![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
iako |
![]()
პოსტი
#101
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
ჰარი პოტერი ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, რომელებიც მოდას ემორჩილებიან და წლების მერე მათი კვალი არსად ჩანს.აუკრძალო ბავშვს ამის კითხვა,არამგონია სწორი იყოს,მხოლოდ უნდა მიანიშნო რომ გასართობი წიგნია და მისგან რაარც შთამბეჭდავი არ შექმნას.
ბავშვს, ჯერ გემოვნება უნდა ჩამოუყალიბო და მერე შეძლებს თვითონ საუკეთესოდ, ნამდვილი და ღირებული, გასართობი და წარმავალისგან გაარჩიოს. მხოლოდ ისე არ დაგვემრთოს, მე-10 კლასელი მოსწავლე რომ მეუბნებოდა,მორიგ სულელურ სერიალზე, ეს ხომ ხელოვნების ნიმუშიაო. აი ეს შედეგია უკვე სავალალო. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
უჩა |
![]()
პოსტი
#102
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
ჰარი პოტერი ნამდვილად ცუდ გავლენას ახდენს ბავშვებზე.
უბრალოდ ცუდია ბავშვები მასზე რო იზრდებიან როცა შეილება რომ სხვა კარგ ნაწარმოებებზე გაიზარდნონ. აი ჰარი პოტერის წაკითხვის მერე რა იდეები აწუხებთ ბავშვებს. 1. 12 წლის გოგონა:”მე წავიკითხე ეს წიგნები სამჯერ და მეტად. ყოველი წაკითხვისას ვმოგზაურობ განსაკუთრებულ მაგიურ სამყაროში და ვბაძავ სამ მეგობარს. მეც მინდა, რომ გავხდე მაგი”. 2. 15 წლის გოგონა:”ჩემთვისაც რომ არსებობდეს სინამდვილეში ასეთი სკოლა!” 3. 10 წლის ბიჭუნა: “ჩემს სახლთან ალბათ არსებობს მაგების რომელიღაც ქალაქი. . . და ის ქალი, რომელიც ჩემს პირდაპირ ცხოვრობს, რაგორღაც უცნაურია. იქნებ იგი ნამდვილი კუდიანია “. 4. 10 წლის ბიჭუნა: “არა მჯერა, რომ ჩემს სახლთან შეიძლება არსებობდეს მაგების ქალაქი, მაგრამ მე ძალიან მინდა, რომ ის არსებობდეს, იმიტომ, რომ მე ვოცნებობ მაგი გავხდე 5. 9 წლის გოგონა: “მე მჯერა, რომ ჩემს სახლთან ნამდვილად არსებობს მაგების ქალაქი. მე განუწყვეტლივ ვხედავ უცნაურ სიზმრებს. ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ მე ჭკუიდან შევიშალე, და ეს მართალია. როდესაც დავდივარ ქუჩებში, ვხედავ ვიღაც მოხუცებს, უცნაურ ადამიანებს, რომლებიც ატარებენ . . .სათვალეებს . . . და მანტიებს. . .”. 6. სხვა გოგონა: “ ყველა ჩვენთაგანს “აწვალებს” რომელიმე მასწავლებელი. . . სნეიპი მე მაგონებს მათემატიკის მასწავლებელს. . .”. 7. 9 წლის გოგონა: “მე უბრალოდ ჰარი პოტერის ფანატიკური მკითხველი ვარ და ძალიან მინდა, რომ მაგია სინამდვილეში არსებობდეს. მართალია, ძალიან მეშინოდა, როდესაც ვკითხულობდი მეოთხე წიგნს, განსაკუთრებით იმ ადგილს, სადაც კვდება სენდრიკ დიგორი, და გარკვეული ხნის განმავლობაში საშინელი კოშმარები მესიზმრებოდა “. . . წმინდა წერილში წინასწარმეტყველი ამბოს: “ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს სიკეთეს ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს ბნელად . . “ (ეს., 5,20). ხოლო ბერი პაისი მათაწმინდელი აბობს: “დაე, ღმერთმა გვიშველოს, ვინაიდან ახლა ბავშვებს ეხმარებიან შეიცვალონ არა კარგისაკენ, არამედ -– ეშმაკეულისაკენ”. “. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
უჩა |
![]()
პოსტი
#103
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
“რუსეთში ჰარი პოტერის შესახებ დაწერილი წიგნების პირველი მსხვერპლი გახდა 20 ნოვოსიბირსკელი მოწაფე , რომლებიც შაბიამნით მოწამვლის გამო, უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში. ისინი მერვეკლასელებმა მოწამლეს . . . შესვენებაზე მივიდნენ მეოთხეკლასელებთან და მიაწოდეს რა საწყაო, უთხრეს, რომ მასში ჰარი პოტერის რეცეპტით დამზადებული ჯადოსნური სასმელია”.
-------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#104
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
უჩა
კა შე კაცო რებს სწერ რომ სწერ?.. აბა ისაა შვლის ნუკრის ნაამბობს რომ მაკითხებდნენ ბავშვობაში და ცხარე ცრემლით მატირებდნე? ![]() -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#105
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
Misha Songulashvili
"შვლის ნუკრის ნაამბობის" წაკითხვის შემდეგ ბავშვს ბუნებისადმი კეთილი მოპყრობის, ღვთის გაჩენილი ცხოველების სიყვარულის, დანდობისა და შებრალების, თანაგრძნობის სურვილი უნდა აღეძრას... "ჰარი პოტერის" მერე რისი?? P.S. არ გეგონოს რაღაც მაგიურად ვთვლიდე. გაPRებული სისულელეა. უმიზნო და უაზრო. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#106
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
კანონისტი
ციტატა Misha Songulashvili "შვლის ნუკრის ნაამბობის" წაკითხვის შემდეგ ბავშვს ბუნებისადმი კეთილი მოპყრობის, ღვთის გაჩენილი ცხოველების სიყვარულის, დანდობისა და შებრალების, თანაგრძნობის სურვილი უნდა აღეძრას... "ჰარი პოტერის" მერე რისი?? აი რისი: ციტატა მეც მინდა, რომ გავხდე მაგი იცი რამდენს უნდა? შენ უბრალოდ გშურს შენდს ბავშვობაში რომ არ იყო... ან კიდევ შენც გინდა მაგობა და გრცხვენია აღიარება ციტატა P.S. არ გეგონოს რაღაც მაგიურად ვთვლიდე. გაPRებული სისულელეა. უმიზნო და უაზრო. მიზანი ავტორისთვის კომერციულად ვარგისი პროდუქციის შექმნა იყო. მგონი გამოუვიდა არა? -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#107
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
კანონისტი აი რისი: იცი რამდენს უნდა? შენ უბრალოდ გშურს შენდს ბავშვობაში რომ არ იყო... ან კიდევ შენც გინდა მაგობა და გრცხვენია აღიარება მიზანი ავტორისთვის კომერციულად ვარგისი პროდუქციის შექმნა იყო. მგონი გამოუვიდა არა? მაგობის სურვილი რომ არ მქონდა ბავშვობაში, უბედური ბავშვობა მაქონდა? ![]() ბავშვების ხარჯზე კომერციული ნაწარმოების შექმნა იგივეა, მათი ფსიქიკა დაუმახინჯო. როცა ბავშვებზე ვსუაბრობთ, იქ კომერცია თუ მთავარი მასტიმულირებელია, ცუდად ყოფილა საქმე. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#108
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
თამარი_ცქნაფო
ციტატა მაგობის სურვილი რომ არ მქონდა ბავშვობაში, უბედური ბავშვობა მაქონდა? აბა კარგი ბავშვობა გქონდათ? თუ ეგრეა მოდერატორი რატომ გახდით? ![]() ![]() ![]() ციტატა ბავშვების ხარჯზე კომერციული ნაწარმოების შექმნა იგივეა, მათი ფსიქიკა დაუმახინჯო. როცა ბავშვებზე ვსუაბრობთ, იქ კომერცია თუ მთავარი მასტიმულირებელია, ცუდად ყოფილა საქმე. მერე მე გითხარით რომ საქმე კარგადაათქო? მე უბრალოდ კანონისტს ვუთხარი რომ მიზანი სწორედაც რომ ჰქონდა... -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#109
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
Misha Songulashvili
მე ახლაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ "ტომს და ჯერის"... ამერიკულია, სხვათა შორის ![]() ციტატა მიზანი ავტორისთვის კომერციულად ვარგისი პროდუქციის შექმნა იყო. მგონი გამოუვიდა არა? ავტორის მიზანი ვიცი. ბავშვისთვის და მისი ქრისტიანად აღზრდისთვის რა მიზანი ჰქონდა-მეთქი? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#110
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
თამარი_ცქნაფო აბა კარგი ბავშვობა გქონდათ? თუ ეგრეა მოდერატორი რატომ გახდით? ![]() ![]() ![]() მერე მე გითხარით რომ საქმე კარგადაათქო? მე უბრალოდ კანონისტს ვუთხარი რომ მიზანი სწორედაც რომ ჰქონდა... აჰ... მე მაპატიეთ ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#111
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
კანონისტი
ციტატა მე ახლაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ "ტომს და ჯერის"... ამერიკულია, სხვათა შორის აგრესიული არ ხდები კატების მიმართ? ხოდა აღსარება გაქვს სათქმელი დავით ![]() ![]() ციტატა ბავშვისთვის და მისი ქრისტიანად აღზრდისთვის რა მიზანი ჰქონდა-მეთქი? აუ შენ მათემატიკის სახელმძღვანელოშიც ქრისტიანობას ხომ არ ეძებ??? -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
k@the |
![]()
პოსტი
#112
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ცუდად არის საქმე ცქნაფო ნამდვვილად, დღესდღეობით მთელი ტენდენციაა მსოფლიოში ასეთი, ყველაფერს უყურებენ კომერციულად მომგებიანობის ხედვით. ამიტომ მაინცადამაინც ჰარი პოტერს არ გამოვყოფდი მე და მის ავტორს. უამრავი მულტფილმებია კიდევ ჰარი პოტერზე უაზროები და კიდევ უფრო პატარა ბავშვების ფსიქიკას რო აზიანებენ ისეთები. უბრალოდ ჰარი პოტერი უფრო მეტად გააპიარა, ჩვენმა განგაშმა და ამ წიგნისადმი ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭებამ.
უნდა გამოვტყდე, ბავშვობაში ჯადოსნური ჯოხის ქონა ძალიანაც რომ მინდოდა. მაშინ ჰარი პოტერი არ არსებობდა. ბევრი ბავშვის მიდრეკილებაა, თავი ზღაპარში მოიაზროს და პიტერ პენივით ფრენა წარმოიდგინოს და ერთი ხელის მოძრაობით მთელი ჭურჭელი დარეცხოს რაც კონკიას უნდა დაერეცხა და ა.შ. აკრძალვა სასტიკი, ბავშვებს ეკლესიის მიმართ შიშს უნერგავს და გრძნობას, ''აი იმათ ჩემი არ ესმით''-ო. ასეთი კატეგორიული აკრძალვების წინააღმდეგი ვარ მე პირადად. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მნათე |
![]()
პოსტი
#113
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
და აჰა მე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ მინახავს ოდესმე უფრო ქრისტიანული ზღაპარი... სიყვარულის, მეგობრობისა და მშვენიერების სიმბოლო....
არ შეიძლება ყველაფერში ინოკენტი იყო... ციტატა P.S. არ გეგონოს რაღაც მაგიურად ვთვლიდე. გაPRებული სისულელეა. უმიზნო და უაზრო. წაგიკითხავს? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
უჩა |
![]()
პოსტი
#114
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
პროგრამული კოდი [quote]ბავშვების ხარჯზე კომერციული ნაწარმოების შექმნა იგივეა, მათი ფსიქიკა დაუმახინჯო. როცა ბავშვებზე ვსუაბრობთ, იქ კომერცია თუ მთავარი მასტიმულირებელია, ცუდად ყოფილა საქმე.[/quote] მერე მე გითხარით რომ საქმე კარგადაათქო? ანუ აღიარებ რომ ვერაა ხო საქმე კარგად. ![]() -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#115
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ცუდად არის საქმე ცქნაფო ნამდვვილად, დღესდღეობით მთელი ტენდენციაა მსოფლიოში ასეთი, ყველაფერს უყურებენ კომერციულად მომგებიანობის ხედვით. ამიტომ მაინცადამაინც ჰარი პოტერს არ გამოვყოფდი მე და მის ავტორს. უამრავი მულტფილმებია კიდევ ჰარი პოტერზე უაზროები და კიდევ უფრო პატარა ბავშვების ფსიქიკას რო აზიანებენ ისეთები. უბრალოდ ჰარი პოტერი უფრო მეტად გააპიარა, ჩვენმა განგაშმა და ამ წიგნისადმი ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭებამ. უნდა გამოვტყდე, ბავშვობაში ჯადოსნური ჯოხის ქონა ძალიანაც რომ მინდოდა. მაშინ ჰარი პოტერი არ არსებობდა. ბევრი ბავშვის მიდრეკილებაა, თავი ზღაპარში მოიაზროს და პიტერ პენივით ფრენა წარმოიდგინოს და ერთი ხელის მოძრაობით მთელი ჭურჭელი დარეცხოს რაც კონკიას უნდა დაერეცხა და ა.შ. აკრძალვა სასტიკი, ბავშვებს ეკლესიის მიმართ შიშს უნერგავს და გრძნობას, ''აი იმათ ჩემი არ ესმით''-ო. ასეთი კატეგორიული აკრძალვების წინააღმდეგი ვარ მე პირადად. გეთანხმები. ამიტომ არ მომწონს და არ ვამართლებ თუნდაც ავტორის მახვილგონიერება,ს მან ზუსტად დაიჭირა ბავშვის სურვილები და მიდრეკილებები ამ ასაკში და იქიდან დაუწყო მანიპულირება. სხვა საკითხზეც გეთანხმები, უამრავი ნაგავი მულტფილმია დღეს ტვ-ში, გული გაგისკდება, რაღაც რობოტები, სპანჟბობი თუ ვიღაც ყვითელი ოთხკუთხედი არსებები, სისხლი, იარაღი ![]() პროგრამული კოდი [quote]ბავშვების ხარჯზე კომერციული ნაწარმოების შექმნა იგივეა, მათი ფსიქიკა დაუმახინჯო. როცა ბავშვებზე ვსუაბრობთ, იქ კომერცია თუ მთავარი მასტიმულირებელია, ცუდად ყოფილა საქმე.[/quote] მერე მე გითხარით რომ საქმე კარგადაათქო? ანუ აღიარებ რომ ვერაა ხო საქმე კარგად. ![]() ჩემი აღიარება შველის რამეს? მე ჩემს მოსწავლეებს ყოველკვირეულ საკითხავ დამატებით მასალას ვაძლევ, მაგრამ იმის ალბათომაც დიდია, რომ სანამ მე მათ კითხვის კულტურას ვუყალიბებ, შინ მშობლები არ ცდილობენ უაზრო მულტფილმებით გაჭყიპონ -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#116
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
Misha Songulashvili
მეტი არგუმენტი არ გაქვს? საინტერესოა ![]() მათემატიკა არის მეცნიერება და მისი მიზანია ერთი მხრივ ადამიანს განუვითაროს აზროვნების და ლოგიკური მსჯელობის უნარი, ხოლო მეორე მხრივ, შეუქმნას ბაზისი სხვა ზოგიერთი საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების შესასწავლად. ზღაპარი არის მოგონილი რამ, და მას უნდა ჰქონდეს იდეალიზმის ნიშნები, ანუ ვიყენებთ ზღაპრის ხერხს, რომ ბავშვს რაღაც ვასწავლოთ. ამიტომ, ზღაპარს უნდა ჰქონდეს აუცილებლად კონკრეტული შინაარსი და აქედან გამომდინარე - მიზანიც. P.S. მხოლოდ შენ არ გწერ ამას. მხოლოდ შენ კი არა და, შენ ყველაზე ნაკლებად. ამ საღადაო ე.წ. 'არგუმენტების' ფონზე არა მგონია ხეირიან პასუხზე იფიქრო.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#117
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
მოკლედ ნაცარქექია ყველას გაქვთ წაკითხული და სავალდებულოა ქართველს წაკითხული ჰქონდეს არა ობიექტურობისათვის აღნიშნეთ მაინც რომ აფერისტობის გაკვეთილია
![]() -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
მნათე |
![]()
პოსტი
#118
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ღმერთმანი....
ჰარი პოტერის, ჰერმიონა გრეინჯერისა და რონ უისლის სიყვარული ყველა ბავშვისთვის სამაგალითოა... ჯადოქრული სამყარო ჩემში ქრისტიანულ ასოციაციებს ქმნის... ეს ადამიანები ზრუნავენ მაგლთა ცხოვრების სიმშვიდეზე... აბსურდია ის რაც აქ იწერება.. 7 ტომი მაქვს წაკითხული დაახლოებით 3-ჯერ და ჩემში ამ ყველაფერმა მხოლოდ ლამაზი იუმორისა და სიკეთის გამარჯვების შეგრძნება დატოვა... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
k@the |
![]()
პოსტი
#119
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
თამარი_ცქნაფო
მარტო ეგ?? გუშინ ტელევიზორში ვუყურე, ფიფქია და 7 ჯუჯას პაროდია-ზღაპარ-ფილმი იყო გადაღებული. სადაც კონკია რო ჯუჯებთან მივა, ბიჭადაა გადაცმული და პრინცს ბიჭი შეუყვარდება, ანუ გონია რო ბიჭია მარა მაინც სიყვარულისათვის იბრძვის და ბოლოს გოგო გამოჩნდება ![]() ![]() არადა მიყვარს ზღაპრები, თან საბავშვო ფილმად იყო გადაღებული ![]() ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#120
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
მაგრამ აკრძალვა მაინც არ მგნია გამსოავალი, მე მაინც ვთვლი, რომ ამ ყველაფრის დარეგულირება სკოლამ და ოჯახმა ერთდროულად უნდა მოახერხოს. დამერწმუნეთ, უკეთესი იქნებოდა, ჩემს მშობლებს დოზირებულად მოეცათ წასაკითხი წიგნბეი, ვიდრე ჩემს ჭკუაზე რომ ვკითხულობდი ყველაფერს და ყველანაირს
![]() პს. მნათეც მართალია, ზოგიერთი ქართული ხალხური ზღაპარი თრილერია ![]() ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 01:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი