IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> გიყვარდეს საკუთარი თავივით?, როგორ...
მნათე
პოსტი Oct 4 2007, 11:27 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მინდა შევეხო სახარების უზარმაზარი ფენომენის ერთ პარადოქსს (მრავალთაგან) წუთისოფლისთვის, რომელიც თავისი “შეუძლებლობით” ერთთა მხრიდან გაკიცხულია, მეორეთა მხრიდან კი მიღებული და გალიტერატურებული – როგორც ჩვევია ხოლმე მაღალი იდეების მოტრფიალე და პრაქტიკაში მხოლოდ ამ ტრფიალებით კმაყოფილ საზოგადოებას.

მართლაც და საგონებელში ჩაგვაგდებს იმ მცნების განხორციელებაზე ფიქრი, რომელიც გვეუბნება “შეიყვარე მოყვასი ვითარცა თავი შენი”..

როცა პირველად ხსენებული მცნება ამოვიკითხე, გაოცებული მივაჩერდი თავს და ვკითხე: შენ შეძლებ ვინმე გიყვარდეს საკუთარი თავივით? …

ზევითა კითხვას ერთი ძალიან ლოგიკური კითხვაც მოყვა – მერედა როგორ? ხომ არსებობენ ადამიანები რომლებიც ძალიან გვაღიზიანებენ, რომლებსაც უზრდელებად, უტაქტოებად და უკულტუროებად ვთვლით – და შეიძლება ისინი არიან კიდეც უზრდელები, უტაქტოები და უკულტუროები, განა შეიძლება ასეთი ადამიანის შეყვარება? მესმის რაფინირებული მეტყველებით გამორჩეული, კარგი ეთიკისა და ზრდილობის მქონე პიროვნების შეყვარება რაღაც დონეზე, მაგრამ საკუთარი თავივით? შესაშური სიტუაციაა არა? huh.gif blink.gif

პასუხის ძიებას გარკვეული თანმიმდევრობით შევუდექი, ამოცანის მონაცემები შემდეგნაირი გახლდათ:

უფალი ამბობს “ჩემ გარეშე არაფერი შეგიძლია“ პავლე მოციქული კი გვეუბნება, რომ “თუ სიყვარული არ გაქვს არარაობა ხარ” ცხადია პავლე საუბრობს იმ სიყვარულზე, რომელიც ამ ტექსტის სათაურია – ვისმეს საკუთარი თავივით სიყვარულზე…- და კვლავ გაოცებული სახე, - გამოდის რომ მე არარაობა ვარ, თან არაფერი შემიძლია უფლის გარეშე. ამავდროულად არ ვიცი როგორ შევიყვარო მოყვასი საკუთარი თავივით..

და უცებ კიდევ ერთ კითხვას მივადექი; როგორ მიყვარს ან რატომ მიყვარს საკუთარი თავი? ინტუიცია მკარნახობდა რომ ყველა აქამდე არსებული კითხვისთვის პასუხის მოსაძებნად უპირველესად ამ კითხვაზე იყო საჭირო პასუხი..

საკუთარი თავი ხომ სულაც არ მიყვარს იმისთვის, რომ რაიმეგვარი დადებითი თვისებება ან თვისებები გამაჩნია, რადგან ის მაშინაც მიყვარს როცა დადებითი თვისებებიბი უბრალოდ თვლემენ.. მეს სიყვარული ის თავისთავადობაა რომელიც არავის უკვირს, ის უბრალოდ გვიყვარს რადგან ასეა საჭირო, თავს ყოველთვის ვუფრთხილდებით რადგან ასეა საჭირო და საერთოდაც ნორმალური ადმაიანები ამაზე არ დაობენ, მხედველობაში არ მყავს მაზოხისტები..

მაშ, როგორ უნდა მიყვარდეს, ზემო აღნიშნული უკულტურო ადამიანი? ის ხომ უბრალოდ უკულტუროა ღმერთმანი... მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ გუშინ მეც უკულტუროდ მოვიქეცი და ეს სულაც არ გამხდარა საკუთარი თავის შეძულების მიზეზი, აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე – სწორედ თავისთავად, არსობრივ, უანგრაო სიყვარულზე, როცა გიყვარს იმიტომ რომ ასეა საჭირო, როცა ზრუნავ იმიტომ, რომ ასეა საჭირო, ხოლო ეს საჭიროება შობს ბედნიერებას, ბედნიერება კი ჩვენი სწრაფვის მუდმივაა..

აღმოვაჩინე რომ თუ ვინმე უანგაროდ არ გეყვარება, თუ სიყვარული არ იქნება არსობრივი, თუ სიყვარული არ იქნება საყოველთაო და თავისთავადი, ბედნიერება იქნება ილუოზური..

ქრისტე ხომ ის პიროვნებაა, რომელიც მცნებათა აღსრულებას კომპლექსურად მოითხოვს, რათა ამ რაციონით, ამ ქმედებათა ბიძგებით ჩვენში ბედნიერება შეძერწოს და მეტიც – ბედნიერება სწორედ რომ ჩვენით შეძერწოს..

ის აკრძალვათა მეუფე არ არის, ის ერთდროულად ბედნიერება და ბედნიერებისაკენ მიმავალი ბილიკია.. ბილიკს კი კოლიდორი იცავს, რომელიც თავის მხრივ უფსკრულისგან გვიფარავს, მხოლოდ სულელს შეუძლია დაარქვას უფსკრულში გადაჩეხვას თავისუფლება…

მაშ შევიყვაროთ ერთმანეთი უანგაროდ, თავისთავადობით და ამ ერთობაში მოვიძულოთ ცოდვა..


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Oct 4 2007, 11:40 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



არაერთხელ დავფიქრებულვარ რას ნიშნავს გიყვარდეს საკუთარი თავიდა როგორია საკუათარი თავის მიმართ განცდილი სიყვარული ? ! ამ სიყვარულის დასტური თუ მხოლოდ ის არის რო ზრუნავ საკუთარ თავზე ზომიერად იმისთვის რო არ დაკარგო ადამიანის სახე ზრუნავ და იკმაყოფილებ გონებრივ სულიერი შიმშილს სწავლობ მიზნები გაქვს და გინდა რო იცხოვრო და არა იარსებო ამ ყველაფრზე კონცენტრირება ნიშნავს რო გიყვარს თავი შენი ? მწირე პრაქტიკამ მასწავლა შეიცანი თავი შენი გამოიძიე საკუათი თავი შენ კარგი და ცუდი თუ შენ თავში არ შეიცანი ადამიანი არავინ დამაჯეროს რო შეძლებ სხვა ადამიანის გამოძიებას და შეცნობის გარეშე მოსული სიყვარული როგორია ?


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 4 2007, 11:42 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
არაერთხელ დავფიქრებულვარ რას ნიშნავს გიყვარდეს საკუთარი თავიდა როგორია საკუათარი თავის მიმართ განცდილი სიყვარული ? ! ამ სიყვარულის დასტური თუ მხოლოდ ის არის რო ზრუნავ საკუთარ თავზე ზომიერად იმისთვის რო არ დაკარგო ადამიანის სახე ზრუნავ და იკმაყოფილებ გონებრივ სულიერი შიმშილს სწავლობ მიზნები გაქვს და გინდა რო იცხოვრო და არა იარსებო ამ ყველაფრზე კონცენტრირება ნიშნავს რო გიყვარს თავი შენი ? მწირე პრაქტიკამ მასწავლა შეიცანი თავი შენი გამოიძიე საკუათი თავი შენ კარგი და ცუდი თუ შენ თავში არ შეიცანი ადამიანი არავინ დამაჯეროს რო შეძლებ სხვა ადამიანის გამოძიებას და შეცნობის გარეშე მოსული სიყვარული როგორია ?


მაგრამ ის მაინც გვიყვარს laugh.gif laugh.gif laugh.gif

რადგან უფალმა ეს სიყვარული განაზოგადა, მაშ ის ნამდვილად არსებობს საკუთარი თავისადმი...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 4 2007, 11:44 PM
პოსტი #4


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა
ამ თემას კითხულობს 8 მომხმარებელი (მათ შორის 0 სტუმარი და 6 დამალული წევრი)
2 წევრი: მნათე, ლილიანა


რომ არ იფიქროთ ამდენი დამალული წევრი ვინააო. ერთი მე ვარ. rolleyes.gif

ასე რო დავსვა საკითხი: არ შეიყვარო თავი შენი, იმაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა... smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Oct 4 2007, 11:45 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა
რადგან უფალმა ეს სიყვარული განაზოგადა, მაშ ის ნამდვილად არსებობს საკუთარი თავისადმი...

არსებობს ... მაგრამ ჩემთვის რთულია ამ ყველაფრის ხელშესახები დაფიქსირება საკუთარ თავში biggrin.gif ეს უფრო პასუხისმგელობაა


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 4 2007, 11:48 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
არსებობს ... მაგრამ ჩემთვის რთულია ამ ყველაფრის ხელშესახები დაფიქსირება საკუთარ თავში ეს უფრო პასუხისმგელობაა


რთულია და შეუძლებელიც, თუ იმ რეცეპტით არ 'მომზადდება' ბედნიერება, რომლითაც ქრისტემ დააწესა... მართლმადიდებლები იმითაც განვირჩევით პროტესტანტებისგან, რომ ხელს არ ვკრავთ, ზოგიერთი პიროვნების (წმინდანის) სხვადასხვა დროს ამამავე რეცეპტით შესრულებული ბედნიერებაის გამოცდილებას და ვითვალისწინებთ (უფლის დახმარებით ცხადია) biggrin.gif

ამიტომ არის საჭირო წმიდა მამათა ცხოვრებანისა და წერილების გამუდმებული კითხვა smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Oct 4 2007, 11:51 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



სიყვარულის მოპოვებაზე თამამად და ხმალამოღებულები ვღუღუნებთ და ის კი გვავიწყდება სიყვარულის ოქრო არს რომელიც შრომით მოიპოვებისო ხოდა ყველა უფრო შრომატევადი თავის შეცნობაა გამოძიება და ისევ სვავ კითხვას და პასუხგაუცემლად ვიცი რო სიყვარული შეცნობით მოდის და შეცნობა უფლის შეწევნის გარეშე არ გძალუძს


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 4 2007, 11:54 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
სიყვარულის მოპოვებაზე თამამად და ხმალამოღებულები ვღუღუნებთ და ის კი გვავიწყდება სიყვარულის ოქრო არს რომელიც შრომით მოიპოვებისო ხოდა ყველა უფრო შრომატევადი თავის შეცნობაა გამოძიება და ისევ სვავ კითხვას და პასუხგაუცემლად ვიცი რო სიყვარული შეცნობით მოდის და შეცნობა უფლის შეწევნის გარეშე არ გძალუძს


ცხადია, მაგრამ უსიყვარულოდ გინდ ეძიე გინდ არა biggrin.gif ეს ის სწავავია, რომელიც თუ არ გაქვს, უფრო დიდი არც ეძიო...

ქრისტიანები თითქოს ვიმუხტებით ამ გრძნობით... როცა მაგალითად ტაძარში სულ რამდენიმე წამით მწვევია ღვტაებრივი სიყვარული... ეს მადლია, მადლი რომელიც გიბიძგებს ნეტარებაში ჩაიძირო...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Oct 4 2007, 11:58 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა
ნეტარებაში

ეგ ნეტარება პრაქტიკაში გამოიციდება და მერე rolleyes.gif
ცდონა უნდა სიყვარულს ერთია განცდა


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Oct 4 2007, 11:58 PM
პოსტი #10


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ძნელია.....


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 5 2007, 12:00 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ეგ ნეტარება პრაქტიკაში გამოციდება და მერე
ცდონა უნდა სიყვარულს ერთია განცდა


ღვთაებრივი სიტყვებია, დიახ ცოდნა რომელიც ქრისტემ დაგვიტოვა, სწორედ სიყვარულის რეცეპტია... ჩვენ სინამდვილეში ვიცით როგორ ვიყოთ ბედნიერები, მაგრამ არ ვახორციელებთ...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Oct 5 2007, 12:09 AM
პოსტი #12


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332




ციტატა
სწორედ თავისთავად, არსობრივ, უანგრაო სიყვარულზე, როცა გიყვარს იმიტომ რომ ასეა საჭირო, როცა ზრუნავ იმიტომ, რომ ასეა საჭირო, ხოლო ეს საჭიროება შობს ბედნიერებას, ბედნიერება კი ჩვენი სწრაფვის მუდმივაა..

ეს სიყვარულიც ალბათ ასეთი უნდა იყოს


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Oct 5 2007, 01:44 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



რა არის მოყვასის ნამდვილი სიყვარული არ ვიცი მაგრამ ზოგადად ვიტყვი.რაც გემეტება შენი თავისთვის ის და იმაზე უკეთესიც გემეტებოდეს მოყვასისთვის.როცა ვინმე გაგაბრაზებს მიუხედავად შეურაცყოფის დონისა ეცადე ზუსტად იმ მომენტში და შემდგომაც გულში ილოცო მისთვის და ეს მრისხანება სიყვარულით დასძლიო.აღსარებაში მოინანიე შენი მრისხანება მოყვასის მიამრთ და ნუ დაიწყებ საკუთარი პოზიციის გამართლებას.როდესაც ზიარებაზე მიხვალ ეცადე რომ ყველასთვის ნაპატიები გქონდეს და არ იყოს წყენა შენს გულში ვინმეს მიმართ რათა სასჯელად არ გამოგივიდეს მიახლება დიდსა საიდუმლოსა უფლისასა.გახსოვდეს მამაო ჩვენში რომ ეუბნები უფალს რომ როგორც მე მივუტევებ ისე შენ მომიტევე,როგორი ბედნიერებაა იმის განცდა რომ თუ შენ მიუტევებ მოყვასს,უფალი მოგიტევებს შენ ცოდვებს და შეგიწყალებს.
ზოგადად რაც მე ვთქვი და რაც არ ვთქვი და თქვენ დაამატებთ თუ ამეებს შეასრულებს ადამიანი მაშინ ისწავლის მოყვასის ნამდვილ უანგარო სიყვარულს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხათუნა
პოსტი Oct 5 2007, 01:52 AM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 365
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 412



მნათე
რაფინირებული მეტყველებით გამორჩეული, კარგი ეთიკისა და ზრდილობის მქონე პიროვნების შეყვარება - სიყვარული არ არის, არამედ მოწონებაა. შეიძლება ასეთი ადამიანი ამ თვისებების გამო მოგეწონოს. მაგრამ როდესაც გიყვარს ადამიანი, გიყვარს ისეთი როგორიც არის, თავისი ცუდი და კარგი თვისებებით.



--------------------
აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 5 2007, 01:57 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მე ვფიქრობ , მაინც არის რაღაც და ვიღაც , ვინც ჩვენ თავზე მეტად გვიყვარს. რაღაცაში შედის - თუნდაც ცოდვას ჩავთვლი მე, ანუ ცოდვას ვიდენთ და ამით ნაკლებად ან საერთოდ გვიყვარს თავი, რამეთუ ვინც გვიყვარს იმას ვერ გავიმეტებთ ცუდისთვის,ამ დროს კი საკუთარ თავს ვიმეტებთ. ვიღაც - ესეც შეიძლება ერთი მხრივ "რაღაც"-ს მივაკუთვნოთ, მაგრამ არსებობს ნამდვილად "ვინმე", ვინც საკუთარ თავზე მეტად გვიყვარს, ვისთვისაც თავს გავწირავთ სრული და მიწიერი გაგებით. თუნდაც ბევრი დედა შვილისთვის.

მაგრამ, რა ასპეკტშიც მნათემ მგონი ეს კითხვა დასვა, მართლა რომ ძნელია, თუმცა ალბათ არაშეუძლებელი. ისე, უზრდელთა და მსგავსთა რაც მნათემ ჩამოთვალა, იმათ მიმართ სიყვარულში ალბათ იგულისხმება რომ განვეშოროთ მათ და მათნაირი არ ვიყოთ, ანუ არ გვძულდეს ისინი, არამედ მათი საქციელი. რამდენად გასაგებად დავწერე ჩემი შეხედულება, არ ვიცი, მაგრამ ცოთატი მაინც გაიგებს წამკითხველი რას ვფიქრობ ამ საკითხზე.

ისე, მე თვითონ ბევრს "ვვარჯიშობ" ჩემო მნათე, შევიყვარო ისინი, ვისაც ჩემთვის ბოროტების ტოლი ზიანი მოუყენებიათ, შეყვარების რა გითხრა, მარა ერთი კია, ისევ მათ იმისთვის ვერ გავიმეტებ, რაც ჩემთვის გაუმეტებიათ და უკიდურეს შემთხვევაში ვეცდები მრისხანება დავძლიო და თუნდაც ჰუმანური შურისძიების სურვილი არ გამიჩნდეს, ანუ, არ მძულდეს, მაგრამ "ვრიატლი ლი", აგურივით ცამეცემა ხოლმე თავში და მგონია "სპასობნი" ვიქნები ყველაფრის მათ მიმართ, უფალს მადლობა , ეს მხოლოდ წამის გავლენაა და მეორე მე ისევ თავისას აკეთებს, ღმერთო მომიტევე და მიუტევე მათაც, ამასღა ვიტყვი და მეორე შეტევამდე ძლებს sad.gif

ღმერთო მართლა უშველე ყველა გაჭირვებულს და მათ შორის მეც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 5 2007, 01:29 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რაფინირებული მეტყველებით გამორჩეული, კარგი ეთიკისა და ზრდილობის მქონე პიროვნების შეყვარება - სიყვარული არ არის, არამედ მოწონებაა. შეიძლება ასეთი ადამიანი ამ თვისებების გამო მოგეწონოს. მაგრამ როდესაც გიყვარს ადამიანი, გიყვარს ისეთი როგორიც არის, თავისი ცუდი და კარგი თვისებებით.


მეც ეგ ვთქვი - კარგად გადახედე 2kiss.gif

ციტატა
ისე, მე თვითონ ბევრს "ვვარჯიშობ" ჩემო მნათე, შევიყვარო ისინი, ვისაც ჩემთვის ბოროტების ტოლი ზიანი მოუყენებიათ, შეყვარების რა გითხრა, მარა ერთი კია, ისევ მათ იმისთვის ვერ გავიმეტებ, რაც ჩემთვის გაუმეტებიათ და უკიდურეს შემთხვევაში ვეცდები მრისხანება დავძლიო და თუნდაც ჰუმანური შურისძიების სურვილი არ გამიჩნდეს


ერთნი ამბობენ ქრისტიანობა დასაწყისში არა იმდენად სათნოებებია, რამდენადაც სათნოებებისთვის ბრძოლაო 2kiss.gif

ციტატა
ღმერთო მართლა უშველე ყველა გაჭირვებულს და მათ შორის მეც.


ამენ, ყველას შეგვეწიოს მრავალმოწყალე უფალი, ჩვენთვის ჯვარცმული და აღდგომილი და კვლავ მომავალი დიდებით - ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად 2kiss.gif მხოლოდ სიყვარულის მქონეს მიმართავს მაშინ უფალი და ეტყვის "მოვედით ჩემდა კურთხეულნო მამისა ჩემისანო" sad.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Oct 5 2007, 02:18 PM
პოსტი #17


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



„შეიყვარეთ სიყვარული“
„შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!“ - სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)



--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 5 2007, 02:31 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)


ერთხელ წავიდეთ მის საფლავზე წმიდა, ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში და ყვევილები მივუტანოთ სიყვარულის დიდ მეხოტბეს ცხოვრებით smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Oct 5 2007, 02:45 PM
პოსტი #19


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ჩვენი პატრიარქი ბრძანებს:
-იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“, და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება. მართლაც, ღმერთი არის სათავე სიყვარულისა და სადაც სიყვარულია, იქ სიხარულია, იქ მშვიდობაა. ჩემის აზრით,ჩვენი ყველანი და მათ შორის უპირველესად, ალბათ მე,ზუსტად სიყვარულის ნაკლებობას განვიცდით.სწორედ ეს არის ხოლმე ძირითადად, ყოველგვარი პრობლემის სათავე.ღმერთმა მოგვცეს ჩვენ ყველას ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული. smile.gif


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Oct 5 2007, 02:50 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ეჰ ხანდახან გამომდის,სულ არა ჩემდა სამწუხაროდ! რაღაც ეტაპზე როცა გამაგრებული ვარ მარხვით და ლოცვით,როცა არ ვაცდენ წირვა-ლოცვებს მაშინ ნამდვილად გამომდის, მაგრამ საკმარისია "გავზარმაცდე" რომ მაშინვე მრისხანება და საკუთარი თავის პატივისცემა მძლავრობს, ამიტომ თამამად ვიტყვი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე რომ ეს არის პირდაპირ პროპორციული ჩვენივე სულიერი მდგომარეობისა და დონისა!

მნათე
ციტატა
ერთხელ წავიდეთ მის საფლავზე წმიდა, ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში და ყვევილები მივუტანოთ სიყვარულის დიდ მეხოტბეს ცხოვრებით

საოცრად ვმშვიდდები იქ! 1წლის წინ მომიწია იქვე გამოცდის ჩაბარება (სასერთიფიკაციო ტესტირებაზე გავდიოდი) შენობა სადაც ვაბარებდით გამოცდას იქვე იყო,მაშინვე დრო ვიხელთე და ვთხოვე შემწეობა და წარმატებითაც ჩავაბარე!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი