IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები უცხოეთში, ისტორიები, სურათები...
ნათია
პოსტი Sep 25 2007, 10:39 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ამ თემას ვხსნი ჩვენი ფორუმელი staywhite-ის თხოვნით...

ნანა საინტერესო ინფორმაციებს და სურათებს მოგვაწვდის უცხოეთში არსებული არაქართული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების შესახებ

ველით საინტერესო ინფორმაციას... smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Sep 25 2007, 10:43 PM
პოსტი #2


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



მსგავსი თემა არსებობს smile.gif

http://church.ge/index.php?showtopic=1943&st=0


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 25 2007, 10:47 PM
პოსტი #3


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(იოანა @ Sep 25 2007, 11:43 PM) *

მსგავსი თემა არსებობს smile.gif

http://church.ge/index.php?showtopic=1943&st=0



ანი შენს მიერ დადებულ თემაში (ლინკი) ქართული მონასტრებია...


ეს თემა არაქართულ მართლამდიდებლურ მონასტრებს ეხება... smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Sep 25 2007, 10:48 PM
პოსტი #4


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(ნათია @ Sep 25 2007, 11:47 PM) *

ანი ამ თემაში ქართული მონასტრებია...
ეს თემა არაქართულ მონასტრებს ეხება... smile.gif


უი, მე მეგონა მარტო ქართულებზე იყო გახსნილი smile.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 25 2007, 10:54 PM
პოსტი #5


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(იოანა @ Sep 25 2007, 11:48 PM) *

უი, მე მეგონა მარტო ქართულებზე იყო გახსნილი smile.gif



არა ანა, არაქართული მართლმადიდებლური მონასტრებია ....


ძალიან ლამაზია.... smile.gif


2kiss.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 25 2007, 11:00 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



(სანამ სურათებს დავდებ, ჯერ ისტორიას განვათავსებ, ინტერნეტის სისუსტის გამო აქ სერბეთის სოფელში, ცოტა ძნელდება სწრაფი ატვირთვა)

ნიმნიკის მონასტერი, სერბია

(გადაღებულია 25.09.2007, ზოგ სურათზე დატანებული თარიღი შეცდომითაა, ბატარეის გამოცვლის შემდეგ დამავიწყდა თარიღის გასწორება)

მონასტრის აბრის თარგმანი:

"Овај Храм потиче из доба Маричке битке, по предању зидао га је Војвода Кнеза Лазара звани Богосав.
Задњи пут освећен је 1371.г. Новије реновирање спољно обављено је 1967.г. за време Настојатељице Игуманије Јустине и часних сестара."

"ეს ტაძარი ჯერ კიდევ მარიცის ბრძოლის დროინდელი პერიოდისაა (* სერბების ბრძოლა თურქ დამპყრობელთა წინააღმდეგ მდინარე მარიცის სანაპიროზე, რომელიც კოსოვოს ბრძოლამდე იყო). გადმოცემის მიხედვით, აშენებულია თავადი ლაზარეს მხედართმთავარ ბოგოსავის მიერ. უკანასკნელად კურთხეულ იქნა 1371 წელს. გარე ფასადის უკანასკნელი განახლება მოხდა 1967 წ. მონასტრის პატიოსან დედათა მიერ წინამძღვარ იღუმენია იუსტინიას დროს."

თურქებმა მეთოთხმეტე საუკუნეში,ასევე როგორც სერბეთში მთელი მათი თარეშის პერიოდში უამრავი ეკლესია-მონასტერი ააოხრეს, დაწვეს და გაძარცვეს. სავარაუდოთ მე-14-ე საუკუნის დასაწყისში აგებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერი მდებარეობს აღმოსავლეთ სერბიაში,რუმინეთის საზღვრის მახლობლად (საზღვარზე დასახლებული იყვნენ ვლახთა ტომები, რუმინელთა ერთერთი ძველი გენეტიკური შტო) . გადმოცემის მიხედვით, ვლახის ქალი ნიკოლინა მონასტრის მიმდებარე ტყეში ცხვრებს მწყემსავდა, როდესაც თურქმა ჯარისკაცებმა ჩამოიარეს, ეძებდნენ რა ზემოთხსენებულ მონასტერს. თურქებმა დაკითხეს პატარა ნიკოლინა: "где је манастир?” ანუ სად არის მონასტერიო, რამეთუ მონასტერი მიუვალ ადგილას ტყეში იყო დაფარული და ვერ აგნებდნენ. გოგონამ კი დამალა მონასტრის ადგილსამყოფელი და ვლახების ენაზე მიგო : “nišću nimnik” ანუ არაფერი ვიციო. განრისხებულმა თურქებმა ნიკოლინას ყელი გამოჭრეს. ხალხმა მკვდარი ნიკოლინა გადაასვენეს და იმ მონასტერთან დამარხეს, რომლის გადარჩენასაც გოგონა შეეწირა. მას შემდეგ ამ მონასტერს ნიმნიკის მონასტერი ეწოდა , პატარა ნიკოლინა კი წმინდანად იქნა შერაცხული (* წმ. ნიკოლინას მავზოლეუმში ანუ სიწმინდის კაპელაში არის ამ ისტორიის ამსახავი ფრესკები, იხ. სურათი).

1813 წელს თურქებმა ნიმნიკის მონასტერი უკანასკნელად გადაწვეს, გაძარცვეს და დაანგრიეს. 1825 წ. თავადმა მილოშმა განაახლა მონასტერი. დაახლოებით 1851-52 წწ. მონატერთან დაარსდა მორჩილთა სკოლა. 1936 წელს კი ნიმნიკის მონასტერში გაიხსნა დედათა მონასტერი,სადაც დღესაც იღწვიან პატიოსანი დედები.

მონასტერს აქვს ორი კაპელა : ერთს ეწოდება "Светинја" ანუ სიწმინდე, სადაც წმინდა ნიკოლინას საფლავი იმყოფება, მეორე კაპელა კი მიძღვნილია "Покров Пресвете Богородице" (* ტერმინოლოგიის უზუსტობისათვის ვიხდი ბოდიშს, ისე კი სინქრონულად ნიშნავს - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მანდილს).

მონასტერში ძველი რელიქვიებისგან შემორჩენილია 13 ხატი, რომლებზეც რუმინული იკონოგრაფიის გავლენა შეიმჩნევა.

ფრესკები სიჩქარეში გადავიღე, სიბნელის გამო არც ისე სახარბიელო ხარისხია. მონაზონთა კელიები ვერ გადავიღე, იღუმენია არ იყო ადგილზე და მისი კურთხევის გარეშე არ მომცეს უფლება.

კიდევ ვაპირებ მახლობელი ეკლესია-მონასტრების მოლოცვა-მონახულებას, თუ თქვენი სურვილი იქნება იქ გადაღებულ სურათებსაც დავდებ.

გაიხარეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Sep 25 2007, 11:05 PM
პოსტი #7


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა
კიდევ ვაპირებ მახლობელი ეკლესია-მონასტრების მოლოცვა-მონახულებას, თუ თქვენი სურვილი იქნება იქ გადაღებულ სურათებსაც დავდებ.


ki.gif სურათებით კიდევ უფრო საინტერესო იქნება smile.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 25 2007, 11:19 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ჯერ დავდებ იმ სურათებს, რაც პირველად აიტვირთა, მაპატიეთ ცუდი ინტერნეტია huh.gif

კაპელის ალტარი

IPB-ს სურათი

წმინდა ნიკოლინა თურქების დაკითხვისსას

IPB-ს სურათი

წმინდა ნიკოლინას გადასვენება

IPB-ს სურათი

წმ.ნიკოლინას განსასვენებელი

IPB-ს სურათი


წმ. ნიკოლინას მავზოლეუმი

IPB-ს სურათი

წმ. ნიკოლინას ხატი

IPB-ს სურათი

კაპელის ფრესკები

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

მონასტრის მისაღები


IPB-ს სურათი

სასტუმრო სატრაპეზო

IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი

ტაძრის შესასვლელი

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


მოკლული წმ. ნიკოლინა


IPB-ს სურათი

მონასტრის ჭიშკარი

IPB-ს სურათი




IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 25 2007, 11:21 PM
პოსტი #9


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(staywhite @ Sep 26 2007, 12:19 AM) *

IPB-ს სურათი




ძალიან ლამაზია smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Sep 25 2007, 11:29 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



სერბი წმიდანების ცხოვრება თუ არის წიგნად გამოცემული, სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნების წმიდანთა ცხოვრებები ძალიან მაინტერესებს smile.gif
იმ დღეს საეკლესიო მაღაზიაში ერთი ახალგაზრდა ფრანგი გოგო მეწვია, ხატები დაათვალიერა და მზერა 13 ასურელ მამათა ხატზე შეაჩერა, რომელიც სპეციალურად ამოვბეჭდე კომპიუტერიდან და სალოცავ კუთხეში დავაბრძანე. ხოდა როგორც შემდეგ ვკითხე ეს გოგო მართლმადიდებელი ფრანგი აღმოჩნდა და 13 ასურელი მამის ხატი ეგრევე იცნო, თან მითხრა მე ამათ ცხოვრებას ვკითხულობ. რაღაცნაირად ძალიან გამეხარდა, რომ უცხოელი ისიც მართლმადიდებელი, რომელიც ძალიან დიდი ინტერესით და სიყვარულით კითხულობს სხვა ქვეყნის წმიდანების ცხოვრებას. ამ გოგომ თითქმის ყველა ასურელი მამის ცხოვრება იცოდა. ბევრი ქართველი რომ გავაჩეროთ ქუჩაში შეიძლება 13 ასურელი მამა ვინ იყო ისიც კი არ იცოდეს სამწუხაროდ, აღარაფერს ვამბობ მათ ცხოვრების ცოდნაზე


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სერგი
პოსტი Sep 25 2007, 11:29 PM
პოსტი #11


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



კი, მართლაც ძალიან ლამაზია smile.gif (ყველაფერი)


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 25 2007, 11:33 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მადლობთ, ძვირფასებო რომ დადებითად შემიფასეთ #ნაშრომი# smile.gif

ალექსანდრე,

ქართულად არსებობს თუ არა სერბი წმინდანების ცხოვრებაზე წიგნი არ ვიცი სამწუხაროდ, მაგრამ უამრავი ავტორის წიგნია სერბულ ენაზე Житије Светих Отаца, მათ შორის წმ. იუსტინე პოპოვიჩის ავტორობით . მე ახლა ვთარგმნი წმინდა მამა ბასილი ოსტროგელის ცხოვრებას, ავტორია ღირსი მამა იუსტინე ჩელიელი,იგივე პოპოვიჩი. როცა დავასრულებ განვათავსებ, თუ მანამდე ცოტა დახმარებას ტერმინოლოგიის გადამოწმებაში გამიწევთ rolleyes.gif

პ.ს. ისეთი კლავიატურაა, რომ სად რა ნიშანია ვერ ვაგნებ mellow.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Sep 25 2007, 11:46 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



staywhite
ციტატა
მე ახლა ვთარგმნი წმინდა მამა ბასილი ოსტროგელის ცხოვრებას, ავტორია ღირსი მამა იუსტინე ჩელიელი. როცა დავასრულებ განვათავსებ, თუ მანამდე ცოტა დახმარებას ტერმინოლოგიის გადამოწმებაში გამიწევთ

პ.ს. ისეთი კლავიატურაა, რომ სად რა ნიშანია ვერ ვაგნებ

ჭეშმარიტად დიდ საქმეს აკეთებ, აუცილებელია სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნების მოსახლეობა ერთმანეტის წმინდანთა ცხოვრებას იცნობდნენ.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 26 2007, 12:04 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ალექსანდრე ,

ღმერთმა გაგახაროს smile.gif

სერბული სოფელები, მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, 4 კმ, რა ვიცი, ეგებ საინტერესო იყოს თქვენთვის.

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 26 2007, 12:53 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



პატიოსან დედათა საფლავები ნიმნიკის მონასტრის ეზოში

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 28 2007, 12:58 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



დღეს, ჯვართამაღლების დღეს ვიყავი პატარა ქალაქის, რომელსაც ველიკო გრადიშტე ქვია ( smile.gif ) , ეკლესიაში, მეტად საინტერესო ტაძარია, აგებულია მე ცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, მთავარანგელოზი გაბრიელის სახელობის. ეკლესია ძალიან ლამაზია, რაღაცით განსხვავებული გარედანაც და შიგნითაც ძალიან მოჩუქურთმული.

გარდა ამისა ერთი საინტერესო დეტალიც ვიხილე,რაც მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოძღვარი სერბია და მეც სერბულ ეკლესიის მრევლი ვარ გერმანიაში, ასეთი რამ პირველად ვნახე : მოკლედ, როდესაც წირვის შემდეგ სეფისკვერები დაარიგეს, დამხმარე სასულიერო პირმა ასევე დაგვირიგა ნაკურთხი მცენარე და ეს მცენარე არის რეიჰანი mellow.gif სამწუხაროდ, ვერ ვკითხე თვით მღვდელს თუ რა კავშირშია ეს ჯვართამაღლების დღესასწაულთან, ველოდე,მაგრამ დაკავებული იყო,მე კიდევ ბევრი დრო არ მქონდა. თვით საერო პირებისაგან რაც გავიგე, ყოველ წელს ჯვართამაღლებაზე არიგებენ ნაკურთხ რეიჰანს ( ვოსილიაკ ქვია სერბულად) , და მორწმუნეები აღნიშნავენ რა სერბი მართლმადიდებლებისათვის ტრადიციულ სლავას ანუ ოჯახის მფარველი წმინდანის დღეს (სლავა-ს დროს სუფრა არ ჩამოუვარდება საქორწინო სუფრებს), სლავისთვის აცხობენ სპეციალურ პურს - სლავსკი კოლაჩ-ს, ზედ არჭობენ ნაკურთხ რეჰანს. ეს ძალიან პრიმიტიული განმარტებაა ამისა ალბათ. მაგრამ ეგება ვინმემ იცოდეთ მაინც რა კავშირშია რეიჰანი ჯვართამაღლებასთან huh.gif

აქ კი სურათები,საუკეთესო შევარჩიე რომ არ გადაგღალოთ smile.gif

ტაძრის გარეთა ხედი

IPB-ს სურათი

ეკლესიაში


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

ტექსტში არსებული შეცდომებისთვის ბოდიშს ვიხდი, ჩასწორება ამ ინტერნეტის წყალობით გამორიცხულია sad.gif მითუმეტეს თუ სურათებს შეიცავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 28 2007, 12:59 AM
პოსტი #17


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(staywhite @ Sep 28 2007, 01:51 AM) *

დღეს, ჯვართამაღლების დღეს ვიყავი პატარა ქალაქის, რომელსაც ველიკო გრადიშტე ქვია ( smile.gif ) , ეკლესიაში, მეტად საინტერესო ტაძარია, აგებულია მე ცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, მთავარანგელოზი გაბრიელის სახელობის. ეკლესია ძალიან ლამაზია, რაღაცით განსხვავებული გარედანაც და შიგნითაც ძალიან მოჩუქურთმული.

გარდა ამისა ერთი საინტერესო დეტალიც ვიხილე,რაც მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოძღვარი სერბია და მეც სერბულ ეკლესიის მრევლი ვარ გერმანიაში, ასეთი რამ პირველად ვნახე : მოკლედ, როდესაც წირვის შემდეგ სეფისკვერები დაარიგეს, დამხმარე სასულიერო პირმა ასევე დაგვირიგა ნაკურთხი მცენარე და ეს მცენარე არის რეიჰანი mellow.gif სამწუხაროდ, ვერ ვკითხე თვით მღვდელს თუ რა კავშირშია ეს ჯვართამაღლების დღესასწაულთან, ველოდე,მაგრამ დაკავებული იყო,მე კიდევ ბევრი დრო არ მქონდა. თვით საერო პირებოისაგან რაც გავიგე, ყოველ წელს ჯვართამაღლებაზე არიგებენ ნაკურთხ რეიჰანს ( ვოსილიაკ ქვია სერბულად) , და მორწმუნეები აღნიშნავენ რა სერბი მართლმადიდებლებისათვის ტრადიციულ სლავას ანუ ოჯახის მფარველი წმინდანის დღეს (სლავა-ს დროს სუფრა არ ჩამოუვარდება საქორწინო სუფრებს), სლავისთვის აცხობენ სპეციალურ პურს - სლავსკი კოლაჩ-ს, ზედ არჭობენ ნაკურთხ რეჰანს. ეს ძალიან პრიმიტიული განმარტებაა ამისა ალბათ. მაგრამ ეგება ვინმემ იცოდეთ მაინც რა კავშირშია რეიჰანი ჯვართამაღლებასთან huh.gif


საინტერესოა, იქნებ ვინმემ იცოდეს ამის შესახებ და განგვანათლოს....



ციტატა
აქ კი სურათები,საუკეთესო შევარჩიე რომ არ გადაგღალოთ smile.gif

ტაძრის გარეთა ხედი

IPB-ს სურათი

ეკლესიაში
IPB-ს სურათი



ძალიან ლამაზია



--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 28 2007, 01:01 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ლურჯად დაწერილ თარიღს კი ნუ მიაქცევთ ყურადღებას, აპარატში კიდევ არ შემიცვლია sad.gif smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 8 2007, 12:29 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



რუკუმიის მონასტერი ( Рукумија ), სერბეთი

მონასტრის სახელი რუკუმია პირველად 1733 წლიდან არის ჟამთაღმწერთან მოხსენიებული,ამბობენ რომ ამ მონასტერს ადრე სხვა სახელი ერქვა, კერძოდ ვარლიშტე. სერბეთში სულთან მურატ III-ის მმართველობის პერიოდის დროინდელ (1574-1595 წწ.) ჩანაწერებში მოხსენიებულია დღევანდელი რუკუმიის მონასტრის მახლობლად მდებარე სოფლებთან: რუკუმია და მარკოვცისთან მდებარე მონასტერი ვარლიშტე, რამეთუ ახლანდელი მონასტრის ტერიტორიაზე სხვა მონასტრის ნაშთები არ მოინახა, ამბობენ რომ ეს მონასტერია სწორედ ვარლიშტეს მონასტერი.

თვით მონასტრის სახელი რუკუმია თავისი ეტიმოლოგიის რამდენიმე ვარიანტს ექვემდებარება. ერთია, რომ რუკუმია გადმოტანილია ბერძნული სიტყვა გეროკომიიდან, ანუ ადგილი სადაც მოხუცები ინკურნებოდნენ, იგივე მოხუცთა საავადმყოფო. მონასტრის მახლობლად რამდენიმე სამკურნალო წყარო არსებობს და თვლიან რომ არ არის გამორიცხული ეს ვარიანტი სიმართლეს შეესაბამებოდეს.

მეორე ვერსიად ითვლება, რომ აქ მოსწყდა ხელი პატიოსან დას - ელენიცას, ცხენებზე მიაბეს რა თურქებმა საწამებლად (рука ხელი , Руку ми је ....- Руку мне …/მაგ. Отарвали / - რუსული ექვივალენტი ). გადმოცემის მიხედვით, მოწამე ელენიცას ხელი ამ მონასტერშია დაფლული.

მონატერში დღეს მოგვაწეობს სამი დედა და რამდენიმე ბერი. ადრე დედათა მონასტერი იყო,ახლა კი მამები ცხოვრებენ, დედათა სადგომები კი გადატანილია მონასტრის გარეთ. მონასტრის იღუმენია მამა სვიმეონი, ეკლესიის მღვდელია პატიოსანი მამა საბა.

მე პირადი საუბრები მქონდა იქაურ სასულიერო პირებთან, მიგვიპატიჟეს რა ტრაპეზზე. ძალიან დიდი სიყვარული გამოხატეს ქართველი ერის და ქართული ეკლესიის მიმართ, მიიჩნევენ რომ ქართველი მრევლი სამაგალითოა მათთვის smile.gif

დედა ათანასიამ კი განსაკუთრებულად გამოიჩინა ქართული ეკლესიის ისტორიის ცოდნა, დაასახელა ბევრი ქართველი წმინდანი და აგრეთვე ქართული მონასტრები. რაზედაც მე თვითონ ძალიან მოხარული დავრჩი.

მონასტერში ინახება ბევრი რელიქვია,აგრეთვე განთავსებულია როგორც ადრინდელი , ასევე ახალმოწამეთა საფლავები.

მონასტერი არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის.

p.s. მონასტრის ბიბლიოთეკა-მაღაზიაში კი ბევრი საინტერესო წიგნი ვნახე, მათ შორის იყო არქიმანდრიტ ლაზარ აბაშიძის სტატია.
"ცასთან მახლობელი მიწა" - ასე ქვია სერბულ ენაზე გამოცემულ წიგნს ქართველ წმინდანთა ცხოვრებაზე, ტირაჟია 500. რუკუმიის მონასტერში კი ბოლო წიგნი უფლის შეწევნით მე შევიძინე.- წიგნის შესახებ ინფორმაციას უკვე არსებულ შესაბამის თემაში განვათავსებ. მე ძალიან მომეწონა და გახარებული ვარ.

სურათები იხილეთ ქვემოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 8 2007, 12:42 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ეკლესიის გარეთა ხედი

IPB-ს სურათი

შიგნით


IPB-ს სურათი

ბიბლიოთეკა-მაღაზია

IPB-ს სურათი

წმინდა ნიკოლოზის შემწყალებლობა

IPB-ს სურათი

მამა საბასთან ერთად

IPB-ს სურათი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 08:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი