IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> გზა ტაძრისკენ..., ისტორიები
leluka
პოსტი Oct 5 2007, 02:31 PM
პოსტი #1


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ისტორია, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, ერთ-ერთ საერო გაზეთში დაიბეჭდა. შეიძლება იგი გზამკვლევი აღმოჩნდეს ანალოგიურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანებისათვის. ქალბატონმა თამარმა, რომელიც ამ ამბავს მოგვითხრობს, მძიმე განსაცდელები გადაიტანა. ყველაფერი ის, რასაც იგი მოგვითხრობს, მისი ოჯახისთვის ნამდვილი ტრაგედია იყო...


„ვცდილობდი, შვილის ცხოვრებაში არ ჩავრეულიყავი, თანაც ვხედავდი, რომ შვილი ჭკვიანი და ნიჭიერი მყავდა. მეგონა ეს საკმარისი აღმოჩნდებოდა იმისათვის, რომ დათო წარმატებულ და ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებულიყო.

ბავშვობაში უამრავი გატაცება ჰქონდა - მარკების კოლექციონირება, შემოქმედებით წრეებში გაწევრიანება, მხატვრობა. ჩვენ, მშობლები, მხოლოდ ხელს ვუწყობდით. სკოლაში სწავლასაც მშვენივრად ართმევდა თავს. როცა წამოიზარდა, სწავლა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო, დაინტერესდა ფოტოგრაფიით. ახალმა გატაცებამ ახალი მეგობრები შესძინა. ჩვენი სახლის კარები მათთვის ყოველთვის ღია იყო. ფოტოგრაფიას (რაშიც ჩემმა შვილმა დიდი ნიჭი გამოვლინა) როკ-მუსიკა მოჰყვა. საჯარო გამოსვლებამდე დათო და მისი მეგობრები რეპეტიციებს სახლში გადიოდნენ, რაც მეზობლების უკმაყოფილებას იწვევდა და მიუხედავად იმისა, რომ მათთან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ჩემი შვილისათვის ხელი არ შემიშლია, ეს ხომ ჩემი ბიჭის სამყარო იყო.

პრობლემა შემდეგ გაჩნდა. მე ის ჩემი შვილის მოუსვენარ მზერაში შევნიშნე. სიყვარული არ გეგონოთ, სიყვარულში მას ყოველთვის უმართლებდა. მისი რჩეულებიც ყოველთვის ლამაზი და დახვეწილი გოგოები იყვნენ. ჩემი შვილის მოუსვენრობის მიზეზი ნარკოტიკი იყო. ალბათ ასეა, მეგობართა სიმრავლეს, გაუკონტროლებელ თავისუფლებას ასეთი არასასიამოვნო შედეგი მოჰყვება. არასასიამოვნო შედეგი რბილი ნათქვამია, ჩვენი ოჯახისათვის ეს ტრაგედია იყო.

საწყის ეტაპზე არა, მაგრამ დროთა განმავალობაში ჩემი შვილიც მიხვდა, რომ ეს საშინელება იყო. რა არ ვიღონეთ, ნათესავების დახმარებით საბერძნეთში, ძვირადღირებულ კლინიკაშიც გავატარებინეთ მკურნალობის სამთვიანი კურსი, მაგრამ უშედეგოდ...

მხოლოდ ისინი გამიგებენ, ვინც ამ პრობლემას შეხებია. მათ ეცოდინებათ, რა ჯოჯოხეთი გამოიარა ჩვენმა ოჯახმა... და სწორედ მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერს, რისთვისაც ვარსებობდი, ვიღწვოდი, წერტილი დაესვა, მოვიდა ხსნა. დათომ ეკლესიაში დაიწყო სიარული. ეს ჩემი შვილის მიგნება იყო. მისი ცხოვრება ხომ ძიებას ჰგავდა. დამშვიდდა. დამშვიდდა მისი ამღვრეული თვალები, მტკივანი სხეული, უფალმა სასწაული მოახდინა. ის, რასაც ნარკომანები წლობით ებრძვიან, რისი გაკეთებაც ექიმებს უჭირთ, ღმერთმა ინება (ქალბატონმა თამარმა პირჯვარი გადაიწერა).

ბოლო დროს აპათიური, ყველაფრისადმი გულგრილი დათო ისევ ისეთი ხდებოდა, როგორც ადრე. ისევე, როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე, დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ქრისტიანული სარწმუნოების შესწავლას და ჩვენც გაგვიყოლია. უფალმა არ გაგვწირა. ეს ეკლესიაში ჩემი პირველი შესვლისთანავე ვიგრძენი. მანამდე მეგონა, რომ იქ დათოს გულისთვის მივდიოდი, ტაძარში შესულმა კი ვიგრძენი, რომ ეს მეც მჭირდებოდა. ძნელია ამის გადმოცემა, ადამიანმა უნდა გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ მიხვდება, რისი თქმაც მინდა. წარსული გატაცებებისაგან განსხვავებით, საბედისწერო „გატაცება“ საბოლოო აღმოჩნდა ჩემი შვილისათვის. იგი ბერად აღიკვეცა, რასაც ჩვენი ოჯახი დიდი სიხარულით შეხვდა. შეიძლება ზოგიერთმა გამკიცხოს, იფიქროს, დედას შვილის ბერობა მაინც და მაინც რატომ უნდა უხაროდეს, არ აჯობებდა მის შვილს ოჯახი ჰყოლოდა, ცოლი, შვილები. მე კი მგონია, რომ დასკვნებს ჩვენ ცხოვრება, გამოცდილება გვაკეთებინებს. მე ვნახე ჩემი და ჩემი შვილის წარსული და სწორედ ამიტომ ვიცი ჩვენი დღევანდელი დღის ფასი. ერთ რამეზე მწყდება გული: რატომ ადრე არ აგვეხილა თვალები, რატომ თავიდანვე არ გავიხადეთ უფალი მეგზურად, მაშინ ხომ ამდენი ტკივილის გამოვლა არ მოგვიხდებოდა“.


ჩავუჯექი მართლმადიდებლურ თეოლოგიურ ლიტერატურას და...
გულწრფელად გეტყვით, განადგურებული აღმოვჩნდი



ამ ინტერვიუდან შეიტყობთ, თუ როგორ გახდა კათოლიკე იპოდიაკვანი მართლმადიდებელი. გვესაუბრება ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის სტიქაროსანი ალეკო ცანავა

- ბ-ნო ალეკო, რამდენად რელიგიურ ოჯახში იზრდებოდით და რატომ დაინტერესდით კათოლიციზმით?


- დავიბადე თბილისში. სხვათა შორის, ბაბუაჩემი მართლმადიდებელი მღვდელი იყო - დეკანოზი მოსე კაკუშაძე, რომელიც კომუნისტურ რეპრესიებს შეეწირა. მიუხედავად ამისა, ათეისტურ გარემოში ვიზრდებოდით. მაგრამ ჩვენს ოჯახში ყოველ აღდგომას იღებებოდა კვერცხი, აღინიშნებოდა შობა და მიცვალებულთა ხსენების დღეებში მშობლები ეკლესიაში მიდიოდნენ, სანთლებს ანთებდნენ მათი სულების საოხად, სასაფლაოზეც გადიოდნენ და ა.შ. ასე რომ, დედაჩემს და მამაჩემს შინაგანი რჯული, რელიგიური გრძნობა მაინც გააჩნდათ. მეც ქაშვეთის ტაძარში მართლმადიდებლური წესით მომნათლეს. სკოლაში პირჯვარის გადაწერას და ეკლესიაში შესვლას გვიკრძალავდნენ. გულსაკიდი ჯვარი დამრიგებელს რომ დაენახა, რა თქმა უნდა, ან მშობელს დაიბარებდნენ, ან მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის საკითხი დადგებოდა. ერთხელ, გამოცდის წინ, პირჯვარი გადავიწერე და ნიშანი დამაკლეს. 61-ე სკოლა დავამთავრე. ისეთი სიმკაცრე იყო, რომ მახსოვს, ერთხელ კომკავშირის კრება საგანგებოდ დაამთხვიეს ქრისტეს შობის დღესასწაულს. დღეს, ღვთის მადლით, ამ სკოლის ეზოში წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესია მოქმედებს.

ისიც მახსოვს, აღდგომის ღამეს, ხალხი ეკლესიაში რომ არ წასულიყო, ტელევიზიით ისეთ გადაცემებს აჩვენებდნენ, რაც სხვა დროს არასოდეს გაუშვიათ.

სტუდენტობისასაც ეკლესიაში იშვიათად, მხოლოდ სანთლის ასანთებად თუ შევიდოდი. სულიერი მოძღვარი არ მყავდა, მის გარეშე კი ვერავინ დამაყენებდა ჭეშმარიტების გზაზე.

პროფესიით მხატვარი ვარ. სამხატვრო აკადემიაში სწავლისას, პრაქტიკების დროს, შეხება მქონდა რენესანსის დროინდელ მხატვრობასთან. ერთხელ ქალაქის პეიზაჟები უნდა გვეხატა. მოვხვდი ჩუღურეთის უბანში, შევხედე კათოლიკურ ეკლესიას და ჩავიხატე. მაგრამ მხოლოდ ფასადმა არ დამაკმაყოფილა, მაინტერესებდა, შიგნით და ხდებოდა. შევედი, ჩავიხატე ინტერიერი, ქანდაკებები. მუშაობა მომდევნო დღეებშიც გავაგრძელე - ქანდაკებებს ვიხატავდი და ვუსმენდი საორღანო მუსიკას, რომელიც ახლაც ძალიან მიყვარს. კათოლიკურ ეკლესიაში იკრიბებოდა ე.წ. კატეხუმენებისა და კატეხიზატორთა ჯგუფი. დავესწარი კათოლიკე კატეხიზატორთა ლექციებს და დავინტერესდი. მალე ყურადღება მომაქცია კათოლიკური ტაძრის მაშინდელმა წინამძღვარმა იან სნეჟინსკიმ. როცა გაიგო, მართლმადიდებლურად ვიყავი მონათლული, მითხრა, - არ ვეწინააღმდეგებით მართლმადიდებლობას, ყველა საეკლესიო საიდუმლოს ვაღიარებთ და მართლმადიდებლობა ხელს არ შეგიშლით, ჩვენი აქტიური მრევლი იყოთო (!). მირჩია, გამევლო კათოლიკური კატეხიზაციის კურსი და გამოცდა ჩამებარებინა მისთვის. ოთხთვიანი კატეხიზაციის შემდეგ გამოცდა ჩავაბარე და 1993 წლის 18 აგვისტოს კათოლიკური ეკლესიის მრევლი გავხდი. ცოტა ხანში წინამძღვარმა ალბა - კათოლიკური თეთრი სტიქარი გადამაცვა და საკურთხეველში მსახურებისთვის განმაწესა. ამის შემდეგ უფლება მეძლეოდა მრევლისთვის საწინასწარმეტყველო და სამოციქულო წამეკითხა. სამოციქულოს გერმანულადაც ვკითხულობდი. მოხდა ისე, რომ კატეხიზატორი, რომელიც ქართველ სამრევლო კანდიდატებს ამზადებდა, პოლონეთში, ვარშავის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. წინამძღვრის კურთხევით, კატეხიზატორობა მე მერგო. გულმოდგინედ შევუდექი მსახურებას. კვალიფიკაციის ასამაღლებლად მქადაგებელთა მოსამზადებელ კურსებზე ანუ „ნეოკატეხუმენის გზის“ კურსებზე ჩავირიცხე, თუმცა მალე მივანებე თავი და კვლავ თვითგანათლება ავირჩიე.

ჩემი კარიერა თანდათან წინ მიიწევდა. ერთ მშვენიერ დღეს ვატიკანის საელჩოშიც დამიბარეს, არქიეპისკოპოს ჟან-პოლ გობელთან. მან კი საზეიმოდ მაკურთხა სუბდიაკვნად. მოგვიანებით წინამძღვარმა საქადაგებლად გამგზავნა ჯერ წყნეთში, ხოლო შემდეგ - გორსა და კახეთში. ასე მამზადებდნენ კათოლიკური მსახურებისთვის. მთავაზობდნენ პოლონეთში, სემინარიაში სწავლას, ვატიკანში გამგზავრებასაც. მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც გარდატეხა ხდებოდა ჩემში. რაც უფრო ღრმად ვეცნობოდი კათოლიკურ დოგმებს, მით უფრო მეტი კითხვა მიჩნდებოდა.

- უცხო აღმსარებლობის მიღებამდე თუ იცოდით მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის არსებული დოგმატური განსხვავების შესახებ?

- თავიდან ვიცოდი მხოლოდ ის, რომ კათოლიკები რომის პაპს აღიარებდნენ. კატეხიზატორები ისე დამაჯერებლად მესაუბრნენ იმ დოგმატურ განსხვავებებზე, რომლებიც მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის არსებობს, რომ დასაწყისში სიმართლედაც მივიჩნიე.

დღეისათვის ძირითადი ცდომილებანი, რაც რომის კათოლიკურ ეკლესიას განასხვავებს მართლმადიდებლობისგან, შემდეგია: კათოლიციზმში რომის პაპი მიიჩნევა დედამიწაზე ქრისტესა და მამა ღმერთის ნაცვლად, მოადგილედ; პაპის ტიტულია „ვიკარიუს კრისტი“ - ნაცვალი ღვთისა. კათოლიკური ეკლესია აღიარებს რომის პაპის სამოძღვრო უცდომელობის დოგმატს, რომლის მიხედვითაც პაპი უცდომელია, როცა ის კათედრიდან ქადაგებს. არადა სხვადასხვა პაპი, არათუ ერთმანეთისგან განსხვავებულს, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგოსაც კი ქადაგებდა. პაპი თავის თავს აყენებს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მაღლა. ერთ-ერთი დოგმატური განსხვავებაა სულიწმიდის გამომავლობა არა მარტო მამისგან, არამედ ძისგანაც (ე.წ. ფილიოკვე), რაც სახარებაში არ დასტურდება. კათოლიციზმში ასევე აღიარებულია სასუფევლისა და ჯოჯოხეთის შუალედური რგოლის - განსაწმენდელის არსებობა, რაც თომა აქვინელის ფილოსოფიიდან არის აღებული და წმინდა წერილში ვერ ნახავთ მის დადასტურებას. კათოლიკური დოგმატით, ქალწული მარიამი იოაკიმესა და ანასაგან უმანკოდ ჩაისახა. არადა, ვიცით, რომ პირველქმნილი ადამისეული ცოდვა ქრისტემდე ყველა ადამიანზერ გადმოვიდა მემკვიდრეობით. კათოლიკური ზიარება ხდება უფუარი პურით, ებრაელთა მაცას მსგავსად. მთელი მრევლი მხოლოდ პურით ეზიარება, სამღვდელოება კი პურითა და ღვინით. არადა, მაცხოვარმა ბრძანა, - სვით ამისგან ყოველთა და არა მარტო სამღვდელოთაო. ინდულგენციები დღეს უკვე მოშლილია, მაგრამ საუკუნეების მანძილზე არსებობდა ცოდვების წინასწარ მიტევების პრაქტიკა გარკვეული ფულადი ტარიფების თანხლებით. სხვათა შორის, ამ ინდულგენციებმა წარმოშვეს სქიზმები და რეფორმაცია კათოლიკურ ეკლესიაში.

- თქვენ კათოლიკური ეკლესიის მისიონერულ საქმიანობაშიც მონაწილეობდით. საინტერესოა, რა მეთოდებს იყენებენ კათოლიკე მისიონერები და სხვადასხვა ორდენების წარმომადგენლები რელიგიურად გაუცნობიერებელი მართლმადიდებლების გადასაბირებლად და რაიმე საინტერესო შემთხვევას ხომ არ გაიხსენებდით ამასთან დაკავშირებით?

- საქართველოში მოქმედებს კამილიელების და დედა ტერეზას დების ორდენები, რომელთა მოღვაწეობასაც აქვს მედლის წინა და უკანა მხარეები. ერთი მხრივ, საზღვარგარეთიდან შემოაქვთ წამლები, ავადმყოფებს მკურნალობენ მიზერულ თანხად, ან უფასოდაც კი. თავისთავად ეს კარგია. ნებისმიერი ადამიანის დახმარება დიდი მადლია. თუნდაც სახარებიდან მოწყალე სამარიტელის იგავი გავიხსენოთ. რა თქმა უნდა, მოწყალება ღვთიური საქმეა, მაგრამ ის პროზელიტიზმისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული. არადა, ავადმყოფი კამილიელთა საავადმყოფოში კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის ცნობის გარეშე ვერ მოხვდება, წინამძღვარი კი არ მოგცემს ცნობას, თუ მისი მრევლი არა ხარ - ასეთი მოჯადოებული წრეა. ამით გაჭირვებულ კაცს აიძულებენ, კათოლიკე გახდეს. ორგანიზაცია „კარიტასშიც“ ჰუმანიტარული დახმარების დროს ასეა - თუ ხარ კათოლიკური ეკლესიის მრევლი, დახმარება გაქვს. „კარიტასის“ სასადილოში სადილობას „მამაო ჩვენოთი“ იწყებენ, მაგრამ შემდეგ მას კათოლიკური საგალობელი „ავე მარია“ მოჰყვება. დედა ტერეზას დები რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც დადიოდნენ, ავადმყოფებს ავადმყოფებს წამლებსაც აძლევდნენ და ჰიგიენურ დახმარებასაც უწევდნენ, მაგრამ ამავე დროს ჩუქნიდნენ კათოლიკურ ხატებს, ლოცვანებს, ესაუბრებოდნენ... ამგვარი საუბრებით მიმნდობი და გაუცნობიერებელი ადამიანები ნელ-ნელა გადაჰყავთ თავიანთ სარწმუნოებაზე. რამდენიმე ხნის წინ მამაჩემი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იწვა და შევესწარი დედა ტერეზას დების საქმიანობას - წამალსაც აძლევდნენ ავადმყოფებს, ღამის ქოთანიც გაჰქონდათ, მაგრამ ბალიშის ქვეშ კათოლიკურ ხატებს და ლოცვანებსაც უდებდნენ ჩუმად. შემდეგ თანდათანობით კათოლიციზმზე საუბარს შეაპარებდნენ. ფაქტობრივად, ისინი ამ დახმარებით თავიანთ რელიგიას ავრცელებდნენ. ასე რომ, თუ ადამიანი არ მიქადაგებს თავის სარწმუნოებას, ნამდვილად არ ვითაკილებ მისგან დახმარებას. მთავარია, ამ დახმარებას რა მიზნით იყენებს. ჩვენ, მართლმადიდებლები, არ ვაკეთებთ იმას, რომ გაჭირვებულ ადამიანს ჯერ აღმსარებლობა გამოვკითხოთ და მერე დავეხმაროთ.

- რითი დარწმუნდით, რომ სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა ჭეშმარიტი და სამოციქულო მოძღვრების უცვლელად დამცველი?

- უფალი გარკვეულ მომენტში რაღაც სინდისის ქენჯნას აღუძრავს ადამიანს. 4 წლის მსახურების შემდეგ ნელ-ნელა გამიჩნდა ეს სინდისის ქენჯნა. აღარ მემშობლიურა გარემო. ამაში თვითონ კათოლიკურ ეკლესიაში შექმნილმა ვითარებამ შემიწყო ხელი. 1994 წლიდან ვატიკანმა საქართველოში ელჩად ფრანგი არქიეპისკოპოსი ჟან-პოლ გობელი დანიშნა. მისმა ექსპერიმენტებმა დააჩქარა ჩემი მართლმადიდებლობისკენ შემობრუნება. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, პადრე იან სნეჟინსკი (რომელსაც ყოველთვის პატივისცემით მოვიგონებ, მიუხედავად მისი განსხვავებული აღმსარებლობისა) ძალიან ქართველთმოყვარე კაცი იყო. გარეგნულ და დოგმატურ განსხვავებებს თუ არ ჩავთვლით, მესასაც ისე ატარებდა, რომ ეს მიესადაგებოდა მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას. ქართული საგალობლებიც ჟღერდა. მალე მონსინიორმა ჟან-პოლმა ყველაფერი ქართული უკუაგდო, მესა დაამახინჯა და პროტესტანტულს დაამსგავსა. ქართული საგალობლების ადგილი ქართულად ნათარგმნმა, გიტარებით შესრულებულმა სიმღერებმა დაიკავა და ისმოდა შლიგერული „მამაო ჩვენო“. მრევლის მოთხოვნას, რომელიც ტაძარში გიტარების აკრძალვას ითხოვდა, მონსინიორმა ყურიც არ ათხოვა - ევროპაშიც ასეაო.

ყოველ კვირას საოპერო სპექტაკლივით დადგმულ განახლებულ წირვას ვისმენდით. დღითიდღე მცირდებოდა მისი ხანგრძლივობა, კათოლიკურ მრევლს კი უძლიერდებოდა უკმარისობის გრძნობა. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ხშირად კათოლიკური მესის შემდეგ შევდიოდა წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში, რათა ეს სულიერი უკმარისობის გრძნობა შემევსო.

პადრე იან სნეჟინსკიმ ვეღარ გაუძლო თბილისელი კათოლიკეების საყვედურებს და უკრაინაში, თავის სამშობლოში, დაბრუნდა.

როდესაც მოწაფეებს ვამზადებდი კათოლიკურ კატეხიზმოში, ხშირად ტაძრის დასათვალიერებლად შემოული მართლმადიდებლებიც (მათ შორის 1-2 სემინარიის სტუდენტიც იყო) მიგდებდნენ ყურს. მათ განაპირობეს ბევრი რამ - ისეთ კითხვებს მისვამდნენ, რასაც მე, როგორც კათოლიკე, ვერ ვპასუხობდი. მათ მართლმადიდებელ მღვდელთანაც შემახვედრეს. მიუხედავად ჩემი წინასწარი მზადებისა, მღვდელმა პოლემიკაში ისეთ ჩიხში შემიყვანა, რომ სირცხვილით თავი არსად გამომეყოფოდა. ვიფიქრე, მოდი, ამათ საკუთარი იარაღით დავამარცხებ-მეთქი. ჩავუჯექი მართლმადიდებლურ თეოლოგიურ ლიტერატურას და... გულწრფელად გეტყვით, განადგურებული აღმოვჩნდი. ვფიქრობდი: რას ამარცხებ, ვის ამარცხებ, შენ თვითონ ხარ დამარცხებული და დაშამათებული-მეთქი. რაც უფრო ღრმად გავეცანი მართლმადიდებლობას, მით მეტად ცხადი გახდა ჩემთვის კათოლიკური დოგმატების მცდარობა.

მართლმადიდებლობაზე მოქცევა ერთმა გარემოებამაც განაპირობა: როდესაც მისიონერული საქმიანობის დროს კახეთსა და გორში ვქადაგებდით, ხალხი პირჯვარს მართლმადიდბლურად იწერდა და მხოლოდ ზრდილობისთვის გვისმენდა. მაშინ მისიის ხელმძღვანელს, პადრე ეჟის, მივმართე, - თუ მრევლი მართლმადიდებელია, რატომღა ვახვევთ თავს კათოლიციზმს-მეთქი და მეტად მკაცრად მისაყვედურა.

1996 წლის თებერვალში მტკიცედ გადავწყვიტე, ყოველგვარი კავშირი გამეწყვიტა კათოლიკურ ეკლესიასთან და 1996 წლის აღდგომას მართლმადიდებელი შევხვედროდი. კათოლიკურ მესაზე დემონსტრაციულად არ მივიღე ზიარება, რომელსაც არქიეპისკოპოსი ჟან-პოლ გობელი იპოდიაკვნებს საკურთხეველში გვირიგებდა. როდესაც კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარს, პადრე ადამ ოხალს, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე, თვალზე ცრემლი მოადგა, ლოცვა-კურთხევით კი გამომისტუმრა, მაგრამ დიდად არ გახარებია.

იმავე წლის 3 მარტს მივედი ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და დეკანოზ ღვთისო შალიკაშვილს მართლმადიდებლობასთან შეერთება ვთხოვე. მამა ღვთისომ მამაშვილური სიყვარულით მიმიღო, მრწამსი კათოლიკური ჩამატების გარეშე მათქმევინა და სამგზის უარყოფისა და სამგზის აღიარების შემდეგ შენდობის ლოცვა წამიკითხა. სასჯელიც დამადო - 5 თვე ზიარებისგან განყენებული ვიყავი და მხოლოდ აღსარების უფლება მქონდა. დიდ ხუთშაბათს პირველად ვეზიარე. ასე გავხდი მართლმადიდებელი. მალე სტიქარითაც შევიმოსე და 1997 წელს თბილისის სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე. ბრწყინვალედ მოვიგონებ იქ გატარებულ წლებს. აკადემიაში სწავლისას უფრო მეტად შევიგნე მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება და სიდიადე. ჩემი სადიპლომო ნაშრომი, „ვატიკანის II კრება და მართლმადიდებელთა პოზიცია“, კათოლიციზმის მხილებას ემსახურება.

კათოლიკური ეკლესიიდან წამოსვლის შემდეგ ყოფილი მოსწავლეები თავადაც დაფიქრდნენ და მათი უმრავლესობა ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია.

ჩემს პირველად პროფესიას რაც შეეხება - ხატვა არ მიმიტოვებია და კვლავინდებურად ვხატავ. ხატების გადმოხატვაც ვცადე და საკმაოდ წარმატებითაც.

- რა გეგმები გაქვთ?

- ამჟამად დიაკვნად კურთხევისთვის ვემზადები და თუ უფალმა ინება, ალბათ ღვთისმსახურიც გავხდები. მაგრამ შემოქმედი ადამიანი ვარ და არც მხატვრობას ვუღალატებ, შემიძლია, ეს ორი საქმე შევუთავსო ერთმანეთს.

დაბოლოს, ვმადლობ უფალს ჩემი ცხოველი ინეტერესის დაკმაყოფილებისთვის და აგრეთვე ვმადლობ ჩემს უსაყვარლეს მოძღვარს, მამა ღვთისოს, ფასდაუდებელი ამაგისთვის. ღმერთმა ყველა დააყენოს ჭეშმარიტების გზაზე!


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Oct 5 2007, 03:15 PM
პოსტი #2


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ერთი გამონათქვამი ვიცი გლეხი მიდიოდა დახალხს კითხა ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანსო მათ კი უპასუხეს ვერო, მან უპასუხა აბა რათ გინდათ ეს გზა თუ ტაძრამდე ვერ მიგვიყვანსო, გფარავდეს უფალი


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 5 2007, 04:51 PM
პოსტი #3


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა
რატომ ადრე არ აგვეხილა თვალები, რატომ თავიდანვე არ გავიხადეთ უფალი მეგზურად, მაშინ ხომ ამდენი ტკივილის გამოვლა არ მოგვიხდებოდა“.



ეს განსაცდელი რომ არა ვერ მივიდოდნენ ეკლესიამდე..


უფალმა უკეთ უწყის


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Oct 5 2007, 05:15 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(t.d @ Oct 5 2007, 03:15 PM) *

ერთი გამონათქვამი ვიცი გლეხი მიდიოდა დახალხს კითხა ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანსო მათ კი უპასუხეს ვერო, მან უპასუხა აბა რათ გინდათ ეს გზა თუ ტაძრამდე ვერ მიგვიყვანსო, გფარავდეს უფალი

ქართული მხატვრული ფილმი "მონანიება" smile.gif
უძლიერესი ფილმია rolleyes.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Oct 5 2007, 06:55 PM
პოსტი #5


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(მაკუნა @ Oct 5 2007, 05:15 PM) *

ქართული მხატვრული ფილმი "მონანიება" smile.gif
უძლიერესი ფილმია rolleyes.gif

ხო ახლა გამახსენდა გაიხარე


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 6 2007, 09:12 PM
პოსტი #6


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა
ღმერთმა ყველა დააყენოს ჭეშმარიტების გზაზე!

ამინ!

leluka
გაიხარე! smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Oct 6 2007, 09:21 PM
პოსტი #7


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



k@the თქვენთან ერთად


აქ დავწეროთ ჩვენი ან სხვისი ისტორიები....რომელმაც ტაძარში მიგვიყვანა





--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 3 2007, 08:30 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ხშირ შემთხვევაში ადამიანი გასაჭირის გამო მიდის ტაძარში უფალთან.სულიერი, მატერიალური, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა.
ზოგი ღმერთის ძიებაშია.
სხისი წაბაძვითაც მოდიან ,და არც ეს არ არის ცუდი...
თქვენ როგორ მოხვედით?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Nov 3 2007, 08:41 PM
პოსტი #9


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



დამლოცეთ მამაო,
მე ყოველთვის მინდოდა რო მორწმუნე ვყოფილიყავი ძალიან ვეხმარებოდი ეკლესიებ ვიღებდი მათ აღდგენაში მონაწილეობას მარა რაღაც ძალა არ მიშვებდა მოძღვრამდე, ერთ დღეს ჩვენ გვერძე სოფელში მეუფე ანდრიამ წმინდა გიორგის ტაძარი აკურთხა და საბედნიეროთ თბილიში მცხოვრები ჩემი კარის მეზობელი აკურთხეს მღვდლათ მასთანაც მიჭირდა მისვლა მარა ვძლიე ჩემ თავს და პირველი ახსარებაც ჩავაბარე რაც ძალიან დიდებული იყო ტაძრიდან გამოსვლის მერე რაღაც უდიდესი შეგრძნება მქონდა და ვიფირე რო ჩემი ადგილი აქ არი და აქამდე ნეტა რატო ვერ მივდიოდი მეთქი მის მერე ძალიან ვაქტიურობ დავდიავ მონასტრებში მამებს ვეხმარები ფიზიკურად კელიების აშენებაში და თავს ვგრძნობ ბედნივრათ, ვნანობ რო ამდენი დრო რო ასე დავკარგე ნეტა ადრე მივსულიყავი და დავდგომოდი ამ სწორ გზას


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 3 2007, 08:55 PM
პოსტი #10


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მე ადრეც მქონდა ხოლმე მცდელობები, დედა მყავს "რაღაცნაირი" smile.gif ისე გავიზარდეთ არც ვიცოდით ეკლესიას და ქრისტეს რამდენიმე წლის წინ თუ ვინმე კრძალავდა და "რა ვქნა ჩემ დროს ღმერთი არ იყოო", არც ამას გვუბნებოდა ხოლმე smile.gif

საბოლოოდ ჩემი ქართულის მასწავლებელმა ითამაშა ყველაზე დიდი როლი, თან ეკლესიური ქალი იყო და იმან მიმიყვანაsmile.gif
ქართული ლიტერატურის და ჩვენი რელიგიის ცალ-ცალკე სწავლა ხომ შეუძლებელია და ასე შემაყვარა ერთის მეშვეობით მეორე smile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 3 2007, 08:56 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



როგორც წმონდა წერილში წერია,არა აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ ჟამს მოვა.როგორც ეპოქით ,ასევე ასაკით!ისე კი კაია რომ ასე ფიქრობ.ალბათ იმიტომ რომ უფრო მეტის გაკეთების სურვილი გაქვს!
მოგცემს უფალი ამის დროს და კიდევ ბევრს მოასწრებ!
ღმერთმეა დაგლოცოს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Nov 3 2007, 08:56 PM
პოსტი #12


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

თქვენ როგორ მოხვედით?

დამლოცეთ მამაო,

ეკლესიაში ტკივილმა მომიყვანა,საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა... ერთადერთი ადგილი სადაც სიმშვიდეს ვგრძნობდი ეკლესია იყო.... დაახლოებით ერთი წელი ასე იყო,როცა თავისუფალი დრო მქონდა ტაძარში ვიყავი,ვლოცულობდი.... ერტი წელი დამჭირდა იმისათვის რომ მეგრძნო პასუხიმგებლობა ღვთის წინაშე,რომ მივხვედრილიყავი რომ უფალი ერთადერთია ვინც მუდამ ჩემთანაა და ვინც ჩემს გულშია.მე ვიპოვე.ჩემი ტკივილი ღმერთამდე მივიტანე,მივიტან იმ იმედით რომ ღმერთი ჩემს ტკივილს შეიწირავდა,მქონდა იმედი რომ ასეთ დროს უფალი არ მიმატოვებდა,რადგან ვინც ითხოვს მოწყალებას ყოველთვის იღებს მას უფლისგან,ვინც აკაკუნებს ღვთის კარზე ყოველთვის უღებენ ღვთის კარს,ის მიდი უფლამდე და უფალი ივანებს მის გულში....ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტე მოძღვარს გავსაუბრებოდი და დღეს ქაშვეთის ტაძრის მრევლი ვარ....

პ.ს. მთვარი როლი ალბათ მაინც მეგობარმა (ჩვენმა ფორუმელმა მნათემ)ითამაშა,მან მირჩია ღვით სახლში მეძებნა სიმშვიდე....


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Nov 3 2007, 08:56 PM
პოსტი #13


დაურეგისტრირებელი









მე ჩვენმა ფორუმელმა -მორისონამ დამაინტერესა მაგრა smile.gif რისიც მთელი ცხოვრება მადლიერი დავრცჰები ...
მაგრამ დგება ხოლმე მომენტი როცა ვშორდები ეკლესიას sad.gif ეხლა ეგეთ სიტუაციაში ვარ. დღეს ვაპირებდი წასვლას და საშინლად გავცივდი sad.gif არ ვიცი ხვალე როგორ ვიქნები... მგონი სიცხეც რო მქონდეს წავალ... sad.gif
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 3 2007, 08:58 PM
პოსტი #14


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



დამლოცეთ მამაო,

ერთი პერიოდი აქტიურად დავდიოდი ტაძარში სურვილი მქონდა ამის. შემდეგ გარკვეული დაბრკოლებები შემექმნა და თითქმის 3 წელი წირვა-ლოცვას აღარ დავსწრებივარ. ერთი წლის წინ ისევ მივედი, არ ვიცი ეს სურვილი იყო თუ რჩევის დაჯერება... ახლა ყველა შაბათს და კვირას ვერ დავდივარ, თუმცა პერმანენტული მოშორება ეკლესიის წიაღისგან არ დამმართნია. ხშირად ვიგრძნობ ხოლმე რომ მაკლია ის გარემო.


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 3 2007, 09:03 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ტაძარში მისასვლელ გზაზე ალბათ ბევრს გქონიათ ბრძოლები,ანუ წინააღმდეგობა.ზოგს ოჯახში უკრძალავენ,ზოგი აი ავადაც ხდება,ზოგს დრო არ აქვს და,ა.შ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Nov 3 2007, 09:08 PM
პოსტი #16


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
ზოგს დრო არ აქვს

ამ მომენტში მე ეგ "სენი" მჭირს. თუმცა ვეჭვობ გამამართლებელი საბუთი იყოს დროის უქონლობა sad.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Nov 3 2007, 09:10 PM
პოსტი #17


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



[quote name='მამა ირაკლი' date='Nov 3 2007, 09:03 PM' post='201791']
ტაძარში მისასვლელ გზაზე ალბათ ბევრს გქონიათ ბრძოლები,ანუ წინააღმდეგობა.ზოგს ოჯახში უკრძალავენ,ზოგი აი ავადაც ხდება,ზოგს დრო არ აქვს და,ა.შ
[/quote
ეგ მამაო მერე დასამართლებელი საბუთია?
მორწმუნე ადამიანი ერთხელ ხო მაინც უნდა ეზიაროს არა თვეში ერთხელ?


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 3 2007, 09:10 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ადამიანი დღე-ღამეში ყველაფრისათვის ნახულობს დროს გარდა უფლისა და თავისი სულისათვის! რა პარადოქსია.
ეს საეთო სენია სამცუხაროდ! დროის უქონლობა მთავარისათვის!
მიზეზი არასწორად ვანაწილებთ დროს!
პრიორიტეტები?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Nov 3 2007, 09:17 PM
პოსტი #19


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



მე მართლა არ მომწონს ის რო იძახიან დრო არ მაქვს და ვერ დავდივარო

მამაო მართალია ეშ თემა ამას არანაირათ გავს მარა ერთი კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ თქვენი აზრი მითხრათ. ჯვართ ამაღლებას სოხუმის დაცემის შესახებ


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 3 2007, 09:20 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ეკატერინე მარტო კითხულობს და თვითონ არაფერს არ იტყვის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 07:03 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი