IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმიდა სამების საკათედრო ტაძირს მშენებლობის ფონდი, ასაშენებლი ობიექტების ნუსხა
iraklidze
პოსტი Sep 27 2007, 11:23 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ამ ბუკლეტში ჩამოთვლილია სამების ტაძრის ტერიტორიაზე ასაშენებელი იმ ობიექტების სია, რომელთა აშენებაც განსაზღვრულია მშენებლობის ფონდის მიერ ამ ეტაპზე, თუ იქნება შესაბამისი დაფინანსება რასაკვირველია. აქვეა საბების ტაძრის გენგეგმა, სადაც დატანილია მთლიანი პროექტი.

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ბუკლეტი

გენგეგმა


P.S. ბუკლეტი ჩემი გაკეთებულია smile.gif.
თუ რამე პრობლემები იქნა ჩამოტვირთვასთან დაკავშირებით მითხარით და სამდე სხვაგან ავტვირთავ.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Sep 29 2007, 01:56 PM
პოსტი #2


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



არ ხსნის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Sep 29 2007, 02:59 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ციტატა(ნოდარიკო @ Sep 29 2007, 01:56 PM) *

არ ხსნის

ლინკს არ ხსნის თუ PDF-ს?
ეს files.ge-ზე ავტვირთე. სად გინდა რომ ავტვირთო რომ გახსნას?


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Sep 29 2007, 03:28 PM
პოსტი #4


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



iraklidze
არა იყოს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 29 2007, 06:52 PM
პოსტი #5


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



გადავათვალიერე... smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Apr 8 2008, 04:03 AM
პოსტი #6


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif კარგი თემაა, მეც მინდოდა მსგავსი თემის გახსნა, ოღონდ უფრო ცოტა განსხვავებული ფორმატითა და შინაარსით და რადგან ,ეს თემა არსებობს,ამიტომ, აქვე გავიხსენოთ, თუ როგორ დაიწყო ამ ტაძრის ისტორია.
-ალბათ , უმრავლესობას გეცოდინებათ,რომ პირველად ოფიციალური წერილი , (განაცხადება) წმიდა სამების საკათედრო ტაძარის აშენების შესახებ ,მიმართული ხელისუფებისადმი იყო,ჯერ კიდევ კომუნისტების მმართველობის ხანაში,1988-წელს.აი,ეს წერილიც:

ოფიციალური მიმოწერა საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის საკათედრო ტაძრის თაობაზე 1988 წლის აგვისტოში დაიწყო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 24 აგვისტოს თბილისის აღმასკომის თავმჯდომარეს ირაკლი ანდრიაძეს საგანგებო წერილით მიმართა, რომელშიც საუბარი იყო თბილისში ახალი საკათედრო ტაძრის აგებაზე. მისი უწმიდესობა წერდა: «ამ რამდენიმე ხნის წინ შესრულდა საქართველოს საპატრიარქოს დამოუკიდებლობის 1500 წელი. კარგი იქნებოდა, რომ საქართველოშიც აშენდეს ტაძარი, რომელიც სიმბოლურად იქნება გამომხატველი ჩვენი ავტოკეფალური ეკლესიის თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორიისა. ეს ეკლესია უნდა იყოს გამორჩეული თავისი მასშტაბითაც და არქიტექტურითაც.
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი





იმედია ჩვენი ხელისუფლებისთვისაც მისაღები იქნება ეს წინადადება. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში გამოცხადებული იქნება კონკურსი და უკეთესი პროექტის მიხედვით დაიწყება მშენებლობა. სასურველია, ეს საკათედრო ტაძარი აიგოს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში».[/b]


-ქალაქის მთავრობა დიდი გულისყურით მოეკიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას და უმოკლეს ხანში ირაკლი ანდრიაძის თაოსნობით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა საკათედრო ტაძრისათვის ადგილის შერჩევა. ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1988 წლის 5 ნოემბერს გამოსცა # 1753 განკარგულება (თბილისის საისტორიო არქივი, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომი, ფ.1, აღწ. 5. საქ. 785).
დოკუმენტში აღნიშნულია:

«ქ. თბილისში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად ადგილის შესარჩევად კომისიის შექმნის შესახებ
სრულიად საქართველოს საპატრიარქოს მოთხოვნით, ქ. თბილისში ქართული მართლმადიდებელი ტაძრის ასაშენებლად ადგილის შესარჩევად შეიქმნას კომისია, შემდეგი შემადგენლობით:

ი. ანდრიაძე - თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე;
შ. ყავლაშვილი - ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სამმართველოს უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ. მირიანაშვილი - საქართველოს სსრ სახმშენის თავმჯდომარე;
ი. ციციშვილი - ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი;
ა. აფაქიძე - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი;
ნ. მგალობლიშვილი - საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე;
თ. კვირკველია - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული კონსტრუქციების კათედრის გამგე;
ლ. ვარდოსანიძე - ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ვ. ბერიძე - ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საპატიო დირექტორი, აკადემიკოსი;
ზ. წერეთელი - საქართველოს დიზაინერთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს მშვიდობის დაცვის ფონდის თავმჯდომარე;
ე. ამაშუკელი - საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე;
ვ. ქურთიშვილი - სსი «თბილქალაქპროეტის» დირექტორი;
თ. ბუაჩიძე - საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარე;
ი. აბაშიძე - რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, პოეტი-აკადემიკოსი;
ა. წიკლაური - საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიების საქმეთა რწმუნებული;
გ. ბათიაშვილი - საქართველოს სამხატვრო აკადემიის კათედრის გამგე;
ნ. ამაღლობელი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი;
ა. ბაქრაძე - მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;
თ. კვაჭანტირაძე - რუსთაველის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი, ჟურნალ «ბალავარის» რედაქტორი, კრიტიკოსი;
კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს სრულიად საქართველოს სარატრიარქოს.
აღმასკომის თავმჯდომარე ი. ანდრიაძე

საკითხი შემოაქვს მთავარ არქიტექტურულ-დაგეგმარებით სამმართველოს, შ. ყავლაშვილი;
დაეგზავნოს: კომისიის წევრებს,
საქართველოს საპატრიარქოს»

დაიწყო მომავალი ტაძრისათვის ადგილის ძიება. მოინახულეს თბილისის რამდენიმე უბანი. აღნიშნული საკითხის ირგვლივ იმსჯელეს 23 ნოემბერს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს სტუმრობისას. აღმასკომის თავმჯდომარემ, ირ. ანდრიაძემ მის უწმიდესობას გააცნო კომისიის მუშაობის წინასწარი შედეგები. კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ტაძრის აგება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის აღმართის ზედა ტერასაზე. ირ. ანდრიაძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქმა ილია II თანხმლებ პირებთან ერთად მოინახულეს ახალი ტაძრის აშენების სავარაუდო ადგილი. საბოლოოდ, კომისიაც სწორედ ამ წინადადებით შევიდა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში. გადაწყვეტილებამ არ დააყოვნა და თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა 1989 წ. 23 თებერვალს, 04.30.107 ნომრით, საგანგებო დოკუმენტი გამოსცა (თბილისის საისტორიო არქივი, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომი, ვ.ს. აღწ. 5. საქმე 758).

«ქართული მართლმადიდებლური ტაძრის ასაშენებლად ადგილის შერჩევის შესახებ

თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომი აღნიშნავს, რომ ამ რამდენიმე ხნის წინათ შესრულდა საქართველოს საპატრიარქოს დამოუკიდებლობის 1500 წელი. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო ითხოვს, თბილისში აშენდეს ტაძარი, როგორც სიმბოლური გამოხატულება ქართული ავტოკეფალიური ეკლესიის თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორიისა. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 5 ნოემბრის # 1755 განკარგულებით, ამ მიზნით შექმნილმა კომპეტენტურმა კომისიამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მონაწილეობით, შეარჩია ადგილი ბარათაშვილის აღმართის ქიმზე და შემოდის აღმასკომის წინაშე სათანადო წინადადებით.
თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და ქართული მართლმადიდებლური ტაძრის ასაშენებლად გამოეყოს ბარათაშვილის აღმართის ქიმზე შერჩეული ადგილი - სამოქალაქო ქუჩის, ხიდისთავის ქუჩის, ავლაბრის ქუჩის დასაწყისის მარჯვენა მხარის ჩათვლით და კალიაევის ქუჩას შორის მოქცეული კვარტალი.
2. ეთხოვოს საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან ერთად, კონკურსის გამოცხადება ტაძრის პროექტზე.
3. მთავარმა არქიტექტურულ-დაგეგმარებითმა სამმართველომ ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოსთან და არქიტექტორთა კავშირთან ერთად, მოამზადოს არქიტექტურულ-დაგეგმარებითი დავალება და კონკურსისათვის საჭირო მასალები.

აღმასკომის თავმჯდომარე ი. ანდრიაძე
აღმასკომის მდივანი ვ. ჯაფარიძე»



ამ დოკუმენტის გამოცემის შემდეგ წმიდა სამების ტაძრის მშენებლობის საქმემ სერიოზულად წაიწია წინ. თბილისის აღმასკომის მიერ მიღებული დოკუმენტის საფუძველზე, საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს არქიტექტორთა კავშირს ეთხოვა საუკეთესო პროექტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადება, ხოლო მთავარ არქიტექტურულ დაგეგმარებით სამმართველოს, ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოსთან და არქიტექტორთა კავშირთან ერთად, კონკურსისათვის საჭირო მასალების - პროგრამისა და პირობების მომზადება დაევალა.


ტექსტი ჯაბა სამუშიასი


შემდეგ იყო:

კონკურსის პირველი ეტაპი
IPB-ს სურათი


ფართო საზოგადოებამ თბილისში წმ. სამების საკათედრო ტაძრის აგების იდეა პირველად 1989 წ. აპრილში შეიტყო. 22 აპრილს, გაზ. «თბილისში» გამოქვეყნდა საქართველოს საპატრიარქოს «საგანგებო განჩინება», რომლითაც ცხადდებოდა თბილისში საკათედრო ტაძრის ასაგებად პროექტის კონკურსი. «საგანგებო განჩინებაში» აღნიშნული იყო: «განგებითა და ლოცვა-კურთხევითა ღმერთისათა, გადაწყდა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავის აღსანიშნავად, თბილისში, აშენდება საკათედრო ტაძარი.

ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან და თბილისის მთავარ არქიტექტურულ-დაგეგმარებით სამმართველოსთან ერთად, აცხადებს საკათედრო ტაძრის ღია კონკურსს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა მსურველს, აგრეთვე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველ არქიტექტორებს. კონკურსის პროგრამა-პირობებს გასცემს საქართველოს არქიტექტორთა კავშირი (380009, თბილისი, ბარნოვის ქ. # 52), 1989 წლის 20-30 აპრილს. სათანადო კონსულტაციების მიღება შეიძლება საქართველოს საპატრიარქოში, მისამართზე: სიონის ქ. # 4. საქართველოს საპატრიარქო». ოდნავ მოგვიანებით, 12 მაისს, გაზ. «ლიტერატურულ საქართველოში» გამოქვეყნებულ «საგანგებო განჩინებაში» უკვე დამატებული ჰქონდა ერთი წინადადება: «პროექტების ჩაბარების ვადაა 30 ნოემბერი, 1989 წელი, 20 საათამდე».

მუშაობისას გამოირკვა, რომ 6-7 თვე საკმარისი არ იყო იმისათვის, რომ სრულყოფილი ნამუშევრები შექმნილიყო. ამიტომაც, არქიტექტორთა კავშირის შუამდგომლობით, კონკურსის გამართვის ვადები გადაიწია. პროექტები 1990 წ. 7 თებერვლის 18 საათამდე უნდა წარედგინათ «მხატვრის სახლში».

1990 წ. თებერვლის დასაწყისისთვის, ყველაფერი მზად იყო ღია კონკურსის ჩასატარებლად. კონკურსის გახსნამდე მცირე ხნით ადრე ცნობილი გახდა ჟიურის შემადგენლობაც. მასში შედიოდნენ:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II - თავმჯდომარე; ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე); ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა); ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე); ბოდბელი მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი); აგარაკ-წალკელი მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი); ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე); ქუთათელ-გაენათელი მთავარეპისკოპოსი კალისტრატე (მარგალიტაშვილი); მარგველი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე); ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსი ანანია (ჯაფარიძე); ურბნელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი); წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი); ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გიორგი (შალამბერიძე); თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი.

სასულიერო პირთა გარდა, ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ:
ირაკლი ანდრიაძე - თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; გურამ მირიანაშვილი - საქართველოს «სახმშენის» თავმჯდომარე; ნოდარ მგალობლიშვილი - საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე; ალბერტ თავხელიძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; ნოდარ ამაღლობელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; აკაკი ბაქრაძე - სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი; ნოდარ ნათაძე - საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარე; ანა კალანდაძე - პოეტი; ნოდარ ჯანბერიძე - საქართველოს ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი; თენგიზ კვირკველია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; გიორგი ბათიაშვილი - საქართველოს სამხატვრო აკადემიის პროფესორი; ელიზბარ ჯაველიძე - გაზეთ «ლიტერატურული საქართველოს» რედაქტორი; დავით ციციშვილი - საზოგადოება «თბილისელის» თავმჯდომარის მოადგილე; თენგიზ ბუაჩიძე - საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარე; ელგუჯა ამაშუკელი - საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე; თამაზ ნათიძე - ძეგლთა დაცვის მთავარი სამეცნიერო სამმართველოს უფროსის მოადგილე; მერაბ მამარდაშვილი - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი; ვახტანგ დავითაია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

ექსპოზიცია განლაგებული იყო მხატვრის სახლის პირველ და მეორე სართულზე. სულ გამოფენილი იყო 41 ნამუშევარი. მათ შორის 34 პროექტი დასრულებული სახით იყო წარმოდგენილი, ხოლო 7 ნამუშევარი სამუშაო ვარიანტს ან მოსწავლეთა მიერ შექმნილ მაკეტებს წარმოადგენდა. თითოეულ პროექტს თან ერთვოდა ავტორის განმარტებითი ბარათი. საგამოფენო დარბაზში მასალა გარკვეული ნუმერაციით იყო განლაგებული.

ზაზა იაშვილი, კოტე იაშვილი, ნანა იაშვილი, კიაზო ბერიაშვილი;
გივი გოგრიჭიანი, რევაზ მოსეშვილი, გურამ ჯარბაძე, დავით რეხვიაშვილი;
ვაჟა ჩაგუნავა, ამირან ბახტაძე;
არჩილ მინდიაშვილი;
გიორგი მინდიაშვილი (მოსწ. 8 წლის. ბაზილიკა სამრეკლოთი);
ოთარ ნახუცრიშვილი (ქეთევან ბუბაშვილის, ირაკლი ვაჩნაძის, დავით მეგრელიძის მონაწილეობით);
ლ. იმედაშვილი, ნ. გოგავა, მ. სტურუა;
შოთა ბოსტანაშვილი;
დავით ნასყიდაშვილი;
კონსტანტინე ჩხეიძე;
თენგიზ შაიშმელაშვილი;
მალხაზ ჩხიკვიშვილი (161-ე საშ. სკოლ. მოსწავლე, X კლ. ასანთის ღეროებით აწყობილი ეკლესია);
თეიმურაზ მახაშვილი;
ჯ. ლებანიძე;
მერი სილაგაძე;
ამირან შარაშიძე;
ზაზა ჯანჯღავა;
რაინდი ხუროშვილი (გარდაბნის რ-ნი, სოფ. სართიჭალა);
მურმან გოგიშვილი, გოგი ბადიაური, ომარ ჯაფარიძე;
ბესო გელდიაშვილი;
ავთანდილ ჩიხლაძე;
პაატა ქურდიანი;
ნ. კევლიშვილი, ე. გამრეკლიძე, ნ. ქვარცხავა;
დიმიტრი გამყრელიძე (თბილისის 126-ე საშ. სკოლის IV კლ. მოსწავლე. ეკლესიის ფასადი. ფანქრით შესრულებული);
ვაჟა მელიქიშვილი (მოქანდაკე);
სოსო ტვილდიანი, დათო გუნცაძე, ლევან ლომიძე;
დავით მორბედაძე, კონსტანტინე მორბედაძე;
ს. ზედგენიძე, მ. გოქაძე, პ. პოპიაშვილი;
დავით აბულაძე;
კოტე გარსევანიძე (მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის III კურსის სტუდენტი);
ოთარ კალანდარიშვილი, გიზო ფოცხიშვილი;
მერაბ გაგნიძე, ვიქტორ კვიტატიანი, გივი მარსაგიშვილი, გურამ ჟვანია, ოთარ ქვრივიშვილი, ვიტალი ქორიძე, ვოვა ხვიტია;
თემურ ტომარაძე;
ალექსანდრე კობახიძე;
ვიქტორ ჯორბენაძე, შოთა ყავლაშვილი;
ბადრი მიქაძე;
სოლომონ რევიშვილი;
ირაკლი მასხარაშვილი;
თენგიზ ჩხაიძე;
ნოდარ ქვათელაძე, მედიკო მელქაძე, ზაზა სვანაძე, გოგი თაყაიშვილი;
ზურაბ მათიაშვილი;
* * *

8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 19 საათზე მხატვრის სახლში გაიხსნა წმ. სამების საკათედრო ტაძრის საკონკურსო პროექტების გამოფენა. იგი გახსნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. მან აკურთხა ეს საშვილიშვილო საქმე და «ჟამი შენებისა» მიულოცა მთელს ერს. გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი ვაჟა გურგენიძე, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი ირ. ანდრიაძე, საქართველოს კულტურის მინისტრი ვალერი ასათიანი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი ნოდარ ჯანბერიძე და სხვები.

კონკურსი მარტის მოწურულამდე გაგრძელდა. საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანილ 41 ნამუშევრიდან ნაწილი იმეორებდა ჩვენში დამკვიდრებულ საეკლესიო არქიტექტურის ფორმებს. არქიტექტორთა ნაწილი, მართალია, ქართული ხუროთმოძღვრების ელემენტებს ითვალისწინებდა, მაგრამ თავიანთ ქმნილებებს ახალ, თანამედროვე დეტალებს უმატებდა, რითაც ხდებოდა მომავალი საკათედრო ტაძრის ერთგვარი «გათანამედროვება».

კონკურსზე წარმოდგენილი პროექტების მესამე ნაწილი საერთოდ მოდერნისტულ სტილში იყო გადაწყვეტილი, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა საუკუნეების მანძილზე ჩვენში დამკვიდრებულ საეკლესიო არქიტექტურასთან.


29 მარტს კონკურსი დაიხურა. გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. გადაწყდა კონკურსის ახალი ეტაპის ჩატარება.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Apr 8 2008, 04:25 AM
პოსტი #7


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif გაგრძელება:
კონკურსის მეორე ეტაპი
IPB-ს სურათი



1990 წლის 2 სექტემბერს მხატვრის სახლში გაიხსნა წმ. სამების საკათედრო ტაძრის საკონკურსო პროექტების გამოფენის II ტური. სულ წარმოდგენილი იყო 59 ნამუშევარი. კონკურსში მონაწილეობდა 56 ავტორი თუ საავტორო ჯგუფი. სამმა არქიტექტორმა - (პაატა ქურდიანმა, ანტონ შაიშმელაშვილმა და თენგიზ ჩხაიძემ) ორ-ორი პროექტი წარადგინეს. პროფესიონალური პროექტი იყო 55, დანარჩენი 4 კი არასრულ ვარიანტს წარმოადგენდა. მეორე კონკურსზე 34 ნამუშევარი წარმოადგინეს იმ ავტორებმა, რომლებიც პირველ ტურში არ მონაწილეობდნენ.







კონკურსში მონაწილეობდნენ.

[b]1. გივიშვილი ნანა არჩილის ას
2. გორგაძე თენგიზ პოლიკარპეს ძე
3. ფარცვანია მაია ლერის ას.
4. ბიძინაშვილი პაატა ზურას ძე
5. ხუროშვილი რაინდი ვახტანგის ძე
6. მერაბიშვილი-შანშიაშვილი ირინა შალვას ას.
7. ნოდია რევაზ ალექსანდრეს ძე
8. სიფრაშვილი ვლადიმერ ვლადიმერის ძე
9. გოგრიჭიანი გივი დიმიტრის ძე
10. ჩხეიძე კონსტანტინე ვიაჩესლავის ძე, ჩხეიძე ალექსანდრე კონსტანტინეს ძე
11. მახარაშვილი თეიმურაზ მიხეილის ძე
12. გოგოლაძე თამაზ თენგიზის ძე, გოგოლაძე გურამ თენგიზის ძე, სოლომონიშვილი ქეთევან ედუარდის ას
13. ქვათელაძე ნოდარ შალვას ძე, სვანიძე ზაზა რომანის ძე, მელქაძე მედეა გიორგის ას
14. ლალიაშვილი გიორგი ოთარის ძე
15. ბაქრაძე ალექსანდრე კონსტანტინეს ძე
16. შარაშიძე ამირან ივანეს ძე
17. აბულაძე დავით გურამის ძე
18. რევიშვილი სოლომონ იოსების ძე
19. პაიჭაძე ოთარ ვლადიმერის ძე
20. გოგოლაძე შალვა გიორგის ძე
21. ქურდიანი პაატა (იხ. ასევე 23)
22. ასანიშვილი შოთა შალვას ძე
23. ქურდიანი პაატა (იხ. ასევე 21)
24. ჯორბენაძე ვიქტორ ნიკოლოზის ძე, ყავლაშვილი შოთა დიმიტრის ძე
25. ტარასაშვილი ვაჟა ილიას ძე
26. გიორგიბერიძე ჯონი ივანეს ძე, ფურცვანიძე ლაშა
27. ნახუცრიშვილი კიაზო სოლომონის ძე
28. ნარეშელაშვილი ნიკოლოზ ლავრენტის ძე
29. ბახია რევაზ გიორგის ძე
30. ნასყიდაშვილიდ ავთო ივანეს ძე
31. ტვილდიანი სოსო გერონტის ძე, ბუნელაძე დავითი გივის ძე, ლომიძე ლევანი
32. გარსევანიძე კოტე ალეს ძე
33. მოსულიშვილი ჰამლეტ დიმიტრის ძე
34. სუჯაშვილი ზურა ილიას ძე, დევდარიანი გელა დიმიტრის ძე, სუჯაშვილი ჯემალ ილიას ძე
35. შაიშმელაშვილი ანტონ გიორგის ძე (იხ. ასევე 58)
36. მინდიაშვილი არჩილ გოდერძის ძე
37. სოლოღაშვილი რომანი მიხეილის ძე
38. დევდარიანი კახა გრიგოლის ძე
39. ნაცვლიშვილი არჩილ თენგიზის ძე
40. შაიშმელაშვილი თენგიზ ალექსანდრე ძე
41. გაგოშიძე ვალერიან სერგის ძე
42. ნახუცრიშვილი ოთარ ნიკოლოზის ძე
43. მორბედაძე დავითი ნიკოლოზი ძე, მორბედაძე კონსტანტინე
44. ხაბულიანი დავით გიორგის ძე
45. ცუცქირიძე დავით იურის ძე, ვაჩნაძე ვახტანგი გიორგის ძე, სიხარულიძე ისიდორე ნოდარის ძე
46. ჩხაიძე თენგიზ ნიკოლოზის ძე (2 პროექტი)
47. ჯობაძე ლევან ნოდარის ძე
48. ჯობაძე ნოდარ დიმიტრის ძე, კობახიძე მანანა იოსების ას
49. ბუხრაშვილი ირაკლი ალექსანდრეს ძე
50. ჩხიკვიშვილი მალხაზ თეიმურაზის ძე
51. ჩხიკვიშვილი ალექსანდრე დავითის ძე
52. გამყრელიძე დიმიტრი კონსტანტინეს ძე
53. ჩიხლაძე ავთანდილ ონისიმეს ძე
54. კახაძე ელგუჯა შალვას ძე
55. კუტუბიძე სერგო მიხეილის ძე, მახარაძე არჩილ გივის ძე
56. «შვიდეული» - გაგნიძე მერაბი, კვიტატიანი ვიქტორი გივის ძე, მარსაგიშვილი გიორგი, ჟვანია გურამი, ქვრივიშვილი ოთარ ზარმანის ძე, ქორიძე ვიტალი, ხვიტია ვლადიმერი.
57. დევიძე გივი გრიგოლის ძე
58. შაიშმელაშვილი ანტონ გიორგის ძე (იხ. ასევე 35)



პირველ ეტაპთან შედარებით, არქიტექტორებმა გაცილებით სრულყოფილი ნამუშევრები წარმოადგინეს.
კონკურსის მსვლელობის დროს, თითოეულ ავტორს ჟიურისა და საკონსულტაციო საბჭოს წინაშე პროექტის წარდგენა უნდა მოეხდინა. წინასწარი ჩანაფიქრით, ეს ღონისძიება 11-12-13 სექტემბერს 1800 საათზე უნდა გამართულიყო. პროექტის ავტორებს გამოსვლისათვის 5 წუთი ეძლოდათ. იმდენად დიდი იყო საზოგადოების ინტერესი, რომ პრეზენტაციას, ჟიურის გარდა, დაინტერესებული პირების საკმაოდ დიდი ჯგუფი ესწრებოდა. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ 3 დღეში ვერ მოხერხდა ყველა პროექტის ავტორთა გამოსვლა.


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი



1990 წლის 29 სექტემბერს 6 საათზე მხატვრის სახლში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გამარჯვებულად დაასახელა არჩილ მინდიაშვილის პროექტი.


ტექსტი ჯაბა სამუშიასი



smile.gif
1994 წ. 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ბრწყინვალე დღესასწაულზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმ. სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის დაფუძნება გამოაცხადა.

1995 წ. 23 მარტს იუსტიციის სამინისტრო, #5/3 დადგენილებით, რეგისტრაციაში გაატარა «წმიდა სამების საპატრიარქო ტაძრის მშენებლობის ფონდი».

დასაწყისში ფონდს ჰყავდა ორი საპატიო თავმჯდომარე - საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე ედუარდ-გიორგი შევარდნაძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი და ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მინდიაშვილი.

1995 წლის ზაფხულში ფონდში განხორციელდა ძირეული ცვლილება.

ფონდის ხელმძღვანელობა ვიცე-პრეზიდენტს ირაკლი ანდრიაძეს შეუთავსეს. 1995 წ. ივლისიდან წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მშენებლობის ფონდის უმაღლეს გამგეობის სხდომებს ირაკლი ანდრიაძე უძღვებოდა. ფონდის უმაღლესი გამგეობის გარდა, 1995 წლის ივლისში ფონდის წიაღში ყალიბდება წმ. სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ასევე ირაკლი ანდრიაძე ხელმძღვანელობს.

1995 წლის დეკემბერში წმ. სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება მოხდა - უმაღლესი გამგეობის სხდომაზე, ფონდის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ირაკლი ანდრიაძე.

1995 წლიდან მოყოლებული, კვირაში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მეტჯერ იმართებოდა ფონდის სამუშაო სხდომები, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხებოდა ტაძრის მშენებლობას, განიხილებოდა ფონდის სამუშაო ჯგუფისა და გამგეობის სხდომებზე.

1999 წლის 31 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ხელახლა გაატარა რეგისტრაციაში «წმ. სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდი»,

* * *

1995 წლიდან ფონდის უმთავრესი ხელმძღვანელი ორგანო იყო გამგეობა.
ამჟამად, გამგეობის შემადგენლობაში შედიან:

ირაკლი ანდრიაძე - ფონდის თავმჯდომარე, საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელი. დამსახურებული ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.
მეუფე დანიელი,
მეუფე დავითი,
არჩილ მინდიაშვილი - ფონდის თავმჯდომარის მოადგილე, პროექტის ავტორი,
არჩილ ჯაფარიძე - ფონდის თავმჯდომარის მოადგილე,
რეზო ამაშუკელი - პოეტი,
დავით ახვლედიანი - თბილისის მთავარი არქიტექტორი,
გიგა ბათიაშვილი - არქიტექტორი,
სპარტაკ კერესელიძე - საკათედრო ტაძრის მშენებლობის პროექტის მთავარი გეოლოგი,
ემზარ კიზირია - საკათედრო ტაძრის მთავარი კონსტრუქტორი,
ნიკოლოზ ლასარეიშვილი - არქიტექტორი,
ირაკლი მეძმარიაშვილი - მშენებელი,
ვლადიმერ მუსხელიშვილი - ისტორიკოსი,
ჯუანშერ მხეიძე - ინჟინერი,
კონსტანტინე ოდიშვილი - კონსტრუქტორი,
ლია სტურუა - პოეტი,
ჯანსულ ჩარკვიანი - პოეტი, საქართველოს პარლამენტის წევრი,
მერაბ ჩხენკელი - საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრყ,
თამაზ წივწივაძე - საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე,
ნინო ჭავჭავაძე - ფსიქოლოგი.


[/b], საქართველოს საპატრიარქოსთან შეიქმნა «საეკლესიო ხუროთმოძღვრების» ცენტრი, რომლის ხელმძღვანელად მეუფე დავითი დაინიშნა, ხოლო მთავარ არქიტექტორად - არჩილ მინდიაშვილი. ცენტრის უპირველესი დანიშნულება გახლდათ საუკუნეების მანძილზე მივიწყებული საეკლესიო ხუროთმოძღვრების აღორძინება. წმიდა სამების კათედრალის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა სწორედ ამ ცენტრში მიმდინარეობდა.

1995 წლის სექტემბერში, არჩილ მინდიაშვილის წინადადებით, სამსჯავროზე გამოიტანეს წმიდა სამების საკათედრო ტაძრის ელიას მთაზე აგების წინადადება. აღნიშნული საკითხი შეთანხმებული გახლდათ მის უწმიდესობასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. სპეციალისტთა დიდმა წრემ აღნიშნული ვარიანტი საუკეთესოდ მიიჩნია და კათედრალის ელიას მთაზე აგებას დაუჭირა მხარი. ამ ცვლილებამ ახალი ამოცანები დააყენა არქიტექტორთა წინაშე.

1995 წლის ნოემბერში მშენებლობაც დაიწყო. არქიტექტორებს უმოკლეს ვადაში უწევდათ საპროექტო დოკუმენტაციების მომზადება. 1995- 1996 წლების მიჯნაზე, საპროექტო ჯგუფს დაევალა ილია თეზბიტელის სახელობის ხის ეკლესიის დაპროექტება. ამავე პერიოდში გადაწყდა წმ. სამების ტაძრის მიწისქვეშა ნაწილის ჩვეულებრივ საეკლესიო დანიშნულებისამებრ გამოყენება. არჩილ მინდიაშვილმა სასწრაფოდ დაიწყო კათედრალის - 13.07 ნიშნულიდან 0.00 ნიშნულამდე მონაკვეთის დაპროექტება.

1998 წლის გაზაფხულზე წმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპროექტო ჯგუფის რეფორმა განხორციელდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, «ხუროთმოძღვრების ცენტრს» გამოეყო ტაძრის პროექტზე მომუშავე ჯგუფი. ამ ჯგუფის წევრებმა წმიდა სამების საკათედრო ტაძრის აღმშენებლობის შემოქმედებითი გაერთიანება «კათედრალი» ჩამოაყალიბეს. ამავე წლის ივნისში, ფონდის თხოვნით, «საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრმა» შეწყვიტა ტაძრის დაპროექტება, ეს ფუნქცია «კათედრალს» გადაეცა. «კათედრალის» დირექტორი გახლდათ არჩილ მინდიაშვილი, თანადირექტორი - ე. კიზირია. საპროექტო ჯგუფის საერთო ხელმძღვანელად დაინიშნა ირ. ანდრიაძე. 1998 წლიდან პროექტის მთავარი ინჟინერია ე. კიზირია, ხოლო მთ. კონსტრუქტორად ზურაბ ოქროშიძე.

წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პარალელურად შენდებოდა საპატრიარქო რეზიდენციაში შემავალი სხვა ობიექტებიც. საპროექტო ჯგუფს ეს სამუშაო, გარკვეულად, გადანაწილებული ჰქონდა, თუმცაღა ასეთი გამიჯვნა პირობითია, ვინაიდან პროექტის შედგენის შემდეგ მისი განხილვა, დაზუსტება ერთობლივად ხდებოდა. მიუხედავად ამისა, გარკვეული შრომის განაწილება საპროექტოში არსებობდა და თითოეული არქიტექტორი თუ კონსტრუქტორი კონკრეტულ საკითხზე აგებდა პასუხს. აქვე გთავაზობთ იმ არქიტექტორთა და კონსტრუქტორთა ვინაობას, რომლებიც არჩილ მინდიაშვილის ხელმძღვანლობით, ამ გრანდიოზულ და საშვილიშვილო საქმეში მონაწილეობდნენ.

IPB-ს სურათი


წმ. სამების საკათედრო ტაძარი: არჩილ მინდიაშვილი, ემზარ კიზირია, ზურა ოქროშიძე, მიხეილ კალანდაძე, გიორგი მაისურაძე, ჯონდო ჩხეიძე, ნოდარ მალუტაშვილი, თენგიზ შაიშმელაშვილი, გრიგოლ ავალიშვილი, ირაკლი რეხვაიშვილი, გიორგი მეტრეველი, ნოე სოხაძე, ლევან კაკაბაძე, ერიკ კისილოვი, გიორგი მინდიაშვილი, ლ. მინდიაშვილი, ლევან კურტანიძე, ალექსანდრე ლებანიძე, ზურაბ ზურაბიშვილი, ვერა სოზიაშვილი, ლია ინაშვილი, ნუკრი კირთაძე, ალექსანდრე ბეროშვილი, ზურაბ ვახტანგაძე, ბაკურ მირიანაშვილი, ბესიკ ბატიაშვილი, ლევან აბაშიძე.



სამრეკლო: არჩილ მინდიაშვილი, ემზარ კიზირია, ზურა ოქროშიძე, მიხეილ კალანდაძე, გიორგი მაისურაძე, ჯონდო ჩხეიძე, ნოდარ მალუტაშვილი, ნოე სოხაძე, ლევან კურტანიძე, ალექსანდრე ლებანიძე, ვერა სოზიაშვილი, ლია ინაშვილი.
ტაძრის სავესტიბიულო ნაწილი: არჩილ მინდიაშვილი, ემზარ კიზირია, ზურა ოქროშიძე, მიხეილ კალანდაძე, გიორგი მაისურაძე, თენგიზ შაიშმელაშვილი, ირაკლი რეხვაიშვილი, ნოე სოხაძე, მერაბ პაპავა, ლევან კურტანიძე, ალექსანდრე ლებანიძე, ზურაბ ზურაბიშვილი, ვერა სოზიაშვილი, ლია ინაშვილი, გიორგი (ომარ) ღლონტი.

წმიდა ილია თეზბიტალის სახელობის ტაძარი: არჩილ მინდიაშვილი, ემზარ კიზირია, ზურა ოქროშიძე, ნოდარ მალუტაშვილი, ლევან კურტანიძე, ვერა სოზიაშვილი.

ცენტრალური (დასავლეთ) კარიბჭე და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია:
არჩილ მინდიაშვილი, ემზარ კიზირია, ზურა ოქროშიძე, მიხეილ კალანდაძე, გიორგი მაისურაძე, ჯონდო ჩხეიძე, გრიგოლ ავალიშვილი, ლევან კურტანიძე, ალექსანდრე ლებანიძე, ზურაბ ზურაბიშვილი, ვერა სოზიაშვილი, ლია ინაშვილი.

-ამით დავასრულებთ საპროექტო ჯგუფის შესახებ თხრობას. ქვემოთ კი სწორედ არქტიტექტორთა და კონსტრუქტორთა მრავალწლიანი, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად შექმნილი ქმნილების მოკლე განხილვას და მშენებლობის ისტორიას შემოგთავაზებთ.




--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Apr 8 2008, 10:57 AM
პოსტი #8


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



xornabujeli
უზომოდ საინტერესო ინფორმაციაა, რაღაც მსგავსი ვიცოდი,
მაგრამ ასე დაწვრილებით ნამდვილად არა.
დიდი მადლობა. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Apr 10 2008, 03:09 AM
პოსტი #9


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა(nini_1 @ Apr 8 2008, 09:57 AM) *

xornabujeli
უზომოდ საინტერესო ინფორმაციაა, რაღაც მსგავსი ვიცოდი,
მაგრამ ასე დაწვრილებით ნამდვილად არა.
დიდი მადლობა. smile.gif

არაფრის,მადლობა სამება.ჯის smile.gif

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

-მე ვფიქრობ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, ჩვენი დროის ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები წმიდა სამების ტაძრის შესახებ:



სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

ეს წმიდა ტაძარი არის ქართველი ადამიანის, ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მან ღირსნი გაგვხადა ასეთი დიდებული ტაძრის აშენებისა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად ჩვენს სულიერ სამყაროში არსებული პრობლემებისა, სრულყოფისაკენ მიდის საქართველო.
... უფალმა გარდმოავლინა მადლი სულისა წმიდისა საქართველოზე და საქართველომ ღვთის მადლითა და ძალით ააშენა ეს ტაძარი. ამ წმიდა ტაძარმა მომავალში უნდა გაამთლიანოს სრულიად საქართველო.



საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მრავალჭირნახული ჩვენი მიწა უძველესი ტაძრებითაა მოფენილი. მათი სიდიადე და მშვენება აოცებს მნახველს და ნათელს ხდის, რომ ქართული კულტურა უკვდავია, როგორც ქართველი ერი.
... საუკუნოვანი ქარტეხილების მიუხედავად, ქართველებს არ გაუწყვეტიათ კავშირი წარსულ კულტურულ მემკვიდრეობასთან. ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე ჩვენ ავაგეთ თანამედროვე ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მონუმენტური ტაძარი და კიდევ ერთი შედევრით გავამდიდრეთ მსოფლიო ხელოვნების საგანძური.




საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

«ეს ტაძარი მრავალი საუკუნის მანძილზე შეახსენებს შთამომავლობას თითოეულ სიტყვასა და ნაბიჯს, რომლებიც ერთობლივად გადავდგით სამშობლოს მსახურებისას»


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე 2002 წლის 25 დეკემბერს



თქვენო უწმინდესობავ,

წმინდა სინოდის პატივცემულო წევრებო,

ძვირფასო სტუმრებო,

თანამემამულენო!



დღეს სრულიად დაქართველო საყოველთაო ზეიმითა და ქრისტესმიერი სიყვარულით აღნიშნავს ერის სულიერი მწყემსის, ერთგული მამულიშვილის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 25 წლისთავს.
ეს უდავოდ ღირსშესანიშნავი მოვლენაა, რომელიც საქართველოს ისტორიაში მთელი ეპოქის გვირგვინად იქცევა.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ქართული ეკლესიის მრევლმა და თქვენმა მათლულმა, განსაკუთრებით უნდა ავთღნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობა და თანადგომა მის უწმინდესობასთან, რომელიც, როგორც უკვე ბრძანეთ, ჯერ კიდევ ტოტალიტარიზმიკს წლებში დაიწყო, საქართველოს საერო და სასულიერო ხელისუფალთა ურთიერთმხარდაჭერის ამ დიდი ტრადიციის გაგრძელებაა, ჯერ კიდევ გიორგი ჭყონდიდელის ხანაში რომ ჩაეყარა საფუძველი.
ერის სულიერი და არსებითი კეთილდღეობისათვის საერთო, განუყოფელი პასუხისმგებლობის უეჭველმა გაცნობიერებამ მრავალი ისტორიული განსაცდელი გადაატანინა საქართველოს და კვლავაც მისი ცხოველმოქმედების უმთავრეს პირობად დარჩება.
ეს ტრადიცია გულისხმობს, აგრეთვე, პიროვნულ ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებას, უსიტყვო ნდომასა და ერთგულებას.
მე ვამაყობ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, სხვადასხვაგვარ ვითარებაში ერთნაირი ძალისხმევით მხარს ვუჭერდი თქვენი უწმინდესობის ჭეშმარიტად მისიონერულ საქმიანობას.
მახსენდება, მაშინ, როცა ჩვენი ხალხის ნებით, თქვენი ნებით და უფლის კარნახით შორეული კუთხიდან ჩემს სამშობლოში, საქართვლოში დავბრუნდი, პირველი, რაც გავაკეთე, თქვენთან, საპატრიარქოში მოვედი და ლოცვა-კურთხევა გთხოვეთ. მაშინ მივიღე ის მხარდაჭერა, თანადგომა, რომელთა გარეშე იმ ქაოსის და უბედურების დაძლევა არ შეიძლებოდა.
თქვენი ლოცვა-კურთხევით და მამულიშვილური ღვაწლით, საქართვლოში, დღიდან აღსაყდრებისა, ასობით ეკლესია აშენდა, აღდგა და განახლდა. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს და მთელი ხალხი, მდიდარი და ღარიბი - ყველა ჩასმულია მასში.
განსაკუთრებით საგულისხმო და მნიშვნელოვანია სწორედ ამ პერიოდში ახალგაზრდობის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების, მომავალი თაობის მოქცევა ეკლესიისაკენ, რაც მათი სულიერი სიჯანსაღით წინაპირობას ქმნის.
ვასრულებდი რა ჩემი ხალხის ნებას, სრულიად შეგნებულად მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - დამეჯილდოვებინა დავით აღმაშენებლის ორდენით. თავენ ერთადერთი ადამიანი ხართ, რომელიც მისი მფლობელია.
თქვენი საქმიანობა პატრიოტული თავშეწირულობის ნიმუშია. ასეთი მაგალითი კი განსაკუთრებით ღირსეულია იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო აღმშენებლობა და ყოველმხრივი ტრანსფორმაცია ერისაგან უდიდეს მატერიალურ მსხვერპლს მოითხოვს. რომ არა თქვენი მხარდაჭერა, ამ წლებს ვერ გავუძლებდით.
ეკლესია და მიაი მწყემსი (ასევე, როგორც საუკუნეთა წინათ, უმძიმესი გაჭირვების ჟამს), რჩებიან იმ კელაპტრად, რომელიც ქვეყნის ცხოვართ გზას უნატებს და სულიერ მწვერვალთა დასაპყრობად დიდი მსხვერპლის აუცილებლობაში არწმუნებს.
ჩვენი დედა-ეკლესია საქართველოს სულიერი და სხეულებრივი მთლიანობის უმტკიცესი ბურჯი იყო, რჩება და იქნება კვლავაც.
გრიგოლ ხანცდელიდან დღემდე ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მართლაც წმიდა სანთელივით გამოატარა ეს ტრადიცია.
ხოლო ილია მეორემ, თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, იგი შემოიტანა ახალ საუკუნესა და ახალ ათასწლეულში, დამოუკიდებელ საქართველოში, როგორც ნიშანსვეტი საქართველოს სახელმწიფოებრივი და სულიერი განვითარებისა და აღორძინებისა.
იგი კვლავაც დაგვეხმარება, ერთად ვაშენოთ ურყევ ეროვნულ საწყისზე დაფუძნებული, ახალი, თავისუფალი საქართვლო, რომლის ხატად იქცევა წმიდა სამების ტაძარი. მას ჩვენ ყველა ერთად - საქართველოს მოქალაქეები, მე და თქვენ ერთად ვაშენებთ და ვუტოვებთ შთამომავლობას.
გარდა ამისა, ეს ტაძარი, თქვენო უწმინდესობავ, მრავალი საუკუნის მანძილზე შეახსენებს შთამომავალთ თითოეულ სიტყვასა და ნაბიჯს, რომლებიც ერთობლივად გადავდგით სამშობლოს მსახურებისას.
ასევე საუკუნეებს შემორჩება ძეგლი, რომელსაც სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში მე და თქვენ მოვაწერეთ ხელი - ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს მარადიული ერთობის ნიშნად.
თქვენო უწმინდესობავ, მთელი ერის, სრულიად საქართველოს სახელით გილოცავთ აღსაყდრების 25 წლისთავს, დაბადების 70 წლის იუბილესა და მღვდელმთავრობის 40 წლის შესრულებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ფიზიკურ ძალმოსილებას - ღვთის სადიდებლად და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის გასაძლიერებლად.
გამოჩენილლი ქართველი მხატვრის, ზურაბ ნიჟარაძის ფერწერულ ტილოში - «აღმასვლა» მაღალმხატვრულ ღირებულებებთან ერთად განხორციელებულია იდეა სტიქიის, ტალღების ტრანსფორმირებისა ცხენებად, რომლებიც აღმართული ატიან ზეცისაკენ, ღმერთისაკენ და გვევლინებიან სამყაროს, ქვეყნის სიძლიერის, სტაბილურობისა და აღმასვლის სიმბოლოებად.
სურათში აგრეთვე აჟღერებულია იდეა საერო და რელიგიური ასპექტების თანხვედრისა სამყაროსა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ნება მიბოძეთ, ეს სურათი მხატვრის, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით თქვენ გადმოგცეთ.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 03:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი