IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზები, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
შოთაძე
პოსტი Oct 5 2007, 03:18 AM
პოსტი #1


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზების საღვთისმეტყველო გააზრება

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

...
მოყვასისადმი აგესია ბოროტებაა და იგი მარტო ქართული საზოგადოების საწუხარი არ არის. ამ მხრივ დღეს მთელ მსოფლიოს, არა მარტო ისლამურ აღმოსავლეთს, არამედ "ქრისტიანულ" დასავლეთსაც უჭირს. ამას მრავალი გარე, თავსმოხვეული, ობიექტური, მაგრამ ასევე შინაგანი ობიექტური მიზეზები აქვს. რა თქმა უნდა, არსებობს სუბიექტური მიზეზებიც.

სუბიექტურ მიზეზთა შორის უმთავრესი საზოგადოებისა და ხელისუფალთა მიერ იმ ჭეშმარიტების ნებით თუ უნებლიეთ უარყოფაა, რომელიც ღაღადებს: არის ღმერთი !!! მან შექმნა და განაგებს სამყაროს და აქვს საკუთარი გეგმა არა უბრალოდ სამყაროსადმი, არამედ უპირველესად ადამიანისადმი. ამ საკითხების უგულებელყოფა სამყაროში და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებში იწვევს მთელ რიგ დამახინჯებებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებული აგრესიის გარე და შინაგან ობიექტურ მიზეზებად იქცევიან. ხოლო ეს შინაგანი ობიექტური მიზეზები ისეთია, რომ ადამიანთა მხრიდან ძალისხმევის მიუხედავად, მათი მოშორება ვერ ხერხდება.

ამგვარ მიზეზთა წყარო ადამიანის დაცემული, დაზიანებული, ანუ ღმერთს დაცილებული ბუნებაა და ამგვარი ყოფა თავად ადამიანის არჩევანია(ადამის მიერ ღვთის შეგნებული უარყოფა). ამ დაცემულობის, ღვთისაგან დაშორებულობის გამო ადამიანის სულში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც გარეგან იურიდიულ ნორმებს და სახელმწიფო სამართალს არ ექვემდებარებიან. მაგრამ სწორედ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა განაპირობებს მის ქცევას საზოგადოებაში. თუ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა კეთილია, მისი გარეგანიც კეთილია; ხოლო თუ შინაგანი მდგომარეობა უკეთურია, გარეგანიც შესაბამისი იქნება; და ამ შემთხვევაში ადამიანზე ზემოქმედების ყოველი გარე სამართლებრივი საშუალებანი უძლური და უშედეგო იქნება.

სახელმწიფო, სამოქალაქო სამართალი ვერ დაინახავს და ვერც აუკრძალავს ადამიანს სიამაყეს, შურს, ეგოიზმს, ანგარებას, არაწმიდა ცხოვრებას... დიახ, ადამიანი ამგვარია, ასეთად რჩება და ეს მისი შინაგანი ობიექტური მდგომარეობაა, რომელსაც ვერც თავად ადამიანი და ვერც ვერანაირი თანამედროვე განათლების სისტემა ვერ შეცვლის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მარადიული, უსასრულო განვითარებისათვის შექმნილი ადამიანი, ვერ ხედავს რა თავის უკვდავებას(ეს სუბიექტური მიზეზია, რამეთუ ადამიანი თავისი ნებით იბრმავებს თავს), გამოკეტილია სამგანზომილებიან სივრცეში, სადაც ყოველივე წარმავალია.

ეს სამყარო არ არის გათვლილი სრულყოფილი ბედნიერებისათვის. მას(ამ სოფელს) ღვთისაგან სულ სხვა დანიშნულება აქვს მინიჭებული, მაგრამ ღმერთს დაცილებული ადამიანი ამ სამ განზომილებაში არარსებულს ჯიუტად ეძებს... და ვერ პოულობს.

ცრუ, არარსებულ ბედნიერებას გამოდევნებული, სიამაყით, შურით, ეგოიზმით, ანგარებით, არაწმინდებით აღვსებული ადამიანი სხვა ადამიანს, უკეთეს შემთხვევაში, მომხმარებლურად უყურებს, ხოლო უარეს შემთხვევაში, საკუთარი ბედნიერებისთვის ხელის შემშლელად, ღირსების შემლახველად, ანუ მტრად. ასე ჩნდება უფლის მიერ მკვლელობის ცოდვას გატოლებული, ადამიანისადმი მიმართული მრისხანების ცოდვა, რომელიც ხშირად გარეგან აგრესიაში იღვრება.

ე.ი. მეტად არასახარბიელო სურათია: სამ განზომილებაში(ამ სამყაროში) გამოკეტილი, ერთმანეთისადმი მომხმარებლურად განწყობილი და დროის სწრაფი დინების გამო სასოწარკვეთილი საზოგადოება უსიყვარულობას ურთიერთაგრესიაში ავლენს. და რადგან ადამიანს არ შეუძლია შეცვალოს ყოველივე ამის ობიექტური მიზეზები(ამ სამყაროს შემოსაზღვრულობა და შინაგანი დაცემულობა, ანუ ღმერთს დაცილებულობა), მდგომარეობა გამოუვალია ... მაგრამ...

მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური არსება. იგი, უპირველესად, ღვთის ხატია. ანუ მან(ადამიანმა) უნდა გააცნობიეროს, რომ არის ღმერთი, სამყაროს ყოვლისშემძლე შემოქმედი, რომელსაც ძალუძს თავისი დაცემული ხატის უიმედო მდგომარეობიდან გამოყვანა. უფალმა ყველაფერი გააკეთა ადამიანის გადარჩენისათვის: იგი მოვიდა ადამიანად, ჩვენთვის იღვაწა და ამაღლების(ანუ ადამიანური ბუნების ამ სამყაროს ტყვეობიდან გაყვანის და ღვთაებრივ წიაღში შეყვანის, განღმრთობის) შემდგომ თავის საქმის გამგრძელებლად ეკლესია დაგვიტოვა.

ეკლესიას(რომელიც ღვთისაგან უფლებამოსილი ორგანიზმია) ხელეწიფება როგორც მთელი სამყაროს, ისე ჩვენი საზოგადოების გათავისუფლება არა მარტო აგრესიის, არამედ ყველა ცოდვისაგან.

ამისათვის ეკლესია თავისი მადლმოსილებით ყოველ კონკრეტულ ადამიანს განწმენდს შინაგანად. ე.ი. ეკლესია წმენდს, აჯანსაღებს თითოეულ ადამიანს, ხოლო განახლებულ ადამიანთა ერთობა ჯანსაღ საზოგადოებას ქმნის.

ადამიანმა, საზოგადოებამ უნდა დაინახოს თავისი გასაჭირი და ეკლესიას, როგორც ერთადერთ მკურნალს, სახელმწიფოში მოქმედების შესაძლებლობა მისცეს.

ეკლესიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იმოქმედოს, იღვაწოს ყველგან, სადაც სახელმწიფო აღმზრდელობით მუშაობას ეწევა(ან უნდა ეწეოდეს). კერძოდ: საგანმანათლებლო, პენიტენციალურ სისტემებში, ძალოვან სტრუქტურებში, საკანონმდებლო ორგანოში...

სხვაგვარად საზოგადოება ვერ გაჯანსაღდება, მდგომარეობა არ გამოსწორდება; მეტიც, იგი(მდგომარეობა) გამოუვალია...

ქრისტეს ეკლესია ღვთაებრივი ენერგიის მატარებელია, იგი მუდმივ მოქმედებაშია, ღვთის სიტყვას ანუ ჭეშმარიტებას ახმოვანებს...

"ვისაც ყური აქვს სასმენლად, ისმინოს..."


მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე"
№ 15(76) 26 ივლისი - 8 აგვისტო; გვერდი 46.


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მარიამი
პოსტი Oct 6 2007, 01:01 AM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



თათარაშვილი
სათაურები მიაწერე ხოლმე, რაზეა ქადაგება. მგონი აჯობებს


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
shota_shotadze   საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზები   Oct 5 2007, 03:18 AM
Homo Faber   shota_shotadze ამაზე დიდი ბ...   Oct 5 2007, 04:32 AM
shota_shotadze   ამაზე დიდი ბოდვა ა...   Oct 5 2007, 10:53 PM
თათარაშვილი   shota_shotadze ამაზე დიდი ბ...   Oct 5 2007, 11:35 PM
neo   თეოდორე გიგნაძეს...   Oct 5 2007, 10:04 AM
mariami-k   Homo Faber მამა თეოდორე ...   Oct 5 2007, 10:54 AM
ლილიანა   Homo Faber ამისთვის წესე...   Oct 5 2007, 11:49 AM
მარიამი   Homo Faber შემთხვევით ხო...   Oct 5 2007, 12:33 PM
მნათე   არგუმენტები ვერ დ...   Oct 5 2007, 12:36 PM
_Matasi_   Homo Faber სამწუხაროდ შე...   Oct 5 2007, 12:48 PM
ვალერი   ძალიან საინტერესო ...   Oct 5 2007, 01:16 PM
marine   ეკლესიას უნდა მიე...   Oct 5 2007, 01:28 PM
ketino   საღვთისმეტყველო გ...   Oct 5 2007, 01:39 PM
babykido1   Homo Faber ამ საქციელით შ...   Oct 5 2007, 02:53 PM
მართა   Homo Faber მეგობარო,ისეთ ...   Oct 5 2007, 03:04 PM
სერგი   ეს რა მესმის :( მამა ...   Oct 5 2007, 11:29 PM
shota_shotadze   მამა თეოდორეს 2 დის...   Oct 5 2007, 11:31 PM
სერგი   ვაიმე დიდი სიხარულ...   Oct 5 2007, 11:38 PM
თათარაშვილი   ვაიმე დიდი სიხარუ...   Oct 5 2007, 11:57 PM
სერგი   მოკლედ ეხლა აქ დაგ...   Oct 5 2007, 11:58 PM
მარიამი   სერგი ალბათ გაგიხა...   Oct 6 2007, 12:02 AM
სერგი   მარიამ ღმერთმა დაგ...   Oct 6 2007, 12:03 AM
მარიამი   მარიამ ღმერთმა და...   Oct 6 2007, 12:04 AM
სერგი   მადლობ მარიამ ღმერ...   Oct 6 2007, 12:06 AM
მარიამი   მადლობ მარიამ ღმე...   Oct 6 2007, 12:07 AM
თათარაშვილი   სერგი სერგი სკაიპ...   Oct 6 2007, 12:07 AM
სერგი   იქ ვარ   Oct 6 2007, 12:11 AM
თათარაშვილი   ჩამოტვირთეთ   Oct 6 2007, 12:33 AM
სერგი   გიორგი აგიტვირთავ...   Oct 6 2007, 12:39 AM
თათარაშვილი   ჩამოტვირთეთ   Oct 6 2007, 12:50 AM
მარიამი   თათარაშვილი სათაუ...   Oct 6 2007, 01:01 AM
თათარაშვილი   [b]თათარაშვილი სათა...   Oct 6 2007, 01:15 AM
სერგი   ჩემო კარგებო, ხვალ...   Oct 6 2007, 09:45 AM
შაკუნა   ძალიან საინტერესო...   Oct 6 2007, 11:17 AM
დათიკო   ერთი რამეს მიაქციე...   Oct 6 2007, 06:22 PM
shota_shotadze   ერთი რამეს მიაქცი...   Oct 6 2007, 06:54 PM
დათიკო   shota_shotadze სწორედ ასეთი...   Oct 6 2007, 07:58 PM
თათარაშვილი   შაკუნა იხარე ;) მად...   Oct 6 2007, 08:10 PM
ann-ann   MARTALIA GVIAN YKETEB KOMENTARS, MAGRAM TAVS GAVI...   Oct 22 2007, 06:48 PM
Floyd   Homo Faber უხ შენი თავი მ...   Oct 22 2007, 08:27 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 12:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი