IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გილოცავთ ჯვართამაღლებას!!!, მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა ჯვარისა
თათარაშვილი
პოსტი Sep 26 2007, 10:54 PM
პოსტი #1


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ჯვართამაღლება

IPB-ს სურათი


მინდა ყველას მოგილოცოთ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული!

ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე - ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს.

რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმიდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა. კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით: „ამით სძლო!“. უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემა წინააღმდგომებს, რის შემდეგაც არ ასვენებდა სურვილი იმ ძელის მოძიებისა, „რომელთა ზედა მაცხოვარმა ჴელნი განიპყრნა“. მან მოოხრებულ იერუსალიმში გაგზავნა დედამისი - კეთილმსახური დედოფალი ელენე (ხს. 21 მაისს), რომელსაც პატრიარქ მაკარისთან წერილიც გაატანა თხოვნით, ხელი შეეწყო წმიდა საქმისთვის. ნეტარი ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმიდის ძიებაში. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის კვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული. იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი - სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. ურიცხვი ქრისტინი შეიკრიბა სიწმიდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმიდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი ხადილით: „უფალო, შეგვიწყალენ“, კრძალვით თაყვანს სცემდა მას. წმიდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიაკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას კი მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე (ხს. 28 ოქტომბერს). წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებიღ შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

ამ დღეს იხსენიება მესიის ჯვართან დაკავშირებული კიდევ ერთი მოვლენა - 14-წლიანი ტყვეობის შემდეგ მისი დაბრუნება სპარსეთიდან იერუსალიმში. იმპერატორ ფოკას (602-610) ზეობისას სპარსეთის მეფემ, ხოსრო II-მ დაამარცხა ბიზანტიელთა მხედრობა, დაარბია იერუსალიმი, გაიტანა უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი და წმიდა პატრიარქი ზაქარიაც (609-633) ტყვედ ჩაიგდო. სიწმიდე 14 წელი იმოყფებოდა სპარსეთში და მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცათ ქრისტიანებს, რაც იმპერატორმა ჰერეკლემ (610-641), ღვთის შეწევნით, დაამარცხა ხოსრო და საზავო ხელშეკრულება დადო მის ძესთან - სიროესთან. ცხოველსმყოფელი ძელი დიდი ზეიმით შემოაბრძანეს იერუსალიმში. იმპერატორი ჰერაკლე სამეფო გვირგვინითა და პორფირით შემკული მიასვენებდა სიწმიდეს აღდგომის ტაძრისკენ. მას გვერდით პატრიარქი ზაქარია მიჰყვებოდა. ბჭეებთან, რომელიც უნდა გაევლოთ გოლგოთაზე ამსვლელებს, მეფე უეცრად შედგა და გზის განგრძობას ვერ ახერხებდა. წმიდა ზაქარიამ აუხსნა: ეს - უფლის ანგელოზი გეღობება წინ, რადგან მას, ვინც კაცობრიობის გამოსასყიდად აზიდა ჯვარი გოლგოთაზე, ეს გზა სიმდაბლით გაიარაო. მაშინ ჰერაკლემ მოისხნა გვირგვინი, სამეფო მანტიაც განიმოსა და უბრალო ტანსაცმლით დაუბრკოლებლად შეაბრძანა სიწმიდე ტაძარში.

სიტყვაში ჯვართამაღლების დღესასწაულზე ანდრია კრიტელი წერს: „ჯუარი ამაღლდების და სავსებაჲ ეკლესიისაჲ შემოკრბების. ჯუარი ამაღლდების და ქალაქნი დღესასწაულობენ და ერნი მხიარულებად მოისწრაფიან, რამეთუ მოჴსენებაჲცა ჯუარისაჲ მიზეზ იქმნებიდა სიხარულისა და მორიდება - მჭმუნვარებისა“.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
თათარაშვილი   გილოცავთ ჯვართამაღლებას!!!   Sep 26 2007, 10:54 PM
kato_Bato   გილოცავთ :) ჯვრის ძ...   Sep 26 2007, 10:55 PM
ნათია   გილოცავთ! მუდამ თ...   Sep 26 2007, 10:57 PM
izi-bartki   ყველას გილოცავთ და...   Sep 26 2007, 10:59 PM
mogzaura   ჯვარსა შენსა თაყვა...   Sep 26 2007, 11:02 PM
თათი87   გილოცავთ ყველას :) ა...   Sep 26 2007, 11:04 PM
t.l.   გილოცავთ   Sep 26 2007, 11:05 PM
leluka   მეც გილოცავთ !   Sep 26 2007, 11:07 PM
იოანა   გილოცავთ, ღმერთმა ...   Sep 26 2007, 11:08 PM
tinka   გილოცავთ :)   Sep 26 2007, 11:18 PM
di_onise   გილოცავთ..... პირველ...   Sep 26 2007, 11:18 PM
სოფიო   ჯვართამაღლებას გი...   Sep 26 2007, 11:38 PM
e k a   გ ი ლ ო ც ა ვ თ   Sep 26 2007, 11:44 PM
yipiani gio   გილოცავთ   Sep 26 2007, 11:47 PM
უჩა   გილოცავთ ყველას ჯვ...   Sep 27 2007, 12:15 AM
anizazu   გილოცავთ :)   Sep 27 2007, 01:54 AM
ნიკოლოზ_V   გილოვცავთ :)   Sep 27 2007, 01:59 AM
ალექსანდრე   ჯვარსა შენსა თაყვა...   Sep 27 2007, 02:06 AM
natiko   http://img451.imageshack.us/img451/5140/ib219un2.j...   Sep 27 2007, 03:35 AM
abo   გილოცავთ ჯვართამა...   Sep 27 2007, 08:32 AM
Ismail   გილოცავთ.   Sep 27 2007, 09:57 AM
nanananuka   gilocavt jvartamaglebas, gfaravdet dgevandeli dgis...   Sep 27 2007, 10:06 AM
ნიანია   გილოცავთ ჯვართამე...   Sep 27 2007, 10:08 AM
serafita   ყველა ფორუმელს ვულ...   Sep 27 2007, 11:49 AM
catherina_10   ყველას მოგილოცავთ ...   Sep 27 2007, 11:53 AM
palma   ყველას გილოცავთ ჯვ...   Sep 27 2007, 11:55 AM
კანონისტი   საღმრთო ძლიერებაო ...   Sep 27 2007, 11:55 AM
zviadauri   ყველას გილოცავთ,ჯვ...   Sep 27 2007, 01:30 PM
მაეასი   გილოცავთ ყველას! ...   Sep 27 2007, 01:44 PM
თათარაშვილი   ისა და დღეს მარხვ...   Sep 27 2007, 05:25 PM
ilia003   გილოცავთ ყველას მრ...   Sep 27 2007, 02:01 PM
::სალომე::   გილოცავთ, ცხოველმყ...   Sep 27 2007, 02:03 PM
leluka   გილოცავთ ყველას ჯვ...   Sep 27 2007, 02:06 PM
jiulieni   გილოცავთ ჯვართამა...   Sep 27 2007, 03:19 PM
ketino   გილოცავთ... მრავალს ...   Sep 27 2007, 03:21 PM
კანონისტი   თათარაშვილი ტიპიკ...   Sep 27 2007, 05:30 PM
_Matasi_   გილოცავთ :) ყველას ...   Sep 27 2007, 05:32 PM
კანონისტი   _Matasi_ არც რუსულით, ნა...   Sep 27 2007, 05:33 PM
marine   მეც ყველას გილოცავ...   Sep 27 2007, 05:33 PM
თათარაშვილი   კანონისტი გასაგებ...   Sep 27 2007, 05:35 PM
თამარი   გილოცავთ ყველას! ...   Sep 27 2007, 07:11 PM
ვალერი   გილოცავთ ჯვართამა...   Sep 27 2007, 11:11 PM
xornabujeli   :) მეც ყველას გილოც...   Sep 27 2007, 11:20 PM
ალექსანდრე   ცხოველსმყოფელი ჯვ...   Sep 27 2007, 11:25 PM
piligrimi   მეც გილოცავთ ყველა...   Sep 27 2007, 11:50 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 08:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი