დღეს სოხუმის დაცემის დღეა...., ჩვენი აფხაზეთი :( |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დღეს სოხუმის დაცემის დღეა...., ჩვენი აფხაზეთი :( |
კანონისტი |
Sep 27 2007, 11:53 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, სოხუმი დაიკავეს აფხაზურმა სეპარატისტულმა შენაერთებმა რუსი სამხედროებისა და ჩრდილოკავკასიელ მოხალისეთა დახმარებით
აფხაზეთის ომი, 1992 წელს, 14 აგვისტოს, ჯვრის შემოყვანების დღესასწაულზე დაიწყო, გაგრძელდა 13 თვე და 13 დღე და დასრულდა ჯვართამაღლების დღესასწაულზე. საგულისხმოა, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ეკლესიის დიდი მნათობის, იოანე ოქროპირის ხსენების დღეს, რომელიც აფხაზეთში აღესრულა და კამანში განისვენებდა დღევანდელი დღე ჩვენ შეცდომებზე დაფიქრების დღეა.... აფხაზეთის უწმიდესი, მოციქულთა მიერ განწმენდილი და წმინდანთა სისხლით მორწყული მიწა ცოდვისა და აღვირახსნილობის ბუდედ რომ გვქონდა გადაქცეული... დღესაც ბევრი ამიტომ მისტირის აფხაზეთს ჯვრის მსასოებელნი არ ვიყავით, უფალო, და ჯვრის დღესასწაულზე ინებე ამ კუთხის დედასამშობლოსაგან დროებით მოწყვეტა, რათა შევინანოთ და შენ კვალს შევუდგეთ როგორც ჩვენმა უწმიდესმა მამამთავარმა ბრძანა ჯერ კიდევ 10 წლის წინ, საქართველო მხოლოდ ჯვრიანი დროშით დაბრუნდება სოხუმშიო. მეუფე დანიელმა კი კითხვაზე, როდის დავბრუნდებით აფხაზეთშიო, უპასუხა: - როცა უფალთან დავბრუნდებითო იკმარე, უფალო, ჩვენ ცოდვილთა ცრემლი და სინანული და აღგვიდგინე ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა! ღმერთო, გადაარჩინე და გაამთლიანე სრულიად საქართველო! ამინ! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
catherina_10 |
Sep 27 2007, 12:50 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
ააფხაზეთის თემა ძალიან მტკივნეულია ყველასთვის.ღმერთმა ქნას, რომ სულ მალე დადგეს ის დღე როცა საქართველოს აღარ ექნება დაკარგული ტერიტორიები.
ციტატა ციტატა ღმერთო, გადაარჩინე და გაამთლიანე სრულიად საქართველო! ამინ! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th November 2024 - 11:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი