შეუფარებიათ სამშობლოდან დავნილ დიოფიზიტ სომხებს). წმიდა ნერსემ VII საუკუნის 30-იან წლები საფუძველი ჩაუყარა იშხნის ტაძარს და იქვე მოღვაწეობდა სიწმიდითა და სასწაულთქმედებით"
/"კანდელი" N7, 2022, გვ.12/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 20 2023, 05:11 PM
პოსტი
#66
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მე მქონდა საუბარი სომეხთა კათალიკოსთან და ის მეუბნებოდა, რომ მას ძალიან მოსწონს ქართული ცეცხლოვანი ცეკვები. კათოლიკოსს ურჩევია სომხური გუნდებისათვის, გადაეღოთ ჩვენგან გარკვეული ელემენტები და სომხურ ცეკვაში შეეტანათ. ამის რამდენიმე მცდელობა ჰქონიათ, მაგრამ ვერ გაითავისეს იმიტომ, რომ მათ სხვა გენეტიკური კოდი აქვთ, მათ თავისი კულტურა აქვთ. რა თქმა უნდა, მათი კულტურაც ძალიან მაღალია, მაგრამ განსხვავებულია ქართულისაგან".
/კათოლიკოს-პატრიარქი ილი II "საპატრიარქოს უწყებანი" N14, 2023, გვ.8/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
May 2 2024, 09:49 PM
პოსტი
#67
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სომხეთი გაიწირება, დაეცემა და აოხრდება და მის მცხოვრებთ მახვილი და ტყვეობა შთანთქავს"
/წმინდა მეთოდე პატრელი, "თქმული მეორედ მოსვლისათვის", გვ.9/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 27 2026, 04:01 PM
პოსტი
#68
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სომხეთის ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
"სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს, გარეგინ II-ს ქვეყანის დატოვება აუკრძალა. დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურა ბრალდებას უკავშირებს ყოფილი მთავარეპისკოპოსის, გევორქ საროიანის საქმეს. გარეგინ II-მ მთავარეპისკოპოსი გევორქი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჩამოაშორა ეპარქიას და განკვეთა სამღვდელო ხარისხიდან. ამის შემდეგ გევორქ საროიანმა სასამართლოს მიმართა თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით. სასამართლომ მისი საჩივარი დააკმაყოფილა. საროიანი იმ ეპისკოპოსების რიგშია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პრემიერ ფაშინიანს კათოლიკოს გარეგინთან დაპირისპირებაში. ამ დღეებში ავსტრიაში შედგა სომეხი ეპისკოპოსების კრება. სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეჭვობდა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ კრების ჩატარების მიზანი გარეგინ II-ის გაყვანა იყო ეჩმიაძინის ძვირფასეულობასთან ერთად. სომხეთის მთავრობის მეთაურსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ რამდენიმე ეპისკოპოსი ანტისამთავრობო გამოსვლებს აორგანიზებდა" /"საპატრიარქოს უწყებანი" N4, 2026, გვ.17/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 9 2026, 06:26 PM
პოსტი
#69
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დავით აღმაშენებლის მიერ ანისის გათავისუფლების შემდეგ ქართველთა და სომეხთა შორის სარწმუნოებრივი ერთიანობის აღსადგენად ჩატარებულა საეკლესიო კრება. მეფეს შეუკრებია ქართველთა და სომეხთა სამღვდელოების გამორჩეული წარმომადგენლები და გაუმართავს საეკლესიო კრება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელებულა, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმების მიღწევა ვერ მომხდარა.
პლატონ იოსელიანის ცნობით, მეფეს ანისის აღების შემდეგ ჩაუტარებია საეკლესიო კრება. კრებას დასწრებია არსენ იყალთოელი, ეფრემ მცირე, თეოფილე და იოანე ტარიჭის ძე. სომეხ ხალხს რწმენის შეცვლის საკითხი არ მიუღია და ამის გამო ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. დავითის მემატიანე გადმოგვცემს, რომ მეფეს სომეხთა ეპისკოპოსების თხოვნით ჩაუტარებია საეკლესიო კრება, სადაც უნდა მომხდარიყო სჯულის გამოძიება და თუკი სომეხნი გაიმარჯვებდნენ კამათის დროს, მათთვის მწვალებელი აღარ უნდა ეწოდებინათ: "რათა არღარა გვიწოდეთო მწვალებლად და არცა შეგვაჩვენებდეთ". როგორც ჩანს, ინიცატივა სომეხი ეპისკოპოსებისაგან მოდიოდა. კრება ანისის გათავისუფლების შემდეგ უნდა ჩატარებულიყო 1123 წელს. კ.კეკელიძე აღნიშნავდა, რომ სომხებსა და ქართველებს შორის კრება 1123 წელს ჩატარდა, როდესაც დავითმა ქალაქი ანისი აიღო. დავით მეფეს მიზგითად ქცეული ტაძარი ხელახლა უკურთხებია ქრისტიანული წესით. სომხებსა და ქართველებს შორის სარწმუნოებრივი ერთიანობის აღდგენა მეფის ინტერესებში შედიოდა. ჯერ კიდევ VII საუკუნიდან ორ მეზობელ ერს შორის საეკლესიო ნიადაგზე სარწმუნოებრივი განხეთქილება მოხდა, სპარსეთის გავლენით სომხეთში საბოლოოდ გაიმარჯვა მონოფიზიტურმა ერეტიკულმა მიმდინარეობა. დავით აღმაშენებელმა გათავისუფლებული სომხეთი უშუალოდ თავის სამეფოს შემოუერთა, ამის გამო აუცილებელი იყო სარწმუნოებრივი ერთობა აღდგენილიყო. მეფეს საეკლესიო კრებაზე იოანე კათალიკოსი, ეპისკოპოსები, მეუდაბნოე მამები, მეცნიერები და არსენ იყალთოელი წაუყვანია. მემატიანე არსენს "თარგმანსა და მეცნიერს", ყოველთა ეკლესიათა "განმანათლებელს" უწოდებს. ...დავით აღმაშენებლის მიერ ანისში ჩატარებული საეკლესიო კრება მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, წმინდა მეფე შეეცადა ქართველებსა და სომხებს შორის სარწმუნოებრივი ერთობა აღდგენილიყო და სომხები დაბრუნებოდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, თუმცა დავითის დიდი მცდელობის მიუხედავად ეს საქმე არ გამოვიდა" /ლევან ტყეშელაშვილი, "დავით აღმაშენებელი მესიის მახვილი", გვ.214-217/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 12 2026, 06:15 PM
პოსტი
#70
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი არ გადადგება
"სომხურ ეკლესიაში მიიჩნევენ, რომ კათოლიკოს გარეგინის საკუთარი ინიცატივით გადადგომა "დეზერტირობა" იქნება. პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის პრემიერ ფაშინიანის და ეპისკოპოსთა ჯგუფის ზეწოლის მიუხედავად გარეგინ II არ აპირებს ტახტიდან გადადგომას. "ის არ შეიძლება წავიდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი და სხვათაშორის, საეჭვო წრე ასეთ დღის წესრიგს ქმნის. მას არ შეუძლია წავიდეს მაშინაც კი, როდესაც ასეთ მოთხოვნას 10 ეპისკოპოსი აყენებს", - განაცხადა სომხური ეკლესიის კანცელარიის ხელმძღვანელმა, მთავარეპისკოპოსმა არშაკ ხაჩატრიანმა. გასულ კვირას სომხური ეკლესიის 10 ეპისკოპოსი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რომელიც უკვე დიდი ხანია "საეკლესიო სისტემის განახლების" აუცილებლობაზე და წინამძღვრის შეცვლაზე საუბრობს. ფაშინიანი ასევე ამტკიცებს, რომ კათოლიკოსმა გარეგინმა უქორწინებლობის აღთქმა დაარღვია და ჰყავს შვილი. გამოქვეყნებულ განცხადებაში ეპისკოპოსები წერენ: "ველით, რომ გარეგინ II ჩვენი ეკლესიისა და ერისადმი სიყვარულით, საღად შეაფასებს შექმნილ ვითარებას, ამ მიიყვანს ქვეყანას არასასურველ ძვრებამდე და საკუთარი ნებით გადადგება. მაშინ შესაძლებელი გახდება ახალი არჩევნების ორგანიზება" /"საპატრიარქოს უწყებანი" N15, 2025, გვ.21/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 03:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი