![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
maia23 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 29-September 07 წევრი № 2,855 ![]() |
დამლოცე მამაო
ცოტა ხნის გადავწყვიტეთ შეუღლება,რა თქმა უნდა ჯვრისწერით,რადგან ეს ორივესთვის ზალიან მნიშვნელოვანია.მისი მშობლების კატეგორიული უარის შემდეგ და ამას მოყოლებული ჩხუბის და ცრემლების შემდეგ,საკმრომ მთხოვა ცოტა ხანი დაგვეცადა და მერე დაგვეწერა ჯვარი,მე თვიტონ არ მესმის ჩემი მშობლების ნუ შეცდები გაიგო,უბრალოდ ცოტა მოვიცადოტო.მოკლედ ვერაფერი ვერ გავიგე რატომ და რისტვის,არადა ვიცოდი რომ საცინააგმდეგო არაფერი ქონდატ დიდი ხანია იცოდნენ ჩვენიი ერტად ყოფნის ამბავი და რომ შეუღლება გვნდოდა,მაგრამ ახლა არაო. მოკლედ 1ტვის მერე როცა უკვე ურტიერტობა დაგვეზაბა იმის გამო რომ ვიფიკრე აგარ ვუკვარვარ და იმიტომ არ უნდა ჯვრისწერა და როცა საქმე იკამდე მივიდა რომ ლამის დავშორდიტ ამ ყველაპრის გამო,მერე გამომიტყდა სირცხვილიტ რომ მის მშობლებს ზალიან ჯერატ ჰოროსკოპის და რომ ეს ჰოროსკოპში ამოვიდა რომ ტუ ეხლა ჯვარს დავიცერტ და ვიქორცინებტ უბედურები ვიკნებიტ.მე ვიცოდი რომ მისიანები ზალიან გატაცებულნი იყვნენ ჰოროსკოპიტ და რომ ამიტ ცხოვრობდნენ და გეგმავდნენ ცხოვებას მაგრამ რომ ასე ზლიერ ჯეროდატ ვიდრე სვა დანარჩენი ყველაფრის და რომ ამის გამო ჯვრის დაცერას გადამადებინებდნენ არ მეგონა,მადლობა უფალს რომ ჩვენ არცერტს არ გვჯერა მაგის მაგრამ რადგან ამხელა ჩხუბი და არეულობა იყო მ აგის გამო მე გავუგე და შემეცოდა ჩემი საქმრო რომ გამოუვალ სიტუაციაში ჩააგდეს,დედამ უტხრა დროზე ადრე არ დაიცეროტო რადგან ეს ვარსკვლავებმა ტქვესო. რა ვქნა მამაო როგორ ვებრზოლო ამ ურწმუნოებას,ეს ხო მტელი ცხოვრების ტვირტია,ჯვარის ცერა რომ მაგის გამო გადაადებინეს სხვა ყველაფერიც უნდა გვიწეროს იმ ვიგაც აფერისტმა ატროლოგმა?რა ტქმა უნდა არ გვჯერა ჩვენ და არ ვცნობტ,მაგრამ იმატ ჯერატ,როგორ მოვიკცე მირჩიეტ,დამეხმარეტ გევედრებიტ. |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
მშვიდობა ქრისტესი თქვენთანა, მაია!
მართლაც, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილხართ. ცრურწმენასთან ბრძოლა არ არის ადვილი საქმე. მით უფრო, როცა საქმე ეხება ისეთი ადამიანების ცრუმორწმუნეობას, რომელთა მიმართ განასკუთრებული პატივისცემის და მორჩილების გამოვლენა მოგიწევთ. მაგრამ გამოუვალი არ არის თქვენი მდგომარეობა. ძირითადი ტვირთი ამ შემთხვევაში თქვენმა რჩეულმა უნდა იტვირთოს, მან უნდა ითავოს, როგოც ხვალინდელმა ოჯახისთავმა. მშობელთა პატივისცემა და მორჩილება – უფლისმიერი მცნებაა. მაგრამ მორჩილება არ არის მონობა. მორჩილების საზღვრებია სჯული. ის, რაც სცილდება ქრისტეს სჯულს და ქრისტეანობის სულს ვერ იქნება მორჩილების სფერო. თუ თქვენი ურთიერთობა ბრკოლდება ცრუმორწმუნეობის გამო, ვერავინ დაგავალდებულებთ მორჩილებას მშობელთა, რადგან არავინ იცის, კიდევ რისკენ მიდრეკს ბოროტი მათ. ამასთან ერთად უნდა გააცნობიეროთ ისიც, რომ ეს ადამიანები თქვენთვის უახლოესნი გახდებიან და მოგიწევთ მათი ტვირთვა, მათი შეყვარება, მათთვის ზრუნვა. თქვენ ვერ შეცვლით მათ, – ეს მხოლოდ ღმრთის მადლს ძალუძს. უნდა მიიღოთ ისეთები, როგორიც არიან და გამოითხოვოთ უფლისაგან მათი მოქცევა. ეს არა ხვალ, არამედ დღესვე უნდა ითხოვოთ მაცხოვრისაგან. იქციეთ ყოველდღიურ კანონად მათთვის ლოცვა. ჯვრისწერის ლოცვებში მღვდელი შეთხოვს ღმერთს მამაკაცისათვის: "რათა იქმნეს თავ ცოლისა თვისისა". თქვენმა მომოვალმა მეუღლემ უნდა იტვირთოს თავობა ამ მდგომარეობაში და მიიღოს გადაწყვეტილება. თქვენ კი ვერ იქნებით აქტიური მოქმედი პირი. თავობა მისია და ოჯახურ ცხოვრებაში არაეთხელ მოუწევს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე და გადაწყვეტილების მიღება. თუ არ ეთანხმება მშობელთა ცრუმორწმუნეობრივ შეხედულებას, შესაბამისი გადაწყვეტილებაც თვითონვე უნდა მიიღოს. ურთიერთობას კი ნუ დაძაბავთ. ეს ხომ მხოლოდ დასაწყისია ერთობლივი ცხოვრებისა და ორივე უნდა განემზადოთ იმისათვის, რომ მოგიწევთ ერთმანეთის სისუსტეების ტვირთვა. ყველაზე დიდი და მთავარი, რაც შემიძლია გირჩიოთ და გთხოვოთ, არის ლოცვა. ცხოვრებისეული დაბრკოლებები ღმრთისაგან დაიშვება, რათა უფლისაკენ ვიქციოთ პირი, განვტკიცდეთ მისდამი იმედში, რწმენაში, შევიმოსოთ სიმდაბლე და ცოტათი მაინც ავმაღლდეთ. არაფერი ისე არ ასწავლის ადამიანს ლოცვას, როგორც განსაცდელი. უფალმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ურთიერთსიყვარულით ლამაზი ქართული ოჯახის შექმნა. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი