![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#21
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
მნათე საოცრად ვმშვიდდები იქ! 1წლის წინ მომიწია იქვე გამოცდის ჩაბარება (სასერთიფიკაციო ტესტირებაზე გავდიოდი) შენობა სადაც ვაბარებდით გამოცდას იქვე იყო,მაშინვე დრო ვიხელთე და ვთხოვე შემწეობა და წარმატებითაც ჩავაბარე! ძალიან მიყვარს ალექსანდრე ნეველის ტაძარი. ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
xornabujeli |
![]()
პოსტი
#22
|
![]() giorgi ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 ![]() |
„შეიყვარეთ სიყვარული“ „შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!“ - სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო) ამას მართლა შეიძლება უწოდოს კაცმა ჩვენი დროის "სიყვარულის ჰიმნი".მეც მიყვარს მამა ვიტალი,თავისი დიდი სიყვარულის გამო.და კიდევ იმიტომ რომ ჩემი დაბადების დღეც 5-მაისია,როგორც მამა ვიტალის.გაგვაძლიეროს ღმერთმა მისებრ მოყვასის და ქრისტეს სიყვარულში.(მე თუ ვისმესთვის აქ ფორუმში ჩემი უსიყვარულობით,ოდნავ მაინც გული მიტკენია,შენდობას გთხოვთ.) ![]() -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
მართა |
![]()
პოსტი
#23
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
ალექსანდრე
ხო აბა რაღაც საოცარი წესრიგი სუფევს,პატრიარქიც იქ აღუკვეციათ და მასაც განსაკუთრებულად უყვარს იქაურობა, ბევრჯერ მსმენია. -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
გლახა |
![]()
პოსტი
#24
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
ჩვენ ბევრ ცუდს ვაკეთებთ...ჩვენი ბევრი ქმედებისდა გამო ხშირად საკუთარ თავზე ვბრაზდებით, საკუთარი თავი გვძულს, გვეზიზღება, მაგრამ მაინც გვიყვარს იგი: მაინც ვკვებავთ, ვბანთ, ვაზინებთ, ვასვენებთ...
ასე რომ გიყვარდეს საკუთარი ტავივით ადამიანი ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მარტივად რომ ვთქვათ "არ გვეპიტნავებოდეს", მაინც უნდა ავიტანოთ... და ეს სულაც არ ნიშნავს ასეთი ადამიანის დანახვაზე ტანსი ჟრუანტელმა დაგიაროს... |
marine |
![]()
პოსტი
#25
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"საკუთარი თავის სიყვარული მოყვასის სიყვარული უნდა შევწიროთ, ხოლო ორივე ერთად - ღვთისას."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
nino_ni |
![]()
პოსტი
#26
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
ციტატა ცოდნა რომელიც ქრისტემ დაგვიტოვა, სწორედ სიყვარულის რეცეპტია... ჩვენ სინამდვილეში ვიცით როგორ ვიყოთ ბედნიერები, მაგრამ არ ვახორციელებთ... ![]() -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
.ნინო |
![]()
პოსტი
#27
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ლევან, იცი მეც მგონი შენი სენი შემეყარა და ცოტა გავფილოსოფოსდი... ეტყობა ადამიანმა უნდა დაკარგო რაღაც ძალიან დიდი, რომ ისწავლო სიყვარული და ისწავლო ბედნიერების დაფასება.... იმიტომ რომ თუ არ გიყვარს ყველა ის ადამიანი ვენც გვერდით გყავს, არ ხარ ბედნიერი და ამ ბედნიერებას სხვაგან ეძებ....
მერე კი როცა იმასაც დაკარგავ რაც გაგაჩნდა და უსუსური მონატრების გარდა სხვა განცადა არ გრჩება, ხვდები რამდენად ბედნიერი იყავი მაშინ... და როგორ ვერ დაინახე ეს ბედნიერება...და ნანაობ, რომ არ შესწირე მაშინ ღმერთს მადლობა და არ შესთხოვე განსაცდელი აერიდებინა... მე პირადად ჩემზე ეგოისტი ადამიანი არ მეგულება მთელ სამყაროში, და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცას თავმდაბლად მოვაჩვენო თავი... ბევრჯერ მიფიქრია სიკვდილზე და მაშინაც ის მაწუხებდა რა მოივა მე: ხომ არ მემუქრება ჯოჯოხეთი? ვინ იტირებს ჩემს პანაშვიდზე, ვის ვუყვარვარ და ვის არა? ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავდი... ეტყობა ნინიკოს სიკვდილი იყო იმისთვის საჭირო, რომ მივმხვდარიყავი, რომ ბედნიერება საკუთარი თავის მსახურებაში კი არა, სხვების მოფერებაშია... ბედნიერი ხარ, როცა ვირაცას ჭირდები, როცა ვიღაცისათვის ძვირფასი ხარ... ამაზე დიდი ბენიერება არ არსებულა და არც ეძებოთ ხალხო არსად... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
.ნინო |
![]()
პოსტი
#28
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
იცი როგორ უნდა გიყვარდეს?
"სვანი" ნახეთ? მე ვფიქრობ იმ ქალის საქციელი მოყვასისთვის თავგანწირვის უდიდესი მაგალითია... ჯაბეგის დედაზე მაქვს საუბარი... ვისაც ფილმი აქვს ნანახი, შეუძლებელია არ მიხვდეს რას ვგულისხმობ... ეხლა ვუყურე და ჯერ კიდევ შოკში ვარ... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
Genesis |
![]()
პოსტი
#29
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
მე არ მიყვარს საკუთარი თავი დიდად...
![]() -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
lamara |
![]()
პოსტი
#30
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 ![]() |
staywhite
ციტატა მე ვფიქრობ , მაინც არის რაღაც და ვიღაც , ვინც ჩვენ თავზე მეტად გვიყვარს. რაღაცაში შედის - თუნდაც ცოდვას ჩავთვლი მე, ანუ ცოდვას ვიდენთ და ამით ნაკლებად ან საერთოდ გვიყვარს თავი, რამეთუ ვინც გვიყვარს იმას ვერ გავიმეტებთ ცუდისთვის,ამ დროს კი საკუთარ თავს ვიმეტებთ. ვიღაც - ესეც შეიძლება ერთი მხრივ "რაღაც"-ს მივაკუთვნოთ, მაგრამ არსებობს ნამდვილად "ვინმე", ვინც საკუთარ თავზე მეტად გვიყვარს, ვისთვისაც თავს გავწირავთ სრული და მიწიერი გაგებით. თუნდაც ბევრი დედა შვილისთვის. გეთანხმებით, ნამდვილად ასეა, მეც კი ეს უღირსი ადამიანი ბევრ სიტუაციაში მზად ვიყავი თავი გამეწირა ამხანაგისთვის, ახლობლისთვის... მე მიჩნდება კითხვა: უფალი გვეუბნება შეიყვარე მოყვასი, როგორც საკუთარი თავიო, სხვაგან იმასაც გვეუბნება, შეიყვარეთ ერთმანეთი ისე, როგორც მე შეგიყვარეთო, მან კი თავი გასწირა ჩვენთვის, ე.ი. ჩვენც თუ ამის საჭიროება იქნება უნდა შევძლოთ ერთმანეთისთვის თავის გაწირვა, მაგრამ მაშინ ხონ ერთმანეთი ჩვენს თავზე მეტად გვეყვარება და საკუთარი თავივით როგორღა გვიყვარდეს, საკუთარი თავისთვის თავს ხომ ვერ გავწირავთ? ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
m16 |
![]()
პოსტი
#31
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
ციტატა მინდა შევეხო. შეეხე? ![]() -------------------- :)
|
zedela |
![]()
პოსტი
#32
|
![]() chuvaaaaak:) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,886 რეგისტრ.: 15-March 08 წევრი № 4,194 ![]() |
ციტატა ჩვენც თუ ამის საჭიროება იქნება უნდა შევძლოთ ერთმანეთისთვის თავის გაწირვა, მაგრამ მაშინ ხონ ერთმანეთი ჩვენს თავზე მეტად გვეყვარება და საკუთარი თავივით როგორღა გვიყვარდეს, საკუთარი თავისთვის თავს ხომ ვერ გავწირავთ? არა ლამარააა...რატო გამოდის რომ საკუთარ თავზე მეტად გვიყვარს... მე ასე არ მიმაჩნია.. ისე რო დავუფიქრდი..მართლა რთულია გიყვარდეს მოყვასი...არა მეგობარი მართლა ყველას უყვარს..მაგრამ როგორც მნათემ თქვა ციტატა ადამიანები რომლებიც ძალიან გვაღიზიანებენ ცოტა არ იყოს და რთულია....მართლა ვცდილობ რომმ ისინიც შევიყვარო..არვიცი რამდენად გამომივა..ალბათ ჯერ ეს ბრაზი და გაღიზიანება უნდა მოვიშორო ად მერე ყველაფერი გამომივა...ალბათ ჯობია ეს ადამიანი სხვა თვალით გავიცნო...მასშიც ხომ არის რაღაც ლამაზი და კარგი..ის მოვუძებნოთ და იმითი შევიყვაროთ....ეხლა ამას რო ვწერ და თან ერთ ადამიანზე ვფიქრობ..რომელიც მართლა მაღიზიანებს..და თან ვიცი რო დღეს ვნახავ ![]() ![]() ![]() ![]() |
Inga-G |
![]()
პოსტი
#33
|
![]() Inga-G ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 28 რეგისტრ.: 17-March 08 მდებარ.: Brooklyn NY წევრი № 4,214 ![]() |
იცი როგორ უნდა გიყვარდეს? "სვანი" ნახეთ? მე ვფიქრობ იმ ქალის საქციელი მოყვასისთვის თავგანწირვის უდიდესი მაგალითია... ჯაბეგის დედაზე მაქვს საუბარი... ვისაც ფილმი აქვს ნანახი, შეუძლებელია არ მიხვდეს რას ვგულისხმობ... ეხლა ვუყურე და ჯერ კიდევ შოკში ვარ... სრულიად გეთანხმები,თითქმის წარმოუდგენელი რამ გააკეთა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი