IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 3 4 5 6 7 >  
Closed TopicStart new topic
> გზა ტაძრისკენ..., ისტორიები
ana-xatia
პოსტი Dec 27 2007, 01:19 PM
პოსტი #81


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



მე მარტოხელა ორსული ვიყავი, შეყვარებულთან ვიჩხუებე და დამშორდა. ხოდა ჩემს მასწავლებელთან მივედი, რომელიც ძალიან მეხმარებოდა რჩევებით ყოველთვის.

21 წლის ვიყავი მაშინ და ასე მითხრა, მოდი, მე და შენ ხვალ ერთ ადამიანთან მივიდეთ და რასაც ის გვეტყვის, ისე გავაკეთოთო. საუბარი იყო ბავშვსი დატოვება-არ დატოვებაზე.

ხოდა მეორე დღეს მივედით ფერისცვალების დედათა მონასტერში და დედა მარიამმა (იღუმენიამ) როგორც კი დამინახა, ეგრევე გამიცინა და მითხრა, უი, ეს არის ჩვენი პატარა დედიკოო?
მერე მამა სვიმონიც გამაცნო და მადლობა ღმერთს რომ ამ გზაზე დამაყენა.

ჩემი შვილი კი ეხლა 9 წლისსა smile.gif

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irina7
პოსტი Dec 27 2007, 02:30 PM
პოსტი #82


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 23-November 07
წევრი № 3,238



მე ბავშვობიდან დავდიოდი ტაძარში.რა თქმა უნდა თავიდან არ მქონდა გაცნობიერებული.
თან ჩემი მეგობარი გალობდა და სულ მასთან ერთად მივდიოდი(ვფიქრობ მისი დამსახურებაცაა).
ჩემი ოჯახი საერთოდ არ იყო ეკლესიური,სწამდათ მაგრამ ტაძარში არ დადიოდნენ.ყოველთვის მაწუხებდა ეგ ამბავი და ვლოცულობდი რომ ჩემები იგივე გზაზე დამდგარიყვნენ,ვიცოდი რომ ეგ ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა.
ეხლა შემიძლია ვთქვა რომ უბედნიერესი ადამიანი ვარ,რადგან ერთი თვის წინ ჩემმა მშობლებმა და ძმებმაც კი დაიწყეს ტაძარში სიარული და ცდილობენ ეკლესიურად იცხოვრონ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 27 2007, 02:42 PM
პოსტი #83


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



"Бывают дни, когда опустишь руки,
И нет ни слов, ни музыки, ни сил.
В такие дни я был с собой в разлуке
И никого помочь мне не просил.

И я хотел идти куда попало,
Закрыть свой дом и не найти ключа.
Но верил я: не все еще пропало,
Пока не меркнет свет,
Пока горит свеча."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 20 2008, 04:31 PM
პოსტი #84


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



პირველად ჩემმა რელიგიის მასწავლებალმა მიმიყვანა ტაძარში. იგი მგალობელი იყო და ნიშანს არ გვიწერდა ისე თუ შაბათ- კვირას ტაძარში ვერ გვხედავდა. ძალიან მკაცრი ქალი იყო და ყველას გვეშინოდა მისი, ამიტომ აქტიურად დავიწყე ეკლესიაში სიარული. მაშინ 9 წლის ვიყავი !!!! მერე ჩემი მამაოც გავიცანი და ქაშვეთის მრევლი გავხდი!!!! იმ მასწავლებლის დღემდე დიდი მადლობელი ვარ!!!!!


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
macaco-fast65
პოსტი Jan 20 2008, 07:05 PM
პოსტი #85


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 18-January 08
წევრი № 3,676



ისეთ პერიოდში გავიზარდე ეკლესიის ხსენებაც კი არ შეიძლებოდა.და არ ვტრიალებდი ისეთ წრეში რომ რწმენა ჩამომყალიბებოდა და ეკლესიაში მევლო.ცხოვრებაში ბევრი რამ გადავიტანე.ამჟამადაც უდიდეს განსაცდელში ვარ,მაგრამ სახლში ხატებიც მაქვს ,საეკლესიო ლიტერატურაც ,მაგრამ რატომღაც ეკლესიაში ვერ მივდივარ.არ ვიცი რა მჭირს.
და საერთოდ როცა შევსულვარ თითქოს სადღაც მეჩქარება და შენობაში ვერ ვჩერდები.მარტო სანთელს ვანთებ და გამოვდივარ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
miranda.d
პოსტი Jan 20 2008, 08:29 PM
პოსტი #86


fonte
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 17-July 07
მდებარ.: sakartvelo,tbilisi,sololaki:)
წევრი № 2,478



დამლოცეთ, მამაო,
მე ტაძარში თავდაპირველად ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა, მაშინ 10 წლის ვიყავი. მაგრამ მერე უძღები შვილივით რამდენმეჯერ დავშორდი ეკლესიას. 4 წლის წინ ღვთის წყალობით, ჩემმა ძმამ ტაძარში დაიწყო გალობა და სწორედ მან შემაძლებინა, კვლავ დავბრუნებოდი დედაეკლესიას, რისთვისაც მთელი გულით ვმადლობ უფალს .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jan 20 2008, 08:40 PM
პოსტი #87


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



მე მამა ირაკლის LIVE-მა მიმიყვანა ტაძარში ki.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jan 21 2008, 02:53 AM
პოსტი #88


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



macaco-fast65 პირველად ყოველთვის ეგრეა როცა ადამიანი ეკლესიაში მისვლას ცდილობს ეშმაკი ყველანაირი ხერხებით ცდილობს დააბრკოლოს ის ადამიანი ამ გზიდან.მეც ასე მიჭირდა თავიდან(მითუმეტეს მარტო ვიყავი და არც არავინ მყავდა რჩევის მომცემი და დამხმარე ამ გზაზე) მაგრამ მერე მთელი ძალები მოვიკრიბე გვერდზე გავწიე ყველა დამაბრკოლებელი აზრები განცდები თუ შიშები და დავიწყე ეკლესიაში სიარული და გავხდი ქრისტიანი.
თავიდან ცოტა მეტია ბრძოლა და განსაცდელიც მაგრამ მეტია ღვთის წყალობაც და მადლიც ახალმოსულზე და ის გულმხურვალე ლოცვა და გულმხურვალე სინანული რომელიც თან ახლავს პირველ და შემდგომ აღსარებებს მუდმივად სანატრელია ქრისტიანისთვის და იგი ცდილობს ისეთივე გულმხურვალე იყოს როგორც თავიდან ეკლესიაში მოსვლისას იყო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Jan 21 2008, 07:17 PM
პოსტი #89


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



me religiis mascavlebelma mimikvana ratkmaunda chemi survilit,agsarebas gvixsnida da mec davinteresdi da maleve mivedi kidec.
gaixaret nino mas yvavilebi.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
medavitne nikolozi
პოსტი Jan 21 2008, 11:29 PM
პოსტი #90


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 143
რეგისტრ.: 31-December 07
მდებარ.: gori saqartvelo
წევრი № 3,518



მე პირველად ჩემმა მეზობელმა წამიყვანა 11 წლის ვიყავი,როგორ მახსოვს ფერიცვალება იყო,აღსარება ჩავაბარე,ვეზიარე თან და წირვასაც პირველად დავესწარი.მაგის მერე მადლობა ღმერთს 6 წელია დავდივარ.


--------------------
ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ!!!



"უფალო საჯენ ყოველნი რომელნი მემტერნეს მე ამაოდ! "





User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sisunia
პოსტი Jan 23 2008, 07:09 PM
პოსტი #91


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 22-January 08
წევრი № 3,707



განა ასე ადვილად ვიტყვი რამ მიმიყვანა ტაძარში, ჩემი თავი რომ მახსენდება დაწყებით ეტაპზე ახლაც ცუდად ვხვდები, sad.gif
ჯერ ჩემს მეგობრებს დიდი მადლობა
მერე იმ ადამიანს, რომელმაც მითხრა რომ ლოცვა და ზიარებაა ყველაზე დიდი სიმშვიდე და სიხარული და არა ის რასაც მე მივიჩნევდი ამ ქვეყანაზე...
ნაბიჯნაბიჯ გრძელდებოდა ჩემი ეგრეთწოდებული გარდასახვა...
ხოლო პირველი აღსარება იყო დაუვიწყარი.... ჩემს სიცოცხლეში მსგავსი სიმსუბუქე არ მიგვრძნია!!!!!!
ასე რომ მადლობა უფალს.
ყველას ვუსურვებ მოქცევას და სინანულს, რითაც სიხარული სიმშვიდე მოიპოვება,
თუმცა ბრძოლა ეშმასთან გრძელდება, რადგან ის ხომ არ გვასვენებს მთელი ცხოვრება...
ახლა რომ მკითხონ როდის იქნები ბედნიერიო, ვეტყოდი თუკი ჩემი ძმა მოექცევა მეთქი....
ის სასჯელს იხდის და მის ცხოვრებაზე კრიმინალურმა სამყარომ დიდი გავლენა მოახდინა...
მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rien
პოსტი Jan 23 2008, 09:14 PM
პოსტი #92


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი № 3,714



ციტატა(ana-xatia @ Dec 27 2007, 12:19 PM) *

მე მარტოხელა ორსული ვიყავი, შეყვარებულთან ვიჩხუებე და დამშორდა. ხოდა ჩემს მასწავლებელთან მივედი, რომელიც ძალიან მეხმარებოდა რჩევებით ყოველთვის.

21 წლის ვიყავი მაშინ და ასე მითხრა, მოდი, მე და შენ ხვალ ერთ ადამიანთან მივიდეთ და რასაც ის გვეტყვის, ისე გავაკეთოთო. საუბარი იყო ბავშვსი დატოვება-არ დატოვებაზე.

ხოდა მეორე დღეს მივედით ფერისცვალების დედათა მონასტერში და დედა მარიამმა (იღუმენიამ) როგორც კი დამინახა, ეგრევე გამიცინა და მითხრა, უი, ეს არის ჩვენი პატარა დედიკოო?
მერე მამა სვიმონიც გამაცნო და მადლობა ღმერთს რომ ამ გზაზე დამაყენა.

ჩემი შვილი კი ეხლა 9 წლისსა smile.gif

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის

ეხლა შენი პოსტი რო წავიკითხე ძაან ავღელდიი.ღმერთმა დაგფაროთ თქვენც და თქვენი პატარაც.უფლის ამდლი არ მოგკლებოდეთsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*tamo-tamo*
პოსტი Jan 23 2008, 09:50 PM
პოსტი #93


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი № 3,722



მე მორწმუნე ოჯახში დავიბადე, ქალაქ ბოლნისში, ბიძა მღვდელია, მამიდები მგალობლები და მედავითნეები. მეც პატარაობიდან ეკლესიაში დავყავდი. რომ წამოვიზარდე ჩემი სურვილით ვისწავლე ნუსხურად კითხვა და მამიდებმა მედავითნეობა და გალობაც მასწავლეს. მერე მამაოს (ბიძას) ვეხმარებოდი წირვა-ლოცვის ჩატარებაში. ახლა თბილისში ვარ, უნივერსიტეტში ვსწავლობ, როცა შემიძლია ხოლმე ჩავდივარ ისევ ჩემს ტაძარში და მამაოს ვეხმარები ხოლმე, მაგრამ ამ ბოლო დროს ეს უკვე იშვიათად ხდება და ძალიან მწყინს sad.gif


--------------------
"აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Jan 23 2008, 09:53 PM
პოსტი #94


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365




ცოდვების სიმძიმე ვიგრძენი და მივედი.
მამაოს ისე ჩავაბარე აღსარება სახეზე არც კი შემიხედავს სულ თავ დახრილი მივყვებოდი.


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Feb 3 2008, 11:46 AM
პოსტი #95


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ცხოვრება ხანდახან მუხლებზე გვაჩოქებს... და ეს საუკეთესო მდგომარეობაა ლოცვისთვის...


ასე მოხდა...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ართი ვარდი
პოსტი Feb 3 2008, 03:44 PM
პოსტი #96


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



ციტატა(ქეთუ @ Feb 3 2008, 11:46 AM) *

ცხოვრება ხანდახან მუხლებზე გვაჩოქებს... და ეს საუკეთესო მდგომარეობაა ლოცვისთვის...



რატომღაც ეს სიტყვები მარწმუნებენ იმაში რომ შემთხვევით არაფერი ხდება . შეიძლება ვცდები.ჯერ ვერ გავერკვიე ამაში


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 6 2008, 05:12 PM
პოსტი #97


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



მე მეგობარი გარდამეცვალა ავარიით.
ჯერ მისი სულისთვის დავიწყე ლოცვა. თითქმის მთელი დღე სახლში ვიყავი და ფსალმუნებს ვკითხულობდი. შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი სულისთვისაც უნდა მეზრუნა. არავინ მყავდა რწმენაში და მარტოს მომიწია მისვლა ამ გზაზე. ძალიან ძნელია იყო, მაგრამ ღვთის წყალობით და შემწეობით შევძელი. ახლა ჩემი ყოველი დღე ლოცვით იწყება და ლოცვით მთავრდება. საერთოდ ეკლესიით და ღვთის სასოებით ვცოცხლობ. დიდება და მადლობა უფალს!


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
milana
პოსტი Feb 15 2008, 10:18 PM
პოსტი #98


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 278
რეგისტრ.: 14-February 08
წევრი № 3,934



ნუ ბავშობაში მარტო დღესასწაულებზე დავდიოდი ეკლესიაში.შემდეგ სკოლაში რელიიგის გაკვეთილები გვიტარდებოდა და გაკვეთილზე მასწავლებლის საუბრის შემდეგ მიჩნდებოდა სურვილი რომ ეკლესიაში მევლო და მოძღვარი ამეყვანა მაგრამ გაკვეთილის დამთავრების თანავე თითქოსდა მავიწყდებოდა.შემდეგ ჩემ დამ დაიწყო სიარული მერე მეც მივყვებოდი ხოლმე.ჩვენს ეკლესიში ყოველ ორშაბათდღეს ტარდებოდა ბავშვების დალოცვა.თითქმის ყოველთვსი დავდიოდი და ეკლესიაში რომ მივდიოდი მერე წამოსვლა აღარ მინდოდა ხოლმე.მერე მოძღვარიც ავიყვანე და ჩვენს ეკლეისასთნ არსებულ "სულიერ ლაშქარში"გავწევრიანდი.პირველად ახსარება რო ჩავაბარე და ზიარება მივიღე ისეთი ბედნიერი ვიყავი რო ენით ვერ ავღწერ და ახლაც ასეა აღსარებისა და ზიარების მიღების შემდეგ თითქოს სხვა ადამაინი გამოვიდვარ ეკლესიიდან.ეხლა კიდე მინდა ისევ ისე ვიყო როგორც თავიდან ვიყავი ,მაგრამ თითქოს რაღაცა მიშლის ხელსsad.gifარვიცი რა.


--------------------
”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Elisabedi
პოსტი Feb 15 2008, 11:17 PM
პოსტი #99


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 122
რეგისტრ.: 6-January 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,561



მე ცოტა გვიან მივედი 18 წლის ასაკში მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ინება,ჩემ ცხოვრებაში დამდგარიყო ეგ წუთი.ნათლისღება ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ამიტომაც.ეს პირველად იყო,რაღაც ჩემთვის ამოუცნობ სამყაროში მოვხვდი,შემდეგ რაღაცამ მიმიზიდა და ასე დავიწყე სიარული ეკლესიაში.პირველი ზიარება რა იყო wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვალერი
პოსტი Feb 16 2008, 03:28 PM
პოსტი #100


ვაკო გელოვანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 395
რეგისტრ.: 2-August 06
მდებარ.: Tbilisi, Georgia
წევრი № 35



მე როცა სკოლაში რელიგიის სწავლა დავიწყე, პირველად მაშინ გამიჩნდა სურვილი ეკლესიაში სიარულის , მაგრამ მაშინ საბურთალოზე ახლო-მახლო არცერთი ტაძარი არ იყო აშენებული და დედაჩემმა თხოვა ჩემს მეზობელ ქალბატონ მაია ბოჭორიშვილს რომ მეც ვეტარებინე ეკლესიაში. მაშინ 11-12 წლის ვიქნებოდი. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ხელი შემიწყო რომ ეკლესიის მრევლი გავმხდარიყავი.


--------------------
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 3 4 5 6 7 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი