![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
T.L. |
![]()
პოსტი
#301
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
ციტატა მაშინ გაორმაგდება.... საიდან ასეთი დასკვნები,არამგონია ![]() ციტატა შენ მაინც მიპასუხე რად უნდა ქვეყანას ფორმალური მეფე? ფორმალური რატო? მართალია მონარქიის აღდგენის შემთხვევაში ხელისუფლება გადანაწილებული იქნება საქართველოს პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრის კაბინეტს შორის,მაგრამ ჩემი აზრით მეფეს უნდა შეეძლოს პოლიტიკური კრიზისის დროს პრემიერ-მინისტრის კაბინეტის დათხოვნა, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ა.შ.მეფე იქნება ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი;საკონსტიტუციო ნორმის დარღვევის შემთხვევაში გამოაცხადებს პარლამენტის დაშლას და დანიშნავს ახალ არჩევნებს.პირადი კონტროლის ქვეშ ეყოლება აყვანილი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა.მონაწილეობას მიიღებს მთავრობასა და პარლამენტთან ერთად ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში და ეროვნული იდეოლოგიის განვითარებაში. მეფის ყველაზე დიდი ბერკეტი უნდა იყოს მისი ზომიერი და გაწონასწორებული კრიტიკა ხელისუფლების საქმიანობაზე. რაც მოახდენს გაფანტული საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას და კონსტრუქციული კრიტიკის შექმნას ხელისუფლების არასწორ ქმედებებზე. ხელისუფლება თავის მხრივ იძულებული გახდება საჯარო გახადოს თავისი საქმიანობა და ზუსტი განმარტებები გააკეთოს ან შეეცადოს შეცდომის გამოსწორებას. ეს არის ჩემის აზრით იდეალურო მოდელი საქართველოსთვის,რითიც მინიმუმადე შემცირდება ხელისუფლბის კანონდარღვევები ![]() ![]() -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
geller04 |
![]()
პოსტი
#302
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 10-February 07 მდებარ.: UNITED STATES წევრი № 1,048 ![]() |
საიდან ასეთი დასკვნები,არამგონია ![]() ფორმალური რატო? მართალია მონარქიის აღდგენის შემთხვევაში ხელისუფლება გადანაწილებული იქნება საქართველოს პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრის კაბინეტს შორის,მაგრამ ჩემი აზრით მეფეს უნდა შეეძლოს პოლიტიკური კრიზისის დროს პრემიერ-მინისტრის კაბინეტის დათხოვნა, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ა.შ.მეფე იქნება ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი;საკონსტიტუციო ნორმის დარღვევის შემთხვევაში გამოაცხადებს პარლამენტის დაშლას და დანიშნავს ახალ არჩევნებს.პირადი კონტროლის ქვეშ ეყოლება აყვანილი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა.მონაწილეობას მიიღებს მთავრობასა და პარლამენტთან ერთად ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში და ეროვნული იდეოლოგიის განვითარებაში. მეფის ყველაზე დიდი ბერკეტი უნდა იყოს მისი ზომიერი და გაწონასწორებული კრიტიკა ხელისუფლების საქმიანობაზე. რაც მოახდენს გაფანტული საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას და კონსტრუქციული კრიტიკის შექმნას ხელისუფლების არასწორ ქმედებებზე. ხელისუფლება თავის მხრივ იძულებული გახდება საჯარო გახადოს თავისი საქმიანობა და ზუსტი განმარტებები გააკეთოს ან შეეცადოს შეცდომის გამოსწორებას. ეს არის ჩემის აზრით იდეალურო მოდელი საქართველოსთვის,რითიც მინიმუმადე შემცირდება ხელისუფლბის კანონდარღვევები ![]() ![]() პირადად მომხრე ვარ. ყველანაირი მართველობა გამოვცადეთ ჩვენს თავზე იქნებ ასეთი ფორმის მართველობა უფრო ჩაჯდეს და მოერგოს დღევანდელ სიტუაციას -------------------- ქართველი ამერიკელი
|
გლახა |
![]()
პოსტი
#303
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
კანონისტი
და რასასც წერთ თავად თუ გჯერათ იმისი? |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#304
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გლახა
ციტატა 1. ის ამ გაჭირვებულ ხალხს ტვირთად დააწვება. მეფემ მუქთად უნდა ჭამოს და "იბაირამოს". სულ ჭამაზე ნუ ხართ გადასული, თუ ქვეყანას ასეთი მოდელი ანუ კონტიტუციური მონარქია წაადგებ, რაღაცას გავარკვევთ. ბევრი რაიმე იქნება დასადგენი, მათ შორის ალბათ გარკვეული მიწები და რაღაც სიმდიდრე მონარქის ხელში გადავა, მაგრამ ეს სულ სხვა სახის პრობლემაა და არა თავად წყობის... -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გლახა |
![]()
პოსტი
#305
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
geller04
ციტატა პირადად მომხრე ვარ. ყველანაირი მართველობა გამოვცადეთ ჩვენს თავზე იქნებ ასეთი ფორმის მართველობა უფრო ჩაჯდეს და მოერგოს დღევანდელ სიტუაციას ჯერ სადა ხარ...კიდევ მრავალ ნაირს გამოვცდით... ეს იმის პრობლემაა რომ საქართველოში ადამიანებს საკუთარი თავის მართვა არ ძალუძთ....არ ემორჩილებიან წესს და კანონს.. ამას მეფე ვერ უშველის.... |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#306
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
გლახა
ციტატა და რასასც წერთ თავად თუ გჯერათ იმისი? შენ როგორ ფიქრობ? ![]() ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გლახა |
![]()
პოსტი
#307
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
მხევალი ნინო
ციტატა ბევრი რაიმე იქნება დასადგენი, მათ შორის ალბათ გარკვეული მიწები და რაღაც სიმდიდრე მონარქის ხელში გადავა, მაგრამ ეს სულ სხვა სახის პრობლემაა და არა თავად წყობის... სულ სხვა სახის და საკმაოდ აქტუალური.... კანონისტი ციტატა გლახა ციტატა და რასასც წერთ თავად თუ გჯერათ იმისი? შენ როგორ ფიქრობ? მგონია რომ თქვენთვის ავტორიტეტული ადამიანების აზრებს წერთ... |
geller04 |
![]()
პოსტი
#308
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 10-February 07 მდებარ.: UNITED STATES წევრი № 1,048 ![]() |
geller04 ჯერ სადა ხარ...კიდევ მრავალ ნაირს გამოვცდით... ეს იმის პრობლემაა რომ საქართველოში ადამიანებს საკუთარი თავის მართვა არ ძალუძთ....არ ემორჩილებიან წესს და კანონს.. ამას მეფე ვერ უშველის.... ეჰ ალბათ მაგაშიც მართალი ხარ, ალბათ ისევ ჩვენი ურწმუნოობის და უუნარობის შედეგია მოკავშირეს და მხსნელს ვეძებთ რუსეთში, ევროპასა თუ ამერიკაში და არა უფალში ![]() -------------------- ქართველი ამერიკელი
|
გლახა |
![]()
პოსტი
#309
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
გიორგი
ციტატა 1. მირონცხებული მეფის სათავეში ყოლა უფრო მოქნილად ჯდება ქრისტეანული სახელმწიფოს მოწყობაში და მონარქის პიროვნება უფრო დაახლოვებს ეკლესიას, სახელმწიფოს და საზოგადოების მასას ერთმანეთთან. 2. შემცირდება "პირველკაცობისთვის" ბრძოლა, რადგან გარეგნულად (და შესაძლოა ნაწილობრივ პოლიტიკურადაც) სახელმწიფოს პირველი პირი მონარქი იქნება, პარლამენტში კი მეტ-ნაკლებად ყველა თანაბარი გავლენისაა, არც ერთპიროვნული მმართველი იარსებებს და გაუთავებელი ქიშპი დაიკლებს. 3. ქართველი ადამიანის ცნობიერება მაინც მონარქიულ აზროვნებას ეფუძნება, სადაც ერთ პიროვნებაზე ხდება აქცენტირება, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა ზუსტად უდრის სააკაშვილს, ლეიბორისტული პარტია - ნათელაშვილს და ა.შ. ინდივიდუალური წევრების შეფასება პრაქტიკულად არ არსებობს, ჰოდა ერთიანი ერის ლიდერის სიმბოლო ჯობია მეფე იყოს, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი ან თუნდაც ნათელაშვილი, გამსახურდია და ა.შ. ისტორიას თუ გადავხედავთ დავინახავთ საქართველოს რამდენი მეფე ჰყავდა ერთდროულად... ეს სენია ჩვენი ერის.. ჩვენში მეფობა ბევრს მოუნდებათ და გვეყოლებიან: იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს მეფეები.... ეს პირიქით განხეტქილებას მოიტანს... საქართველოში პირველობისთვის ბრძოლა სისხლშია გამჯდარი ჩემო კარგო.... პირიქით მონარქისტულს არ ეფუძვნება...სატავეში მყოფს ყველა ბრძოლას უცხადებს მიზეზით თუ უმიზეზოდ.... და მაინტერესებს ამ არაფრის მაქნისმა ოპოზიციამ რომ დაიხვია ხელზე მონარქია მონარქიაო-აქამდე სად იყვნენ? ხედავთ პირველობის ხელში ჩასაგდებად ყველა აზრს აიტაცებენ... მე თუ მკითხავთ არც ეს მთავრობა მინდა და არც ოპოზიცია... გვიშველის რუსეთი!!!! ![]() ![]() |
T.L. |
![]()
პოსტი
#310
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
ეჰ ალბათ მაგაშიც მართალი ხარ, ალბათ ისევ ჩვენი ურწმუნოობის და უუნარობის შედეგია მოკავშირეს და მხსნელს ვეძებთ რუსეთში, ევროპასა თუ ამერიკაში და არა უფალში ![]() აუ ასი წელი არაფერი არ გვაქვს საძებარი არც რუსეთში არც ამერიკაში და სანამ ამას არ შევიგნებთ მანამდე არაფერი არ გვეშველება.... პ.ს. ჩამო რაა ![]() ციტატა ჩვენში მეფობა ბევრს მოუნდებათ მოუნდება სადაა ძმაო ეგრე, მოუნდება კაია,რო მოუნდება უნდა ერგებოდეს კიდეც ![]() ციტატა გვიშველის რუსეთი!!!! ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
geller04 |
![]()
პოსტი
#311
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 10-February 07 მდებარ.: UNITED STATES წევრი № 1,048 ![]() |
გიორგი ისტორიას თუ გადავხედავთ დავინახავთ საქართველოს რამდენი მეფე ჰყავდა ერთდროულად... ეს სენია ჩვენი ერის.. ჩვენში მეფობა ბევრს მოუნდებათ და გვეყოლებიან: იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს მეფეები.... ეს პირიქით განხეტქილებას მოიტანს... საქართველოში პირველობისთვის ბრძოლა სისხლშია გამჯდარი ჩემო კარგო.... პირიქით მონარქისტულს არ ეფუძვნება...სატავეში მყოფს ყველა ბრძოლას უცხადებს მიზეზით თუ უმიზეზოდ.... და მაინტერესებს ამ არაფრის მაქნისმა ოპოზიციამ რომ დაიხვია ხელზე მონარქია მონარქიაო-აქამდე სად იყვნენ? ხედავთ პირველობის ხელში ჩასაგდებად ყველა აზრს აიტაცებენ... მე თუ მკითხავთ არც ეს მთავრობა მინდა და არც ოპოზიცია... გვიშველის რუსეთი!!!! ![]() ![]() ირინა სარიშვილმა ამდენი ხანია თავის თავს ვერ მოუხერხა ვერაფერი და რუსეთის რა მოგახსენოთ, მასაც დაჩოქილი საქართველოს ნახვის სურვილი აქვს თანაც დიდი აუ ასი წელი არაფერი არ გვაქვს საძებარი არც რუსეთში არც ამერიკაში და სანამ ამას არ შევიგნებთ მანამდე არაფერი არ გვეშველება.... პ.ს. ჩამო რაა ![]() მართალი ბრძანდებით მოქალაქევ ![]() პ.ს. სექტემბერში მანდ ვარ, ცუმპა -------------------- ქართველი ამერიკელი
|
გლახა |
![]()
პოსტი
#312
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
გვიშველის ირინა და იგორი
![]() |
T.L. |
![]()
პოსტი
#313
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
გვიშველის ირინა და იგორი ![]() ეჭვი მაქვს მაგათ ცოტახანში მეხი დაეცემათ ![]() პ.ს. რა ირინა აგიტყდა კაცო? ![]() -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#314
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გლახა
ციტატა ....არ ემორჩილებიან წესს და კანონს.. წესის და კანონის მორჩილება, რომ არ გვიყვარს ეს ფორუმიდანაც კარგად ჩანს. ამაში არც ირონიაა და არც ხუმრობით ნათქვამი,. ასეა ზუსტად, ჩვენი ფორუმი ანარეკლია ზოგადად ჩვენი საზოგადოების. მოდერების მიერ მიღებული გადაყვეტილების მიმართ გამოხატული უნდობლობა, მოდერების ლანძღვა, გადაწყვეტილების გადასიჯვის მოთხოვნა, სახალხო გარჩევები, თავად იუზერების მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნა, ახსნა-განმარტებების მოთხოვნა თითო გადაწყვეტილებაზე ეს ზუსტად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას კანონის მიმართ. ასეთია დღეს ჩვენი სახელმწიფო სხვადასხვა პირობების გამო, და ასეთები ვართ ჩვენც. რაც შეეხება ტავად წყობას კონსტიტუციური მონარქიის, ეს არ არის ცუდი წყობა ქვეყნისთვის, იქნება ბევრი სხვა სახის პრობლემა, რომელიც გადაილახება აუცილებლად, მაგრამ აქ იმ პრობლემაზე კი არ არის საუბარი, ვინ იქნება მეფე და რას შეჭამს იგი, არამედ რამდენად გაამართლებს კონსტიტუციური მონარქია საქართველოსთვის, ხომ არ არის ეს მოდელი ქვეყნისთვის საუკეთესო. ამაზე ვიფიქროთ და არა ჭამა-სმაზე და მომავალ მემკვიდრეებზე, ეს ისტორიკოსებს და ეკონომისტებს მივანდოთ... -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
xornabujeli |
![]()
პოსტი
#315
|
![]() giorgi ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 ![]() |
xornabujeli და თქვენ ჩაწვდით? რაო მერე გვეშველება? გადახედეთ ძველ აღთქმას! ღმერთის ნება საერთოდ არ იყო მეფის ყოლა. ისრაელიანებმა თვითონ მოითხოვეს მეფე. მეფის ინსტიტუტი ეს საერთოდაც არ იყო ღმერთის სურვილი. 1 მეფეთა წიგნი 8:4-7 შეიკრიბა ისრაელის ყველა უხუცესი და მივიდა სამუელთან რამაში. და უთხრეს "შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას; დაგვისვი ახლა მეფე, რომ განგვსჯიდეს, როგორც სხვა ხალხებშია.. უთხრა უფალმა სამუელს: გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეტყვიან, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.... -არა ვერ ჩავწვდი... შველებით გვეშველება,მაგრამ როდის,ეს მე არ ვიცი. და კიდევ ბატონო გლახა,სხვის მაგივრად რატომ მპასუხობ? -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
გლახა |
![]()
პოსტი
#316
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
xornabujeli
ციტატა -არა ვერ ჩავწვდი... შველებით გვეშველება,მაგრამ როდის,ეს მე არ ვიცი. და კიდევ ბატონო გლახა,სხვის მაგივრად რატომ მპასუხობ? მაპატიეთ რომ სხვის მაგივრად გიპასუხეთ. შევეცდები აღარ გიპასუხოთ. |
ნათია |
![]()
პოსტი
#317
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ძალიან საინტერესო ინტერვიუა
![]() რაც არ გესმის, იმით მხოლოდ გაოცება შეგიძლია, მის უარყოფას კი ნუ გაბედავ” ძვირფასო მკითხველებო, რამდენიმე თვის წინ, “კვირის პალიტრის" საშუალებით გაგაცანით საოცარი პიროვნება, მოწამეთას მონასტრის მღვდელთმსახური მამა გიორგი (ბასილაძე), სტატიას საზოგადოების ფართო წრეებში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაგპირდით, რომ პერიოდულად მოგაწოდებდით ჩანაწერების გაგრძელებას. საქართველოში, ბოლო დღეებში, დიდი ვნებათაღელვაა... საზოგადოების ყველა ფენა ადევნებს თვალყურს მიმდინარე პროცესებს, აფიქსირებს თავის პოზიციებს... ამიტომ, დაგვაინტერესა რას გვეტყოდა იგი... გთავაზობთ მასთან ინტერვიუს: ციტატა ღვთივკურთხეულ მეფეს წმინდანები დიდი ხანია ამზადებენ და იგი ერს წინასწარმეტყველისგან ეუწყება! “სწორედ საიდუმლო წმინდანები უკვალავენ გზას ცოდვილებს ეკლესიაში მისასვლელად” “ღმერთს ჩვენი დასჯა კი არ უხარია, ეს ჩვენ გვჭირდება” მამა გიორგი, პატრიარქის ცნობილ ქადაგებაში ხაზგასმული ახალი აზრი, "საქართველოში სამეფო ტახტის აღდგენის შესახებ", პოლიტიკური პარტიების მიერ გამოყენებული იქნა საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნის საბაბად. თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ?. - საქართველოს მეფე ეყოლება!... და ეყოლება თვით ქრისტე ღმერთის მიერ განსაზღვრულ ჟამს!!! ბოლო ჟამის საქართველოს ღვთივკურთხეული მეფე ნაწინასწარმეტყველებია არაერთი ქართველი წმინდანის მიერ... ქართველი წმინდანების მთელი თაობები იღვწოდნენ და დღესაც იღვწიან ერისათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ამის შესახებ ნათქვამია დიდი შოთა რუსთაველის “"ვეფხისტყაოსან"შიც” - იგი იქნება საღმრთო ხედვისა და დიდი სულიერი ძალის მფლობელი პიროვნება და არა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა, ან კიდევ უბრალოდ სიმბოლო "“ფრთებშეკვეცილი”" მმართველისა არა! მეფე იქნება სვეტი მართლმადიდებლობისა - ძლიერი მმართველი! მეფე - დიდი დავითის სულით!!! მეფის გამოჩენა არანაირად არ არის დამოკიდებული რაიმე პოლიტიკურ სიტუაციაზე. როგორც გითხარით, ის გამოჩნდება თავის დროზე და ამ დროს ვერც ვერავინ დააჩქარებს და ვერც ვერავინ დააყოვნებს! პირადი პოლიტიკური ამბიციებითა და ძალაუფლების ჟინით შეპყრობილ ადამიანთა ყველა მცდელობა - სათავისოდ გამოიყენონ უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება სამეფო დინასტიის აღდგენის შესახებ - დიდი ცოდვაა და განწირულია დამარცხებისთვის. თუმცა ამ დაძაბულ მომენტში უწმინდესის სიტყვა რომ არაერთაზროვნად იქნებოდა აღქმული სხვადასხვა ძალის მიერ, იმთავითვე იყო ნათელი. ვიმეორებ, ცხებული მეფის მოსამზადებლად მოქმედი წმინდანები დიდი ხანია, რაც იღვწიან, ასე რომ, ეს პროცესი ხვალ კი არ იწყება ყრმა ბაგრატიონის შერჩევით, არამედ მიმდინარეობს და ეს წმინდანთა საიდუმლოა!.. ვურჩევ ყველას, ვინც კონსტიტუციური მონარქიის შემოღებას იმიტომ მოითხოვს, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას მოიაზრებს ამაში, ან კიდევ არასასურველი პიროვნება მათთვის ხელსაყრელი ფიგურით შეცვლას - შეეშვან ცეცხლთან თამაშს!!! მეფე არ გამოჩნდება იმ დროს, როგორც ეს ძალაუფლების წყურვილით სულდაბნელებულ ადამიანთა ჯგუფს სწადია!.. და არ იქნება ის პიროვნება, ვისზედაც ისინი იმედს ამყარებენ!... ღმერთს განსაზღვრული აქვს დროც და ის დიდი სულის, ღვთისმოყვარე პიროვნება, რომელიც უნდა მოგვევლინოს მეფედ! მეფის კურთხევისათვის უპირველესად თავად ერია მოსამზადებელი! აუცილებელია ერის როგორც სულიერი, ასევე პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება. ერმა უნდა გამოხატოს სურვილი და მზადყოფნა უპირობოდ აღიაროს ღმრთით რჩეული მეფის ძალაუფლება! ერი უნდა დაეკითხოს ღმერთს, ღმერთი კი წინასწარმეტყველის პირით აუწყებს ხალხს თავის რჩეულს!!! და მხოლოდ ამის შემდეგ, პატრიარქი აკურთხებს მეფეს. ბოლო ჟამის ქართველი მართლმადიდებელი მეფის მოვლინება, უდიდესი ისტორიული და მისტიკური მომენტია, არა მხოლოდ ჩვენი ერის ცხოვრებაში, არამედ ზოგადად მთელი კაცობრიობისათვის! როგორც ანტიქრისტე ემზადება მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე გამოსასვლელად, ასევე ემზადება დიდი ქართველი - ქრისტესმოყვარე მეფე ბოლო ჟამის გადამწყვეტი ბრძოლებისათვის!!! და ამ საკითხთან პოზიცია-ოპოზიციის" თამაში" დანაშაულებრივი წინდაუხედაობაა და ამავე დროს მძიმე ცოდვა ღმრთისა და ერის წინაშე. ღმერთთან ომი არავის მოუგია!... დამარცხებით კი ისე დამარცხებულან, რომ მთელი მოდგმით აღგვილან პირისაგან მიწისა!!! - მამა გიორგი, თქვენ ხშირად ახსენებთ ცოცხალ-მოქმედ წმინდანებს. მოგვიტევეთ, მაგრამ დღევანდელ ეკლესიაში ამ ცნებას ცოტა არ იყოს სხვა თვალით უყურებენ. ერთმა სასულიერო პირმა ისიც თქვა: "სად ნახეთ წმინდანები და ვინ არიან წმინდანები დღესო?" - ნახეთ, რა დღეშია ჩვენი ცნობიერება... თუმცა რა გასაკვირია, სულ ოციოდე წლის წინ დედამიწის 1/6-ზე ადამიანებს უმტკიცებდნენ, "ღმერთი არ არსებობსო". იმ სასულიერო პირს ჰკითხეთ ერთი: "ეშმაკები თუ არიან და სად არიან-თქო?" თუ ეშმაკები არ არიან, მაშ ვისღა ებრძვის ჩვენი ეკლესია?! თუ ეშმაკები არიან და ისინი აქ არიან, იცოდეთ, რომ წმინდანებიც აქ არიან. ღმერთს წმინდანები ყოველთვის ჰყავდა ქვეყანაზე და ეყოლება, მიუხედავად იმისა, ხედავენ თუ არა მას ცოდვებით სულდაბნელებულები!... ადამიანებს, დიდი ტანჯვისა და ვნებათა დათრგუნვის ფასად, დღესაც ისე როგორც ძველად, როგორც უდიდესი ჯილდო, სიცოცხლეშივე ეძლევათ წმინდანობის დასტური ღმრთისაგან. წმ. იოანე ოქროპირი არათუ აღიარებდა დედამიწაზე ცალკეული წმინდანების ყოფნას, არამედ ნახეთ რას ამბობდა: “"ხალხს შეადგენენ წმინდანები და არა ბრბო"“. არ არსებობს ადამიანთა მოღვაწეობის არც ერთი სფერო, არც ერთი ფენა, სადაც წმინდანები არ მოქმედებენ. ერში წმინდანების საიდუმლო მოქმედება, ძალიან დიდი და საინტერესო თემაა... დღესდღეობით ყველაფერ ამას, უბრალოდ, ვერ გაიგებთ და შეიძლება “ყოვლისმცოდნე, თავდაჯერებულმა”, მართლმადიდებელმა ათასგვარი მკრეხელობა და მწვალებლობა მოგვაწეროს, ამიტომ წმინდანები ამ საიდუმლოს ერის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ნელ-ნელა გაგვიხსნიან. ისე, იმათ, ვინც "ძალიან ბევრი იციან მართლმადიდებლობაზე" მინდა წმინდა წერილიდან შევახსენო: რაც არ გესმის, იმით მხოლოდ გაოცება შეგიძლია, მის უარყოფას კი ნუ გაბედავ. ყველა ნამდვილი მღვდელი წმინდანია... მღვდელი, რომელიც არ არის წმინდანი, არ არის ჭეშმარიტი მღვდელი!!! წმინდანები - არა მარტო სამღვდელო ან საბერო დასში მოღვაწეობენ, არამედ საიდუმლოდ მოქმედებენ ცოდვილ ადამიანთა წრეებშიც მათ გადასარჩენად. სწორედ საიდუმლო წმინდანები უკვალავენ გზას ცოდვილებს ეკლესიაში მისასვლელად, ხოლო ეკლესიაში მოქმედი წმინდანები კი ამზადებენ მათ სასუფეველსათვის. ადამიანთა მოდგმაში წმინდანები არიან ის რჩეული ღვთისკაცები, რომლებმაც უცდომლად იციან სამოთხისაკენ მიმავალი გზა. მხოლოდ მათ უწყიან, როგორ გაიყვანონ წუთისოფლის ჯუნგლებიდან ცოდვილი ადამიანები და აიყვანონ ცათა სასუფეველში. როგორც ცაზე ვარსკვლავები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზომისა და სიკაშკაშის მიხედვით, ისე წმინდანებიც განსხვავდებიან ძალისა და სულიწმინდის ნიჭის მიხედვით. ზოგი წმინდანი სულიწმინდის მადლის მატარებელია, ზოგი უფრო დიდი - სულიწმინდის ჭურჭელია. ჯერჯერობით მეტს ვერ გეტყვით, არადა სათქმელი ძალიან ბევრია... ერთი იცოდეთ, ეს ცოდნა ყველაზე წინ ჩვენ, ქართველებს გაგვეხსნება!... ჰოო.. არაა საინტერესო, დიდი ვაჟა ფშაველა როგორ ესვენა 20 წელი უხრწნელად მიწაში?!... - მამა გიორგი, გასაგებია, რომ ჩვენ ერს ცოდვების გამო დაატყდა თავს ამდენი უბედურება, ტკივილი, მწუხარება და განსაცდელი, მაგრამ დღეს ხომ ერის დიდი ნაწილი ეკლესიაში დადის, აბარებს აღსარებას, ეზიარება... ჩვენ კი მაინც გვიჭირს, როგორც სულიერად, ისე ეკონომიკურად და პოლიტიკურად. თქვენ როგორ ახსნით ამ მდგომარეობას? - ერის ღმერთთან შერიგების აუცილებელი და ჭეშმარიტი პირობა - არა ტაძრებში ზერელედ მისულ ადამიანთა სიმრავლეა, არამედ მორწმუნე ადამიანების - რწმენის, სინანულის, ლოცვის, მოშიშეობის, მორჩილების ხარისხი, აღსარების სიწრფელე და ცოდვებიდან გამოსვლის მტკიცე გადაწყვეტილება! წმ. იოანე ოქროპირი წერს: "“იმიტომაა ყველაფერი დაქცეული, იმიტომაა ყველგან გამეფებული უკიდურესი უწესრიგობა, რომ ჩვენ, როგორც სანახაობაზე, ვეძებთ ხალხის სიმრავლეს!”... ხალხის კრებული, საყვარელო, როდესაც იგი ღმერთის ნებას არ ასრულებს, არაფრით განსხვავდება მათგან, ვინც საერთოდ არ არსებობს!..." გეტყვით აგერ... აღსარება ერთია, ხოლო სინანული მეორე... გულისშემუსვრილობის, სინანულის გარეშე ნათქვამი აღსარება რა შედეგის მომცემი უნდა იქნას!!! სინანულია მთავარი... სინანულს ითხოვს ღმერთი ცოდვის სანაცვლოდ, რადგან სინანულია ის საშუალება, რომლითაც შემცოდე ადამიანს უბრუნდება ღმერთთან ურთიერთობის მორალური უფლება და როცა ერს არ აქვს საკმარისი სინანული, მაშინ კაცთმოყვარე ღმერთი ისევ ჩვენდა სასიკეთოდ გვიგზავნის ტკივილს, მწუხარებას, შიმშილს და სხვადასხვა სახის განსაცდელს და ამით გვიბათილებს ცოდვებს. ცოდვა მატერიაა, ის არ ქრება, ის უარყოფითი, ბოროტი ენერგიაა და მისი განეიტრალება მხოლოდ ცოდვის გამოტირებით ან ტანჯვითა და ტკივილებით არის შესაძლებელი. ჩვენ კი ვაბარებთ აღსარებას, მღვდლებიც გვპატიობენ ცოდვებს, მაგრამ აქ მთავარია გვპატიობს თუ არა ღმერთი!!! თქვენ იცით, რომ აღსარების საიდუმლოს თვითონ ქრისტე ღმერთი ესწრება და უგულოდ და ზერელედ მისულს ის არ შეუნდობს, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმა შეიძლება აპატიოს. აი, ამაშია აუცილებლობა!!! ჩვენ რომ მღვდელმა შეგვინდო ცოდვები, ღმერთმა თუ შეგვინდო?! თქვენ ბიბლიიდანაც იცით, როცა ღმერთი შეუნდობდა ერს ან ცალკეულ ადამიანს, მათი ცხოვრება საგრძნობლად იცვლებოდა კეთილდღეობისაკენ. მათზე ღვთის კურთხევა მოდიოდა. მე მომეწონა თქვენი შეკითხვა, ე. ი. აზროვნებთ. თუ ღმერთმა შეგვინდო, მაშინ რატომ ვართ დასჯილ მდგომარეობაში, რატომ ვართ ისევ ცუდ ყოფაში? ე.ი. გამოდის, რომ ღმერთმა არ შეგვინდო. მაშინ როგორ გავიგოთ, რომელი ცოდვა გვეპატია და რომლის გამოსასყიდად კიდევ უნდა ვიტანჯოთ? ამიტომ ვიძახი, შვილო, ცოცხალი წმინდანები ნახეთ-მეთქი. წმინდა მღვდელი ხედავს ყოველივეს და ის არ შეგინდობს თუ ღმერთს არ სურს ჯერ შენი შენდობა და დაგინიშნავს ეპიტემიას. ის მკაცრიც არის, მაგრამ ამავდროულად ძალიან მოწყალე და მოსიყვარულე. მას შეუძლია შენი ცოდვები დაიდოს ღმერთის წინაშე და თვითონ გამოიტიროს. იგი ძალიან მცირე დროში გამოიტირებს ისეთ ცოდვებსაც, რომელსაც თქვენ წლებს მოანდომებდით. როდესაც წმინდა მღვდლისაგან გესმით შენდობა, იცოდეთ, ეს ქრისტესგან შენდობაა... ყოველი კაცის მსაჯული - საკუთარი სინდისია. სინდისი გეტყვის, რას იმსახურებ. ან კიდევ ესა თუ ის განსაცდელი რომელი კონკრეტული ცოდვის გამო გეწვია. აღსარებაზე მიმავალს, სინდისი გეტყვის, ხარ თუ არა მზად, ან რა გულით მიდიხარ. ღმერთს ჩვენი დასჯა კი არ უხარია, ეს ჩვენ გვჭირდება. უსამართლობაზე რომ გვსჯის ე.ი. მისიანები ვართ, თორემ ღმერთი არ დაგვსჯიდა, გვაცლიდა და ბოლოს საუკუნო სატანჯველს მოგვცემდა.. "ის, ვინც ცოდვის გამო არ ისჯება, ამბობს წმ. იოანე ოქროსპირი-ყველაზე უბედური ადამიანია"ო. ჩვენ, ვიმეორებ, ქრისტეს ქვეყანა ვართ... (ეს სიტყვები ერთ ჟურნალში გადამიკეთეს! თითქოს მე არ ვიცოდე, რას ნიშნავს ქრისტიანული ქვეყანა და რას ქრისტეს ქვეყანა!!!) ამიტომ ერს რამე ცოდვის ლაქა არ უნდა ჰქონდეს. ეს ტანჯვა და სისხლი, მწუხარება, სიდუხჭირე ჩვენი განსაბანელი იყო. ჩვენ მძიმე ჟამი უკვე გამოვიარეთ... წმ. ბერებმა ერის ცოდვათა დიდი უმეტესობა უკვე გამოიტირეს, ჩვენც საკმაოდ ვეტანჯეთ... ისეთი დრო დადგება საქართველოში, არა თუ სამღვდელო დასი, არამედ ხელისუფლებაშიც წმინდანები გვეყოლება... მეფე უდიდესი წმინდანი იქნება... ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქრისტეს გაბრწყინებულ საქართველოს დაახვედრებს!!! - მამა გიორგი, თქვენ როგორ მიიღეთ ძალა? - მე მღვდელი ვარ და სიმართლე უნდა ვთქვა როგორც სხვებზე, ასევე საკუთარ თავზე. კარგი იქნება ეს თუ ცუდი.... მე მაქვს ძალა, მაგრამ არა ისე, როგორც ექსტრასენსებმა იციან "დავიძინე, გავიღვიძე და ძალა მივიღე"ო. ჩვენთან არ ხდება. ღმერთი დაუმსახურებლად ძალას არავის აძლევს. თან ძალას იმიტომ კი არ გაძლევს, რომ სხვა დაიპყრო, დაიმორჩილო, განაცვიფრო და მერე თავი განიდიდო. არა, შვილო, ღმერთი ძალას იმიტომ გაძლევს, რომ ღმერთს, სამშობლოს და ადამიანებს ემსახურო. ადამიანი სანამ ღმერთისაგან დიდ ძალას მიიღებს, გადის გამოცდებს ღმერთისაგან ერთგულების, თავმდაბლობის, სიყვარულის, მორჩილების, სიმამაცის, სიმტკიცის, სამართლიანობის და სხვა. დიდი ძალის მფლობელები დიდი ცოდვილებიც არიან წარსულში, რომ ოდესმე ამპარტავნებით არ დაიღუპონ, რომ თავი ღმერთი არ ეგონოთ, ან სხვებმა ღმერთად არ მიიღონ. ძალის მეტი რა ჰქონდა ბოროტს, უპირველესი ანგელოზი იყო და ძალის საცდურს ვერ გაუძლო. ამიტომ ღმერთს წმინდანები წინასწარ დაცული ჰყავს ცოდვებით, "ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის" - გაიხსენეთ დიდი წმინდა წინასწარმეტყველი მეფის-დავითის სიტყვები. ერთხელ ერთი ბუდისტი იყო მოსული მოწამეთაში, ნახევარი დღე დაყო აქ. საუბარში მითხრა: "ამ ადგილზე დიდი ენერგია ამოდისო"... მეც დავეთანხმე. ვუსმინე, მათ აქვთ ცოდნა ძალებზე, თუმცა ბოროტისაგან. არ ვიტყვი, რომ ისინი ძალას უშრომლად ღებულობდნენ, მაგრამ არა სულიწმინდისგან. მერე მეუბნება, - თქვენ ძალიან დიდი ძალა გაქვთო... ვგრძნობდი, საით მიჰყავდა ლაპარაკი და ვინც ალაპარაკებდა. - რა ვიცი, ბრუსლი არა ვარ, მარა არა უშავს, ვურტყამდი-მეთქი არ მოეწონა... რადგან ძალა მასაც ჰქონდა და ხუმრობა დამცირებად მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ მკითხა: - თქვენისთანები ბევრი ხართო? - საკმარისად-მეთქი. - თქვენ ხომ ომის მოგება შეგიძლიათო - სრული სერიოზულობით მკითხა. - როგორც კი ქრისტე ბრძანებს-მეთქი. - რა ომზე გეკითხებათო. გაკვირვებული მეკითხება ქართველი თარჯიმანი, ვუთხარი რა ომზეც. გაოგნებულმა თავი გაიქნია. არადა იმ ბუდისტმა მართალი თქვა, ხომ იცი დავით და კონსტანტინეს ორი ომი უჯაროდ აქვთ მოგებული. აქვე გაგახსენებთ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებს - “გაიყვანეთ ბრძოლაში ასი ათასი კაცი და ერთი წმინდანი, ვნახოთ ვინ მეტს შესძლებს?! ისუ ნავესი გავიდა საბრძოლველად და მარტომ გააკეთა ყველაფერი”. წმინდანებს შეუძლიათ ზემოქმედება სტიქიაზე, ადამიანებზე, როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, ნებისმიერ მყარ მატერიაზე, საერთოდ ძალიან ბევრ რამეზე - გააჩნია რა ძალას ფლობენ ღვთისგან - იმოქმედონ ასიდან ათასობით მტრის ცოცხალ ძალაზე, მოჰგვარონ შიში, პანიკა, ძილი, დაბნეულობა. შეუძლიათ მწყობრიდან გამოიყვანონ ელექტრო და რადიოსისტემები, მწყობრიდან გამოიყვანონ საბრძოლო ტექნიკა და მასალა, მოკლედ, ძალიან ბევრი რამ, მაგრამ ყველაფერი ამისათვის წმინდანებს ღმერთის ნებართვა, კურთხევა სჭირდებათ, ხოლო ღმერთის ნება მიმართულია ერის სულიერი გადარჩენისთვის. ღმერთმა იცის როდის აღგვიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. როდის გვეპატიება ცოდვები, შემთხვევით კი არ დავკარგეთ მიწები, ან იმიტომ, რომ "ცოტანი ვართ და დაგვჩაგრეს". არა, ღმერთი გვწმენდდა და გვასუფთავებდა. მთავარია ღმერთთან მოვაგვაროთ ცოდვა-მადლის საკითხი და მერე ვნახავთ, ღმერთი რასაც მოიმოქმედებს. ამიტომ საქმე წმინდანებზე კი არა, ჩვენზეა. თორემ როცა წმინდანები ღმერთისგან მიიღებენ ნებართვას, ნახავთ და არა მარტო თქვენ, არამედ მტერ-მოყვარე, მთელი მსოფლიო, რა მოიმოქმედონ წმინდანებმა და ჩვენმა ჯარმა... მე არაფერს ვაჭარბებ, ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და პასუხისმგებელი ვარ ღმერთთან ამ სიტყვებზე!!!... ვის რა სჯერა, ეს მათი საქმეა. კიდევ ვიმეორებ, მთავარია ჩვენ ღმერთისაგან გამოვითხოვოთ ომში გამარჯვების უფლება ღმერთთან მიახლოების, სინანულის და განწმენდის გზით, ჰოდა, წმ. გიორგი ისევ იქნება ჩვენი ჯარის სათავეში. ის უკვე აქ არის... აქ არიან სხვა დიდი წმინდანებიც და ელოდებიან იმ დღეს, როცა ღმერთი დაგვრთავს ნებას, მტერს ყველაფერზე ძალიან მწარედ ვაზღვევინოთ. ილორის წმ. გიორგი აქ არის.... თქვენ ვერ ცნობთ... მე ნასაუბრები ვარ მასთან და გეტყვით, ჩვენი გამარჯვებების დრო ძალიან ახლოა!.. სამშობლოსთვის თავდადება იგივე ღმერთისთვის თავდადებაა და ამ გზით ძალიან ბევრი დაიმკვიდრებს სასუფეველს... არ შეორგულდეთ... ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ... მე ეს ნანახი მაქვს, სულ გახსოვდეთ ეს სიტყვები: უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა. ას. პროფესორი ლელა ცირეკიძე მზისა შამათავა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
guest |
![]()
პოსტი
#318
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ სტატიამ ნათ
![]() უცრემლოდ შეუძლებელია ამის წაკითხვა. ღმერთმა გაგახაროთ ყველა და მის გზას არ აგაცდინოთ არცერთი! |
T.L. |
![]()
პოსტი
#319
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
დიახ
![]() მადლობა ნათია,გაიხარე... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#320
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ნათია
![]() ![]() ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 01:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი